ღმერთი

ღმერთი

среда, 31 июля 2013 г.

სად არის ჭეშმარიტება?

მღვდელოწამე ირინეოს ლიონელი - სად არის ჭეშმარიტება?


   ჭეშმარიტება მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაშია. არ ეგების სხვებთან ძიება ჭეშმარიტებისა, რისი შეძენაც იოლია ეკლესიაში, რადგან მოციქულებმა, როგორც მდიდარმა საგანძურს, სრულად შესძინეს მას ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას უკავშირდება; ასე რომ, ყველა მსურველი მისგან იღებს სასმელს ცხოვრებისას. სწორედ ის არის კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი `მასწავლებელი~ ქურდი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ამ უკანასკნელთ, უდიდესი გულმოდგინებით ავირჩიოთ ის, რაც ეხება ეკლესიას, და შევიწყნაროთ გადმოცემა ჭეშმარიტებისა. რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე დავის დროს ნუთუ არ გვმართებს, მივმართოთ უძველეს ეკლესიებს, _ მოციქულთა სამყოფელს _ და იქიდან მივიღოთ სარწმუნო და ცხადი პასუხი?!


მოციქულებს რომ არ დაეტოვებინათ ჩვენთვის ნაწერები, ნუთუ არ უნდა მივყოლოდით განაწესს გადმოცემისა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ მათგან, ვისაც მოციქულებმა ანდეს ეკლესია?!

ეკლესიის ქადაგება ყველგან მუდმივია და უცვალებელი, იგი დამოწმებულია წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და ყველა მოწაფის მიერ თავდაპირველ, შუა და ბოლო ჟამს, ღვთის ყველა საქმესა და მის მტკიცე ქმედებაში, რაც ეხება ადამიანის გადარჩენას და რაც ჩვენს რწმენაში ძევს. ჩვენ მას ვიღებთ ეკლესიიდან და ვიცავთ, იგი მუდამ ღვთის სულისაგან გვეძლევა, როგორც უმშვენიერეს ჭურჭელში მოთავსებული უძვირფასესი საუნჯე. რადგან ღვთის ეს ძღვენი ჩაჰბარდა ეკლესიას ისე, ვითარცა სული სიცოცხლისა მიეცა პირველქმნილ ადამიანს, რათა განეცხოველებინა მისი მიმღები ყოველი ასო. აქ არის ქრისტეთან თანაზიარება.... რადგან, როგორც ამბობენ, უფალმა ეკლესიაში განაწესა მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, მასწავლებელნი და სულიწმიდის მოქმედების ყველა საშუალება. მათთან თანაზიარობას მოკლებულია ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ეკლესიას, და თავისი უკეთური სწავლებითა თუ ყოვლად უღირსი ქცევით თავადვე აკლდება სიცოცხლეს. რადგან, სადაც ეკლესიაა, იქვეა სული ღვთისა, და სადაც სულია ღვთისა, იქვეა ეკლესია და სრულად ყოველი მადლი; თავად სული კი არის ჭეშმარიტება!

ამიტომაც ისინი, რომლებიც ქრისტეს არ ეზიარებიან, არ საზრდოობენ დედის მაცოცხლებელი ძუძუთი, არ ეწაფებიან ქრისტეს სხეულიდან გამომდინარე უწმინდეს წყაროს; სამაგიეროდ, მიწაში თხრიან უბადრუკ ჭებს, სვამენ მის ტალახიან, აშმორებულ წყალს, მოუბრუნებლად განეშორებიან ეკლესიის რწმენას და უარყოფენ სულიწმიდას, რათა არა გულისხმაჰყონ... ჩვენ კი ვლოცულობთ, რომ ისინი არ ჩარჩნენ ორმოში, რაც თავადვე ამოითხარეს, არამედ დაუტევონ სიცარიელე და სიბნელე, რჯულიერად იშვან, მოიქცნენ ღვთის ეკლესიისკენ, რათა ქრისტე გამოისახოს მათში; რათა შეიცნონ შემოქმედი სრულიად სამყაროსი, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი ყოველთა.

ჩვენი ეს ვედრება მათთვის აღევლინება, გვიყვარს ისინი იმაზე მეტად, ვიდრე თავად განიზრახვენ საკუთარი თავის სიყვარულს. ჩვენი სიყვარული, ვითარცა ჭეშმარიტი, გადაარჩენს მათ, თუკი მას შეიწყნარებენ.



წიგნიდან: სიტყვა ნუგეშისცემისა

მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია




qadageba.ge


სატანის თესლი და ქრისტესმიერი სიყვარული .სიამაყისა და მთავარი ქრისტიანული სათნოებების შესახებ.

   ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი (იხ. დაბად. 1:26) მიწიერ ცხოვრებაშიც მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან ცხოველი, უშუალო ურთიერთობისათვის არის მოხმობილი. უკლებლივ ყველამ, როგორც მონაზვნებმა, ისე ერისკაცებმა, ამ გზით უნდა იარონ, მაგრამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეს ყველას არ ძალუძს. რა უშლის ხელს ადამიანებს, ჰქონდეთ ცოცხალი ურთიერთობა უფალთან და განიცადონ გამოუთქმელი ნუგეში?

ძირითადი მიზეზია გულის თქუმა თუალთა და სილაღე ამის ცხორებისა (1 ინ. 2:16). უფალი ებრძვის ამპარტავანთ და მხოლოდ მდაბალთ ანიჭებს მადლს, მხოლოდ მათ ევლინება და არასდროს განეშორება. მაგრამ ჭეშმარიტად თავმდაბალნი, რომლებიც არა თავისი, არამედ ღვთის ნებით ცხოვრობენ, ძალზე ცოტანი თუ არიან.

ადამიანთა უმრავლესობა ყურს არ უდგებს ღვთის ხმას საკუთარ გულში; ვინც ამას ცდილობს, მათგანსაც ბევრ არ ესმის, ამიტომ თავიანთ ნებისამებრ ცხოვრობენ და ვნების ხმას მისდევენ. ჩვენს დროში ადამიანთა გადარჩენა ძირითადად სნეულებებითა და განსაცდელებით ხდება. თუ კაცს ნებაყოფლობით არ სურს დამდაბლება და ღვთის ნებით ცხოვრება, მაშინ იძულებით უწევს დამდაბლება ტანჯვის გზით. აქ ვლინდება ღვთის გულმოწყალება და კაცთმოყვარება.

სულიერი და ზნეობრივი სრულყოფილების მისაღწევად ყველამ, მათ შორის შენც, ჩემო მეგობარო, უნდა ისწავლოს ღვთის ნების შეცნობა, ყური მიუგდოს მის ხმას, რომლის სწორად გასაგებადაც უნდა უარყოს საკუთარი უმნიშვნელო ნება და მოემზადოს ყოველგვარი მსხვერპლის გასაღებად, მიჰბაძოს იესო ქრისტეს, რომელიც სიკვდილამდე მამის მორჩილი იყო (იხ. ფლპ. 2:8). ქრისტიანის ცხოვრების მიზანია – სულიწმიდის შეძენა, ღმერთთან მუდმივი ურთიერთობა, ღვთის ნების შეცნობა და აღსრულება. უამისოდ კაცის ცხოვრება, ქრისტიანული თვალსაზრისით, უმიზნო, უაზრო და ამაოა. სულიწმიდის შესაძენად გული უნდა განიწმინდოს ვნებათაგან, უპირველესად კი სიამაყისგან, რაც ყველა მანკიერიებისა და ცოდვის დედაა.

დაუშვებელია `მე~-თი თავმომწონეობის უმცირესი ნიშანწყალიც კი - თავმოთნეობის ეს ყველაზე ღრმა ფორმა კაცის გულში სულიწმიდის დავანებას აბრკოლებს. სხვისი პიროვნების ოდნავი დამიცირებაც კი განიხილება, როგორც სიყვარულისა და ადამიანში ღვთის ხატის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. სულიწმიდა ამ ცოდვას განეშორება, რადგან განსაკუთრებით სძაგს იგი.

ყველას გვევალება მუდმივი მოწამებრივი და სამოღვაწეო ბრძოლა ჩვენი და ჩვენს ირგვლივ არსებულ ცოდვებთან; მუდმივი მოთმინება და თავშეკავება ყველაფერში, რომ გულიდან ადვილად აღმოვფხვრათ ვნებები და მანკიერებები და ქრისტიანულ სათნოებათა თესლი ჩავთესოთ.

ვიყოთ სრულყოფილნი სულიერ ცხოვრებაში, ამის მისაღწევად კი უნდა ვიტვირთოთ სხვადასხვა ღვაწლი, ჩვენი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით.

