ბოლო თვეებში თბილისის ქუჩები გაივსო დასავლური «დემოკრატიის» მორიგი «ბოყინის» _ «არაბული გაზაფხულის» მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, ანუ იმ ადამიანებით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამშობლო იქ დატრიალებული არეულობების გამო. გაჭირვებული კაცის შეფარება მისასალმებელია, მაგრამ, ვაი, რომ ამ «გაჭირვებულთა» დიდი ნაწილი ყიდულობს საცხოვრებელ ბინებს, მთლიან შენობებს, სახნავ-სათესი მიწის ფართობებს და, ვინც მოასწრო, სულ ახლახან ნაპრეზიდენტალ სააკაშვილისგან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე მათ არ აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, «დამსახურებად» არ ჩავთვლით მათ მიერ გახსნილ საროსკიპოებს... რატომ ხდება ეს უმსგავსობა დამოუკიდებელ და «დემოკრატიის შუქურად» წოდებულ საქართველოში? რატომ მივისწრაფვით სოდომიტური ევროპისკენ? ან რატომ დაემსგავსა ჩვენი სამშობლო იმ შემოუღობავ ყანას, რომელსაც მეზობლების საქონელი ჩლიქებით თელავს? _ ამ საჭირბოროტო კითხვებზე თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გვიპასუხებს.
_ მამაო, რატომ მივისწრაფვით იმ სამყაროსკენ, რომელშიც ყოველგვარ უზნეობას ნორმად აკანონებენ? უფალი ხომ პირდაპირ გვეუბნება, _ რა უნდა შეიძინოს კაცმა სულის ნაცვლად, ღირს რამეში გაცვალო შენი მარადიული სიცოცხლეო?
_ იმ დღიდან, როდესაც ადამიანმა ღმერთი დაკარგა (ადამ და ევას ვგულისხმობ), დაკარგა უნარი ღმერთის ხილვისა და მარადიული სამყარო მისთვის უხილავი გახდა. მაგრამ ღმერთმა ადამიანს დაუტოვა საოცარი, აუხსნელი ფენომენი, რასაც ჰქვია რწმენა! თუ ადამიანი რწმენაში სულიერად გაიზრდება, იგი გულით ხედავს ღმერთს, ხოლო ძალიან, ძალიან წინ წასულ შემთხვევაში, თავად ღმერთს ხედავს, როგორც სინათლეს. რწმენა ყველას აქვს, ის თანდაყოლილი ნიჭია, ერთი შემთხვევის გარდა, როცა ადამიანი თავისუფალი ნებით თავად უარყოფს რწმენას.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სამყარო ითვლება პოსტსეკულარულად, მასში სეკულარიზმი, ანუ თავისუფლება რელიგიური კანონებისგან და სწავლებისგან მაინც აგრესიულ ელემენტად რჩება და ის, რაც პოსტსეკულარულია, მაინც არაა რელიგიური, ამ სიტყვის სწორი გაგებით. პოსტსეკულარული სამყაროს რელიგიურობა უფრო ოკულტისტურია და ძალიან შორსაა ზნეობისგან. ტრადიციული რელიგიებისგან განსხვავებით, რომლებიც უძველეს ფესვებთან ამყარებენ კავშირს და ტრადიციული ღირებულებებიდან აღმოცენდნენ, ოკულტური მიმდინარეობები ძალიან ხშირად ზნეობრივ გარყვნილებას ქადაგებენ. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი კაცობრიობა რელიგიურია, მაგრამ ამ რელიგიური კაცობრიობის ღმერთია ფული, ფუფუნება და ეს რელიგიურობა კერპთაყვანისმცემლობას ჰგავს. აქ გაღმერთებულია მიწიერი კეთილდღეობა, აგრეთვე, თავისუფლებისა და სიყვარულის მიწიერი გაგება. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის საჭირო აღარაა სიღრმისეული აზროვნება; და რაში სჭირდება ამგვარი აზროვნება, როცა მთელი მისი ენერგია მიმართულია მხოლოდ სიამოვნების მოპოვებისკენ, ხოლო ამისთვის საკმარისია რაღაც მიწიერი მეცნიერება, რომელიც ამ მიწიერ სიამოვნებას დაუკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, სიღრმისეული აზროვნების დაკარგვისთანავე ადამიანი კარგავს ცხოვრების ჭეშმარიტ საზრისს. და როცა ამ ადამიანის გარშემო რაიმე მოვლენა ხდება, თუნდაც უკიდურესი სიმახინჯე, როგორიცაა, მაგალითად, ერთსქესიანი «ქორწინება», იგი ამას ნორმად აღიქვამს _ რა მოხდა მერე, _ გეტყვის. _ უყვარს და თავისუფალიაო... ხომ ხედავთ, როგორაა დამახინჯებული სიყვარულის და თავისუფლების მცნება!
