ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 14 января 2018 г.

ბედობას გილოცავთ!!!

უძველესი ქართული ტრადიცია – „კუჩხა“ (მეკვლეობა) სამეგრელოში

უძველესი ქართული ტრადიცია – მეკვლეობა სამეგრელოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ “კუჩხა” იგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო “მძიმე” დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. სამეგრელოში ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.

დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდებოდა და თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდებოდა. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბერებდა.” საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმ. ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.

http://tvsmo.com/udzvelesi-qarthuli-tradicia-kuchkha-mekvleoba-samegreloshi/




Комментариев нет:

Отправить комментарий