ღმერთი

ღმერთი

суббота, 30 ноября 2013 г.

როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი

ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აღგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, გარნა შენ კი ქრისტესი ხარ. ვითარცა იტყვის მოციქული: „ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესნი და ქრისტე ღვთისა“ (I კორინ. 3.22); ყოველივე იხმარე, ყოვლითავე ინუგეშე, გარნა სიყვარული ღვთისათვის შეინახე.



წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)






"ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს

უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობისკენ წარმართავენ, "ადამიანთშემქმნელებად" უნდა ითქვან, როგორც ადამიანების ჩამომყალიბებლები, რადგან უდრტვინველობა და თავშეკავება ბედნიერებაა და - კეთილი სასოება ადამიანთა სულებისათვის.



წმ. ანტონი დიდი









როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს,

მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგუნური მონაზვნები დაარწმუნოს, რომ გამოვიდნენ და მიეგებნენ მათ.
 ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით არიან სავსენი. მათ წინაშე მშვიდი სახით წარმოჩინდებიან, ხოლო გონებაში კი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ მათგან რაიმე ნივთიერი მიიღონ; ბატონებს უწოდებენ მათ, და არწმუნებენ, რომ ღვთის მერე თქვენ ხართო ჩვენი მაცოცხლებლები.



წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)






ქოხს შეფარებული 7-სულიანი ოჯახი, რომელსაც ზამთრის მოსვლა აშინებს

ავჭალაში მდებარე პატარა ქოხში, უწყლოდ, უშუქოდ და უგაზოდ ლომიშვილების ოჯახი გადარჩენისთვის იბრძვის. 10 კვადრატულ მეტრიან ოთახში შვიდი ადამიანი ცხოვრობს.

სოციალურად დაუცველი ოჯახი, ერთი თვის წინ ქოხში იმის გამო გადმოვიდა, რომ ქირის ფულს ვეღარ იხდიდნენ. მიწა ახლობელმა დროებით დაუთმოთ, ფიცრულს კი წინა ნაწილი საკუთარი ხელით მოაშენეს. ამ ქოხში ყველაზე მეტად წვიმის და ზამთრის დადგომის ეშინიათ.

ოჯახს წინასწარ აქვს აღებული 3 წლის სოციალური დახმარება, ამიტომ დღეს მათი თვიური შემოსავალი მხოლოდ მრავალშვილიანობის 100-ლარიანი დახმარებაა. ოჯახის უფროსი 49 წლის როლანდ ლომიშვილი უმუშევარია. მან ცოტა ხნის წინ გულის ინფარქტი გადაიტანა. დიასახლისი 33 წლის ლია სოზაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თვალის სიმსივნე აქვს.

ლომიშვილების ოჯახს ყველაზე მეტად სახლი სჭირდებათ, სადაც ყველა ერთად იცხოვრებს. დახმარებას ელიან და იმედი აქვთ, რომ ცივ ზამთარს თბილ სახლში გაატარებენ.

მათ, ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმაროთ ოჯახს, შეგიძლიათ ჩაერთოთ აქციაში, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფმა ფეისბუქით დაგეგმა. კვირას, 17 ნოემბერს 14:00-დან 15:00-საათამდე, თსუ-ს I კორპუსის ეზოში მიბრძანდით და მიიტანეთ რისი შესაძლებლობაც გაქვთ (ტანსაცმელი, ფულადი დახმარება, ტკბილეული და ა.შ).

ამასთან, ლომიშვილების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში საქართველოს ბანკში: GE41BG0000000296715700 - სოზაშვილი ლია.

ავტორი: ელენე ცინცაძე


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/37890-qokhs-shefarebuli-7-suliani-ojakhi-romelsac-zamthris-mosvla-ashinebs.html

საქართველოსა და ევროკავშირის "გაბედნიერება" და "შალახო" ვასიკო ოდიშვილისგან- პარაფირება

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში "ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან" ვილნიუსის სამიტზე აჟღერებული "შალახო" გააშარჟეს. გადაცემის წამყვანმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ქორწინებად "მონათლა".

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kuriozi/38440-saqarthvelosa-da-evrokavshiris-qgabednierebaq-da-qshalakhoq-vasiko-odishvilisgan.html


უბოროტო ყრმების თანამედროვე განსაცდელები.

ბავშვობა განსაკუთრებული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში; ის, როგორც წესი, უმანკოების, უბრალოების, გულწრფელობის, წრფელი სიყვარულის ჟამია. ბავშვის სულიერ მდგომარეობას მაცხოვარი მისაბაძ მაგალითად გვაძლევს: „ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,3-4). ბავშვობის ასაკში მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებაზე ღრმა ნაკვალევს ტოვებს; როგორც წმიდა მამები გვასწავლიან: „პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა, რომელთა მიიღებს მცირეწლოვანი ყრმა სახლსა შინა მამისა თვისისასა, პირველთა მაგალითთა, რომელთა იგი ხედავს გარემოს თვისსა, აქვსთ უდიდესი მნიშვნელობა მრთელსა მისსა სიცოცხლესა შინა. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა ყრმისა, მისი ყოფაქცევა, მისი ხასიათი და ერთის მხრივ თითქმის სულის ცხოვნებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს და რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე“ (წმ. გაბრიელ ქიქოძე); „როგორც ბოროტება, ასევე სიკეთე ყმაწვილის გულში ძლიერად იდგამს ფესვს“ (წმ. ტიხონ ზადონელი). ამიტომაც, ადამიანთა და ზოგადად საზოგადოების მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პირობებში და რა ფასეულობებით ხდება მცირეწლოვანთა აღზრდა. ბოროტი სულები და მათ მიერ სულიერად დამონებული, ბოროტებასთან მყარად შეთვისებული ადამიანები – ისინი, ვინც „გათავისუფლდა“ ზნეობის ტვირთისგან, ვისთვისაც სიწმინდესთან სიახლოვე აუტანელი გახდა, განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ მცირეწლოვანთა სულებში გარყვნილების ბოროტი თესლის ჩათესვას.

რა ხდება განსაკუთრებული თანამედროვე ბავშვების ცხოვრებაში? ცხადია, ბოროტი სულები და უზნეობის გამავრცელებელი ადამიანები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ თანამედროვე საცდურების ანალოგიას ისტორიაში ვერ ვიპოვით. მთავარი საშიშროება დღეს ინფორმაციის უკონტროლო ნაკადებია, რომლისგანაც ბავშვის დაცვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ბავშვებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი არასასურველი ინფორმაცია ტელევიზიით და ინტერნეტით მოედინება, რასაც ბევრ ქვეყანაში სავალდებულო სექსუალური აღზრდაც დაემატა. ძალიან ხშირად, ათასგვარი უზნეო სერიალებითა და შოუებით თითქოსდა მონუსხულ და ზნეობისადმი ინდიფერენტობამდე მისულ მშობლებს ალბათ წარმოდგენაც არა აქვთ, რას უყურებენ და კითხულობენ მათი მცირეწლოვანი შვილები ინტერნეტში. არადა, იშვიათია საიტი, რაიმე სიბილწეს რომ არ შეიცავდეს (ვიზუალურად ან შინაარსობრივად); შეუძლებელია ბავშვი მხოლოდ თამაშებით და სასარგებლო ინფორმაციით შემოიფარგლოს, აუცილებლად გადააწყდება გარყვნილებას რაიმე სახით, რომც არ ეძებდეს; თვითონ თამაშებიც ხშირად მაგიური ელემენტების, ძალადობის ან გარყვნილების შემცველია, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერთან საათობით ჯდომის შედეგად ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ დეგრადირებაზე. უზნეობა ინტერნეტში არა მხოლოდ კომერციული მიზნებით ვრცელდება, – არიან ადამიანები, ვინც ამას შეგნებულად აკეთებს, ახალგაზრდობის გასარყვნელად და ეკლესიის მტრებად აღსაზრდელად.

თუ ბავშვი დაიჯერებს, რომ ზნეობრივი შეზღუდვები ჩამორჩენილობაა, ხოლო გარყვნილი ცხოვრება და ასეთი ცხოვრების წესის პროპაგანდა ნორმალურია, ის ჯერ ღმერთს დაშორდება, შემდეგ კი, თავისი სინდისის ჩასახშობად, აუცილებლად დაუპირისპირდება ეკლესიას, როგორც ზნეობის მცველს, ცოდვის მამხილებელს და მისი გავრცელების მოწინააღმდეგეს; ასეთი ადამიანები ან ათეისტები და ანტიქრისტიანები ხდებიან, ანდა იმის მტკიცებას იწყებენ, რომ ზნეობის ერთგულ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობა, რომ არასწორია ცოდვებისადმი ამგვარი მკაცრი დამოკიდებულება, დამახინჯებით განმარტავენ უფლის კაცთმოყვარებას და ა.შ.

დღეს ყოველგვარ სისაძაგლეს თავისი დამცველები ჰყავს, ვინც წარმატებით გაიარა „კომპლექსებისგან გათავისუფლების კურსები“; მათგან ხშირად გავიგონებთ: ადამიანმა რაც არ უნდა ნახოს და მოისმინოს, არაფერი დაუშავდება, არც რწმენას და ზნეობას დაკარგავს და ა.შ. ეს ყოველივე სრულიად საწინააღმდეგოა წმ. მამათა სწავლებისა, – სწორედაც ცოდვის მიმზიდველად ან ნეიტრალურად წარმომაჩინებელი წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით, გადაცემებით, ვიდეორგოლებით, ფორუმებით, თამაშებით ყალიბდება უზნეო და ღვთისმოძულე თაობა; როგორც ხორციელი საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული სხეულის სიჯანსაღე, ასევე სულიერი საკვების შემადგენლობა განსაზღვრავს სულის მდგომარეობას. ყველაზე საშიში ისაა, რომ სულისთვის საზიანო ინფორმაციის შედეგად დეგრადაციის პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ადამიანი ვერც ხვდება, როგორ იცვლება მისი შინაგანი სამყარო, მისი სულიერი მისწრაფებები და ფასეულობები. ასე რომ არ იყოს, გარყვნილების ინდუსტრია ტყუილად არ გადაყრიდა მილიონებს თავისი პროდუქციის რეკლამაზე და არც დღევანდელი ახალგაზრდობისა და მათი წინა თაობების შეხედულებები და მოთხოვნილებები იქნებოდა ასე მკვეთრად განსხვავებული. მეთორმეტე საუკუნეში წმ. პეტრე დამასკელი წერდა: „რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი“. მაშინ არ იყო ინტერნეტი და ტელევიზია, ადამიანთა მსოფლმხედველობა წიგნებიდან მიღებული ინფორმაციით ყალიბდებოდა, მაგრამ წმინდანის სიტყვები ყველანაირი ინფორმაციის ზემოქმედების მნიშვნელობაზე მიგვითითებს.

ცხადია, მშობელი ვერ შეძლებს ბავშვი სრულიად აარიდოს ამ სულის გამხრწნელ ნაკადებს, რადგან დღეს ინტერნეტი ყველგანაა: სახლის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში, მეზობელთან, სკოლაში, ინტერნეტ კაფეში... ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ბავშვს გასაგებად უნდა აუხსნან, რომ ეს გარყვნილება და უღმერთობა მისი სულისთვის დამღუპველია; და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი მშობლებში უნდა ხედავდეს ზნეობრივ მაგალითს. სასურველია, ბავშვი სწავლით და სპორტით იმდენად იყოს დაკავებული, რომ დრო აღარ რჩებოდეს მავნებელი გართობისთვის და უზნეო გარემოსთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით სასურველია, ხშირი ზიარება, საეკლესიო წიგნების კითხვა, ეკლესია-მონასტრების მოლოცვა, ეკლესიურ ცხოვრებაში და გარემოში მაქსიმალურად ჩართვა, რადგან ამ სიბილწის ნიაღვრის შეჩერება მხოლოდ სიწმინდეს ძალუძს. ბავშვი შეიძლება ცოდვებისკენ მიიდრიკოს, მაგრამ თუ მას სწორი მსოფლმხედველობა ექნება, დიდი იმედია, რომ ის დაუბრუნდება ეკლესიას, ქრისტიანული მცნებებით ცხოვრებას, მაგრამ თუ მის გონებაში გარყვნილებისა და ყალბი თავისუფლების იდეოლოგიამ დაიმკვიდრა, თუ ეკლესიის მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, მაშინ საქმე გაცილებით რთულადაა. ამ ყოველივეს კი ხელს უწყობს საინფორმაციო სივრცეში აგრესიული ანტიეკლესიური პროპაგანდა. ამიტომაა აუცილებელი მშობლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და მცდელობა, რომ ბავშვი გაცნობიერებულად იყოს ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში. უკვე მრავალი მაგალითი არსებობს, როცა ბავშვები იზრდებიან ეკლესიურ ოჯახებში, ლოცულობენ, მარხულობენ, ეზიარებიან... თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ 14-16 წლის მოზარდები ცივდებიან ეკლესიის მიმართ და ზოგჯერ მისდამი მტრულ განწყობილებას გამოხატავენ. რატომ? ნაწილობრივ ალბათ იმიტომ, რომ ეკლესიური ცხოვრების არსი არ ჰქონდათ ჯეროვნად გაცნობიერებული, დაბადებიდანვე ტელევიზორიდან გამუდმებით მომდინარე უზნეობის შემყურენი იყვნენ, ეკლესიაში უფრო მშობლების ხათრით დადიოდნენ, არავინ ამოწმებდა, რას სწავლობდნენ ეზოში და სკოლაში ამხანაგებისგან, შემდეგ ინტერნეტში ჩაძირულებმა ანტიზნეობრივი და ანტიეკლესიური პროპაგანდის მიზანმიმართული გავლენა განიცადეს, დაიჯერეს, რომ ზნეობის და ადამიანობის დრო წარსულს ჩაბარდა, რომ სასულიერო პირები გაუნათლებლები და ფუფუნებაზე დახარბებულები ყოფილან, არც ცოდვები ყოფილა ისეთი საშიში, როგორც ეკლესიაში ეუბნებოდნენ და ა.შ.