ქართველების არჩევანი ოდითგან იყო ქართული სული და მართლმადიდებლური რწმენა. ეს იყო ჩვენი წინაპრების არჩევანი და, ეს ღერძი რომ შეენარჩუნებინათ, ისინი ლავირებდნენ ზესახელმწიფოებს შორის. დღეს ეს ღერძი თითქმის დაკარგულია. ქართველები უკვე იწყებენ ცხოვრების საზრისისა და არჩევანის ძიებას... პოლიტიკურ სიბრტყეში! ეს საერთოდ გამაოგნებელია! როგორ შეიძლება ქართველი კაცისთვის არჩევანი იყოს ან ნატო, ან ევროკავშირი, ისევე, როგორც რუსეთი? ჯერ ერთი, რა წესია, როდესაც შენ, ხელისუფლებავ, ცალკეულ ადამიანს, მთელ ერს ცხოვრების საზრისად მიწესებ პოლიტიკურ სივრცეს და ამის იქით არ მახედებ; და მეორე, თუ ამ პოლიტიკურ სივრცეში მატარებ, ის მაინც გავაანალიზოთ, რას მაძლევს მე ეს ყველაფერი! მე დამანახე საკუთარი თავი! რა იგულისხმება ევროპულ ფასეულობებში? ადამიანური ღირსება? პიროვნების თავისუფლება? მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტიანულია და ეს საქართველოში უკვე დიდი ხანია არის! მეხუთე საუკუნეში მე მყავდა მეფე, რომელსაც იმდროინდელმა ეკლესიის წინამძღვარმა კბილებში წიხლი ჩაარტყა. დამისახელეთ იმდროინდელი მეფეები, შუასაუკუნეების მეფეები, ან თუნდაც დღევანდელი ხელისუფალნი, რომლებიც ასეთ ქმედებას დაუსჯელად დატოვებდნენ. გვყავდა დავითი, გვყავდა თამარი, რომლის მეფობისას გაუქმდა ადამიანის სიკვდილით დასჯა?! რა უნდა მასწავლონ ევროპელებმა _ ის, რაც ჩემს გენეტიკურ მეხსიერებაშია და ჩემს ხასიათში?! მე რუსეთისკენ იმიტომ კი არ გავიწევ, ქრისტიანობა რომ შევიძინო; დასავლეთისკენ მე იმიტომ კი არ გავიწევ, სამართლებრივი წესრიგი და დემოკრატიული გარემო რომ მქონდეს. ერთიც და მეორეც ჩემს პოტენციაშია!
ჩვენს ზოგიერთ უახლოეს წინაპარს მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოჰყავდა, მართლმადიდებლობის შენარჩუნებისთვის იწევდნენ რუსეთისკენ? არა! ეს იყო მერკანტილური ინტერესები, რომლებიც ქართულ სულს ასამარებდა! ასევეა ახლაც. დასავლეთისკენ იმიტომ მიისწრაფიან, რომ დაიკმაყოფილონ მიწიერი, ჰედონისტური მოთხოვნილებები, რომლებიც ჩემში კლავს ზნეობას, ღირსებას, თავისუფლებას, ქართულ სულს, მართლმადიდებლობას! ანუ მე თუ ღერძი დავკარგე, მე ყველაფერს ვკარგავ! ამიტომ მე ვამბობ, როგორც მღვდელი და ამ ერის შვილი: ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ოთხივე გეოგრაფიული მხარე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, რადგან ჩემთვის უპირველესია მთავარი ღერძი _ ქართული სული, რომელიც მე მაკავშირებს ღმერთთან! იმდენადაა ყველაფერი მნიშვნელოვანი ჩემ გარშემო, რამდენადაც ის დამეხმარება ჩემს მისწრაფებაში. ამიტომ მე მუდამ უნდა ვახდენდე ლავირებას პოლიტიკურ სივრცეში, რათა ეს მთავარი მეტაფიზიკური ღერძი ქართველი ერისა და ქართული სულისა შენარჩუნდეს!
