ღმერთი

ღმერთი

среда, 26 декабря 2012 г.

წუხელ.

წუხელ ღამით მიწისძვრის დროს გამეღვიძა, თუ იმ დროს მეღვიძა ...
მოკლედ, ავდექი მიწისძვრის დროს. ფანჯარაში გავიხედე.დავწექი საათზე არ დამიხედავს. შიში ვიგრძენი, აზრი მომეცა რომ დამიჭირეს თუ დაჭერილი ვარ, ...
ფეხებით ვუკავივარ ვიღაცას ოღონდ ჰაერში , ღმერთი ვახსენე გონებაში, და პიროვნება რომელსაც თითქოს  ფეხებით ვეკავე აღმოჩნდა მსოფლიოში ძალიან ცნობილი პიროვნება, მაგრამ ღმერთის ხსენების შემდეგ ფეხებით დაჭერილი მამალი განთავისუფლდა და დაიყივლა. ის პიროვნება არ ჩანდა, სიმშვიდე(რაღაც ღვთიური) ვიგრძენი. მამლის ყივილი კი ჰგავდა ყივილ-ცნობას ახალ სოფელში(ქვეყანაში)გათენების, სულ სხვა სოფელში,ქვეყანაში, სამყაროში გათენებას. რაღაც სიახლე უნდა მოხდეს მსოფლიოში  თითქოს.
მეორე მიწისძვრის დროს ისევ მეღვიძა ალბათ, ისევ ავდექი,ისევ შიში ვიგრძენი და აზრი მომეცა თითქოს შავი ხარი დგას დედამიწაზე, ძალიან ძლიერი შავი ხარი იყო, თითქოს უნდა გამოექანოს, მებატონესავით იდგა.შიში მქონდა , მაგრამ ვიდექი და ვხედავდი მას , არ გავნძრეულვარ, ეს შიში უფრო ჰგავდა მისი ნახვის(არსებობის შიშს) შიშს და არა იმ შიშს, რომ მისი გამოქანების მეშინოდა.ის არ გამოქანდებოდა ჩემსკენ , თითქოს ჭკვიანი ვიყავი(ღვთისნებით ალბათ).მაგრამ, შიში იყო.

სახლში  არ გაგვიგიაო მიწისძვრა, დილას ტელევიზორშიც არაფერი თქვეს და სიცილით ვთქვი აბა, მარტო ჩემთვის იყო მეთქი მიწისძვრა?.თან მაინტერესებდა რა დროის შუალედი იყო პირველსა და მეორე მიწისძვრას შორის. როგორც იქნა გამოცხადდა ტელევიზიით და გავიგე რომ 11 წუთის მერე განმეორებულა მეორე.
ჰმ, ძალიან მცირე დროა..

 ისეთი აზრი მაქვს, რომ ჩვენ ვამცნობთ მსოფლიოს ახალ სამყაროში გათენებას და უცებ ის ხარიც მოვა.

დავწრე უბრალოდ ის რაც იყო.ის რაც აზრით მომეცა.

იქნებ უბრალოდ მიწისძვრა იყო.)))


ამის დასაწერად შემოვედი.


четверг, 20 декабря 2012 г.

სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა.

სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა. 20-12-2012.



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა. საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა. 
მისივე განმარტებით, სხდომაზე განიხილეს ასევე ისეთი საკითხები, რომელიც საეკლესიო ყოფას შეეხება.
"გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვხატოთ მადლიერება და კეთილგანწყობა პატრიარქის მიმართ და აღვნიშნოთ მისი საიუბილეო თარიღები", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.
ამასთან, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე დაისვა ასევე აფხაზეთში დაღუპული მამა ანდრიას კანონიზაციის საკითხი. არსებული ცნობით, მისი წმინდანად შერაცხის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის.
წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოებას უახლოეს საათებში პატრიარქის მდივანი გააცნობს.
ამასთან, საქართველოს პატრიარქი მცხეთაში გაემგზავრა, სადაც მამა გაბრიელის საფლავს მოილოცავს.

****


ბერი გაბრიელი. ქართული რეალობის.“სასწაულმოქმედი წმინდანი“ 


არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში, ოჯახის წევრები მამის საპატივცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. ვასიკო ბავშვობიდანვე ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და 12 წლის ასაკში მას წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

16 წლის ყოფილა ვასიკო, როდესაც მარტყოფის მონასტრის მოსალოცად ფეხით გაემგზავრა. იქ მას ღვაწლმოსილი ბერი მამა აითალა დახვდა, რომელსაც დიდად აფასებდა მამა გაბრიელი და პატივისცემით მოიგონებდა ხოლმე შემდგომ წლებში – “დიდი ბერი, დაფარულთა მცნობელი ბერი იყოო”.

1949 წ.-ს ვასიკო საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, ვასიკო ახერხებდა მარხვის შენახვას. იგი ფარულად წმ. ნიკოლოზის მოქმედ ეკლესიაშიც კი დადიოდა და წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ვასიკო სახლში დაბრუნდა. სულ მალე იგი გამოიძახეს სამედიცინო დისპანსერში და დაკითხვა მოუწყვეს;


საქართველოს სსრ.

ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო
19/ 1 – 1966 წ.ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1

№ 666

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით… ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა… 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა. უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო~. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, მან ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო – ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზაზე. გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა და ა. შ. საუბრისას ფსიქოპატის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქეთკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა. შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისაგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა. შ. არის სრულიად უკრიტიკო თავის მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, რის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.

სტაციონარის აქტი 1965 წ. №42
/კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი.

გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19/XI-65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექ. ლეჟავა 19/I-1966 წ.




მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ. 

https://csmcom3.wordpress.com/2011/12/25/ბერი-გაბრიელი/



მამა გაბრიელი
(ეპიზოდები ბერის ცხოვრებიდან)

„სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს“
(კორინთელთა 1, 25)
"უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ,
ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ,
ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი,
და მიიცვალოს,
და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ".
(მათე 17,20)

http://www.samtavro.ge/index.php?m=368


http://www.monkgabriel.ge/geo/mogonebani4.htm

ციტატები.

ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.

ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული.


ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის.


მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.


ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.


საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.


ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.


ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.


პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.


ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისა. ვის ემტერები, იცი რას გიზამს!?
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.


ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.


ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.


ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.


http://ka.wikipedia.org/wiki/მამა_გაბრიელი



დედა ანა: დავინახე, მამა გაბრიელის საფლავი როგორ იწეოდა ზევით–ქვევით, თითქოს სუნთქავდა 
20:12 - 21.09.10
http://www.mtavari.info/news-931.html


среда, 19 декабря 2012 г.

ზღაპარი - ხალხური სიბრძნე.

ზღაპარი - ხალხური სიბრძნე.

ზღაპარი ხალხური სიბრძნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი და პოპულარული ჟანრია. იგი ძალიან დიდი ხნის წინათ ზეპირად შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს. ზეპირად იმიტომ, რომ იმ დროს, როდესაც ეს ზღაპრები იქმნებოდა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასოების წერა. შემდეგ კი ამ ზეპირად მონათხრობს ხალხი მოსნენით იმახსოვრებდა და კვლავ ზეპირად გადასცემდა შთამომავლობას. მრავალი ასეული წლის განმავლობაში ეს ზეპირი ფანტასტიკური მოთხრობები ასე გადადიოდა კუთხიდან კუთხეში და თაობიდან თაობაზე.

