ღმერთი

ღმერთი

четверг, 28 февраля 2013 г.

კუ და მორიელი.

სულხან-საბა ორბელიანი.





კუ და მორიელი.

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ; გაუდგნენ გზას. შეხვდათ წყალი. მორიელი დაღონდა, გაცურვა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგზე. კუმ რომ წყალში შესცურა, მორიელმა კისერში კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას შვრებიო? მორიელმა უთხრა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. კუ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს, გასივდება და მოკვდებაო.

ქართული ანდაზები.

აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. 

აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.

აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო.

ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.

ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.

ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.

ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო.

ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს.

არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო.

გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.

გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.

გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.

დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო.

დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო.

დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.

ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.

ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო.

ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.

ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.

ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის.

ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.

ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.

ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო.

თევზი თავიდან ყროლდებაო.

თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.

კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო.

კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.

კაცი კაცის წამალიო.

კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.

კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.

მომხდურს დამხდური უნდაო.

მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.

მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო.

ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო.

პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.

რაც არ გერგება, არ შეგერგება.

რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.

როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.

სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.

სამშობლოს ერთგული უდიდგვაროდაც დიდიაო.

სამშობლოს მოღალატე კალთაზე რომ მოგეკრას, ის კალთა მოიჭერიო.

საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო.

სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.

სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.

სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.

სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.

სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.

სოკო ამინდს მოჰყავსო.

სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.

სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.

უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.

უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო; შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.

ფათერაკს თვალი არ უჩანსო.

ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო.

ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.

ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო.

შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.

შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო.

ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.

ციხე შიგნიდან ტყდებაო.

ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.

ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.

ძროხას საწველი მოუტანეს და თქვა: ხარი ვარო; უღელი მოუტანეს და – ძროხა ვარო.

წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.

წყევლამ თქვა: სწორი გზა მაჩვენე, თორემ უკანვე დაგიბრუნდებიო.

ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.

ხე ფესვებითა დგას, კაცი მოყვრითაო.

ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.

ხემ თქვაო: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“.


სერზე მიდის სამი მგელი.


სერზე მიდის სამი მგელი


სერზე მიდის სამი მგელი,
ტუჩმოკლე და კუდაგრძელი,
ერთმანეთს ეუბნებიან:
„ჭალას არის ლურჯა ცხენი,
ერთმა თავსა დავურბინოთ,
ორმა გავას გავკრათ ხელი,
პატრონს კაცი გავუგზავნოთ,
ნუღარ უნდა ბზე და ქერი.
მოდი, ნალები წაიღე,
წალდი გამოგივა მჭრელი,
ძუა-ფაფარი წაიღე,
საცერი დაგეწვნის სქელი.“


**************************


ბებერი მგელი.

ერთი რუხი მგელი დაბერდა, დაჩაჩანაკდა, მუხლმა უსუსტა, კბილებიც კი დაუცვდა

და გადაწყვიტა: მეყო მგლობა, ბოროტებას დავანებებ თავს და სიკეთის გზით ვივლი: ვიმარხულებ, მოვინანიებ, ვინძლო გატეხილი სახელი მოვიშორო და ზნეკეთილისა დავიმკვიდროო. უნდა ტყის ბინადარი ამცნოს, მგლობას თავი დავანებე,ნურაფრის შიში გექნებათ, ცა ქუდადაც თქვენი იყოს და დედამიწა ქალამნადო. გაიგეთ, დაიჯერეთ, რომ აღარავის ვერჩიო. მაგრამ, ვის გინდა რომ გააგებინო.დაინახავენ თუ არა, ყველა თავქუდმოგლეჯილი კისრიტეხით გარბის.

_ ნუ გეშინიათ, ის აღარა ვარ, რაც ვიყავი, ის აღარა ვარ, რაც გახსოვართო!

_ მაშინ, ვინ ხარო? _მოაძახეს

_ მგელი ვარ, მაგრამ რაც ვიყავი, ის აღარაო

_ მაშინ, ვინ? კურდღელი, შველი, ჯეირანი თუ ირემიო?

_ მგელი, მაგრამ კეთილი, მარხული, ლმობიერი...

შეჩერდნენ და დააჩერდნენ. არავითარი ისა და ესა, ხედავდნენ _მგელია. მოკურცხლეს და გაუჩინარდნენ. დადის საწყალი, დაძუნძულებს და დაყმუის:

_ გაიგეთ, ის აღარა ვარ. გაიგონეთ, მგელი ვარ, მაგრამ ის, რაც ვიყავი, აღარა ვარ, სათნო ვარ, ალალ-მართალიო!

ვინ დაგიჯერებს; მგელი იყო და იძახო _ მგელი არა ვარო!




ხილი, ბოსტნეული და სხვა..
















ეს ლეკვი არ გინდათ?

რა კარგია...

среда, 27 февраля 2013 г.

დღეს , 85 წლის პაპი საბოლოოდ წარსდგება საზოგადოების წინაშე.

ბენედიქტ XVI-ის ბოლო აუდიენცია ვატიკანში.

პილიგრიმებმა, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრება დაიწყეს, რომის პაპის ბოლო სახალხო აუდიენციაზე დასასწრებად.

ჩვეულებრივ, ზამთარში პაპის აუდიენციები იმართება ვატიკანის ჰოლში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ინტერესის გამო აღნიშნული ღონისძიება გაიმართება შენობის გარეთ. ღონისძიებაზე დასასწრებად მოთხოვნილია 50 000 ბილეთი და სავარაუდოდ 200.000 ადამიანი დაესწრება ღონისძიებას.

მას შემდეგ, რაც ბენედიქტი XVI გადადგება, იგი ცნობილი იქნება „გადამდგარი პაპის“ სახელით. პაპის გადადგომის შემთხვევა 1415 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულად.

დღეს , 85 წლის პაპი საბოლოოდ წარსდგება საზოგადეობის წინაშე. ხუთშაბათს კი, ვეტმფრენით გაემართება თავის საზაფხულო რეზიდენციაში კასტელ განდოლფოში, რომელიც მდებარეობს რომიდან 24 კმ-ს მოშორებით. რომის პაპის უფლებამოსილება შეწყდება ადგილობრივი დროით 20:00 სთ-ზე.

***************************************************************************

რატომღაც,
მგონია, რომ უახლოეს ხანებში ბუდიზმის რყევა დაიწყება. 

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…


ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად.

მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო – მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. “ჰამლეტით”, “მეფე ლირით” ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება “ვეფხისტყაოსნით” და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? – არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება…

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა.

ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, – ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი.

კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს.

ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.
ვაჟა-ფშაველა

http://www.ambioni.ge/kosmopolitizmi-da-patriotizmi

"ზრახვებსა და ხიბლზე"...

წმ.სილუან ათონელი - "ზრახვებსა და ხიბლზე"...

"გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს:"შენ წმინდანი ხარ!"მეორე - "შენ ვერ გადარჩები!"ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე:"მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს." ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს. შენს გმირობას ნუ ენდობი, თუნდაც ბევრს მოღვაწეობდე. ერთი მოღვაწე მეუბნება: „მე აუცილებლად უნდა ვიყო შეწყალებული, იმიტომ, რომ ყოველდღე ამდენ და ამდენ მუხლდრეკას ვაკეთებ". მაგრამ როცა მოვიდა სიკვდილი, მან ტანსაცმელი შემოიხია. ამგვარად, არა ჩვენი გმირობით, არამედ თავისი მადლით გვწყალობს (უფალი) ღმერთი. უფალს სურს, რომ სული იყოს მორჩილი და ყველას სიყვარულით მიუტევოს. მაშინ უფალიც მიუტევებს მას სიხარულით. უფალს უყვარს ყველა და ჩვენ უნდა მივბაძოთ მას, უნდა გვიყვარდეს ყველა; თუ უძლურნი ვართ, უნდა ვთხოვოთ: უფალი უარს არ გვეტყვის და დაგვეხმარება თავისი მადლით. ჯერ კიდევ მორჩილებაში მყოფმა შევიმეცნე ღმერთის სიყვარული. იგი აუწერელია. სული გრძნობს, რომ ღმერთშია და ღმერთთან და უხარია, თუმცა სხეული იქანცება ღმერთის მადლით, მაგრამ ამ მადლის დაკარგვა შეიძლება ერთი ცუდი ზრახვითაც. ცუდ ზრახვებთან ერთად შემოდის ჩვენში მტრის ძალა; გრძნობს მაშინ ადამიანი დაღუპვას და ხედავს რომ ღვთის მადლი აღარ არის მასში, უამისოდ კი იგი ცოდვილი, უძლური მიწაა.

სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი, ბევრი გამოცდილებით სწავლობს, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს მცნებების თანახმად, მაშინ იგი თუმცა მეორედ, მაინც გრძნობს მადლს და აქვს შემართება ლოცვაში, მაგრამ თუ შესცოდებს ერთი ზრახვითაც კი, მადლი იმალება, და სული ტირის ღმერთის წინაშე. მთელი ცხოვრება სული ასე აწარმოებს ბრძოლას ზრახვებთან; გული არ გაიტეხო ბრძოლისაგან. უფალს უყვარს მამაცი მეომრები. ავი ზრახვები სტანჯავენ ამაყ სულს და სანამ იგი მორჩილი არ გახდება, ვერ გაიგებს, ვერ მიიღებს სიმშვიდეს. როცა ცუდი ზრახვები მოიწევს შენსკენ, მაშინ მოუწოდე ღმერთს ადამის მსგავსად: „უფალო, შემოქმედო, ჩემი სული იტანჯება ცუდი ზრახვებისაგან... შემიწყალე მე". და როცა პირისპირ დგახარ მეუფის ნინაშე, მტკიცედ გახსოვდეს, რომ შენი ყველა თხოვნა, თუ იგი სასარგებლოა, შეწყნარებული იქნება.

ღრუბელი მოვიდა, დაფარა მზე, ჩამოწვა სიბნელე. ასე, ერთი ცუდი ზრახვითაც კი სული კარგავს მადლს და სიბნელე დაეუფლება. ასევე ერთი მორჩილი ზრახვითაც კვლავ მოდის მადლი. მე გამოვცადე იგი საკუთარ თავზე. იცოდე, თუ შენი ზრახვები იხრება ადამიანებისკენ - ვინ როგორ ცხოვრობს, ეს ნიშანია სიამაყის. იყავი ყურადღებით. თვალყური ადევნე საკუთარ თავს და ნახავ, როგორც კი სული თავს აიმაღლებს ძმის წინაშე, კვალდაკვალ მოჰყვება მას ცუდი ზრახვა, რომელიც არაა მაამებელი ღმერთისთვის და ამის საშუალებით სული მორჩილი ხდება. ხოლო თუ არ იქნება მორჩილი, მაშინ მოვა მცირე ცდუნება; თუ მაინც არ იქნება მორჩილი, მაშინ დაიწყება სიძვის ბრძოლები; თუ კვლავ ისე დარჩება, ვარდება რომელიმე მცირე ცოდვაში და თუ კვლავ არ დამორჩილდა, იქნება დიდი ცოდვა. და ასე მანამ იქნება ცოდვებში, სანამ არ მოიპოვებს მორჩილებას. მაგრამ, როგორც კი მოინანიებს, გულმოწყალე ღმერთი მისცემს მას მშვიდობას და გულაჩუყებას. შემდეგ კი დაიჭირე მორჩილება მთელი ძალით; თუ ასე არ მოიქცევი, ისევ ჩავარდები ცოდვებში.

ხედავს რა, რომ სული არ არის განმტკიცებული მორჩილებაში, უფალი ართმევს მას მადლს, მაგრამ არ დაეცე სულით ამის გამო: მადლი შენშია, მაგრამ დაფარულად. შენ მიაჩვიე შენი თავი, განაგდო ზრახვები სწრაფად, ხოლო თუ დაგავიწყდა და არ განდევნი მაშინვე, მოინანიე. იშრომე ამაზე, რათა მოიპოვო ჩვევა. სულს აქვს ჩვევა: როგორც მიეჩვევი, ისე გააკეთებ შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე. შენ შემეკითხები:"როგორ ხდება ეს?" აი,ასე: როგორც ცოცხალი ადამიანი გრძნობს,როდის ცხელა და როდის ცივა, ასევე გამოცდილებით, სულიწმიდის გამოცდილებით შემეცნებული ადამიანი გრძნობს, როდის არის მის სულში მადლი და როდის მოდის ავი სულები. უფალი აძლევს სულს გონებას, რომ შეიცნოს მისი მოსვლა და უყვარს იგი სულს, ასრულებს იგი უფლის ნებას. ასევე, ზრახვებს მტრისაგან სული შეიცნობს არა მისი გარეგნული სახის მიხედვით, არამედ მოქმედებით სულზე. გამოცდილებით შეიცნობა ეს, ხოლო ვისაც არა აქვს გამოცდილება, მას მტრები ადვილად მოატყუებენ. მტერი დაეცა სიამაყით და ჩვენც იქითკენ გვეწევა. მოაქვთ ჩვენთვის ქების ზრახვები. თუ სული მიიღებს ქებას, მადლი უკუიქცევა, სანამ მორჩილი არ გახდება სული... და ასე მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანმა უნდა ისწავლოს ქრისტესმიერი მორჩილება და სანამ არ შეისწავლის, მანამ ვერ შეიცნობს სული სიმშვიდეს ზრახვებისაგან და ვერ ილოცებს სუფთა გონებით. ვისაც უნდა სუფთად ლოცვა, მან არ უნდა იცოდეს არავითარი საგაზეთო სიახლე, არ უნდა იკითხოს ცუდი წიგნები ან ცნობისმოყვარეობდეს სხვის ცხოვრებაზე. ყველაფერ ამას მოაქვს გონებაში ბევრი არასუფთა ფიქრი და როცა ადამიანს უნდა გაერკვეს მასში, ისინი უფრო და უფრო მეტად უხლართავენ და უქანცავენ სულს. როცა სული ისწავლის სიყვარულს უფლისაგან, მაშინ მას ეცოდება მთელი ქვეყნიერება, ღვთის ყველა ქმნილება; მაშინ იგი ლოცულობს, რათა ყველა ადამიანმა მოინანიოს და მიიღოს სულიწმიდის მადლი. მაგრამ თუ სული ჰკარგავს მადლს, სიყვარული მიდის მისგან, რამეთუ ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია გიყვარდეს მტრები და მაშინ გულიდან გამოდის ავი ზრახვები, როგორც უფალი ამბობს (მათ. 15,19).

კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალი გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა" (მათ. 11,29). ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში. ნეტარია, ვინც მოიპოვა მორჩილება, რამეთუ მან ჰპოვა სრულქმნილი სიმშვიდე ღმერთში. მე აქამდე ყოველ დღე ვთხოვ უფალს მორჩილებას; სულიწმიდით შევიმეცნე, რომ არსებობს ქრისტესმიერი მორჩილება და მწყურია მისი მოპოვება. ო, ქრისტესმიერი მორჩილება. ვინც შეგიგრძნო შენ, გაუმაძღრად მიიწევს იგი ღმერთისკენ დღე და ღამე.

ო, რა უძლური ვარ მე. დავწერე ცოტა და უკვე მოვიქანცე, სხეული ეძებს დასვენებას. უფალმაც დედამიწაზე სხეულში შეიგრძნო ადამიანური უძლურება. იგი, გულმოწყალე, იღლებოდა კიდეც გზისგან, ეძინა კიდეც ნავში ქარიშხლის დროს, ხოლო როცა მოწაფეებმა გააღვიძეს, უბრძანა ზღვას დაწყნარება და ქარსაც და ჩამოვარდა დიდი სიჩუმე. ასევე, სულში, როცა ჩვენ მოვუწოდებთ უფლის წმიდა სახელს, იქნება დიდი სიმშვიდე. ო, უფალო მოგვეცი უფლება გაქებდეთ შენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხიბლში ადამიანი ვარდება ან გამოუცდელობით ან სიამაყით. თუ გამოუცდელობით მოხდა, უფალი ჩქარა განკურნავს, ხოლო თუ სიამაყისაგან, დიდხანს მოუწევს სულს ტანჯვა, იქამდე სანამ სული არ ისწავლის მორჩილებას და მაშინ განკურნავს მას უფალი. ხიბლში ჩვენ ვვარდებით, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვართ, ვიდრე სულიერი მამა. ასე მე ჩემი გამოუცდელობით გავიფიქრე და ამის გამო დავიტანჯე. ძლიერ ვმადლობ უფალს, რომ ამით მან მორჩილება მომცა, არ წაურთმევია თავისი წყალობა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ სულიერ მამასთან აღსარების გარეშე შეუძლებელია თავის დახსნა ხიბლისაგან, იმიტომ რომ მათ (სულიერ მოძღვრებს) აქვთ მიცემული ღმერთისაგან ხელისუფლება შეკვრისა და გახსნისა.

