ღმერთი

ღმერთი

понедельник, 20 января 2020 г.

ნათლისღება.




..............ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: “თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ” (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? “მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი” (იოანე 1,33)........







ქრისტეშობა.







 





четверг, 2 января 2020 г.

პირველი თოვლის სიმღერა - ირაკლი აბაშიძე.

 
წუხელ თოვდა,

 ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

 გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...

 მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

 და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.


 დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე

 თოვლი, თეთრად დასახული,

 ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე

 იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.


 ჰყვავის ასე,

 და განთიადს მიხალისებს

 ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,

 ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს

 იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.


 დგას ბუჩქები ვერის ბაღში, შემკრთალები,

 ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!

 ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით

 ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!


 რა თოვლია!

 შენობებს და ბაღში ხარდანს

 ფარავს, თეთრად დასახული...

 ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,

 როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.


 მიხარია,

 ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,

 წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...

 ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,

 მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!.