ღმერთი

ღმერთი

понедельник, 31 июля 2017 г.

რასიზმი.

რასიზმი. Racism

1.წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების მიმართ ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით (კანის პიგმენტაცია, სახის ტიპური ნაკვთები, თმის, მეტყველების, მანერების თავისებურებები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები), რომლებიც მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ არ ასახავს ისეთ ბიოლოგიურად მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა ამ ადამიანთა შესაძლებლობები და სარგებლიანობა. რ. იდეოლოგიაა, რომელიც სხვა ჯგუფის წევრების მიმართ თანასწორ დამოკიდებულების უარყოფის ძირითად მიზეზად გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს. ასეთი არგუმენტები ხშირად გამოიყენება ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გასამართლებლად


2.რწმენა, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისა. რომ რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა შეიძლება იყოს უპატივცემულობის, ზიზღისა და დისკრიმინაციის საფუძველი განსხვავებული ჯგუფის მიმართ და ამართლებს თავისი ჯგუფის (ადამიანის) პრეტენზიას უპირატესობაზე (ბიოლოგიურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ) სხვა დანარჩენ ადამიანებთან ან მათ ჯგუფებთან შედარებით (იხ.: ნაციზმი, აპარტეიდი, რასობრივი დისკრიმინაცია, სიძულვილის დამთესავი განცხადება, სიძულვილით გამოწვეული დანაშაული, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, შეუყნარებლობა, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.


3.რეაქციული იდეოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთა რასის ვითომდა ბუნებრივ, ბიოლოგიურ, წინასწარგანსაზღვრულ არაერთფასოვნებასა და მათ „მაღალ“, „დაბალ“, „სრულფასოვან“, „არასრულფასოვან“ დაყოფაზე, რომელიც ერთი რასის მეორეზე ბატონობის საფუძველს იძლევა. რ-ის ისტორიული ძირები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის. მოგვიანებით იგი ფართოდ გამოიყენებოდა კოლონიზატორების მიერ. მაგრამ რ-ის თეორია მხოლოდ XIX ს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა (ჟ. გობინო, „ესე ადამიანთა უთანასწორობის შესახებ“, 1884, ჰ. ჩემბერლენი, „მეცხრამეტე ასწლეულის საფუძვლები“ 1889, და სხვა). რ-ის არსი შემდეგში მდგომარეობს: რასები თანაბარნი არ არიან და სწორედ ეს მოქმედებს ადამიანთა ხასიათსა და ქცევაზე, კულტურაზე, მთლიან სოციალურ ცხოვრებაზე; უპირველეს ყოვლისა, რასობრივი სხვაობა განაპირობებს შესაბამისი რასის წარმომადგენლების ინტელექტუალურ მონაცემებსა და შემოქმედებით შესაძლებლობებს; აღნიშნულით არის განპირობებული, აგრეთვე, რასებისა და ხალხების იერარქიული დაყოფა, რომელიც საზოგადოების განვითარების უცვლელ, მუდმივ კანონს წარმოადგენს; რასების აღრევა უარყოფითად მოქმედებს სოციალურ-კულტურულ პროცესებზე და ცივილიზებული საზოგადოება შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს. რ. ფაშისტური გერმანიისა და ნაციონალ-სოციალიზმის ოფიციალური იდეოლოგია და თეორია იყო. მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო რ-ს, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო და უხეშ დარღვევას მკაცრად კიცხავს და ყველა ქვეყნისაგან მის აღმოსაფხვრელად ბრძოლას მოითხოვს. (1948 წლის ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, 1963 წლის დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია რასისა და რასობრივი გადმონაშთების შესახებ და სხვა.).


4.ცალკეული რასის არასრულყოფილების შესახებ ანტიმეცნიერულ მტკიცებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და თეორია, რომლის მიზანია ერთი რასის მეორე რასაზე გაბატონება.

ფაშიზმი.

ფაშიზმი.  fascism. Fascismo. (იტალ. fascismo/fascio – კონა, შეკვრა, გაერთიანება) 

მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა.

ტერმინი წარმოიშვა რომის იმპერიაში მაგისტრატების მიერ ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ გამოყენებული ტოტების კონისაგან („ფასციო“), რომელშიც ჩადებული იყო ნაჯახი (მმართველობის სიმბოლო). ფ. წარმოადგენს მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების იდეოლოგიას, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისაკენ. დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში ფ. შეიძლება გაგებული იყოს უკიდურესი ნაციონალიზმის სამხედრო ფორმად, რომელიც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ ახალისებდა ომის გაჩაღებას. პირველი ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ევროპაში (1922), იყო იტალიის ფაშისტური ორგანიზაცია მუსოლინის მეთაურობით. მისი მონათესავე მოძრაობები იყო: გერმანიის ნაციონალ–სოციალისტები, ესპანელი ფალანგისტები, მოძრაობა „აქსიონ ფრანზესი“ საფრანგეთში. ფაშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელია საკუთარი ერის განდიდება და მისი ყველა სხვა ერისაგან გამორჩეულობის, მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება. ამბობენ, რომ წარსულში ეს ერი აყვავებული იყო. ამას მოსდევს თეზისი ამ ერის არსებული მძიმე ეკონომიკურ–პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რაც სხვა ერების ბოროტი განზრახვითაა გამოწვეული. ხშირად ერის დაკნინება ასოცირებულია რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან. ფაშისტური მოძრაობების განსაკუთრებული აღმავლობის ხანად ორ მსოფლიო ომს შორის არსებული პერიოდი ითვლება.

ანტი ჰუმანიზმის, რასიზმისა და შოვინიზმის მებრძოლი იდეოლოგია, ან ასეთი სახის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური მიმდევრობა, აგრეთვე, ღია პოლიტიკური დიქტატურა, რომლის მიზანია დემოკრატიის განადგურება, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და დაპყრობითი ომების წარმოება.

ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით. ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა. გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.


nplg.gov.ge


კომუნიზმი.

კომუნიზმი (communism. communisme. communism საერთო)

საზოგადოებრივ–პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც როგორც ხელისუფლება, ასევე საკუთრება უნდა იყოს საზოგადოების ხელში და საზოგადოებრივი კეთილდღეობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კ–ის იდეას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მის ყველაზე უფრო მკაფიო წარმომადგენლებად ბაბეფი და ოუენი ითვლებიან. მარქსისტული თეორიით, კ. არის საზოგადოებრივი განვითარების საბოლოო წერტილი, უკლასო საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი შრომობს უნარისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ მიიღებს მოთხოვნილების მიხედვით.


1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც იმის რწმენას ემყარება, რომ ხელისუფლება და საკუთრება საზოგადოების ხელში უნდა იყოს და ყველა სიკეთე საერთო-სახალხო საკუთრებაა;

2. მარქსიზმში კაპიტალიზმის შემცვლელი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომლის პირველი, ქვედა საფეხურია სოციალიზმი, ხოლო მეორე - კომუნიზმი.



სოციალიზმი.

სოციალიზმი(socialism. socialisme. socialis საზოგადოებრივი)

პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების საშუალებებზე, განაწილებასა და გაცვლაზე სახელმწიფო ან კოლექტიურ საკუთრებას; მისი მიზანია სოციალური სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების განხორციელება. ისე, როგორც კაპიტალიზმის, სოციალიზმის ბევრი სხვადასხვა ფორმა არსებობს, სოციალისტებს შორის ძირითადი უთანხმოება უკავშირდება სახელმწიფოს როლს ეკონომიკის ორგანიზაციისა და საკუთრების ფორმების კონტროლის საკითხებში, აგრეთვე, წინააღმდეგობას რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების ევოლუციურ (პარლამენტარულ) და რევოლუციურ სტრატეგიას შორის.



1.მარქსიზმის თანახმად, კომუნიზმის როგორც საზოგადოებრივ–ეკონომიკური ფორმაციის პირველი, უმდაბლესი, განუვითარებელი, მოუმწიფებელი ფაზა. იგი გარდამავალი რევოლუციური პერიოდის შემდეგ უშუალოდ კაპიტალიზმის სანაცვლოდ მოდის და კერძო საკუთრებისა და ექსპლუატატორული კლასების ლიკვიდაციით, საწარმოო საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების დაწესებითა და საზოგადოების სოციალურ–პოლიტიკური და იდეური ერთობის ჩარჩოში მუშათა კლასის მოწინავე როლით ხასიათდება. ს–ის დროს სოციალური სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების პირობების შექმნის საფუძველზე ხორციელდება პრინციპი – „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას – შრომის მიხედვით“.

2. პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების, განაწილებისა და გაცვლის საშუალებებზე კოლექტიურ ან სახელმწიფოებრივ საკუთრებას. დასავლეთ ევროპაში სოციალურ–დემოკრატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა მარქსისტული მიდგომისაგან განსხვავებით, „კეინსის“ იდეა აიღეს სახელმძღვანელოდ. მათი აზრით, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა ეკონომიკის ეფექტური მართვით მიიღწევა, ამასთან ისინი გამოდიან მრეწველობის ნაწილობრივი და არა მთლიანი ნაციონალიზაციისა და სოციალური კეთილდღეობის გადანაწილების იდეით: სოციალ–დემოკრატები ითვალისწინებენ შერეული ეკონომიკის რეალიებს და უარყოფენ კაპიტალიზმის მარქსისტულ ანალიზსა და წარმოების, განაწილებისა და გაცვლის ძირითადი საშუალებების სოციალიზაციას. ს–ის მოდერნიზაციის, გარდაქმნის და ახლებურად გააზრების ცდებმა ბოლო 25–30 წლის მანძილზე მთელი რიგი „ახალი მემარცხენე“ იდეები წარმოშვა. ზოგიერთმა მათგანმა ხორცშესხმა ჰპოვა სოციალისტური მოძრაობებისა და პარტიების საქმიანობაში, ზოგიერთი კი საჭიროებს ახალი დოქტრინების გამოყენებას.

nplg.gov.ge


მღვდლების ვინაობა.

გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს… ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ? თუ დროთა ვითარებას დააბრალებთ, ცენზურას და სხვა?

მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს… საწყინო იყო თუმცა ბევრ სოციალისტ–რევოლუციონერს არ სწყინდა, არამედ ესახელებოდა კიდევაცმ მამა გაპონი რომ მუშებს გაუძღვა წინ, შარშან იანვარს სასახლისაკე. ამით გაპონმა რუსეთის სოციალისტებს რამდენიმე ჩანახი ლაფი დაასხცა თავზე, თუმცა უკანასკნელებმა ვერც კი იგრძნეს. კიდევ კარგი, რომ გაპონიც ყალბი სოციალისტი გამოდგა.

დღეს კი თქვენი მოღვაწეობა ნაყოფიერია და უფრო ნაყოფიერი იქნება თუ იქადაგებთ მაგ მოწინავე აზრებს, როგორც მოქალაქენი და არა როგორც მღვდლები.

იქნება სთქვათ: მღვდლობა, ანაფორები რას გვიშველისო. მაგრამ ხომ ყოველი „პრისტავი“ ამბობს და გვეფიცება, როცა ეტყვი, გაიხადე მუნდირიო, გამოდი სამსახურიდან და ხალხს შეუერთდიო დიაღ, ფიცითა სქდება; ნამდვილი ქვეყნის ერთგული ვარ, მუნდირში ხალხს უფრო ბევრში რაშიმე გამოვადგებიო. საქმით კი გამოდის, რომ ამჯურა ხალხს ვნების მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს, რადგან ვის პურსაცა სჭამენ, იმის ხმალს იქნევენ. ძაღლი საცა სალაფავსა სჭამს, იქა ჰყეფს. ურიის პური სჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო, ხომ მოგეხსენებათ?.

ეს ერთიჯურა მღვდლების ვინაობა ვიცით, ხოლო არიან სხვა მღვდლები, რომელნიც არ ვიცი, რომელ პარტიას ეკუთნიან. მე ვამბობ ხევსურეთის მღვდლებზე. ამას წინათ ქრისტ. აღმად. საზოგადოებამ ააშენა, საცა არა მგონია, ხევსურეთში საყდრები და დანიშნა მღვდლები. საკმაო ჯამაგირებიც გაუჩინა, თითო მათგანი იღებს წელიწადში (600 მ.). და ერთხელ თუ დაენახვება წლის განმავლობაში თავის მრევლს, დანარჩენი დრო თავ–თავიანთ სახლებში სხედან (ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მღვდლები სულ ბარელები არიან გარდა ს. ახიელისა) და იღებენ პენსიებს. აი ესეც ნიმუში ბიუროკრატიის კეთილგონიერებისა. სად არიან ეს მამანი? რას ფიქრობენ? ნუ თუ არაფერს მოვალეობას არა ჰგრძნობენ წინაშე ერისა… თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა. მთაში პროვოკაცია იკიდებს ფეხს და ბიუროკრატია აბამს თავის აბლაბუდას. ამ შემთხვევაში მაინც თვალს აუხელენ ხალხს და გააფრთხილებენ. თქვენვე ბრძანეთ, რომელ პარტიას უნდა ეკუთნოდენ ეს მღვდლები. ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა…

მღვდლების ვინაობა ფასობს გენერლების ვინაობასთან, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე პირმა თავადაზნაურთაგანმა დეპეშა გაგზავნა სათათბიროში და მოულოცა კეთილგონიერი მოქმედება და უსურვა მოღვაწეობა კვალად ქვეყნის საკეთილდღეოდ და კერძოდ საქართველოსთვის და სხვა. ეს სწყენიათ გენერლებს, გენერლებს და მხოლოდ გენერლებს (იხ. „შრომა“ N 59) და გამოუცხადეს პროტესტი დეპეშის გამგზავნელთ და აკუთნეს დეპეშას „ანტიდვორიანსკოე სოდერჟანიე“. გულნადებისა, თავის ვინაობის გამომჟღავნებაც სწორედ ასეთი უნდა. ანკი რის გენერლები არიან, თუ ასე არ მოიქცენ. რიღას „ვოენის“ კაცები იქნებიან, რომ ამ დროს შეუშინდენ და ან გარემოებას. აკი არც შაეშინდათ და სთქვეს: ჩვენა ვართ და ესა ვართ, აბა ვინ რა ყურებზე ხახვს დაგვათლისო. მოდი და ნუ იტყვი: ურიის პური ჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო. მოდი და ნუ აღახომ ბაგეთა და არ დაიძახებ რაც ძალი და ღონე გაქვს: აი მალადეც გენერლებო, ორბელიანებო, ჭავჭავაძეებო, ერისთავებო და სხვანო, მარილნო ამა ქვეყნისანო, საქართველოს დამამშვნებელნო! რა უჭირს ამ ქვეყანას, რომელსაც თქვენისთანა გენერლები და გავლენილი პირები ჰყავს?! ვინ გაუბედავს დაჩაგროს იგი, შეუგინოს ეროვნება, – გაანაცარმტვეროს…

უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიო ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.

ვაჟა ფშაველა.

1906 წ.

ლ.კათაკმეველი. (ხელნაწერი: ავტოგრაფი,ხელნაწ. ინსტ. ვაჟას ფონდი N27.დასაწყისი: როგორც საშაბუროს მღვდელი სვ.წერეთელი)

orthodoxtheology.ge

суббота, 29 июля 2017 г.

“პროფანირებული” ქრისტიანობის შესახებ

   იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი – მოსკოვის საპატრიარქოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრის თანამშრომელი.

ფაქტია, რომ მოვლენა, რომელსაც მე “პროფანირებულ ქრისტიანობა”-ს ვუწოდებ, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს. ის მომდინარეობს ეკლესიის რაობის არასწორი გაგებიდან, როდესაც იგნორირებულია ეკლესიური ცხოვრების ორი ფუნდამენტური პრინციპი: ქრისტოცენტრულობა და სინერგია. ქრისტიანობაში არსებობს ფასეულობათა იერარქია და მთავარი მასში თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნებაა. ის არის ,,ალფა და ომეგა, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს”(გამოცხ. 1: 8); ის არის ,,გზა, ჭეშმარიტება და ცხორება”, “აღდგომა და ცხორება” (იოანე 14:6; 11: 25;).