ინტერნეტის საცდურთა საყოველთაოობის მიუხედავად, მაინც ყველაფერი მშობლისა და ბავშვის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, – თუ იქნება ნება სწორად ცხოვრებისა, არც ინტერნეტი ჩაირთვება თავისით და არც უტიფარი სატელევიზიო გადაცემები; მაგრამ ზნეობის მოძულეები მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით არ კმაყოფილდებიან, დღეს საქმე ყველაზე საშიშ და მზაკვრულ ძალადობამდე მივიდა. უკვე კარგა ხანია განვითარებულ ქვეყნებში ე.წ. სექსუალური განათლების სახელით მიმდინარეობს მცირეწლოვანი ბავშვების ახლებურად აღზრდა, – მარკიზ დე სადის, ზიგმუნდ ფროიდის და ალფრედ კინსის იდეების შესაბამისად. ჩვენს განათლების სისტემაში არაქრისტიანული და არანორმალური ცხოვრების წესის სწავლებამ ჯერ კიდევ მთლად ვერ შემოაღწია, მაგრამ სხვა ქვეყნებში აქტიური ბრძოლაა გაჩაღებული. 2013 წლის 8 მაისს რუმინეთში ორმოცდაათამდე ქრისტიანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების სამინისტროს გაუგზავნა მიმართვა სკოლებში სექსუალური აღზრდის წინააღმდეგ. მიმართვაში ვკითხულობთ: „... ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი აღმზრდელობითი მოდელი პროპაგანდას უწევს უწესო სქესობრივ კავშირებს და ჰომოსექსუალიზმს, აქეზებს პორნოგრაფიას და აღვირახსნილობას... „ექსპერტები“ უხსნიან ბავშვებს, რომ აბორტი ყველასთვის დამხმარე საშუალებაა, რომელთან დაკავშირებით არავის არ უნდა ჩავაბაროთ ანგარიში...“. (წყარო: Culturavietii.ro). თუკი რუმინეთში ქრისტიანობის გავლენა ისევ მოქმედია და ძირითადად მორწმუნე ადამიანები იმაღლებენ ხმას, გერმანელი მშობლები, შეიძლება ითქვას, მცირეწლოვანი შვილების ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან. მეტი სიცხადისთვის, სჯობს დოკუმენტურად გავეცნოთ მათ გასაჭირს. გერმანიაში გადაღებული ვიდეო სიუჟეტი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო ამბავს გადმოგვცემს (წყარო: http:info.kopp-verig.de):

გერმანია. ქალაქი ჰამი (Hamm). ციხესთან პროტესტის გამოსახატავად შეკრებილან 8-9 წლის ბავშვები, მშობლებთან და სხვა მხარდამჭერებთან ერთად. იქვე მდგომი ჟურნალისტი სულის შემძვრელ ამბავს გვიყვება: მეოთხე კლასელმა გოგონამ (რვა ბავშვიანი ოჯახიდან) ვეღარ გაძლო და შეწყვიტა დასწრება სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე. მასწავლებლებმა ის ძალით შეათრიეს გაკვეთილზე, მაგრამ ბავშვი მაინც არ დამორჩილდა და ის სამასწავლებლოში დატოვეს; ბავშვის მშობლებს ჯარიმა დაეკისრათ. მათ ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადეს, რადგან თვლიან, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. სასამართლომ გოგონას მამას და ფეხმძიმე დედას პატიმრობა მიუსაჯა. მამა დააპატიმრეს; რას მოიმოქმედებენ დედის მიმართ, ჯერ არაა ცნობილი (მისი ფეხმძიმობიდან გამომდინარე). როგორც ჟურნალისტი ამბობს, ამავე გარემოებათა გამო უკვე მრავალი მშობელი მოხვდა ციხეში.

ერთ-ერთი მოპროტესტე ახალგაზრდა მამაკაცი: „მე ნიშანდობლივად მეჩვენება, რომ განაჩენი გამოაქვთ მამისთვის, რომელმაც შვილი დაიხსნა იმ გაკვეთილზე დასწრებისგან, რომელზეც პორნოგრაფიული მასალის გარჩევა ხდება; მეორე მხრივ, არსებობს კანონი, რომელიც ბავშვებს პორნოგრაფიისგან იცავს, ეს დასჯადია. ხოლო მამა, რომელმაც შვილი დაიცვა, ციხეში ხვდება. ეს გაუგებრობაა. მე მაინტერესებს, ვინ დგას ამის უკან, მაინტერესებს, რომელმა მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება...“.

მოპროტესტე ქალბატონი: „მე მსურს მშობლებს სოლიდარობა გამოვუცხადო. ბევრ ბავშვს ვესაუბრე და ვიცი, რომ ისინი ამისგან ძალიან იტანჯებიან, პირველ ყოვლისა დაბალი კლასის მოსწავლეები, – ამ სექსის პორნოგრაფიული გაკვეთილებისგან, – სექს-განათლების გაკვეთილებს სხვას ვერაფერს დაარქმევ. მე ვნახე სასწავლო მასალა, ეს პორნოგრაფიის გაკვეთილებია. ბავშვები იტანჯებიან, და ეს ყველაფერი იმდენად აღემატება მათ ძალებს, რომ ამის შესახებ ვერ ბედავენ სკოლაში საუბარს. მათ აიძულებენ. ერთმა ბავშვმა მითხრა: „ეს საშინელებაა, – (მის სახეზე ტანჯვა იკითხებოდა), – ეს შემზარავია, და ჩვენ ყველაფერი საზიზღრობა ზეპირად უნდა ვისწავლოთ...“. ბევრი ამის შესახებ სახლში თქმასაც ვერ ბედავს, და თუ მშობლები ყურადღებით არიან, ერთ მშვენიერ დღეს ამჩნევენ, რომ მათი ბავშვები შეიცვალნენ; ზოგჯერ შემთხვევით გამჟღავნდება ხოლმე, რაც სექსუალური განათლების გაკვეთილებზე ხდება... ეს უნდა დამთავრდეს, და ჩვენ გავაპროტესტებთ, ვიდრე არ დამთავრდება“.

გოგონას მამას (ახალგაზრდა კაცია) დაუმთავრდა პატიმრობის ვადა და ციხიდან გამოუშვეს, მას გახარებული შვილები შემოეხვივნენ. შემდეგ მიუახლოვდა ჟურნალისტი და ესაუბრება.

მამა: „უცნაური გრძნობა მაქვს, – იმის გამო გაპატიმრებენ, რაშიც დამნაშავე არ ხარ... გაპატიმრებენ იმიტომ, რომ შენმა ქალიშვილმა სექსუალური განათლების ორი გაკვეთილი გააცდინა, რადგან ვერ გაუძლო“.

ჟურნალისტი: „საიდან აქვს შენს ქალიშვილს ასეთი სულიერი სიმტკიცე, რომ გაკვეთილი მიატოვა?“

მამა: „ჩვენი ოჯახისთვის დიდი ხანია გასაგები გახდა, რომ სიტუაცია, რაც სკოლაში იყო, სასკოლო განათლების მთელ სისტემაში, სექსუალური აღზრდის მხრივ, – ცუდად დამთავრდებოდა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებოდით. ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩვენი გოგონა თავისი განცდების შესაბამისად მოიქცეოდა. ჩვენ ის განვამტკიცეთ მის განზრახვაში... “.

ჟურნალისტი: „... ეს მსხვერპლი გიღირდათ?“

მამა: „რა თქმა უნდა. უკვე ეს ინტერვიუ თქვენთან, და რომ მთელ ამ ისტორიას გამოაქვეყნებენ, ღირდა ამად. ეს ხალხამდე უნდა მივიდეს, უნდა გამოქვეყნდეს, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა ხდება საერთოდ. ამიტომ უეჭველია, ყველაფერი გამართლებულია“.

ჟურნალისტი: „რა უნდა შეიცვალოს – მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობა? რას ფიქრობთ?“

მამა: „როგორც წესი, მასწავლებლები აქ არაფერ შუაშია. ძირითადად სასკოლო განათლების სისტემაშია საქმე. ამ სისტემაში მიზანმიმართულად ინერგება სექსუალური განათლების პრინციპი, რაც ჩვენი შვილებისთვის უდიდესი საშიშროებაა“.

ჟურნალისტი: „თქვენ ახსენეთ ადრეული სექსუალური განათლება. რამდენად დიდია მისგან მომდინარე საშიშროება?“

მამა: „ამასთან დაკავშირებით მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება. ერთი მაგალითია ბორკენიდან (Borken), რვა ბავშვთან დაკავშირებით, რომლებსაც სექსუალური განათლების გაკვეთილზე გული წაუვიდათ, ექვსი მათგანი საავადმყოფოში წაიყვანეს. (შემდეგ შემზარავ ამბავს ყვება, – გამოვტოვე)... დღეს ბავშვები მობილური ტელეფონების და ინტერნეტისადმი უკონტროლო წვდომის საშუალებით ეჯახებიან მძიმე პორნოგრაფიას. მეორე მხრივ, სკოლებში ადრეული სექსუალიზაციით ბავშვებს პირდაპირ ანგრევენ შიგნიდან, ანგრევენ მათ ფსიქიკას, ბავშვებს აინვალიდებენ“.

ჟურნალისტი: „რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ?“

მამა: „ყველა შემთხვევაში ვურჩევ, არ დახუჭონ თვალები; ეს პრობლემა აქციეთ თქვენს პირად პრობლემად; იზრუნეთ იმაზე, რომ ეს ისტორია, ეს შემთხვევა და ყველაფერი, რაც ამ თემას უკავშირდება, ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის, რომ ეს გაიგონ ნაცნობებმა, ისინი მოუყვებიან თავის ნაცნობებს“.

ზემოთ აღწერილ ამბავში მშობლების შეშფოთების მოტივი მცირეწლოვანი ბავშვების პორნოგრაფიისგან დაცვაა; ერთი შეხედვით რაღა იქნება ამაზე უარესი, მაგრამ როგორც წმ. მამები გვასწავლიან, ცოდვა, თუ მას არ ებრძვიან, ერთ ადგილას არ ჩერდება. როდესაც ესა თუ ის მცდარი იდეოლოგია ადამიანს იპყრობს, შემდეგ ის ამ იდეოლოგიის მსახური და გამავრცელებელი ხდება. ასევეა ამ ახალი, გარყვნილების იდეოლოგიის შემთხვევაში. ადამიანების ნაწილმა დაიჯერა, რომ ყველა ზნეობრივი ნორმა კაცობრიობის გაუნათლებელი, ბნელი წარსულის გადმონაშთია და ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მათი სურვილები უკარნახებენ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, და არც იმას უნდა მიაქციონ ყურადღება, სხვებს მოსწონთ თუ არა მათი ცოდვების და ცოდვიანი აზრების აფიშირება; და მათი რწმენით, ესაა ნამდვილი თავისუფლება, პროგრესი და ადამიანთა მთავარი ღირებულება. ასეთი ცნობიერების ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამგვარი ცხოვრების წესი საყოველთაოდ დანერგონ, რითიც თავისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეიქმნიან; და ამისთვის არსებობს არაერთი საშუალება – განათლების სფერო, ხელოვნება, სპორტი, რეკლამა, მწერლობა, პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი... ჯერ დააკნინეს ქორწინებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება და დანერგეს ე.წ. თავისუფალი სექსის იდეოლოგია, შემდეგ გადავიდნენ მცირეწლოვანი ბავშვების სექსუალურ „განათლებაზე“, ვითომდა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით; დღეს უკვე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებს საბავშვო ბაღიდან უნერგავენ აზრს, რომ ერთსქესიანი ქორწინება ნორმალური მოვლენაა და როცა გაიზრდებიან, სქესი თვითონ უნდა აირჩიონ. ევროპაში იყო შემთხვევები, როცა პროტესტანტი მქადაგებლები დააპატიმრეს იმის გამო, რომ თავიანთ ქადაგებებში სოდომური ცხოვრების წესი დაგმეს.

გარყვნილების იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობის საწინააღმდეგოდ ნერგავს აზრს, რომ ადამიანი თავის სურვილებს უნდა დაემორჩილოს და არც მათი გამოხატვისა უნდა ერიდებოდეს, თუნდაც ეს სურვილები ყველაზე ბილწი იყოს, – მთავარია არ დაირღვეს კანონი; ასეთივე პრინციპი ინერგება ბავშვის აღზრდაში, – არაფერი უნდა დაუშალო, არაფერში შეეწინააღმდეგო. ეს დამოკიდებულება სრულიად საწინააღმდეგოა ქრისტიანული აღზრდის პრინციპისა. თუ საზოგადოების უმრავლესობა საღვთო კანონებს არაფრად მიიჩნევს, მაშინ ვინც საზოგადოებაში გავლენას მოიპოვებს, კანონებსაც ის მოარგებს თავის ცხოვრების წესს და რაც უფრო მისაღები გახდება ცოდვა, მით უფრო მიუღებელი იქნება ეკლესია და ქრისტიანული ზნეობა. „პროგრესული“ საზოგადოებისგან დაწუნებული ქრისტიანობა სწორედ ბილწ სურვილებთან ბრძოლას, მათ აღმოფხვრას და სულში სათნოებების დანერგვას გვისახავს ცხოვრების უმთავრეს მიზნად; ამისთვისაა ეკლესია, საიდუმლოები, ლოცვა, მარხვა... და უფლის ერთგული ქრისტიანების რწმენა და ზნეობაა ის მთავარი დაბრკოლება, რაც ეღობება გარყვნილების გავრცელებას. რატომ მივიდა დღევანდელი საზოგადოება ასეთ მორალურ დეგრადირებამდე? ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შესაძლოა წინა თაობების დაუდევრობაა აღზრდის მიმართ; როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „მთელი სამყაროს მოშლის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი საკუთარი შვილების მიმართ, ვზრუნავთ მათ შესაძინელზე, ხოლო მათ სულებს უგულებელვყოფთ, რაც ფრიად უგუნური საქმეა“.

ბოლოს, ამერიკელი პროფესორის, პატრიკ ფაგანის შეხედულებასაც გავეცნოთ. ის ოჯახისა და რელიგიის კვლევის ცენტრის დირექტორია და წერს ტრადიციული ოჯახისა და არატრადიციული, ერთსქესიანი ოჯახის კულტურების შესახებ. ერთსქესიანი ოჯახის კულტურას ის პოლიამურულ კულტურად მოიხსენიებს და ამბობს: „დაამყარა რა კონტროლი ბავშვების განათლებაზე, სქესობრივ აღზრდაზე და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, პოლიამურული კულტურა ამცირებს მშობლების როლს, ანადგურებს მათ ავტორიტეტს და ამით ხელს უშლის მათ ძალისხმევას, თავისი შვილები საკუთარი კულტურის ნაწილად აქციონ. შეიძლება ითქვას (და რატომაც არა?), რომ პოლიამურული კულტურის აგენტები „იტაცებენ“ ბავშვებს მონოგამური ოჯახებიდან, ისევე, როგორც ოსმალეთის იმპერიის პერიოდში თურქები ძალით ართმევდნენ ბიჭებს ქრისტიან მშობლებს, რომ შემდეგ ისინი ელიტარული ნაწილების მეომრებად – იანიჩარებად ექციათ“. მისივე თქმით, ტრადიციული ოჯახის დაშლაში პოლიამურულ კულტურას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გართობის ინდუსტრია, „რომელიც აშკარად მიზანმიმართულია მონოგამური ოჯახის კულტურის წინააღმდეგ“. (Patrick Fagan, Culture Clash: „Sexual Monogamy vs. Polyandry“).

ექვთიმე მესხიშვილი

http://www.martlmadidebloba.ge/cxovreba33.html

წმ. მამები ბავშვების აღზრდის შესახებ

მრავალ მშობელს შვილების გამო ბევრი რამის დათმენა იმიტომ უწევს, რომ არ სურთ გაროზგვა, სიტყვით გონს მოყვანა და დამწუხრება თავაშვებულად და უკანონოდ მცხოვრები ვაჟებისა; ამიტომაც ხშირად უწევთ ხილვა, თუ როგორ ცვივდებიან მათი შვილები დიდ უბედურებაში... ბოლო-ბოლო რითი განმართლდები? გეტყვის ღმერთი: განა არ მოგეცი ბავშვი, რომ თავიდანვე შენთან ეცხოვრა? მე დაგადგინე მის მასწავლებლად, მოძღვრად, მეურვედ და უფროსად – ნუთუ მთელი ძალაუფლება მასზე შენ არ გადმოგეცი? ნუთუ არ გიბრძანე, დაგემუშავებინა და მოგეწესრიგებინა ის, ასეთი ფაქიზი? რა გამართლება გექნება, თუკი უზრუნველად უყურებდი მის ხტუნვას? რას იტყვი? რომ ის თავაშვებული და დაუმორჩილებელია? მაგრამ შენ ამ ყველაფრისთვის თავიდანვე უნდა შეგეხედა – მოგეთოკა ის, როცა ყმაწვილი და აღვირისთვის მისაწვდომი იყო; გულმოდგინებით უნდა მიგეჩვია, მიგემართა ჯეროვანისკენ, მოგეთოკა მისი სულის აღტყინებები, როცა უფრო მიმღები იყო ზემოქმედებისა; სარეველა მაშინ უნდა ამოგეძირკვა, როცა ასაკი უფრო ფაქიზი იყო და უფრო იოლად შეიძლებოდა ამოძირკვა, – მაშინ ვეღარ გაძლიერდებოდნენ და ვეღარ გახდებოდნენ გამოუსწორებელნი ის ვნებები, რომლებიც უყურადღებოდ იქნენ დატოვებულნი.