განსაკუთრებით დიდი იყო ზღაპრის დანიშნულება მანამ, სანამ ხალხი დამწერლობას განავითარებდა. მაგრამ არც დამწერლობას და არც წიგნს ზღაპარი არ მოუსპია. იგი მწერლობის მხარდამხარ ვითარდებოდა და ვრცელდბოდა, რადგან მას თავისი ფუნქცია და ტრადიცია ჰქონდა.

ასე მოაღწია ზღაპარმა იმ უხსოვარი დროიდან ჩვენამდე. ცხადია, მას თავისი უძველესი სახე უცვლელად არ შერჩენია; იგი განვითარებადი საზოგადოების თანამგზავრი იყო და მასთან ერთად თვითონაც ვითარდებოდა. საზოგადოების შესაბამისად იცვლებოდა ზღაპრეის მოყივები და იდეები, იხვეწებოდა ფორმა და ბოლოს იგი მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელდა და ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ზეპირსიტყვიერების ჟანრი. ჩვენს დროში არ არის ქვეყანა, რომთლის ხალხი სიამოვნებით არ ეცნობოდეს ხალხის მიერ შექმნილ ამ მხატვრულ საგანძჩურს.

ქართული ზეპირსიტყვიერება ერთ-ერთი უძველესი და იმდიდრესი ხალხური შემოქმედენჟბაა. საუკუნეებს გაუძლეს და ჩვენს დრომდე მოაღწიეს წინაქრისტიანულმა, წარმართობისდროინდელმა ქართულმა მითებმა: ამირანის, კომპალას, პირქუშის, სამზევარისა და სხვათა სახით.

დიდი ხნის წინათ იხსენებენ ქართული წერილობითი წყაროები ზღაპარს, მას არაეთგზის ვხვდებით აგრეთვე ძველ ქართუილ მწერლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჟანრის მნიშვნელობა ძირითადად დღესაც იგივეა რაც მას უძველეს წარსულში ჰქონია.

ჩვენს წინაპრებს ზღაპარი ესნოდათ, როგორც ფანტაზიის მეშვეობით შექმნილი, მოგონილი ამბავი და მას ყოველთვის სინამდვილის საპიპრისპირო მნიშვნელობით ხმარობდნენ: ერთ ძველ ნაწერში ვკითხულობთ: ,,არა ვითარცა ტყუილსა და ზღაპარსა, არამედ ჭეშმარიტსა ხილულსა ვიტყვ“. ე. ი. ის ამბავი რაც ხილულია, თვალით დანახულია, ზღაპარი არ არის.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებითაც ზღაპარი ,, არს მოგონებულ ტყუილი ამბავად შემჭევრებული და არა ქმნილი მყოფობით“, ე. ი. ზღაპარი მოგონილია და არა ნამდვილად მომხდარი ამბავი.

ზღაპარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოძრავი ჟანრია. იგი იმთავითვე ძალიან იოლად გადადიოდა კუთხიდან კუთხეში და ქვეყნიდან ქვეყანაში.

ხალხებს ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთთან ამა თუ იმ სახის ურთირთობა. ისინი ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდნენ როგორც ვაჭარი, თუ კარისკაცი, მოგზაური, თუ მისიონერი. დამპურობლები დიდხანს რჩებოდნენ დაპყრობილ მოსახლეთა შორის და ადგილობრივი მკვიდრნი ტყვეების სახით გაჰყავდათ თავიანთ ქვეყნებში. ეს მდგომარეობაკი დიდად უწყობდა ხელს ზღაპრის მოძრაობას, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთა შორის ერთნაირსიუჟეტიანი ზღაპრების დამკვიდრებას. აი, ამიტომ ამბობენ, ზღაპარი ინტერნაციონალური ჟანრიაო. რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ეროვნული ზღაპრები არ არსებობდა. ზღაპართა ურთიერთგაზიარება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველა ერს უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ სახის ზეპირ მოთხრობათა მეტ-ნაკლები მარაგი. ამასთან ერთად მკვლევარები ფიქრობენ, რომ სხვადასხვა ხალხთა განვითარების მსგავსებამ დამოუკიდებლად წარმოშვა მსგავსი სიუჟეტები და მოტივები.

ქათულ ზღაპარში ნათლად ჩანს ჩვენი ხალხის ბედუკუღმართი წარსული, სოციალ-პოლიტიკური თუ ეროვნული გასაჭირი, ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლა, სოციალური უთანასწორობისა და შიმშილ-სიღატაკისაგან თავდაღწევაზე ოცნება, ანუ ხალხურ ზღაპრებში ჩვენი ხალხის წარსულია არეკლილი.

ყველა ხალხის ზღაპერებში ის თემები, მოტივები და იდეებია წინ წამოწეული. რაც მისი შემქმნელი ისტორიისა და ყოფისათვის არის დამახასიათებელი.

საქართველოში ზღაპარი ყოველთვის პოპულარული ყოფილა, მას დიდ პატივს სცემდნენ როგორც ხალხის იდეური აღზრდის ერთ-ერთ მძლავრ იარაღს, გართობისა და დასვენების საუკეთესო საშუალებას. ზღაპრის ეს უდიდესი ფუნქცია კარგად ესმოდა ხალხს. ზღაპარი მსმენელებს უნერგავდა იმედსა და სულიერ სიმტკიცეს, ხალისსა და ენერგიას.

ზღაპარი, მართალია მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც გავრცელებული ყოფილა ; საქართვეოს ყველა კუთხეში და ყველა სოციალურ ფენაში.

არსებობს ზღაპრების კლასიფიკაციის რამდენიმე სახე. ქართული ზღაპრების თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც პროფესორ მ. ჩიქოვანს ეკუვნის, მიღებულია შემდეგი ჯგუფები: 1. ცხოველთა ეპოსი, 2. მისნური, ანუ ჯადოსნური ზღაპრები, 3. საყოფიერო-ნოველისტური ზღაპრები, 4. საგმირო ეპოსი, 5. ლეგენდები და 6. ანეკდოტები.

ასე დაიწყო

ქართული ზღაპრების ადრე ჩაწერილ ტექსტებს ჩვენამდე არ მოუღწევია, ისე კი მათი კვალი საკმაოდ ჩანს ძველ ქართულ მწერლობაში. ზღაპრების ყველაზე ძველი ხელნაწერი მე–17 საუკუნიდან მოგვეპოვება. შემდეგ კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ხხელნაწერი მე–19 საუკუნის დასაწყისიდან არის ცნობილი.

ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, როგორც დიდ ეროვნულ საგანძურს, სერიოზული ყურადღება პირველად სამოციანელებმა მიაქციეს. ჩვენი ცნობილი კლასიკოსები ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ალ. ყაზბეგი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა–ფშაველა და სხვანი თვითონ იყვნენ პირველი ინიციატორები და ჩამწერები ზეპირსიტყვიერი მასალებისა. ამ საქმეში ენერგიულად ჩაებნენ ცნოსილი მოღვაწენი და მეცნიერნი.

XIX ს. მეორე ნახევარში დაიწყო ზეპირსიტყვიერი მასალების სისტემატური გამოქვეყნება ჟურნალ–გაზეთებში. ხალხურ ლექსებსა და სიმღერებს ხშირად აქვეყნებდა ,,ივერია”, ,,დროება”, ,,მოამბე”, ,,კვალი” და სხვა.