მორწმუნისათვის ქრისტე ყველაფერია (წმიდა მარკოზ ეფესელი). ქრისტიანის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან შეერთება, მასში და მისით ცხოვრება და მასში ხსნისა და მშვიდობის, სიხარულისა და უკვდავების აღმოჩენა; სწორედ ამ და არა რაიმე სხვა მიზნისათვის დააფუძნა ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე, სადაც საიდუმლოებებში მონაწილეობით, სულიწმიდით, მორწმუნე ადამიანი უფალ იესოს უერთდება. ეკლესია არ არის მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური სრულყოფის საშუალება. ქრისტეში პიროვნება ჭეშმარიტი ცხოვრების სისავსეს პოულობს, ხოლო შედეგად სხვა ადამია-ნებთან ჭეშმარიტ ერთობას. ამასთან, ეკლესიისათვის სავსებით არაარსებითია ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს, თუ უკვე იმქვეყნიურ სამყაროშია გადასული, რადგანაც ეკლესიაში არ არსებობს სიკვდილი. ის არა მხოლოდ მორწმუნეთა ერთობა, ანდა სპეციფიკური ორგანიზაცია, არამედ თავისი არსით ქრისტეს სხეულია და ქრისტოცენტრულობის პრინციპიც აქედან გამომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში უკლებლივ ყველაფერი იესო ქრისტესაკენ უნდა იყოს მიმართული.თავისი არსებობის 2000 წლის მანძილზე, ეკლესიამ სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვა უამრავი სახის სიმდიდრე დააგროვა, რომელიც იმ ფორმათა და მოვლენათა მრავალფეროვნებაში გამოიხატება, ადამიანური ყოფის ყველა სფეროს რომ სწვდება.ყველა ეს ეკლესიური ფორმა და მოვლენა მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ ამა თუ იმ სახით აზიაროს ადამიანი იესო ქრისტეს. თუკი ჩვენ, ამა თუ იმ მიზეზის გამო გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს მივიღებთ, როგორც თავისთავად ფასეულობას, ქრისტეს კონტექსტის გარეშე, დიდ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ამით მთავარს მეორეხარისხოვანით, არსებითს ფორმალურით შევცვლით, რადგანაც ქრისტეს გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, თუნდაც ეკლესიაში.სიტყვა სინერგია ნიშნავს ,,ერთობლივ ქმედებას” ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. ეკლესიის კუთვნილი ღვთის მადლი არასოდეს მოქმედებს ძალადობრივად, ავტომატურად; ღმერთი ყოველთვის აღიარებს ადამიანის თავისუფლებას და მისგან ელის გაცნობიერებულ და თავისუფალ რელიგიურ აქტივობას. რელიგიურ ცხოვრებაში ეს პრინციპი ყოველმხრივ დაცულია; ეკლესიაში ყველაფერი დაფუძნებულია ქრისტიანის პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრებაზე. აქ არაფერია ფორმალური, ,,ბრმა” ან, რაც თითქოს ,,თავისთავად” ხდება, ადამიანის ნების გარეშე. ეკლესიური ცხოვრების ზემოთდასახელებული პრინციპები არსებობენ არა განყენებულად, არამედ ყოფა ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში;

ქრისტოცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს ზნეობრივი შრომის აუცილებლობა ქრისტესთან შესაერთებლად, რადგანაც ძველი აღთქმის ადამისაგან მივიღეთ დაცემული ბუნება, საჭიროა შრომა ამ ბუნების მიდრეკილებებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად და ძალისხმევა ღმერთის მცნებების შესასრულებლად, რის მეშვეობითაც ადამიანი ქრისტეს მადლს იღებს. ასეთი ქრისტიანობა ბევრს არ სჭირდება, ამას მრავალი მიზეზი აქვს: თავისუფლების შიში, ზნეობრიობის დაუფასებლობა და სხვა.ჭეშმარიტი, “რთული” ქრისტიანობის საპირისპიროდ, არსებობს სხვაგვარიც, უფრო მეტად გავრცელებული. ასეთი ქრისტიანობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმი ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივი ძალდატანების გარეშე. სარწმუნოების გაორებულობა, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია რუსეთისათვის, წარმოადგენს მრთლმადიდებლური და წარმართული რიტუალების შეთავსებას.

ეკლესიის 70 წლიანი დევნის და ადამიანთაგან ელემენტარული ეკლესიური წიგნიერების დაკარგვის შემდეგ, ეს გაორება ახლაც დიდ პატივშია და მიზანმიმართული მწყემსმთავრული ძალისხმევით ფართოდაა გავრცელებული. ჩვენს თანამედროვეობაში ეს მოვლენა უკვე არა მხოლოდ ივანე კუპალას კოცონზე ხტომა და შელოცვა მკითხაობაა, არამედ ცხოვრების განსაზღვრული მიმართულებაც. ის ჩვენს რელიგიას ქრისტეს აშორებს, ხოლო მის ადგილზე დაცემული სამყაროს რეალიებს აყენებს. შეხედულებათა ამ სისტემის მიზანი არის არათვით უფალი და ცხოვრება მასში, არამედ სწრაფვა სრული მიწიერი კეთილდღეობისკენ და ამიტომ თავად უფალი და მისი მცნებები არავის აინტერესებს; ამასთანავე საგულისხმოა, რომ ეკლესიური ფორმები კარგავენ თავის მთლიანობას და ხდებიან ნახევრადწარმარ-თულნი.ყველაფერი ეკლესიური, რასაც შეეხება წარმართობა, პროფანირდება და უხამსი ხდება; ასე რომ, ბევრი ადამიანი ეკლესიად მოიაზრებს არა ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ხალხურ წეს-ჩვეულებებს, სხვადასხვა “სასწაულებს” და სხვა მსგავსს…

აი, ეს არის ნამდვილი პროფანაცია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ადამიანთათვის აუცილებელ საგნებზე ბედნიერებაზე, სიკვდილზე, სერიოზული საუბრის მაგივრად ჩვენ ვლაპარაკობთ კულიჩებსა და პასკებზე.

მაგიური შეხედულების თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია. პიროვნება მისი პასიური ნაწილია, დეტალი, მექანიკური სათამაშო მიღმიერი სამყაროს უხილავ ტალღებზე. შესაძლოა, ვიქონიოთ ზემოქმედება ამ სამყაროზე ისე, რომ მივიღოთ გარკვეული სავარაუდო შედეგი. ამისათვის, განსაკუთრებულმა განდობილმა პირმა, ქურუმმა ან მაგმა ზუსტად უნდა შეასრულოს ესა თუ ის რიტუალური ქმედება და თუკი ყოველი გარემოება დეტალურად იქნება გათვალისწინებული და ამგვარად შესრულდება მოქმედება, შედეგი გარანტირებულია მიუხედავად ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, მისი რწმენის, შეხედულებების, საქმეების, ზნეობრივი მდგომარეობისა და ა.შ. მთავარია, რომ განდობილმა პირმა გაითვალისწინოს ყოველი წვრილმანი და სკურპულოზურად ზუსტად შეასრულოს განსაზღვრული სახის ქმედება; როცა მაგიზმი აღწევს ეკლესიაში, ის საფუძვლიანად ამახინჯებს ადამიანის შინაგან წყობას, ისე რომ იგი ფაქტიურად აღარცაა ქრისტიანი, თუმცა გარეგნულად შესაძლებელია ფრიად ეკლესიური ადამიანის იერი ჰქონდეს.

მაგიზმი ეკლესიაში უპირველესად ღვთისა და ადამიანის ურთიერთ-დამოკიდებულებას ამახინჯებს, აუკუღმართებს თავად სწავლებას ღმერთის შესახებ. ღმერთი წარმოჩინდება არა როგორც მოყვარული მამა, არამედ როგორც რაღაც აბსტრაქტული პრინციპი; არა როგორც მამობრივი სიყვარულის განხორციელება, არამედ როგორც საიდუმლო უფროსის მიმართ შიშით დაქვემდებარების გრძნობა. ადამიანსა და ღმერთს შორის შეუძლებელი ხდება პირადი ურთიერთობა, რაცაა საფუძველი და არსი ჩვენი რელიგიისა. მის ადგილს კი იკავებს ფორმალურ_იურიდიული დამოკიდებულებები.

ღვთისმოსაობა ზნეობრივი სფეროდან გადადის მარტოოდენ განსაზღვრული გარეგნული წესების შესრულებაში. მაგიური თვალსაზრისი ჩერდება იმაზე, რომ ღმერთს სჭირდება მხოლოდ სწორად და დროზე შესრულებული რიტუალი და ამის გარდა ადამიანი ღვთის წინაშე არაფრითაა პასუხისმგებელი და მათი ურთიერთდამოკიდებულება ამით მთლიანად ამოიწურება. რა დასკვნა შეიძლება ყოველივე ამისგან გამოვიტანოთ? ის, რომ ჩვენში ეკლესია გადაიქცა მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ხშირად ადამიანი ქრისტესთან თავს ვერ გრძნობს მსუბუქად და კომფორტულად, რადგანაც ის მთავარ მცნებად ითხოვს: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა” (მარკოზი 12: 30).

ეს მოითხოვს დიდ ზნეობრივ ძალისხმევას, გულის მიმართებას ღვთისადმი. ბევრისათვის ეს მოუხერხებელია, ამბიონებიდანაც არცთუ ხშირად მოისმენთ ამის შესახებ. მწყემსმთავართთათვის უფრო იოლია, გამოვიდნენ ქურუმების როლში, აღავლინონ ,,ლოცვა_ვედრება” მიიღონ საფასური და ამით ამოწურონ ეკლესიის ფუნქცია. ადამიანებს უფრო ეადვილებათ სანთლების ანთება, მოსახსენებლების დაწერა და ა. შ. იმ იმედით, რომ ისინი ავტომატურად მოახდენენ საჭირო მაგიურ ქმედებას იმის მაგივრად, რომ გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში და ის სახარების თანახმად მოაწყონ. აქედანვე მოდის საეჭვო ისტორიების ორომტრიალიც და პროფანაციაც.

ნამდვილი, ეკლესიური და სახარებისეული, ქრისტიანობა ადამიანის გულში აღსრულდება. ის მოკრძალებულია, არ არის ეფექტებსა და სანახაობებზე აგებული, შორსაა თავისშექცევისგან; მოითხოვს გულისხმიერებასა და საკუთარი თავისადმი ყურადღებით თვალყურის დევნებას. ის გარკვეულწილად მშრალია და ყოველდღიური; და თუკი ადამიანი არ ცხოვრობს ამით, მაშინ მას უჩნდება ამ “სიმშრალის” გარეგნულად აყვავების სურვილი, თუნდაც რელიგიური ეფექტებით. ამის შესახებ ჯერ კიდევ X1X საუკუნეში წერდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. აქედანაა სასწაულები, ნიშნები, წინასწარმეტყველებები სამყაროს აღსასრულზე“, “სტარცების” ძიება, იაფფასიანი აპოკალიფტიკა, ნაციონალიზმი და ა. შ.

ყველაფერი ეს მთლიანად შეესაბამება პროფანაციის განსაზღვრებას, რომელთა თაობაზეც ჯერ კიდევ I საუკუნეში წერდა პავლე მოციქული: ,,ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებთა ზღაპართაგან იჯმენ, ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა” (1 ტიმოთე 4:7). ასე და ამგვარად, ზემოთქმულის საფუძველზე განვსაზღვროთ, რომ პროფანირებული ესაა გარეგნული, შინაგანის გარეშე, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესიური ცხოვრება სულიერი და ზნეობრივი შრომის გარეშე. რაშია ამის მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნულ ფორმას, მათ შორის ფოლკლორულს, სავსებით აქვს არსებობის უფლება; მხოლოდ ერთი პირობით: როდესაც მათ ქრისტიანული ფასეულობების იერარქიაში თავისი ადგილი უკავიათ. როდესაც ეს იერარქია ირღვევა, მაშინ აღსრულდება ის, რაზეც ამბობს უფალი: მარილი ეკლესიისა განქარდება (შდრ. მათე 5; 13).

ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ შევხვედრივარ შემდეგ მოვლენას. ცხოვრობს ადამიანი თანაბარი, მშვიდი და აწყობილი ცხოვრებით; მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათები და ზარები, სანთლები, მოსახსენებლები და პარაკლისები მაგრამ მოდის რაღაც სერიოზული ცდუნება, გამოცდა, განსაცდელი თუ ხიფათი, მაგალითად ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ახლობლებისა, ანდა შინაგანი გაციება რწმენაში, სულიერი დაღლილობა და ა. შ.

იგულისხმება, რომ ადამიანი დახმარებისთვის მიმართავს ეკლესიას და უეცრად აღმოჩნდება, რომ გუმბათები და ზარები, მოსახსენებლები და დაუჯდომელები, ბერები (,,სტარცები,,) ვერაფერს შველიან, სხვა რამ კი მას ეკლესიაში არ უსწავლია; მისთვის არ აუხსნიათ, რომ ყველაფერი ეს ეკლესიისთვის გარეგნული ,,ანტურაჟია” ქმედითი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ადამიანის ქრისტესაკენ პირადი, ზნეობრივი და სულიერი სწრაფვის გამოხატულებაა, არ აუხსნეს არა ბოროტგანზრახულად, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე ეკლესიურ იდეოლოგიაში გაბატონებულია სწორედაც პროფანირებული, ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა. როგორც ყოველგვარი ტყუილი, ასეთი ქრისტიანობაც რეალობასთან შეჯახებისას ფიასკოს განიცდის ადამიანებს ეკლესიის მიმართ იმედგაცრუება ეუფლებათ, შორდებიან მას, რასაც ვხედავთ არა მხოლოდ ბევრი ქრისტიანის პირად ცხოვრებაში, არამედ ისტორიულ მასშტაბითაც.

რაშია გამოსავალი? რა ვაკეთოთ? ამაზე საპასუხოდ დაგვეხმარება კიდევ ერთი ციტატა ერთ-ერთი ეკლესიური ადამიანის ნააზრევიდან “ადამიანის საგანმამათლებლო და ინტელექტუალური დონე არაფერია ღვთის შემეცნებისას”. აი, ამას კი ვერაფრით დავეთანხმები, რასაც ობსკურანტიზმი ეწოდება, ანუ განათლების, კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფა.

სამწუხაროდ, ასეთი ზნეობრივი სიმახინჯე ეკლესიურ ცხოვრებაში ფართოდაა გავრცელებული. ერთმა სახელგანთქმულმა სასულიერო პირმა, რადიოთი გამოსვლისას განაცხადა: მე მოხარული ვარ, რომ ვარ გაუნათლებელი; წმიდა მამები სხვა რაღაა საჭირო ქრისტიანისთვის?

სწორედაც წმიდა მამები იყვნენ თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანები, სიწმიდესთან და სულიერებასთან ერთად გამორჩეულნი თავიანთი მაღალი ინტელექტუალური დონით. ეკლესიაში შეიქმნა უდიდესი კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება. ობსკურანტიზმს არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის მარგინალური ბუნებისაა და მას მხოლოდ ძალუძს დააკონსერვოს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ეკლესიის ჭეშმარიტი სიწმინდე პროფანაციის დონეზე დაიყვანოს. აქ ძევს პასუხი შეკითხვაზე “რა ვაკეთოთ?”

მივიღოთ განათლება, შევითვისოთ ცოდნა და კულტურა, გავიაზროთ თანამედროვეობა სახარებისეული და ეკლესიური თვალსაზრისით და შევწყვიტოთ სამყაროს პროფანირებული, შეზღუდული ხედვა..

იღუმენი პეტრე მენშერინოვი

მთარგმნელი თევზაძე ზაზა
ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: www.lib.ge-დან

,,ყვითელი პრესის“ ქრისტიანობის შესახებ

,,ის მოვლენა რასაც მე ,,ყვითელი პრესის (ბულვარული) ქრისტიანობა“ ვუწოდე, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს როგორც ცოცხალი ფაქტი.ეს არის არასწორი აღქმა ეკლესიისა, სადაც იგნორირებულია ორი ძირითადი პრინციპი ეკლესიური ცხოვრებისა: ქრისტოცენტრულობა და სინერგია“ იღუმენი პეტრე მენშჩერინოვი.

ქრისტიანობას გააჩნია გარკვეული ფასეულობათა იერარქია, საელდობრ: უმთავრესი მათში არის – თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნება.ის არის ,,ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხ:1 , 8). ის არის გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე და აღდგომა.(იონ : 14 , 6-11,25) ,,მორმწუნესათვის ქრისტე – ყველაფერია“-(წმ.მარკოზ მოღვაწე). მიზანი ქრისტიანობისა არის ის, რომ შეუერთდე ქრისტეს, იცხოვრო მისით და მასში, მიაღწიო გადარჩენასა და მშვიდობას, მარადიულ ბედნიერებას. მხოლოდ ამისათვის და არა სხვა რაიმე მიზნის გამო დაარსა უფალმა ეკლესია მიწაზე, რომელიც საიდუმლოებებთან ზიარებით და სულიწმინდის მეშვეობით მორწმუნე სულს აკავშირებს და აერთებს ქრისტესთან. ეკლესია – არ არის მხოლოდ ინდივიდუალური განწმენდის საშუალება. ქრისტეში ადამიანი ცხოვრების ჭეშმარიტ სისავსეს იძენს, ამის შესაბამისად კი სხვა ადამიანებთან ურთიერთობასაც. ეკლესიისათვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობს თუ გარდასულია მის მარადიულ სამყოფელში, ვინაიდან ეკლესიაში არ არის სიკვდილი. ეკლესია არ არის მხოლოდ მორმწუნეთა კრებული ან რაიმე სპეციფიური ორგანიზაცია. იგი თავისი არსით არის ქრისტეს სხეული. სწორედ აქედან გამომდინარეობს პრინციპი ქრისტეცენტრულობისა. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში გამონაკლისების გარეშე, ყველაფერი მიმართულია ქრისტე მაცხოვრისაკენ.ეკლესიამ თავისი 2000 წლის არსებობის მანძილზე მოიხვეჭა უდიდესი სიმდიდრე – სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვ; რომელთა უდიდესი უმრავლესობა იძენდა სხვადასხვა ფორმებს და გამოვლინებებს, რომლებიც უშვალოდ ეხებოდნენ და ეხებიან დღესაც ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროს. და ყველა ეს საეკლესიო ფორმები და გამოვლინებები უთუოდ მხოლოდ იმისათვის არსებობენ, რომ ამა თუ იმ სახით ადამიანს მისცენ საშუალება ქრისტესთან დაკავშირებისა. თუკი ჩვენ რაიმე მიზეზით ამ ფორმებსა და გამოვლინებებს მიანიჭებთ რაიმე განსაკუთრებულ, თვითკმარ ღირებულებას ქრისტეს გარეშე, დაუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას. მთავარს ჩავანაცვლებთ-მეორეხასისხოვნით, არსობრივს- ფორმალურით,- ვინაიდან ქრისტეს გარეშე, ყოველივე უშინაარსო და აზრსმოკლებულია, თვით ეკლესიაშიც კი.