...ის მამები, რომლებიც არ ზრუნავენ შვილების წესიერებისა და თავდაჭერილობისთვის, შვილთა მკვლელები არიან, და მკვლელებზე უფრო სასტიკები, რადგან აქ საქმე სულის დაღუპვას ეხება. როცა ხედავ, რომ ცხენი უფსკრულისკენ მიექანება, მის ბაგეებზე აღვირს ამოსდებ, ძალით შეაყენებ ყალყზე, ხშირად ურტყამ კიდეც, რაც დასჯაა, მაგრამ დასჯა ხომ გადარჩენის დედაა, – ზუსტად ასევე მოექეცი შენს შვილებს, თუკი სცოდავენ...

ამრიგად, დავამკვიდროთ და განვავითაროთ ყრმაში იმგვარი აზროვნება, რომ ესმოდეს კაცობრივი საქმეები: რას ნიშნავს სიმდიდრე, დიდება, ძალაუფლება, და რომ შეეძლოს მათი უგულებელყოფა და ისწრაფოდეს უმაღლესისკენ. ...დაე მიეჩვიოს, არაფრად თვლიდეს ფულს, ადამიანურ დიდებას, ძალაუფლებას, სიკვდილს და ამ წარმავალ ცხოვრებას – მაშინ იქნება გონიერი. დაე დედამაც ისწავლოს, რომ თავისი ქალიშვილი ამ წესით აღზარდოს, განარიდოს ფუფუნებას, მორთულობას და ყველაფერს, რაც მეძავებისთვისაა დამახასიათებელი...

ბავშვების გარყვნის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ მშობლების უგუნური მიჯაჭვულობა ამ ცხოვრებისადმი. როცა მათ მთელი ყურადღება მხოლოდ ამისკენ აქვთ მიპყრობილი და მასზე უმაღლესად არაფერს მიიჩნევენ, ვეღარ ახერხებენ ბავშვის სულზე ზრუნვას. ასეთ მშობლებზე ვიტყოდი, რომ ისინი შვილის მკვლელებზე უარესნი არიან, – ისინი (მკვლელები) სულსა და სხეულს ერთმანეთისგან განაშორებენ, ესენი კი ერთსაც და მეორესაც გეენიის ცეცხლში აგდებენ.

...მთელი სამყაროს მოშლის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი საკუთარი შვილების მიმართ, ვზრუნავთ მათ შესაძინელზე, ხოლო მათ სულებს უგულებელვყოფთ, რაც ფრიად უგუნური საქმეა.

...სიცოცხლეშიც და სიკვდილის წინაც ვუმეოროთ და ვარწმუნებდეთ ჩვენს შვილებს, რომ დიდი სიმდიდრე, უცდომელი სამკვიდრებელი და უდარდელი საგანძური არის შიში ღვთისა. (წმ. იოანე ოქროპირი)



თუკი მშობლები შვილების მიმართ საჭირო მზრუნველობას არ იჩენენ, არ არიგებენ, არ ასწავლიან კეთილ წესებს, – შვილების სულების გამო მშობლებს პასუხი მოეთხოვებათ. (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)



ზოგიერთი მშობელი ისე ნაზად და რბილად ზრდის თავის შვილებს, რომ არ სურს დანაშაულის გამო მათი დასჯა და ნებას აძლევს უშიშრად და თავნებობით იცხოვრონ; სხვები უზომო მრისხანებით ზრდიან და კი არ სჯიან, არამედ საკუთარ მრისხანებასა და მძვინვარებას ანთხევენ მათზე. ერთნიცა და მეორენიც სცოდავენ. ზედმეტობა ყოველთვის მანკიერებაა; უგუნური სიმკაცრეცა და შემწყნარებლობაც ყველაფერში დაგმობილია. ერთს მოდუნებისკენ, თვითნებობისკენ, გახრწნილებისკენ და აშკარა დაღუპვისკენ მიჰყავს ყმაწვილები... მეორე – ნაღვლიანობას, გაღიზიანებასა და მოწყენილობას წარმოშობს მათში. ყველაფერში ზომიერება და საშუალო გზაა შექებული. ამიტომ ღვთისმოსავი მშობლები საშუალო (სამეუფო) გზას უნდა დაადგნენ.

1. როგორც კი ბავშვები სწავლების გაგებას შეძლებენ, მაშინვე უნდა ვასვათ კეთილმსახურების რძე და გავაგებინოთ... ვინ არის ღმერთი, რომელიც გვწამს და ვიხსენიებთ მის სახელს, ვაღიარებთ და ვევედრებით; ვინ არის ქრისტე, როგორ უნდა ვცეთ მას თაყვანი; რისთვის ვიბადებით ამქვეყნად, რისთვის ვინათლებით და რას მოველით სიკვდილის შემდეგ; (უნდა ვასწავლოთ:) ამჟამინდელი ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გზა, რომლითაც მარადისობისკენ მივდივართ, კეთილნი – სასიკეთო მარადისობისკენ, ბოროტნი – არასასიკეთო მარადისობისკენ. ქვეყანაზე ვიბადებით არა პატივისა და დიდებისთვის, სიმდიდრისთვის, ტკბილი საჭმელებისთვის, ლამაზი სამოსისთვის, მდიდრული სახლებისთვის და ა.შ., რადგან ამ ყველაფერს სიკვდილის შემდეგ ვტოვებთ; არამედ იმისთვის ვიბადებით, რომ კეთილად, ღვთის სათნოდ ვიცხოვროთ და სიკვდილის შემდეგ მასთან მივიდეთ და მის მიერ მარადიულ ნეტარებაში ვიმყოფებოდეთ. ამ ცხოვრებისთვის რომ ვიბადებოდეთ, მაშინ მარადიულად აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვიბადებით სხვა ცხოვრებისათვის და ამ ცხოვრების გზაზე იმისთვის ვდგებით, რომ იმ ცხოვრებასთან მივიდეთ... ეს ყველაფერი თავიდანვე უნდა შევთავაზოთ ყმაწვილებს, რომ ზრდასთან ერთად ღვთის შემეცნებამდე და ქრისტიანული მოვალეობისა და სასოების შეცნობამდე მივიდნენ. როცა ჩვილი გული ასე დაიწყებს აღზრდას, მასში კეთილ სასოებას უნდა ველოდოთ. როგორც ბოროტება, ასევე სიკეთე ყმაწვილის გულში ძლიერად იდგამს ფესვს; რასაც ბავშვობაში ვსწავლობთ, ზრდასრულ ასაკშიც იგივე გვიპყრია, – ახალგაზრდა ხე საითკენაც გადაიხრება, ისევე დარჩება ბოლომდე... მრავალნი შვილებს უცხო ენებსა და ხელოვნებას ასწავლიან, მაგრამ კეთილმსახურების სწავლებისთვის არ ზრუნავენ, საიდანაც ჩანს, რომ თვითონაც არ უწყიან რა არის კეთილმსახურება, თუმცა ქრისტიანებად იწოდებიან. საზოგადოებისა და კომერციის გამო სასარგებლოა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ საჭირო და აუცილებელია სარწმუნოების შესწავლა, და „აქ ერთისაჲ არს სახმარ“ (ლუკ. 10,42)...

2. ვინაიდან წმიდა წერილის მიხედვით „დასაბამი სიბრძნისაჲ – შიში უფლისაჲ“ (ფსალმ. 110,10), დასაწყისში ყმაწვილ გულებში ღვთის შიში უნდა დავნერგოთ... ამისთვის საჭიროა ხშირად შევახსენოთ ყმაწვილებს, რომ ღმერთი ყველგანაა, ყველა ადამიანთანაა, ხედავს, რასაც ადამიანი აკეთებს და ფიქრობს; ესმის, რასაც ადამიანი ამბობს... როგორც მართლებსა და კეთილ ადამიანებს მიაგებს მათი სიკეთისათვის, ასევე შეუძლია ცოდვის ჩამდენებისა და ბოროტმოქმედების დასჯა, რასაც ისტორიაშიც ვკითხულობთ და ახლაც ასევე ხდება. ეს ბავშვებს თავიდანვე უნდა ჩავუნერგოთ, რომ ცოდვის ჩადენას მოერიდონ როგორც ცხადად, ასევე ფარულად...

3. მშობლებმა უწესო ბავშვები უნდა დასაჯონ. ამას ღვთის სიტყვა უბრძანებს მათ: „ნუ განაყენებ ჩჩვილთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა (ჯოხით), არა მოკუდეს. შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იხსნე სიკუდილისაგან“ (იგავ. 23, 13-14). ვხედავთ, რომ თვით უფალს უყვარს თავისი შვილები და სიყვარულით სჯის მათ: „რამეთუ რომელი უყვარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის (ებრ. 12,6). ხორციელმა მშობლებმა ღმერთს უნდა მისდიონ და შვილები სიყვარულით უნდა დასაჯონ. ბრმაა ის მშობლიური სიყვარული, რომელიც უწესო შვილებს დაუსჯელად ტოვებს; ჭეშმარიტი და ბრძნული ის სიყვარულია, რომელიც დროულად ამდაბლებს მათ სასჯელით. „რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თვისსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ“ (იგავ. 13,24).

4. დასჯისას არაა საჭირო უზომო სიმკაცრე, როგორც მოციქული გვასწავლის: „მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ“ (ებრ. 3,21); როგორც ზემოთ ითქვა, საშუალო გზის მიხედვით უნდა მოვიქცეთ.

5. კეთილი საქმეების სახედ ჩვენი თავი უნდა წარვუდგინოთ. სიყმაწვილეცა და ნებისმიერი ასაკი სათნოებაში კეთილი ცხოვრებით უფრო უკეთ განისწავლება, ვიდრე სიტყვით; ყმაწვილები განსაკუთრებით თავისი მშობლების ცხოვრებას ბაძავენ; რასაც მასში ხედავენ, თვითონაც იმას აკეთებენ, კეთილსაც და ბოროტსაც. ამის გამო მშობლები საცდურსაც უნდა ერიდონ და როცა შვილებისთვის სათნოების სწავლება სურთ, სათნო ცხოვრების მაგალითი უნდა უჩვენონ. სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევენ...

6. შვილების სიყვარული თვით მშობლების ბუნებაშია, პირუტყვებსაც უყვართ თავისი ნაშიერი. ამიტომ ამის შეხსენება არცაა საჭირო, მთავარია უგუნური სიყვარული არ იყოს, როგორც ზემოთ ითქვა.

7. მშობლები ღმერთს უნდა ევედრონ თავისი შვილებისთვის, რომ მან თვითონ ასწავლოს თავისი შიში და განაბრძნოს საცხონებლად.

8. რა მავნებელია მშობლებისთვისაც და მათი შვილებისთვისაც უზრუნველობა სწორი აღზრდისა და შვილების დასჯის საქმეში, ზემოთქმულიდანაც ყველა დაინახავს და (ბიბლიური) ისტორიაც მოწმობს ისრაელის მღვდელ ელის შესახებ, – ისიც და მისი შვილებიც ღმერთმა დასაჯა იმის გამო, რომ ელიმ სწორად ვერ აღზარდა ისინი და არ სჯიდა თავის ვაჟებს უსჯულოების გამო. (წმ. ტიხონ ზადონელი)



პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა, რომელთა მიიღებს მცირეწლოვანი ყრმა სახლსა შინა მამისა თვისისასა, პირველთა მაგალითთა, რომელთა იგი ხედავს გარემოს თვისსა, აქვსთ უდიდესი მნიშვნელობა მრთელსა მისსა სიცოცხლესა შინა. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა ყრმისა, მისი ყოფაქცევა, მისი ხასიათი და ერთის მხრივ თითქმის სულის ცხოვნებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს და რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე.

... უმთავრესი საქმე შვილის გამოზრდაში არის ის, ძმაო, რომ შენს ბავშვს გული გაუკეთო, ხასიათი გაუსწორო. თუ კეთილი შინაგანი ხასიათი გაუჩნდება შენს შვილს, მაშინ გარეგანი ზრდილობა თავის თავათ მოუვა. როდესაც წმიდა მოციქული პავლე შეაგონებს მამათა: „განზარდენით შვილნი თქვენნი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა“, ამით იმას კი არ გეტყვის იგი, რომ შენს შვილს მხოლოდ დარბაისლობა და თავაზიანობა ასწავლო, არამედ გასწავლის, რათა მის გულში დანერგო ქრისტიანული შინაგანი სახიერება.

... პირველი და უწინარესი ყოველთა ცოდვა, რომელიც გაჩნდება მცირეწლოვანის გულში, არის სიცრუე, მოტყუება, მზაკვარება. თუ არ ეცადე და არ აღმოფხვერი მისი გულიდან ეს ცოდვა, იგი გარდაექცევა მას ჩვეულებად და შეიქმნება წყაროდ ყოველთა მისთა მომავალთა ცოდვათა.

მეორედ, ეცადე და ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შენი შვილი მიეჩვიოს ყოველ საქმეში ბეჯითობასა, ესე იგი, ყოველი თვისი საქმე აღასრულოს ხალისით და კეთილ-სინიდისით ბოლომდის მიიყვანოს.

... დასასრულ, ისიც უნდა დაუმატოთ, ძმანო ჩემნო, რომელ შვილები მცირეწლოვანნი ისე სიტყვიერის დარიგებით ვერა რას ისწავლიან, როგორც მაგალითით. ამისთვის თუ მშობელნი არ აძლევენ მათ კეთილსა სახესა, ძნელად შეიძლება, რომ იგინი კარგნი გამოვიდენ. ეს უმეტესად უნდა ახსოვდესთ ყოველთა მშობელთა. ამინ. (წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე)



შვილების შეგონება მშობლების ვალია, – ასე რომ, თქვენიც. რისი უნდა გეშინოდეს? სიყვარულით ნათქვამი სიტყვა არასოდეს გააღიზიანებს (შვილს). მხოლოდ მბრძანებლური (სიტყვა) ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. საჭიროა დღედაღამ ლოცვა, რომ უფალმა აკურთხოს შვილები და საშიშროებებს გადაურჩნენ. ღმერთი მოწყალეა! მას მრავალი საშუალება აქვს (თქვენ აზრადაც რომ არ მოგივათ), აარიდოს საშიშროება. ღმერთი ყველაფერს განაგებს. ის ბრძენი, ყოვლადმოწყალე და ყოვლადძლიერი მმართველია, და ჩვენ მის სამეფოს ვეკუთვნით. რატომ უნდა ნაღვლობდეთ? ის თავისიანებს არ დააჩაგვრინებს. ერთი რამისთვის უნდა ვიზრუნოთ, რომ ღმერთი არ შეურაცხვყოთ და არ ამოგვშალოს თავისიანების რიცხვიდან. (წმ. თეოფანე დაყუდებული)



ეს სიმართლეა, რომ აწინდელი აღზრდა თავნებობისკენ განაწყობს. მე ხშირად მაკვირვებს, როგორ მედიდურად და დამოუკიდებლად იქცევიან მცირეწლოვანი ბავშვები მშობლების თანდასწრებით, და მშობლები თითქოს ვერც ბედავენ მათ შეხებას. (წმ. მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი)