პერიოდულ პრესაში თუ ადვილად ხერხდებოდა მცირე მოცულობის პოეტური ნომუშების გამოქვეყნება, ზღაპრებზე ამას ვერ ვიტყვით. თვითმპყრობელობის ბატონობის მძიმე პერიოდში ზღაპრების არა თუ გამოცემა, არამედ ჩაწერაც კი ჭირდა. მრავალი შემკრები წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ზღაპრების სრული სახით დაბეჭვდასა და მკოთხველისათვის მოწოდებას. ბევრი მათგანი ისე ჩავიდა საფლავში, რომ ამ კეთილშობილური სურვილების განხორციელებას ვერ ეღირსა.

მაგრამ მაინც დაგვჩა ზღაპრების რამდენიმე მნიშვნელოვანი კრებული, რომელთა გამოცემაც დიდი გაჭირვებით მოუხერხებიათ:

1891 წელს ზღაპრების მცირე კრებული გამოუცია ლადო აღნიაშვილს. 1897 წელს აკაკი წერეთელმა თავის ,,კრებულში” დაიწყო ქართული ზღაპრების სისტემატიურად ბეჭდვა. 1901–1903 წლებში ,,ქართველ ქალთა წრესაც” დაუბეჭდავს ზღაპრების ორი კრებული.

1909 წელს თ. რაზიკაშვილს გამოუცია ქართლ–კახეთსა და ფშავში ჩაწერილი ზღაპრების ორი კრებული.

ქართული ზღაპრები აგრეთვე ქვეყნდებოდა საზოგადოებათა კრებულებშიც, მაგრამ ყველაფერი ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რაც შესაკრები და გამოსაცემი რჩებოდა.

http://kartuli-zgaprebi.narod.ru/index.htm


მრავალ-მრავალ ახალ წელს.

მრავალ-მრავალ ახალ წელს .


ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,

ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,

საქართველოს სადიდებლად

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ჩემი გული სიხარულით,

რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,

მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!


მორის ფოცხიშვილი

 ნაძვის ხის სიმღერა .


მოვა, როცა მთა და ბარი

თეთრ ნაბადში გაეხვევა.

პატარების საოცნებო

საახალწლო ნაძვის ხე ვარ!

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,

მხარზე ხურჯინგადაკიდულს,

ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,

ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,

ვარსკვლავების სადარებო,

მოდით ჩემთან, საჩუქრები

დაგირიგოთ, პატარებო! -

სიმღერებით ცა მთოვარი

გაათბეთ და გაადარეთ,

ეს ახალი წელიწადიც

ბედნიერად გაატარეთ!


ნოდარ დუმბაძე
 ნაძვის ხეო .


ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

თბილ ოთახში მოგიწვიეთ,

გაერთო და ჩვენც გაგვართო.

ყინვასა და სიცივეში

რა გინდოდა ტყეში მარტო?

ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,

დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,

ახალი წლის სტუმარი ხარ,

ჩვენი ზამთრის მეგობარი.

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

  იოსებ გრიშაშვილი.
.................................................................................................


ნაძვის ხეო .


ნაძვის ხეო,

ნატვრის ხეო,

გული ლხენით აგვივსეო.

ნუ დაგვღალე,

თოვლის ბაბუ,

საჩუქრები გვაღირსეო.


გივი ჭიჭინაძე

...................................




თოვლის ბაბუა .


გადმოლახა ზღვები და

გადმოლახა მთები -

მოდის თოვლის ბაბუა

დათოვლილი მხრებით,

დათოვლილი წარბებით,

დათოვლილი თმებით.

მოჰყავს დათუნიები

მოაქვს საჩუქრები.

გარეთ ცივი ქარია,

ათოვს მთებს და ველებს.

ალბათ სცივა ბაბუას -

ვინ გაუთბობს ხელებს?

როცა მოვა, ვიცეკვებთ

და გულს გავიხარებთ,

გაზაფხულის მოსვლამდე

არ გავუშვებთ გარეთ.


მორის ფოცხიშვილი


..........


საახალწლო .


რაც ძველია, ძველია,

ძველია და მიდის.

დღეს ახალი წელია,

ზეიმია დიდი.

დაფიფქული წარბებით,

დათრთვილული ქუდით

თოვლისპაპა მოვიდა

თოვლი მოაქვს გუდით.

აბა, ჩქარა, ბავშვებო,

გავანძრიოთ ხელი,

თორემ დაგვიძველდება

ეს ახალი წელი.


მორის ფოცხიშვილი


ჩვენი დნმ-გენეალოგია

ჩვენი დნმ-გენეალოგია

(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ)

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების "ფუძემდებელი".