როცა მე ევროპა ან ამერიკა პირობებს მიყენებს: შენ თუ გინდა, ჩვენთან შემოხვიდე, ამისთვის ვალდებული ხარ, აღიარო და დააკანონო აღვირახსნილობა და სხვა სექსუალური გადახრებიო, მე ვალდებული ვარ, დავფიქრდე, _ ესენი რატომ მეპატიჟებიან. მიზეზი? როცა ადამიანი მეუბნება, აღიარე, ერთსქესიანი ქორწინებებიო ნორმად, თვალნათელი ხდება, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვერასდროს გავუგებთ! სამწუხაროდ, არსებობს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სირთულეები, მაგრამ ადამიანისთვის ესაა დროებითი მოვლენები, რადგან ჯანმრთელიც და ავადმყოფიც ერთნაირად გარდავიცვლებით. ჩვენთვის მთავარი მხოლოდ სულიერი ღირებულებებია! მე მრევლში მყავს ადამიანები, რომლებსაც გარკვეული მიდრეკილებები აქვთ და ეს ჯერ არაა დანაშაული. მაგრამ, როგორც კი ადამიანი უზნეობის პროპაგანდას იწყებს, მრუშობა იქნება ეს _ ჰომოსექსუალობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები, იგივე აბორტი, მაშინ ყალიბდება კატასტროფული ვითარება, რასაც ჩვენ არ ვიღებთ და ვემიჯნებით! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ავადმყოფური მდგომარეობა კი არაა დანაშაული, არამედ ამ მდგომარეობის ნორმად წარმოჩენა! ასე რომ, სოდომიტურ ევროპაში საქართველოს ადგილი არაა!
_ მამაო, წმინდა მეფის _ დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირზე მუსლიმანები საროსკიპოებს ხსნიან. მეჩვენება, რომ ამ უმსგავსობით თურქები და არაბები თავისებურ რევანშს მიმართავენ, მათთვის იმ საშინელი მრავალი მარცხისთვის, რომლებიც მათ წინაპრებს აგემა მეფე დავითმა, თუმცა აქვე ვამბობ, რომ ამ უცხოტომელებთან მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ისინი მარტო შედეგია. კითხვები მიჩნდება მიზეზთან _ ქართველ მოხელეებთან, რომლებმაც უცხოელებს ამისი ნება დართეს. მაინტერესებს თქვენი აზრი.
_ ადამიანებს, რომლებიც ფულის გამო სამშობლოს მტრობენ, შესაძლოა, ამოძრავებდეთ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური მოსაზრებები, მაგრამ ამის უკან ბოროტი სული დგას და ეს, რა თქმა უნდა, რევანშია. დავით აღმაშენებელი არაა ჩვეულებრივი მეფე. მსოფლიოშიც ძალზე იშვიათია ხელისუფალი, რომელიც არა მხოლოდ ძლევამოსილ სახელმწიფოს შექმნის არაფრისგან, არამედ თავისი შინაგანი განწყობით არ ჩამოუვარდება არც ერთ ბერს! მარტო მისი «გალობანი სინანულისანი» როგორ მეტყველებს მის შინაგან სამყაროზე! ამ ნაწარმოებს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ანდრია კრიტელის კანონს ადარებს! საქართველოს მაშინდელი მტერი იყო მუსლიმანური სამყარო, რომელიც ევროპასაც მტრობდა. თავისი მოღვაწეობით დავითმა საქართველო ააღორძინა და უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. დიდგორის ველზე მან გაანადგურა უზარმაზარი მუსლიმანური სამხედრო კოალიცია, რომელმაც მანამდე რამდენიმე წლით ადრე მუსრი გაავლო დასავლეთ ევროპის გაერთიანებულ ლაშქარს და ევროპის ასალაგმავად მიიწევდა. ამჯერად დავითმა ევროპაც იხსნა მუსლიმანთა წალეკვისაგან!