მშობლებო და აღმზრდელებო! მთელი მზრუნველობით წინ აღუდეგით ბავშვების კაპრიზებს თქვენს მიმართ; თუ არა, ისინი მალე დაივიწყებენ თქვენს სიყვარულს, გულს სიძულვილით აივსებენ, მალე დაკარგავენ წმინდა, უზაკველ, მხურვალე სიყვარულს, ხოლო ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ მწარედ გისაყვედურებენ იმის გამო, რომ სიყმაწვილეში ზედმეტად ანებივრებდით მათ, აქეზებდით მათი გულის ახირებას. კაპრიზი – გულის გაფუჭების ჩანასახია, გულის ჟანგია, სიყვარულის ჩრჩილია, ბოროტების თესლია, საძაგელია უფლისთვის. სწავლებისას ძალიან საზიანოა მხოლოდ გონების განვითარება და გულის უყურადღებოდ დატოვება, – ყველაზე მეტად გულს უნდა მივაქციოთ ყურადღება... საზოგადოება სწორედ ქრისტიანული აღზრდის უკმარისობის გამო გაიხრწნა. დროა ქრისტიანებმა გაიგონ რა სურს უფალს ჩვენგან, – მას წმინდა გული სურს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა“ (მათე 5,8). (წმ. იოანე კრონშტადტელი)



აწინდელ დროში ძნელია დაიცვა სიყმაწვილე თვითრჯულობისგან (ე.წ. თავისუფალი აზროვნებისგან), რომელიც მთელ დედამიწაზე დაღვრილა და ურწმუნოებით დაბნელებულ ადამიანთა გონებას მღვრიე წყლებში ძირავს. მაგრამ თქვენ ღვთის შეწევნით მათ (ბავშვების) გულებზე მართლმადიდებლური აღმსარებლობის თესლი დათესეთ, დაარწყულეთ ისინი ღვთის შიშით, რომელსაც უფლის მცნებების აღსრულების საშუალებით მიჰყავს სიყვარულისკენ. კეთილმსახურების თესლი მათი გულების ჩვილ ნიადაგზე რომ დაეცემა, შესაძლოა დროთა განმავლობაში სიწმინდის ნაყოფი გამოიღოს, მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმტკიცით. ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ მათ ჭეშმარიტების საწინააღმდეგო წიგნები იკითხონ; ყმაწვილი გონება მიდრეკილია ყოველგვარი შთაბეჭდილების მისაღებად. მთავარია – ევედრეთ უფალს, დაიცვას შვილები მტრის ისრებისა და საცდურებისგან, და ღვთისმშობლის საფარველს მიაბარეთ. (წმ. მაკარი ოპტინელი)



იზრუნეთ იმისთვის, რომ შვილები ღვთის შიშში აღზარდოთ, შეაგონოთ მართლმადიდებლური სწავლება და კეთილგანმზრახველი მოძღვრებებით შემოზღუდოთ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხო ცნებებისგან... საუკუნეებით დამტკიცებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯვრის ნიშანს დიდი ძალა აქვს ადამიანის ნებისმიერი მოქმედებისას, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ, რომ ბავშვებმა შეითვისონ პირჯვრის ხშირად გამოსახვის ჩვეულება, განსაკუთრებით – საჭმელ-სასმელის მიღების წინ, ძილად მისვლისას და ლოგინიდან ადგომისას, გამგზავრებისას, სადმე შესვლისას და გამოსვლისას, და რომ ბავშვებმა პირჯვარი გამოისახონ არა დაუდევრად ან მოდურად, არამედ ზუსტად, შუბლიდან მკერდამდე და ორივე მხარზე, ისე რომ ჯვარი სწორად გამოისახოს. (წმ. ამბროსი ოპტინელი)


http://www.martlmadidebloba.ge/cxovreba33.html

«Религии за мир» и против Православия (ФОТО)

В Вене завершилась IX Ассамблея Всемирной конференции «Религии за мир». Тема Ассамблеи заявлена как: «Приветствуя другого: человеческое достоинство, гражданство и общее благополучие». В ней приняли участие более 600 представителей Православия: Патриарх Варфоломей, митр. Эммануил Галльский, архиеп. Анастасий Тиранский и др., а также различных лжевер: бахаистов, буддистов, язычников, иудаистов, магометан, зороастрийцев и т.п.

Экуменическая пацифистская организация «Религии за мир», базирующаяся в Нью-Йорке, объединяет представителей различных религий и ведет свое начало с 1970 г. В настоящий момент ее возглавляет иорданский принц Хассан бин Талал, его заместителем («модератором») является о. Леонид Кишковский (Американская автокефальная церковь). В число «президентов» конференции «Религии за мир» входят также митр. Эммануил (Адамакис), митр. Иларион (Алфеев), раввин Давид Розен, языческая «священница» Беатрис Шультхесс, кардинал Анджело Скола и т.п. Одним из почетных президентов является архиеп. Анастасий Тиранский.

Митр. Иларион направил приветствие участникам Ассамблеи «Религии за мир», в котором отметил , что Всемирная конференция «Религии за мир» за годы своей деятельности стала авторитетной дискуссионной площадкой, объединяющей религиозных лидеров из многих стран.


В своем выступлении Патриарх Варфоломей I, в частности, заявил:

Конечная цель этой Ассамблеи — создание новой парадигмы обнимающей собой сущность мира и единство, которое есть во всем человечестве. Как прекрасен будет тот день, когда мы все ощутим это (плотское.- Ред.) братство, когда каждый будет свободно чтить Бога по-своему.

Патриарх Варфоломей подчеркнул, что для достижения этого своеобразного «райского» состояния религиозного индифферентизма необходимо бороться с Православием, или, как он выразился: с фанатизмом в отношении религиозных и политических убеждений.

Варфоломей I также сослался на Миланский эдикт, перевернув его наизнаку. Теперь Патриарх Варфоломей чает свободы поклоняться Богу, как кому угодно.







Легализация педофилии в США.

Американская психиатрическая ассоциация в Диагностическом и статистическом описаниях умственных расстройств (DSM 5) признала педофилию разновидностью сексуальной ориентации.

Психологи из ведущих университетов США, как следует поразмыслив, пришли к вполне толерантному выводу: общество несправедливо «демонизирует» педофилов, понятие «грех» не должно применяться к «личности, которую привлекают несовершеннолетние», желание взрослых заняться сексом с детьми является «нормальным».

Профессор Института специальных исследований сексуальности человека Милтон Даймонд назвал детскую порнографию «благом» для общества, так как «потенциальные насильники используют детскую порнографию как замену для секса с детьми».

Наконец-то педофилы перестанут страдать от того, что их «демонизируют». Ориентация у них такая, что ж с этим поделаешь? Ученые американские психиатры это официально признали. Против науки не попрешь. Чем педофилы хуже гомосексуалистов, лесбиянок, трансгендеров, бисексуалов и копрофагов? Это понимать надо, причем, не только в Соединенных Штатах.

Алексей Венедиктов, главный редактор «Эха Москвы» как-то похвастался половым сожительством с ученицами в школе, где он историю преподавал:
«Какие там у меня грехи? Банальный московский мальчик, школа, институт, потом работа в школе. Просто нет места преступлениям… Ну секс с ученицами…
Корреспондент: Секс с ученицами?! Скукотища какая... Ну ладно, расскажи, что ли.
Венедиктов А.: А что тут такого? Со старшеклассницами – это в школе обычная история… сил сопротивляться нет: двадцать два года, гормоны».

Гормоны виноваты, а вовсе не Венедиктов. Что же, прикажете ему, как какому-нибудь Шендеровичу бездушным матрасом тоскливо удовлетворятся, когда кругом школьницы бродят? Не такое у Алексея Алексеевича воспитание. Ему либеральные ценности суждено в отсталые массы нести.

А отсталые и консервативные люди, не понимающие всей прелести эпохи торжествующих извращенцев, не только в России встречаются.

Вот, во Франции за них,как следует взялись. Тамошние власти объявили, что намерены расформировать религиозные сообщества «члены которых демонстрируют признаки фанатизма», в частности, католиков-традиционалистов.

Президент Франсуа Олланд объявил о создании специального агентства, призванного следить за соблюдением принципа отделения Церкви от государства во Франции.

«Признаки фанатизма» заключаются в том, что католики в упор не признают однополые «браки». Да еще они во время своего марша силой прогнали провокаторш «фемен».

Как же президенту Олланду не бороться с такими отсталыми личностями?
Ведь у них там настала эпоха толерантности…

Читайте нас в Фейсбуке, ВКонтакте и в Твиттере

Максим Купинов

http://3rm.info/41618-legalizaciya-pedofilii-v-ssha.html

"მამაკაცი იმისთვის არის დაბადებული რომ ქალი ხიბლავდეს" – "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე (ექსკლუზივი)

  30-11-2013
"ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი ყოფაც არ ვატირე?!"

"ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ..."

"ბევრი ცნობილი შემოქმედი იყო განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ თავისთვის იყვნენ."

"არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ქალს და კაცს შორის სიყვარული აღარ არსებობს და მაინც ერთად არიან, ხალხი რას იტყვისო."

"შიმშილი ანადგურებს ადამიანს, სისხლი იცვლება"

”რეზო თაბუკაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო და არაჩვეულებრივი პიესა ჰქონდა - ”რას იტყვის ხალხი”... ეს პიესა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწერა და მართლაც ასეა, რომ უმეტესად ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?! ჯერ თავად უნდა გრძნობდე ადამიანი კარგად თავს... ამბობს ცნობილი რეჟისორი - გუგული მგელაძე...

გუგული მგელაძე:

- ადამიანი როგორც უყურებ ამ ცხოვრებას, ისეთივეა ცხოვრებაც. მე ჩემი ფილმების ყურება მიყვარს, რადგან საოცარი წლები და ახალგაზრდობა მაგონდება. ყველა გრძნობა და მათ შორის - შური ადამიანს დაბადებიდან აქვს, მაგრამ, რასაც გაუღვივებს საზოგადოება, ადამიანიც ისეთად ყალიბდება. ცოტა შური ალბათ მეც მაქვს, ადამიანი სხვანაირად არ შეიძლება იყოს... უკვე ბევრი წლები ვიცხოვრე და ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. კაცის დამოკიდებულება შეიცვალა ქალის მიმართ. ადრე თითქოს უკეთესი იყო, ან შეიძლება ვცდები და ახლა არის უკეთესი. არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ქალს და კაცს შორის სიყვარული აღარ არსებობს და მაინც ერთად არიან, ხალხი რას იტყვისო. ჯობია მთელი ცხოვრება მარტო იყოს ადამიანი და ბუნებრივად სიყვარული თუ არ ეწვევა, არც დაოჯახდეს. რეზო თაბუკაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო და არაჩვეულებრივი პიესა ჰქონდა - ”რას იტყვის ხალხი”... ეს პიესა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწერა და მართლაც ასეა, რომ უმეტესად ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?! ჯერ თავად უნდა გრძნობდე ადამიანი კარგად თავს.

- ცხოვრებაში ალბათ ბევრი სირთულეც შეგხვდათ...

- 18 წლის ვიყავი, მეორე მსოფლიო იმი რომ დაიწყო. ენით აუწერელი გაჭირვება იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი ძალიან თბილად იყო ერთმანეთის მიმართ. თუმცა ომი და გაჭირვება საშინელებაა. ჩვენს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, რომელიც ლენინგრადიდან იყო. მან ერთხელ თქვა, ხანდახან თავი მინდა მოვიკლა, რომ მომაგონდება, ლენინგრადში რომ გაჭირვების წლები იყო და ჩემს შვილს ვუყურებდიო... ძალიან მიჭირს ამის გამეორება, მაგრამ შვილს შესაჭმელად ვუყურებდიო, ამბობდა. ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ლენინგრადში ისეთი შიმშილი იყო, თაგვები და ვირთხები გაწყდნენ. შიმშილი ანადგურებს ადამიანს, სისხლი იცვლება, ის ადამიანი აღარც არის.

- პირად საუბარში ამბობდით, 80 წლის ვარ და ამ ასაკშიც კი მენატრება შეყვარებული ვიყო, ქალთან ურთიერთობას არაფერი ჯობია და რატომ ამჯობინებენ მამაკაცები განსხვავებულ ორიენტაციასო...

- რა თქმა უნდა, მამაკაცი იმისთვის არის დაბადებული რომ ქალი ხიბლავდეს. თუმცა თუ დაიბადა არასრულფასოვანი და ავადმყოფი, ასეთი უნდა გვეცოდებოდეს. ზოგიერთები რომ გარყვნილების პროპაგანდით მოდიან, ეს უნდა აიკრძალოს! ერთი საზიზღრობა არ შეიძლება. ეს ადრეც იყო და ბევრი ცნობილი შემოქმედი იყო განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ თავისთვის იყვნენ. ერთ ხელოვანს უთხრეს, ნუ ხარ ეგეთი, თორემ გადაგასახლებენო, (კომუნისტების დროს ციხე იყო განსხვავებული ორიენტაციისათვის) მან მიუგო, იქაც იგივეს გავაგრძელებ და ისევ გადმომასახლებენო... ნაკლი რომ გაქვს, უნდა დამალო და არავინ შეაწუხო შენით. ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ...

- არ გსურთ დღევანდელობაზე ფილმი გადაიღოთ?

- მე ახლაც შემიძლია, კარგი ფილმი გადავიღო, მაგრამ შვილი და შვილიშვილი რეჟისორები არიან და სამმა კაცმა რომ გაშვერილი ხელით ვიაროთ, სირცხვილია.... ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემი ფილმები დღესაც გადის. ანუ დროს გაუძლო. ”ბურთი და მოედანი” 50 წლის წინ გადავიღე, ნახევარი საუკუნის ფილმია და დღესაც ხშირად გადის. ბევრს უთქვამს, რომ ჩემი ფილმებიდან ”ფესვები” განსაკუთრებულად მოსწონს. ერთი ცნობილი პიროვნება და ვითომ პატრიოტი კი ამბობდა, ”ფესვების” ყურებისას ცრემლები წამომივიდა კი არა, არანაირი რეაქცია არ მქონდაო. გივი სიხარულიძემ თქვა, (ცოტას წავიტრაბახებ) თუ გინდა ეროვნება ჩაუწერო ქართველს, ”ფესვები” უნდა აყურებინოო... თუ იტირებს, ქართველი უნდა ჩაუწერო, თუ არა - არაქართველიო. ზოგიერთებს კი ისიც უთქვამთ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ ისევ სამშობლოში დავბრუნდიო. ერთმა კაცმა დამირეკა, ცოლი გადმოვასვენე უცხოეთიდან, ფილმის ნახვის შემდეგო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)





კითხვის დასასრულს მე ცრემლები მომადგა ........

ქართველი ვყოფილვარ.(ვიცოდი).


რაც უფრო მეტად განმტკიცდებით ღვთის ხსოვნაში

ან გონებით გულში ღვთის წინაშე დგომაში, მით უფრო დაგიწყნარდებათ აზრები და ნაკლებს იხეტიალებთ. შინაგანი მოწესრიგება და ლოცვაში წარმატება ერთდროულად ხდება.
  გაიხსენეთ, წერილებში სულ თავიდანვე იყო საუბარი სულის შესახებ. გახსოვთ, როგორ ხდება მისი აღდგენა თავის უფლებებში. როცა ის აღდგება, მაშინ დაიწყება სულისა და სხეულის სასიცოცხლო გარდაქმნა და გარეგანი ურთიერთობების გამოსწორება, ხოლო თქვენგან ახალი ადამიანი ჩამოყალიბდება.



წმ. თეოფანე დაყუდებული



თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით,

სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელობას სნეულება შეცვლის, სიმდიდრეს სიღატაკე, როცა დიდებას პატივი აეყრება, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ამსოფლიურ, ხრწნად სულზე და ვძლიოთ სასოწარკვეთილებას. თუ არა უძლეველი რწმენით, რომელიც გვასწავლის ქრისტეს სასუფევლის უცილობელ ჭეშმარიტებას.



წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)




"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!..

- ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები, უმეტეს შემთხვევაში, შხამიანები და მომაკვდინებლები არ არიან, მაგრამ განა მოისურვებდი, მათით სავსე სივრცეში ცხოვრებას, სადაც ისინი განუწყვეტლივ თვალებში გეჩხირებიან, ყურებში გიბზუიან, გიფორიაქებენ გონებას და გაყენებენ ასეულობით არამომაკვდინებელ ჭრილობას?