თუ დაინახავ ნათელს (შუქს) შენს შიგნით ან გარედან, არ დაუჯერო მას, თუ მასთან ერთად არ არის შენში გულაჩუყება ღმერთის მიმართ და სიყვარული მოყვასისადმი; მაგრამ ნუ გეშინია, ჰყავ მორჩილება და ეს შუქი გაქრება. თუ ხედავ რაიმე ხილვას, ან სახეს, ან სიზმარს, არ დაუჯერო, იმიტომ რომ თუ იგი ღმერთისგანაა, თვითონ უფალი შთაგაგონებს ამას. სული რომელსაც არ შეუგრძვნია სულიწმიდა, ვერ შესძლებს გაიგოს საიდანაა ხილვა. მტერი აძლევს სულს ხანდახან სიტკბოებას, შერეულს პატივმოყვარეობაში. მამები ამბობენ, რომ როცა სული მტრისგან ხედავს ხილვას, შეშფოთებას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მორჩილი სული, რომელიც არ თვლის თავს ხილვის ღირსად; მტრული მოქმედების დროს იგი გრძნობს ან შეშფოთებას ან შიშს, პატივმოყვარემ კი შეიძლება არ განიცადოს არც მიში და არც შეშფოთება, იმიტომ რომ მას უნდა ხილვები და თვლის თავს ამის ღირსად. ამიტომ მტერი ადვილად ატყუებს მას. ზეციური შეიცნობა სულიწმიდით, მიწიერი კი გონებით, მაგრამ ვისაც უნდა შეიცნოს ღმერთი თავისი გონებით მეცნიერებისაგან, იგი ხიბლშია, იმიტომ რომ ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით. თუ შენ გონებით ხედავ ეშმაკებს, ჰყავ მორჩილება და ეცადე არ დაინახო; სწრაფად მიდი მოძღვართან ან ბერთან, რომელიც შენ გხელმძღვანელობს. ყველაფერი მოუყევი სულიერ მამას და მაშინ უფალი შეგიწყალებს, გაგათავისუფლებს ხიბლისაგან. ხოლო თუ გაიფიქრებ, რომ სულიერ ცხოვრებაში შენ მეტი იცი მოძღვარზე და არ ეტყვი მას აღსარებაზე, რაც შენში ხდება, მაშინ აუცილებლად დაშვებულ იქნება შენზე ხიბლი გამოსაფხიზლებლად. მტერს ებრძოლე მორჩილებით. როცა ხედავ რომ შენი გონებით იბრძვის სხვა გონება, მორჩილება ჰყავ და ბრძოლა შეწყდება. თუ მოხდება ისე, რომ დაინახავ ეშმაკებს, ნუ შეგეშინდება და ისინი გაქრებიან, ხოლო თუ შენ გიპყრობს შიში, მაშინ ვერ გაექცევი ზიანს. იყავი მამაცი. გახსოვდეს, რომ გიყურებს უფალი, გაქვს თუ არა მისი იმედი. თუ ჩავარდი ხიბლში და გინდა გათავისუფლდე მისგან, ნუ წარიკვეთ სასოს, იმიტომ რომ უფალს უყვარს ადამიანები და მოგცემს გამოსწორებას; და გექნება სიმშვიდე ზრახვებისაგან, რომელიც მოაქვს მტერს, მაგრამ სულმა რომ მშვიდობა მოიპოვოს, მორჩილი უნდა იყო და ამბობდე: „მე ყველაზე ცუდი ვარ, ყველა პირუტყვზე და მხეცზე უარესი". ასევე სუფთად უნდა თქვა აღსარება სულიერ მამასთან და მაშინ გაიქცევიან ეშმაკები.

როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე ზრახვები ეშმაკებისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ მათ არ ღებულობ. თუ ზრახვა გეუბნება: მოიპარე და მოუსმენ მას, ამით ხელისუფლებას აძლევ ეშმაკს საკუთარ თავზე. თუ ზრახვა გეუბნება - ჭამე ბევრი, გაძღომამდე და შეჭამ ბევრს, ისევ ეშმაკს აძლევ ნებას, იბატონოს შენზე. ასე თანდათან დაგეუფლება ზრახვა ყოველგვარი ვნებისა და გახდები ეშმაკის თავშესაფარი, მაგრამ თუ მიიღებ საჭირო სინანულს, ისინი გაიქცევიან. როცა ჩვენ ვტირით ცოდვებისთვის და მორჩილებას ვყოფთ, არ გვაქვს ხილვები და სულს არც სურს ისინი, ხოლო როცა ვტოვებთ ტირილს და მორჩილებას, მაშინ გაგვიტაცებს იგი. მე არ ვიცოდი, თუ რა საჭირო იყო შემუსვრილება, თუკი უფალმა მოგიტევა ცოდვები; შემდეგ კი გავიგე, რომ ვისაც არა აქვს შემუსვრილება, იგი ვერ გაჩერდება მორჩილებაში, რამეთუ ბოროტისულები ამაყნი არიან, ისინი ჩაგვაგონებენ სიამაყეს, უფალი კი გვასწავლის მორჩილებას და სიყვარულს, ამის საშუალებით სულში შემოდის მშვიდობა. ბრძოლებში უნდა იყო მამაცი. უფალმა წინასწარმეტყველ იერემიას უთხრა: „წადი, იქადაგე და იყავი მამაცი, თორემ დაგსჯი" (იერ. 1,17). უფალს უყვარს მამაცი და ბრძენი სული, ხოლო თუ ჩვენ არა გვაქვს არც ერთი და არც მეორე, უნდა ვთხოვოთ ღმერთს და დავუჯეროთ სულიერ მამებს: მათში ცხოვრობს მადლი სულიწმიდისა. განსაკუთრებით ადამიანი, რომლის გონებაც დაზიანდა ეშმაკის მოქმედებისაგან, არ უნდა ენდოს საკუთარ თავს, არამედ უსმინოს სულიერ მამას. სულიერი უბედურებები ხდება ჩვენში სიამაყისაგან, ხოლო სხეულებრივი ხშირად დაშვებულია ღმერთისგან ჩვენდამი სიყვარულის გამო, როგორც ეს მოუხდა იობს. სიამაყის შეცნობა ჩვენში ძნელია. მაგრამ აი ნიშნები: თუ შენ თავს გესხმიან მტრები, ან გტანჯავენ ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში არ არის მორჩილება და ამიტომ თუმცა ვერ გებულობ შენს სიამაყეს, - მაინც ჰქმენ მორჩილება. თუ ღიზიანდები, ე.ი. ნერვიული ხარ, ეს ნამდვილი უბედურებაა. ვინც იტანჯება შეტევებით, ეს ავადმყოფობა იკურნება მორჩილებით, მონანიებით, ძმისადმი და მტრისადმი სიყვარულით."
**************************************************************************

 „ბრძოლის მიზეზი დევს არა გონებაში, როგორც ასეთში, არამედ სიამაყეში ჩვენი სულისა. სიამაყისგან ძლიერდება წარმოსახვების მოქმედება, მორჩილებით კი იგი წყდება. სიამაყე „იჭაჭება,“ შექმნას თავისი სამყარო, მორჩილება კი ღებულობს ცხოვრებას ღმერთისაგან”.

*************************************************************************
*************************************************************************


 მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ზრახვებთან საუბარი.