სიტყვა ,,სინერგია“ – ღვთისა და ადამიანის თანადროულ, ერთობლივ მოქმედებას ნიშნავს. მადლი ღვთისა, რომელიც მკვიდრობს ეკლესიაში, არასოდეს მოქმედებს ძალმომრეობით, ავტომატურად; უფალი პატივსმიაგებს ადამიანის თავისუფალებას და ელოდება მისგან გაცნობიერებულ და სრულიად თავისუფალ რელიგიურ მოქმედებებს, რომელიც გულიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპი შეინიშნება რელიგიური ცხოვრების ყველა ასპექტში. ეკლესიაში ყველაფერი გათვლილია იმისათვის, რომ ქრისტიანმა გააცნობიეროს მისი ვალდებულება. აქ რაც აღესრულება არაფერია ფორმალური და ,,ბრმა“, ,,თავისთავად“ რომ მოქმედებდეს ადამიანის პიროვნული ნების ავლით.

ზემოთ დასახელებული პრინციპები ეკლესიაში სპეკულაციის გამო კი არ არსებობენ, არამედ როგორც ყველაფერი ეკლესიაში, სიცოცხლისათვის. ქრისტოცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს აუცილებლობა ზნეობრივ-სულიერი შრომისა რათა მოხდეს ქრისტესთან დაკავშირება, შეერთება. ისევე, როგორც ძელი ადამისაგან ჩვენ გადმოგვეცემა დაცემული ბუნება, ჩვენ ვსაჭიროებთ მუდმივ წინააღმდეგობას მის მიმართ, საკუთარი თავის იძულებას ღვთის მცნებათა შესასრულებლად, რომლის მეშვეობითაც ადამიანი იღებს(ითვისებს) ქრისტეს მადლს. ბევრ ადამიანს ამგვარი ქრისტიანობა არ აწყობს. არ შევეცდები ეხლა ამ მიზეზების გარკვევას და ჩამოთვლას, თუ რატომ ხდება ასე – ეს არის შიში თავისუფლებისა, გაუფასურება ზნეობისა, მორალისა და სხვ. ამგვარი ,,რთული“ ქრისტიანობის საპირისპიროდ არსებობს ბევრად უფრო გავრცელებული სხვა ქრისტიანობა; რომელიც ხასიათდება ორი სახით , კერძოდ: დუალისტური (ორმაგი) რწმენით – ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმით – ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივ-სულიერი შრომის გარეშე.

დუალიზმ (ორმაგი რწმენა) – ტრადიციული გამოვლინება რუსებში, ხასიათდება მართლმადიდებლური წესებისა და რიტუალური მხარის მიღებით, შერწყმით, თუმცა სული კვლავაც რჩება წარმართული.

ეკლესიის 70 წლიანი დევნისა და ადამიანების მიერ ელემენტარული საეკლესიო განსწავლულობის დაკარგვის შემდეგ დუალისტური რწმენა ჯერ კიდევ არ აღმოფხრილა და პირიქით, მოძღვართა მიზანმიმართული ძალისხმევითა და ხელშეწყობით მან უფრო ფართო გარვრცელება ჰპოვა.

დუალისტური რწმენა ჩვენს დროში – ეს უკვე, არაიმდენად ცეცლხზე გადახტომაა ჭიაკოკონობისას და ან ,,წმინდა მკითხაობა“ (სლავური ტრადიციის თანახმად, ისინი შობის ღამე მკითხაობდნენ მომავალზე /მთარგმნელისაგან/) რამდენადაც ცხოვრების ვექტორი. ის განაყენებს ჩვენი რელიგიიდან ქრისტეს და მის ადგილზე დაცემული სამყაროს რეალიებს ადგენს. ამ სისტემაში შეხედულებათა მიზანი და მიმართულება არა უშუალოდ ქრისტე და მასში ცხოვრება, არამედ საშუალება მის მიერ მიწიერ სიკეთეთა მიღებისა; თავად უფლით და მისი მცნებებით არავინ ინტერესდება. საგულისხმოა, რომ თავად ეკლესიური ფორმებიც ამ დროს კარგავენ თავიანთ სისავსესა და შინაარს და ნახევრადწარმართულად გარდაიქცევიან.

როდესაც რაიმე ეკლესიურს ეხება წარმართობა (უფრო სწორედ წარმართული დამოკიდებულება), იწვევს მის პროფანაციას, გაუსახურებასა და გავულგარულებას, აქედან გამომდინარე ბევრი ადამიანი ეკლესიაში მოიაზრებს არასაკუთრივ ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ,,ყველიერს“ , ‘’ გიორგობას“ “წითელ კვერცხს“ , “ პასქას“ , ‘’შვიდგზის ზეთისცხებასაც კი“ და სხვა საერო თუ რელიგიურ ელემენტებს. აქედან გამომდინარეობს ე.წ ,,ჩიტის ენა“ (რაც გულისხმობს საუბარში უცნაური ტერმინოლოგიის გამოყენებას, რომელიც უცხოა ბევრი ადამიანისათვის ან საერთოდ ყველასათვის) რომელმაც ასე აღაშფოთა მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი ქალბატონი…

დაფიქრდით ძვირფასო მკითხველებო: შესაძლებელია ჩვენი გადარჩენა იყოს თაფლივით ტკბილი? ანუ გზა რომელიც უნდ გავიაროთ ცხონებისაკენ იყოს ფუფუნებით და მხიარულებით აღსავსე? შეიძლება უფალ იესო ქრისტეს,ჩვენს მხსნელს უწოდოთ ,,ყვითელი პრესის (ბულვარული)“ ღმერთი? აი ეს კი ნამდვილად გახლავთ ჭეშმარიტი,, ბულვარიზმი“, როდესაც ნაცვლად სერიოზული და ადამიანთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა: ბედნიერებაზე, მარადიულობაზე, ადგილს იკავებს საუბრები პასკისა და კულიჩის გამოცხობაზე ან, კვერცხების შეღებვაზე და სხვა მასგავს მეორეხარისხოვან საკითხებზე…

მაგიური თვალსაზრისის თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია, ადამიანი მისი პასიური ნაწილია, დეტალია, მექანიკური სათამაშოა, მიღმიერი სამყაროს უხილავი ტალღებისთვის.. თუმცა ერთის მხრივ შესაძლებელია იმოქმედო ამ სამყაროზე და ამ მოქმედებას მისცე ისეთი მიმართულება, რომელიც მოიტანს სასურველ შედეგს. ამისათვის განკუთვნილი ადამიანი, მჩხიბავი ან მაგი ვალდებულია ზუსტად შეასრულოს ესა თუ ის წესი და მაგიური მოქმედება და თუ ეს რიტუალი ზედმიწევნითად იქნება შესრულებული, თუ კი ყველა სიტყვა იქნება სწორედ წარმოთქმული, შედეგი გარანტირებულია, ადამიანის შინაგანი სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის, მისი რწმენის, შეხედულებებისა და მისი საქმეების მიუხედავად. მთავარია ყველაფერი იყოს სწორედ და სკურპულოზურად აღსრულებული,ყველა მოქმედება და ყველა წესი იმ ადამიანის მიერ, ვისაც ხელეწიფება ამ გარკვეული მოქმედებების აღსრულება.

როდესაც მაგიზმი ჟონავს ეკლესიაში, იგი საძიკრვლიანად რყვნის ქრისტიანობას, აქედან გამომდინარე იგი ფაქტიურად კარგავდ თავის იგივეობრიობას და შინაარს, თუნდაც რომ გარეგნულად ადამიანი ჩანდეს ეკლესიური. მაგიზმი ყველაზე უწინ რყვნის ურთი-ერთობას და დამოკიდებულებას ადამიანსა და ღმერთს შორის, რყვნის თავად აზრს და წარმოდგენას ღმერთის შესახებ. ღმერთი ხდება არა მოსიყვარულე მამა, არამედ რაღაც აბსტრქატული (განყენებული) პრინციპი, პირველყოვლისა შთამაგონებელი არა შვილო-ბრივი სიყვარულისა, არამედ შიში და ძრწოლა, დამორჩილება უცხო მბრძანებლი-სადმი. ღმერთსა და ადამიანს შორის შეუძლებელი ხდება უშვუალი, პიროვნული ურთი-ერთობა, არადა სწორედ მასშია ჩვენი რელიგიის არსი; ყალიბდება ფორმალურიდა იურიდიული დამოკიდებულება. ღვთისსათნომყოფელობა ქრება ზნეობრივ-სულიერი სფეროდან და დაიყვანება გარკვეული წესებისა და მოქმედების უპირობო შესრულებაზე. მაგიური თვალსაზრისის მიხედვით, ღმერთს სჭირდება ჩვენი მხრიდან მხოლოდ გარეგნული წესები , გარკვეული მოქმედებების დროული და ზუსტად შესრულება , სხვამხრივ ადამიანი არაფრით არის ვალდებული ღვთის წინაშე, ამგვარად ცოცხალი დამოკიდებულება ღმერთსა და ადამიანს შორის იფიტება და კვდება.

რა გამოდის პრაქტიკულად ამ ყოველივესაგან? ის, რომ ეკელსია გარეგნულად გადაიქცა მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ადამიანისათვის არ არის ადვილი , ქრისტესთან ერთად მუდამ კომფორტულად იყოს. იგი (მაცხოვარი) მცნებად გვიდებს ,, გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით – პირველი მცნება“ (მარკ.12 – 30). ეს კი მოითხოვს, როგორ უკვე ზემოთ ავღნიშნეთ მორალურად და ზნეობრივად დაძაბულობას, გონების სიფხიზლეს, გულის სწრაფვას უფლის მიმართ. ადამიანებს ეს არ აწყობთ, თუმცა სამწუხაროდ მქადაგებელთაგანაც ვერ, მოისმენტ ამახ ხშირად.. სულიერი მოძღვარნი ხშირად გამოდიან ქურუმების როლში – გადაიხადოს პარაკლისი და შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი ლოცვები და აიღოს გასამრჯელო და ამ ყოველივეთი სრულდება ეკლესიის შემოქმედებითობა.

ადამიანებს ურჩევნიათ და ეადვილებათ დაანთონ სანთლები, დაწერონ მოსახსენე-ბლები, შეასრულონ ყველა წეს-ჩვეულებანი იმ იმედით,რომ ისინი ავტომატურად, მაგიური ზემოქმედების შედეგად, აღმოჩნდებიან დადებით შედეგს მომტანი – ვიდრე გააცნობიერონ თავიანთი ცხოვრების აზრი,სულიერი მდგომარეობა და იცხოვრონ სახარების შესაბამისი ცხოვრებით.

ნამდვილი, ეკლესიური, სახარებისეული, წმინდამამათა ნაქადაები მართლმადიდე-ბლური ქრისტიანობა აღესრულება ადამიანის შიგნით – გულში, მოკრძალებულად, უხმაუროდ, არაპროფანირებულად, დაფარულად ადამიანთა წინაშე. მისთვის უცხოა გართობა, ცდილობს სწორად ცხოვრებას და საკუთარ თავზე დაკვირვებას. გაკრვეულ შემთხვევაში ეს მშრალი და მოსაწყენია. თუ ადამიანი არ ცხოვრობს მისით (ქრისტეთი) , მისთვის ჩნდება საჭიროება გარეგნულად გაამრავალფეროვნოს, გააეფექტუროს (თუნდაც რელიგიური სახით) ,,სიმშრალე და მოწყენილობა“.

ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად წერს 19-ე საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი: აქიდან წარმოიშვება – სასწაულის, ნიშის, წინასწარმეტყველება ქვეყნის აღსასრულზე, ,,სტარეცების“ ძიება, იაფფასიანი აპოკალიპტიკა, ნაციონალიზმი და სხვ. და ეს ყოველივე სავსებით შეესაბამება ,,ყვითელი პრესის(ბულვარულ)“ ქრისტიანობის სტატუსს. ეს ფიქსირდება მრავალრიცხოვან ისტორიულ გადმოცემებში წერილობითი და ზეპირი სახით დაკავშირებით იმასთან,რაზეც ჯერ კიდევ პავლე მოციქული წერდა I საუკუნეში : ,, ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაო-ბაში გაიწაფე თავი.“( 1ტიმ. 4-7)

მაშასადამე ზემოთქმულიდან გამომდინარე: ყვითელი პრესის (ბულვარულ) ქრისტიანობა არის პროფანაცია , გარეგანი შინაგანის გარეშე , ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე , ეკლესიური ცხოვრება ზნეობრივ- სულიერი ღვაწლის გარეშე.

რაში მდგომარეობს მისი მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნული წესები და განსაკუთრებით კი ფოლკლორულს აქვთ უფლება არსებობისა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: თუ ეს ყოველივე თავის ადგილზე დგას ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქიაში. თუკი ეს იერარქია ირღვევა, მაშინ ხდება ის, რაზეც საუბრობს მაცხოვარი: მარილი ეკლესიისა კარგავს თავის ძალას.(მათ;5). ისევ და ისევ ეს არ გახლავთ უბრალო აბსტრაქტული მსჯელობა. ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ მომიწია შეხება შემდეგ მოვლენასთან: ცხოვრობს ადამიანი, მისი ცხოვრება ერთი შეხედვით სწორად არის მოწყობილი მოწყობილი, მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათი და ზარი,სანთელი, მოსახსენებლები და ლოცვების კითხვა. მაგრამ როდესაც ეუფლება რაიმე სერიოზული განსაცდელი, სულიერი გამოცდა, გარეგანი ბრძოლა, მაგალითად : ნარკომანია, ნათესავების ალკოგოლიზმი, ან შინაგანი რწმენის გაგრილება, სულიერი დაღლილობა და ა.შ . ადამიანი ამყარებს იმედს ეკლესიაზე, მიბრუნდება მისკენ და ხვდება,რომ ეს ყოველივე : გუმბათი,ზარი,სანთელი,მოსახსენებლები,სტარეცებიც მისი სტერეოტიპული რიტუალები მას ვერ შველიან ? სხვას არაფერს მიეჩვია ადამიანი ეკლესიაში. მას არ აუხსნეს, რომ ეკლესიისათვის ეს ყოველივე გარეგანია – ,, ანტურაჟია“, რომელიც მოქმედებს იმდენად, რამდენადაც ის იქნება გამოვლინება ადამიანის შინაგანი სულიერ ზნეობრივი მდგომარეობისა, რომელიც ამ პიროვნებისავე ძალისხმევით მიმართული უნდა იყოს ქრისტესაკენ. მას არ აუხსნეს არა იმიტომ, რომ ქონდათ ბოროტიგანზრახვა , არამედ იმიტომ, რომ უმთავრესი მნიშვნელობა თანამედროვე საეკლესიო იდეოლო-გიაში, ბევრ მოძღვარს, N – რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურაში, სწორედაც რომ გააჩნია ე.წ ,,ყვითელი პრესის (ბულვარული) ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა. როგორც ყოველივე ცრუ, ამგვარი ქრისტიანობაც რეალობასთან შეხებისას განიცდის ფიასკოს , ადამიანები იმედგაცრუებულნი რჩებიან ეკლესიის მიმართ , განეშორებიან მას , რასაც ჩვენ ვამჩნევთ არამხოლოდ თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრებაში, არამედ ისტორიული პროცესების მასშტაბით .

რა ვიღონოთ? ამაში ჩვენ დაგვეხმარება ზემოხსენებული მოსკოვის ეკლესიის მრევლი ქალბატონის წერილი. განათლებისა და ინტელექტუალიზმის დონე ადამიანში ჯერ კიდევ არაფერს ამბობს ღვთისშემეცნებაზე ( უფრორე პირიქითაც არის) .
აი ამ მოსაზრებას მე არ შემიძლია დავეთანხმო. მას შეიძლება ვუწოდო იწოდება ,,ობსკურანტიზმი „ – რაც ნიშნავს განათლების, კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფას. სამწუხაროდ, ამგვარი სულიერ-ზნეობრივი სიმახინჯე ფართოდ არის გავრცელებული საეკელსიო წრეში. რატომღაც ბევრს მიაჩნია , რომ გონებრივი მუშაობა ( მოაზროვნეობა) ზიანს აყენებს ეკლესიური ცხოვრების სიწმინდეს. ერთი ცნობილი მოძღვარი გამოდიოდა რა რადიოში , განაცხადა : ,, მე მოხარული ვარ იმისა,რომ არ ვარ განათლებული’’. წმინდა მამები – მეტი რაღა არის საჭირო ქრისტიანისათვის ? – მაგრამ სწორედაც რომ წმინდა მამები იყვნენ თავიანთი დროის განათლებული ადამიანები , დიდი სიწმინდისა და სულიერების მიუხედავად,იყვნენ ინტელექტუალიზმის უმაღლეს დონეზე.