სხვა მოძღვარი




შური იგონებს ცილისწამებასა; შური სთესავს სიძულილსა

ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა; შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგდოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლად უსაშინელესი და გულის მომაკვდინებელი მოქმედება შურისა ჩვენს შორის ის არის, რომელ იგი არა ზოგავს უმახლობელესთა ნათესავთა. მან დაარღვია ბედნიერება მრავალთა ოჯახთა, განაშორა ძმა ძმისაგან, მამა შვილს შეაძულა; დაარღვია ყოველნი საღმრთონი კავშირნი.



წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)






რაც ღვთის საიდუმლოებების წვდომას ეხება,

ნუ გიწრიალებს შიგნით კითხვა: ეგ რანაირად იქნებაო? შენ არ იცი, და არც უნდა იცოდე, თუკი ღმერთი რამეს საიდუმლოდ აკეთებს. ღვთის საუდუმლოება იდუმალი უნდა დარჩეს შენთვის იმიტომ, რომ შენ არა ხარ ღმერთი, ვერ გაიგებ იმ ყველაფერს, რაც უსასრულოდ ყოვლადბრძენს, ყოვლადძლიერს მოეხსენება. შენ ნაყოფი ხარ მისი ხელოვნებისა, მისი უბრალო ქმნილება ხარ. გახსოვდეს, ერთ დროს არაფერი არ იყო და მერე ყველაფერი რაც ახლაა, არაფრიდან, სიტყვამ - ღმერთმა შექმნა. (იოან.1,3.)



წმ. იოანე კრონშტადტელი




კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა,

ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა. ქრისტიანული ცხოვრება ამ ქვეყანაზე არის ერთი მხოლოდ დაუსრულებელი ბრძოლა და ჭიდაობა. ამ ბრძოლასა შინა გამარჯვებული იქნება მხოლოდ ის, რომელსა აქვს მტკიცე ხასიათი. ხოლო სუსტნი და დაუდგრომელნი ხასიათითა იქნებიან ძლეულნი და დამარცხებულნი.




წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)




მოთმინება.

...რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხოვნდეს , მოთმინების შესახებ გვესუაბრება წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა .

пятница, 29 ноября 2013 г.

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე.

  წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე (I)

16 (29) ნოემბერი


წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

- „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!“ (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (იქვე, 12-13).

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), სირია, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. აქ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა, თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა, მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, აქ უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თან კი დასძინა:

- კვერთხი ესე ჩემი საღმრთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე; მის ძირას აღმოცენაბულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ, და ყველა, ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს, დაივიწყებს მხეცის ზნეს და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევა!

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი:

- ვინ გამოგგზავნა აქ მაგ კვერთხით?! რატომ გინდა წარგვწყმიდო ჩვენ?!

წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა შეიტყო მათეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება. წმიდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები: კარებთან აღმართა ქრისტესაგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფთ თვალწინ, დიდ ხედ გადაიქცა, ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი, დიდი და ტკბილი ნაყოფებით დახუნძლულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და დიდად განკვირვებულნი იყვნენ. სასწაულებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა - ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფთ და სვამდნენ ანკარა წყალს. წმიდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველამ ირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, და წმიდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა, სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ, ყველა კაციჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირისახე გამშვენიერებული გამოდიოდა; მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცავალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად, ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძენდნენ, რამეთუ განიძარცვავდნენ მას კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს - უფალ იესო ქრისტეს.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაგრამ იმავე ღამეს წმიდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: გამხნევდი - მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმიდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება-დიდებას უგალობდა ღმერთს, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მოადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა, და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და აქ არ მომგვარეთ მათეო. მათ კი მიუგეს:

- ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთ!

მაშინ ფუბლიანე კიდევ უფრო განრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში, - ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგათ და დაიცვა მათე, ადგილზევე მოჰკალითო. მაგრამ ეს მეომრებიც გაწბილებულნი დაბრუნდნენ, რადგან როცა ტაძარს მიუახლოვდნენ, ანაზდად, ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა წმიდა მოციქული, ისე, რომ მეომრები ვერაფერს ხედავდნენ; შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და შიშისაგან ნახევრად მკვდარნი მიიქცნენ უკან თავიანთ მთავართან, რათა ყოველივე ეუწყებინათ. ფუბლიანე საშინლად განრისხდა, მთელი თავისი ხელქვეითობა შეჰყარა და განძვინებული გამოემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონვე შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა მათეს, ანაზდად იქვე დაბრმავდა, შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა, დამეხმარეთ, მეგზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს, შემინდე შეცოდება და დამიბრუნე დაკარგული თვალისჩინიო. მაშინ წმიდა მათემ ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა მთავრის თვალებს და უმალვე აუხილა. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალნი აღიხილნა, რამეთუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი: ესოდენ დიდი სასწაული საღმრთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ - ჯადოქრობას. მან ხელი მოჰკიდა მოციქულს და თავისი სახლისაკენ წაიყვანა ვითომცდა პატივსაცემად, გულში კი მზაკვრულად განიზრახავდა უფლის მოციქულის ცოცხლად დაწვას, როგორც ბოროტი მოგვისას. წმიდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულ ზრახვას და მზაკვრობაში ამხილა ფუბლიანე.

- ჰოი, მაცთურო მტარვალო! - აუბნებოდა იგი მთავარს, - მალე თუ აღასრულებ ჩემზე იმას, რაც განგიზრახავს? გააკეთე ის, რაც სატანას ჩაუგონებია შენთვის! მე კი, როგორც ხედავ მზად ვარ სიკვდილი დავითმინო ჩემი ღმერთისთვის!

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ როცა კოცონი დიდზე აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო, ანაზდად ცეცხლი მინავლდა, ჩაქრა და წმიდა მოციქულიც ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის განმადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო განძვინდა ამის ხილვაზე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა მომხდარში, რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმიდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ფიცხელ ცეცხლს. ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმიდა მათეს და ბოროტ, გრძნეულ მოგვად ხმობდა.

- თავისი ბოროტი გრძნეულებით ჩააქრო მათემ ცეცხლი! - ეუბნებოდა იგი ხალხს. - და თავისი მოგვობით დარჩა ცოცხალი!

მერე უბრძანა მსახურთ კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი თორმეტი ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს „მოგვობა“ განექარვებინა; თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთან და შეწევნისათვის მოუწოდებდა თავის „ღმერთებს“ - დაე, ნუ გადაურჩება მათე ცეცხლის დამწველ ძალას და, დაე, ფერფლად იქცესო! წმიდა მოციქული კი ცეცხლის ალშიც ილოცვიდა ძალთა და ხელმწიფებათა უფლის წინაშე, რათა მას თავისი უძლეველი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა იქ შეკრებილი ხალხისათვის, განეცხადებინა წარმართული კერპების სრული უღონობა და განეწბილებინა მათი მსასოებელი უგუნური ადამიანები.

და აი, ანაზდად ცეცხლის ალი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ისინი მყისვე ცვილივით დადნენ ცეცხლის სიმხურვალისაგან, ამასთან, ცეცხლმა ბევრი იქ მდგომი წარმართიც დაწვა; ხოლო დამდნარი კერპებისაგან გველის სახემიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა; გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და ამით აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს, და მორჩილი ვედრებით მიმართა წმიდა მოციქულს - მიხსენი დაღუპვისაგანო. მართლაც, როგორც კი წმიდა მათემ შერისხა ცეცხლი, იგი უმალვე დასცხრა და გველისსახემიცემული ალიც გაქრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე. მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს; შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა, და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სხმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან, ასე უთხრა დიდებულებს:

- თუკი ის, ვინც ცეცხლისაგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა „ღმერთს“, რომელთაც არ ძალედვათ საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისაგან!

მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმიდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა:

- ხვალ მოდი ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს ნახავ, ხმელეთზე გამორიყულთ!

დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა და მართლაც ჰპოვა იქ რკინის კიდობანი წმიდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებითურთ, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა.

ეს ამბავი მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად მან უკვე საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც უვნებლად დაიცვა თავისი მონა მათე სიცოცხლეშიც - ცეცხლში დაწვისაგან, და სიკვდილის შემდეგაც - ზღვათა სიღრმეში გაუჩინარებისაგან. იგი თვალცრემლიანი ემთხვეოდა კიდობანს, რომელშიც წმიდა ნაწილები ესვენა, და შენდობას ევედრებოდა უწინდელ შეცოდებათათვისაც და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა და ტანჯვა მიაყენა თვით მასაც, ამასთან, გულმხურვალე სურვილიც გამოთქვა წმიდა ნათელის მიღებისა. ეპისკოპოსმა პლატონმა, რა დაინახა ფუბლიანეს რწმენა და გულმოდგინება, ნათლობისათვის განამზადა იგი, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა და შემდეგ მონათლა კიდეც. და როცა ხელიც დაასხა მონათლულს, რათა ახალი სახელი დაერქმია, ანაზდად ზეგარდამო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა:

- ფუბლიანე კი არა, მათე უწოდე მაგას!

მართლაც, შეიძინა რა წმიდა ნათლობით უფლის ამ მოციქულის სახელი, ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა მისი ცხოვრებისათვის მიებაძა: მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. ამის გამო იგი ღირს-იქმნა ეპისკოპოს პლატონისაგან ხუცესად კურთხევისა. ხოლო სამი წლის შემდეგ, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს ხილვაში წმიდა მათე მოციქული გამოეცხადა და შეაგონებდა, სწორედ შენ უნდა მიიღო ნეტარი პლატონის შემდეგ საეპისკოპოსო ტახტიო.

მართლაც, მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს და აწ, წმიდა მოციქულთან და მახარებელთან - მათესთან ერთად წინამდგომლობს ღმერთის საყდრის წინაშე და ჩვენთვის ევედრება უფალს, რათა ყოველნი გავხდეთ მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრეები და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ. ამინ.

„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.
------------

ფარისევლები შეადგენდნენ ერთ-ერთ იუდაურ სექტას, რომელიც აღმოცენდა III-II საუკუნეებში ქრისტეს შობამდე. თვით სიტყვა ნიშნავს „განსაკუთრებულს“, „გამოყოფილს“, „გამორჩეულს“, და ეს სახელწოდება მათ მიიღეს იმის გამო, რომ ცდილობდნენ სხვებზე მეტად გამორჩეულიყვნენ სჯულის გულმოდგინე აღსრულებით. დროთა განმავლობაში სჯულის დამატებებისა და ახსნა-განმარტებების სახით ფარისეველებმა შეადგინეს მრავალი გადმოცემა, უმთავრესად სჯულის გარეგანი, საწესჩვეულოებო მხარის შესახებ; ამ გადმოცემებს საღმრთო მნიშვნელობა მიანიჭეს და მოსეს სჯულს გაუთანაბრეს ისინი. თანდათანობით ფარისევლებმა განსაკუთრებული თემი შეადგინეს, ანუ განცალკევებულ სექტად ჩამოყალიბდნენ და, ზემოხსენებულ გადმოცემათა უმჯობესი აღსრულების მიზნით, გაურბოდნენ კიდეც ურთიერთობას ებრაელი ხალხის დანარჩენ ნაწილთან, როგორც აღმატებულნი მათზე. ხალხიც მათ უყურებდა როგორც განსაკუთრებულთ, საღმრთო სჯულის მკაცრად აღმასრულებელ ადამიანებს, რომლებიც, თითქოს, ხალხში რწმენისა და კეთილმსახურების შესანარჩუნებლად იღვწოდნენ, და დიდადაც პატივს სცემდნენ მას. მაგრამ გარეგანი კეთილმსახურებისა და გულმოდგინების საფარველქვეშ აღმაშფოთებელი პირმოთნეობა, გულგრილობა, უსულგულობა და უზნეობა იმალებოდა, რაც ცხადად გამოიხატა უფლის მამხილებელ სიტყვებში. ფარისევლებმა არ მიიღეს აღთქმული მესია - უფალი იესო ქრისტე და ჯვარს აცვეს იგი. ახალ დროში ფარისეველთა სექტამ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მიიღო ხასიდების სახელწოდება.

მწიგნობრებად იუდეველებში იწოდებოდნენ, საერთოდ, ყველაზე წიგნიერი და განათლებული ადამიანები, რომელნიც განუმარტავდნენ ხალხს სჯულს და საჯაროდ ასწავლიდნენ და დამოძღვრავდნენ მათ, ანუ ესენი იყვნენ ეგრეთ წოდებული რაბინები (მოძღვრები) და სჯულის მასწავლებელნი; მწიგნობრებადვე იწოდებოდნენ სჯულის მეცნიერი ადამიანებიც, რომელთა დანიშნულებასაც შეადგენდა სადავო საკითხების, საეჭვო შემთხვევებისა და საქმეების გადაწყვეტა, რაც მოითხოვდა სჯულის ცოდნასაც და პრაქტიკულ გამოცდილებასაც; კვალად, მწიგნობრებივე იყვნენ მწერალნი და ნოტარიუსნი, რომლებიც სინაგოგებსა და სინედრიონებში მსახურობდნენ. ეს ნასწავლი იუდეველები ახალ აღთქმაში განსაკუთრებულ წოდებსაც არიან წარმოდგენილნი, განსხვავებულად ფარისეველთაგან; მაგრამ ისინი ხშირად უერთდებიან ფარისევლებს და დაკავშირებულნი არიან მღვდელმთავრებთან. მწიგნობართა უდიდესი ნაწილი მხოლოდ გადმოცემით ხელმძღვანელობდა და მათ არ ესმოდათ საღმრთო სჯულის სული; ამიტომ ისინი ცრუდ განმარტავდნენ სჯულს და ხალხის ბრმა წინამძღვარნი იყვნენ, რომელნიც პირმოთნედ ასრულებდნენ საღმრთო მცნებებს, ოდენ სხვათა მოსაჩვენებლად და კაცობრივი დიდების მისაღებად.

www.georoyal.ge

"რელიგია, რომელსაც ებრძვიან, ძლიერდება" - რატომ გააქტიურდნენ "იეღოველები"

  28-11-2013

"რელიგია, რომელსაც ებრძვიან, ძლიერდება" - ბოლო დროს, ამ ფრაზას უფლებადამცველები და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ... თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატება ბრძოლა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, როდესაც სექტანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ქუჩაში გაგაჩერონ და ან სახლში მოგადგნენ სპეციალური ლიტერატურით შეიარაღებულები და მცირე ლექცია ჩაგიტარონ, ამაზე პასუხი არ აქვთ...

"გვებრძვიან, აბა რა, ზუგდიდში, შენობას, სადაც ჩვენი სულიერი დები და ძმები იკრიბებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს... კიდევ კარგი, შენობაში იმ დროს არავინ იყო. ჩვენ არავის არაფერს ვერჩით, პირიქით, სიკეთეს, სიყვარულსა და მშვიდობას ვთესავთ და მაინც გვავიწროვებენ. ქვებს გვესვრიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. არაფერია, ჩვენი რწმენა სწორედ მოთმინებას გვასწავლის, ოღონდ ჭეშმარიტ მოთმინებას და არა ფარისევლურს..."- ამბობს ჩვენთან საუბარში "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წევრი ლაშა კვარაცხელია.

ზუგდიდში, 16 ნოემბერს, "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წარმომადგენლებს ზუგდიდში, კერძოდ, ზედაეწერში, შეკრების სახლის, "იეჰოვას სამეფო დარბაზის" ერთ-ერთი კედელი დაცხრილული დახვდათ.

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩხორიის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ზედაეწერში მოხდა და შსს- ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუმცა, საზოგადოებაში, სექტანტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ და მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფოს თავად სექტანტების წინააღმდეგ მიეღო ზომები.