გენეტიკოსები დიდი ყურადღებით შეისწავლიდნენ მუტაციურ დაავადებებს იმ იმედით, რომ იპოვიდნენ მარტივ გზას რისკის ჯგუფში დაზიანებული გენის მფლობელი ადამიანის აღმოსაჩენად. საბოლოოდ მათ დაასკვნეს, რომ მუტაციები თავისებური ანაბეჭდებია, რომლებსაც ტოვებს კაცობრიობა თავისი განვითარების გზაზე. ისინი დნმ-ს ტექსტში დაშვებული ერთგვარი "ორთოგრაფიული შეცდომებია", რომლებიც გროვდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. გენეტიკოსებს შეუძლიათ, ეს ანაბეჭდები არიადნას ძაფივით გამოიყენონ და თვალი მიადევნონ ადამიანთა პოპულაციების მიგრაციას მთელ დედამიწაზე ათასწლეულების სიღრმეში. მეცნიერებმა მუტაციები - ეს გენეტიკური მარკერები - დედამიწის რუკაზე გადაიტანეს და ადამიანთა პოპულაციების პლანეტაზე მიგრაციის კონტურები მიიღეს. გენოგეოგრაფია ადამიანთა გენოფონდს შეისწავლის. მისი მიზანია გენეტიკური მარკერების - ე.წ. ჰაპლოჯგუფების - გავრცელების კარტოგრაფიული ანალიზი როგორც დედამიწის ვრცელი რეგიონებისთვის, ისე ადამიანთა კონკრეტული პოპულაციებისა და კონკრეტული ადამიანისთვისაც კი. მეცნიერთა ამოცანაა ჩვენი გენომის იმ უბანთა შესწავლა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ცვლილებები განიცადა. დნმ-ს მრავალრიცხოვან მონაკვეთებს შორის გენეტიკოსებმა გამოავლინეს და ახლაც განაგრძობენ ისეთი უბნების გამოვლენას, რომლებმაც განიცადა ცვლილებები - მუტაციები - ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ეს არის ერთგვარი ანაბეჭდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გენომის უძველესი ჩანაწერის - "დედნის" - გამოვლენა. მეცნიერებმა გამოთვალეს მუტაციათა წარმოქმნის სიჩქარე და ადგილი დედამიწაზე, სადაც ეს მუტაციები უნდა მომხდარიყო. გენოგეოგრაფიის განვითარების ახლანდელ ეტაპზე ყველა ჩვენგანს შეუძლია იპოვოს თავისი წინაპარი, რომელიც ათობით, ასობით და ათასობით თაობის წინ ცხოვრობდა და თავისი წარმომავლობა დაადგინოს. 2005 წლიდან მთელი დედამიწის მასშტაბით მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტი "გენოგეოგრაფია". ეს არის პროექტი, რომლიც დედამიწის მოსახლეობის გენომურ ცვლილებებს შეისწავლის. მისი მიზანია დედამიწის მოსახლეობის დეტალური გენეტიკური ატლასის შედგენა და ადამიანთა უძველესი მიგრაციული გზების დადგენა. მეცნიერები მთელი გენომიდან ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობენ დნმ-ს ორ უბანს: უჯრედის ბირთვში მოთავსებული Y ქრომოსომის დნმ-ს და უჯრედის ციტოპლაზმაში მოთავსებულ - მიტოქონდრიულ დნმ-ს. Y ქრომოსომა მხოლოდ მამაკაცების გენომშია და იგი მამისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა. მიტოქონდრიულ დნმ-ს არის როგორც მამაკაცის, ისე ქალის უჯრედებში, მაგრამ ის დედისგან მხოლოდ გოგონებს გადაეცემა. Y ქრომოსომა ადამიანის ყველაზე პატარა ქრომოსომაა. იგი ადამიანის გენომის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. მასში 86 გენია, რომლებიც 23 ცილის მოლეკულას ასინთეზებს. ამის გამო მას გენეტიკოსები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას. რა შეიძლებოდა ყოფილიყო საყურადღებო ასეთ პატარა ქრომოსომაში? მაგრამ სწორედ Y ქრომოსომა იქცა გენოგეოგრაფიის კვლევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად. დნმ თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცემა, სანამ არ მოხდება მუტაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 80 000 წლის წინ მთელი დედამიწის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ კაცს შეადგენდა. ათასწლეულების განმავლობაში მოსახლეობა განვითარდა და მთელ დედამიწაზე განსახლდა. ამას თან სდევდა დნმ-ში მუტაციების წარმოშობა. ეს მუტაციები ერთგვარი საათის ისრის როლს ასრულებს "ევოლუციის საათზე". მათი ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებმა იციან ამ მუტაციების წარმოშობის სიხშირე და ძალუძთ გამოთვალონ პერიოდი, როდესაც დნმ-ში მოხდა ესა თუ ის მუტაცია და გაჩნდა ადამიანთა ახალი მოდგმის უშუალო წინაპარი. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის Y ქრომოსომაში წარმოშობილი მუტაციები - ისინი ხომ მამებისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა.
ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია, დნმ-გენეალოგიის გზით გაიგოს, საიდან წარმოიშვა მისიY ქრომოსომა, ე. ი. თვალი მიადევნოს თავისი წინაპრების მიგრაციას 80-100 ათასი წლის განმავლობაში, იპოვოს ასეთივე მუტაციების მატარებელი ადამიანები პლანეტის ნებისმიერ წერტილში - მათ ხომ ერთი საერთო წინაპარი ჰყავთ და ამიტომ მუტაციებიცY ქრომოსომაში ერთნაირი აქვთ. Y ქრომოსომის დნმ-ში "ჩაწერილი" მუტაციების შესწავლამ ცხადყო, რომ შესაძლებელია გამოვყოთ ადამიანთა 20 მოდგმა. სიმარტივისათვის მათ აღნიშნავენ ლათინური ასოებით ა-დან თ-მდე. რამდენი და რა სახის მუტაციაა აღმოჩენილიY ქრომოსომის დნმ-ში და რა ინფორმაციას გვაწვდიან ისინი? ჩვენი მოგვარე ჩვენი ნათესავია თუ ერთნაირი გვარის ქონა მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია? ჰყავდა თუ არა კაცობრიობას საერთო წინაპარი და როგორ ხდებოდა ადამიანთა განსახლება?Y ქრომოსომის რომელი მუტაციებია დამახასიათებელი ქართული პოპულაციისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე შეგვიძლია. გენეტიკური ანალიზების გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ქართველებისთვის დამახასიათებელიაY ქრომოსომაში შემდეგი მუტაციების არსებობა: R1b ( 14, 3%), R1a ( 7,9%), J (36, 5%), G (30,1%), T და L (1,6 %). ყველაზე მაღალია J (36,5%) და G (30,1%) მაჩვენებელი. როგორ გაჩნდა ეს გენები ჩვენს გენომში და რაზე მიგვანიშნებენ ისინი? 20-30 ათასი წლის წინათ უძველეს ანატოლიაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც დასაბამი მისცა ჟ მოდგმას. დროთა განმავლობაში ეს მოდგმა გაიყო ორ შტოდ. ამ მოდგმის ადამიანებმა დიდი როლი შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში. დაახლოებით 10 ათასი წლის წინათ მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს პროგრესისაკენ: ხელი მიჰყვეს მიწათმოქმედებას და ცხოველთა მოშინაურებას. იმ დღიდან ადამიანი გახდა ბუნებრივი სიმდიდრის არა მარტო მომხმარებელი, არამედ შემქმნელიც. ადამიანები იშინაურებდნენ ჩლიქოსან ცხოველებს, მოჰყავდათ მარცვლეული, უვლიდნენ ვაზს, ისწავლეს კარაქის შედღვება და სხვა რძის პროდუქტების წარმოება, პურის გამოცხობა, ღვინის დაწურვა. ამ ადამიანთა ოჯახებში უფრო მეტი ბავშვი იყო, ვიდრე მათ მეზობელ მონადირეთა ოჯახებში. მათმა გამრავლებამ ხელი შეუწყო მოდგმის ვრცელ ტერიტორიაზე განსახლებას და ახალი მიწების ათვისებას. ათასწლეულების მანძილზე ისინი განსახლდნენ დედამიწის ოთხივე მხარეს და თანდათან დასცილდნენ თავიანთ პირვანდელ კერას. დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ ისინი დასახლდნენ კავკასიაში, ბალკანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მესოპოტამიაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში და საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხებად ჩამოყალიბდნენ. ჩრდილოეთის შტომ სხვა ხალხებთან ერთად ქართველებსაც მისცა დასაბამი. ამ მოდგმის ხალხები იყვნენ საუკეთესო მეტალურგები და დურგლები, ადნობდნენ ბრინჯაოსა და ფოლადს, კარგად იცოდნენ ხის დამუშავება. 10 000 წლის წინ დედამიწაზე გამყინვარება მიმდინარეობდა. თავი იჩინა საკვების დეფიციტმა, განსაკუთრებით გაჭირდა ნანადირევის მოპოვება. და აი, შუამდინარეთის ერთ-ერთ მკვიდრს აზრად მოუვიდა, ამ ნაყოფიერ მიწაზე თავად მოეყვანათ მარცვლეული. სწორედ იმ ტომისგან, სადაც პირველი აგრონომი ცხოვრობდა, წარმოიშვა G მოდგმა. მონადირე და შემგროვებელი ადამიანების მცირე ჯგუფებმა შექმნეს მიწათმოქმედთა კავშირი და მათ შორის საზოგადოებრივი ურთიერთობების რთული სისტემა ჩამოყალიბდა: საჭირო იყო მცენარეული პროდუქტის წარმოებისა და განაწილების კონტროლი. მიწათმოქმედებაზე გადასვლამ წარმოშვა ვაჭრობა, დამწერლობა, ასტრონომიული კალენდრები და დიდი ქალაქები. 3000 წლის შემდეგ ეს მოდგმა ორ შტოდ დაიშალა და დასავლეთ ირანიდან კავკასიაში, ანატოლიაში, ახლო აღმოსავლეთში განსახლდა. ამ მოდგმასაც შეეძლო ცხოველთა მოშინაურება და მიწათმოქმედება. ისინი ცნობილნი იყვნენ მეცხენეობით, პურისა და ღვინის წარმოებით. მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროსაც. მოგვიანებით ამ მოდგმამ შექმნა იმპერია, რომელიც ისტორიაში აქემენიდების იმპერიის სახელით შევიდა. მათ მრავალი ომი და მტრის შემოსევა გადაიტანეს, მაგრამ შეუპოვარი ხასიათისა და მრავალ ბრძოლაში მიღებული ცოდნის წყალობით მათზე გაცილებით ძლიერ მტერსაც კი ჯაბნიდნენ. აქემენიდების იმპერია ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული: ბალკანეთიდან და ეგვიპტიდან ჩინეთამდე და ინდოეთამდე და შავი ზღვის სანაპიროებიდან ეთიოპიამდე. მათ მიერ დამორჩილებული ხალხები ინარჩუნებდნენ რელიგიას და საკუთარ ენას, მაგრამ ყველას მართავდა ერთიანი სახელმწიფო ადმინისტრაცია. ცხადია, ასეთი დიდი სახელმწიფოს მართვა შეუძლებელი იქნებოდა სატრაპების - შეუბრალებელი და დესპოტი მმართველების გარეშე. ამბობენ, რომ იოსებ სტალინი ამ მოდგმის ტიპური წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მისმა სახელმწიფო მოღვაწეობამ საბჭოთა კავშირი უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მსოფლიო ბიპოლარული გახადა. დღესაც კი G მოდგმის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თურქეთში, ბალკანეთში, კავკასიაში. ეს არის ჩვენი გენეტიკური ისტორია, რომელსაც ჩვენ საკუთარი უჯრედებით ვატარებთ.