–წმიდაო მამაო, როდესაც ამპარტავნული ზრახვები მომეძალება, საშინელ ტანჯვას განვიცდი.
–შენ რა, ასეტ ზრახვებს შენს თავში დიდხანს აჩერებ ხოლმე?
–დიახ.
–რატომ აკეთებ ამას? კარი მიუხურე მათ/ თუ ასეთ აზრებს შენში ინახავ, ეს გვნებს, ზრახვა ქურდის მსგავსად შემოვა შენში, შენ კარს უღებ მათ, შეგყავს სახლში, საუბარს გაუბავ, მერე კი ის გაგძარცვავს. განა შეიძლება საუბრის გაბმა ქურდთან? მასთან არა მარტო საუბარს უნდა გაექცე, არამედ, კარი მჭიდროდ უნდა ჩაურაზო, რომ შინ არ შემოვიდეს. კარგი, ვთქვათ არ საუბრობ ზრახვებთან, ან შიგნით რათ უშვებ მათ? მაგალითს მოგიტან: ვთქვათ, აზრად მოგივიდა, რომ შენ შეგიძლია გახდე იღუმენია, იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს მართლა ასეთი აზრები გაქვს, მაგრამ მაგალითად მომაქვს. მაშ ასე, მოგივიდა ასეთი აზრი, კარგი. როგორც კი მის მოსვლას იგრძნობ, უთხარი მას –„მშვენიერი რამ არის, გინდა იღუმენიობა? კარგი, ჯერ საკუთარი თავის იღუმენია გახდი.“ ამას რომ ეტყვი, მაშინათვე შეწყვიტე საუბარი ეშმაკთან, განა მასთან ლაყბობა შეიძლება? აბა ნახე: როდესაც ეშმაკი ქრისტეს განსაცდელად მივიდა, ქრისტემ უთხრა მას:– „წარვედმართლუკუნ ჩემგან ეშმაკო!“ ქრისტემ თუ ამგვარად მიმართა მას, „ აბა აქედან დაიკარგეო“, ჩვენ რაღათ უნდა გავუბათ საუბარი?!
–წმიდაო მამაო, „მემარცხენე“ აზრებს, მათი წარმომავლობის გაგების მიზნით თუ გავესაუბრები, ეს ცუდია? ცუდი ის არის, რომ შენ ზრახვებს კი არ ესაუბრები, როგორც შენ გეჩვენება, არამედ ეშმაკს. მასთან საუბარში დროს სასიამოვნოდ ატარებ, მაგრამ შედეგად იტანჯები. ასეთ „მემარცხენე“ ზრახვებთან საერთოდ ნუ ისაუბრებ. საბრძოლო ყუმბარა მზად გქონდეს და მაშინვე დაუშინე მტერს, რომ ის მოისრას. ეს ის ყუმბარებია, რომლებიც მაშინვე კი არ ფეთქდება, არამედ ორი–სამი წუთის შემდეგ.“მემარცხენე“ ზრახვა იმ ყუმბარების მსგავსია: თუ მას მაშინათვე განაგდებ, ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც სიფხიზლეს კარგავ და იესოს ლოცვას მიატოვებ, თავის დაცვა აღარ შეგიძლია. გარეთ მყოფი ეშმაკი „დეპეშას“ გიგზავნის, როცა ამ დეპეშას მიიღებ, კითხულობ მას, იჯერებ, რაც იქ წერია, მერე კი არქივში ინახავ. ეშმაკი აი სწორედ ამ დოსიეს გახსნის შენი ბრალდებისათვის.
–წმიდაო მამაო, როდის ითვლება „მემარცხენე“ ზრახვის გაჩენა დაცემად?.
–აი, შემოდის ზრახვა, შენ კი მას დაუყონებლივ განდევნი, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ისტუმრებ და ესაუბრები მას, ეს უკვე დაცემაა. შეიძლება ასეც იყოს: ვთქვათ ის მოდის, შენ ცოტა ხნით იღებ მას, მაგრამ შემდეგ განდევნი. ეს სანახევრო დაცემაა. იმოტომ რომ ასეთ შემთხვევაშიც ივნებ რაიმეს: ეშმაკმა ხომ შენი გონება შებილწა! ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქოს ეშმაკისთვის გეთქვას: – „დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად?! ჩამოჯექი გაგიმასპინძლდები, რაო? შენ რა ეშმაკი ხარ? მაშინ მიბრძანდი!“ კი მაგრამ, ხომ ნახე, რომ ეშმაკი იყო, შიგნით რაღას უშვებდი?!მაგრამ რაკიღა უკვე გაუმასპინძლდი, ის კვლავაც მოვა.
******************************************************************************

вторник, 26 февраля 2013 г.

როგორც ჟანგბადით ღარიბ მღვრიე წყალში უჭირს თევზს არსებობა, ასევე უჭირს ადამიანს ცხოვრება მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებულ ატმოსფეროში.

მომაკვდინებელი ცოდვები ადამიანის ცნობიერებას
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიეწოდება


როგორც ჟანგბადით ღარიბ მღვრიე წყალში უჭირს თევზს არსებობა,
ასევე უჭირს ადამიანს ცხოვრება მომაკვდინებელი ცოდვებით
დამძიმებულ ატმოსფეროში.



„სექსუალურ რევოლუციას“ თან ახლავს ტრადიციულ ფასეულობათა გადაფასება


მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ. რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდიან. აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისათვის. იზრდება ავადმყოფ ქალთა და ბავშვთა რიცხვი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაგალითად, რუსეთში ყოველი 1000 ახალშობილიდან 147 მემკვიდრული დაავადებებითაა სნეული. მხოლოდ 3,5% ბავშვებისა იბადება ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადახრების გარეშე, მეუღლეთა 25% უნაყოფოა. ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი კვდება საშვილოსნოსა და მკედრის კიბოთი, ადრე კი ეს დაავადებები იშვიათი იყო. მათი მიზეზი აბორტია. აბორტი არღვევს ბუნებრივ ჰორმონალურ პროცესს და იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. კიბოთი დაავადების ალბათობა 18 წლის ასაკამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ იზრდება. აკვიატებული მოსაზრება, რომ გამოსავალს კონტრაცეპტული საშუალებები წარმოადგენს, სავსებით მცდარია. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება აბორტების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. აბორტების ნახევარზე მეტი უხეირო კონტრაცეპციის შედეგია. კონტრაცეპტივთა უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც კიდეც ხდება აბორტის მიზეზი. სიცრუეა აღნიშნულ საშუალებათა უსაფრთხოების მტკიცება. მაგ. სპირალს არ იყენებენ არც ამერიკასა და არც ევროპაში, რადგან იგი, როგორც აბორტული საშუალება, ქალის ორგანიზმში მრავალრიცხოვან გართულებებს იწვევს. ჰორმონალური კონტრაცეპცია საშიშია ნივთიერებათა ცვლის მოშლის თვალსაზრისით. მას შობადობის ფუნქციის დაკარგვა მოსდევს.

„სექსუალური რევოლუციის“ მეორე მწარე ნაყოფი ნარკომანიაა. მის შედეგებზე ამჟამად ძალზედ ბევრი იწერება და საზოგადოებაც მას მეტად განიცდის, ვიდრე ყოველივე ზემოაღნიშნულს, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მატულობს ნარკომანია ქალებში და ეს არის ძალზედ საშიში მოვლენა.

„სექსუალურ რევოლუციას“ თან ახლდა ტრადიციულ ფასეულობათა გადაფასება, პიროვნული თავისუფლების ცნების მცდარი გააზრება, ეროვნული ნიჰილიზმი. ყოველივე ამან ბიძგი მისცა ადამიანებში ცხოველური ინსტიქტების გაძლიერებას და სულიერების დაკნინებას. მივუბრუნდეთ კვლავ სტატისტიკას - რუსეთში ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე გაირკვა, რომ ყოველ მესამე ბიჭს სურს გახდეს რეკეტიორი, ყოველ მეორე გოგონას კი მეძავობა ხიბლავს. მოზარდთა ორიენტაცია ფასეულობათა მიხედვით ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა სექსი, მეორეზე - ფული, მესამეზე - მატერიალური კეთილდღეობა. ღირსება და მოვალოება მე-15-16 ადგილებს იყოფენ, უკანასკნელ ადგილზე სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა. განა ყოველივე ეს ერს გადაშენებას არ უქადის?

ღმერთმა ადამიანს მცნებად მისცა „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“. ხოლო თუკი ხორციელი სიახლოვის ბუნებრივი სიხარული თვითმიზნად იქცა, ბავშვები კი ხელისშემშლელ ფაქტორად, მაშინ ასეთი კავშირი გახდება ცოდვის წყარო, რომელიც ადამიანის ბუნებას ებრძვის და ანადგურებს.