მამუკა დარასელია, ზუგდიდი:

- ორი საუკუნის განმავლობაში უღმერთობის ხანაში ვიცხოვრეთ, შვილო. ახლა კი, ხალხი ძლივს უფლის გზას შეუდგა და ეს სექტანტები გამოჩნდნენ, წმინდა ხატებზე გვეუბნებიან, სურათებზე ლოცულობთო და გადავირევით, აბა რა იქნება?.. ეს არ არის შეურაცხყოფა და შევიწროება?.. თოფი კი არა, ყუმბარა რომ მქონდეს, იმას ვესვრი ამათ... სახლში გვივარდებიან, ქუჩაში, პატარა ბავშვებსა და მოხუცებს აჩერებენ და აშტერებენ და კიდევ აქეთ ჩივიან, გვებრძვიანო... პოლიცია თუ არ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ, ყელში ამოვიდნენ უკვე... შვილები და შვილიშვილები მეზრდება. მადლობა ღმერთს, პირჯვრის გადაწერის გარეშე სახლიდან არ გადიან და ვინმემ ესენი რომ გამომიშტეროს, თოფს ვესვრი კი არა, ფრჩხილებით გამოვჭამ ყელს... თავს ნუ იბრმავებს სახელმწიფო. იეღოველების ქმედებები და მასშტაბები საშიშია და სანამ ხალხს თავად დაუწყია მათგან თავის დაცვა, მიხედონ, თორემ ერთ დღეს ჩვენი მოთმინების ფიალაც შეიძლება აივსოს...

ავთო, 54 წლის, ზუგდიდი:

- ის ორი ტყვია, რომელიც შენობის ფასადს ესროლეს, გამაფრთხილებელი იყო... ყველგან ესენი არიან. ლამის მთელი აფხაზეთი აქვთ აღებული. ვიცი, რომ ძალიან ბევრნი არიან... მიხედოს სახელმწიფომ, თორემ ხალხის მოთმინების გამოცდა სიკეთეს არ მოუტანთ...

იეჰოვას მოწმეებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის დაპირისპირება მოხდა გორის რაიონის სოფელ ხელთუბანშიც; მოსახლეობის ერთი ნაწილი იეღოვას მიმდევრებს დაუპირისპირდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში იეღოვას მოწმეთა შეკრებებისთვის განკუთვნილი ნაგებობის მშენებლობა გახდა.
სოფლის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხელმოწერებიც შეაგროვა და ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მშენებლობა გრძელდება.
მართლმადიდებელი მოსახლეობის განცხადებით, ისინი თანასოფლელებს რელიგიური ნიშნით არ უპირისპირდებიან. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი მსგავსი ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისთვის შეუფერებელია.

სოფლის მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი აცხადებს, რომ თუ მშენებლობის შეჩერება არ მოხდება, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

ლადო ჩოგოვაძე, გორი:

- ბოლო დროს ლამის მართლმადიდებლებს გვავიწროვებენ სოფელ ორთაშენში. იქ იმართება ხოლმე კრებები, რა დროსაც მთელი საქართველოდან ჩამოდიან იეჰოვას მოწმეები. 2003-04 წლებში ამ სოფლის ეკლესიაში ტაძარი დაარბიეს და ხატები შეურაცხყვეს... ამ სოფლის მკვიდრთა უმეტესობა იეღოველია.

თამარ გელაშვილი, გორი:

- ძალიან გამომწვევად იქცევიან. არ ვიცი, საიდან აქვთ ამდენი ფული, მაგრამ სოფლის ცენტრში უნდათ "სამეფო დარბაზის" წამოჭიმვა, რათა ყველასთვის მისაწვდომი გახდნენ... ვთხოვთ ხელისუფლებას, ნუ გვაქცევს მართლმადიდებლურ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობად.

ამ საკითხზე კომენტარი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ.

მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა), ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი:

- ჩვენი სარწმუნება, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაიცვას... "იეღოველების" გააქტიურება შემთხვევითი არ არის, ეს უცხო ძალების ინტერესებში შედის. მათ სურთ, ანტისამხელმწფოებრივი მოქმედებებმა ფართო მასშტაბები მიიღოს და სექტანტები მოძლიერდნენ. არც ერთ განვითარებულ მართლმადიდელ სახელმწიფოში არ აქვთ, ასე ხელაღებით, ყველგან და ყველაფრის აშენების უფლება. საბერძნეთში ადგილობრივი ეკლესია უპირატესია და მას კანონი უზრველყოფს. ათენსა და სალონიკში, სექტანტები "სამეფო დარბაზებს" ვერ ააშენებენ, ჩვენთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რელიგია იქადაგოს... თურქეთში მიმავალ ქართველ სასულიერო პირს, სამოსლის გახდა, ჯვრის მოხსნა მოსთხოვეს. მხოლოდ ჩვენ ვართ ლმობიერები ყველასა და ყველაფრის მიმართ. არ შეიძლება ასე გაგრძელდება, რაღაც უნდა შეიცვალოს, უნდა არსებობდეს კანონი და ყველას, ვაჰაბიტი იქნება, "იეღოველი" თუ 50-ანელი, საქვეყნოდ ქადაგების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


აზია ბიბი – ქალი, რომელსაც ქრისტიანობის გამო სიკვდილით დასჯა ელის.

აზია ნორინი, ცნობილი როგორც აზია ბიბი (დაბადებული 1971 წ. პაკისტანი) არის პაკისტანელი ქრისტიანი ქალი, რომელსაც პაკისტანის სასამართლომ ჩამოხრჩობით სიკვდილის დასჯა ”ღვთის გმობისათვის” (ანუ გაქრისტიანდა) მიუსაჯა , თუკი ეს სასჯელი აღსრულდა აზია ნორინი იქნება პირველი ქალი, რომელიც “ღვთის გმობისათვის” დაისაჯა სიკვდილით. სასამართლოს განაჩენმა, რომელიც პაკისტანის უმაღლესი სასამართლოს მიერ უნდა დამტკიცდეს, მსოფლიო ყურადღება მიიპყრო . აზია ნორინის მხარდაჭერის გამო პაკისტანის უმცირესობათა მინისტრი შაჰბაზ ბხატი (ერთადერთი ქრისტიანი პაკისტანის მინისტრთა კაბინეტში) და პენჯაბის პროვინციის გუბერნატორი სალმან ტასირი (მუსულმანი) ტერორისტული თავდასხმებით 2011 წელს დახოცეს ექსტრემისტმა მუსულმანებმა.


2009 წლის ივნისში, აზია ბიბი, რომელიც სოფელ იტან ვალის (შეკხუპურის ოლქი) ფერმაში მუშაობდა, თხოვეს რომ მოეტანა წყალი, მაგრამ რამოდენიმე მასთან ერთად მომუშავე მუსულმანმა მის მიერ მოტანილი წყლის დალევაზე უარი თქვა, იმ მოტივით რომ ისინი ქრისტიანებს “არაწმინდებად” თვლიან, ალბათ ამან კამათი წარმოშვა, შემდეგ იქაურმა მუსულმანებმა იჩივლეს სასულიერო პირებთან, რომ აზიამ “წინასწარმეტყველ მუჰამედის მისამართით დამამცირებელი სიტყვები წარმოთქვა”, აზია ბიბის დამცველები კი აცხადებენ , რომ აზია ბიბიმ მხოლოდ თავისი რწმენა დაიცვა და თქვა “ჩვენმა ქრიტემ საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის… ქრისტე ცოცხალია”… გაღიზიანებული ბრბო აზიას სახლში შევარდა, სასტიკად სცემეს ის და მისი ოჯახის პირები, შემდეგ ჩაერია პოლიცია; რომელმაც საქმე აღძრა, პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის С ნაწილის 295 პუნქტის მიხედვით, რასაც შემდეგში მოყვა სიკვდილით დასჯის განაჩენი.
მალევე ვატიკანიდან, მაშინდელმა პაპმა ბენედიქტე XVI ითხოვა აზია ბიბის შეწყალება, ხოლო 2012 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა აზია ბიბის და მის ოჯახს.

ინტერენეტში გახსნილია სპეციალური საიტი სადაც პეტიციას აზია ბიბის განთავისუფლების მოთხოვნით, უკვე 660 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის მოთხოვნას საქართველოდან 6956 პირი შეუერთდა (23.07.13 საღამოს ექვსი საათის მონაცემებით) .

გთავაზობთ, საიტ http://www.callformercy.com/ მთავარ გვერდზე განთავსებული მოწოდების და პეტიციის ქართულ თარგმანს (მადლობა თარგმნისათვის აკაკი ჯოხაძეს)

“ჩვენმა ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის… ქრისტე ცოცხალია.”

ეს სიტყვები აზია ბიბიმ, ღირსეულმა მეუღლემ და დედამ, საკუთარი რწმენის დასაცავად თავისი დამცინავი თამაშრომლების წინაშე წარმოთქვა, რომლებიც მის გადაბრებას ცდილობდნენ ისლამურ სარწმუნოებაზე. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს გმობისათვის და სიკვდილი მიუსაჯეს.

პაკისტანში 150 000-ზე მეტმა ქრისტიანმა მოაწერა ხელი დევნილი მსხვერპლისთვის შედგენილ თხოვნით პეტიციას, თავად აზია ბიბის ჩათვლით. ახლა კი თქვენც, ყველას შეგიძლიათ შეუერთდეთ ჩვენი პაკისტანელი და-ძმებისა და ორგანიზაცია “მოწამეთა ხმას” (დევნილთა დამხმარე ორგანიზაცია). ერთობით მოვუწოდოთ მოწყალებისკენ. იმედი გვაქვს, 1 მილიონ ხელმოწერას მოვაგროვებთ ჩვენი დის, აზიასათვის, რომელიც ახლა ციხეში ზის და ლაჰორის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

მოიწვიეთ თქვენი მეგობრებით ვებ-გვერდზე www.CallForMercy.com და დაურთეთ მათი სახელები პეტიციას. ხელმოწერებიან პეტიციას ორგანიზაცია “მოწამეთა ხმა” პაკისტანის საელჩოს მიაწვდის ვაშინგტონში.

პეტიცია აზია ბიბის შესაწყალებლად
მის აღმატებულებას, ბატონ ნავაზ შარიფს!
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მრემიერ მინისტრს.

მე, ხელმომწერი, პატივისცემით მოვითხოვ აზია ბიბის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პაკისტანის ციხიდან და ცრუ ბრალდებასთან, ღვთისგმობასთან ერთად მისთვის სასიკვდილო განაჩენის უარყოფას. ვითხოვთ, რომ წყალობა მოიღოთ ჩვენს ქრისტიან დაზე.
გთხოვთ, გაათავისუფლოთ ეს ღირსეული დედა და მეუღლე, ის უნდა დაუბრუნდეს თავის მეუღლესა და შვილებს.



23/07/2013
ავტორი: სერგო ფარულავა


http://www.orthodoxtheology.ge/callformercy/

რამდენიმე მოსაზრება ევროპაში ქრისტიანობის აწმყოსა და მომავლის შესახებ.

ავტორი: ს. ავერინცევი

წყარო: Нравственные ценности в эпоху перемен.М., 1994.

მთარგმნელი: დეკანოზი არჩილ ხაჩიძე


იყო დრო, როდესაც ისეთ რომანტიკოს მოაზროვნეს, როგორიც ნოვალისი იყო, დასასათაურებლად შეეძლო გამოეყენებინა თავისი სახელგანთქმული ფრაზა: `ქრისტიანული მსოფლიო, ანუ ევროპა~ («christenheit, oder Europa»»). რა თქმა უნდა, ეს სათაური მაშინაც, ანუ 1799 წელს, როდესაც ვოლტერისა და რუსოს საუკუნე იწურებოდა, როდესაც დიოკლეტიანეს დროიდან არნახული `დექრისტიანიზაციის~ იაკობინური პოლიტიკის ცდა ჩავლილი იყო, მოძველებულად გამოიყურებოდა, რაც რომანტიკოსებისათვის არის დამახასიათებელი; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დასაშვები იყო მისი გამოყენება. მას შემდეგ ჯერ ორ საუკუნესაც არ გაუვლია, და სად ვართ ჩვენ დღეს?