http://mkurnali.ambebi.ge/skhvadaskhva/genetika/3083-chveni-dnm-genealogia.html?start=1

იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესი.მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.

მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.
 1981 წელს ათონის წმიდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი უდიდებულესი მოწმობა XX საუკუნის ადამიანებისადმი ღმრთის დედის გამოუთქმელი წყალობისა. საკვირველთმოქმედი ხატის ისტორია დაკავშირებული ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან.

იოსების მშობლები იყვნენ მგზნებარე კათოლიკები. როგორც თავად იოსები მოგვითხრობს, ბავშვობაში ზურგზე მოკიდებული ჩანთით შევიდა მართლმადიდებლურ ტაძარში და იმ დროიდან მისი გული იქ იმყოფებოდა. მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს. იგი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში. 1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი სხვა, ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და გულითადად გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში.


იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესი


„აქ მე ვიხილე ღმრთისმშობლის ხატის ასლი, - იხსენებს იოსები. - ვერასოდეს გადმოვცემ სიტყვებით, თუ რა განცივადე იმ წუთას, უთუოდ მკერდში გული გადამიბრუნდა. ძლიერ მივეჯაჭვე ხატს, არ მინდოდა მასთან განშორება. ვთხოვე ბერებს, მოეყიდათ, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ხატი მათი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი აღმოჩნდა და არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. მე მაინც დიდხანს, ძლიერ დიდხანს და დაჟინებით ვთხოვდი, ვევედრებოდი. ბერებმა მითხრეს, შეგვიძლია ამ ხატის ასლი გადმოვიღოთ და გამოგიგზავნოთო, მაგრამ მე უარი ვუთხარი - სხვა არ მინდოდა, სწორედ ამ ხატის მიმართ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიყვარულს. ბოლოს შევწყვიტე მუდარა, დავმორჩილდი ბედს.

ღამით სკიტში დავრჩი ლიტურღიაზე დასასწრებად. „ღირს არს“-ის გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღმრთისმშობელს: „მე უკვე ყველაფერი ვიღონე, რისი გაკეთებაც ადამიანურად შემეძლო: მე მათ შევთავაზე ფული, ხვეწნით თავი მოვაბეზრე იღუმენს... ღმრთისმშობელო, წამოდი ჩემთან ამერიკაში, ჩვენ ხომ ძალიან გვიჭირს უშენოდ!“ ლოცვის შემდეგ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი, იმედი მომეცა, რომ ყოვლადწმიდა ქალწული ჩვენთან ერთად წამოვიდოდა.
დილით, საუზმის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობეთ, იღუმენი კი არსად ჩანდა. და აი მონასტრიდან წამოსვლის უკანასკნელ წუთს დავინახეთ, რომ იგი სწრაფად ეშვებოდა კიბეზე ქაღალდში გახვეული ხატით ხელში. „ღმრთისმშობელს ჰნებავს, თქვენთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში“, - მითხრა მან და ხატი გამომიწოდა. იღუმენს, მამა კლიმენტის, ფული შევთავაზე, მაგრამ მან მტკიცე უარი განმიცხადა: „ასეთი სიწმინდე ფულით არ იყიდება“. მინდოდა რაიმეთი გამომეხატა მადლიერება, ფული შემეწირა სკიტისათვის, იგი ხომ ძალზე ღარიბი იყო, მაგრამ წინამძღვარი შეუვალი დარჩა.

ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი, რომ უჩვეულო რამ მოხდა. პირჯვარი გადავიწერე, ვემთხვიე ხატს და ჩემს თავს აღთქმა მივეცი, რომ ეს ხატი არასოდეს გახდებოდა გამდიდრების წყარო. ძლიერი შინაგანი ხმის კარნახით პირდაპირ ივერთა მონასტერში გავემართეთ. აქ ნება მოგვცეს, ნაჩუქარი ხატი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პირველსახეზე მიდებით გვეკურთხა. ხატი იმდენად დიდებული და ლამაზი იყო, ისეთ სულიერ ძალას აფრქვევდა, რომ ძნელი იყო მისთვის დიდხანს გეცქირა.

მონრეალში დავბრუნდით 1982 წლის 3 ნოემბერს. ხატი კიევის მღვიმეთა ლავრის ზოგიერთი წმიდანისა და რუსეთის ახალმოწამეების ელისაბედისა და ბარბარეს წმიდა ნაწილებს შორის დავაბრძანე. ხატთან ენთო უქრობი კანდელი. სამი კვირის განმავლობაში, ძილის წინ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ვუკითხავდი დაუჯდომელს.

24 ნოემბერს ღამის სამ საათზე გამომაღვიძა ძლიერმა კეთილსურნელებამ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მას გამოსცემდა წმიდა ნაწილები ან სუნამოს დაქცეული ფლაკონი. მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ხატს, დავინახე, რომ ხდებოდა რაღაც განსაკუთრებული, დიდი სასწაული - ხატი მთლიანად დაცვარული იყო კეთილსრუნელოვანი მირონით...“

მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონის დენა გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა. ბზობის კვირას ხატი თითქოსდა შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონის დენას დიდ შაბათს, აღდგომის - მართლმადიდებელი ერის დიდი დღესასწაულის კარიბჭესთან. მირონი მოწვეთავდა მუდამ ერთი და იგივე ადგილიდან: ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის ხელებიდან და ყოვლადწმინდა ქალწულის მარჯვენა მხარზე გამოსახული ვარსკვლავიდან; ხშირად მირონს გამოჰყოფდა ხატის ჩარჩოც, თუმცა იგი შედარებით ახალი დამზადებული იყო. ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოვიდა ხატის დამცველი შუშის გარეთა ზედაპირიდან: მასზე იწყეს გაჩენა ცვარის მსგავსი მირონის უმცირესმა წვეთებმა, ისე რომ ღმრთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე მუდამ მშრალი რჩებოდა.