„მეძავი თავის მოდგმას წაახდენსო“


სექსოლოგები გვიმტკიცებენ, რომ თავშეკავება ადამიანისთვის საზიანოა. ამით ისინი ქორწინებამდელ და მის გარეშე კავშირებს, მოზარდთა სექსუალურ ურთიერთობებს ამართლებენ, სოდომისტთა „უფლებებს“ იცავენ. მათი ამგვარი მოსაზრებები ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს და ხალხურ ზნე-ჩვეულებებს. ყველა სახელმწიფოში ყოველთვის არსებობდა ერის განადგურებისაგან დამცავი კანონი - რაც მდგომარეობდა ქორწინებამდე ქალწულების შენახვაში, თავად ქორწინების სიწმინდეში, აბორტების, გარყვნილებისა და სიძვის აკრძალვაში. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ქორწინებამდე თავშეკავებაზე, ცოლ-ქმრული ურთიერთობების სიწმინდეზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ბავშვების ზნეობრივი და ფიზიკური სიჯანსაღე, არამედ ერის გენეტიკური რესურსის შენახვაც. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა: „მეძავი თავის მოდგმას წაახდენსო“. მეცნიერთა დასკვნები ადასტურებენ ამას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ვ.ბარაბაში წერს: „ჩვენმა წინაპრებმა აპრიორულად იცოდნენ გენეტიკის კანონი: პირველი ინტიმური კავშირი ქალის ცხოვრებაში სიცოცხლის ბოლომდე ტოვებს კვალს მის მემკვიდრეობითობაზე. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ამ დროს ორგანიზმში ხვდება ჰორმონები და ძლიერმოქმედი ფერმენტები, რომელთაც ძალუძთ შვილთასხმის პერიოდის ბოლომდე შეცვალონ მემკვიდრეობითობის მექნიზმი, არამედ მასშიც, რომ ხდება უძლიერესი სტრესული ზემოქმედება ფსიქიკაზე, ხოლო მისი მეშვეობით კი - გენეტიკურ და იმუნურ სისტემებზე. შემთხვევითი კავშირით შობილი ნებისმიერი ბავშვი არასრულფასოვანია გენეტიკურად და ფსიქიკურადაც. დაბალი მორალის მქონე ქალთან ქორწინება კი მავნეა შთამომავლობისათვის... წინაპართა ადათი სარძლოს უმწიკვლობისა სრულიადაც არ წარმოადგენს „შუასაუკუნეორივი სიბნელის გადმონაშთს“ (როგორც ეს ზოგიერთს დღეს კიდევ ჰგონია)... ეს გენეტიკის კანონია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის დამოწმებული და განმტკიცებულია მკაცრი მოთხოვნით: „არა იმრუშო“.
ამერიკელები უბრუნდებიან ტრადიციული ოჯახის იდეალს

1996 წელს, აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც იცავს ოჯახსა და ქორწინებას. ამერიკის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ სახელმწიფოს ამოცანას შეაადგენს საზოგადოების აღორძინების უზრუნველყოფა, რის საფუძველსაც ოჯახი უნდა წარმოადგენდეს. ამერიკელებმა, რომლებმაც იგემეს „სექსუალური რევოლუციის“ და „თავისუფალი საზოგადოების“ მომხიბვლელობა შიდსის, ნარკომანიისა და სხვადასხვა დანაშაულობათა გეომეტრიული პროგრესიით ზრდაში გამოვლენილი, სექსუალური განათლების პროგრამების ნაცვლად სკოლებში შემოიღეს ისეთ ტრადიციულ ფასეულობათა განმამტკიცებელი პროგრამები, როგორებიცაა უბიწოება, ქორწინება და თავშეკავება, რაც გამოიხატება სექსუალური თავაშვებულობის, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმაში. ამ პროგრამების რეალიზაციაზე ყოველწლიურად გამოიყოფა 50 მლნ. დოლარი. ამან უკვე გამოიღო პირველი შედეგებიც: იმ შტატებში, სადაც ეს პროგრამები მოქმედებენ, არა თუ მხოლოდ შემცირდა აბორტების რიცხვი, არამედ ათჯერ იკლო ფეხმძიმობის შემთხვევებმა მოზარდ გოგონებში. ამერიკელები უბრუნდებიან ტრადიციული ოჯახის იდეალს, ხოლო ოჯახის ძირითად როლს ბავშვების აღზრდაში ხედავენ. ჩვენში კი, ეტყობა, დღესაც ჰყავს მომხრეები „სექსუალურ რევოლუციას“. ადამიანების სულებიდან იდევნება ისეთი ადამიანური ფასეულობები, როგორიცაა თანაგრძნობა, უბიწოება, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარული. მათ ადგილს იკავებს ეგოიზმი, კონკურენცია, მომხვეჭელობა, თავისუფალი სიყვარული, ლტოლვა ნებისმიერ ფასად მოპოვებული სიამოვნებისადმი.

მეცნიერები ჩიხში მოექცნენ


ძალზედ საინტერესო შედეგები მიიღეს რუსეთში პრაქტიკული მედიცინის სახელმწიფო კვლევითი ცენტრის ჯანმრთელობის სისტემური კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა. ისინი სწავლობენ შობადობის კლებისა და მოსახლეობის რიცხობრიობის შემცირების პრობლემას. აღმოჩნდა, რომ ყოველივე ამის მიზეზებად არ გამოდგა არც ალკოჰოლიზმი, არც შიმშილი და წარმოიდგინეთ, არც ეპიდემიები, ასევე არც სიღატაკე, ნარკომანია და სტრესები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მომხდარა ამ უბედურებათა იმდენად იმდენად მნიშვნელოვანი ზრდა უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, რომელსაც შეეძლო მოსახლეობის ასეთი კატასტროფული კლებისათვის ბიძგის მიცემა. მეცნიერები ჩიხში მოექცნენ. მათ ხომ ყველა ცოდნა გამოიყენეს, რომელსაც ფლობს დღევანდელ დღეს თანამედროვე მედიცინა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ მატერიალურ-ეკონომიკური ფაქტორები აქ არაფერ შუაში იყო, გადაწყვიტეს, მიემართათ სულიერების სფეროსათვის. ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედ. მეცნ. დოქტორი იგორ გუნდაროვი რელიგიურ ლიტერატურას ჩაუჯდა.

- თავად მე მატერიალისტი ვარ - აღიარებს იგორ ალექსის ძე, მაგრამ ქრისტიანობა დიდი ხანია, რაც მაინტერესებს. მასში ვხედავ არა მხოლოდ რწმენას ღვთისადმი, არამედ ხალხურ სიბრძნესაც. რაც ბიბლიაშია მოთხრობილი, ეს ის განსჯაა, ის ინტუიცია და გმოცდილებაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა კაცობრიობამ, რათა არსებობის ოპტიმალური წესები მოეწოდებინა. თუ გსურს გამართულად იცხოვრო - ამ წესების მიხედვით იცხოვრე.

ბიბლიის კითხვისას მეცნიერი წააწყდა ცნებას - მომაკვდინებელი ცოდვები. ეს ის ცოდვებია, რომელთაც ადამიანი სულიერი და ხორციელი სიკვდილისაკენ მიჰყავთ. ლაბორატორიის თანამშრომლებმა იწყეს ადამიანის ორგანიზმზე ე.წ. სასიკვდილო ცოდვების ფსიქოფიზიკური ზემოქმედების შესწავლა და მივიდნენ სენსაციურ დასკვნამდე: შობადობის შემცირებისა და სიკვდილიანობის გაზრდის ძირითადი მიზეზი განეკუთვნება სულიერ-ფსიქოლოგიურ მახასიათებელთა კატეგორიას. მომაკვდინებელი ცოდვები ადამიანის ცნობიერებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გზით მიეწოდება და ორგანიზმში იწვევენ უარყოფით დისბალანსს, რის შედეგადაც ცუდად იკუმშება გულის კუნთი, იზრდება წნევა (აქედან ინფარქტებითა და ინსულტებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი).

30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ პერიოდიდან ამერიკა უმცირესი დანაკარგებით გამოვიდა, რადგან ამერიკელებმა არ შეცვალეს თავიანთი სულიერი ფასეულობები. ჩვენში კი ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაერთო ფსიქოლოგიური და სულიერი რღვევა - ძალადობა ჩვენს მენტალიტეტზე. შავს თეთრი ეწოდა და გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებთა გზით. ყველაფერი თავდაყირა დადგა.

რომელია ეს მომაკვდინებელი ცოდვები?


1. მწუხარება, უსასოობა. სიკეთისა და ბოროტების, ღირსებისა და უღირსების, კეთილშობილებისა და უგვანობის ცნებათა ნიველირებამ ადამიანები უსასოობაში ჩააგდო. ამჟამად ითელება ღირსება და აღზევებულია სულმოკლეობა. ყველაზე უზრუნველყოფილი და პატივცემული იმ „პროფესიის“ ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც წინათ საძრახისად ითვლებოდა. ყოველივე, რაც ბოროტებად იყო მიჩნეული, ახლა სიკეთედაა საყოველთაოდ აღიარებული. ბოროტება დაუსჯელია.

2. ვერცხლისმოყვარეობა, მომხვეჭელობისკენ სწრაფვა. თეოლოგიის მიერ აღმოჩენილი კანონით, ადამიანში ამ ცოდვის მონება იწვევს ფსიქიკური მდგომარეობის იმგვარ ცვლილებებს, რომლის დროსაც ჰორმონები, კუნთები და ნერვები ჩვეულებრივისგან განსხვავებულად იწყებენ ფუნქციონირებას და ნეგატიური ზემოქმედებით ორგანიზმის ქსოვილებს შლიან.