უმაღლესი ღვაწლია საკუთარი სურვილების, ნების უარყოფა და ქრისტესთვის მსხვერპლად შეწირვა. თუ სრულად მივენდობით ღვთის ნებას, თუ განახლებას, განათლებასა და განკურნებას მხოლოდ ღვთისგან მოველით, თუ აღარ გვექნება საკუთარი ძალების იმედი, არამედ მთელი სასოებით მივენდობით ღმერთს, აუცილებლად მივიღებთ სათხოვარს. სულიწმიდა დაივანებს ჩვენს გულში და ღვთის სასუფეველს შევიგრძნობთ.

ვიაზროვნოთ მტკიცედ, დინჯად და უშფოთველად. ქრისტეს სიყვარულითა და სიმშვიდით აღსავსე ფიქრები არ გაგვეფანტება - მათ ვერ ააფორიაქებს ამაო გულისსიტყვები.

სწორედ ღვთის ნებას მინდობილ და მორჩილ ადამიანებს ეხება ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტÂრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ (მთ. 11:28).

ძვირფასო მეგობარო, ნეტარებას ვეზიარებით მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე გავიმარჯვებთ: დავემორჩილებით ღვთის ნებას და ჭეშმარიტად შევიყვარებთ ყველას.

ვიდრე გესაუბრები ძირითად სათნოებებზე, რასაც სულიერ და ზნეობრივ სრულყოფილებამდე მივყავართ, შევჩერდები მთავარ დაბრკოლებაზე, რომელიც განსაკუთრებით ეწინააღმდეგება გადარჩენის გზაზე წინსვლას – სიამაყეზე.




სიმაყე

სიამაყის არსი



სიამაყე ძალზე ძნელად განკურნებადი, საშინელი სულიერი დაავადებაა. არ არსებობს უფრო საძაგელი ცოდვა ღვთის წინაშე, ვიდრე სიამაყეა. წმინდა მამები მას `სატანის თესლს უწოდებენ~.

სიამაყე – ეს არის უკიდურესი თავდაჯერებულობა, უარყოფა ყველაფრისა, რაც შენგან არ მოდის; მრისხანების, სისასტიკისა და ბოროტების წყარო; ღვთის შემწეობაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამაყს სჭირდება ღმერთი, რადგან როცა სნეულება უკანსაკნელ სტადიას აღწევს, ადამიანებს მისი გადარჩენა არ შეუძლიათ.

ცოდვის მამა - ბნელეთის დაცემული ანგელოზი, რომელმაც თავად შესცოდა ღმერთს ურჩობით ანუ სიამაყით, მთელ კაცთა მოდგმას უბიძგებს ამ დამღუპველი ვნებისკენ.

ყოველი ცოდვილი, რომელიც საკუთარ ვნებებს ემონება, ებრძვის ღმერთს, როგორც სატანა, რომელმაც ოდესღაც ზეცაში ამბოხი და ომი წამოიწყო ღვთის წინააღმდეგ, რათა მის ქვემდგომობაზე უარი ეთქვა და თავის ნებაზე ეარსება.

როდესაც ამაყი, პატივმოყვარე, თავმოთნე, დიდებისმოყვარე, უფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, ქედმაღალი, მზვაობარი და ურჩი ადამიანები ვნებების დასაკმაყოფილებლად სხვებს შეურაცხყოფენ, ამით თითქოს ღმერთზე მახვილს აღმართავენ და ქრისტეს ეუბნებიან: `არ გვსურს შენ მაგალითს მივბაძოთ, არ ვიქნებით მშვიდნი და უბოროტონი! არ მოგვწონს შენი რჯული! დაე, სხვები დაგვემორჩილონ და გვემსახურონ ჩვენ და არა პირიქით!~

უფალმა დაგვიფაროს ამგვარი უგუნურებისგან! ეს საშინელებაა! ნუ ფიქრობ, ჩემო მეგობარო, რომ რაიმეს ვაჭარბებ. ამაყ ადამიანებს, ჩვეულებრივ, ასე ემართებათ: თუ დროზე არ მოეგებიან გონს და არ შეინანებენ, ღვთისმბრძოლნი ხდებიან.

ყველა ცოდვა, უმცირესიც კი, სულში ასუსტებს ღვთის მადლს, მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენნი კი საერთოდ კარგავენ მას და მარადიული ტანჯვის ღირსნი ხდებიან.

ამაყნი საღვთო რჯულს აღარ ემორჩილებიან, თავად ისპობენ ღვთის შემწეობასა და მფარველობას, ამიტომაც ყველგან მარცხდებიან. სხეულით ცოცხალნი სულიერად უკვე მკვდარნი არიან და ამ ცხოვრებაშივე განიცდიან გეჰენიას ტანჯვას: მარტოობას, მოწყინებას, სასოწარკვეთილებას, უნაყოფობას; ახრჩობთ ბოღმა, სიძულვილი, დარდი, წყვდიადი...



სნეულების ნიშნები და განვითარება



სიამაყის ცოდვა პატივმოყვარებიდან იწყება და რამდენიმე სტადიად ვითარდება.

პატივმოყვარების ნიშნებია: შექების წყურვილი, მხილების, საყვედურებისა და შეგონებების შეუწყნარებლობა, უნდობლობა, ეჭვიანობა, ძვირისხსენება, სხვათა განკითხვა; პატივმოყვარე ადამიანს უჭირს შენდობის თხოვნა, ეძებს იოლ გზებს, მუდმივად თამაშობს, როგორც სცენაზე, რომ უცხო ადამიანებს გულმოდგინედ დაუმალოს ვნებები და მანკიერებანი და თავი ღვთისმოსავად მოაჩვენოს.

ადამიანი ვეღარ ამჩნევს თავის ცოდვებსა და ნაკლოვანებებს, იწყებს საკუთარი დანაშაულის შემსუბუქებას ან სულაც უარყოფას, ზოგჯერ სხვებზე გადაბრალებასაც კი. გადაჭარბებით აფასებს თავის ცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებას. პატივმოყვარების სნეულების გაღრმავებასთან ერთად ადამიანის წარმოდგენა იქამდე იზრდება, რომ თავი პატივისა და ქება-დიდების ღირსი პიროვნება ჰგონია. ამიტომ ეწოდება ამ დაავადებას განდიდების მანია.

ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მხოლოდ განიკითხავს სხვებს, არამედ სძულს და არაფრად აგდებს, არც ბოროტ საქმეებს ერიდება მათ წინააღმდეგ. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!

როდესაც სნეულს ჰგონია, რომ მისი არავის ესმის, არავის უყვარს, ყველა სდევნის და ცდილობს, რაიმე დაუშაოს, მაშინ ამ სნეულებას დევნის მანია ეწოდება.

სულიერი სნეულების ყველაზე გავრცელებული ფორმები - განდიდების მანია და დევნის მანია - უკავშირდება საკუთარი ღირსებების გადაჭარბებულ თვითშეფასებას, რაც სხვებისადმი სიძულვილსა და მტრობას იწვევს.

ამპარტავანი მუდამ უკმაყოფილოა გარშემო მყოფი ადამიანებითა და ცხოვრების პირობებით, ამიტომაც ზოგჯერ ვარდება სასოწარკვეთილებასა და ხიბლში, მიდის ღვთისმგმობელობასა და თვითმკვლელობამდე.

საწყის სტადიაზე სიამაყე ძნელი ამოსაცნობია. მხოლოდ გამოცდილ მოძღვარსა და ფსიქოლოგს შეუძლიათ, შეუცდომლად დაადგინონ ამ ვნებით გამოწვეული სნეულების დასაწყისი.

გამოცდილ თვალს დაავადების დაწყება არ გამოეპარება: ადამიანი თითქოს ჩვეულებრივად იქცევა, თვითკმაყოფილი ჩანს, კარგ გუნებაზეა, ღიღინებს, იღიმება, ხშირად იცინის და ზოგჯერ უმიზეზოდ ხარხარებს; ცდილობს, ყველასგან გამოირჩეოდეს, მახვილსიტყვაობს, თავისებურად იქცევა, რათა ირგვლივ მყოფთა ყურადღებას მიიპყროს; უყვარს ბევრი ლაპარაკი თავისთავზე, მაგრამ საკმარისია ერთი კრიტიკული შენიშვნა და გუნება სწრაფად ეცვლება, დუნდება; შექების შემდეგი კი ისევ მაისის ვარდივით იფურჩქნება. საერთოდ, ამ სტადიაზე ადამიანი ხალისიან განწყობას ინარჩუნებს.

შემდეგ თუ ადამიანი ვერ გააცნობიერებს თავის ცოდვილობას, არ შეინანებს და გამოსწორებას არ შეეცდება, სნეულება გაღრმავდება და გამძაფრდება.

სნეული თანდათან გულწრფელად იჯერებს თავის უპირატესობას სხვებთან შედარებით. ეს რწმენა სწრაფად გადაეზრდება მბრძანებლობის ვნებაში და ისიც სხვათა ყურადღების, დროისა და ძალების საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას იწყებს. ხდება უტიფარი და თავხედი: ყველა საქმეს ხელს ჰკიდებს, თუნდაც გააფუჭოს, ყველაფერში ერევა, უცხო ოჯახის ურთიერთობებშიც კი.

