ღმერთი

ღმერთი

суббота, 27 июля 2013 г.

ნოედან ფარნავაზამდე.

როგორც “ბიბლია” გვაუწყებს, კაცობრიობისთვის ენების აღრევისა და ბაბილონის გოდოლის შენების შეწყვეტის შემდეგ, უფალმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაფანტა ადამიანები. თუმც, უფლისავე ნებით, კაცობრიობა არ გათითოკაცებულა, არამედ, რამდენიმე ენობრივ ჯგუფად დანაწილდა და ყოველ ჯგუფს კონკრეტულ, სხვათაგან გამიჯნული ტერიტორია ერგო. ერთი სიტყვით, კაცობრიობა დაიყო მოდგმებად, ეთნოსებად, ხალხებად. თითოეულ მათგანს ახასიათებდა ინდივიდუალური ეთნოფსიქოლოგია; ჰქონდა მამული და თავისებური ენა. როგორც “ბიბლიის” ძველ თეოლოგთა თუ არქეოლოგიურ გათხრათა მონაცემებიდან სჩანს, სემის შთამომავლებს ანუ სემიტურ-იბერიულ ენათა ოჯახში შემავალ ხალხს, ანუ მათ, რომელთაც გოდოლის შენებაში არ მიუღიათ მონაწილეობა – ებოძათ კავკასია, მცირე აზია, მესოპოტამია, სირია-პალესტინა, თანამედროვე ირანის ტერიტორია… აქედან იბერიელთა ერთი ნაწილი შავი და ხმელთაშუა ზღვისპირეთში დასახლდა, ხოლო ძვ. წთ. III ათასწლეულში იბერიელებმა დიდ ბრიტანეთსაც მიაღწიეს.

რაც შეეხება ქამის შთამომავლებს, მათ წილად ხვდათ აფრიკა, ამერიკა, ევრაზიის დიდი ნაწილი. იაეფტის შთამომავალმა ინდო-ევროპელებმა კი რეინის, დუნაის, შავი და კასპიის ზღვების, კავკასიონის, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ევრაზიის ტერიტორიაზე დაიწყეს განსახლება. როგორც ჩანს, კავკასია შუამდინარეთის ხაზზე, ანუ იქ, სადაც მდებარეობს არარატი და ბაბილონი – ნოეს ოჯახის წარღვნისშემდგომდროინდელი, თავდაპირველი საცხოვრისი, ნოეს ის შთამომავალნი დარჩნენ, რომელთაც არ გადაუხვიეს უფლის ნებას, იმთავითვე გაემიჯნენ უნიტარისტულ კაცობრიობას და მონაწილეობა არ მიიღეს გოდოლის შენებაში. სასჯელი – “გაფანტვა” მათ არ შეხებიათ. მათ აქ შექმნეს მსოფლიოში უძველესი სპილენძ-ქვის ხანის კულტურა. მაგალითად, ჰალაფი მესოპოტამიაში, არუხლოს გორა – ქვემო ქართლში და სხვ.


ძვ. წთ. IV ათასწლეულში სემიტურ-იბერიული მოდგმის ხალხებმა: მუშქებმა, შუმერებმა, ხურიტებმა, ელამელებმა, ქალდებმა საფუძველი ჩაუყარეს ბრინჯაოს ხანას. ბრინჯაოს კულტურის სამშობლო თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთის სამხრეთ საქართველოს, დასავლეთ ირანისა და შუამდინარეთის ტერიტორიაა.


ძვ.წთ. IV ათასწლეულის მიწურულს განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომლის გავრცელების არეალიც თანამედროვე კავკასიის, მცირე აზიის, დასავლეთ ირანის, სირია-პალესტინისა და შუამდინარეთის ტერიტორიას მოიცავდა.

სემიტ ებერიანთა სამშობლოდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ეგვიპტეშიც, ბრინჯაოს დნობის საიდუმლო. სემიტ-ებერი ქურუმები ბრინჯაოს გარდა ფლობდნენ ზოგადად მეცნიერების საიდუმლოსაც. უფრო მეტიც, მედიცინის, მეღვინეობისა და მეხორბლეობის სამშობლოდ კავკასია-აღმოსავლეთ მცირე აზიაა აღიარებული. ცხენის მომშინაურებელთა და ბორბლიანი ტრანსპორტის გამომგონებელთა შორისაც ერთ-ერთი უპირველესი სწორედ კავკასია-სპარსეთის ყურე, ხმელთაშუა ზღვა-ირანის მთიანეთს შორის მცხოვრები სემიტურ-იბერიული მოდგმა იყო.