3. სიძვა-მრუშობა, თავისუფალი სიყვარული. ქალწულობა - ძველმოდურია! შედეგი ამისა შიდსი (მისი ვირუსები ხომ როგორც საცერში, ისე გადიან რეზინის პრეზერვატივის ფორებს), უშვილო „პარტნიორები“, დანგრეული ოჯახები (სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიკვდილიანობა დაუქორწინებელთა შორის მთელი ერთეულით სჭარბობს). უბიწოება და ზნეობრივი კანონები ყოველთვის იცავდნენ სიცოცხლეს (მომავალსაც).

4. ამპარტავნება, მრისხანება, ბოროტება, სიძულვილი. ეს ცოდვები მრავალი ბინძური დანაშაულის მიზეზად წარმოჩინდება ხოლმე...
მეცნიერებმა პირველად აღიარეს

დამტკიცდა, რომ სიკვდილიანობა ბევრადაა დაკავშირებული დანაშაულობებთან. მეცნიერთა მიერ მომზადებულ დიაგრამაზე სიკვდილიანობისა და დანაშაულობათა გამომსახველი მრუდების დინამიკა ერთმანეთს ძალზედ ემთხვევა. რა კავშირი უნდა არსებობდეს ავადმყოფობით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და მკვლელობსა და ტერაქტებს შორის? ერთი ხომ მეორის მიზეზი არ არის. განა შემთხვევის საქმე არაა, ვინ ინფარქტით აღესრულება, ვის მოკლავენ და ვინ ყულფში გაყოფს თავს?

სავარაუდოა, არსებობდეს მესამე ფაქტორი, ჩვენთვის უხილავი, რომელსაც ეს ორი მოვლენა ერთი მიმართულებით მიჰყავს - ამბობს იგორ ალექსის ძე. ე.ი. უნდა არსებობდეს რუხი კარდინალი, „ვიღაც, ან რაღაც, რომელიც ამღვრევს საზოგადოებრივ გონებას. ჩვენ ვთვლით, რომ ამ რუხ კარდინალს საზოგადოებაში გამეფებული ატმოსფერო წარმოადგენს“. მეცნიერ-მატერიალისტის ამ სიტყვების მოსმენისას არ შეიძლება არ გაგაჟრჟოლოს, რამეთუ მეცნიერებმა პირველად აღიარეს უხილავი თანამყოფობა იმ ძალისა, რასაც ქრისტიანობა ეშმას, ანუ სატანას უწოდებს. როგორც ჟანგბადით ღარიბ მღვრიე წყალში უჭირს თევზს არსებობა, ასევე უჭირს ადამიანსაც ცხოვრება მომაკვდინებელ ცოდვებით დამძიმებულ ატმოსფეროში მიუხედავად გარეგანი კეთილდღეობისა. ერის დემოგრაფიული პოტენციალის აღსადგენად საჭიროა საზოგადოების ცოდვიანი ატმოსფერო წმინდა, მადლმოსილი ატმოსფეროთი შეიცვალოს.

http://www.shemoqmedi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2712&Itemid=48&lang=en

понедельник, 25 февраля 2013 г.

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე.

«ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი»

1920 წლის 7 მაისს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის, მოსკოვში ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა «დე ფაქტო» და «დე იურე» აღიარა და მის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიებზე უარი განაცხადა. რუსეთში იმხანად ორი წონადი ქართველი ბოლშევიკი იმყოფებოდა, რომლებიც საქართველოსთან ასეთი ხელშეკრულების დადების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ და საქართველოს დაუყოვნებლივ ოკუპაციას მოითხოვდნენ. ერთი მათგანი იოსებ სტალინი იყო, მეორე - სერგო ორჯონიკიძე. საქართველოს დაპყრობა არანაკლებ ეჩქარებოდათ ვლადიმერ ლენინს და სხვა შოვინისტ ბოლშევიკებს, მაგრამ ისინი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარების შერჩევას ელოდებოდნენ. ასეთი ხელსაყრელი ვითარებაც დადგა: 1921 წლის იანვრიდან კრემლში საქართველოს დასაპყრობად საგანგებო მზადება იწყება. საბჭოთა რუსეთის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ის გარემოება, რომ ამ დროისათვის როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი გასაბჭოებული იყო და იქ რუსული წითელი არმიის ნაწილები იდგნენ. ამდენად, საქართველო ფაქტიურად რუსული წითელი არმიის ალყაში იმყოფებოდა. კრემლში საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, იოსებ სტალინმა ბაქოში მყოფ სერგო ორჯონიკიძეს შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოუგზავნა: «ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი».




ფოტოზე: 1921 წლის 25 თებერვალი, წითელი არმია თბილისში
ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთს საქართველოს დაპყრობის შენიღბვა სჭირდებოდა, ამიტომაც ლენინის მიერ შემუშავებული გეგმით, საქართველოში «მშრომელთა აჯანყება» უნდა დაწყებულიყო და რუსული წითელი არმია საქართველოში მშრომელთა ფენის დასახმარებლად უნდა შემოსულიყო. რადგან მშრომელთა ფენა (მუშები და გლეხები) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობით უკმაყოფილო არ იყო, ამიტომ, 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს «მშრომელების აჯანყებად» მონათლული გამოსვლა დაიწყო რუსი კოლონისტებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში (სინამდვილეში ამ შოუში გადაცმული რუსი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ). «აჯანყებულთა» დასახმარებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოჰკვეთეს აზერბაიჯანსა და სომხეთში დისლოცირებულმა წითელი არმიის XI ნაწილებმა. საქართველოსკენ ასევე დაიძრნენ წითელი არმიის VIII, IX და XIII ნაწილები სოჭის რაიონიდან, დარიალის ხეობიდან და მამისონის უღელტეხილიდან. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შემოჭრილ მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და «დაუპატიჟებელ სტუმარს» თითქმის ყველა ბრძოლა მოუგეს, თუმცა ძალთა უთანაბრობა სულ აშკარა ხდებოდა. საქართველოს მთავრობას ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე დაემუქრა, ამიტომაც მიღებულ იქნა თბილისის დატოვების გადაწყვეტილება. 1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის XI ნაწილი სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით თბილისში შემოვიდა.

«საქართველოს თავზე ფრიალებს წითელი დროშა! გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!» - ამ შინაარსის დეპეშა აფრინა სერგო ორჯონიკიძემ კრემლში. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ხანა დაიწყო...

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჯიქია.



...................................................................................................................................................................


„ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი“! – 1921 წლის 25 თებერვალი


ელა ლიონიძე
01:52 25.02.2013

„ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“. (კოლაუ ნადირაძე)

"ჟორდანიას მხართეძოზე წამოწოლილს მშვიდი ძილით ეძინა, როცა ლენინი და, უპირველეს ყოვლისა კი, მის გვერდში მყოფი ქართველი გარეწრები, თავსაც რომ აბეზრებდნენ ლენინს – რათა ჩქარა დაერთო ნება, შესეოდნენ საკუთარ სამშობლოს რუსული არმიებით, საქართველოს ანექსიისთვის ემზადებოდნენ"...

აი, რას მოგვითხრობს გენერალი მაზნიაშვილი ჟორდანიას ხელისუფლების არნახულ უპასუხისმგებლობაზე.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი XI წითელმა არმიამ დაიკავა. ბაქოში მყოფმა სერგო ორჯონიკიძემ კრემლს უდეპეშა, რომ თბილისზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა ფრიალებსო.

1921 წლის 25 თებერვალი... თარიღი, რომელიც ქართველი ხალხისთვის, ალბათ, არასოდეს მოშუშდება.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, სადაც მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა დაახლოებით 600 მა იუნკერმა გაუწია.

მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვი არ გააჩნდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს კი სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯორ-ტაბახმეალს გმირები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში.

„1921 წლის 25-თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხის მატიანეში. ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი – ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე და სხვაგან სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან, ქართველმა ხალხმა, ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა “ (ლ. სანიკიძე). დარჩა მხოლოდ რუსეთის უღელი და უმწარესი ქართული სიმღერა:

სიზმრად ვნახე საქართველო,

სისხლის ზღვაში ბანაობდა,

დაფლეთილი მისი დროშა

კოჯრის მთაზე ქანაობდა…



მსოფლიოს მოსახლეობა.

1 მილიარდი — 1804 წელი.
2 მილიარდი — 1927 წელი.
3 მილიარდი — 1960 წელი.
4 მილიარდი — 1974 წელი.
5 მილიარდი — 7 ივლისი1987 წელი.
6 მილიარდი — 10 ნოემბერი 1999 წელი.
7 მილიარდი — 31 ოქტომბერი 2011 წელი.