ამ სტადიაზე ამაყ ადამიანს განწყობა უფუჭდება, რადგან ხშირად კიცხავენ. თანდათან უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ანჩხლი და ყველასთვის აუტანელი ხდება. ბუნებრივია, მას გაურბიან, ის კი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ მისი არავის ესმის, ამიტომაც ყველასთან წყვეტს ურთიერთობას. მის გულში ბოღმა და სიძულვილი, ზიზღი და ქედმაღლობა იდგამს ფესვებს. სული ბნელი და ცივი აქვს, გონება - დაბინდული. ადამიანი ყოველგვარ ქვემდგომობაზე უარს ამბობს. მისი მიზანი – თავისი შეხედულების გატანა და სიმართლის დამტკიცება, სხვების დამცირება და შერცხვენაა. აი, ასეთი ამპარტავანნი ქმნიან ერესებსა და განხეთქილებებს.

სნეულების შემდეგ სტადიაზე ადამიანი წყვეტს ურთიერთობას ღმერთთან... ყველაფერს, რაც აქვს, მათ შორის ნიჭნი და სათნოებანი, თავის დამსახურებას მიაწერს. დარწმუნებულია, რომ ცხოვრებას სხვათა დაუხმარებლად მოიწყობს და თავად შეიძენს ყოველივე საჭიროს. სუსტი ჯანმრთელობის პატრონიც რომ იყოს, თავი გოლიათად მიაჩნია. ქედმაღლობს თავისი `სიბრძნითა~ და ცოდნით, თავს იწონებს ყველაფრით, რაც აქვს. ლოცულობს არაგულწრფელად, ზერელედ და გულშემუსვრილების გარეშე, შემდეგ კი საერთოდ თავს ანებებს. პირქუში და უიმედო სულიერი მდგომარეობის მიუხედავად მაინც გულწრფელად დარწმუნებულია თავის სიმართლეში და საკუთარი დაღუპვისკენ მიექანება.



როგორ შევიცნოთ საკუთარი სიამაყე?



შეკითხვაზე: `როგორ შევიცნოთ საკუთარი სიამაყე?~, ნიჟეგოროდის არქიეპისკოპოსი იაკობი პასუხად წერს შემდეგს:

`საკუთარ თავში სიამაყის შესაცნობად დააკვირდი, რას იგრძნობ, როცა გარშემო მყოფნი არ დაგიჯერებენ და შენი ნების საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. თუ არ დაგებადა სხვათა მიერ დაშვებული შეცდომის მშვიდად გამოსწორების სურვილი, არამედ იგრძენი უკმაყოფილება და მრისხანება, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ! თუ საქმეებში უმცირესი წარუმატებლობით დანაღვლიანდები, ხელს ჩაიქნევ და ჩვენთა საქმეთა წარმმართავ საღვთო განგებულებაზე ფიქრიც კი არ გაგამხნევებს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ! თუ საკუთარი გაჭირვება გულთან ახლოს მიგაქვს, სხვებისა კი არ გადარდებს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ! თუ სხვების, თუნდაც მტრების, სიდუხჭირე გახარებს, ახლობლების მოულოდნელი ბედნიერება კი გულს გწყვეტს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ!

თუ შენ ნაკლზე მოკრძალებული შენიშვნებსაც კი შეურაცხყოფად აღიქვამ, არარსებულ ღირსებათა შექება კი გსიამოვნებს, გახარებს, იცოდე - ერთობ ამპარტავანი ხარ!

კიდევ რა ნიშანი შეიძლება დაემატოს? მხოლოდ ერთი: თუ ადამიანს შიში იპყრობს, ესეც სიამაყის ნიშანია.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: `სული ამპარტავანი მონაი არს მოშიშებისა, რამეთუ ესავს ძალსა თვისსა, და ესმინ რა ხმა რაიმე, მეყვსეულად შეძრწუნდის... ამპარტავანნი მრავალნი შიშისაგან განცვიფრდის, რამეთუ სამართლად მისცემს უფალი ამპარტავანთა განსწავლად, რათამცა სხვანიცა შეშინდენ მათ მიერ და ისწაონ სიმდაბლე~ (21:4-5).

`უზესთაესი იგი ამპარტავნებისა საზღვარი არს, რომელი კაცი, კაცთა დიდებისათვის იჩემებდეს სათნოებათა მათ რომელნი არა აქუნდეს~ (25: 44).


almanaxi.ucoz.com

სიბრძნე ზირაქისა.22

ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა


თავი ოცდამეორე


1. ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.

2. ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.

3. მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება.

4. გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია.

5. უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება.

6. რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა.

7. რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.

8. გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?

9. იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.

10. მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია.

11. უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება.

12. რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ ბრიყვი?

13. ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.

14. როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ შედრკება საფრთხეში.

15. გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ კედელზე.

16. როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს.

17. დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.

18. ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.

19. თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო.

20. თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.

21. მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო.

22. ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება.

23. მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ დავიმალები.

24. თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც გაიგებს, მოერიდება მას.

25. ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ.





სიბრძნე ზირაქისა.21.

ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა


თავი ოცდამეერთე



1. შვილო, შესცოდე? ნუღარ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე.

2. გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი.

3. ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა - მისი ნაჭრევი არ განიკურნება.

4. დაშინებით და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება, ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი.

5. ღატაკის ვედრება მისი პირიდან ღვთის ყურამდე აღწევს და სწრაფადვე მოდის მისი განაჩენი.

6. მხილების მოძულე ცოდვილის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს.

7. ენით ძლიერი შორიდან შეიცნობა, მაგრამ გამჭრიახი ხედავს, სად წაიბორძიკებს იგი.

8. რაღა სხვისი ხარჯით თავისი სახლის მშენებელი და რაღა საკუთარი საფლავისთვის ქვების შემგროვებელი.

9. ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვაა და მათი აღსასრული ცეცხლის ალია.

10. ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია.

11. რჯულის დამცველი განაგებს თავის ფიქრებს და სიბრძნე უფლის შიშის განსრულებაა.

12. უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ ნიჭი სიმწარეს ამრავლებს.

13. ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა.

14. ბრიყვის გონება გატეხილ ჭურჭელს ჰგავს - ვერავითარ ცოდნას ვერ დაიჭერს.

15. გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, შეაქებს მას და თავადაც შეითვისებს; თავქარიანი მოისმენს, არ მოეწონება და ზურგს უკან მოისვრის.

16. ბრიყვის მონათხრობი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეებზე კი მადლი იპოვება.

17. ჭკვიანი კაცის პირს საკრებულოში დაუწყებენ ძებნას და მის სიტყვებს გულში ჩაითხრობენ.

18. რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის; ცოდნა უგუნურისა უაზრო სიტყვებია.

19. უჭკუოსთვის წვრთნა ბორკილებია ფეხებზე და ჯაჭვი - მარჯვენა ხელზე.

20. ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს, ჭკვიანი კაცი კი წყნარად გაიღიმებს.

21. წვრთნა ჭკვიანისთვის ოქროს სამკაულია და ძვირფასი სალტე - მარჯვენა მკლავზე.

22. ბრიყვის ფეხები შინისკენ მიიჩქარის, მრავლისგანმცდელი კაცი კი კდემამოსილად შედგება მის წინ.

23. უგუნური სახლში კარებიდან იჭვრიტება, აღზრდილი კაცი კი გარეთ დადგება.

24. უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა.

25. უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ, გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება.

26. ბრიყვთა გული მათ პირზეა, ბრძენთა პირი კი - მათ გულში.

27. სატანის წყევლისას უღვთო თავის სულს იწყევლის.

28. მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებულია თავის სამეზობლოში.





იგავნი სოლომონისა. თავი ოცდამეექვსე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი ოცდამეექვსე


1. როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი, ასევე ბრიყვისთვის - პატივი.

2. როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება.

3. მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი - ბრიყვთა ზურგისთვის.

4. ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.

5. ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.

6. საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.

7. რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე.

8. რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი.

9. რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.

10. რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი.

11. როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვნეს.

12. თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

13. ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.

14. კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე.

15. ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.

16. ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.

17. რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.

18. რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი,

19. და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.

20. სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.

21. ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.

22. ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევს.

23. რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.

24. მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.

25. ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.

26. ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.

27. ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.

28. კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს უმზადებს.




ფსალმუნი 133.134.135.136.

ძველი აღთქმა

ფსალმუნნი


ფსალმუნი 133



1. გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.

2. ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.

3. გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.




ფსალმუნი 134 


1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!

2. რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.

3. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.

4. რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.

5. რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.

6. ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.

7. ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.

8. რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.

9. მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.

10. რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -

11. სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.

12. და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.

13. უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.

14. რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.

15. ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.

16. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.

17. ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.

18. მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

19. ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!

20. ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!

21. კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!




ფსალმუნი 135 


1. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

2. ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

3. ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

4. მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

5. ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

6. დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

7. შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

8. მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

9. მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

10. რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

11. და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

12. ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

13. რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

14. და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

15. და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

16. რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

17. რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

18. და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

19. სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;

20. ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

21. და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

22. სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

23. რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

24. და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

25. რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

26. ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.




ფსალმუნი 136


1. ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!

2. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.

3. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.

4. როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?

5. თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.

6. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.

7. გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.

8. ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.

9. ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.







როგორ გავიგოთ ფრაზა: „სიმდაბლე უპირატესობას მოყვასს ანიჭებს"?

დიდი ბოროტებაა, როდესაც ჭეშმარიტ სარგებლობას კი არა, პირველობას ვესწრაფვით. ნურასოდეს მოვინდომებთ პირველობას, არამედ მივდიოთ ნეტარი პავლეს რჩევას, რომელიც ამბობს: „ძმათმოყვარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივისცემასა ერთიერთსა უსწრობდით" (რომ. 12,10), და ვეცადოთ დავიმდაბლოთ თავი. რამეთუ სწორედ ეს ანიჭებს ადამიანს პირველობას, როგორც მაცხოვარმა თქვა: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლკ. 14,11). ჭეშმარიტი სიმდაბლე ის არის, როდესაც ვუთმობთ მათ, ვინც ერთი შეხედვით ჩვენზე დაბლა დგას, და უპირატესობას ვანიჭებთ მათ, ვინც ჩვენზე უარსი ჩანს. თუმცა, თუ განსჯის უნარს მოვუხმობთ, არც არავი მივიჩნევთ ჩვენზე უარესად, არამედ ყოველ ადამიანს ჩვენზე უკეთესად ვაღიარებთ. და ამას საკუთარ თავზე კი არ ვამბობ, ვინც უთვალავ ცოდვებში ვარ ჩაძირული - არა, დაე მან, ვინც თავის თავში აურაცხელ სათნოებებს ხედავს, იცოდეს, რომ თუ თავს ყოველ ადამიანზე უარესად არ მიიჩნევს, ყველა მისი ღირსება არავითარ სარგებლობას რა მოუტანს. რამეთუ სიმდაბლე სწორედ ის არის, როდესაც მავანი, ვისაც აქვს სიამაყის მიზეზი, თავს იმდაბლებს, არარად აგდებს და თავმდაბლად იქცევა.

სწორედ მაშინ აღწევს იგი ჭეშმარიტ სიმაღლეს, როგორც უფალმა აღგვითქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს". მართლაც, არაფერს მოაქვს სულისთვის ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე, როგორიც თვინიერებას და თავმდაბლობას, ეს სიკეთე კი მისი მფლობელისათვის ყოველგვარ დიადემაზე უფრო ძვირფასია და ყოველგვარ დიდებასა და ბრწყინვალებაზე უფრო სასარგებლო. რამეთუ ვინ შეიძლება იყოს უფრო ნეტარი, ვიდრე შინაგანი ბრძოლისგან თავისუფალი კაცი? თუნდაც ამა სოფლის ყველა სიკეთეს ვფლობდეთ, თუ ჩვენს სულში გულისსიტყვათა შფოთისაგან ატეხილი ხმაური და ქარიშხალი დგას, მაშინ გარეგნულ სიმშვიდეს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს - ისევე, როგორც არაფერია იმ ქალაქზე უფრო ბედკრული, რომელსაც უთვალავი კედელი და ციხესიმაგრე იცავს, მაგრამ მისივე მკვიდრნი ღალატობენ. ამრიგად, გვედრით, პირველ ყოვლისა იმას ვეცადოთ, რომ ჩვენი სული შფოთისაგან შეუვალად ვაქციოთ, სიმშვიდის ნავსაყუდელში შევიყვანოთ და გავთავისუფლდეთ ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობისაგან, რათა ჩვენ თვითონაც სრული მშვიდობით დავტკბეთ და ახლობლებთანაც თანხმობა გვქონდეს. რამეთუ სწორედ ესაა გონიერი არსების განმასხვავებელი თვისება, რომ იყოს მოკრძალებული, თვინიერი, შემწყნარებელი, მდაბალი, მშვიდი, არ აჰყვეს მონურ მრისხანებას ან რაიმე სხვა ვნებას, არამედ გონებით სძლიოს შინაგან შფოთს, დაიცვას თავისი მაღალი ღირსება და, თავისივე დაუდევრობით არ დაეცეს პირუტყვთა ცხოველურ მდგომარეობამდე.


წმიდა იოანე ოქროპირი



სიკვდილისა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სიკვდილისა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ.

სიკვდილთან ჩემეული, თავისებური დამოკიდებულება მაქვს. და ახლა, მინდა გაგიზიაროთ, თუ რატომ მაქვს სიკვდილთან არამცთუ მშვიდი, სასურველი, იმედიანი, თითქოსდა მოწყურებული დამოკიდებულებაც კი.

ჩემში პირველი ნათელი შთაბეჭდილება სიკვდილთან დაკვაშირებით მამაჩემთან საუბრისას შემოვიდა. ერთხელ მან მითხრა, რომ უნდა მეცხოვრა და მესწავლა სიკვდილის მოლოდინი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი მოლოდინი, როგორადაც საქმრო ელის სასძლოს; ველოდო მას, მსურდეს იგი, წინასწარ ვზეიმობდე მასთან შეხვედრას და შევხვდე მას თბილად, ალერსით.

აი, პირველი შთაბეჭდილება.

მეორე შთაბეჭდილება კი უკვე დიდი ხმის შემდეგ, მამის სიკვდილის დროს გამიჩნდა. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. შევედი მასთან. ეს იყო პატარა ოთახი. ფრანგული სახლის მეორე სართულზე იდგა საწოლი, მაგიდა, ტაბურეტი და რამდენიმე წიგნი; შიგნით შევედი, კარი დავხურე და ისეთმა სიჩუმემ მომიცვა, რომ დავიყვირე:

- ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიკვდილი არსებობს?! ეს ხომ ტყუილია!

მთელი ოთახი სავსე იყო ისეთი სიცოცხლით, როგორსაც არ ქუჩაში, არც ეზოში და არც არსად არ შევხვედრივარ. აი, რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება სიკვდილთან და აი, რატომ განვიცდი ასე ძალუმად პავლე მოციქულის სიტყვებს: „ქრისტეა ჩემი ცხოვრება, ამიტომაცაა სიკვდილი მონაპოვარი“. სანამ ხორცში ვარ, მანამდე განშორებული ვარ ქრისტეს. მისმა სხვა სიტყვებმაც შემძრეს. მას მთელი ძალისხმევით სურს სიკვდილი და ქრისტესთან შეერთება: „თქვენ გჭირდებათ, რომ დავრჩე თქვენთან, მე ვიცოცხლებ“. ეს არის უკანასკნელი მსხვერპლი, რაც მას შეუძლია გაიღოს. ყველაფერი, რისკენაც ის მიისწრაფვის, რაზეც იმედოვნებს, რაც სურს, იგი მზადაა გადასდოს, რადგან იგი სხვებს სჭირდება.

მე ბევრი სიკვდილი მინახავს. 15 წელი ექიმად ვიმუშავე, მათგან 5 წელი ფრონტზე ვიმსახურე საფრანგეთის არმიაში. ამის შემდეგ 46 წელი მღვდელი ვიყავი და ნელ-ნელა დავასაფლავე ჩვენი ადრეული ემიგრაციის მთელი თაობა. მე გამაოცა იმან, რომ მართლმადიდებლები მშვიდად კვდებოდნენ, სხვები კი შიშით. და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მართლმადიდებლებს სწამთ მარადისობა, სწამთ, რომ გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სიცოცხლეს ეზიარებიან. უპირველესი ჭეშმარიტება, რომელსაც ყოველი მღვდელი და ყოველი ადამიანი უნდა უმეორებდეს თავის თავასაც და სხვასაც, არის ის, რომ ადამიანი სიკვდილისთვის კი არა, მარადიული ცხოვრებისთვის უნდა ემზადებოდეს.

