ღმერთი

ღმერთი

пятница, 19 января 2018 г.

ნათლისღება – ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული.


ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით. ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

“ნაკურთხი წყალი – დიდი აიაზმა ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს შენახული და ყოველდღიურად, უზმოზე უნდა იღებდნენ მას.

სიტყვა – აიაზმა წარმოოიშვა ბერძნული სიტყვისაგან – „აგიოს“ – წმინდა; „მეგალი აიაზმა“ – ითარგმნება, როგორც „დიდი სიწმინდე“. ამიტომ ეს დიდი სიწმინდე ყოველ თვის უნდა გქონდეთ სახლში და მიიღოთ მადლი ღვთისა,”- უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (19 იანვარი, 2009 წ.).

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.


ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.


კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.



http://www.ambioni.ge/natlisreba-2


გილოცავთ ნათლისღებას!


воскресенье, 14 января 2018 г.

ბედობას გილოცავთ!!!

უძველესი ქართული ტრადიცია – „კუჩხა“ (მეკვლეობა) სამეგრელოში

უძველესი ქართული ტრადიცია – მეკვლეობა სამეგრელოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ “კუჩხა” იგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო “მძიმე” დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. სამეგრელოში ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.

დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდებოდა და თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდებოდა. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბერებდა.” საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმ. ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.

http://tvsmo.com/udzvelesi-qarthuli-tradicia-kuchkha-mekvleoba-samegreloshi/




მარიამ ელიეშვილი და შალვა მორელი სატრფიალო


суббота, 13 января 2018 г.

ძველით ახალ წელს გილოცავთ.



ძველით ახალი წელი

ქართული კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში, ხოლო იანვარში ახალი წლის დადგომა axali weli მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.


საქართველოში ახალი წელი ორჯერ – 1 და 14 იანვარს აღინიშნება. საქართველოს მსგავსად, ძველით ახალ წელს სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ, მათ შორისაა: რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, შვეიცარია, საბერძნეთი და სხვ.

ძველით ახალი წლის აღნიშვნას იწვევს ორი კალენდარული სისტემა. ერთია – იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი და მეორე – გრიგორიანული “ახალი სტილის”. დღეს, ადამიანები სწორედ ამ “ახალი სტილის” კალენდრით სარგებლობენ.
მართალია, საქართველოში ძველით ახალ წელს დიდი მხიარულებით ხვდებიან, თუმცა ისე არა, როგორც 1 იანვარს. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია ძველით და ახალ წელსაც სულ სხვანაირად უყურებს.


ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, მამა არჩილ ხაჩიძე ამბობს:
“ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას…

ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.
ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.

მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით”.


ambioni.ge



воскресенье, 7 января 2018 г.

შობის მღვიმე , ქრისტეს ბაგა და ქრისტეს შობის ტაძარი


შობის მღვიმე 

"უმეტეს ჩვენგანს ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს ჩვენებურ ხის ბაგიან ბოსლად. ეს არასწორი წარმოდგენა პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცოდინარობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქარული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, რომელსაც თავი შეაფარა ბეთლემში აღწერაზე წასულმა წმინდა ოჯახმა. მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ის ქრისტიანთა სტუმრობის ადგილად იქცა.

იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი და ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა. ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო.
მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ ჰკიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს.

ქრისტეს ბაგა 

მღვიმის სამხრეთ ნაწილში ბაგის ეკვდერია. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს. ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, VII საუკუნიდან რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბეთლემში დარჩენილ ბაგის ნაწილს მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარი კიდია. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი - ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.

ქრისტეს შობის ტაძარი

ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. იატაკზე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) დროინდელი მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც, გარდამოცემით, მოგვებმა, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანსაცემად, თავიანთი ცხენები მიაბეს.

ტაძარში, მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან, არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც, გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.


სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი

karibche.ambebi.ge

суббота, 6 января 2018 г.

ქრისტე იშვა ბეთლემსაო - ნანა კალანდაძე






გილოცავთ ქრისტეს შობას!

 « გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს »


7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ.



შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა და მისივე ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს უნდა ანთებდეს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში უნდა იხმობდეს.

evpatori.ge



თამაზ ჯორბენაძის 'ალილო'




"დიდოუ ნანა"


სვანური - სოფო ნიჟარაძე & ურსა


გელინო - ჯგუფი ურსა



"ურსა"






ერთხელ წვიმიან ქალაქში - სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი


სახე - ახალი კლიპი - ჩემო თბილის ქალაქო


ჩემი საქართველო აქ არის - ახალი ვერსია


среда, 3 января 2018 г.

ჭეშმარიტი და სწორი მარხვაა – ყოველივე ბოროტებისგან თავშეკავება.

