ღმერთი

ღმერთი

пятница, 1 ноября 2013 г.

ვინ თქვა პირველად, რომ შეჯვარება მავნებელია.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გვარწმუნებდნენ, რომ შეჯვარების ანუ ჰიბრიდიზაციის მეშვეობით საბჭოთა მეცნიერებს გამოჰყავთ ჯიშები: ვაშლისოდენა ალუბლისა და ქლიავისა, ნესვისოდენა ვაშლებისა და მსხლებისა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდები ან მუდმივი არაა, ანდა სულაც უნაყოფოა, არ გადაცემენ მემკვიდრეობით საუკეთესო თვისებებს, როგორც მაგალითად, ჯორები და ჯორცხენები. ექსპერიმენტებს შეეწირა ვაშლისა და სხვა მცენარეების უამრავი საუკეთესო ჯიში, მიიღეს გაბერილი, უგემური, უსაშველოდ გრძელი კიტრები და სხვა მსგავსი რამ სისაძაგლეები. მაშინ როდესაც ბიბლია გვაფრთხილებდა: "პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს" (ლევიტელთა, თ XIX,19).
  როგორია სასჯელი ღვთის ამ მცნების დარღვევის გამო აქ არაა მითითებული, მაგრამ ცხადია, რომ ადამიანი უკვე არაერთგზის დარწმუნდა ბიბლიის ჭეშმარიტებაში. ზემოხსენებული სიტყვები ყველაზე ადრეულ გაფრთხილებას წარმოადგენენ ჰიბრიდიზაციის საწინააღმდეგოდ.



ვ. გუბანოვი





Комментариев нет:

Отправить комментарий