როცა ჩვენ ამ ისტორიას ვიხსენებთ, ერთი კითხვა გვიჩნდება: დავითის ხმლის ქნევას რა აზრი ჰქონდა მისტიკური და მარადიული თვალსაზრისით? ის, რომ ის ტერიტორია, რომელზეც იყო ქართველთა სახელმწიფო, შემოზღუდა, რათა არ მომხდარიყო ასიმილირება და არ გარყვნილიყვნენ ზნეობრივად ის მოქალაქეები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ქართველებიც და არაქართველებიც. თუ დავით აღმაშენებელი ხმლით იცავდა ზნეობას, დღეს მისი სახელობის გამზირზე მიმდინარეობს სულიერი ბრძოლა! როგორც ამბობენ, იმ საროსკიპოებში ქართველი გოგონებიც არიან და ესაა კატასტროფა! იქ მყოფ ნებისმიერ გოგონას, ეროვნების განურჩევლად, მე აღვიქვამ საკუთარ შვილად და მრცხვენია, რომ ამაზე არ ვყვირი... მართალია, ეს საშინელება წინა ხელისუფლების დანატოვარია, მაგრამ ახლანდელი მთავრობის წევრებს ვეკითხები: თქვენი შვილი ან და რომ იყოს და კლიენტებს იცვლიდეს, რა ხასიათზე დადგებოდით? რადგან თქვენი შვილი ან და იქ არაა, წაყრუება შეიძლება?!
_ თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გადავხედავთ, ისინი ზნეობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ. შარშან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ორგიის კადრები. მას არ შერცხვა და გადადგომაზე არც უფიქრია! არაა გამორიცხული, რომ ასეთმა ადამიანმა გითხრათ: მერე რა, იყოს იქ ჩემი შვილიც, რადგან ევროპელი ვარო!
_ ნებისმიერი ხელისუფალი (და არამარტო ხელისუფალი) გახდება ისტორიის კუთვნილება, ცოტა ხნის შემდეგ ფურცლებს გადავშლით და წავიკითხავთ (თუ ჩვენ არა, ჩვენი შვილები), რომ ამა და ამ დროს, წელს ქალაქის მერი იყო ეს, შინაგან საქმეთა მინისტრი _ ეს და აღარ არიან, ახლა სხვებია; და მათ უნდა ახსოვდეთ, სახელი და გვარი ჩაბარდება ისტორიას, «ხორცი» ჩაიფლება მიწაში, სული კი _ ჯოჯოხეთში. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის ხორცი მიწაში ლპობისთვისაა განკუთვნილი, სახელი და გვარი _ არქივისთვის, ხოლო შენი მარადისობა იქ არის, სადაც შენ, ადამიანმა (და არა ღმერთმა) გადაუწყვიტე. სად გადაუწყვიტე? იქ, სადაცაა აღვირახსნილობა, უზნეობა, უსიყვარულობა, გულგრილობა, უდარდელობა საკუთარი ხალხის მიმართ.
_ მამაო, ჩვენს ქვეყანაში, სადაც, სულ ცოტა, 70% მოსახლეობისა უმუშევარია და გვყავს ნახევარი მილიონი ლტოლვილი, ბევრი ემიგრანტი გაჩნდა, განსაკუთრებით, არაბული სამყაროდან. აღარაფერს ვამბობ ჩინელებზე, თურქებზე, ირანელებზე, აფრიკელებზე, ფილიპინელებზე და ა.შ. ხომ შეიძლება ამან გამოიწვიოს უკიდურესი სოციალური დაძაბულობა და ეთნიკური დაპირისპირებები?
