„ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა; ჯერ შენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე, სხვას მისცე სიბრძნე; ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას; ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძეხი მისკენ სხვას; ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე, განწმინდო სხვა“. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
ღმერთი
среда, 29 августа 2018 г.
понедельник, 27 августа 2018 г.
მარიამობას გილოცავთ!
ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა.
ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული თავად უფლის ხელით ავიდა ცათა საუსუფეველში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)