ღმერთი

ღმერთი

суббота, 23 ноября 2013 г.

ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება

და უცხო ექმნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც ეკლესიას განუდგება, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს; იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა. უფალი ასე გვასწავლის: "რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათე 12,30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდგომია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის განაბნევს ქრისტეს ეკლესიას.

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი







Комментариев нет:

Отправить комментарий