სიკვდილის შესახებ გამოცდილება ჩვენ არა გვაქვს, არა გვაქვს გამოცდილება იმისიც, რაც სიკვდილის დროს ხდება. მაგრამ იმის შეგრძნება კი გვაქვს, თუნდაც ჩანასახის დონეზე, თუ რა არის მარადისობა. თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია წამი, როცა ადამიანი დროის გარეშე არსებობს, არსებობს ცხოვრების მთელი იმ სისავსით და იმ აღმაფრენით, რაც არ ეკუთვნის მიწას. ამიტომაც პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ და სხვასაც ვასწავლოთ - ეს არის ის, რომ სიკვდილისთვის კი არ უნდა ვემზადოთ, არამედ ცხოვრებისთვის. და თუ ვსაუბრობთ სიკვდილზე, მაშინ ვისაუბროთ მასზე, როგორც კარზე, რომელიც ფართოდ გაიღება და საშუალებას მოგვცემს შევიდეთ მარადიულობაში. მაგრამ სიკვდილი ადვილი მაინც არაა. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ სიკვდილზე, მარადიულობაზე, მაინც არაფერი ვიცით სიკვდილზე თავისთავად.

მინდა გიამბოთ ომის დროინდელი ჩემი ცხოვრებიდან ერთი რამ:

ფრონტზე უმცროსი ქირურგი ვიყავი. გვიკვდებოდა ახალგაზრდა ჯარისკაცი, 25 წლისა. მასთან საღამოს მივედი, გვერდით დავუჯექი და ვეუბნები:

- როგორ გრძნობ თავს?

შემომხედა და მითხრა:

- ამაღამ მოვკვდები.

- გეშინია სიკვდილის?

- სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მეძნელება ყველაფერ ამასთან განშორება, რაც ასე მიყვარს; ჩემს ცოლთან, სოფელთან, მშობლებთან. ის კი, მართლაც, საშინელებაა, მარტო რომ ვკვდები.

- შენ მარტო არ მოკვდები.

- ეს როგორ?

- მე შენთან დავრჩები.

- თქვენ ვერ შეძლებთ მთელი ღამის ჩემთან გატარებას.

- ვითომ რატომ? შევძლებ.

იგი ჩაფიქრდა და თქვა:

- ჩემთანაც რომ დარჩეთ, რომელიღაც მომენტში ჩემთვის ამის შეგრძნება შეუძლებელი გახდება, და მაშინ მე წყვდიადში მარტო ჩავეფლობი.

- არა, სულაც არ იქნება ასე. შენ მე მიამბობ შენს სოფელზე, შენს ბავშვობაზე, ყველაფერზე, რაც გახსოვს და რაც სულში ჩაგრჩენია, რაც გიყვარს. მე შენი ხელი მექნება ხელში, თანდათანობით დაგღლის ლაპარაკი, მაშინ მე უფრო ბევრს ვილაპარაკებ, ვიდრე შენ. და როცა დავინახავ, რომ უკვე თვლემ, მაშინ ხმადაბლა განვაგრძობ საუბარს. შენ დახუჭავ თვალებს; მე ლაპარაკს შევწყვეტ, მაგრამ შენი ხელი მაინც მეჭირება და შენ პერიოდულად ხელს მომიჭერ ხელზე, რათა დარწმუნდე, რომ მე შენთან ვარ. თანდათან ვეღარ შეძლებ ხელის მოჭერას, მაგრამ ჩემს სიახლოვეს ახლა მე გაგრძნობინებ, მე მოგიჭერ ხოლმე ხელზე ხელს. და რაღაც მომენტში შენ აღარ იქნები ჩვენს შორის, მაგრამ შენ წახვალ მარტო კი არა, ჩემთან ერთად. ჩვენ მთელ გზას გავივლით ერთად.

და მართლაც, იმ ღამით რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. რაღაც მომენტიდან მან ვეღარ შეძლო ხელის მოჭერა, მაშინ მე დავიწყე ამის კეთება, რომ მას თავი მარტო არ ეგრძნო. მერე მისმა ხელმა იწყო გაციება, გაიშალა და იგი უკვე აღარ იყო ჩვენთან... დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის დროს, როცა ადამიანი მარადისობაში გადადის, მარტო არ იყოს. არსებობს კიდევ სხვა. ზოგჯერ ადამიანი დიდხანს ავადმყოფობს და იგი გარემოცულია ახლობელთა სიყვარულით, სითბოთი, მზრუნველობით. ამ დროს სიკვდილი ადვილია, თუმცა მტკივნეული. მაგრამ ძალიან მძიმეა სიკვდილი, როცა ადამიანს გარს აკრავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მოელიან მის სიკვდილს, რადგან ისინი მისი ავადმყოფობის ტყვეებად იქცნენ, მათ არ შეუძლიათ მოსცილდნენ მის საწოლს, მათ არ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრება, არ შეუძლიათ იხარონ თავიანთი სიხარულით; სნეული შავი ღრუბელივით ადგათ მათ თავზე:

„ნეტავ მალე მოკვდეს!“

ასეთი ფიქრები იპყრობს მათ. მით უმეტეს, თუ ეს თვეების მანძილზე გრძელდება; ახლობლები სულ უფრო მეტი და მეტი გულგრილობით კითხულობენ, როგორ გრძნობს თავს და ხომ არ ჭირდება რამე, მერე კი იმიზეზებენ საქმეებს, ამბობენ, რომ მალე დაბრუნდებიან და მარტო სტოვებენ. ამას მომაკვდავი გრძნობს; და თუმცა, მათი ხმა შესაძლოა სულაც არ ჟღერდეს სასტიკად, ადამიანმა იცის, რომ იგი მოინახულეს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მოენახულებინათ, სინამდვილეში კი მის სიკვდილს მოუთმენლად ელიან.

ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება; ადამიანი კვდება, კვდება დიდხანს, მაგრამ იგი მაინც ძვირფასი და ახლობელია. ამ დროს ახლობელი ადამიანი მისთვის ყველაფერს სწირავს, გამუდმებით მის გვერდით იმყოფება და ამით ანიჭებს მას სიხარულს.

წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ 

მართლა გაოცებული ვარ ზირაქის სიბრძნით....

რა ვთქვა არ ვიცი, ძალიან მომწონს ზირაქის სიბრძნეები.ძალიან.


გაოცებული ვარ.

(მეცინება ზოგჯერ.) 

ასეთი მხილება  და დარიგება ყოველდღე უნდა იკითხებოდეს.სასარგებლოა.





სიბრძნე ზირაქისა.20 .

ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა


თავი მეოცე


1. ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.

2. მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას.

3. რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.

4. რაღა საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობა და რაღა განაჩენის ძალით გამოტანა.

5. ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია ბევრი ლაყბობის გამო.

6. ზოგი დუმს, რადგან პასუხი არა აქვს, ზოგი კი იმიტომ დუმს, რომ დროს უყურებს.

7. ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება, მკვეხარა და უგუნური კი დროს არ მოუცდის.

8. სიტყვამრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება.

9. ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია.

10. ზოგიერთი საჩუქარი სარგებლობას ვერ მოგიტანს, ზოგიერთი საჩუქარი კი ორმაგად ანაზღაურდება.

11. ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისგან თავს მაღლა ასწევს.

12. ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს, ზოგი კი მცირედისთვის შვიდმაგად გადაიხდის.

13. ბრძენი ლაპარაკით აყვარებს თავს, სულელთა მადლი კი ფუჭად იკარგება.

14. უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგან ერთის ნაცვლად ბევრი თვალი აქვს:

15. ცოტას მოგცემს და მრავალჯერ დაგაყვედრის, გზირივით ექნება პირი დაღებული; დღეს რომ გაასესხებს, ხვალ უკან ითხოვს. საძულველია ამგვარი კაცი.

16. სულელი ამბობს: არ მყავს მეგობარი და არც მადლიერია ვინმე ჩემი სიკეთისათვის;

17. ჩემი პურის მჭამელნი ავსიტყვაობენო. რამდენი დასცინებს მას და რა ხშირადაც!

18. სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.

19. უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.

20. სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.

21. ცოდვისაგან ზოგი გაჭირვების გამო თავს იკავებს და, სულს რომ მოითქვამს, აღარ ინანებს.

22. ზოგი მორცხვობით იღუპავს თავს, ზოგი კი ბრიყვული გამომეტყველებით.

23. ზოგი სირცხვილის გამო ჰპირდება მეგობარს და ტყუილუბრალოდ იკიდებს მტრად.

24. სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა, უმეცრებს მუდამ პირზე აკერიათ.

25. ქურდი სჯობია სულმუდამ ცრუმეტყველს, თუმცა ერთსაც და მეორესაც წარწყმედა ელის.

26. ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და სირცხვილი მისი მასთანაა საუკუნოდ.

27. ბრძენი სიტყვებით გამოაჩენს თავს და გონიერი კაცი დიდებულებს მოეწონებათ.

28. მიწათმოქმედი თავის ზვინს აამაღლებს და დიდებულთა მაამებელს უკანონობაც ეპატიება.

29. ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში.

30. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან ერთი ან მეორე?

31. სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს ფარავს.





სიბრძნე ზირაქისა.19.

ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა


თავი მეცხრამეტე


1. ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება.

2. ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია.

3. მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება.

4. მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს ვნებს.

5. გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს.

6. ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.

7. ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი დაგეკარგება.

8. ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ.

9. რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და შეგიძულებს.

10. მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს.

11. სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.

12. რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში.

13. ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს.

14. ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს.

15. ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ.

16. ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ შეუცოდავს?

17. ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის განგებას გზა მიეცი.

20. ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.

21. ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.

22. არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია.

23. ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევს.

24. რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას.

25. არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით.

26. სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს.

27. თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს.

28. კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით შეხვედრისას.

29. სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.





Извращенец – папе брат.

Любой политик и общественный деятель нынче без пиара зачахнет как лидер. Нынешний папа Римский иезуит Франциск толк в политике знает, не случайно одним из первых его публичных жестов на посту главы Ватикана стало демонстративное омовение ног криминализированному народу. Говоря условно, глава католиков мыл и целовал нижние конечности зэкам и зэчкам, в том числе и содомитам. Такое вот смирение на публике с претензией на подражание Господу Иисусу Христу. Правда, в порыве пиара паписты забыли, что Спаситель мыл ноги апостолам – ученикам Своим, являя им пример смирения и искренней любви.

Ватикан болен. С католиками творится что-то не то. На днях папа выдал тираду, смысл которой сводится к прощению содомского греха, назвав «священников-педерастов» братьями. Дословно он призвал к тому, что гомосексуалисты в рясах «должны быть прощены, а грехи их – забыты». Об этом понтифик заявил на пресс-конференции, организованной Ватиканом после его возвращения из Бразилии. «Гомосексуалисты не должны быть изолированы из-за ориентации, их следует интегрировать в общество. Мы должны быть братьями», - цитируют мировые СМИ слова понтифика, ссылающегося на Катехизис католической церкви. И точка.

Еще один шаг легализации педерастии католиками сделан, что бы ни утверждали иные…

К слову, предшественник Франциска, немец Бенедикт XVI неоднократно выступал против легализации содомии и священников с гомосексуальными наклонностями. Видимо, такая непримиримая позиция и стала причиной его неожиданного ухода на покой.

Если отбросить казуистику и условности, то, действительно, в мире исчезают полутона – если глава Ватикана фактически оправдывает мужеложников, предлагая забыть то мерзкое дело, которым они занимаются, то это говорит, что нормальной Европы в привычном нашем понимании уже нет. Остался лишь конгломерат городов, кантонов, неких республик, объединенных развратом, легализующих не только педерастию, но и инцест, скотоложство и прочую мерзость, которую Господь смывает дождем огня и серы с неба. Не случайно, пространства, где утверждается содомия, захватывают азиаты и африканцы, ибо утонувшие в грехе аборигены, погнавшись и пресытившись страстями, теряют смысл своего существования на земле. «Папа, я стал гомосексуалистом!» - гласит надпись на баннере-растяжке с изображением сына, обращающегося к отцу, на одном из немецких автобанов. И тут же подпись: «Нужно иметь мужество, чтобы признаться!» Дальше некуда.

Вырождение, смерть. Собственной извращенной волей Европа возвращается во времена жестоких чумных эпидемий Средневековья, выкашивавших целые города. Теперь тоже чума – забесовление, измена человеческому, Божественному естеству, а значит, небытие. И иметь что-либо общее с такой Европой никак не хочется. И в эту Европу пытается протащить многострадальную Украину Янукович? Откуда эта тяга вступить в семью содомитов?

«Все жесты и слова папы Римского Франциска говорят о его радикальном экуменизме и стремлении к созданию новой универсальной религии, не имеющей ничего общего с христианством. Папа лишь олицетворяет основной вектор линии дальнейшего падения папизма, который стремится стать основой новой мировой религии, базирующейся на потакании человеческим страстям, вобравшей в себя самые разные культы. По учению святых отцов такая религия и станет верой антихриста, которая назовет своим божеством всемирного диктатора, сына дьявола, - считает глава «Народного Собора» Украины Игорь Друзь. - Святитель Феофан Затворник писал, что мы «Западом наказуемы», что оттуда исходят различные ереси и революционное безумие. А все объясняется тем, что Запад является постхристианским. Когда-то Европа была христианской, но давно уже перестала ею быть, и потому пала в самом глубоком, метафизическом смысле. Ведь и к целым народам, без сомнения, относятся слова Христа, сказанные Им об отдельных людях: «Когда нечистый дух выйдет из человека, то ходит по безводным местам, ища покоя, и, не находя, говорит: возвращусь в дом мой, откуда вышел; и, придя, находит его выметенным и убранным, тогда идет и берет с собою семь других духов, злейших себя, и, войдя, живут там, - и бывает для человека того последнее хуже первого». Западные народы сами вырыли себе яму, ибо «ужасен конец неправедного рода».

Так что Запад станет базой для религии антихриста не только потому, что он доминирует в экономическом, политическом, информационном и военном смыслах, но и потому, что он куда более бесноват, чем весь остальной мир, считая даже старые языческие государства».

Кроме прочего, это явный сигнал поборникам контактов с папистами у нас – Ватикан все больше показывает свое лицо как структура антихристианской религии, которая пропагандирует содомию, ибо слова папы на самом деле являются своеобразной косвенной пропагандой и реабилитацией педерастии. Маскировка под прощение терпимости к греху в России не срабатывает.

Безусловно, правы те исследователи, которые считают, что содомизация Ватикана закономерна, потому что все планы современного западного мира произрастают из далеких времен, когда западная церковь вступила на путь искажения христианского вероучения и его извращения. Духовный мир не терпит пустоты – если идет удаление от солнца Христа, то неминуем приход к сатане с его культами, свойственными ему и его адептам проявлениями, включая разного рода извращения. Слова папы Римского подтверждают это.

http://www.segodnia.ru/content/125950

ვისაც სიმართლე სწყურია, იგი უფალს ეძიებს.

თავისუფლება ადამიანს როგორც ჰაერი ისე სჭირდება. მაგრამ თუ იგი გარეგნულად გათავისუფლდება ტირანიისგან, ხოლო თავად საკუთარი ცოდვების ტყვეობაში დარჩება, ბევრს ვერაფერს მიაღწევს.



ვინც ამქვეყნად სიმართლეს დევნის, ერთი შეხედვით გამარჯვებული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც სიმართლისათვის დევნილია.


ღვთის სასჯელი ცოდვილს ზოგჯერ უმალ ეწევა, რათა ცოდვილი დააშინოს და მართალს მხნეობა შესძინოს. ზოგჯერ მოგვიანებით, მაგრამ მოულოდნელად, რათა ცოდვილმა იცოდეს, რომ უფალი არაფერს ივიწყებს.


გამარჯვებული მხოლოდ ის არის, ვინც სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და ღირსეულად კვდება. ადამიანი, რომელიც ბოროტებას განამრავლებს, ბოროტებითვე იძლევა, ასეთი ადამიანის მიმართ სიკვდილი უმოწყალოა.


უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ. თუ მას გულგრილად ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც უსამართლონი ვართ.


ეკლიანია მართალთა გზა, ისინი დასაბამითგან იდევნებიან ან ურწმუნოთაგან, ან მათგან, ვისაც არამართებულად სწამს. შურს მართალთათვის ზეცა იძიებს.


თუ მართალი და ცოდვილი გვერდიგვერდ ცხოვრობენ, უფლის ხელი ორივეს იფარავს. პირველს აწრთობს და განამტკიცებს, მეორეს კი აფრთხილებს.


იყო მართალი მართალთა შორის სანაქებოა და შესაშური, მაგრამ უფრო მეტი ქების ღირსია ის, ვინც მართალია ცოდვილთა გარემოცვაში.


ვისაც სიმართლე სწყურია, იგი უფალს ეძიებს.


ვაი სოფელსა ამას, რამეთუ დაკნინდა სიყვარული ადამიანთა შორის.


წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)



უსიყვარულოდ...

უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ






დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.

ყოველ დილით ღიღინ-ღიღინ 
იჩქარიან სკოლაში
შვიდი და-ძმა მუსიკოსი -
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
დო ყველაზე დაბალია,
ეს ამბავი სულ არ სწყინს,
იმ და-ძმებს ხომ სკოლისაკენ
დო მიუძღვის მუდამ წინ.
მათი სკოლა უცნაური
ნეტავ ახლოს გაჩვენათ,
ისე გამხიარულდებით,
თქვენც ისურვებთ დარჩენას.
ვიოლინოს გასაღები
სკოლის კართან დამდგარა,
შიგ კი მოჩანს ხუთი
წვრილი კაფანდარა ქანდარა.
ქანდარაზე შეგირდები
სკუპი-სკუპით სხდებიან,
ერთი კარგად მოუსმინეთ,
რა ლამაზი ხმები აქვთ!
სხვა და-ძმებიც აქ სწავლობენ,
ამ მხიარულ სკოლაში,
მათაც ზუსტად ასე ჰქვიათ:
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
ხმაწკრიალა ვიოლინო
ესალმება პატარებს.
ჟურნალს გაშლის და გაკვეთილს
სულ სიმღერით ატარებს.
ადგილი თუ დავალება
ყველასა აქვს თავისი,
ბეჯითობენ და საღამოს
შინ მიდიან ხალისით.
ახლა და-ძმებს წინ მიუძღვის
სი - ყველაზე მაღალი,
უკან რე და დო მიჰყვებათ
დოლითა და ნაღარით.