ეკლესიამ ჩამოაყალიბა დიდი კულტურა, ფილოსოფია, მეცნიერება. ობსკურანტიზმს არ ძალუძს რაიმეს შექმნას, იგი თავისი ბუნებითა და არსით მარგინალური მოვლენაა, მას მხოლოდ ძალუძს ყოველივეს კონსერვატიული არსი შესძინოს და ეკლესიის საყოველთაოობა, მრავალფეროვნება და მისტიციზმი დაიყვანოს ,,ყვითელი პრესის (ბულვარულ)“ ქრისტიანობამდე. და პასუხი კითხვაზე – რა ვიღონოთ? მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ამ სიბრტყეზე. უნდა მოხდეს განათლება,კულტურისა და ცოდნის შეძენა, თანამედროვეობის შეთავსება სახარებისეულ და ეკლესიურ სულთან , დასრულდეს ადამიანებისა და სამყაროს ყურება ვიწრო შავთეთრი და ბნელი ჭუჭრუტანიდან, დასრულდეს ,,ბულვარული ქრისტიანობის“ ჭვრეტა და შემეცნება! …

ავტორი: იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

teodore.ge

სარწმუნოებრივი რადიკალიზმი.

რა იწვევს სარწმუნოებრივ რადიკალიზმს? რადიკალიზმი დამახასიათებელია ისე როგორც ლიბერალისათვის ასევე თავად საკუთრივ რადიკალისათვის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე მართლმადიდებლობას ანუ ზოგადად რელიგიას ეხება . დიდი დაკვირვების გარეშეც შევამჩნევთ მართლმადიდებლობის გარშემო ორად გაყოფილ დაგჯუფებას, სადაც ყოველი მათგანი სამეუფეო გზაზე სიარულს იჩემებს. ორივე მათგანი კითხულობს სახარებას, მისგანმარტებას, ერთნაირ ლიტერატურას, მამათა შრომებს, მაგრამ მათ შორის, მათ აზროვნებასა და გაგებას შორის მაინც უდიდესი უფსკრულია. რაშია საქმე? რა შეიძლება იყოს ამ ყოველივეს მიზეზი? საერთოდ წმინდა მამებს, როლმებსაც კარგად და სწორედ ესმოდათ ქრისტიანობა, გარკვეულ ისტორიულ კონტექსტში სხვადასხვაგვარად წერდნენ და ქადაგებდნენ. ვინაიდან მათ (წმ.მამებმა) თავიანთი ასკეტური შრომით, ლოცვით, მარხვით და უდიდესი ღვაწლით განიწმინდეს საკუთარი თავი ვნებებისაგან და შეიმოსეს სულიწმინდა. მათი გარეგანი ქმედებანი არ იყო მიბაძვა რომელიმე წინამორბედი მამის სწავლების ერთი მხარისა, არამედ ეს იყო მამების პრაქტიკული ცხოვრების გამოცდილებაზე და თავიანთ შინაგან სულიერ მდგომარეობაზე დამყარებული მოქმედება ამა თუ იმ გარემოში. მათი ქადაგება და სწავლება შესაძლოა ერთის მხრივ მოგვეჩვენოს რადიკალურ  ,მეორეს მხრივ კი შესაძლოა ლიბერულად დაგვესახოს, რომელიც თავის თავში მოიცავდა გარკვეულ გარეგნულ და თვით აზრობრივ წინააღმდეგობებსაც, (თუმც ესეც ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი წვდომა სულიერ სიღრმეებში, გარემოს ცნობა და ობიექტური რეალობის აღქმა დიდად ჩამოუვარდება მათსას). მათ,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მუდამ უწევდათ მოღვაწეობა სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა გაგების ადამიანებში. ისინი სწორედ ახერხებდნენ სიტუაციის და გარემოს შეცნობას, სულიერად შეფასებას. მათი ეს ,,უკიდურესობები“ მიმართული იყო არა ადამიანების დასაპირისპირებლად, არამედ თითოეული ადამიანის ინდივიდუალური დამოძღვრისაკენ. (როგორც გონიერი ექიმი ყველა ავადმყოფს ერთნაირად არ მკურნალობს, ასევე მათ შემთხვევაშიც, ყველა ადამიანს ინდივიდუალურად უდგებოდნენ,ზოგს თაფლს აძლევდნენ განსაკურნებლად, ზოგსაც ცოტაოდენ შხამს, მდგომარეობის შესაბამისად ). მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იყო არა კანონისმიერი ან რომელიმე ინსტრუქციიის შესაბამისი, არამედ სულიწმინდისეული. დღეს კი თითქოს ერთი წმინდა მამა გაუყვიათ დაჯგუფებებს, ერთი და იმავე მამის გამონათქვამებს უპირისპირებენ ერთმანეთს და ამით უფრო მეტ შეცდომაში აგდებენ როგორც ურთიერთარსს, აგრეთვე ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფებთაც. მაგალითად : რადიკალნი მხოლოდ კანონებით და ნორმებით საუბრობენ, მუდამ წმინდა მამის იმ რადიკალურ გამონათქვამებს იმოწმებენ, რომელიც მან სწორედ იმ გარემოში თქვა სადაც  სხვანაირად არ შეიძლებოდა, რომ ეთქვა. რადიკალები მამათა სწავლებას ცხონებაზეც არასწორედ იგებენ და მათი ,,დახმარებით“ თავად წყვიტავენ ვინ ცხონდებადა ვინ ვერა.

ხოლო ლიბერალნი და სარწმუნოებრივად გულგრილნი,ზიან რა კომფორტულად კომპიუტერთან, არც მარხვით იწუხებენ თავს, არც ლოცვით მეტსაც გეტყვით, უმეტესს მათგანს პირში სიგარეტი აქვს გარჭობული დ ასე საუბრობენ მოყვასისა და ქრისტეს სიყვარულზე, გვასწავლიან რომ მთავარი ფასეულობა ადამიანია, რომ მისი სიყვარულის გამო მზად უნდა იყო ყველაფერი გაიღო, და ის ავიწყდებათ, რომ თავად უამრავი საპირისპირო აზრის ადამაინს ზიზღით უყურებენ და ზოგს ცოფიანს და ზოგსაც გიჟს ეძახიან და ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები ,,ვინც თავის ძმას სულელს უწოდებს თანამდებია გეჰენიისა“. სამაგიეროდ, როდესაც თემა ეხება ცხონების გადაწყვეტას ,,კომპიუტერიდან ან თბილი ოთახიდან“ მზად არიან ყველას განუღონ სამოთხის კარი, რადგან მათ ყველა ეცოდებათ და ისიც იციან იოანე მახარებელისაგან, რომ ,,ღმერთი სიყვარული არს“. მათთვის დამახასიათებელია ყველა სახის დათმობაზე წასვლა, სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებში ჭეშმარიტების მარცვლებზე საუბარი, ლოგიკურ-რაციონალური მიდგომა ჭეშმარიტად მისტიური მართლმადიდებლობისადმი. და თუ მაინც გაუბედავ და ეტყვი ასე რად ფიქრობთ და ასე რატომ იქცევითო, პირველ რიგში უხეშად ან დამცინავად გიპასუხებენ და შემდეგ ზუსტად იმ რადიკალის მიერ მოყვანილ წმინდა მამის სხვა ციტატას მოგიყვანენ არგუმენტად თავიანთი პერსონალური გაგებით და განმარტებით და დაგიდებენ თავიანთ სასარგებლოდ. და თუ თითოეულს კითხავ რატომ ფიქრობს ამგვარად, შესაბამისად ორივე მხარე ერთი წმინდა მამის აზრს მოგიყვანს და დაგარმწუნებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას ესმის სწორედ. საქმის ვითარება კი აბსოლუტურად სხვაგვარად არის. მათი ქადაგებანი და ეპისტოლენი მათი შინაგანი სულიერების და ქრისტესშემოსილობის გამოვლენაა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიწყებთ მისი ცხოვრების და სწავლების იმ ნაწილის არჩევას სახელმძღვანელოდ, რომელიც ჩვენ მეტად გვესიმპატიურება, ხოლო არ ვბაძავთ შინაგანად, ვემსგავსებით უნიჭო თუთიყუშს, რომელიც ცდილობს მიბაძოს რა ოპერის მომღერალს, მხოლოდ მსგავს სიტყვებს ლუღლუღებს და ამით ამახინჯებს ხელოვნებას. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია ვთქვათ, რომ სწორედ გვესმის ქრისტიანობა და ამა თუ იმ წმინდა მამის აზრი, მაშ ვიცხოვროთ მათ მსგავსად, მივბაძოთ მათ ისე, როგორც ისენი ბაძავდნენ ქრისტეს, შევიძინოთ მათი შინაგანი მდგომარეობა და ჩვენში აღარ იქნება არც რადიკალი და არც ლიბერალი, რადგან ეს ორივე ფორმა ცალცალკე, შესაბამის შინაგანი სულიერი მდგომარეობის გარეშე მხოლოდ უნიჭო ვიზუალური განსახიერებაა შინარსის დამახინჯებით. ეს კი იწვევს თითოეული მხარის რადიკალურ პოზიციაზე განლაგებას, ურთიერთ დაპირისპირებას მოწმუნეთა შორის და შესაბამისად ეკელსიის შიგნიდან ნგრევას …


მღვდელი დანიელ სტოიჩევი

teodore.ge

ცრუმოძღვრობა და ცრუმორჩილება.

 მე ვშიშობ, რომ ჩვენი ეკლესია არ მოიცვას და არ გაანადგუროს ცრუ მოძღვრობამდა ცრუ მორჩილებამ. დღეს ქრისტიანები ყველა შემხვედრ სასულიერო პირსმოძღვრად მიიჩნევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და გამოუცდელებს. ერთის მხრივ ადამიანები მოვიდნენ ეკლესიაში, თქვეს აღსარება და უკვე მზად არიან იქცნენ მონებად, ხოლო მეორეს მხივ მღვდლებს უნდათ გახდნენ დიქტატორები და ამ ყოველივეთი ეკლესიაში იქმნება გასაოცარი ატმოსფერო მონობისა და დიქტატურისა!

მორჩილებითი დამოკიდებულება მოძღვარსა და მორჩილს შორის შესაძლებელია მხოლოდ მონასტერში, მხოლოდ მონაზვნებს შორის, ან მათ შორის ვინც მუდამ გვერდი-გვერდ არიან. ეს არის წმიდა მამათა სწავლება მორჩილებაზე. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ მორჩილება უდიდესი ასკეტური მდგომარეობაა და ის შეიძლება აღესრულებოდეს მხოლოდ იმ მონაზონთა შორის, რომელნიც სრულიად განუდგნენ წუთისოფელს, იმყოფებიან რა ერთად, მუდამ შეუძლიათ მიმართონ თავიანთ მოძღვრებს. ერისკაცთა შორის შეუძლებელია ამგვარი ურთიერთობა, ჩვენ იშვიათად ვხვდებით და როგორც წესი არა სულიერ თემებზე სასაუბროდ, არამედ საერო საქმეებზე. ერისკაცსა და მის მოძღვარს შორის არ შეიძლება არსებობდეს (მონასტრისეული) მორჩილება ამ სიტყვის სწორი გაგებით. გთხოვთ გაანთავისუფლეთ თქვენი თავი მონობისაგან… ,, სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ 1.7,23)

ვინ არის სულიერი მოძღვარი და როგორ აღირჩევა იგი? 
 
წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: ,, როდესაც ჩვენ ვისურვებთ, რომ ჩვენი სულის გადარჩენა მივანდოთ სხვა ადამიანს, უპირველეს ყოვლისა ჩვენ წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ თუ რამდენად სანდოა ის ადამიანი, რომელსაც შენ გინდა მიანდო საკუთარი სული, ვინაიდან არ შევცდეთ და ექიმის ნაცვლად ავადმყოფი არ ავირჩიოთ ჩვენს წინამძღვრად, უვნებო ადამიანის ნაცვლად არ ავირჩიოთ ვნებებით სავსე და აქიდან გამომდინარე არ დავიღუპოთ სული“. ამიტომ სანამ ვინმეს სულიერ მოძღვარს უწოდებდე მანამ უნდა დარწმუნდე რამდენად სულიერია ის ადამიანი. და როგორც გვასწავლის წმ.იოანე კლემაქსი “წყნარი ნავსაყუდელის ნაცვლად არ აღმოვჩნდეთ რიფებზე და არ დაიღუპოს ჩვენი ხომალდი“ ამ ყოველივეს კი დრო სჭირდება. არის ასეთი რუსული გამოთქმა : ,,ადამიანი რომ კარგად გაიცნო, მასთა ერთად ფუთი მარილი უნდა ჭამო“.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: ,,დიდი ბენდიერებაა, თუკი ჩვენ ვიპოვით ადამიანს, ჭეშმარიტ მორწუნეს, ქრისტიანულად მცხოვრებს, წმინდა მამების მცოდნეს და გონიერს. გესმით?-გონიერს! ეხლა კი რა ხდება? ნახევრადშეშლილს სალოსად მიიჩნევენ. ეძიეთ გონიერი ადამიანი და ამ ადამიანთან ერთად ეცადეთ გადაწყვიტოთ თქვენი პრობლემები. როგორ? ზომიერი მიდგომით! მე პატივისცემით მივდივარ ადამიანთან, მას ვეცნობი, ვუსმევ კითხვებს, ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი სულიერია და მე მას რჩევას ვეკითხები. მე შემიძლია მივიღო მისი რჩევა დარიგება ან შემიძლია არ მივიღო, თუკი ვხედავ რომ ისე ვერ არის რაღაც, როგორც უნდა იყოს. ამგვარი ქმედება არ არის ცოდვა, რადგან შესაძლებელია შეცდეს ნებისმიერი ადამიანი. თუკი მე მთელი გულით ვეძიებ, წავალ და სხვასაც შევეკითხები და გავიგებ მას რა აზრი აქვს ამის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საუბარი ეხება მხოლოდ სულიერ მხარეს, თორემ მოძღვართან მიდიან აგრეთვე ამგვარი კითხვებით: ,,ჩააბაროს თუ არა ჩემმა გოგომ ინსტიტუტში, ან სად ისწავლოს, რომელი ადგილის მოსალოცად წავიდე, რა გავყიდო? რა ვიყიდო? “მე გაოცებული ვარ მღვდლის მოთმინებით და უფრო მეტად გაოცებული ვარ იმით, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი იწყებს რჩევების მიცემას თუ როგორ რა აკეთონ ადამიანებმა. ,,უბედურებაა, თუკი ნამცვხარს მეწაღე გამოაცხობს და ფეხსაცმელს მცხობელი შეკერავს“.

ცხოვრებისეული საკითხი უნდა გადაწყვიტო არა სულიერ მოძღვართან არამედ გონიერ, ჭკვიან ადამიანთან ერთად, მაგრამ ჩვენთვის მეტად ავტორიტეტულია ეს გამოთქმა ,,მამაომ მაკურთხა, მამაომ ასე თქვა“! წმინდანნი შესაძლოა სეცდნენ, მაგრამ მამაო ? – არასოდეს! ,,თქვენ რა ფიქრობთ რომ ,,სტარეცი“ შესაძლოა შეცდეს? არასოდეს! და თუ ეს არ გჯერათ, თქვენ ამპარტავნებასა და ხიბლში ხართ“! აი რა მდგომარეობამდე მივედით. ამიტომ წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი გულმხურვალედ წერს: ,,სულის დამღუპველი ხასიათი და სამწუხარო კომედია ,,სტარეცების“, იმაში მდგომარეობს, რომ ირგებენ საკუთარ თავზე ძველი მამების ,,სტარცების“ როლს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ნიჭები არ გააჩნიათ“. ამას წერს წმინდა მონოზონი, რომელსაც შესანიშნავად ესმოდა მონაზვნობაც და მონასტერიც! ეხლა რაც შეეხება სულიერი მოძღვრის შეცვლას. ჩვენ ვუწოდებთ მოძღვარს მას, ვისთანაც მივდივართ რჩევისათვის. რათქმა უნდა შესაძლებელია შევიცვალოთ მოძღვარი თუ იგი გვაძლევს ისეთ რჩევებს, რომელიც არ გვეხმარებიან. ღირსი პიმენ დიდი (V-ს) ბრძანა დაუყოვნებლივ გამოეყოთ საერთო საცხოვრებელიდან ის ბერები, ვისთანაც ცხოვრება სულისათვის საზიანო იყო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მორჩილებითი დამოკიდებულება შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ მონასტერში მონაზვნებს შორის, ხოლო ერისკაცნი მოძღვართან დამოკიდე-ბულებაში მხოლოდ რჩევის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. და ღმერთმა ქნას, რომ შევძლოთ ვინმესგან სწორი რჩევების მიღება.

პავლე მოციქული წერს: ,,ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ 1.7,23). ჩვენ კი ვეძებთ მონობას და ამით ვიცილებთ ჩვენს პასუხისმგებლობას: რომ არ გადავწყვიტოთ ჩვენით, არ ვიფიქროთ ჩვენით, რომ მოვატყუოთ საკუთარი სინდისი. ადამიანები ეძებენ არა მოძღვრებს არამედ ,,დაფარულ მხილველებს“ და ,,წინასწარმეტყველებს“ ისეთ სიტყვებს და რჩევებს, რომლებიც ,,ღვთის გამოცხადებით “ არის და ამ ყველაფრისაგან რამდენს დაენგრა ცხოვრება და ოჯახი?!