ძვ. წთ. IV ათასწლეულში ებერიანთა შორის განსაკუთრებულ ძლიერებას შუმერებმა და ელამელებმა მიაღწიეს. ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან თანამედროვე სამხრეთ ერაყში მოსულ შუმერთა მიერ დაარსებულმა ქალაქებმა: ურიმ, ურუქმა, ნიფურმა და სხვ. მსოფლიოში სათავე დაუდო ქალაქის ფენომენს. სამართლიანად აღნიშნავს კრამერი, რომ ისტორია იწყება შუმერიდან.

როგორც ითქვა, უფალმა ბაბილონის გოდოლის შენების შეწყვეტისას კაცობრიობა ლოკალურ ეთნიკურ ჯგუფებად დაჰყო. ამიერიდან, ესა თუ ის მოდგმა ურთიერთისაგან განირჩეოდა, როგორც ეთნოფსიქოლოგიითა და ენით, ისე ტერიტორიით. მაგრამ სამომავლოდ შესაძლო იყო მომხდარიყო ტომთა შერწყმა, ენების ჩანაცვლება, ერთმანეთის ტერიტორიის მიტაცება, ტომთა შიგნით სისხლის აღრევა და სხვა, უფლის მგმობი ქმედება. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოების ზომიერი თვითმყოფადობის – ოპტიმალური ინდივიდუალიზმის შესანარჩუნებლად, დამატებითი თავდამცავი მექანიზმების არსებობა იყო აუცილებელი. ასეთ მექანიზმს ერთი მოდგმის – ეთნოსის შიგნით ეგზოგამიური და ენდოგამიური ჯგუფების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. თავისთავად, ტომიც, მოდგმაც ენდოგამიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამასთან, თუკი მოდგმის შიგნით იარსებებდა ეგზოგამიური ჯგუფებიც, ეს შეიძლება საუკუნო გარანტიად ქცეულიყო საზოგადოების, როგორც გენეტიკური, ისე სულიერი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

სემიტმა იბერიელებმა იმთავითვე შექმნეს გვარისა და სახლის ინსტიტუტები, რომელიც სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული. გვარის ინსტიტუტს XIX საუკუნემდე მსოფლიოს სხვა არც ერთი მოდგმა არ იცნობდა. გენეტიკის სიწმინდის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი უფლისმიერი წესი იყო. სხვაგვარად, პერსპექტივაში ყოველთვის იარსებებდა ლოკალური ბაბილონის გოდოლების შენების შესაძლებლობა. საზოგადოების გახრწნა, ერთი გენეტიკის ხალხით სხვათა ჩანაცვლება, პრაქტიკულად გარდაუვალი იქნებოდა… გენეტიკის სიწმინდის დაცვა იმ შემთხვევაშიც კი ააცილებდა საზოგადოებას “ბაბილონიზაციას”, თუკი ეს საზოგადოება დაჰკარგავდა მამულსა და ენას, რადგანაც ეთნოფსიქოლოგია, უპირველეს ყოვლისა, გენეტიკური მოვლენაა. აკი ბრძანებს ნიკოლოზ გულაბერისძე (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XII საუკუნის II ნახევარში), რომ “ტომთა შორის საზღვარი” ამა თუ იმ ტომის “მადლთა” (ამ შემთხვევაში მადლი გულისხმობს ეროვნულ ფსიქოლოგიას, თვითმყოფად ეროვნულ ხასიათს) განსხვავებაა, ანუ ენობრივ, ლექსიკურ სხვაობაზე მნიშვნელოვანი გენეტიკური მადლის, გენეტიკური ხასიათის – ეთნოფსიქოლოგიის ინდივიდუალიზმია, რომლის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაც ისევ და ისევ გენეტიკის, სისხლის სისუფთავის დაცვაა.
როგორც ვთქვით, სემიტურ-ებერიანული გვაროვნული სისტემა, უპირველეს ყოვლისა, ამ მიზანს ემსახურებოდა (თუმც, შემდგომში, თანამედროვე პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის საფუძვლადაც იქცა). ცხადია ისიც, რომ გენეტი-კის სისუფთავის დაცვა თვითმიზანს არ წარმოადგენდა, უბრალოდ, არ არსებობდა მტკიცე გარანტია იმისა, რომ გოდოლის ყოფილ მაშენებელთა შთამომავალნი კვლავაც არ განუდგებოდნენ უფალს, არ შექმნიდნენ დეგრადირებულ რწმენა-წარმოდგენებს და არ შეეცდებოდნენ “სამეუფეო გზაზე” გამავალი თუ მსვლელი ებერიანებისთვის თუ დანარჩენი კაცობრიობისათვის ასიმილაცია-შერევის გზით უფლის მგმობელნი ტენდენციების თავს მოხვევას. ძვ. წთ. IV ათასწლეულში სემიტ-იბერიელთა სამხედრო ძალით ძლევა არ ხელეწიფებოდა ერთად აღებულ დანარჩენ კაცობრიობას, რადგანაც ბრინჯაოს დნობისა თუ მედიცინის საიდუმლოს ფლობა არნახულ უპირატესობას ანიჭებდა ებერიანელს დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. მაგრამ არსებობდა სემიტთა მოდგმის გარყვნისა და დაცემის სხვა უფრო მდაბალი, მზაკვრული გზა, რომელსაც ძვ. წთ. III ათასწლეულის შუა ხანებში დაადგნენ აფრიკიდან მოსული ქამიტები. ბაბილონის გოდოლის შენების ინიციატორ ქამიტ-ნებროთიანთა უშუალო შთამომავალი აქადელები ძვ. წთ. III ათასწლეულის შუა ხანებში მოვიდნენ და დასახლება დაიწყეს შუმერის ქალაქებში. ნებროთიან-აქადელებს რაღაც ყოვლისმომცველი ვნება იზიდავდა ნაგოდოლარი შუამდინარეთისაკენ.

როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს შუმერში უკვე არსებობდა ქალაქი. საქალაქო კულტურა ხშირად გვაროვნული სისტემის საფუძველზე ყალიბდებოდა, მაგალითად, ძველ რომშიც კი. მაგრამ შემდეგ საზოგადოების გვაროვნული ნიშნით დაყოფა უბნური ნიშნით, ბოლოს კი ქონებრივი ცენზით იცვლება, რაც, ერთის მხრივ, თავისთავად არ სპობს გვარის ფენომენს, როგორც ასეთს, მითუმეტეს ე. წ. “სინიორულ” გვარებში, რომელნიც თავიანთი წრის ნახევრად დახურულ სისტემად გადაქცევაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიას. მაგრამ ქალაქი გვარის ფაქტორს აქტუალურობას ნაწილობრივ მაინც უკარგავს, უპირველეს ყოვლისა კი, საშუალო და დაბალ ფენაში, რომელიც თანდათანობით, ნათესაურთან შედარებით პრიორიტეტს სამეზობლო ურთიერთობებს ანიჭებს. როგორც წესი, ეს ყოველივე თანდათანობით შედარებით სუსტი გვარების გვაროვნული იმუნიტეტის რღვევის წინაპირობად იქცევა. ეს გარემოება კი თავის მხრივ სუსტი გვარეულობის წევრებს შორის სისხლის, გენეტიკის სისუფთავის შენარჩუნების შესაძლებლობას ერთობ სათუოს ხდის.

შუმერულ ქალაქებში მოვიდნენ აქადელები, მოვიდნენ თავმდაბლურად, მორჩილად, მოვიდნენ საკუთარი ენითა და მსოფლმხედველობით… თანდათან ქალდეველმა შუმერებმა აქადელ ქალებზე დაქორწინება დაიწყეს. არადა, სემიტ ებერიელებს შორის ქალს, დედას ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური ადგილი ეჭირა. ამაზე მეტყველებს შუმერული მითოლოგია, ქართული ტრადიცია, ებრაელთა შორის დღემდე შენარჩუნებული დედისეული გვარის ფენომენი. ელამელთა და მცირე აზიელ პროტოხეთ-სემიტთა ნახევრად მატრიარქალური გვაროვნული სისტემა (მაგალითად, შუმერულ მითოლოგიაში ქალზე – ევაზე მეტად დაცემულად კაცი ითვლება, ხოლო მდედრ ღვთაებას ინანას კი ქალღმერთ მამას უწოდებენ; ელამელებში სამეფო დინასტია ქალის ხაზით გრძელდებოდა). აქედან გამომდინარე, აქადელ ქალებზე დაქორწინებამ შუმერები თანდათანობით ქამიტური გავლენის ქვეშ მოაქცია. აქადელმა დედებმა ქამიტური ენა მოახვიეს თავს შუმერებს, ასურელ ხურიტებსა და მუშქებს და უკვე ძველი წელთაღრიცხვის 24-ე საუკუნეში აქადელმა სარგონმა თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა მთელი სამხრეთ მესოპოტამიის ჩრდილოეთი ნაწილი. შერეული ოჯახების საშუალებით ქამიტები თანდათანობით გაეცვნენ და დაეუფლნენ ბრინჯაოს მეტალურგიის საიდუმლოს. როგორც ოდესღაც ბერძნებმა კოლხებს მოსტაცეს ოქროს საწმისი და მედეა, ასევე აქადელებმა, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მიითვისეს რჩეულ იბერიელთა ძლევამოსილების განმაპირობებელი ამქვეყნიური მექანიზმი – ბრინჯაოს დნობის საიდუმლო.

