ღმერთი

ღმერთი

среда, 6 ноября 2013 г.

სად არიან საწყალნი? მე არ

ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებრალებისა. ვინც ზარმაცობით და ცუდის ცხოვრებთ თავი გაიფუჭა და წაიხდინა, იგი არ არის ღირსი შებრალებისა. ზოგიერთს კაცს რომ მოწყალება მისცე, თითქმის ცოდვაც არის; გარნა ვინც არა თავის ბრალით, არამედ რომელითამე უბედურითა შემთხვევითა შთავარდა სიღარიბეში, იგი არის ღირს შებრალებისა და მოწყალებისა, ვინაითგან, ვიდრემდის მას ქონდა ღონე და სიმართლე, არავის აწუხებდა.



წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)





Комментариев нет:

Отправить комментарий