ერთი დედა შვილთან ერთად მიდის ამგვარ ,,მოძღვართან“. ის ის იყო შევიდნენ , ის (სტარეცი) უცხადებს შვილს (ბიჭს) ,,ერთი წლის თავზე შენ ჩემთან მოხვალ უკვე ბერდიაკონი“ დედა – დიდი თაყვანისმცემელი ამ ,,სტარეცის“, სწორედ ამიტომაც მივიდა. მე ვეკითხები:
– შემდეგ რა მოხდა ?
– თქვენ იცით? ის მაინც დაქორწინდა!
– როგორ ცხოვრობენ?
– კარგად. მან (სტარეცმა) ისიც დაამატა, რომ გოგონა მონასტერში გამეშვა აღსაზრდელად და მეც გაუშვი. ერთლი წლის შემდეგ შვილმა მითხრა ,,დედა მე აღარ შემიძლია მონასტერში ყოფნა“ და წარმოიდგინეთ წავიდა მონასტრიდან, ეხლა კი გათხოვდა.
– და როგორი ოჯახი ყავს მას? როგორი მეუღლე?
– ოჰ თქვენ იცით? მას საოცარი მეუღლე შეხვდა და ბედნიერები არიან.

აი ამგვარი წაღმა-უკუღმა კურთხევებით და რჩევებით წყვეტენ ადამიანების ბედს. შენ- დაქორწინდები, შენ- გაცილდები, შენ- მონასტერში წახვალ. დღეს სამწუხარო მოვლენებმა დაისადგურა ქვეყანაზე. ჩვენი გარეგნული პრობლემები საცოდავი განსახიერებაა შინაგანი პრობლემებისა. და ერთ-ერთი სამწუხაროთაგანი ესარის ცრუმოძღვრობა და ცრუ მორჩილება!

პროფესორი ალექსი ოსიპოვი

www.faith.ge

воскресенье, 23 июля 2017 г.

გლობალური.გლობალური პრობლემები.

გლობალური (Fr. global)

1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული. 
2. რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. მაგ., გ. პოლიტიკა; გ. ომი; გ. რაკეტა - ბალისტიკური რაკეტის ნაირსახეობა, რომელსაც შეუძლია მიიტანოს საბრძოლო ჭურვი დედამიწის ნებისმიერ წერტილში.


გლობალური პრობლემები

თანამედროვეობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, რომლებიც საერთოა მთელი მსოფლიოსათვის, ყველა რეგიონისა და ქვეყნისათვის და მათი გადაჭრა მსოლოდ მთელი კაცობრიობის ძალისხმევით არის შესაძლებელი. ცალ–ცალკე სახელმწიფოები უძლურნი არიან, ინდივიდუალურად ებრძოლონ ამ პრობლემებს, ამასთანავე, ნებისმიერი გ.პ. პირდაპირ ან ირიბად ეხება ყოველ სახელმწიფოს. გ.პ–ს მიეკუთვნება ბირთვული ომის თავიდან აცილებისა და საყოველთაო მშვიდობის დამყარების პრობლემა, საერთაშორისო ურთიერთობების მშვიდობიანად განვითარება, სოციალური განვითარება და ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის, შიმშილის, უმუშევრობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლა, ნედლეულისა და სურსათის პრობლემები; ეკოლოგიური პრობლემები: ატმოსფეროს, წყლის ნიადაგის დაბინძურება, ტყის საფარის შემცირება, გაუდაბნოება, მიწების ეროზია; დემოგრაფიული პრობლემები, მათ შორის მოსახლეობის უკონტროლო ზრდა, საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესი და ა.შ. გლობალიზაციის ეპოქაში გ.პ. და მათი გადაჭრისათვის ბრძოლა კაცობრიობის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა გახდა, რაზეც მეტყველებს ამ საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების, კონვენციებისა და ხელშეკრულებების რიცხვის სწრაფი ზრდა უკანასკნელ წლებში.

dictionary.css.ge

ლოკალური.ლოკალური საერთაშორისო სამართალი.

ლოკალური(Local)

განსაზღვრული ადგილისათვის დამახასიათებელი; 
ადგილობრივი.გარკვეულ საზღვრებს შორის მდებარე, მოქცეული, გავრცელებული.


ლოკალური საერთაშორისო სამართალი

ნორმათა ერთობლიობა, რომელიც დადგენილია ორი ან რამდენიმე სუბიექტის მიერ და, საყოველთაო საერთაშორისო სამართლისაგან განსხვავებით, არეგულირებს ურთიერთობებს სუბიექტთა შორის, რომელთა რიცხვი მცირეა (ორმხრივი, რეგიონალური ხელშეკრულებები და საერთაშორისო ჩვეულებანი) (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი). ლსს უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმებს.

თუკი გლახაკს იხილავ, შეეწიე; მტერს თუ დაინახავ,

შეურიგდი; თუკი მეგობარს ბედნიერს ნახავ, ნუ შეგშურდება; თუკი ლამაზ ქალს დაინახავ, გვერდი აუარე. დაე იმარხულონ არა მხოლოდ ბაგეებმა, არამედ მხედველობამაც, სმენამაც, ფეხებმაც, ხელებმაც და ჩვენი სხეულის ყველა ნაწილმა. დაე ხელებმა იმარხულონ – სუფთანი იყვნენ მტაცებლობისა და მომხვეჭელობისაგან. დაე იმარხულონ ფეხებმა – თავი დაანებონ უსჯულო სანახაობებზე სიარულს. დაე იმარხულონ თვალებმა – მიეჩვიონ, რომ არ მიისწრაფოდნენ მშვენიერი სახეებისკენ, არ მიაშტერდნენ სხვის სილამაზეს. ცქერა თვალთა საკვებია: თუკი ის უსჯულო და აკრძალულია, მარხვას აზიანებს და სულის ცხონებას ანგრევს; თუკი კანონიერი და დაშვებულია, მარხვას ამშვენებს. ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა, საკვებიდან ისიც შეგვეზღუდა, რაც დაშვებულია, ხოლო თვალებით ისიც შთაგვენთქა, რაც აკრძალულია. შენ ხორცს არ მიირთმევ? თვალებითაც ნუ შეჭამ საჩოთიროს. დაე სმენამაც იმარხულოს; მისი მარხვაა ისაა, რომ არ შეიწყნაროს ავსიტყვაობა და ცილისწამება; ამბობს: „არა შეიწყნაროთ სასმენელი ამაო“ (გამ. 23,1). დაე ენამაც იმარხულოს ბილწსიტყვაობისა და ლანძღვისაგან. რა სარგებელია, თუკი ფრინველისა და თევზისაგან თავს ვიკავებთ, ხოლო ძმებს ვღრღნით და ვჭამთ? ავისმეტყველი კაცი ძმის ხორცის მჭამელია, მისი სხეულის მღრღნელია.

წმ. იოანე ოქროპირი


არ შემიძლია არ ვთქვა რვაფეხას ცბიერებისა და ვერაგობის შესახებ,

რომელიც ყოველ ჯერზე იმ ქვის ფერს იღებს, რომელსაც იოლად ეკრობა. ამიტომაც მრავალი თევზი ცურვის დროს უშიშრად უახლოვდება რვაფეხას, როგორც ქვას და მზაკვრის მსხვერპლი ხდება. ასეთები არიან თავისი ზნით ისინი, ვინც თავს აწონებს ყოველგვარ გაბატონებულ ხელისუფლებას. ისინი ყოველ ჯერზე სახეს იცვლიან გარემოებათა მიხედვით, მუდმივად ერთი ზრახვა არ უპყრიათ, ადვილად ხდებიან ხან ერთნაირი, ხან სხვანაირი; უბიწოებთან უბიწოებას განადიდებენ, თავშეუკავებლებთან თავშეუკავებლები არიან, ყველას საამებლად იცვლიან განწყობას. იოლი არ არის ასეთი ადამიანებისთვის თავის არიდება და მათგან მომავალი ზიანისგან გადარჩენა, რამეთუ მათ მიერ ჩაფიქრებული მზაკვრობა ღრმადაა დაფარული მეგობრობის ნიღბით. ასეთი ზნის ადამიანებს უფალი უწოდებს მტაცებელ მგლებს, რომლებიც ცხვრის ტყავში გახვეულები მოდიან (მათ. 7,15). განეშორე გაქნილ და მრავალსახოვან ზნეს. ისწრაფე ჭეშმარიტებისკენ, გულწრფელობისა და უბრალოებისკენ.

წმ. ბასილი დიდი



четверг, 20 июля 2017 г.

ილია ჭავჭავაძე და ევროპული ფასეულობები.

მადლმოფენილი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის მთელი მოღვაწეობა, მთელი მისი მზერა, დიდი და მცირე გონება, მარად და ყველგან თანამდევი მისი სულიერება ყოველთვის თავს დაგვტრიალებს და თითოეული ადამიანის “განღმრთობის”, მისი კეთილდღეობის და ბედნიერების მისაღწევ სწორ გზებს გვიკვალავს. დღესდღეობით მოძიებული მისი თხზულებებით შედგენილი ტომეულთა შინაარსი ასეთია: ტომი I პოეზია, ტომი II პროზაული და დრამატული თხზულებები, ტომი III-IV მხატვრული თარგმანები, ტომი V-VI კრიტიკა, ტომი VII-XVI პუბლიცისტიკა, ტომი XVII-XVIII პირადი წერილები, ტომი XIX საარქივო მასალები და დოკუმენტები, ტომი XX ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მატიანე, საძიებლები.

ილიას ნაწერების დიდი ნაწილი, პირდაპირ და არაპირდაპირ, ევროპასაც ეხება. ასეთი შეხება ყველგან რაღაც მნიშვნელოვან იდეაზე, ჩვენთვის გასათვალისწინებელ ფასეულობებზე მიგვანიშნებს. ილია ოჯახის დიდ როლზე წერს და გაანალიზებული აქვს “ზნეობრივი სიწმინდის მნიშვნელობა ერის მერმისისათვის”, “რა არის თავისუფლება”, “სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”, “ინგლისში შექმნილ დამხმარე საზოგადოებათა სიკეთე”, სამართლიანად მიგვანიშნებს “საერთაშორისო სასამართლოს შემოღების აუცილებლობაზე”, ეხება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს ნაწარმოებში “ქალების არჩევნების უფლება ინგლისის პარლამენტი,” აღნიშნავს რომ “საფრანგეთის ზნეობრივი ძალ-ღონე მამულის სიყვარულშია”, ფუნდამეტურად არჩევს საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობისთვის ადამიანის უფლებების დაცულობის მნიშვნელობას “ცხოვრება და კანონში”, არკვევს “მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმეს ევროპაში,” საკუთრების საკითხის მნიშვნელობას და მის სამართლიან გადაწყვეტას ეხება წერილში “ირლანდია და ინგლისი”, ეხება “მილიტარობას ევროპაში” და ა.შ. და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 1877 წელს ილიას, თავის მიერ დაარსებულ “ივერიაში”, შემოღებული ჰქონდა რუბრიკები: “შინაური მიმოხილვა”, “საპოლიტიკო მიმოხილვა” და სხვა. აანალიზებდა რა უცხო ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების საკითხებს, მის წარმატებას და წარუმატებლობას, ილია ჭავჭავაძე ეძებდა ევროპელთა გამოცდილებიდან ჩვენი ქვეყნისთვისაც რაიმე სასარგებლოს და პოულობდა კიდევაც. 1881 წელს მაისის შინაურ მიმოხილვაში იგი მიგვანიშნებდა, როგორ შეძლეს “ჩეხელებმა” თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, გვმოძღვრავდა, რომ “კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია”, წერდა, რომ მეტად მნიშვნელოვანია “კანონს ცოდნა და მისი ფარად გამოყენებოს აუცილებლობა”, რომ “ერის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთი უდიდესი საზრუნავია”, რატომ არის “შეუწყნარებელი გულგრილობა საზოგადო საქმისადმი”, რომ არსებობს “ისეთი დაწესებულების საჭიროება, სადაც შესაძლებელი იქნება გართობა, გასაუბრება, დასვენება”. ევროპის გამოცდილების გაზიარების მიზნით ილია მხოლოდ უშუალოდ ევროპის ქვეყნებით არ კმაყოფილდებოდა და ეძიებდა, თუ რა მოუტანა მათს ღირებულებებზე ორიენტირებამ სხვა ქვეყნებს, კერძოდ კი ბრაზილიას, იაპონიას, ირანს, ჩინეთს და სხვებს.

წინამდებარე სტატიაში ჩვენს მიზანს შეადგენს გამოვარკვიოთ სამი მთავარი საკითხი. პირველი, რატომ არის ევროპული ფასეულობები ყველაზე მოწინავე. მეორე, რომელი ფასეულობებია მათგან უმთავრესი. მესამე, როგორ შეიძლება ჩვენს სინამდვილეში ევროპული ფასეულობების გათვალისწინება.

ილიამ თავის მოძღვრებაში დაასაბუთა, რომ ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. მას მიაჩნდა, რომ ევროპული ღირებულებები უნივერსალური ხასიათისაა და ყველასთვის ერთნაირად არის მისაღები, რადგან საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური პროგრესი შეუქცევადი გავხადოთ. ეს ფასეულობები მიგვანიშნებენ, რომ ვინაიდან ჩვენ, ყველა ერთად, და თითოეული ცალ-ცალკე, განუყოფელი ნაწილი ვართ “მთელის ერისა”, ჩვენს კეთილდღეობას უნდა ვეძებდეთ ‘მარტო მთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე”. მხოლოდ ასე შეიძლება “ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას”, და “სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს”. (ჭავჭავაძე ი. წოდებათა თანასწორობა, თხზ., ტ.4, გვ.314).

ილია თვლიდა, რომ ევროპული ღირებულებების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერი, თითოეული ადამიანი, ოჯახი. მათი ბედნიერება, კეთილდღეობა, სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა. მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია. ნებისმიერ ადგილობრივ საკითხს, დიდსა თუ მცირეს, “ადგილობრივ წვრილმანებს”, ყველაფერს ადგილობრივი თვითმმართველობები გადაწყვეტენ. სახელმწიფო კი, მხოლოდ “საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებას”, ანუ საერთო კანონშემოქმედებით საქმიანობას, “საყოველთაო ფინანსთა(შემოსავალ-გასავალის) მოძრაობას”, ანუ საბიუჯეტო მოწყობას და ერის ინტერესებისათვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფას და “საყოველთაო მხედრობის გაწყობილებას”, ანუ ქვეყნიოს თავდაცვას უნდა განაგებდეს.

ილია ჭავჭავაძის ნათელმხილველი გონება დღენიადაგ რუდუნებით თავს დასტრიალებდა საზოგადოების წინსვლა-გამარჯვებას, მის პროგრესს. მისტვის ყოველთვის ცვენი ქვეყნის “ტკივილების” განკურნება და “ფათერაკების” თავიდან აცილება იყო უმთავრესი. იგი წერდა, რომ ჩვენი ბრძოლის საგანი უნდა ყოფილიყო “ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან”. (თხზ., ტ.5, გვ.95) ბატონი ილია ბრძოლის ამ მიმართულებას “ჭეშმარიტ საქმედ” და ბრძოლის უმთავრეს მიმართულებად მიიჩნევდა და აღნიშნავდა: “ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელს საქართველოს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია, თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისაკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებლად, თუ მასწავლებლად, თუ რადმე სხვად, – მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ”. (ტ.5, გვ.95)

ილია ჭავჭავაძეს მოჰყავს “სლავიანების” მაგალითი, უფრო ზუსტად მათი გამოცდილება, რომლებმაც, კერძოდ კი “ჩეხელებმა” – “თავის ვინაობას აღსადგენად და ქვეყნის დასანახავად – თავისი წარსული ხელახლად ააყენეს საფლავიდამ, გამოსჩხრიკეს, მისხლობით ასწონეს, გოჯით გაზომეს ყოველისფერი, რაც ძველად ჰქონდათ, რაც მათს ეროვნებას, მათს ვინაობას, ნაციონალობას შეადგენდა და სარჩულად ედვა. გაუცოცხლეს თავიანთ ერს პოეზიის შემწეობით დიდებულნი სახენი ძველის გმირებისა, ქვეყნისათვის თავდადებულებისა, ძველის ქველობისა, ძველის კაცურ-კაცობისა. მოაგონეს, ისტორიის შემწეობით, დავიწყებული სახელოვანნი დღენი წარსულისა, აღადგინეს, გასწმინდეს, გააძლიერეს დედაენა, ჟამთა ვითარებისაგან გარყვნილი და შელახული. ამ გზით გამოაბრუნეს, გამოაცოცხლეს თითქმის სასიკვდილოდ გადადებული ერი. ერმა თავისი ვინაობა გაიგო, შეიტყო რა ყოფილა, რა არის და რის იმედი უნდა ჰქონდეს, შეიტყო და ფეხზე დადგა, ფრთა შეისხა”. (ტ.5, გვ.95)

უმთავრესი ფასეულობები ჩვენთვის სწორედ ის უნდა იყოს, რომლის გარეშეც `ჩვენ~, `ჩვენ~, არ ვიქნებოდით. ასეთებად ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა მამული, ენა და სარწმუნოება, რომლებსაც `სამ ღვთაებრივ საუნჯეს~ უწოდებდა. იგი აღნიშნავდა: `სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?~ (ი. ჭავჭავაძე, თხზ., ტ.3, გვ. 26-27). ამ მარადიულ ზეფასეულობებს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ჩვენი მთლიანობა და თვითმყოფადობა არ დავკარგოთ. მთავარია ასევე ვიცოდეთ როგორ, რა გზებით უნდა დავიცვათ ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება.