გივი ჭიჭინაძე 




ციმბირელი ”ქრისტე”, რომელსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს

"ციმბირელ ქრისტედ" წოდებულ, 52 წლის სერგეი ტოროპს 5 000-მდე მიმდევარი ჰყავს, რომელთა შორის ინტელიგენციის წარმომადგენლებიც არიან. მამაკაცის სანახავად ასობით ადამიანი იკრიბება, რათა საკუთარი "ღვთაება" იხილოს.

"ციმბირელი ქრისტე" წარსულში საგზაო პოლიციის თანამშრომელი იყო. მისი თქმით, ღმერთმა იგი დედამიწაზე გამოგზავნა, რათა ადამიანებისთვის იმ ბოროტებაზე მიეთითებინა, რომელიც გარშემო ხდება.

ტოროპმა საკუთარ მრევლს მისი პირველი ქადაგების თარიღის დღესასწაულად აღიარება მოსთხოვა, ყოველი 18 აგვისტო მათთვის დღესასწაულია. დროის აღნიშვნაც მისი დაბადების დღიდან დაიწყო - "ციმბირელი ქრისტე" 52 წლისაა, შესაბამისად, მისი მიმდევრებისთვის 52 წელია.


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/uckhoethi/33711-cimbireli-qriste-romelsac-athasobith-mimdevari-hyavs.html

ლოცვა სიყვარულის განსავრცობად და შურისა და ყოველგვარი სიავის აღმოსაფხვრელად.

მოციქულთა შენთა სიყვარულის კავშირით შემაერთებელო ქრისტე, შეგვაერთენ ჩვენ, ერთგულნი მონანი შენნი, მით შენთან მჭიდროდ, რათა აღვასრულებდეთ მცნებათა შენთა და სიყვარულითა წრფელითა ვიყუარებოდეთ ურთიერთას, ლოცვითა ღმრთის-მშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარეო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიყვარულის ცეცხლით გაათბე შენდამი გულნი ჩვენნი ქრისტე ღმერთო, რათა მით აღნთებულნი, გულით, გონებით და მთელი არსებით შეგიყვაროთ წრფელად, მცნებათა შენთა დამმარხველი გადიდებდეთ შენ, ყოველთა კეთილთა ჩვენდა მომცემელო უფალო, დიდება შენდა. 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

вторник, 30 июля 2013 г.

სიბრძნე ზირაქისა.18.

ძველი აღთქმა

სიბრძნე ზირაქისა


თავი მეთვრამეტე


1. ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.

2. მხოლოდ უფალი შეირაცხება მართალად.

3. არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს?

4. მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის მოწყალებებს?

5. მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის საკვირველებანი გამოუკვლეველია.

6. როცა კაცი დაასრულებს, მაშინ იწყებს ის და, როცა შეწყვეტს, მაშინ მოისაკლისებს ის.

7. რაა კაცი და რა სარგებლობა აქვს? რა არის სიკეთე მისი და რა არის ბოროტება მისი?

8. ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია - ასი წელი.

9. მაგრამ როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა მარადისობისთვის მისი წლები.

10. ამიტომაც სულგრძელია უფალი მათ მიმართ და მიაფენს მათზე თავის წყალობას.

11. ხედავს და იცის, რომ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც გაამრავლა თავისი წყალობა.

12. გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.

13. შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან.

14. შვილო, ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი და ყოველი გაცემისას გულსატკენ სიტყვას.

15. განა სიცხეს ცვარი არ აგრილებს? ასევე მოწყალებას სჯობია სიტყვა.

16. ლამაზ საჩუქარს ხომ აღემატება სიტყვა? მადლიან კაცს კი ორივე ექნება.

17. უგუნური უმადურად აყვედრის და საჩუქარი შურიანისა თვალებს შრეტს.

18. ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და, ვიდრე დასნეულდებოდე, სიმრთელეს მიხედე.

19. გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას.

20. ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი.

21. ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ.

22. ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები.

23. გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს.

24. სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი - სიღატაკე და გაჭირვება.

25. განთიადიდან საღამომდე იცვლება ჟამი და ყოველივე სწრაფწარმავალია წინაშე უფლისა.

26. ბრძენი კაცი ყოველთვის ფრთხილად იქნება და ცოდვათა დღეებში შეცდომას მოერიდება.

27. ყოველი გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც ხოტბას შეასხამს.

28. სიტყვებში გაწაფულნი თავადაც დაბრძენდნენ და გადმოღვარეს ბრძნული იგავები.

29. ნუ აჰყვები შენს გულისთქმათ და სურვილებისაგან თავი შეიკავე.

30. თუ სულს ვნებებისკენ წარუძღვები, მტრების გასართობად გაგხდიან.

31. ნუ ილხენ დიდი ფუფუნებით და არიფანებს ნუ გადაყვები.

32. არ გაგაღატაკოს სესხით გამართულმა ნადიმებმა, როდესაც ქისა ცარიელი გაქვს.





იგავნი სოლომონისა .თავი ოცდამეხუთე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი ოცდამეხუთე


1. ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.

2. საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა.

3. როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.

4. ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება.

5. მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება.

6. მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ დადგები;

7. რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე დაგამდაბლონ.

8. ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს?

9. დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო;

10. თორემ გამგონე გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება.

11. მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;

12. ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.

13. თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს.

14. რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.

15. მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.

16. თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.

17. მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.

18. ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ.

19. ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში.

20. გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.

21. თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;

22. რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.

23. ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.

24. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.

25. რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.

26. რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.

27. ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.

28. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.





ფსალმუნი 127.128.129.130.131.132.

ძველი აღთქმა

ფსალმუნნი


ფსალმუნი 127



1. გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.

2. შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!

3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.

4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.

5. გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.

6. იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!




ფსალმუნი 128  




1. გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.

2. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.

3. ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.

4. უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.

5. შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.

6. იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.

7. რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.

8. და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.



ფსალმუნი 130


1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.

2. არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.

3. ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.




ფსალმუნი 129



1. გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;

2. უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.

3. თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?

4. მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.

5. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.

6. სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,

7. ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.

8. და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.




ფსალმუნი 131  



1. გალობა აღსავალთა.

2. გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.

3. როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე.

4. თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,

5. ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.

6. აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.

7. მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.

8. აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.

9. შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.

10. შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.

11. შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.

12. თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.

13. რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.

14. „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.

15. საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.

16. მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.

17. იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.

18. მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“.




ფსალმუნი 132



1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

2. როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.

3. ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე.







ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იბრძვიან, უნდათ მღვდლები კრიმინალებად შერაცხონ.

“რამიშვილმა და ბოკერიამ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყეს ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება”

ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, უნდათ, რომ მღვდლები კრიმინალებად შერაცხონ და მათ კომუნისტური მეთოდებით გაუსწორდნენ” – ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.


როგორც უკვე ცნობილია, 10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით მამა თეოდორე გვესაუბრება.


- მამა თეოდორე, ფიქრობთ, ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან და სურთ, მღვდლები კრიმინალებად შეირაცხონ, იმასაც ფიქრობთ, რომ 17 მაისს მამა ანთიმოზი და მამა იოთამი კორექტულად მოიქცნენ?
- ეკლესიური თვალსაზრისით კორექტულად ვერ მოიქცნენ, ისინი შესაძლოა, საეკლესიო სასჯელსაც იმსახურებდნენ, მაგრამ როდის მიიჩნეოდა გინება კრიმინალად? არც ის მგონია კრიმინალი, სამარშრუტო ტაქსს რომ სკამი ჩაარტყა. ფაქტია, რომ ვიღაცებს ეკლესიის აგრესორად წარმოჩენა გეგმაში აქვთ და ორ სასულიერო პირს განტევების ვაცად იყენებენ. 17 მაისი აქციაზე ბევრი რამე მოხდა ისეთი, რაც კრიმინალთან გაცილებით ახლოს არის. ეს სიტუაცია იცით რას მაგონებს? თვითმფრინავის გატაცების ფაქტს. ალბათ გახსოვთ, მაშინ ცეკას მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ და მოსკოვმა საგანგებოდ, იდეოლოგიური თვალსაზრისით დასაჯა მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო… ახლას ასეთი სიტუაციაა, მავანი ეკლესიისა და მღვდლების დისკრედიტაციას ცდილობს.


