ღმერთი

ღმერთი

пятница, 29 ноября 2013 г.

ახალი 1,5 მლნ. წმიდანი სომხურ ეკლესიაში.

სომხეთის არაქალკედონური ეკლესიის სინოდის სხდომამ, რომელიც გასულ პარასკევს დასრულდა, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, 1915 წლის ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი “სომეხთა გენოციდის” მსხვერპლთა კანონიზაციის შესახებ, ამ გზით სომხეთის ეკლესიას 1,5 მლნ. წმიდანი შეემატა.

სინოდის სხდომა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ 1651 წლის იერუსალიმის სომეხთა კრების შემდეგ პირველად სომხური ეკლესიის ორივე საკათალიკოსოს - ეჩმიაძინის პირველსატახტო საკათალიკოსოს (სომხეთი, წინამძღვარი გარეგინ II ) და კილიკიის “დიადი სახლის” საკათალიკოსოს (ლიბანი, წინამძღვარი არამ II), ასევე იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის სომეხთა საპატრიარქოებიდან 62 ეპისკოპოსი შეიკრიბა.

კრებაზე დადგინდა ნათლობის აღსრულების საერთო წესი, რომელიც ამ პერიოდამდე განსხვავებული იყო სომხურ ეკლესიებში, გარეგინ II ხაზი გაუსვა სომხურ ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობას.

კრებას მიესალმა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, რომელმაც აღნიშნა , რომ სომეხთა გენოცდის 100 წლისთავის წინ (2015 წ.) ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მათ წმიდანად შერაცხვას და მადლობა მოუხადა შეკრებილ სასულიერო პირებს.

წყარო: http://www.newsru.com/

29/09/2013
http://www.orthodoxtheology.ge/armgenocide/

Комментариев нет:

Отправить комментарий