სარგონ დიდმა აქადელმა იმ დროისათვის უზარმაზარი სახელმწიფო შექმნა. ხიზნად მოსული, შუმერების ერთ ნაწილთან გენეტიკურად აღრეული აქადელები, თითქმის საუკუნეზე მეტხანს სამხრეთ მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილის ბატონ-პატრონებად იქცნენ.

აქადელებზე დიდ საფრთხეს, ასევე ქამიტი და გოდოლისტი ამორეველები წარმოადგენდნენ, რომელნიც ძვ. წთ. 22-ე საუკუნიდან დასახლებას იწყებენ შუმერულ ლაგაშსა და ურში. ამ შემთხვევაშიც ლაგაშისა და ურის ქალაქური სისტემა იქცა იბერიელების ქამიტ-ამორეველებთან აღრევის წინაპირობად…

თანდათან ხდებოდა ძირძველი ხურიტული ასურისა და ოდესღაც შუმერული ბაბილონის ქამიტიზაცია. სამწუხაროდ, საწყალობლად, მდგმურების სახით მოსულ აქატელებსა და, განსაკუთრებით, მართუ-ამორეველებში საფრთხეს ვერ ხედავდა ქალაქური კულტურის მამამთავარ, საოცრად ცივილიზებულ, გილგამეშის ეპოსის შემქმნელ შუმერთა დიდი ნაწილი. თანდათან მიმდინარეობდა ქალდეველთა გენეტიკის გარყვნა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა რელიგიისა და კულტურის დეგრადაცია, ქამიტიზაცია, თავადაც ვერ ხვდებოდა, ისე შორდებოდა უფალს შუმერი, და არა მარტო შუმერი. ძვ. წთ. 24-ე საუკუნიდან აქადს ემორჩილებოდა ელამიც. ერთი სიტყვით, სემიტ-იბერიელთა დიდი ნაწილის უსისხლოდ, ომების გარეშე გაქამიტება-გადაგვარების საფრთხე ერთობ თვალნათელი შეიქნა და აქადელთა წინააღმდეგ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დაიძვრნენ დღევანდელ უდთა უშუალო წინაპარი სემიტ-იბერიელი გუთიები (უტიები), რომელთაც ძვ. წთ. 2250 წელს გაანადგურეს აქადური დინასტიის მორჩილი სახელმწიფო და შუამდინარეთი დაიპყრეს. გუთიების ლაშქრობა სემიტ-იბერიელთა რეაქცია იყო შუამდინარეთში მიმდინარე ქამიტიზაცია – “გოდოლიზაციის” პროცესზე. ქამიტებთან უკვე საგრძნობლად ასიმილირებულმა შუმერებმა ვერ იგუეს მონათესავე, მაგრამ შედარებით ბარბაროსი და აგრესიული გუთიები. აკი შუმერი თითქმის უკვე ათასი წელი ქალაქური ცხოვრების წესით ცხოვრობდა: ვაჭრობდა, აშენებდა და მათთვის მიუღებელი იყო მთებიდან მოსული, ქალაქური ცხოვრების წესის უცოდინარი, გაუნათლებელი გუთიების (უტიების) ბატონობა. შუმერები გუთიებს “მთის გველეშაპს” ეძახდნენ. ამბობდნენ, გუთიებმა “შუმერის მეფობა მთაში გაიტაცაო”…