ივერიის მირონმდინარე ხატი ღმრთის დედის უძვირფასესი წყალობა იყო, მონიჭებული ჩვენ, უძლურთა, რწმენაში განსამტკიცებლად, სანუგეშოდ და გასახარად. მისგან აღსრულებულმა უთვალავმა სასწაულმა დასავლეთში ბევრი დააფიქრა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაზე. მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი მოკრძალებით მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა საკვირველთმოქმედი ხატისათვის. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ხატიდან მირონის ასეთი ხანგრძლივი დენა.

მთელს ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ფოტოები მასზე მიმაგრებული ბამბის ნაჭრებით, რომლებიც მკურნალი კეთილსურნელოვანი მირონით არის გაჟღენთილი. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ხატის ზოგიერთი ფოტოდანაც ასევე მოედინება მირონი. ეს ხდება ყველგან - ამერიკაშიც და ევროპაშიც.

„დიდი ხანი დაბნეული ვიყავი, - ამბობდა იოსები, - მე ხომ ერთ-ერთი უძლური და უკანასკნელი ვარ მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუმცა უფლის ძალა ხშირად ყველაზე უსუსურში მჟღავნდება ხოლმე. ერთხელ უკვე მომიწოდა ღმერთმა ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ, მომაქცია. ახლა კი თავისი უდიდესი წყალობით მეორედ ამირჩია. უფალმა მომცა ეს მადლი, რომ თავი ვიგრძნო არარაობად; ყოველდღიურად თანდათან ძლიერდება ამის შეგრძნება ჩემში. „რატომ მაინცდამაინც შენ აგირჩია ღმერთმა?“ - მეკითხებიან; ვპასუხობ: მე ყოველთვის ვლოცულობდი ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ, არასოდეს მითხოვია მისგან სასწაულები, არასოდეს შევვედრებივარ მას, რომ რაიმე ნიშნით დაემტკიცებინა ჩემთვის თავისი არსებობა. მე მწამს ღმრთისმშობლისა, თაყვანს ვცემ უფლის დედას. ასე მასწავლიდა დედა, სიყრმიდანვე მან შემაყვარა ღმრთისმშობელი. მრწამს, რომ ყოვლადწმინდა ქალწული თავის მადლსა და ძალას ამჟღავნებს იქ, სადაც თვითონ სურს, მიდის იქ, სადაც თვითონ ნებავს და მიდის მაშინ, როცა თვითონ სურს“.

იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის უცვლელი მცველი იყო. 15 წლის მანძილზე იგი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა წმიდა ხატთან ერთად, რომლისაგან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. ხატის ძალით ბევრი უღმერთო თუ არამართლმადიდებელი ადამიანი მოიქცეოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მირონმდინარე ხატის დიდება სულ უფრო განითქმებოდა დედამიწაზე.

თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ღმრთისმშობელმა იოსები მოწამეობრივი გვირგვინის მიღების ღირსი გახადა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იგი ტანჯვა-წამებით მოკლეს ღმერთის მოძულე ადამიანებმა, ხოლო საკვირველთმოქმედი ხატი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. იოსებ მინიოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს და როდესაც მეგობრებმა გახსნეს ლუსკუმა, მას გახრწნის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. იგი დაკრძალეს ჯორდანვილში, წმიდა სამების მონასტრის სასაფლაოზე. მაგრამ ბოროტი სული ამითაც არ დაკმაყოფილდა: სულ მალე, 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ

http://www.orthodoxy.ge/khatebi/monrealis_khati.htm

Сурикаты.


Сурикаты.

Этот милый зверек сразу вызывает неподдельную симпатию к себе, стоит лишь одним глазком взглянуть на него. Интересный факт о сурикатах заключается в том, что африканские аборигены считают его солнечным ангелом, который защищает людей от лунных дьяволов или оборотней. Именно об этом бесстрашном защитнике и пойдет речь.
 Сурикаты (лат. Suricata suricatta) отличаются довольно потешным внешним видом. Они небольшие и довольно стройные, длина их тела составляет до 35 см плюс хвост около 25 см. Вес зверька составляет примерно 600-1000 грамм. Их шерсть редкая, мохнатая, покрыта рядами пятен и полос на спине и боках. Сурикаты имеют длинные тоненькие лапы, которые снабжены довольно внушительными когтями. Черные круги вокруг глаз суриката вместе с третьим веком являются мощной защитой зрения, благодаря которой зверек с легкостью может смотреть на солнце

  Общество сурикатов отличается отлично отлаженными социальными связями, они не селятся в одиночку, а составляют целые кланы до 30 особей. Для жилья зверьки вырывают норы или же пользуются уже готовыми помещениями, заботливо вырытыми их предшественниками, например, земляными белками.





 Поражает уникальный социальный строй этих малюток. Наверняка многие удивятся, но сурикаты строят свои социальные отношения по принципам коллективизма. У сурикатов есть один прелестный ритуал, после утреннего туалета и принятия солнечных ванн, они обмениваются ласками друг с другом, приветствуют и поздравляют с началом нового дня. Возможно, подобные отношения являются следствием матриархата, царящего в обществе этих уникальных зверьков.
 Поиск пищи у сурикатов также занятие коллективное. Причем пока группа ищет пищу (яйца, насекомых, мышей, змей) сурикат-часовой наблюдает за обстановкой, а в случае опасности оповещает своих собратьев звуковым сигналом.
 У сурикатов есть и своя система общения, их речь включает как минимум десяток различных звукосочетаний. Но, что самое интересное, и это является научно доказанным фактом, у сурикатов действует система образования. Иными словами у них есть свои детские сады и школы.

 Причиной появления системы образования в обществе сурикатов является то, что брачный период у взрослых особей длится с октября по март, а беременность у самки составляет примерно 73 — 77 дня. За время брачного периода самка приводит несколько выводков (2-3), в каждом из которых обычно бывает от 2 до 5 детенышей. При рождении малыши весят всего 25-35 грамм.


В течение трех первых недель жизни малюток, пока их мать добывает себе пропитание, чтобы иметь молоко, за малышами присматривают няни. После того как потомство подрастает (примерно год), их воспитание берут на себя учителя клана, которые обучают молодняк добывать пищу.

Целью взрослых особей приносящих малышам пищу является не только пропитание потомства, но еще и педагогика. В начале они приносят несмышленышам мертвую добычу, затем живую, но обездвиженную и только под конец в активном состоянии.

амки сурикатов отличные матери. В случае опасности они готовы пожертвовать собой ради спасения детенышей.
И напоследок приведем еще несколько уникальных особенностей этих милых зверьков. Сурикаты очень выносливы, они могут несколько месяцев обходиться без воды.
Еще одной отличительной чертой зверьков является их сплоченность, объединившись, они могут загнать большого зверя или опасную кобру. Сурикаты очень любознательны, однако на первый план у них выходит защита интересов клана, поэтому другие животные знают, что против этого храброго и отважного зверька выступать не стоит.



Сурикаты | The Meerkats



წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღე.

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი.


გვწყალობდეს.





вторник, 18 декабря 2012 г.

ID ბარათზე თეა წულუკიანმა განაცხადი შეიტანა.

ID ბარათზე თეა წულუკიანმა განაცხადი შეიტანა.
28.11.2012.
დღეს, თბილისის იუსტიციის სახლს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა, სადაც ID ბარათზე განაცხადი შეიტანა.