ასეთი იდეა დაგვისახა მაშინ დიდმა ილიამ. ზუსტად ასეთია ის ამჟამადაც. ისეთივეა მისი მიღწევის გზაც, როგორიც იყო მაშინ, ერთ საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინათ. ეს არის არა გაუმართლებელი ექსპერიმენტების, არამედ ცივილიზებული გამოცდილების, “ეროპიული მეცნიერების” შესწავლის და მისი მომარჯვების გზა, რომელიც სხვაგან იკვე გამოცდილი და გამოყენებულია. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ყველაზე უფრო საიმედოა. სწორედ ამ გზით სიარული გვიანდერძა ილია ჭავჭავაძემ. იგი წერდა:”აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმალით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისათვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენი ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოტრ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ნაბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წასდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერსა ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ, ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ. “ჯერ მაცოცხლეო, მერე მაფიქრებინე, როგორ გავმდიდრდეო”, – ამბობს ერთი სლავიანი პატრიოტი. ნამდვილად გულშემატკივარმა საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის-ფიცარზედ და სხვაზედ არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი.

ყოველის ჩვენგანის მოქმედების საწყაო, საზოგადო საქმეებში, თუ ლიტერატურაში, მარტო ის უნდა იყოს, თუ ვინ რამდენად ასრულებს და მისდევს ამ ჩვენთვის მიუცილებელს საგანსა და გზას. სხვა საწყაო ტყუილია და ამაო: სხვის ბაძი იქნება და არა ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი”. (ტ.5, გვ.97-98).სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ყოველი ადამიანის თანასწორობის მიღწევა.

ახლა, თავდაპირველად, დავსვათ ასეთი კითხვები: იქნებ ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა, რომ ეროვნული ეკონომიკა მთლიანად ადგილობრივ ვითარებას უნდა ეყრდნობოდეს? ან იქნებ თვლიდა, რომ მხოლოდ ზოგადკაცობრიულ იდეებს უნდა დავეფუძნოთ და სავსებით არაა საჭირო რაიმე ადგილობრივის გათვალისწინება? ან თუ ორივეს გამოყენებაა საჭირო, როგორი თანაფარდობის დაცვაა აუცილებელი მათ შორის? ილიას შრომები გვიდასტურებს, რომ მას საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური ცვლილებებისათვის აუცილებლად მიაჩნდა ადგილობრივი ვითარების გათვალისწინება. ამის შესახებ ნაშრომში “ხიზნების საქმის თაობაზედ” ავტორი წერდა: “ყოველივე ცვლილება, საზოგადოებრივი თუ ეკონომიური, მაშინ არის მარგებელი და მკვიდრი, როცა ცვლილების საგანი ყოველმხრივ გასინჯულია და შუქმოფენილი. ამისათვის, რასაკვირველია, ყველაზედ უწინარეს კაცმა გონება უნდა მიაქციოს ადგილობრივს ვითარებას, რადგანაც ყოველს საგანს ამ შემთხვევაში თავის ადგილზედვე აქვს თავისი სათავე, თავისი ძირი და თავისი გზა მსვლელობისა და განვითარებისა. მაგრამ ძალიან შესცდება ის, ვინც მარტო ამას დასჯერდება და მარტო აქედამ გამოიყვანს თავის დასკვნას”.

როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძეს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებლად მიაჩნდა ადგილობრივი ვითარების გათვალისწინება, მაგრამ მარტო ამას არ სჯერდებოდა. იგი თვლიდა, რომ ხალხთა ცხოვრებაში ბევრი ზოგადი კანონებიცაა, რომლებიც ყველგან ერთნაირად მოქმედებენ. ეს რომ არ იყოს, მეცნიერებაც არ იქნებოდა. მაგრამ ვიდრე ჩვენს საკუთარ ჭირს სხვის ნაცად წამალს შევურჩევდეთ, ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ თუ რა გვჭირს. ჩვენი პრობლემის გადაჭრის ამოსავალ, საწყის მომენტად ილია ადგილობრივ ვითარებას მიიჩნევდა, რასაც პრაქტიკულადაც ასრულებდა. მან შექმნა და დაამკვიდრა “შინაური მიმოხილვის” ჟანრი ქართულ ჟურნალისტიკაში. თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ილია “შინაურ მიმოხილვებს” და როგორ შეიძლებოდა მიგვეღწია ადგილობრივისა (ეროვნულის) და ზოგადსაკასცობრიულის მეცნიერული სინთეზისთვის, ეს ჩანს მისი წერილიდან, რომელშიც აღნიშნავს: “შინაური მიმოხილვისთანა ჩვენში ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია, რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ, პირდაპირ და მოჭრით, რომელზედაც, მაშასადამე გინდა თუ არა, თქვენი აზრი უნდა იქონიოთ, და რომელიც თქვენის საკუთარის – ზომით უნდა გაზომოთ… ერთის სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ კიდევ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, რომელიც უნდა ჩვენ თვითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში გამოვაცხოთ… ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ გვინდა, ვითომც ჩვენი შინაური საქმეები, ისეთის განსაკუთრებული თვისებებისა იყოს, რომ სხვა ხალხთა ნაცადი, ნაკვლევი, ნააზრევი, არასგზით არ მიუდგებოდეს, სხვისი აზრით ჩვენი საქმე არ აიხსნებოდეს. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ჰო ითქმის, ვიდრე არა, იმიტომ რომ ხალხთა ცხოვრებაში არის ბევრი ზოგადი კანონები, რომელნიც ყველგან ერთნაირად მოქმედებენ. ეს რომ არ იყოს, თვითონ მეცნიერებაც, რომელიც სხვა არ არის რა, გარდა მისი, რომ კრებაა ზოგადის კანონებისა, ფუჭი სიტყვა იქნებოდა. მაგრამ მინამ ჩვენს საკუთარ ჭირს სხვისგან ნაცადს წამალს შევურჩევდეთ, ჯერ თვითონ ჩვენ უნდა ვიცოდეთ – რა თვისების ჭირია, მისი სიგრძე-სიგანე გაზომილი უნდა გვქონდეს, მისი სიმძიმე აწონილი, ერთის სიტყვით ეს ჭირი თავიდან ფეხებამდე ჩვენ მიერ ცნობილი და გაგებული უნდა იყვეს”. (ტ.5, გვ.396).

ამ სიტყვებს ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც გამოაკლებ. მასში ჩამოყალიბებული დებულებანი აქსიომატურ ჭეშმარიტებებს წარმოადგენს. ილიას მიაჩნდა, რომ ვიდრე ჩვენი საკუთარი ჭირისათვის სხვისა ნაცად წამალს შევარჩენდეთ, ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვათ. ამისათვის ჯერ უნდა ყოველმხრივ შევისწავლოთ ჩვენი “ავადმყოფობის” ნიშანთვისებები, დიაგნოზის დასმის მეთოდები და პრინციპები. მხოლოდ ამის შემდეგ, ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ავადმყოფობა. თუ ასე მოვიქცევით, ნაცად წამალსაც ზუსტად შევარჩევთ. მაგრამ როგორ შევარჩიოთ ეს ნაცადი წამალი? ილია ამის შესახებაც თავისი მეთოდებით გვმოძრვრავს. მან ჩამოაყალიბა ის მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების შინაური ცხოვრების გამოცდილება.

1886 წელს ილია ჭავჭავაძემ მიმოიხილა მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმე ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. იგი აღნიშნავდა, რომ ეს ქვეყნები “მოწოდებულნი არიან თავ-თავიანთ ერისაგან ეს დროთა ვითარებისაგან წარმომდინარი საქმე, თითქმის ერთგვარი, ერთარსისა და ერთსახისა გადასწყვიტონ. ეჭვი არ არის, რომ ეს ერთი და იგივე საქმე ამ სამს სხვადასხვანაირ სახელმწიფოში ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას ვერ მოელოდინება. ხოლო თითონ გადაწყვეტილება ისე საინტერესო არ არის, როგორც ის საფუძველი, სისტემა, რომელსაც ამ შემთხვევაში თითოეული მათგანი დაადგება. საქმე იმისთანა თვისებისაა, რომ თეორია პრაქტიკით უნდა განახორციელონ, განყენებული აზრი ცხოვრებაში გადმოიტანონ და საფუძვლად დაუდონ”. (ჭავჭავაძე ი., თხზ., ტ.9, გვ.187)

მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმე საფრანგეთში დეკაზვილის არეულობამ წამოაყენა, ინგლისში – მუშათა აღრევამ დიდ ქალაქებში, და გერმანიაში სოციალ-დემოკრატების გაძლიერებამ პარლამენტში.

საფრანგეთში მუშათა საქმეს, მათი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას შეუძლებელი იყო საფუძვლად არ დადებოდა როგორც ბურჟუაზიის, ასევე მუშების მოსარჩელე დასის მოძღვრება. ბურჟუაზია მუშათა ყველა მოთხოვნას არ დაეთანხმებოდა, და შეეძლო კიდევაც ამის გაკეთება. ასევე მუშების მოსარჩელე დასი როგორც მთელს საფრანგეთში, ისე თვით პარლამენტში რიხიანი, ფხიანი და კარგა მოზრდილი დასი იყო, რის გამოც შეუძლებელი იყო მთავრობა მის მოძღვრებისაკენ არ გადახრილიყო. “ამ სახით, საფრანგეთი მუშათა საქმეს საფუძვლად ამათ მოძღვრებას დაუდებს, ცოტად თუ ბევრად. ეს, ჩვენის ფიქრით, უეჭველია,” წერდა ი. ჭავჭავაძე.

სულ სხვა საფუძველი უნდა ეხმარა ინგლისს. ინგლისის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩემბერლენი ჰქადაგებდა, რომ “მუშათა უნუგეშო ყოფა უმამულობიდან წარმოსდგებაო; ამისი წამალი სოფლის მამულების წვრილ-წვრილად განაწილებაა მუშათა შორისო”. (ტ.9, გვ.188) მოიხედავად ამისა, სწორედ ჩემბერლენმავე წააღებინა უკან თავისი წინადადება ინგლისის პარლამენტის წევრს დასონს, რომელმაც შეიტანა წინადადება, რომ სახელმწიფოს აეჩინა რაიმე სამუშაო უსაქმოდ დარჩენილი მუშებისათვის. მუშათა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების საფუძვლად აღიარეს თვითმმართველობა, რომელიც ინგლისში ყოველი საზოგადოებრივი წყლულის წამლად მიაჩნდათ. ჩემბერლენმა “იმაზედ დააფუძნა თავისი სიტყვა და რჩევა, რომ მუშათა უსაქმურობისა და მათთვის სამუშაოს აღმოჩენა სჯობია თვითმმართველობის თაოსნობას მიენდოსო, თვითმმართველობა უკეთ მოუპოვებს საქმესაო და უკეთ დასდებს წამალსა დღევანდელს სატკივარსაო”.

სრულიად განსხვავებულ საფუძველს დაადგა გერმანია, რასაც ი. ჭავჭავაძე ასე გადმოგვცემს:”სულ სხვა საფუძველს ადგია ბისმარკი. მისის აზრით, ყოველივე – სახელმწიფოს ძლიერს ხელში უნდა იყოსო, ყოველივე მის ინტერესებს უნდა ქვეშ ამოუდგესო. სახელმწიფო ინტერესი ითხოვს-მუშათა ხალხი მის ხელთ იყოს და ყოველთვის მისი შემყურებელიო და სახელმწიფო მონოპოლიები მოიგონა, თუმცა მარცხი მოუვიდა ამაებში, როგორც ამ უკანასკნელ დროს გვაუწყებენ გაზეთები არაყისა და სპირტის მონოპოლიის თაობაზედ. სახელმწიფო ინტერესი ითხოვსო, რომ პოლიაკები პოზნანში არ იყვნენო და გაიყვანა ის შემაძრწუნებელი კანონი პოლიაკების განდევნისა, მამა-პაპეულ მამულებიდამ ძალასდ აყრისა და გაძევებისა….” (ტ.9, გვ.189)

ევროპაში მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმის მიმოხილვით ავტორმა კლასიკური ფორმით დაგვანახვა, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე საკითხების მოგვარებისადმი განსხვავებული მიდგომა. აქვე მან გვიჩვენა ის მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სხვა ქვეყნების შინაური ცხოვრების გამოცდილებიდან იმის “გადმოტანა”, რაც ჩვენ გამოგვადგება. მისი მთავარი დასკვნა ასეთია: “ამ სამის თეორიისაგან რომელი დაიჭერს თავს ევროპაში, ევროპის შინაურს ცხოვრებაში, – ამას დროს გამოაჩენს. ჩვენ აქ მთელს ევროპას ვახსენებთ იმიტომ – რომ ამ შემთხვევაში ერთის ცდა მეორისათვის ჭკვაა. და ამ საბუთით გამარჯვება სამში ერთის თეორიისა მეტად საინტერესო უნდა იყოს ყველასათვის”. (ტ.9, გვ.189)

მთავარი დასკვნა ის არის, რომ ყველა ქვეყანას არც ერთი და იგივე საკითხის ერთი და იმავე გზით გადაწყვეტა გამოადგება, და მითუმეტეს, არც ერთმანეთის გამოცდილების შაბლონის სახით გადატანა. ასეთი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. სხვების მიერ უკვე განვლილ გზას, მათ გამოცდილებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და მას უეჭველად უნდა ვიყენებდეთ ადგილობრივი თავისებურებების შესწავლისა და ყოველმხრივ დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

თავის მეცნიერულ გამოკვლევებში ილია ჭავჭავაძემ მოგვცა კლასიკური ნიმუშები თუ როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით, რას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღება. 1889 წელს დაწერილ სტატიაში – “აზია წინათ და ეხლა”, ავტორი კლასიკურად იკვლევს, თუ რას მიჰყავს მსოფლიო წინ, რომელი ქვეყნები ჩამორჩნენ და დაწინაურდნენ და რატომ? ზოგადად რას უნდა ვითვალისწინებდეთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებიდან? როგორც ილია აღნიშნავს, აზია წინათ ცივილიზაციის აკვანი იყო და “ერთს დროს მთელის ქვეყნის ბედის წარმატებას სათავეში ედგა”, ახლა კი აზიელობა უფრო დამამცირებელი (“სამიაბრუო”) სახელია, ვიდრე თავისმოსაწონებელი. ამას ავტორი ლოგიკურად მიიჩნევს, რადგან აზიამ თავის წარსული და დღევანდელობა კრიტიკულად არ შეაფასა. იგი წერდა: “ესეც უნდა მომხდარიყო. ისტორია და წარმატება იმისი – კი არ არის, ვინც მარტო თავის-თავის ავკარგიანობის შეჰხარის, ვინც მარტო დღევანდელობას – ავია თუ კარგი – ჰკმარობს, ვითარცა ხელშეუვალს რასმე ანდერძს მამა-პაპეულს, არამედ იმისია, ვინც მას არა ჰკმარობს – რაც დღეს არის, და ვისაც დღევანდელობა მარტო ხიდად მიუჩნევია ხვალისათვის და არა ბინად, საცა კაცმა თავი უნდა შეიკეტოს, როგორც სამუდამო სადგურში, სამუდამოდ გულზე ხელ-დასაკრებად და მოსასვენებლად. ტყუილად –კი არა სთქვა ტურგენიევმა, რომ ეს ქვეყანა ტაძარი-კი არ არის, საცა კაცი უნდა ჰლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და ჰმუშაობდესო”. (ტ.9, 113-114).

ილიას აზრით, მსოფლიო ასპარეზზე ევროპის დაწინაურება განაპირობა მეცნიერებამ და მხნეობამ, ჭკუამ და ხელმა, დღევანდელობით დაუკმაყოფილებამ და უკეთესობის წყურვილმა. ავტორი აღნიშნავდა: “ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდამიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ის ძლევამოსილი წინმსვლელობა, ის დიადი წარმატება, რომელიც ყარმანსავით ყაფის მთას მხარებზედ დაიყენებს, რომ ქვეშ ჯარმა მშვიდობით და უწყინარად გაიაროს”. (ტ., 9, 114)

ასე დაწინაურდა ევროპა. აზია კი ჩამორჩა. მისი უბედურობა უძრაობა და თავის ნაჭუჭში ჩაკეტვა იყო. ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა: “რამ დაჰმართა ეს ამბავი აზიას? რამ დაუხუთა მუხლი მსვლელობისა და ერთს დროს წინმავალი ქვეყანა, ეხლა ასე უკან რომ დააყენა? იმან თუ – რომ თავისი საკუთარი ძარღვები დააწყდა, თავისი საკუთარი საგზალი წინმსვლელობისათვის შემოაკლდა, თუ სხვა რამ მიზეზმა მოსჭრა სულიერი და ხორციელი მუხლი, _ ამის გამოძიებას ჩვენ არ შევუდგებით. ეს-კი აშკარაა, რომ მისი წარმატება შესდგა, შეჩერდა, და აზია დღევანდელს დღეს ანგარიშში მოსატანი არ არის, როცა ქვეყნის წინმსვლელობაზე ლაპარაკობთ. ამასთან აზიის უბედურება ის იყო, რომ ეს შედგომა, შეჩერება, თითქო ვერ იგრძნო, ვერ იცნო, -პირიქით, რაცა ჰქონდა, სასულიერო თუ სახორციელო, იმას დასჯერდა და თავმოწონებული შეჰხაროდა, თითქო იმაზე უკეთესი სხვა აღარა ეგულება-რაო ქვეყნიერობაზედ. ამით კმაყოფილმა ცალკე შეიკეტა და გარედამ აღარ მიიკარა არც ამაყვავებელი შუქი მზისა, არც გამაცოცხლებული სიო. ამ ყოფაში ჩავარდა ჩინეთი, მისი მიმყოლი იაპონია, რომელთაც არავინ აღარ მიიკარეს და ამისათვის მაგარი ზღუდე შემოავლეს თავის არემარეს. თითქმის ამ ტყულს თავმოწონებასა და კმაყოფილებას მიეცა სპარსეთიცა, საცა სასულიერო წოდებამ მოსლემინებისამ შეჰკრა და შეჰბოჭა გონება და გული მთელის ერისა და თვალები აუბა იმდენად, რომ თავისზედ უკეთესს სხვას არავის ხადიდა”. (9, 114-115).