თითქმის ასი წელი გაგრძელდა აქადიზირებულ-ქამიტიზირებულ შუმერზე მთის იბერიელი გუთიების ბატონობა, რასაც მეტ-ნაკლებად პოზიტიური შედეგი მაინც მოჰყვა. 2140 წელს ურუქელმა უთუხექალმა გუთიები მესოპოტამიიდან განდევნა. 2132-2024 წლებში სამხრეთ შუამდინარეთში შუმერული ურის მესამე დინასტია გაბატონდა. აღორძინება დაიწყო სემიტურ-იბერიულმა ელამმაც. სამწუხაროდ, ქამიტთა მშვიდობიანი ექსპანსია კვლავაც გრძელდებოდა. 2118-2007 წლებში ამორეველები დანათესავებისა და სისხლის აღრევის გზით თანდათან ეუფლებოდნენ შუმერულ ქალაქებს…

2024 წელს შუმერული ქალაქი ური აიღეს ელამელებმა და მეფე იბისუენა დაატყვევეს. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი სემიტურ-იბერიულ-ელამური რეაქცია იყო შუმერის ქამიტიზაცია-გაამორეველებაზე, მაგრამ ამაოდ… ძვ. წთ. 1895 წელს ოდესღაც შუმერული ქალაქი ბაბილონი აიღო და მთლიანად ამორევულ დასახლებად გადააქცია ამორე-ველთა ბელადმა სუბუაბუმამ. სწორედ ამ უკანასკნელმა დაუდო სათავე ბაბილონის ამორევულ დინასტიას, რომელმაც 1518 წლამდე იარსება. ძვ. წთ. XIX საუკუნეში ძველი ქალდეველი შუმერები სრული ქამიტიზაცია-გადაგვარების პირას იყვნენ მისულნი.

ძვ. წთ. 2000 წლისათვის ოდესღაც ხურიტულ ქალაქ ასურსაც უკვე განცდილი ჰქონდა ქამიტიზაცია.

1792 წელს ბაბილონში გამეფდა სუბუაბუმას შვილთაშვილი ხამურაბი, რომელიც თავდაპირველად ლარსისა და ასურეთის მეფეებს ემორჩილებოდა. ხამურაბი, ჯერ ფარულად განაგრძობდა თავის მზაკვარ წინაპართა პოლიტიკას. თავი ისე ეჭირა, თითქოს ლარსისა და ასურეთის ერთგული ყმა იყო, არ არისხებდა ძლიერთ და ამის პარალელურად ხელთ იგდო შუმერული ურუქი (ქალაქი გილგამეშისა) და ური… თანდათანობით ხამურაბმა და ამორეველებმა შუმერთა გაქამიტების მშვიდობიანი ფორმები ძალმომრეობით, სამხედრო ექსპანსიით შეცვალეს. 1760 წელს უკვე მომძლავრებულმა ხამურაბმა დაიმორჩილა ეშმუნა და დაამარცხა ელამი. 1759 წელს აიღო ლარსა. 1758 წელს მოსპო მარი, საბოლოოდ დაიპყრო ასურიც. დაახლოებით, ძვ. წთ. 1760 წელს შექმნა კანონები, ბაბილონში გრანდიოზული სასახლეები ააგო, შუამდინარეთი მთლიანად ამორეველ ქამიტთა ხელში აღმოჩნდა. ძველი ქალდეველი ქურუმები, ტაძრის მსახური მუშქენუმები ამორეველთა მორჩილებად იქცნენ, ისინი თავიანთ საუკუნოვან, წინაპართაგან ნაანდერძევ სიბრძნესა და ცოდნას ნებროთის შთამომავალ გოდოლისტ ქამიტების სამსახურს ახმარდნენ. ქალდურ-იბერიულმა შუმერმა ძვ. წთ. XVIII საუკუნეში საბოლოოდ და სამუდამოდ დაჰკარგა თვითმყოფადი სახე და მთლიანად აითქვიფა ქამიტ ამორეველთა შორის. სწორედ ამ დროს, 1750-იან წლებში, ერთმა შუმერულმა ოჯახმა, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა გენეტიკის სიწმინდე და უფლისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა, დასტოვა სამშობლო – ქალაქი ური და ჩრდილოეთში მდებარე მუშქურ-ხურიტულ ქალაქ ხარანში გადასახლდა.

ამ შუმერული ოჯახის წევრები იყვნენ: თერახი, მისი ვაჟი აბრამი; აბრამის ძმისუწული ლოტი და აბრამის ძმისწული სარა.

თერახის გარდაცვალების შემდეგ აბრამმა, სარამ და ლოტიმ უფლის ბრძანებით დასტოვეს ხურიტულ-იბერიული ხარანიც და ქანაანისაკენ, თანამედროვე პალესტინისკენ, გაეშურნენ.