`ქრისტიანული მსოფლიოს~ _ არქიევროპული, საერთოევროპული ცნება ლათ. christianitas, ინგლ. Christendom, გერმ. Christenheit, ფრანგ. chretienté, რომელიც, როგორც ცნობილია, უკვე `როლანდის შესახებ სიმღერაში~ და ა.შ. არის დამოწმებული, _ ეს შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი აზროვნების ტიპის მიერ შექმნილი საკვანძო ცნება, რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნდა მნიშვნელობა ადრეული ახალი დროის რეალობისათვის, ჩვენთვის საოცრად შორეული და ილუზორული გახდა.
დღეისათვის მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე, ყველაზე განსხვავებულ და ეგზოტიკურ რეგიონებშიც შეიძლება ქრისტიანების ნახვა. ამავდროულად ჩვენი ახალმოქცეული ძმების რწმენა უფრო ჯანსაღი და უფრო ცოცხალი ჩანს, ვიდრე ევროპაში მცხოვრები მათი ერთმორწმუნეებისა. დიახ, ქრისტიანობა ყველგანაა _ მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში უმცირესობის, საკმაოდ ხშირად დარტყმის ქვეშ დაყენებული საფრთხის ქვეშ მყოფი უმცირესობის უფლებით. ამგვარი რამის ნახვა ევროპის ქვეყნებმა უკვე მოასწრეს. დასავლეთის ძველ ქალაქებში იმ ბაზილიკებს, რომლებსაც თაობიდან თაობამდე მიაგებდნენ პატივს, ამაყად დაჰყურებენ საქმიანი შენობების კორპუსები, ზოგჯერ კი _ ახალთ-ახალი მეჩეთები. თავად მოსკოვის ქუჩებშიც, გარდასულ დროთა მართლმადიდებლურ დედაქალაქში, ქუჩებში, რომლებშიც ჯერ კიდევ გუშინ საბჭოთა ოფიციოზის მელოდიები ქუხდნენ, დღეს `ჰარი კრიშნას~ ღიღინის მოსმენაა შესაძლებელი. ქრისტიანი წინაპრების მრავალი თაობის შთამომავლები, რომლებიც დღემდე რჩებიან ნომინალურ ქრისტიანებად და ამა თუ იმ აღმსარებლობას მიეკუთვნებენ თავს ან აგნოსტიკოსებად ან ათეისტებად იწოდებიან, ერთნაირი თავგამოდებით ემსახურებიან დროის რადიკალურად სეკულარისტული სულის კულტს, მათ მთავარ ფასეულობებს _ «efficiency», «fitness» და წრეგადასული გახსნილობა წარმოადგენს, ხოლო საიდუმლებების მაგივრად მისი სუროგატებით – ასტროლოგიით ან რაიმე მსგავსით კმაყოფილდებიან, სეკულარიზმისგან დაღლილები კი რომელიმე ეკზოტიკური რელიგიის, უფრო ხშირად, _ ისლამის მიმდევრები ხდებიან, თუ აღარაფერს ვიტყვით `ახალგაზრდული~ სუბკულტურის ჯერ არგაგონილი დემონების შესახებ. ხოლო თუ სადმე ჯერ კიდევ შესაძლებელია ნამდვილი, ცოცხალი და შემოქმედებითი ქრისტიანობის ნახვა, იგი სულ უფრო და უფრო იშვიათადაა მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული, რაც ოჯახური ტრადიციებით ან თუნდაც ეროვნული კუთვნილებით იქნებოდა განპირობებული. მაგალითისთვის XX საუკუნის კათოლიკური კულტურის წამყვანი მოღვაწეები გავიხსენოთ: იმ პირთა პროცენტული წილი, რომლებიც კათოლიკეები გახდნენ, `მასთან მივიდნენ~, ძალიან მაღალია. გ. კ. ჩესტერტონის წინაპრები პურიტანები იყვნენ _ კათოლიკური სარწმუნოების უკიდურესი ანტაგონისტები, ჟან მარი ტენი ჰუგენოტად დაიბადა, მისი ცოლი რაისა _ უკრაინელი ებრაელი იყო. გერმანიაში გადასახლებულ ძველ ჰუგენოტურ საგვარეულოს ეკუთვნოდა გერტრუდა ფონ დე ფორტი, რომელმაც კლოდელის რელიგიური ლირიკის გერმანული ანალოგის მსგავსი რაღაცის შექმნა შეძლო. კარგინალი ლუსტიჟე _ დაბადებით პოლონელი ებრაელი იყო, ხოლო მორწმუნე მართლმადიდებელ მოაზროვნეებს რაც შეეხება _ ოლივიე კლემანის დასახელებით შემოვიფარგლებით, რომელიც ქვეყანას ჰუგენოტი წინაპრებისა და ათეისტი მშობლების პირმშოდ მოევლინა, თუმცა კი რუსული ემიგრაციის ინტელიგენტების წრის ზემოქმედებით მორწმუნე გახდა. ახლაც სწორია ის, რაც ტერტულიანეს დროს იყო სწორი: `ქრისტიანებად კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან~ (“Fiunt, non nascuntur christiani”). სულ უფრო ხშირად ხდება ჩვეული როლების გაცვლა: ე.წ. მესამე მსოფლიოს ქრისტიანთათვის ევროპაში სამისიონეროდ წასვლის აზრი სულაც არ არის უცხო (როგორც ებრაელი წინაპრების შთამომავალი მამა ალექსანდრე მენი მისიონერობდა მიწაზე, რომელსაც ერთ დროს წმინდა რუსეთი ერქვა). დავუშვათ, რომ ჩვენი ძვირფასი ევროპა ჯერ კიდევ რაღაც კონტექსტში შეიძლება იქნეს მოხსენიებული `ეკლესიის პირმშო ქალწულად~ (ოდესღაც ასე იწოდებოდა საფრანგეთი); სხვათა შორის, თუკი ასაკის შესახებ საკითხს ბუკვალურად გავიაზრებთ, მაგალითად კოპტური ან სირიული ქრისტიანობის გახსენება მოგვიწევს, მაგრამ საქმე ამაშიც კი არაა. გონებაში თავისთავად მოდის გამომაფხიზლებელი აზრი იმის შესახებ, თუ ღვთის ნებით, როგორ ხშირად ერთმევა ერთს პირმშოობა და მეორეს გადაეცემა, ასევე ის საჩოთირო როლი, რომელსაც უფროსი ძმა ასრულებს სახარებისეულ იგავში უძღები ძის შესახებ. დღეისათვის საოცრად აქტუალურია იოანე ნათლისმცემლის შეგონება: `ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: `მამად გვივის ჩუენ აბრაჰამი~; რამეთუ გეტყვი თქუენ ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა~ (მთ. 3.9).
გარკვეული აზრით დასაშვებია იმის თქმა, რომ დიოგნეტესადმი ეპისტოლის _ ამ ადრექრიტიანული ეპოქის დაუვიწყარი ლიტურგიკული ძეგლის (II ს.) დროება დაბრუნდა. მასში ჩვენ ვკითხულობთ: `არც მიწა, არც ენა, არც ადათები არ განასხვავებენ ქრისტიანებს სხვა ადამიანებისგან. ისინი თავის მოვალეობებს სხვა მოქალაქეთა თანასწორად ასრულებენ, თუმცა კი უცხოთა დარად იდევნებიან. მათთვის ყოველი უცხო მიწა-წყალი _ მამულია, და ყოველი მამული _ უცხო მიწაა~.
ეს ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი ინსტიტუციონალური სისტემის დაფუძნებამდეა დაწერილი, რომელიც ერთგზის წარმოიშვა რა, თაობიდან თაობამდე, საუკუნიდან საუკუნემდე თავისთავად ნაგულისხმევ მოცემულობად აღიქმებოდა; `ქრისტიანული მსოფლიოს~ დაბადებამდე რწმენა გარეგანი დაცვის გარეშე არსებობდა, ცხოვრობდა სიცოცხლით, რომელშიც არაფერია თავისთავად ნაგულისხმევი.
ამ სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ვარიანტი რუსეთის მორწმუნეებმა გამოსცადეს ბოლშევიკების დროს. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ქრისტიანულ ტრადიციაში, ქრისტიანულ; კულტურაში, რისი დანგრევაც კი შესაძლებელია, უცერემონიოდ ინგრეოდა, ინგრეოდა დიდი მონდომებით და გადარჩენა მხოლოდ შიშველ, საკუთარი თავის წინაშე დაყენებულ რწმენას შეეძლო. რამდენად დამაჯერებელი ხდება რწმენა, როცა იგი ყველაფრის საწინააღმდეგოდ საკუთარი შინაგანი ძალით ცოცხლობს, როცა მას მიწის უკანასკნელი გოჯი აქვს წართმეული და სულიწმიდის ცეცხლოვანი ენის ადგილი მხოლოდ ჰაერში რჩება, მორწმუნეთა თავებს ზემოთ! ახლა დევნულებათა დრომ ჩაიარა და მორწმუნეებს უფრო საკუთარ თავზე ერთგვარი მოუხეშავი პაროდიის საფრთხე გვემუქრება, _ მაგრამ სწორედ ამ პაროდიის უხერხულობა გვახსენებს ჩვენ იმ ჭეშმარიტებას, რომლისთვისაც ძალზე ძვირია გადახდილი მართლმორწმუნეთა ტანჯვით, რომ იგი დაგვავიწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლენინ-სტალინურ წლებში სარწმუნოების `მესაზღვრე მდგომარეობით~ შეძენილი გამოცდილება კიდევ გამოგვადგება მომავალში და არამარტო ჩვენ თვითონ. ამსოფლის მეუფე, რომლის სახის აპოკალიპტური მხეცის სახით დანახვ ჩვენ ერთხელ უკვე მოგვიხდა ყოველგვარი ნიღბის გარეშე და მტანჯველი სიცხადით ვიხილეთ იგი, დღესაც იქვე რჩება; და მისი არსება ისევე არაა დამოკიდებული გეოგრაფიულ არეალზე, როგორც დროზე. იგი მხოლოდ ხერხებს იცვლის, მიზანი კი უცვლელი რჩება.
ყველას დაბეჯითებით ვთხოვ ჩემი სიტყვები ერთგვარი ფსევდოესქატოლოგიური პანიკის სულისკვეთებით არ გაიგონ, როგორსაც ასე ხშირად ვაწყდებით `ინტეგრირებულთა~ ან უბრალოდ სექტანტურ წრეებში. არა და უაღრესად სამწუხარო იქნება თუკი ტოტალიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებაში გამომუშავებულ ერთდროულად მშვიდობიანი და შეურიგებელი წინააღმდეგობის ეთიკას ხვალინდელი ქრისტიანობა დაკარგავს. რადგანაც წინააღმდეგობა ყველანაირ პირობებში ქრისტიანულ იმპერატივად, ქრისტიანული ცხოვრების ნორმად რჩება; რჩება წინააღმდეგობად ამსოფლის მეუფისადმი მაშინაც, როცა იგი მხოლოდ ირიბად ეხება ან საერთოდ არ ეხება პოლიტიკის სფეროს. ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, _ გვასწავლიდა ჩვენ წმიდა პავლე მოციქული (რომ. 12.2): ჩვენი სული და სამშვინველი გამორჩენით არ უნდა დაემორჩილონ დროის სულისკვეთებას, მსოფლიოს არსებულ და წარმავალ მდგომარეობას. თუკი ჩვენ უკვე სხვა ქრისტიანული ჭეშმარიტებების ისევე ცხადად, ისევე უშუალოდ დანახვა არ შეგვიძლია, როგორც მათ ჩვენი წინაპრები ხედავდნენ `ქრისტიანული მსოფლიოს~ კლასიკურ პერიოდში, _ ეს ჭეშმარიტება ჩვენ იმდენად უცილობლად გვესახება, როგორსაც იგი პირველქრისტიანთა, `პირველი სიყვარულის~ (გამოცხ. 2. 4) დროიდან წარმოადგენდა მხოლოდ რჩეულთათვის: კონფორმისტული ქრისტიანობა სხვა არაფერია თუ არა ლოგიკური შეცდომა, contradictio in adiecto. ტყუილად არ იწოდება ჩვენი უფალი `განხეთქილების ნიშნად~ (ლკ. 2. 34). თუმცა პოლიტკური კონფორმიზმი ერთ-ერთი შესაძლებელი ბოროტებაა; განსაზღვრულ დროსა და პირობებში ცხოვრების სტილის კონფორმიზმი, მოდის კონფორმიზმი, დროის სულისკვეთების კონფორმიზმიგაცილებით საშიშია.ქრისტიანი, რომელიც მზად არაა იმისთვის, რომ მას ალმაცერად შეხედავენ, შესაძლოა პირშიც კი დასცინონ იმისათვის, რომ იგი ისე არ ცხოვრობს, როგორც ამსოფლის შვილები და ამას მოითხოვს `თანამედროვე გემოვნება~, არ იმსახურებს ქრისტიანად წოდების პატივს.
მე იძულებული ვარ კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, ჩემი სიტყვების არასწორი გაგების თავიდან ასაცილებლად; მე არანაირ თანაგრძნობას არ განვიცდი როგორც თანამედროვე ზილოტების `ირაციონალური სწრაფვისადმი~, რომელნიც იმავდროულად ესოდენ ეგზალტირებულნი და არაადამიანურნი არიან, ისე ფარისევლობისადმი, რომელიც ახლაც, ისევე, როგორც ჩვენი უფლის მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში, მზადაა მორწმუნეებს ისეთი ტვირთი დაადოს, რომელსაც ვერ იტვირთავენ, და არც განვლილი ისტორიული პირობების რესტავრაციისადმი. ყველა არასაჭირო კონფლიქტი ჩვენი დროის რეალობასთან, რომელშიც ღმერთმა ჩვენი ცხოვრება განაჩინა, თავიდან უნდა იქნეს აცილებული. შესაძლოა მე არ მქონდეს პრინციპული წინააღმდეგობა კათოლიკური `აჯორნამენტოს~(1) ჩანაფიქრის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ ჩანაფიქრის აღსრულების დეტალებში გულისდაწყვეტით შევნიშნავ იმას, რაც მე შეუსაბამობად მეჩვენება. რაც შეეხება კერძოდ მართლმადიდებლობას, რუსულ მართლმადიდებლობას, მე მრავალი ჩვემი მეგობრის თვალსაზრისის საპირისპიროდ, ჩემივე საკუთარი კონსერვატორული გემოვნების საპირისპიროდ არ შემიძლია არ დავინახო მთელი რიგი ცვლილებების გარდაუვალობა, და მხოლოდ შემიძლია ვისურვო რომ ეს ცვლილებები გონივრულად იქნეს გატარებული ცხოვრებაში, ისე რომ მინიმალური დანაკარგისა და მაქსიმალური შენაძენის მომტანი იყოს. ადრეული საბჭოთა ეპოქის `ობნოვლენცებმა~ კარგა ხნით მოახდინეს ჩვენთან განახლების შესახებ ნებისმიერი საუბრის კომპრომეტირება; თუმცა, იქიდან, რომ `განმაახლებლობის~ ლიდერებმა – არა ყველა მათმა მიმდევარმა მორწმუნემ, არამედ სწორედ ლიდერებმა, _ თავი შეირცხვინეს უღმერთო ხელისუფლებასთან დანაშაულებრივი კავშირითა და კანონიერი იერარქიის პირდაპირი ღალატით, იქიდანაც კი, რომ მათ მიერ ჩაფიქრებული რეფორმები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ წესიერების კანონებთან და ჯანსაღ აზროვნებასთან, სულაც არ გამომდინარეობს,რომ პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ისინი ცდილობდნენ შეუფერებელ დროს და არაადეკვატური ხერხებით, სულაც არ არსებობენ. როგორც ყველაფერი ცოცხალი,საეკლესიო პრაქტიკაც მისი გარეგანი ფორმებით, ქრისტიანობის მთელი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა უძველესი დროიდან დღემდე, მაგრამ, თუკი ქრისტიანობა, ინარჩუნებს რა უკვე პავლე მოციქულისთვის ესოდენ დამახასიათებელი ფხიზელი რეალიზმისადმი ერთგულებას, შეუძლია და ვალდებულია ანგარიში გაუწიოს დროის რეალობას, იგი მოვალეა წინააღმდეგობა გაუწიოს დროის სულს, ანუ იმ იდეოლოგიურ ფანტომებს, რომლებიც ამ სინამდვილეზე პარაზიტობენ. ერთის მეორისაგან გარჩევა ადვილი სულაც არაა, მაგრამ ყოვლად აუცილებელია. ზღვარი დროის რეალობასა და იმას შორის თუ როგორ განმარტავს და იმართლებს საკუთარ თავს ეს დრო, იმით თუ როგორი საკუთარი თავის დანახვა უნდოდა მას, _ ეს არის მიჯნა, რომლის იქითაც ვერავითარი ჯანსაღი `აჯორნამენტო~, ვერავითარი დასაშვები `განმაახლებლობა~ ვერ წავა. `იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე~(ებრ. 13. 8). გარემოებები იცვლება და რას უნდა ვხედავდეთ, რომ მარადიული კეთილუწყება მივუთხროთ რეალურ და არა გამოგონილ ადამიანებს. მაგრამ `დროის სული~ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უკანასკნელი ინსტანცია ქრისტიანული რჯულმოძღვრებისა და ქრისტიანული სინდისისათვის.
