ღმერთი

ღმერთი

пятница, 26 июля 2013 г.

37.როცა რუსეთი დაუშვებს .................

დააკანონოს გეიდამცველი კანონები, რასაც მიზანმიმართულად ცდილობენ ევროპელები,ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ანტიქრისტე მოვიდა.ანტიქრისტე არ მოვა ჩინეთში და ინდოეთში, იქ ისედაც არის .არ მოვა ისლამიდან (წარმოშობას ვგულისხმობ)რადგან ისლამი ისედაც არის ანტიქრისტიანი რელიგია.ანტიქრისტე უნდა მოვიდეს ქრისტიანების წინააღმდეგ, ესეიგი ქრისტიანულ ქვეყანაში.ეს უკვე ხდება . ქრისტიანული ამერიკა და ევროპა უკვე ღიად დაადგა მეძავის გზას.დარჩა რუსეთი.როცა რუსეთიც დაიჩოქებს -დათანხმდება, ნიშნავს რომ მერვე მხეცი ძალა შედის. ანუ, ბაბილონის განადგურების წინაპერიოდშია. ბაბილონი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა ფარულად თუ ღიად,პოლიტიკურად თუ რელიგიურად, მაგრამ ტექნიკის განვითარებამ მოიტანა ის, რომ ეხლა ამ ტექნიკას შეუძლია აკონტროლოს ყველა ერთდროულად. ამიტომ ბუნებრივია, ბაბილონი -მაკონტროლებელი  მეძავი საჭირო არ არის.(ის ფარული ზედამხედველი, ზურგიდან მოღალატეა ამიტომ მასზე ეჭვის მიტანა უჭირს ხალხს. არ სჯერა მისი მეძავობის. ის უბრალო მეძავი კიარა ასე მკვლელია ღვთისმორწმუნეების) .


16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.



რას იზამს მხეცი? რას ნიშნავს ბაბილონის დანგრევა?


ის დაანგრევს რელიგიურ კერპებს ინდოეთ-ჩინეთში?ის მოახერხებს დაიყოლიოს მუსულმანები თვითონვე ააფეთქონ თავიანთი რელიგიური სალოცავები? ის მოსპოვს ვატიკანს როგორც რელიგიურ სისტემას? 

და ყველანი შევიდვართ ტექნიკური მმართველის ტექნიკურ იმპერიაში?


 დღეს  გველი იქ არის სადაც მეძავი ქვრივის როლს თამაშობს, ანუ, ხომ წერია ბაბილონზე ,,დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას. ’’  მაგრამ ის მაცდურია და დღეს ქვრივის როლს თამაშობს. ის შავებში ჩაცმული მკვლელია.თითქოს უაღრესად წესიერი და ღვთისმოსავი, მაგრამ ეს ამ სისტემის თუ ადამიანის ნიღაბია. მის უკან მკვლელები(გველები) დგანან და თავადაც მათ აზრს იზიარებს, ამიტომ თვითონაც მკვლელია. (შავი პაპი?)

ინდოეთ-ჩინეთში ის-(ბაბილონი) შეუცვლელი  ,,წმინდანი’’ კერპთაყვანისმცემელი. 

ვატიკანში ,,წმინდანი’’ მკვლელი.(?)

ისლამში თვითმკვლელი-ტერორისტია, ის ადგილს ტექნიკას_ტექნიკურ რელიგიას დაუთმობს. ესეიგი ბაბილონი ბაბილონის ტერიტორიაზე შობს უკანასკნელ ანტიღვთიურ რელიგიას.კვლავ ღვთისმორწმუნეთა მკვლელი იკავებს მის ადგილს, ის იქნება უფრო უარესი ვიდრე ისლამი, რადგან ისლამში ღმერთს აღიარებენ , ეს სისტემა კი მათ რწმენასაც დაემუქრება, ამიტომ გავს ბაბილონი ამ ტერიტორიაზე თვითმკვლელ-ტერორისტს..მოსალოდნელია თვითონვე გაანადგურონ მათივე სალოცავები.რომ ადგილი დაიკავოს ტექნიკურმა რელიგიამ.

რუსეთის დრო მოდის (წესით) . სსრკს კერპის ლენინის მსგავსი ანტიქრისტე უნდა მოვიდეს, მაგრამ ის რუსეთის კიარა შვიდთავიანი მხეცი მმართველი იქნება საბერძნეთ-რუსეთის წარმომადგენელი ანტიქრისტე. ის არის ავაზა მერვე მხეცში.ანუ ეს ქვეყნებიც გახდებიან ანტიღვთიურები, მიიღებენ. ანტიღვთიურ კანონებს... და მივიღებთ მიწაზე დაბრძანებულ სატანას,მის იმპერიას, მის მსოფლიო მმართველობას. ავაზას(საბერძნეთის იმპერია) ტერიტორია იყო ის ტერიტორიებიც სადაც შემდგომში ისლამი გავრცელდა, ამიტომ, რადგანაც ავაზა ანტიღვთიურია(კერპთაყვანისმცემელი და ათეისტი) ნიშნავს რომ მუსულმანებს მოუწვეთ უარყონ ღმერთი რომელიც ასევეა იუდეველებისა და ქრისტიანების ღმერთი. იუდეველებს და  ქრისტიანებს იგივე ელით.უნდა უარყონ ღმერთი. მოდის ახალი სისტემა და მოიტანს ახალ კანონებს რომელიც საერთო იქნება ყველასთვის.


**********


36.რატომ უნდა ამხილოს ქართულმა ენამ სამყაროს სხვა ენები?
http://elasevenia.blogspot.com/2013/07/blog-post_7451.html

Комментариев нет:

Отправить комментарий