**************************************

7000  ჩვ,წ.აღ. 10 000 000  
6500  ჩვ.წ.აღ.  5 000 000 _ 10 000 000  
5000  ჩვ.წ.აღ.  5 000 000 _ 20 000 000  
4000  ჩვ.წ.აღ.  7 000 000  
3000  ჩვ.წ.აღ. 14 000 000  
2000  ჩვ.წ.აღ. 27 000 000  
1000  ჩვ.წ.აღ. 50 000 000
500  ჩვ.წ.აღ.  100 000 000  
400  ჩვ.წ.აღ.  162 000 000
200  ჩვ.წ.აღ.  231 000 000 
1      ჩვ.წ.აღ.  300 000 000 
200 წ. 256 000 000 
400     206 000 000 
500     280 000 000 
600     200 000 000        
700     207 000 000  
800     224 000 000  
900     226 000 000  
1000   380 000 000 
1100   301 000 000 
1200   360 000 000 
1300   400 000 000  
1340   443 000 000 
1400   374 000 000  
1500   500 000 000 
1550   480 000 000  
1600   545 000 000  
1650   600 000 000 
1700   640 036 000   
1710   662 377 000 
1720   679 615 000 
1730   689 282 000 
1740   769 990 000 
1750   824 275 000 
1760   846 136 000 
1770   864 444 000 
1780   949 408 000 
1790   982 616 000 
1800   981 903 000 
1810   1 045 072 000 
1820   1 069 840 000 
1830   1 138 390 000 
1840   1 192 727 000 
1850   1 244 326 000 
1860   1 270 042 000 
1870   1 309 428 000 
1880   1 397 682 000 
1890   1 516 023 000 
1900   1 633 845 000 
1910   1 753 591 000 
1920   1 888 031 000 
1930   2 073 360 000 
1940   2 299 539 000 
1950   2 528 311 000 
1960   3 035 623 000 
1970   3 696 588 000 
1980   4 442 295 000 
1990   5 279 519 000 
1999   6 000 000 000 
2007   6 664 959 522 
2030  (პროგნოზი) 8 199 104 000





воскресенье, 24 февраля 2013 г.

ფუტკარი და თაფლი.

ფუტკარი და ადამიანი.
 ფუტკარი ყოველთვის იყო ადამიანის მეგობარი. მას ძველ დროში აღმერთებდნენ. თხზავდნენ მითებს, ლეგენდებს, თქმულებებსა და ზღაპრებს. მწერლების, პოეტებისა და მხატვრებისთვის ფუტკარი იყო შთაგონების წყარო.

ეგვიპტელები გამოხატავდნენ რა თავის მორჩილებას ფარაონისადმი, იხატავდნენ ფუტკარს, როგორც ერთგულების სიმბოლოს. ისინი ფუტკარში ხედავდნენ თავდადების მაგალითსა და საფრთხისადმი უშიშარ დამოკიდებულებას. მათ თვლიდნენ იდეალური სისუფთავისა და წესრიგის დამცველად. ფუტკრებს გამოსახავდნენ ფარაონების საფლავებზეც, უკვდავების ნიშნად.

ძველ ინდოეთში ფუტკარს ღვთის წმინდა თანამგზავრად თვლიდნენ. მზით სახით წარმოდგენლ ღმერთ ვიშნუს, პატარა ფუტკრის სახით გამოსახავდნენ, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ისვენებს.

ფუტკარმა თავისი ადგილი ჰპოვა ჰერალდიკაშიც, სადაც ძირითადად შრომისმოყვარეობასა და მორჩილებას აღნიშნავს. მანჩსტერის გერბზე შვიდი ფუტკარია დედამიწის ფონზე გამოსახული რაც ნიშნავს, რომ ამ ქალაქის შრომის ნაყოფს შეიძლება მთელს მსოფლიოში შევხვდეთ.

როდესაც 1804 წელს ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორად აკურთხეს, ჰერალდიკური ორნამენტი ყვავილი ლილია, ფუტკარმა შეცვალა.

ფუტკარი სიმბოლოა სიბეჯითის, წინდახედულობის, კეთილგონიერების და სიფხიზლისაც რადგან მიიჩნევდნენ, რომ ფუტკარს არასოდეს ეძინა. ის არის ყველაზე კარგი შემგროვებელი და შემნახველი სასარგებლო პროდუქტებისა. ამიტომ ეკონომიურობასა და ხელმომჭირნეობისთან ასოცირდებიან. სწორედ ამ მნიშვნელობით არის წარმოდგენილი ისინი კომერციული ბანკების აბრებზე.

ფუტკარი კაცობრიობისთვის დიდი საგანძურს წარმოადგენს. ის არამხოლოდ მეფუტკრეობის ძვირფას პროდუქტებს აწარმოებს, არამედ არის ყველაზე მნიშვნელოვან დამტვერავი პრაქტიკულად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და დეკორატიული ყვავილებისა. ფუტკრის მიერ მოტანილი სარგებლობიდან, საბოლოო ჯამში ყვავილების დამტვერვა, ბევრად აღემატება, ფუტკრის პროდუქტების რეალიზაციის სარგებელს.



ფუტკარი ხელოვნებაში.



ფუტკრის სახე ძალიან ხშირად გვხვდება მრავალი კულტურის თუ ცივილიზაციის მემკვიდრეობაში. ფუტკარი ხელოვნებაში უჩვეულოდ მრავალმხრივი ხასიათითაა წარმოდგენილი. იგი გაპიროვნებულია სიბრძნესთან, ნაყოფიერებასთან, შრომისმოყვარეობასთან, მომჭირნეობასთან, წესრიგთან, სისუფთავესთან და უმანკოებასთან.

ითვლებოდა, რომ ფუტკარი უფალთან ერთად დედამიწის შექმნასა და ბოროტთან ბროლაში მონაწილეობდა. ფუტკარი და თაფლი მჭიდროდაა დაკავშირებული საიქიო ცხოვრებასთან, გარდაცვლილის კულტთან, დასაფლავების წეს-ჩვეულებებთან. სამარხებზე გამოსახული ფუტკრის გამოსახულება უკვდავებასა და აღდგომას ნიშნავდა, რადგან ფუტკრების ზამთრის ძილი აღიქმებოდა, როგორც მათი დროებითი სიკვდილი. ბერძნულ, არიულ, ახლოამოსავლეთისა და ისლამურ ტრადიციებში ფუტკრები იყო სულის ალეგორია.

ფუტკრების გუნდი დედამიწას ნიშნავს, სულს დედამიწის, დაცვას და დედობას, შრომისმოყვარეობასა და ხელმომჭირნეობას. დადებით სიმბოლურ რიგებთან დაკავშირებულია ფუტკრების სკაც: მოწესრიგებული საზოგადოება, სიბრძნე, მჭერმეტყველება. ფუტკარი და თაფლი არის უნივერსალური სიმბოლოები პოეტური სიტყვისა, ფართო და თვითონ პოეზია. ძველ ბერძნულ და რომაულ ტრადიციებში პოეტები ხშირად ადარებდნენ საკუთრ თავს ფუტკარს.

მითებში ფუტკრები ხშირად მოიხსენიება, როგორც დიადი დედა. ის დაკავშირებულია არტემიდასთან (დიანასთან), დემეტრესთან, პერსეფონესთნ, აფროდიტესთან. მათ ქურუმები „ფუტკრებს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით ფუტკარი ღვთისმშობელი მარიამის ემბლემა გახდა. ძველი წარმოდგენებით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი გამოთქმა, შემონახული ჩვენი წელთაღრიცხვიდან: უკრაინელები ფუტკარს „წმინდას“ უწოდებდნენ, გერმანელებმა კი „ღვთის ფრინველსა“ ან „მარიამის ფრინველს“.

ფუტკარს უკავშირებდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთსა და მუხას.

ხშირად კი, სიმბოლოა უმაღლესი ძალაუფლების.

ფუტკარი სიმბოლურად გამოხატავდა სამეფო ძალაუფლებას ან მონარქიულ სისტემას ძველ შუა აღმოსავლეთში, ძველ საბერძნეთში და ძველ ეგვიპტეში. ალბათ ამიტომაც უკავშირებდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთსა და მუხის ხეს. გარდა ამისა, ფუტკრის სიმბოლოში ბერძნები ხედავდნენ შრომისმოყვარეობას, კეთილდღეობას, სისუფთავესა და უკვდავებას.

ის არის სიცოცხლის მომცემი, დაბადების სიმბოლო, გარდაცვალება და აღდგომა, განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა, ჰარმონიული ცხოვრება, შრომისმოყვარეობა და დახვეწილობა.