ეს `დროის რეალიზმი~ თავს აბსოლუტურ რელატივიზმად ავლენს,რომელიც მზადაა აღიაროს ყველაფერი, რაც ხელსაყრელია, გარდა აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიებისა. მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა `ე.წ. სექსუალური რევოლუცია, რომელიც დიდი ხანია არამხოლოდ `პერმისიულად~, არამედ აგრესიულად მოქმედებს, აღვივებს რა მორალურ ტერორს, რომელიც, როგორც ჩანს, გადააჭარბებს ძველ დროს პირფერობის, პირმოთნეობისა და მაჩვენებლობის ყველა საშინელებას _ იმ ზოგადი წესით, რომლის მიხედვითაც რევოლუციური ტერორი ძველრეჟიმისეულზე გაცილებით ეფექტურია. ქრისტიანული ეთიკა, რომლიც საკუთარ თავს არ ღალატობს, მის მატარებელთა მხრიდან ნებისმიერი ხარისხის ტაქტისა და შემწყნარებლობის პირობებში მაინც გარდაუვალად ხდება გონების იმ განწყობის გამოწვევა, რომელიც საკუთარ გამარჯვებას ზეიმობს და ყველას უპირობო კაპიტულაციის იძულებისკენ მიისწრაფვის.
მიწიერი ყოველმხრივი ინსტიტუციონალური დაცვა, რომელსაც `ქრისტიანული მსოფლიოს~, `ქრისტიანული საზოგადოების~, `ქრისტიანული სახელმწიფოს~ სისტემა თუნდაც გარეგნულად უზრუნველჰყოფდა ჩვენი სარწმუნოების ღირებულებებისათვის, დაუბრუნებლადაა დაკარგული. წინასწარგანჭვრეტილ მომავალში ჩვენ ყველა ებრაელთა მიმართ ეპისტოლის ტექსტის ერთ მონაკვეთზე საფუძვლიანად ბჭობისთვის ვართ მიწვეულნი: `რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ~ (ებრ. 13. 14).
რა თქმა უნდა, ხელაღებით მსჯელობები ყოველთვის სარისკოა. აქა-იქ ევროპაში ღმერთი ჯერ კიდევ ინახავს ოაზისებს, რომლებშიც ცხოვრების ნორმა დღემდე დიდწილად ტრადიციული ზნეობისა და ღვთისმოსაობის ძვირფასი მემკვიდრეობით განისაზღვრება. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ოაზისები შესაძლებლობის ფარგლებში დავაფასოთ და დავიცვათ: ვინ იცის, იქნებ იქ ჩვენმა შვილიშვილებმაც კი ჰპოვონ ნუგეში. მაგრამ ეს მხოლოდ ყოფილი `ქრისტიანული მსოფლიოს~ ნამსხვრევებია. და განა თანამედროვეობა და `დროის სულისკვეთება~ მთელი აქსესუარებით არ პოულობს გზას ამ ოაზისებისკენ? პოლონელთა გმირული კათოლიციზმისათვის კვაზიდემოკრატული ყოველმხრივ გახსნილობა თითქმის უფრო საშიში ხდება, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო კომუნისტური იდეოლოგია და საბჭოთა ოკუპაცია. როგორებიც არ უნდა იყვნენ, ოაზისები _ მხოლოდ ოაზისები არიან ვრცლად გადაჭიმულ უდაბნოში, `უდაბნო კი იზრდება~, როგორც ეს თავის დროზე ნიცშემ იწინასწარმეტყველა. თუმცა სწორედ უდაბნოში და არა სხვა ადგილას ბრძანებს წინასწარმეტყველი ესაია უფლის გზათა მომზადებას. მადლი და სიხარული ჰქონდეთ მათ, ვინც უდაბნოში ჩვენს დროში ინახავს რაღაცას მეუდაბნოეთა სულიდან, უდაბნოთა მამათა სულიდან! თუ ღვთის ნება იქნება უდაბნოს ახალ მამათა მოღვაწეობიდან ახალი `ქრისტიანული მსოფლიო~ დაიბადება. მაგრამ იგი სრულიად ახალი, ჯერ არნახული იქნება: რამდენადაც ჩვენს უფალს გამეორება არ ახასიათებს, იგი `ყოველივეს ახალს ჰყოფს~ (გამოცხ. 21. 5). თუმცა უახლოეს მომავალში, იქამდე, სადამდეც ჩემი ახლომხედველი გონების თვალს შეუძლია საგნების კონტურების გარჩევა, მე მხოლოდ `უდაბნოს~ მდგომარეობის ლოგიკური შედეგების შემდგომ გაშლა-გავრცობას ვხედავ, – ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტიანობის მდგომარეობას `ქრისტიანული მსოფლიოს~ გარეშე.
ჩვენ აუცილებლად კარგად უნდა გავიგოთ რაში მდგომარეობს ჩვენი სარწმუნოების ყველაზე ანტაგონისტური საპირწონე. მეცნიერული თუ ფსევდომეცნიერული საფუძვლების მაძიებელი ძველებური ათეიზმი თავისთავად უკვე დიდი ხანია საშიში აღარ არის. იგი სიკვდილსაა მიწევნული, მომავალი მისთვის უკანასკნელი დარტყმის მისაყენებლად უკვე მზადაა. ათეიზმის `შინაგანი გამოცდილება~, რომელსაც ესოდენ დაწვრილებით განიხილავდნენ მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველები და რელიგიური ფილოსოფოსები, ძირითადად გადაჭრილ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება; თუკი მას ოდესმე თავისი დამოუკიდებელი შინაარსი გააჩნდა, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, ეს შინაარსი ქრისტიანული აზრის მიერ უკვე ჯეროვნად არის გადახარშული და გათავისებული. თუმცაღა ათეისტური იდეის დაცემა სამწუხაროდ სულაც არის არის მორწმუნეთა ზეიმის მიზეზი. ჩვენს დროზე უფრო ალალი, გულუბრტყვილო და გულწრფელი იყო დრო, როდესაც ღმერთის იდეა განდგომილისთვისაც კი იმდენად მნიშვნელოვან რამედ რჩებოდა, რომ მისგან განშორება მხოლოდ ფორმალური, თეორიულად გამოცხადებული უარყოფის მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ დრომ უკვე ჩაიარა. ცხოვრების მოდური წესის პრაქტიკასთან შეზავებული რადიკალური რელატივიზმი და პრაგმატიზმი სულის მეტად სპეციფიურ მდგომარეობას შობენ, რომლის დროსაც ღმერთის არსებობის შესახებ საკითხი უარყოფითი პასუხის მიღების გარეშე სხვა ყველა დანარჩენთან ერთად კარგავს ყოველგვარ სერიოზულობას. ადამიანურ ტიპთა ფენომენოლოგიის პერსპექტივაში ეს ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ათეიზმი.
ამგვარ ბოროტებას მომავლის ქრისტიანობამ მყარი, უკომპრომისო, გამომაფხიზლებელი სერიოზულობა უნდა დაუპირისპიროს. იმისათვის, რომ ამ ამოცანას თავი გაართვას, მას არ ჭირდება საკუთარი თავის არც სპეციფიურად `კონსერვატულად~, არც სპეციფიურად `ლიბერალურად~ და `მოწინავედ~ წარმოჩენა; მას მხოლოდ და მხოლოდ დამაჯერებლობა მოეთხოვება. (ადვილი სათქმელია!) სხვა საქმეა, რომ როგორც ჩანს ყოველთვის იქნებიან შედარებით `კონსერვატული~ და შედარებით `ლიბერალური~ ღვთისმეტყველები; მაგრამ იდეის საკუთარი სტატუსით თეოლოგიური კონსერვატიზმიც და მასთან გარდაუვალად ნაგულისხმევი და მისი თანაფარდი თეოლოგიური ლიბერალიზმიც დიდწილად აზრის დაკარგვისთვის არიან განწირულნი. საქმე იმაშია, რომ აზრობრივად ეს ორივე ტენდენცია მეტად ძლიერად იყო ძველი `ქრისტიანული მსოფლიოს~ თანდათანობითი დაცემის სიტუაციით განპირობებული; კონსერვატიზმი დაცემის გზაზე დამდგარი კავშირების შენარჩუნებისაკენ ილტვოდა, ლიბერალური თეოლოგია კი პირუკუ, ინდივიდუალური რელიგიური განცდის ამ კავშირებისაგან გამოთავისუფლების მოსურნე იყო. მეტად თვალსაჩინოა, რომ ჰარვი კოქსის `ამსოფლიურ ქალაქში~ (`Secular City~) კონსერვატიზმს ისევე აღარაფერი აქვს დასაცავი, როგორც ლიბერალურ თეოლოგიას აღარ აქვს არაფერი გასათავისუფლებელი: პირველი უიმედო ნოსტალგიამდე, ხოლო მეორე ჟესტისა და ფრაზის დონემდე დაცემის რისკის წინაშე დგას.
`მომავალი~ ეს ამქვეყნად მომავალი თაობებია. მათ ქრისტიანობამ საკუთარი დამაჯერებლობა უნდა განუცხადოს. ამასთან დაკავშირებით ზედმეტი არ იქნება თ. ს. ელიოტის ერთი ფრაზის გახსენება: ახალგაზრდებისათვის, რომლებიც რამედ ღირან, არამარტო უფრო პატიოსანი, არამედ პრაგმატულადაც კეთილგონივრული იქნება ქრისტიანობის, როგორც ყველაზე მოთხოვნადი სარწმუნოების შეთავაზება. ყველაფერი, რაც ზომიერად მოსახერხებელი და მყუდრო არაა, მათში ბუნებრივ სიძულვილს აღძრავს.
საკუთარი თავი რომ არ დაკარგოს, ქრისტიანობამ უფრო მკაცრად უნდა დაიცვას დისტანცია გარეშე მიზნებთან მიმართებაში, _ კერძოდ ნაციონალისტურთან. ეს არის სულისა და იმავდროულად რეალიზმის მოთხოვნა, რადგანაც ქრისტიანობა სულ უფრო თვალშისაცემად და მკაფიოდ ხდება ქრისტიანთა და არა `ქრისტიან ხალხთა~ რწმენა. მართალია, ჩვენ ექს-კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ დღეს გვიწევს ნაციონალიზმის კატასტროფული აფეთქების გადატანა, რომელსაც სხვა უბედურებებთან ერთად კონფესიონალიზმის ეპოქის რელიგიური ომების სახით უახლესი გაყალბება მოაქვს თან, მაგალითად, სერბებთან და ხორვატებთან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ე.წ. `იდეოლოგიური ვაკუუმის~ სწრაფად წარმავალი სიტუაციით აღძრული აფეთქება, რომელსაც უფრო ღრმა საფუძვლები არ გააჩნია, ხანგრძლივი არ აღმოჩნდება. ამას გარდაუვალი რეაქცია მოქყვება. ყველაფერი, რაც დღეს ნაციონალისტურ ისტერიასთან კავშირით საკუთარი თავის კომპრომეტირებას ახდენს, თავის თავზე იმავე ზიზღის სიმძიმეს გამოცდის, რომელიც დღეს იმას მიემართება, რამაც გუშინდელი დღის ტოტალიტარიზმთან გამორჩენითი დამოკიდებულებით შეირცხვინა თავი.
და უნდა ვივარაუდოთ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ მომავალი თაობები კითხვას დასვამენ არა `ნაციონალური~ (ან პირიქით, `ლიბერალური~) ქრისტიანობის, არამედ ქრისტიანული ქრისტიანობის თაობაზე. სწორედ ამიტომ ძალზე სავარაუდოა, რომ ისინი უფრო ქრისტეს წმინდა და ერთი ეკლესიის ძიებას დაიწყებენ, ვიდრე `კონფესიონალური იდენტობისა~ როგორც ასეთის. ზემოთ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ქრისტიანული სარწმუნოება უფრო და უფრო იშვიათად გადადის დაბადებით და დედის რძესთან ერთად ეთვისება ახალ ადამიანს. ეს მრავალი თვალსაზრისით უაღრესად გულდასაწყვეტი ფაქტია ქრისტიანული კულტურისათვის, ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებით: ნეოფიტმა მძიმე დაძაბულობით, საფრთხეების გადალახვით ხელოვნურად უნდა შეიძინოს ცოდნა, რომელიც ქრისტიანთა წინარე თაობებში შობიდან თანდაყოლილი ინსტინქტის ლამაზი ბუნებრივობით ვლინდებოდა. მაგრამ მთელი მსოფლიოს დაახლოვებისათვის და ღმერთმა ქნას ქრისტეს სახელის გაფანტულ ამღიარებელთა ხელახალი გაერთიანებისათვის, ასეთი სიტუაცია ახალ შანსს ქმნის. რწმენის მემკვიდრეობასთან ერთად, მემკვიდრეობით საუკუნოვანი კონფესიური წყენები და განწყობებიც გადმოვიდა,სამოქალაქო რელიგურ კულტურასთან ერთად კი _ ამ კულტურის განსაკუთრებულობა. მაგრამ მისთვის, ვინც ჩვენი თანამედროვეობის უვრცელეს უდაბნოში ტოტალური რელატივიზმისაგან წარმოშობილ უჰაერო სივრცესა და უწონადობის მდგომარეობაში თავისუფლად აირჩევს ქრისტეს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებით საინტერესო იყოს ანგარიშები, რომლებსაც ერთი ქრისტიანული კონფესია თხოვს მეორეს.
ამასთან, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქრისტიანული რელიგიური კულტურის კონფესიურად განპირობებული ტიპების რამდენადმე მართებული სინთეზი მომავლის უკიდურესად რთული ამოცანაა, რომელიც თავაუღებელ შრომას მოითხოვს. ორი თუ სამი ყველაზე სახელგანთქმული მართლმადიდებლური ხატის ტირაჟირებული ასლების შესახებ, რომლებიც ამჟამად ასე ხშირად გვხვდებიან მათთვის საკმაოდ უცხო კათოლიკური და ზოგჯერ ანგლიკანური ეკლესიების გარემოშიც კი, მე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, _ ღმერთმა დამიფაროს! მაგრამ მსგავსი მოვლენები ჯერ საკითხის გადაწყვეტასთან მისასვლელი გზაც კი არ არის.
სინთეზის საკითხი კვლავაც ურთულესად რჩება: კეთილგონიერ ქრისტიანს შეუძლებელია არ აძრწუნებდეს ის საზოგადო ეკლექტიკურ-სინკრეტიკული გაურკვევლობა, რომელიც საბოლოო ბოლოს მოღებით ემუქრება სულიერი სტილისა და გემოვნების ისედაც საკმაოდ შელახულ გრძნობას. სამაგიეროდ, ამ საკითხის გადაწყვეტა მსოფლიო ქრისტიანობის სხვა სასიცოცხლო პრობლემებთან ბრძოლის განუზომლად შემსუბუქების პირობას იძლევა. დღეისათვის ქრისტიანულ დასავლეთს ძალიან ჭირდება საიდუმლოს, `ღვთის შიშის~, შემოქმედსა და ქმნილებას შორის ონტოლოგიური დისტანციის მართლმადიდებლური განცდა, ცოდვის განცდის ეროზიასთან დასაპირისპირებლად მართლმადიდებლური დახმარება; სხვაგვარად სულ უფრო მეტი დასავლელი ვაჟი და ასული, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი რელიგიის ინდივიდუალურ დონეზე მოძღვრის გარეშე ძიებით არ დაიღლება, დაიწყებს არაქრისტიანული აღმოსავლეთისაკენ _ მაგალითად ისლამისაკენ სვლას. მაგრამ ქრისტიანულ აღმოსავლეთსაც გაუჭირდება განმანათლებლების მიერი გამოწვევის პირისპირ ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეძენილი სარწმუნოებრივი ცხოვრების დასავლური გამოცდილების გარეშე, იმ ყველაფრის გარეშე, რაც დასავლეთის აზრმა `გამოიმუშავა~ ზნეობრივი ღვთისმეტყველებისა და მასთან გადაჯაჭვული სამართლის ღვთისმეტყველების პრობლემებზე, ნიუანსების მოთმინებით გარჩევის დასავლური ჩვევის გარეშე, ინტელექტუალური პატიოსნების იმპერატიული მოთხოვნის გარეშე; სხვაგვარად, დემოკრატიული ცივილიზაციის სიცოცხლის უფლება ჩვენთან კვლავ და კვლავ გათამაშდება ქრისტიანობის საწინააღმდეგო კოზირად, რომლის `მცირე ძალთა~ რწმენის დონეზე `გაჭრა~ შეუძლებელი კიდევ ერთხელ აღმოჩნდება. დასავლურ ქრისტიანობას აქვს უფლება შეგვახსენოს: `ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა~ (1 კორ. 14. 20). ჩვენ კი გვაქვს საფუძველი ჩვენს დასავლეთელ ძმებს შევახსენოთ: `დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა~ (იგავ. 1. 7).

__
1 აჯორნამენტო _(იტალ. aggiornamento – განახლება) კათოლიკურ გარემოში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც აქტუალურ გარემოპირობებთან შეწყობა-შეგუებას გულისხმობს. ეკლესიაში აჯორნამენტოს აუცილებლობის დასაბუთებას ის ცვლილებები წარმოადგენენ, რომლებიც მასში ისტორიის განმავლობაში ხდებიან, მაგრამ არ ეხებიან იმას, რაც ცვლილებას არ ექვემდებარება, რამდენადაც ღმერთის მიერ არის დადგენილი (საიდუმლოებები, ეკლესიის უცვლელი მოწყობა, მისი ცვალებადი სტრუქტურებისაგან განსხვავებით). ეკლესიაში ცვლილებების მიზეზი შედეგის მიღწევითა და დროის მოთხოვნებზე პასუხის გაცემით საკუთარი დანიშნულების ყველაზე სრულყოფილად აღსრულებისაკენ სწრაფვაში მდგომარეობს.