“დღეს დილამდე მქონდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, რომელიც რეალურად გამოუსადეგარი იყო, რადგან უხარისხო გახდა. გარდა ამისა, როდესაც არსებობს თანამედროვე ტიპის ID ბარათი, არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა, რომ დავრჩე ძველ დროში.

ვფიქრობ, ID ბარათი არის ძალიან პრაქტიკული საშუალება იმისა, რომ თანამედროვე მოქალაქემ ცხოვრება გაიადვილოს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა რწმენის ადამიანების მხრიდან სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ე.წ. პრობლემა დროსთან ერთად გადაიჭრება.

არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევანი ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომელთაც არ უნდათ ამ ბარათის აღება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

http://www.ambioni.ge/id-baratze-tea-wulukianma-ganacxadi-seitana

понедельник, 17 декабря 2012 г.

ათონის წმინდა მთა.

ათონის წმინდა მთა.
წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“, რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კმ, ხოლო სიგანე 12 კმ-მდეა. სიმაღლე კი 2033 მ-ია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).

ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა. იგი განსაკუთრებული მართლმადიდებელი მონაზვნური გაერთიანების მფლობელობაში იმყოფება. ათონზე უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში იყო.

ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით სასწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა, რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.

ყოვლადწმინდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი. იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე და სთხოვდა ლაზარეს ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან.

ეკლესიის გადმოცემის თანახმად, 44 წელს ღვთისმშობელი, მოციქულებთან ერთად, კვიპროსზე გაემგზავრა.

ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელი ძლიერი პირქარი ამოვარდა, მეზღვაურებმა ვერაფრით დაიმორჩილეს იალქნები და ხომალდი სხვა მიმართულებით გაქანდა. ქარმა გემი ეგეოსის ზღვაში შეიყვანა და ათონის მთის ნაპირთან მიაყენა.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ათონის მთა წარმართთათვის წმინდა მთად იყო მიჩნეული. ძველ ბერძნებს აქ აპოლონის და ზევსის სადიდებელი მთელი რიგი წარმართული ტაძრები ჰქონდათ აღმართული.

როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ყოვლადწმინდამ მოგზაურობის ამგვარ წარმართვაში ღვთის ნება დაინახა, გადავიდა მისთვის უცნობი მიწის ნაპირზე, სადაც სასწაულის მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოწიწებით შეხვდა მას. ყოვლადწმინდამ წარმართებში ღვთის სიტყვა იქადაგა და როდესაც იქაურებში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცა, დატოვა ერთ-ერთი მისი მხლებელი, ხომალდზე ავიდა და კვიპროსისკენ გასცურა.

მას შემდეგ ათონი ქრისტიანული ეპოქის ისტორიაში შევიდა და ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი გახდა.

ათონის მთაზე მონაზვნების დასახლებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები VII-VIII საუკუნეს განეკუთვნება. 971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ათონელ მონაზვნებს ნახევარკუნძულის მფლობელობა დაუმტკიცა „განუსაზღვრელი“ დროით. მონაზვნების მიერ სრული თვითმმართველობის უფლება იმპერატორის სიგელში და წმინდა მთის პირველ წესდებაში აისახა.

მიუხედვად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე (ახალი სტილი) გადავიდა, ათონზე ძველებურად იულიუსის კალენდრით სარგებლობენ (ძველი სტილი). ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის“ მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.

999 წელს ათონის მთასთან ზღვით მისცურა ივერიისად წოდებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ წმინდა გაბრიელი ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.

ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.

ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი-განდეგილი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ და მის ნაცვლად თავისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ. გადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.


http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atoni/atoni.htm




დოკ.ფილმი.
ღირს არს ჭეშმარიტად.
საპატრიარქოს მიერ გადაღებული ფილმი, სადაც მოთხრობილია ღვთისმშობლის წილხვედრ ათონის მთაზე, სადაც 1000 წელია ქალს ფეხი არ დაუდგამს, აქ მდედრობითი სქესის ცხოველების ყოლაც კი აკრძალულია. მონასტრები მხოლოდ კანდელის და სანთლის შუქით ნათდება. ათონზე ბერები ძალიან ცოტას ჭამენ. ვიდრე ძველი პური არ გაუთავდებათ ახალს არ აცხობენ. აქ 20 მონასტერია აქედან ერთი ივერიის ქართველების აშენებული, რომელიც ზუსტად იქ აიგო სადაც ღვთისმშობელი მიადგა გემით საქადაგებლად. ასევე მოთხრობილია კარიბჭის ხატის სასწაულებზე, რომელსაც პორტაისისას 13 კანდელს შეემატა საქართველოს საპატრიარქოს მიერ მე-14 კანდელი რომელიც ქართველმა ოქრომჭედლებმა ათონური სტილით შექმნეს. საქართველოსა და საბერძნეთის სულიერ ცხოვრებაზე. მართლმადიდებლობაზე...


http://www.youtube.com/watch?v=G3-C-r1_Z60&feature=player_embedded


http://sarwmunoeba.ucoz.ru/load/videoebi/14

ქრისტე - ერთადერთი ხსნა ადამიანისა.მამა თეოდორეს ქადაგებები

ქრისტე - ერთადერთი ხსნა ადამიანისა


მამა თეოდორეს ქადაგებები.

მამა თეოოდრე - ვის მიმართავს უფალი და ვის ადარებს გველებს და იქედნეს ნაშობთ?
რა იწვევს და რაში ვლინდება ხიბლი და სწორი სულიერი ცხოვრება(16.12.2012)

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=CxGMTW3VWls


воскресенье, 16 декабря 2012 г.

ბარბარობას გილოცავთ.

ბარბარობას გილოცავთ.
გვფარავდეს უფალი.



4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.




..ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეორე
31. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო.

32. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა,

33. წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.

34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.

35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.

36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.

37. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.

38. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.

39. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.

40. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს.

41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.

42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.

43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.

44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება.

45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm


ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე







1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.


ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.
ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.







ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეცხრე


26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-9.htm

მათეს სახარება
თავი ოცდამეოთხე.


15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm

დანარჩენ მხეცებს(I_ლომი,II_დათვი,III_ავაზა.) ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე



11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი;(IV) მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. 

12. დანარჩენ მხეცებს(
I,II,III) ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
  http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm

ისლამის დაბადება და გავრცელება აზიაში და ისლამური იმპერიები.= სიცოცხლეგახანგრძლივებული ლომი და დათვი.

როგორც ვხედავთ ტერიტორიული მოცულობა იზრდება. საინტერესოა, ოსმალეთის იმპერიის დაცემა და სსრკს(?) შექმნა თითქმის ერთ პერიოდში მოხდა.





შემდგომი რიგი ავაზასი იყო.ანუ, უნდა განმეორებულიყო საბერძნეთის იმპერია_ავაზა.
საბერძნეთი ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ გახდა ქრისტიანული სახელმწიფო.(მართლმადიდებელი ქრისტიანი). ესეიგი საბერძნეთს უნდა შეექმნა მართლმადიდებელი ქრისტიანული იმპერია, ყოფილ ორ მხეცზე_ლომზე  და დათვზე ძლიერი. შექმნა ?
ოსმალეთის იმპერიის პარალელურად არსებობდა რუსეთის ქრისტიანული იმპერია. მაგრამ რუსეთის ქრისტიანული იმპერია რატომ უნდა მოიხსენოს უფალმა მხეცად. თუმცა რუსეთის იმპერია უცოდველი ნამდვილად არ იყო, ის მაინც ვერ იქნებოდა მხეცი უფლის თვალში, რადგან ქრისტეს უარმყოფელი არ იყო.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც მსოფლიოში უძლიერესი იმპერიების დაშლა მოჰყვა და  რუსეთის რევოლუციის შემდეგ არენაზე გამოჩნდა ახალი, ქრისტეს უარმყოფელი, იმპერია _სსრკ_ავაზა.საბერძნეთის მემკვიდრეს ვუწოდებ მე მას.(ჩემი აზრია)
მხეცების ტერიტორიული მოცულობა გაიზარდა . 