ხარანში გადასახლებით თერახისა და აბრამის ოჯახი “ლოკალურ გოდოლს” – ხამურაბის ბაბილონს გაეცალა. აბრამის ოჯახი მტკიცედ ინახავდა გენეტიკის სიწმინდესა და უფლის სიტყვას, შუმერებმა კი, ქალაქური ცხოვრების ხიბლში ჩავარდნით, დაჰკარგეს სიფხიზლე და გადაშენდნენ. შუმერთა და მათ უახლოეს მონათესავე ქართველთა წინაპართაგან, ალბათ, აბრამის ოჯახი არ იყო ერთადერთი, რომელიც არ აითქვიფა “წყეულ” ამორეველებში, მაგრამ ძვ. წთ. XVIII საუკუნეში სწორედ აბრაამს, ურის, ოდესღაც მსოფლიოში უპირველესი ქალაქის ყოფილ მკვიდრს, მიეცა აღთქმა უფლისგან, რომ ის გახდებოდა საზეპურო – რჩეული ერის მამამთავარი; აბრაამის მოდგმაში უნდა დაბადებულიყო ქრისტე. ანგელოზმა აუწყა აბრაამს უფლის ბრძანება, რომ ის ოჯახითურთ უკვე გაქამიტებული ქანაანისკენ უნდა წასულიყო, რადგანაც სწორედ თანამედროვე პალესტინა უნდა დაემკვიდრებინათ სამომავლოდ აბრაამის შთამომავლებს მამულად. მაგრამ აქ ერთი საინტერესო რამ ხდებოდა: აბრაამის ვაჟი ისააკიცა და შვილიშვილი იაკობიც დასაქორწინებლად კვლავაც იბერიულ-ხურიტულ ხარანში მიემგზავრებოდნენ და ქანაანელებთან ქორწინებით სისხლის აღრევას არ კადრულობდნენ. აბრაამის ურიდან გასვლა შუმერის დაცემა-გაქრობის პრო-ცესს ემთხვევა. ამიერიდან, ქამიტთა წყალობით მეტისმეტად მძიმე ბატალიები ელოდა კაცობრიობას. სადაც ნახევრად ველურმა ამორეველებმა სრულიად უმტკივნეულოდ მოახერხეს მსოფლიოს უძლიერესი ცივილიზაციის შემქმნელი ხალხის უკვალოდ შთანთქმა, თავად განსაჯეთ, თუ რაოდენ დიდი საფრთხე ემუქრებოდა შუმერებზე ნაკლებად განვითარებულ, ნაკლებად ძლიერ სემიტურ-იბერიული მოდგმის ნებისმიერ სხვა ტომს. მითუმეტეს, რომ ამიერიდან, ქამიტები არაერთ, სემიტ-იბერიელ ქურუმთა საიდუმლოსაც იცნობდნენ, მათ შორის ბრინჯაოს იარაღის დამზადების საიდუმლოსაც.

უფლის რჩეული მოდგმა და კაცთა შორის საუფლო-სამეუფო გზა უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. უფალმა შუმერ, ურელ, სემიტ-იბერიელ აბრაამს დააკისრა, როგორც სისხლის, ისე უფლის სიტყვის სიწმინდის დაცვა და გადარჩენა. ძვ. წთ. XVIII-XVII საუკუნეებში ნებროთიელ აქადელთა და ამორეველთა დაწყებული ტენდენცია სხვა ქამიტმა თუ ინდო-ევროპელმა ტომებმაც გააგრძელეს. მაგალითად, აქაველმა ბერძნებმა ოქროს საწმისი და მედეა ანუ მეტალურგიისა და მედიცინის საიდუმლო მოპარეს სემიტ-იბერიელ კოლხებს (მეგრელებს). ინდო-ევროპეიზირებული ქამიტი ხეთები ამორეველებივით მშვიდობიანად მოვიდნენ და დასახლდნენ მცირე აზიის იბერიულ-სემიტურ ტომთა (ხათები, ქაშქები, ხურიტები, მუშქები და სხვ.) შორის. ისინი ნელ-ნელა შეერივნენ აბორიგენ მოსახლეობას, დაახლოებით ისე, როგორც ამორეველები – შუმერებს და ძვ. წთ. 1650 წელს ხეთები კიდეც გაბატონდნენ მცირე აზიელ სემიტ-იბერიელთა ერთ ნაწილზე. სხვათაშორის, ძვ. წთ. 1595 წელს სწორედ ხეთთა მეფე მურსილიმ აიღო და დაანგრია ამორევული ბაბილონი. ძვ. წთ. II ათასწლეულის დასაწყისში ეგეოსის აუზში პროტობერძენთა ინდოევროპული ტომები შეიჭრნენ… ქამიტთა და ინდო-ევროპელთა ექსპანსიამ მიგრაციისა თუ ომებისაკენ უბიძგა სემიტურ-იბერიულ ტომებსაც.