ფუტკარი აღნიშნავდა სამეფო სიძლიერესა და სიბრძნეს, დაგროვილს თაფლის მსგავსად, როგორც აგროვებს ფუტკარი.

ძველ ინდოეთში ფუტკარი იყო სიმბოლო ინდრის, ვიშნის, კრიშნისა და შივის. ლურჯი ფუტკარი შუბლზე - კრიშნას ნიშანი; ლოტოსზე- ვიშნას, სამკუთხედზე - შივის გამოხატავდა;

ხეთურ მითების მიხედვით ფუტკარმა იპოვა ნაყოფიერების ღმერთის, ტელეპინუსის დაკარგული შვილი, რითაც მსოფლიო იხსნა გვალვისგან.

იდეალური საზოგადოების წყობა ხშირად შეესაბამებოდა ფუტკრის სკას, რომელიც წყობის თვისებებსა და წმინდა ადგილების განლაგებასაც კი განსაზღვრავდა. (მაგალითად არტემიდას ტაძარი ეფისში). არტემიდა ფუტკრს წმინდანად თვლიდა, ხოლო დემეტრას „დედა-ფუტკარს“, დიადი დედის - „ფუტკრების დედოფალის“ სახელით მოიხსენიებდნენ. თაფლით მდიდარი ეპიდამნე განსაკუთრებულ თაყვანს სცემდა ფუტკრის წინაპარ მელისას. თვით ზევსი კი კრეტაზე ფუტკრის ფუღუროში დაიბადა და ფუტკრის პროდუქტებით საზრდოობდა.

საბერძნეთში სკის ფორმას დაკრძალვისას გამოიყენებდნენ. ამ ტრადიციას უკვდავებას უკავშირებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილის სული ფუტკარში სახლდებოდა.

ორფიკი (ორფიზმი - ძვ.საბერძნეთში რელიგიური მიმდინარეობა) სწავლულები ფუტკრებს სულის განსახიერებად მიიჩნევენ და მათ გუნდურ მოძრაობას ღვთიურ მთლიანობად აღიქვამდნენ. კელტებისთვის ფუტკარი სხვა სამყაროდან (საიქიოც იგულისხმება) საიდუმლო სიბრძნის გადმომტანი იყო.

ქრისტიანულ სამყაროში ფუტკარი საკუთარი შრომისმოყვარეობის წყალობით საქმიანის, მუყაითის, წესრიგისა და რელიგიური მჭერმეტყველების სიმბოლო გახდა.

წმინდა მოღვაწეები, ამბროსი და წმ.იოანე ოქროპირი, თავის ცნობილ ქადაგებებში ხშირად აღნიშნავდნენ რომ მათი სიტყვა ისეთივე ტკბილია, როგორც თაფლი. წმ.ამბროსი ეკლესიას სკას ადარებდა, ხოლო ქრისტიანს ფუტკარს, რომელიც დაუღალავად შრომობს და თავისი სკის ერთგული რჩება. სკა, რელიგიური ერთსულოვნების, მოწესრიგებული და ღვთისმოსავი საზოგადოების სიმბოლოდ აღიქმებოდა.

ფუტკარი, რომელსაც ითვლება, რომ არასოდეს სძინავს, ქრისტიანულ გულმოდგინებასა და სიფხიზლეს განასახიერებს. ჰაერში მფრინავი ფუტკარი - ეს არის სული, შესული ცათა სასუფეველში. წარმოდგენებმა იმის შესახებ, რომ ფუტკარი მხოლოდ ყვავილების არომატით ცხოვრობს, ფუტკარს სისუფთავისა და

თავშეკავებულობის სახელი დაუმკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ თაფლის გარდა არცერთი სხვა საკვები პროდუქტი არ არის მოხსენიებული უძველეს ისტორიულ წყაროებში, ძველ ინდურ მითებში, ბიბლიაში და ყურანში. მარტო ბიბლიაში ორმოცჯერაა ნახსენები თაფლი.

ქართულ კულტურაშიც ფართოდ გამოიყენება ფუტკრის სიმბოლო. აკი, ყველასთვის ნაცნობი სიტყვებია „ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუისო.“

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ცალკეულ განხილვას საჭიროებს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ არსების მიმართ აკაკი წერეთლის ფაქიზი დამოკიდებულება. მან არაერთი ნაწარმოებში ფართოდ მოიხსენია როგორც ფუტკარი ასევე ფუტკრის პროდუქცია: „ყვითელ სანთელს“, „ფუტკარი“, „ხარაბუზა და ფუტკარი“ და სხ.



http://tentorium.ge/?page=interesting&id=141




თაფლი.

თაფლი - ფუტკრის (Apis mellifera) მიერ დამზადებული საკვები პროდუქტია. ფუტკრები აგროვებენ ყვავილის ნექტარს, ხოლო სკაში შეტანის მერე, რთული ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგად ხდება ნექტრის გამდიდრება ფუტკრების მიერ გამომუშავებული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. თაფლის გემო და სურნელი დამოკიდებულია იმ ყვავილებზე, რომლიდანაც ფუტკრებმა მოაგროვეს ნექტარი.
ფუტკრის თაფლი წარმოადგენს კონცენტრირებულ მაღალკალორიულ პროდუქტს, რომელიც, თავისი შემადგენლობით მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ტკბილი ნივთიერებებისაგან. თაფლი, როგორც საკვები პროდუქტი გამოირჩევა ბიოლოგიური აქტივობით, რომელსაც ინარჩუნებს ასწლეულობით.

ეგვიპტეში, დიდგვაროვნების დაკრძალვისას, ნეშტს ათავსებდნენ თაფლში, რაც ახდენდა მის შენახვას (დაკონსერვებას), ამასთანავე, დაკრძალვისას, სხვა საჭირო ნივთებებთან ერთად აუცილებლად ითვლებოდა თაფლით სავსე ქილის ჩატანება. არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ აკლდამებში ნაპოვნმა თაფლმა ათასწლეულობით შეინარჩუნა თავისი თვისებები.

უძველესი დროიდან თაფლი გამოიყენებოდა არა მხოლოდ როგორც გემრიელი და ნოყიერი საკვები, არამედ როგორც სიმხნევის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ბუნებრივი საშუალება.

ბერძენი მათემატიკოსი პითაგორა , რომელიც გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, ამტკიცებდა, რომ მისი ხანგრძლივი და, რაც მთავარია ნაყოფიერი ცხოვრების საიდუმლოება მხოლოდ თაფლის ყოველდღიურ მიღებაშია.

ფილოსოფოსი-მატერიალისტი დემოკრიტე, რომელმაც 100 წელზე მეტი იცოცხლა, წერდა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ”შიგნეულობას მივაწოდოთ თაფლი”.

ცნობილი ექიმი, მკვლევარი და პოეტი იბნ-სინა (ავიცენა) აღნიშნავდა: ”თუ გინდა შეინარჩუნო ახალგაზრდობა, აუცილებლად ყოველდღიურად მიირთვი თაფლი”. განსაკუთრებით ურჩევდა იგი თაფლის მიღებას 45 წელს გადაცილებულ პიროვნებებს.

ინდოეთში თბილ რძეში გახსნილ თაფლს ეძახიან სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირს.

წინასწარმეტყველი მუჰამედი ქადაგებდა: ”განსაკუთრებით ყურადსაღებია 2 წამალი - თაფლი და ყურანი”

თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ უძველესი ფილოსოფოსები და ექიმები არ ცდებოდნენ თაფლის შეფასებაში. დადგინდა, რომ იგი სინამდვილეში სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებაა.

ექიმი დ.ს.ჯარვისი თავის წიგნში ”თაფლი და სხვა ბუნებრივი პროდუქტები” წერს: ,,ჩემთვის უცნაურია, როდესაც ადამიანები თაფლის გამოყენებაზე უარს იძახიან მხოლოდ მისი სიძვირის გამო. ნუთუ საკამათოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული ჩვენი ჯანმრთელობაა და არ ღირს მასსე ეკონომიის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ თქვენ მაინც მოგიწევთ ხარჯის გაწევა, ოღონ უკვე წამლებზე. ყველაზე დიდი ეკონომია გამოგივათ, თუ ახალგაზრდობიდან გაუფრთხილდებით ჯანმრთელობას. თაფლს შეუძლია შეავსოს თქვენს კვებაში არსებული, არასრულფასოვანი საკვების მიღებით გამოწვეული ხარვეზები.” რაც უფრო ადრინდელ ასაკში დაიწყებს ადამიანი თაფლის რეგულარულ მიღებას, მით უფრო შეძლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სიბერის დამარცხებას.