როცა კაცს უბედურება და მწუხარება თვისი მიზეზით, ანუ ცოდვის გამო შეემთხვევა, - ეს არის სასჯელი ცოდვათათვის, მაგრამ ზოგიერთ კაცს უბედურება და მწუხარება არა თვისი ცოდვების გამო, არამედ ღმრთის განგებულებით შეემთხვევა: რათა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა მას ზედა (ინ.9, 1-3). ღმერთს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს შორის ერთი დიდი საქმე აქვს აღსასრულებელი: ეს საქმე არის ჩვენი სულიერი განათლება და ამაღლება, ეს საქმე არის ჩვენი მოქცევა, მონანიება, განწმენდა და ცხოვნება. ამაზე უდიდესი საქმე ღმერთს ჩვენს შორის არა აქვს. ამ საქმისათვის მოგვცა ჩვენ ღმერთმა სჯული; ამისთვის მოავლინა ქვეყნად მხოლოდშობილი ძე თვისი, ამისთვის დაითმინა უფალმა იესო ქრისტემ ტანჯვა, ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა. სხვადასხვა ღონეთა და საშუალებათა შორის, რომელსაც ღმერთი ამ დიდი საქმის აღსრულებისათვის იყენებს, ისიც არის, რომ ზოგიერთ კაცს მწუხარება მიაყენოს, რადგან ჭირი განაღვიძებს მას, დააფიქრებს და სინანულში შეიყვანს. შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჭირი და მწუხრება კაცის ჭკუის საუკეთესო მასწავლებელი, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გონების განმაღვიძებელი და მისი ღონისა და ნიჭიერების განმამტკიცებელია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Комментариев нет:
Отправить комментарий