ძვ. წთ. 2000-1800 წლებში სემიტ-იბერიელი ხურიტები ინტენსიურად განსახლდნენ ევფრატისპირეთის დასავლეთ ნაწილში. შემდგომში აქ მათ მითანის სამეფო ჩამოაყალიბეს.

ძვ. წთ. 1741 წელს მესოპოტამიაში უშედეგოდ ილაშქრეს იბერიელმა კასიტებმა, მაგრამ 1595 წელს კასიტებმა მაინც მოახერხეს ბაბილონის დაპყრობა. დაამხეს ამორეველთა ბატონობა და 1204 წლამდე ბაბილონის მმართველი დინასტია კასიტური იყო.

კასიტმა მეფეებმა აგუმ II-მ, ბერნაბურაშ I-მა, გურიგალზუ I-მა და ქადაშმანენლილ I-მა გააერთიანეს შუმერი და აქადი, მეგობრობდნენ ეგვიპტესთან. კასიტურ პერიოდში შუამდინარე-თში მაინც აქადური ენა დომინირებდა, სამხრეთ მესოპოტამია პრაქტიკულად სრულიად ქამიტირებული იყო.

ამ პერიოდში კვლავაც გაძლიერდა ენაქამიტიზირებული ასურეთი. ძვ. წთ. 1720 წელს ეგვიპტეში დაიწყო სემიტურ-იბერიულ-ხურიტული მოდგმის ჰიქსოსების ექსპანსია. 1650-1550 წლებში ეგვიპტეში ჰიქსოსი ფარაონები ბატონობდნენ. მათ ნილოსის დელტაში დააარსეს ახალი დედაქალაქი ავარისი. სწორედ ჰიქსოსებმა შეიყვანეს ეგვიპტეში ცხენი და ბორბლიანი ტრანსპორტი.

მცირე აზიაში ხეთების სამეფოს წარმოქმნა და ეგვიპტეში ჰიქსოსების გაბატონება დროში სრულიად თანხვედრი პროცესი იყო. როგორც ჩანს, ჩრდილოეთში ქამის ძე ხეთების აღზევებას ბუნებრივად მოჰყვა რეაქცია სემიტ-იბერიელებს შორის და ჰიქსოსებმა ხელთ იგდეს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა – ეგვიპტის სახით. როგორც ჩანს, ეს ყოველივე უფლის დაშვებით ხდებოდა, რადგანაც სწორედ 1650 წელს, იოსების წინამძღოლობით, ქანაანიდან ეგვიპტეში გადასახლდა აბრაამის სამოცდაათი შთამომავალი: აბრაამის შვილიშვილის იაკობის თორმეტივე ვაჟი ოჯახებითურთ.

თავდაპირველად, სანამ ჰიქსოსები ბატონობდნენ, იოსებსა და მის მოდგმას წარჩინებული ადგილი ეჭირა ფარაონის სამეფო კარზე; ისინი ვაზირები, ფარაონთა მრჩევლები იყვნენ. მაგრამ, როდესაც ძვ. წთ. 1550 წელს ეგვიპტელებმა ჰიქსოსები განდევნეს თავიანთი ქვეყნიდან, ისრაელის მოდგმა ეგვიპტელთა ტყვეობაში ჩავარდა და ამიერიდან მონობასა და სიდუხჭირეში უწევდათ ცხოვრება.

ერთი სიტყვით, ძვ. წთ. 1750 წელს ჯერ სემიტმა კასიტებმა შეუტიეს ამორეველებს, ხოლო 1720 წელს სემიტმა ჰიქსოსებმა ილაშქრეს ქამიტურ ეგვიპტეზე. 1650 წელს ჩამოყალიბდა ქამიტ ინდო-ევროპელ ხეთთა სამეფო, სემიტ-იბერიელ ჰიქსოსთა სამეფო; 1595 წელს ქამიტური ბაბილონი დაიპყრეს კასიტებმა ანუ, XVII-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამორევულ-ხეთურ ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე არ დააყოვნა იბერიულმა რეაქციამ. მართალია, სწორედ ამ პერიოდში იტვირთა ახალმა ქამიტურმა სახელმწიფომ – ხეთების ქვეყანამ ამორეველთა მემკვიდრეობა, მაგრამ, საპირისპიროდ, სამი ახალი სემიტურ-იბერიული დინასტიების ქვეშევრდომი სამეფო ჩამოყალიბდა: კასიტების ბაბილონი, ჰიქსოსების ეგვიპტე და მითანი. ამ უკანასკნელში ქვედა ფენაც სემიტურ-იბერიული იყო.