ასე შეარყია აზია “ტყუილ თავმოწონებით ყოფნამ”. ამიტომ საჭირო იყო კარი გაეღოთ ცივილიზებული ქვეყნებისათვის. ილია ჭავჭავაძე გამოსავალს სხვისგან ჭკუის სწავლებაში ხედავდა. იგი მიიჩნევდა: “დღეს, ესე ნებიერად და ტყუილ თავმოწონებით ყოფნა შეირყა თითქმის მთელს აზიაში. აზიამ თვალდათვალ დაინახა უპირატესობა ევროპისა, იგრძნო, რომ ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია, და აქომამდე დაკეტილი კარი თავისის ქვეყნებისა ცოტად თუ ბევრად გაუღო ევროპას, რომ იქაურმა მზემ თავისი შუქი ცოტად თუ ბევრად აქაც მოაწვდინოს. ასე იქცევა დღეს ჩინეთიცა, იგი ჩინეთი, რომელიც ყველა სხვა ქვეყნებზე უფრო ძლიერ ეურჩებოდა ევროპიდამ შუქის შემოსევას და მოფენას და სადაც დღესაც ეს ახალი მიმართულება შიშითა და კრძალვით ფეხს იკიდებს ცოტა-ცოტად და ფრთხილად, რადგანაც იქაური ერის უფროს-ერთობა მაინც ურჩობს და ჰთაკილობს სხვისაგან ჭკუის სწავლებას, სხვის ცივილიზაციას, სხვის ავკარგიანობას”. ( ტ.9,გვ.115).

რა უნდა გადმოიღოს ამა თუ იმ ქვეყანამ უფრო მოწინავე ქვეყნებიდან, კერძოდ კი ევროპიდან? ილია ამ კითხვებს პასუხობდა და მიიჩნევდა რომ ჩინეთს, იაპონიას, ირანს ევროპიდან უნდა გადმოეღოთ “ევროპის განათლება” და თითქმის ყველაფერი. იგი იწონებდა იაპონიის მაგალითს და წერდა: “იაპონია ამ მხრით, უფრო გაბედულად ირჯება. მისი ახალი ხელმწიფე დიდი მომხრეა ევროპის განათლებისა და ჰლამის დაუცხრომელად – ყოველიფერი, ნამეტნავად მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესსა და რიგს შეუფეროს. დღეს იაპონიას ბევრი ევროპიულად განათლებული, ევროპაშივე სწავლამიღებული ახალგაზრდობა ჰყავს. შინაც დიდად მოცადინენი არიან სწავლისა და განათლებისათვის. მწერლობა, ცოტად თუ ბევრად, ფრთაასხმულია და გავრცელებული, და ვინ იცის, – იქნება იაპონიამ პირველი მესვეურობა გაუწიოს აზიას ევროპის ცივილიზაციის ზემოქმედების ქვეშ წარსამატებლად და განთიადმა განათლებისამ თავისი სხივოსანი შუქი პირველ იქიდამ მოჰფინოს მთელს აზიასაც. ამბობენ, იაპონელი ამისათვის არც ნიჭს არის მოკლებული და არც უნარსო”.

შემდეგ იგი იწონებს აგრეთვე, რომ სპარსეთმაც კარი გაუღო ევროპის ცივილიზაციას და გენიალურად დაასკვნის: ზოგადად მოწინავე ქვეყნიდან ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ რასაც მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება. ილიას მთავარი მეთოდოლოგიური დასკვნა გამოხატულია შემდეგ სიტყვებში: “არც სპარსეთი დარჩა უიმისოდ, რომ ევროპის ცივილიზაციისთვის კარი არ გაეღო. ეხლანდელის შაჰის მეფობის დროს ბევრს ძველს ჩვეულებას, რომელიც სულსა და ხორცს სპარსეთისას ასე თუ ისე ჰხუთავდა, კბილი მოეჭრა. შაჰმა, რომელმაც რამდენჯერმე მოიარა ევროპა, ბევრს რასმეზე აახილა თვალი და დაინახა თავის ქვეყანაში ბევრი უმსგავსობა და შეუფერებლობა. იგი სცდილობს ბევრი რამ ძველი განსდევნოს, ბევრი რამ ახალი შემოიღოს. ამისათვის იგი თურმე არც იმის წინაშე უკუდგებაო, რომ თავისი ნება-უფლება შეიხუთოს, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება.”

სპარსეთის თემას ილიამ მიუძღვნა აგრეთვე ცალკე სტატია – “დღევანდელი სპარსეთი”. ეს არის იმის სრულყოფილი ნიმუში, თუ როგორ უნდა ისარგებლო იმ ქვეყნის გამოცდილებით, რომელიც შენ არც კი მოგწონს, ან შეიძლება მასაც არ მოსწონდე. აქვე ნაჩვენებია, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ იმის გამორკვევას, თუ რა არის მისაღები ან უარსაყოფელი. ილია წერდა: “დღევანდელი სპარსეთი ის სპარსეთი არ არის, რაც აქამომდე იყო. დღეს სპარსეთში იქაური სასულიერო წოდება, რომელიც აქომამდე მარტო გუნდრუკს უკმევდა ყველაფერს სპარსულს და უკადრისად იხსენიებდა სხვას ყოველს, რაც სპარსული არ იყო, ცოტად თითონაც გამოფხიზლდა და დაინახა, რომ თუმცა ევროპა ურჯულო ქვეყანაა, მაგრამ იქ ბევრი იმისთანა წესი და რიგია, რომელსაც კაცმა ცხვირის მაღლა აწევით გვერდს არ უნდა გაუაროს, პირიქით, უნდა დინჯის თვალით დაუკვირდეს და აწონ-დაწონვით მოსჩხრიკოს, – რა არის იქიდამ კარგი მისაღები და შემოსატანი და არ არის უარსაყოფელი განსადევნი.”

დიდ ილიას მიაჩნდა, რომ მოწინავე, ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისათვის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს ევროპულად სწავლება და ევროპული განათლების მიღება, ევროპული მმართველობა, წესი და რიგი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სწორად შევაფასოთ ყველაფერი, სწორი დიაგნოზი დავსვათ და ჩვენს სატკივარს მისი წამლით ვუშველოთ. ევროპული განათლებისა და მეცნიერების, მმართველობის, წესისა და რიგის დასამკვიდრებლად, განათლებასთან ერთად საჭიროა საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, მრეწველობის გაძლიერება, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება.

შოთა ვეშაპიძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ილია ჭავჭავაძე და ევროპული ფასეულობები

რეზიუმე

დღესდღეობით მოძიებული ილია ჭავჭავაძის თხზულებებით შედგენილი ტომეულთა შინაარსი ასეთია: ტომი I პოეზია, ტომი II პროზაული და დრამატული თხზულებები, ტომი III-IV მხატვრული თარგმანები, ტომი V-VI კრიტიკა, ტომი VII-XVI პუბლიცისტიკა, ტომი XVII-XVIII პირადი წერილები, ტომი XIX საარქივო მასალები და დოკუმენტები, ტომი XX ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მატიანე, საძიებლები.

ილიას ნაწერების უმეტესი ნაწილი, პირდაპირ და არაპირდაპირ, ევროპასაც ეხება. ასეთი შეხება ყველგან რაღაც მნიშვნელოვან იდეაზე, ჩვენთვის გასათვალისწინებელ ფასეულობებზე მიგვანიშნებს. ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ ევროპული ფასეულობები უნივერსალური ხასიათისაა და ყველასთვის ერთნაირად არის მისაღები, რადგან საშუალებას გვაძლევს, პროგრესი შეუქცევადი გავხადოთ. მათი განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერის თვითმყოფადობა, თითოეული ადამიანი, ოჯახი. მათი ბედნიერება, კეთილდღეობა, სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა. მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია.

ილიას მიაჩნდა, რომ მოწინავე ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისათვის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს ევროპულად სწავლება და ევროპული განათლების მიღება, ევროპული მმართველობა, წესი და რიგი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სწორად შევაფასოთ ყველაფერი, სწორი დიაგნოზი დავსვათ და ჩვენს სატკივარს მისი წამლით ვუშველოთ. ევროპული განათლებისა და მეცნიერების, სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის, წესისა და რიგის დასამკვიდრებლად ილია საჭიროდ მიიჩნევდა საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, მრეწველობის გაძლიერებას, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

nes-g.org

ლიბერალური შეხედულებანი თერგდალეულთა ნააზრევში.

კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარების კვლადაკვალ, XIX საუკუნის ევროპაში ახალი იდეოლოგია წარმოშვა, რომელიც  ლიბერალიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. თავდაპირველად, ვიდრე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად ან კიდევ, სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრაქტიკად იქცეოდა, ლიბერალიზმი პოლიტიკური დოქტრინა იყო. იგი  უპირისპირდებოდა ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლეგიტიმაციას, უარყოფდა თეორიას მონარქის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ, ამხელდა ფეოდალიზმის მანკიერ მხარეებს და იდეალად სახავდა იმგვარ საზოგადოებას, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებები შემდეგში ეკონომიკური (თავისუფალი ბაზარი, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა), სოციალური (თავისუფლება, თანასწორობა) თუ კულტურული (პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა) ასპექტებით შეივსო, და მიუხედავად იმისა, რომ მწყობრი თეორიული
სისტემის სახე არასოდეს მიუღია, ფართოდ გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც.

რა ნიადაგი, რა საზოგადოებრივი განწყობა ხვდებოდა ამ ახალ იდეურ მიმდინარეობას ქართულ რეალობაში?

Liberty თავისუფლებაა, ხოლო ლიბერალი ყველაზე ზოგადი განმარტებით თავისუფლებისმოყვარეს ნიშნავს. საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისა და საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის, ამდენად, თავისუფლებისმოყვარეობის ისტორიაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში, სადაც იმ დროისათვის დიდი თუ პატარა საკითხი ეროვნული თვალსაზრისით განიზომებოდა, ეროვნულობისაგან ერთგვარად დისტანცირებულ ხსენებულ იდეოლოგას დამკვიდრება უნდა გაჭირვებოდა.  გაუჭირდა კიდეც. უფროსმა თაობამ, რომელიც არსებულ სინამდვილეს შეჩვეული და მორგებულიც იყო, ლიბერალიზმი მიუღებლად მიიჩნია, დაიწუნა, აითვალწუნა და მისი ქართველი მიმდევარი ახალგაზრდების აბუჩად აგდება სცადა (გრ. ორბელიანი: ,,ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი” და სხვ. ...). ეს, როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, ,,ნათლის მჭირველი“ ახალგაზრდები კი, არც მეტ არც ნაკლები, საუნივერსიტეტო ცოდნა-განათლებით აღჭურვილი, საქართველოსათვის გულანთებული და რუსეთიდან სამშობლოში ,,მამულის მსახურებისათვის“ დაბრუნებული თერგდალეულები იყვნენ.

ის გარემოება, რომ მამათა თაობის თვალში ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ლიბერალობა დაცინვის საგანი იყო, სრულიადაც არ არის გასაკვირი. ამგვარი ფაქტები სხვა ქვეყნების სინამდვილეშიც დასტურდება. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი რემონდ ჰოისი შენიშნავს: XIX საუკუნეში არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მათი მოწინააღმდეგენი ,,ლიბერალებს“ უწოდებდნენ (ჰოისი 2014:).

ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გარე სამყაროდან საქართველოში შემოაღწევდა, ტრანსფორმაციას განიცდიდა. ,,ევროპიდან შემოსული თეორიები ჯერ რუსეთში იცვლიდა სახეს, შემდეგ კი საქართველოში, და საბოლოოდ, დამახინჯებულ ფორმას იღებდა. მით უმეტეს რომ, იდეოლოგიების შინაარსში გაუცნობიერებელი ბევრი პიროვნება, ამ მოდური მიმდინარეობებით სპეკულიანტობდა“. ამის გამო იყო, რომ ილია ჭავჭავაძე  ლიბერალიზმის არსის დახასიათებისას იყენებდა გამოთქმას ,,ჭეშმარიტი ლიბერალობა“. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს და არ იცის-კი ცნობა აზრისა, თუ ქვეშ არ უწერია, ეს აზრი ამა და ამ ფერისააო“ (გოგიაშვილი 2008: 113).

,,ლიბერალიზმი თავისი არსით კოსმოპოლიტური იდეოლოგიაა. ხოლო ლიბერალი - მსოფლიო მოქალაქე, კოსმოპოლიტი“ (ჟვანია 2006:). მიუხედავად ამ მართებული თვალსაზრისისა, იყო დრო, როდესაც ლიბერალობა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ეროვნული ტრადიციებსა და კულტურის, პატრიოტიზმისა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობის იდეის უარყოფას. პირიქით, ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთს კი არ უპირისპირდებოდნენ, არამედ  თანაარსებობდნენ, ურთიერთს ავსებდნენ და ამდიდრებდნენ.

პოლიტიკური იდეოლოგიების ცნობილი მკვლევრის, ენდრიუ ჰეივუდის სიტყვით, XIX საუკუნის შუა ხანების კონტინენტურ ევროპაში ნაციონალისტობა თავისთავად ნიშნავდა ლიბეალობას და პირიქით (ჰეივუდი, 2008: 161-162). ამერიკელი მეცნიერის ამ დასკვნას ქართული სინამდვილეც ადასტურებს. ასე იყო ჩვენშიც. თერგდალეულები ეროვნული იდეოლოგიის პარალელურად, საქართველოში თვითონ ამკვიდრებდნენ ლიბერალიზმის იმ პრინციპებს, რომლებიც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა ერის წინსვლას და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იყო ლეგალური გზით.
როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას უკვდავი ტექსტი ,,პატრიოტიზმი და კოსმოლოლიტიზმი“, შექმნილი ჯერ კიდევ 1905 წელს, რომელიც ქართველ მწერალს მსოფლიოს დიდ მოაზროვნეთა გვერდით უმკვიდრებს ადგილს. ,,ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია“, წერდა ვაჟა-ფშაველა და დასძენდა: ,,ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო“ (ვაჟა-ფშაველა 1905:).

,,ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა“, ხაზს უსვამდა ვაჟა-ფშაველა (ვაჟა-ფშაველა 1905:). ამავე თვალსაზრისს გაცილებით გვიან ენდრიუ ჰეივუდი ასე გამოთქვამს: ,,ლიბერალური ნაციონალიზმი უმთავრესად იმ გარემოებას ეყრდნობა, რომ  კაცობრიობა ბუნებრივადაა დაყოფილი მრავალ ერად და ყოველ მათგანს საკუთარი მეობა გააჩნია“ (ჰეივუდი, 2008: 163).

        ლიბერალურ ღირებულებათა საქართველოში შემოტანა და დამკვიდრება მნიშვნელოვანწილად ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის სახელებთანაა დაკავშირებული. მათი ძალისხმევა ქართული აზროვნებისა და პოლიტიკური კულტურის ევროპეიზაციისაკენ იყო მიმართული.  თერგდალეულები გზას უკაფავდნენ დასავლურ მოწინავე შეხედულებებს, ცდილობდნენ  შემზადებინათ მათთვის ქართული ნიადაგი და ქართველი ერი თვითიზოლაციიდან პროგრსის ფართო ასპარეზზე გაეყვანათ.

მკვლევრათა აზრით, ნიკო ნიკოლაძე ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ევროპული პრაგმატიზმისა და საქმიანობის, ევროპული პოლიტიკური რეალიზმის, ევროპული განათლების, ტექნიკისა და კულტურის საქართველოში დანერგვა ჯერ კიდევ 1870-იან წლებში დაიწყო   (შუბითიძე 201:).

ჟურნალი ,,კლდე“ ნიკო ნიკოლაძის შესახებ მიუთითებდა:  ,,ნ. ნიკოლაძე სულით და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ევროპის ტექნიკა-ინდუსტრიის მცოდნე, ინიციატივის კაცი, პრაქტიკული და საქმიანი. ... ნიკოლაძე... უწინარეს ყოვლისა, მუშაკია დაკაპიწებული ხელებით, ცხოვრების ტექნიკი და ლაბორანტი. იგი რეალისტია, რეალური პოლიტიკის მწარმოებელი, ცხოვრების მცოდნე, მის ქარტეხილში ჩავარდნილი” (ნიკო ნიკოლაძე 1996: 10).