ქრისტიანო, თუ გინდა, რომ მარხვამ სარგებელი მოგიტანოს, მაშინ ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც იმარხულე, და იმარხულე ყოველთვის. როგორც შენს მუცელს ადებ მარხვას, ასევე დაადე ბოროტ აზრებსა და ახირებებს.

იმარხულოს შენმა გონებამ ამაო აზრებისაგან.

იმარხულოს მეხსიერებამ ძვირისმომხსენებლობისაგან.

იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტის მოსურნეობისაგან.

იმარხულონ შენმა თვალებმა ცუდი სანახავისაგან: „მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ“ (ფსალმ. 118,37).

იმარხულონ შენმა ყურებმა ბილწი სიმღერებისა და ცილისმწამებელი ჩურჩულისაგან.

იმარხულოს შენმა ენამ ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, მკრეხელობისაგან, სიცრუისაგან, მლიქვნელობისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, და ყოველგვარი უქმი და არაჯანსაღი სიტყვისაგან.

იმარხულონ შენმა ხელებმა ცემისა და სხვისი საკუთრების ტაცებისაგან.

იმარხულონ შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეზე სიარულისგან. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33,15; 1 პეტ. 3,11).

აი, ქრისტიანული მარხვა, რომელსაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს: შეინანე, თავი შეიკავე ყოველგვარი ბოროტი სიტყვის, საქმისა და აზრისაგან, ისწავლე ყოველგვარი სათნოება, და ღვთის წინაშე ყოველთვის მარხვაში იქნები.

წმ. ტიხონ ზადონელი


martlmadidebloba.ge

вторник, 2 января 2018 г.

ბედობის დღის ისტორია - 2 და 15 იანვრის ტრადიციები

დღეს საქართველოში ბედობის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.
ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა "კაიფეხის" პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული "მფერხავი" მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ.

საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ - 2 იანვარს და 15 იანვარს.

newposts.ge

____

ბედობა
ახალწლის მეორე დღეა. ჯავახთა რწმენით, ბედობა დღეს როგორც გაატარებდა, ის მთელი წლისათვის დაებედებოდა. ამიტომაც ამ დღეს ერიდებოდნენ ჩხუბს, უსაქმურობას და სხვა არასასურველ ქცევას.
nplg.gov.ge

понедельник, 1 января 2018 г.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა, რომელიც მან ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში დაწერა:

,,ღმერთო, ყოველი დღის ძალას გთხოვ და არა სასწაულებსა და მირაჟებს. პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე.

გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა ყოველდღიურობის პალიტრაში, იმ აღმოჩენებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებმაც ჩემი აღფრთოვანება შეძლეს.

მასწავლე, ჩემი ცხოვრებისეული დროის სწორად გადანაწილება. მომანიჭე უნარი, რათა მნიშვნელოვანის მეორეხარისხოვანისგან გარჩევა შევძლო.

თავშეკავებასა და ზომიერების შეგრძნებას გთხოვ, რათა ცხოვრების გზაზე კი არ დავფრინავდე და დავფარფატებდე, არამედ გონივრულად გავთვალო ყოველი დღე, ვხედავდე მწვერვალებსა და ჰორიზონტებს და ზოგჯერ მაინც გამოვნახო დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე, გავიგო, რომ არც წარსულზე, არც მომავალზე ოცნება არ შეიძლება იყოს სასიკეთო. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და აღვიქვა ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

დამიფარე იმ გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად უნდა იყოს. მაჩუქე ნათელი გონება, რათა შევიგნო, რომ სირთულეები, დაცემები და წარუმატებლობები მხოლოდ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვყალიბდებით.

შემახსენე ხოლმე, რომ გული და გონება ხშირად ებრძვიან ერთმანეთს.

საჭირო დროს ისეთი ადამიანი გამომიგზავნე ხოლმე, რომელსაც სიმამაცე ეყოფა, სიმართლე მითხრას, მაგრამ ეს სიყვარულით გააკეთოს!

ვიცი, რომ ბევრი პრობლემები თავისით გვარდება, ამიტომ, მოთმინების უნარი მომეცი.

შენ იცი რამდენად გვჭირდება ჩვენ მეგობრობა. მომეცი საშუალება,  ვიყო ღირსი ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და კეთილი საჩუქრის.

მომეცი მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო დროს, ადამიანებს საჭირო სითბო მივცე.
ისეთი ადამიანი გამხადე, რომელიც შეძლებს იმათ გულამდე ჩააღწიოს, რომლებიც ყველაზე “ქვემოთ” იმყოფებიან.
დამიფარე შიშისგან, რომ ცხოვრებაში რაღაცას ვტოვებ.

მომეცი ის კი არა, რაც მე მსურს, არამედ რაც ნამდვილად მესაჭიროება.

პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე.”

jesus.ge