- როგორ ფიქრობთ, რომელ ძალას აძლევს ხელს ეკლესიის დისკრედიტაცია?


- ხელთ კონკრეტული ფაქტები არ მაქვს, ამიტომ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია. თუ სოციალურ ქსელში შეხვალთ და ნახავთ, ვინ ლანძღავს ყველაზე მეტად ეკლესიას, დასკვნასაც გააკეთებთ. “თავისუფლების ინსტიტუტმა”, რამიშვილისა და ბოკერიას თამადობით, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაიწყეს, 20-იანი წლების ტერმინოლოგიით და მეთოდებით ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება.დღეს ეს ჯგუფი განსაკუთრებულად გააქტიურებულია.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი სასულიერი პირი, თავისი ქმედებით მათ აძლევს საბაბს და თავადვე უწყობს ხელს ეკლესიისა და მღვდლების დისკრედიტაციას?
- რა თქმა უნდა, ეკლესიაში არის მანკიერებები. ადრე არათუ მღვდლად კურთხევა, სემინარიაში ჩაბარებაც კი ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. მერე როგორც იცით, კომუნისტების დროს ყველაფერი აირია… საბჭოთაკავშირის პერიოდში სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც სასულიერო სემინარიას აკონტროლებდა. მაშინ ძალიან ბევრი აგენტი დანერგეს სამღვდელო პირებს შორის. მათ მიერ დანერგილი აგენტები მოწოდებით მღვდლები და ეკლესიის მსახურნი ვერ იქნებოდნენ. ამ ხალხის მცირე ნაწილი კიდევ შემორჩენილია… აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ეკლესიაში სიარული და მღვდლებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად ხარისხის ხარჯზე მათი რიცხვი გაიზარდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ ბევრი ღირსეულიც არის, რომელთა კეთილი საქმეებზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ხალხი მხოლოდ იმას იგებს, თუ რომელიმე მღვდელი უკეთურობას ჩაიდენს. რა ვქნათ კეთილისმქნელი მღვდლების პიარს ხომ ვერ დავიწყებთ? სხვათა შორის, 17 მაისს საბოლოოდ ყველაფერი რომ მშვიდობით დამთავრდა ამაში დიდი წვლილი სასლიერო პირებსაც მიუძღვით. მათ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს ხალხის რისხვას. რატომღაც ამაზე არავინ არაფერი თქვა, მხოლოდ ის გაიგო მთელმა ქვეყანამ, რომ ორმა მღვდელმა თავი ვერ შეიკავა და არამართებულად მოიქცა. ეკლესიის მტრებს კოზირი ჩაუვარდათ ხელში და ახლა გამარჯვებას ზეიმობენ. მათი გამარჯვება დროებითია, ეკლესიაზე კალიგულამ და ნერონმა ვერ გაიმარჯვეს და…


- როგორ გგონიათ, ეკლესიას ერთი რუის-ურბნისის კრება ხომ არ სჭირდება?


- ჩემი აზრით, ეკლესიაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მხედველობაში ისევ უღირსი მამაოები მყავს. ამ კუთხით მართლა უამრავი პრობლემაა და ეს მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ როგორც მღვდელს, არანაირი ბერკეტი არ მაქვს… მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემს ტაძარს და სულიერ შვილებს ვემსახურო პირნათლად.


www.newsplus.ge

ქეიფი. ვაჟა–ფშაველა

დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთწინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია.
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!



ობოლი.

“აღარც დედა მყავს, არც მამა,

აღარც ძმა, აღარც ბიძები,

სულ დამელია თვის-ტომი,

ტყის ნადირივით ვიზრდები.


ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,

ნამტირალევი, მშიერი,

მუხთალი რამა ყოფილა

წუთისოფელი ცბიერი!”


ამას ფიქრობდა ობოლი,

მიდ-მოდიოდა ველზედა;

აშტერდებოდა ყვავილებს

მტირალი თავის ბედზედა.

მოფრინდა ჭრელი პეპელა,

ობოლს დააჯდა ხელზედა.


მოუყვა: “დაო პატარავ,

ვიზედა სტირი? რადაო?

მეც ობოლი ვარ, გენაცვა,

თუმცა მშობლები მყავდაო;

აღარავინ მყავს მოწყალე,

გამიქრა, დამეკარგაო.

მაგრამ არ ვსტირი, ვნავარდობ;

ტირილი რაში ვარგაო?

მზეს ვუჭვრეტ, ვსუნავ ყვავილებს:

იას, ყაყაჩოს, ვარდსაო!

ბულბულის სტვენას ყურს ვუგდებ,

მითი ვიქარვებ დარდსაო.

ობლებს ტირილი რას გვიშველს,

რას შევეყრებით კარგსაო?

მოდი, პეპელად იქეცი,

ვიფრინოთ მთა და ბარსაო!”


იმ დროსვე გამოცუნცულდა

ჯაგიდან კურდღლის ბაჭია:

- “რამ შეგაშინა, დობილო,

სახე რად დაგიპრანჭია?

სამ დღეს მივლიდა მშობელი,

მას შემდეგ სადღაც გამიქრა.

ბნელაში დავრჩი, ვტიროდი,

რაკი სანთელი ჩამიქრა.



მაგრამ არ მოვკვდი, ხომ მხედავ?”

ბაჭიამ კისერს ასწია,

აწკაპუნებდა ყურებსა,

თან ტიკტიკობდა პაწია:

- “უდედოდ გამოვიზარდე,

მოვლა ვისწავლე თავისა,

ბალახის ძოვა, წყალის სმა,

მტერზედ დაჭყეტა თვალისა.

მეც ობოლი ვარ თქვენსავით,

მშობელი აღარ მყავისა!

ვენაცვალები მინდვრებსა,

უყურეთ, როგორ ჰყვავისა!


ნაირ-ნაირი ბალახი,

ნაირ-ნაირი ხმებია.

შევერთდეთ, დავუკავშირდეთ

ერთმანეთს, როგორც დებია.

შენც იქ დაგაწვენ, დობილო,

ბექობში, საცა ვწვებია.

არ გირჩევნია ჩემთანა,

რომ მუდამ მარტო ჰრჩებია?

გიშოვი საზრდოს უხვადა,

რითაც მე ვიკვებებია.

რა გინდა, აბა, სოფელში,

დახვალ, ტირილით ჰკვდებია?!”


ობოლი მისდევს ბაჭიას,

წინ მიუძღვება ყურ-ცქვიტა.

ვნახოთ, სოროდან თაგუნამ

თვალები გამოაჭყიტა.



- “მეც თქვენი ძმა ვარ, მიმიღეთ, -

მისწრუწუნებდა მგზავრებსა, -

მეც ობოლი ვარ, თქვენს მეტი

არავინ დამიზავებსა!”


მოფრინდა ბერი ქედანი,

ობოლს დააჯდა მხარზედა,

ჩასჩურჩულებდა ყურშია

რაღაცას ტრედის ხმაზედა.

ტოროლა თითქოს ჰლოცავდა,

დასტრიალებდა თავზედა;

კაჭკაჭიც გარსა უვლიდა,

თალხები ეცვა ტანზედა:


- “ვუშველოთ რამე ობოლსა!”

ჭრიალებს, შველა სწადიან.

“ვუშველოთ!” ყველა იძახის,

რაც მწერნი ადი-დადიან,

თუ ფრინველები მინდვრისა...

ვინ იცის, რასა სჩადიან!

საგრძნობი იგრძნო ყველამა,

“ვუშველოთ!” გაიძახიან.

ბალახიც მინდორ-ველისა,

მწერნი და რანიც ჰყვავიან,

იქვე პატარა ნაკადიც

აშფოთებულა ძალიან.

- “შენი ვარ, თავს შემოგევლე,

სხვებისთვის არა მცალიან!” -


ანუგეშებდა ობოლსა,

მირაკრაკებდა ველადა.

მთელი ბუნება ხელებს ჰშლის

ჩაგრულის დასაცველადა.



საითღაც მოულოდნელად

ირემიც გაჩნდა ხელადა,

ირემი რქა-ბუდიანი,

პირმშოი შვილი მთებისა,

ლაღის ნიავის მსუნთქველი

და მოტრფიალე შვებისა.

უყურეთ ყელ-ყურ ლამაზსა,

უყურეთ რასა შვრებისა!

- “დამაცათ, მე გავუწიო

მაგიერობა დედისა!”


სთქვა. ობოლს ტახტად მიუძღვნა

ბორჯღი ტოტები რქებისა

და გაიტაცა მთისაკენ

 მოძულებული ძმებისა.




ვაჟა–ფშაველა