,,არც ერთ მაშინდელ ჩვენს მოღვაწეს არ უგრძვნია ეპოქის სული ისე, როგორც ნ. ნიკოლაძემ იგრძნო, არავის ... მოუტანია ჩვენში იმდენი პროგრესიული და ევროპული აზრი (ამ სიტყვის კულტურული მნიშვნელობით), რამდენიც შემოიტანა ნ.ნიკოლაძემ“, წერდა სიმონ ხუნდაძე (ხუნდაძე 1927: 182).

 ლიბერალიზმს რამდენიმე ფუნდამენტალური ღირებულება აქვს, რომელთაგან უმთავრესია თავისუფლება და კერძო საკუთრება. თავისუფლება მრავალგვარი შეიძლება იყოს: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული, პიროვნული და სხვა, ხოლო კერძო საკუთრება ერთია და იგი წარმოადგენს როგორც ყოველგვარი თავისუფლების საფუძველს, ისე მათი დაცვის ეფექტურ გარანტს. ინგლისელი სწავლულის მორის კრენსტონის თანახმად, ლიბერალი ესაა ადამიანი, რომელსაც სწამს თავისუფლების (სტენფორდის 1996:).

           თავისუფლების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თერგდალეულთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ნააზრევში. მათთვის, როგორც სახელმწიფოებრიობა-მოშლილი და კოლონიური ქვეყნის შვილებისათვის, წინა პლანზე ეროვნული თავისუფლების საკითხი იდგა.  კარგადაა ცნობილი, რომ ქართველმა სამოციანელებმა შეცვალეს დამპყრობელთან შეთქმულება-აჯანყებებით დაპირისპირების მეთოდი და რუსეთის კოლონიური უღლისაგან თავდაღწევის ტაქტიკად მშვიდობიანი ბრძოლის გზა აირჩიეს. ეს არჩევანი შექმნილი რეალობის გონივრულ ანალიზს ეფუძნებოდა. XIX საუკუნის პირველი მესამედის დაუსრულებელ აჯანყებებში განცდილმა მარცხმა ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგია შეასუსტა. გაღებული მასშტაბური მსხვერპლი ისედაც  მცირერიცხოვან ქვეყანას უმძიმეს შედეგებს უქადდა. საჭირო იყო იმგვარი საშუალების გამოძებნა, რომელიც სანუკვარ მიზანს შედარებით უსაფრთხოდ და ერისათვის ნაკლები ზიანით მიგვაღწევინებდა. ილია ჭავჭავაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ თავისუფლება, როგორც ეროვნული ბედნიერების წინაპირობა, მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია (,,თავისუფლების მშოვნელი ამ ქვეყნად მხოლოდ თოფია”), მაგრამ ბრძენკაცი იმასაც ითვალისწინებდა, რომ გამუდმებული აჯანყებები ერს ღონეს აცლიდა და მის მომავალს უნუგეშოს ხდიდა. Aამიტომაც ილიამ და თერგდალეულებმა უარი თქვეს კოლონიურ რეჟიმთან ძალით დაპირისპირებაზე, გეზი მშვიდობიანი ბრძოლაზე აიღეს, რომლის იარაღად ცოდნა და განათლება დაიგულეს. ეს მკაფიოდ ჩანს აკაკი წერეთლის ლექსში ,,დედა და შვილი“. როდესაც ეროვნული თავისუფლებისათვის გულანთებული შვილი დედას მიმართავს:
 ,,დედილო, მომეც ფარ-ხმალი,
რომ ავასრულო ვალიო!“ - დედა პასუხობს:
,,ადრეა შვილო ჯერ კიდევ,
 წიგნია შენი ხმალიო!“ (სურგულაძე 1973: 277).

თერგდალეულებს ერისათვის იმაზე მეტი პრაქტიკული ამოცანა არ დაუსახავთ, რისი მიღწევაც კონკრეტულ ვითარებაში უმსხვერპლოდ და უზიანოდ იყო შესაძლებელი. დამპყრობლის მიმართ ამგვარი ფრთხილი, აუჩქარებელი და წინდახედული დამოკიდებულება სპეციალურ ლიტერატურაში ,,აქტიური ლოდინის ტაქტიკადაა” სახელდებული. სხვაგვარად, ,,შესაძლებლის მაქსიმუმი” ანუ მიღწეულით დროებითი დაკმაყოფილება და პარალელურად, მზადება უფრო მეტისთვის, საღი და რეალისტური პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც ნამდვილად  დამახასიათებელი იყო ქართველ სამოციანელთათვის (ჯანელიძე, 2002: 32). მაგრამ ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს, რა მიმართებაში იყო ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად თერგდალეულთა მიერ არჩეული ტაქტიკა ლიბერალიზმის იდეოლოგიასთან.

ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და მშვიდობის ომზე პრიმატი ლიბერალიზმის საგულისხმო თვალთახედვაა. ცნობილია, რომ იმანუელ კანტი, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტდი, იერემია ბენტამი და რიჩარდ კობდენი განადიდებდნენ ,,მუდმივ მშვიდობას“ და საერთოდ, ლიბერალთა უმრავლესობისა იზიარებდა აზრს, რომ წარმატებული ომი გამარჯვებულისათვისაც კი ბოროტებაა და მშვიდობა ყოველთვის უმჯობესია ომზე (მიზესი, 2001).

ლიბერალებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ნებისმიერი უთანხმოება შეიძლება  არა ძალადობითა და ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, დისკუსიებითა და მოლაპარაკებებით მოგვარდეს (ჰეივუდი, 2008: 22-23; 71).

ილია ჭავჭავაძეც მიიჩნევდა, რომ ,,ომი უბედურებაა, ომი დამთქმელია ადამიანის სიცოცხლისა, ადამიანის ღვაწლისა, მონაგარისა“ და რომ:  ,,მორიგებით, მშვიდობიანობით საქმის გათავება, რასაკვირველია, ყოველთვის კარგია“ (ილია 1997: 175; 43).

ამდენად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თერგდალეულთა მშვიდობიანი ბრძოლის ტაქტიკა სრულად პასუხობს ლიბერალიზმის თეორიულ პოსტულატებს და თავსდება მის კონცეფციაში.

ლიბერალურ აზროვნებას შეესაბამება ასევე წოდებათა შერიგებისა და თანხმობის, ყველა საზოგადოებრივ ძალთა გაერთიანების ილია ჭავჭავაძისეული შეხედულება, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ,,საერთო ნიადაგის” თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი.
აზრი იმის შესახებ, რომ ,,საერთო ნიადაგის” თეორია არსობრივად ,,ლიბერალ-რადიკალურია“ ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძემ გამოთქვა 1901 წელს ჟურნალ ,,მოამბეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ,,პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე“. განიხილავს რა ამ საკითხს, მკვლევარი ომარ გოგიაშვილი წერს: ,,ილიას ,,საერთო ნიადაგის“ თეორია და ლიბერალიზმის პრინციპები საერთო კონცეპტუალურ იდეას ეფუძნებოდა. ... ეს თეორია, ძირითადი მახასიათებლებით, ლიბერალიზმის სულისკვეთებისაა, თუმცა მისი საფუძველი და საყრდენი ქართველი ერის ისტორიული მემკვიდრეობა, მისი ტრადიციული ღირებულებებია“. ... ,,საერთო ნიადაგის“ თეორია კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურ საფუძველზე დგას, შენობა კი მთლიანად ლიბერალურია“ (გოგიაშვილი 2008: 113; 132).

          თერგდალეულებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ადამიანის უფლებები, რაც ლიბერალიზმის მოძღვრების პრიმატს შეადგენს. თერგდალეულთა აზრით, ადამიანის უფლებები საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი ზრუნვისა და დაცვის საგანი უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძე ამ საკითხს სულაც კაცობრიობის პროგრესს უკავშირ-ებდა. მისი სიტყვით: ,,რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინდისი, ყოფა-ცხოვრება, - უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებული არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ, შევიწროებულ“ (ილია 1997: 45).

თერგდალეულთა ნააზრევში განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანის ღირსების საკითხი, რომელიც ,,ჭეშმარიტ ლიბერალობას ... დიდი ასოებითაა აქვს დაწერილი თავის დროშაზედ“ (ილია 1955 ა: 168). ილია  ,,კაცებურის ღირსების გრძნობას“ ,,ღვთაებრივ გრძნობას“, ,,ადამიანთათვის მომადლებულ საუნჯეს“ უწოდებდა, მასვე ადამიანის ღირსება ,,ზნეობით კუთვნილებად“ მიაჩნდა და მოითხოვდა, რომ იგი ,,ღრმად პატივცემული“ ყოფილიყო (ილია 1997: 288). არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თერგდალეულები ადამიანის უფლებებს ყოველთვის მოვალეობასთან კავშირში განიხილავდნენ, რაც ასევე ლიბერალური თვალთახედვაა. ნათქვამის საილუსტრაციოდ არერთი ციტატის მოხმობა შეიძლება მათი პუბლიცისტური ნაწერებიდან, მაგრამ დავკმაყოფილდეთ ილია ჭავჭავაძის გამონათქვამებით, რომლებიც ასე ჟღერს: ,,ადამიანის შვილი ერთის მხრით უფალია, მეორეს მხრით მოვალე“ (ილია 1997: 15) და ,,მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი“ (ილია 1961: 81).

ცნობილია, რომ ლიბერალიზმს თავისუფლების ზოგადი კონცეფცია ეკონომიკური თავისუფლებიდან გამოჰყავს, რომელიც მხოლოდ კერძო საკუთრებას შეიძლება ეფუძნებოდეს (გოგიაშვილი 2008: 137). კერძო საკუთრება უნივერსალური ღირებულებაა. ლიბერალური თვალსაზრისით იგი არ დაიყვანება მხოლოდ მატერიალურ ფასეულო-ბებზე (მიწა, ბინა, ფული) და მოიცავს ადამიანის საკუთრების ისეთ ფორმებს, როგორ-იცაა აზროვნება, რწმენა, აღმსარებლობა, მათი გამოხატვის საშუალებები და სხვ.
თერდალეულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდათ კერძო საკუთ-რების რაობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების განვითარებაში. ,,კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს ... მთელს ცხოვრებას დაწინაუ-რებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. ... კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბილზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება“ წერდა ილია ჭავჭავაძე (ილია 1997: 222). ილიასავე სიტყვით, ,,ხელშეუხებლობა პირადის საკუთრებისა ... მერმისის ქვაკუთხედად არის აღიარებული, და ყოველს, რაც ჰზღუდავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს“ (ილია 1997: 233).

ლიბერალურ თეორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  ინდივიდუალიზმს, რომელიც პიროვნების პირად დამოუკიდებლობას, თვითდამკვიდრებას გულისხმობს და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე მის უზენაესობას აღიარებს. ინდივიდუალიზმი ადამიანთა საყოველთაო თანასწორობას ემყარება (ჰეივუდი, 2008: 22-23; 70), ხოლო პიროვნული თავისუფლება ადამიანური ღირსების გარანტიაა.

            ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თერგდალეულთა პუბლიცისტიკაში. ილია ჭავჭავაძეს თანასწორობა იმ საჯარო უფლებად მიაჩნდა, რომელიც ყველას კუთვნილი და ყველასათვის ერთნაირად ძვირფასია. ,,თანასწორობა   ...სულია და გული ყოველის წყობისა“, წერდა იგი (ილია 1997: 38). ძმობას, ერთობასა და თანასწორობას შეტრფოდა აკაკი წერეთელი (გოგებაშვილი 1955: 226-228), რომლის ,,მსოფლმხედველობა რადიკალურ იდეებთან ერთად ჭარბად შეიცავს ზომიერ-ლიბერალურ ნაკადსაც“ (გაფრინდაშვილი 1988: 157), ასევე, თანასწორობის უფლებას იცავდა ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ბევრს წერდა და ქადაგებდა ,,ლიბერალურ პრინციპთა ფარგლებში“ (ჯორჯაძე 1989: 281)  
                              
            ლიბერალური კონცეფციით, თანასწორობაში არა სოციალური, არამედ უფლებრივი და სამართლებრივი თანასწორობა მოიაზრება. სხვაგვარად, ესაა თანაბარი შესაძლებლობები, ასევე კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის და პოლიტიკური თანასწორობის პრინციპის აღიარება, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას თანაბარი წონა აქვს (,,ერთი პიროვნება - ერთი ხმა“).                                                                                                
            თერგდალეულთა სხვა ნააზრევიდან, რომელიც ასევე ,,ლიბერალიზმის საკვებით საზრდოობს“, გამოვყოფდით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა: ,,საკუთარი თავის მოიმედობას“. ამ უაღრესად საგულისხმო პრინ-ციპს თერგდალეულები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ პირად ინიცი-ტაივას, საკუთარი უნარის, ნიჭისა და თვითმოქმედების გამოვლენას ქვეყნის წინსვლა-განვითარების პირობად სახავდნენ და არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ ერს მოქალაქეობრივი აქტივობისაკენ მოუწოდებდნენ. ,,ჩვენი ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ“, ,,ჩვენს გარეშე ჩვენი ხსნა სიზმარია“ - მოძღვრავდა ქართველ ერს ილია ჭავჭავაძე (ილია 1955 ბ: 321, 323). ,,ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, წელში გამაგრდეს, გონებრივად და ქონებრივად მოღონიერდეს და თვითონ გახდეს თავის ბატონ-პატრონი“, ასეთი იყო აკაკის შეხედულებაც (გომართელი 1966: 227).

           როგორც ვნახეთ, თერგდალეულებს არ შეუქმნიათ თეორიული ტრაქტატები, მათ ცალკე კონკრეტული წერილიც კი არ მიუძღვნიათ ლიბერალიზმის იდეოლოგიისადმი, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი კარგად გაერკვნენ ამ იდეოლოგიის არსში, ჩაწვდნენ მის სულს და ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები საქართველოს სპეციფიკას მიუსადაგეს.

             დასასრულს ისევ არჩილ ჯორჯაძე მოვიშველიოთ, რომლის სიტყვით, ,,მესამოციანობა არის ახალი ერა ჩვენს კულტურაში, მან შემოიტანა ჩვენში მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში მოარული სოციალ-პოლიტიკური თეორიები და ფორმულები“. ... მესამოციანებიდან იწყება გაეროპელება ქართულ აზროვნებისა. და თუ მაინც და მაინც საჭიროა დეფინიცია, ამ ეპოქის მთავარი დამახასიათებელი თვისება - ლიბერლიზმ-დემოკრატიზმშია“ (ჯორჯაძე 1989: 282).
         

                                                                                                                                    
დამოწმებანი

1. ჰოისი 2014: Рэймонд Гойс, Неуют либерализма. განთავსებულია 14        
    მარტიდან 2014. მის.: http://magazines.russ.ru/nz/2010/5/go1.html
2. გოგიაშვილი 2008: გოგიაშვილი ო. ილია დღეს, თბ., 2008.
3. ჟვანია 2006: ჟვანია ნ. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია.
    სალექციო კურსი სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურისათვის, თბ.,
    2006.
4.ჰეივუდი, 2008: ჰეივუდი ენდრიუ, პოლიტიკა = Politics, თარგმ. გია
     ჭუმბურიძე, ზაზა ჭელიძე, თბ., 2008.
5. ვაჟა-ფშაველა 1905: ვაჟა-ფშაველა, ვაჟა-ფშაველა, პატრიოტიზმი და        
     კოსმოპოლიტიზმი, გაზ. ,,ივერია“, 1905 წ., # 172.        
6.      შუბითიძე 2013. შუბითიძე  ვ. ევროინტეგრაცია და საქართველო. განთავსებულია 16 ივლისიდან 2011. მის.: http://www.for.ge/view.php?for_id=10582&cat=12
7.      ნიკო ნიკოლაძე 1996: ნიკო ნიკოლაძე - 150. საიუბილეო კრებული, თბ; 1996).
8.      სურგულაძე 1973: სურგულაძე ა. ქართული საზოგადოებრივი აზრის XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1973.
9.      ხუნდაძე 1927: ხუნდაძე ს. სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტომი I, თბ., 1927).
10.  სტენფორდის 1996: Stanford Encyclopedia of Philosophy. განთავსებულია 16 სექტემბერს 2010. მის.: http://plato.stanford.edu/entries/liberalism/
11.  ჯანელიძე, 2002: ჯანელიძე ო. ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
12.  მიზესი, 2001:  Мизес Л. фон. Либерализм (Пер. с англ. А. В. Куряева), М., 2001.  http://www.sotsium.ru/books/13/141/mises_lib06_ch1.html
13.  ილია 1997: ილია ჭავჭავაძე, ამას ვამბობ და ვღაღადებ, ქუთაისი, 1997.
14.  ილია 1955 ა: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ. V, თბ., 1955.
15.  ილია 1961: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ. X , თბ., 1961.
16.  გოგებაშვილი 1955: გოგებაშვილი ი. თხზულებანი, ტ. 4, თბ., 1955.
17.  გაფრინდაშვილი 1988: გაფრინდაშვილი მ. ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, III, თბ., 1988.
18.  ჯორჯაძე 1989: ჯორჯაძე ა. წერილები, თბ., 1989.
19.  ილია 1955 ბ: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ. IV, თბ., 1955.
20.  გომართელი 1966: გომართელი ი. ქართული ლიტერატურა. მე-19       საუკუნე, რჩეული თხზულებანი, თბ., 1966.

 ოთარ ჯანელიძე