_ როდესაც ხელისუფალი იღებს დევნილებს სხვა ქვეყნებიდან, ანუ «გუგულის ბარტყებს» ასახლებს ჩვენს სახლში _ ჩვენს სამშობლოში და ამას კაცთმოყვარეობად ასაღებს, მაშინ ეს ხელისუფალი ბოროტმოქმედია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!
თუ ჩვენთან არსებულ «უვიზო რეჟიმს» ზნეობრივი კუთხით შევაფასებთ, როგორ შეიძლება იმ ქვეყნებთან, რომლებშიც ასეთი არეულობებია, იგივე ეგვიპტეში, ერაყში ან სირიაში, და რომლებშიც, დემოკრატების მტკიცებით, ტერორიზმის საფრთხეა და სხვა არაჯანსაღი მოვლენები ხდება, სავიზო რეჟიმის გაუქმება და, ვისაც მოეპრიანება, აქ შემოვიდეს! ეს იგივეა, იცოდე, ქუჩაში ყაჩაღები და ქურდები დათარეშობდნენ, შენ კი საკუთარი სახლის კარი ღიად დატოვო! რატომ აკეთებენ ამას?
_ მათი პასუხი, მამაო, ორიგინალობით არ გამოირჩევა _ ევროპამ მოითხოვაო!
_ მოიცადეთ, ახლა რომ გადავწყვიტოთ ხვალ ესპანეთში წასვლა, აი, ასე, უვიზოდ გაგვიშვებენ? რა თქმა უნდა, არა! რა გამოდის? ევროპა ჩემგან ითხოვს იმას, რაც თავად არა აქვს?! კაცმა კაცი ცოლად მოიყვანოსო, კარი ყველას გაუღეო, ვინც ითხოვსო!.. გამოფხიზლება გვმართებს! რაღაც არაჯანსაღი რამ ხდება, რაღაც ცუდს გვიპირებს ევროკავშირი!
_ თქვენი, როგორც სასულიერო პირის, აზრით, ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქვეყნიდან დევნილი მოგადგება, სახელმწიფომ როგორ უნდა იმოქმედოს?
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელისუფლების წარმომადგენლების გულწრფელობაში (თუნდაც, ბრიყვულ გულწრფელობაში) მხოლოდ მაშინ დავრწმუნდები, როდესაც თითოეული მათგანი უცხოელ გაჭირვებულებს საკუთარ სახლში შეუშვებს. დღეს საქართველოში უამრავი გაჭირვებულია. თქვენ, მე ან სხვა ჩვენი სახლის კარს რატომ არ ვაღებთ და ადგილობრივი უსახლკარონი შინ არ შემოგვყავს? იმიტომ, რომ სიკეთის ამგვარი ქმნა ახალ უბედურებას მოასწავებს, ამით გააუბედურებ საკუთარ ოჯახს! ამის უფლება კი არ გაქვს. შენი სახლი მარტო შენ არ გეკუთვნის, ის ოჯახის საკუთრებაა! იგივე შეიძლება ითქვას ემიგრანტებთან დაკავშირებით. ეს არაა სიკეთე! ფორმით სიკეთე ყოველთვის სიკეთე არაა! ვინ მოგცა შენ უფლება, ხელისუფალი ხარ თუ კანონმდებელი, რომ ჩვენი საერთო სამშობლო, ჩვენი წინაპრების საძვალე, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ღმერთი როგორ ვიპოვოთ, გახადო სათარეშოდ და გზაჯვარედინად, სადაც ათასი ჯურის ადამიანი შევა და გამოვა! და კიდევ: ამერიკამ, თავისი პოლიტიკური მიზნების გამო ვიღაცას რომ ბომბავს, შეიფაროს მის მიერვე დაზარალებული ადამიანები. ამერიკა მათ დაიტევს, საქართველოში კი ეს ფიზიკურად შეუძლებელია!
ესაუბრა გიორგი კორძაძე
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5415&Title=mama+Teodore+(gignaZe):+sodomitur+evropaSi+saqarTvelos+adgili+araa!&lang=ge

Комментариев нет:
Отправить комментарий