იოანეს გამოცხადება
თავი მეცამეტე

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.

3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.

4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm



იოანეს გამოცხადება
თავი მეჩვიდმეტე

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;

2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.

3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.

6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.



.http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm


მაგრამ, ქანდაკებას გადავხედოთ . 


http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm
მოცემულია  მსოფლიოში გამორჩეული 5 იმპერია. ანუ იმპერია რომელსაც პრეტენდენტი არ ჰყავს.
,, თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა,(პირევლი_ლომი, ბაბილონის იმპერია.)
მკერდი და ხელები - ვერცხლისა,(მეორე_დათვი , მიდია-სპარსეთის იმპერია.)
მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, (მესამე_ავაზა, საბერძნეთის იმპერია.)წვივები - რკინისა,(მეოთხე_საშინელი მხეცი, რომის იმპერია)

ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.’’(მეხუთე ?)


აქვე, სიცოცხლე გახანგრძლივებული(ანუ, განმეორებული) ლომი , დათვი და ავაზა რათქმაუნდა იყვნენ თავისი დროის ძლიერი იმპერიები, მაგრამ არა ყველაზე ძლიერები.


ბოლო მხეცი რომელიც იოანემ იხილა( ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: ) არის  ქანდაკების ფეხები  ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა. ანუ, ეს იმპერია იქნება თავისი დროის უძლიერესი  იმპერია, ისეთი როგორებიც თავის დროზე იყვნენ:ბაბილონის სამეფო, სპარსეთის იმპერია, საბერძნეთის იმპერია და რომის იმპერია, ამ იმპერიებს პრეტენდენტი არ ჰყავდათ. და დასკვნა ეს იმპერია არის ლომის, დათვისა, ავაზას  და რომის იმპერიის ნარჩენის(თუმცა საკმაოდ გავლენიანის, ის რკინაა ამ კავშირში) ნაერთით , კავშირით შექმნილი იმპერია . 

ორი მხარის ნაერთი წარმართული იმპერია.
ვინ არის ეს ორი მხარე? 


დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს;

41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.

42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.

43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.


http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm


რადგან რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო საბერძნეთი, რომელიც ასევე გაქრისტიანდა და შემდგომი ავაზა რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიაში  მოვიდა, შეიძლება ჩავთავლოთ რომ რკინა ამ იმპერიაში იქნება ქრისტიანული სახელმწიფოები, ხოლო თიხა _ისლამური სახემწიფოები. თუმცა რელიგიების გარეშე. (ან რელიგიას ამოფარებული ფარისევლების კავშირი.)

რადგან ეს კავშირი (წერია) იქნება ღვთის მგმობელი, ეს ნიშნავს რომ ის იქნება ათეისტურ-წარმართულ იმპერია.

იოანე სამი მხეცის ნაერთ მხეცს ხედვას. სამი მხეცი გასაგებია , მაგრამ სად არის აქ რომის ნარჩენი? სამ მხეცში არ არის მეოთხე მხეცის _საშინელი მხეცის_ნიშნები. ის ხომ დაიწვა დანიელის ხილვაში. ანუ რომის იმპერია განადგურდა სამუდამოდ.
გამოცხადებაში არის მხეცი , რომელსაც კრავისრქები აქვს და ლაპარაკობს როგორც ურჩხული.(ურჩხული, რომელმაც თავისი ძალაუფლება მისცა მხეცს რომელსაც ტანი მიუგავს ჯიქს, ფეხები აქვს დათვის და ხახა ლომის).

იოანეს გამოცხადება
თავი მეცამეტე


11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.

15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm

რომის იმპერიის გამგრძელებელი კათოლიკური(უპირატესად) და პროტესტანტული სამყაროს ქვეყნებია და  ასევე მართლმადიდებელი ქვეყნები.   ვგულისხმობ ამ ქვეყნებში   ურწმუნოების(ათეიზმი) , ფარისევლი ვითომმორწმუნეობის, მცირედ მორწმუნეობის გაძლიერებას.(და ალბათ დამკვიდრებასაც) . 
ჭეშმარიტად მორწმუნეების რიცხვი იქნება ძალიან მცირე.

ლუკას სახარება
თავი მეთვრამეტე



6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?

7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?

8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/luka-18.htm

იოანეს გამოცხადება
თავი მეჩვიდმეტე


7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.

8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,

10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.

12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.


14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.

15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.

16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.


18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.



http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm

მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან.


ანუ,


ყოფილი შვიდი იმპერიის ნაერთით შექმნილი მერვე.

ყოფილი და გაფართოებული ტერიტორიები = ?

=
მსოფლიოს ერთიან იმპერიას, რომელსაც ათი მეფე გადასცემს მმართველობას.

ამ იმპერიაში იქნება იუდეველების(?) ძლიერებაც.

საბოლაო ჯამში ეს არის ქრისტეს უარმყოფელი, ქრისტეს და ქრისტიანების  წინააღმდეგ მებრძოლი სამეფო. 
.


ბაბილონის დაცემა.



იოანეს გამოცხადება
თავი მეთვრამეტე



4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.

5. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.

20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.


24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm



,,ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის’’.



იოანეს გამოცხადება
თავი მეცხრამეტე


20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-19.htm


........................................................................................

სავარაუდო უკანასკნელი სცენა))

’’ეხლა ერთი ასეთი სცენა მინდა მოვიყვანო; მხეცი შექმნილია, ტაძარი აღდგენილია, მსოფლიო მეფე მეფობს და ეს მეფე დგას სცენაზე მას უსმენ აუდიტორია მისი ხალხი. სცენაზე დგას ბუდას ქანდაკება ის მიდი ამ ქანდაკებასთან და ამბობს სად არის ბუდა ? არ არის ბუდა! და ის ამტვრევს მას. შემდეგ კრიშნასთან იგივე ხდება. შემდეგ ადგილი ცარიელია არც ქანდაკება დგას არც სურათი . ეს მუჰამედია ამბობს ის და აუდიტორიას, ყველას ეცინება.(მუჰამედის სახე არ არსებობს არც გამოსახავენ მუსულმანები სასტიკად აკრაძალულია). მუჰამედიც არ არსებობს ამბობს ის. შემდეგ მოდის ჯვარზე გაკრული ქრისტეს ქანდაკება. იქვე კუთხეში იატაკზე ზიან ტყვე ჭეშმარიტი ქრისტიანები და მათთან მიდის სად არის თქვენი მხსნელი და მესია??? არ არსებობს თქვენი ქრისტე. ამტვრევს ქანდაკებას და ამბობს მე ვარ მესია და მხსნელი.მე ვარ ღმერთი! იუდეველებიც კი გაოგნებულნი არიან რადგან ირკვევა ჭეშმარიტება. ყველა მიხვდება თავის შეცდომას, მაგრამ ....
შემდეგში კი ბოლო ბრძოლა უფლის ჯართან.’’


ჩემი  ნააზრევი შვიდიდან მერვე სამეფოზე.


1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html