იბერიული მოდგმა არ შეეგუა იმჟამინდელი მსოფლიოს ცენტრის ქამიტიზაციას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჰიქსოსების ეგვიპტე და კასიტების შუამდინარეთი დიდად ვერ განსხვავდებოდა ხეთების მცირე აზიისაგან. საქმე ის არის, რომ, როგორც ხეთების სამეფო, ისევე კასიტებისა და ჰიქსოსების ხელდებული ქვეყნები სემიტთა, ქამიტთა და ინდოევროპელთა კონგლომერტ ულ ნარევ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, სადაც, გარკვეულწილად, ლოკალური “ბაბილონის გოდოლების” საძირკვლები იყრებოდა. თუმც, ერთიცაა, განსხვავებით “ხეთური” მცირე აზიისაგან, სადაც გაბატონებული ქამიტები ინტენსიურად ეწეოდნენ ტომთა ურთიერთ ასიმილაციას, კულტურათა აღრევას და ა. შ. ჰიქსოსები და კასიტები ნაკლებად შედიოდნენ კონტაქტში ადგილობრივ ქამიტურ მოსახლეობასთან. ისინი ბატონობდნენ, მაგრამ არ ერწყმოდნენ “წყეულ” მოდგმას. ამასთან, ეგვიპტეში ჰიქსოსების ბატონობის პერიოდმა დიდი შესაძლებლობა მისცა აბრაამის შთამომავლებს საიმისოდ, რომ გამრავლებულიყვნენ და ერთი ოჯახიდან ერად ქცეულიყვნენ. ამასთან, კასიტების ბაბილონში, ხოლო ჰიქსოსების ეგვიპტეში ყოფნა, გარკვეულწილად, შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდა ქამიტების აგრესიული და ექსპანსიონისტური სწრაფვებისთვის. და ეს ყოველივე დამატებით სტიმულად იქცეოდა სრულიად სემიტურ-იბერიული მითანის გასაძლიერებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც დრო გადიოდა, აბორიგენი მოსახლეობისაგან ქამიტთა გამიჯვნა სულ უფრო რთული ხდებოდა. საქმე ისაა, რომ ამორეველთა, ქანაანელთა, ხეთთა თუ აქადელთა გენეტიკა იმდენად აღრეოდა ძირძველ ტომებს, რომ ამიერიდან შუამდინარეთის, ქანაანის თუ მცირე აზიის გარკვეული ნაწილის მოსახლეობა ტომთა ნაჯვარს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ინდივიდუალურ თვითმყოფად ეთნოსებს.

სისხლის სიწმიდეს ამ პერიოდში სრულიად ინარჩუნებდნენ კავკასიაში, აღმოსავლეთ მცირე აზიასა და ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მცხოვრები იბერიელები, ინარჩუნებდნენ ძირძველ ენასაც. რაც შეეხება აბრაამის მოდგმას, “იოსები და ძმანნი მისნი”, როგორც აღვნიშნეთ, ცხოვრობდნენ რა ჰიქსოსურ ეგვიპტეში ასი წლის მანძილზე, მშვიდობიანად და გენეტიკის შეურყვნელად მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. მაგრამ, როდესაც თებელმა იაჰმეს I-მა ჰიქსოსები განდევნა, ვითარება შეიცვალა და ეგვიპტელთათვის გენეტიკურად სრულიად უცხო ებრაელები საუკუნოვან მონობაში ჩავარდნენ.


ძვ. წთ. XVI-XV საუკუნეებში ეგვიპტელები ქანაანში გაბატონდნენ, შემდეგ კი ეს ქვეყანა ხეთებთან ერთად გაიყვეს. ხეთების ქვეყანა განსაკუთრებით ძვ. წთ. 1450 წლის შემდეგ გაძლიერდა. მათმა მეფე სუფილულიულ I-მა ბოლო მოუღო მითანის სამეფოს და დაანგრია მათი დედაქალაქი ვაშუქანი (ამიერიდან, ხურიტები ორ ნაწილად გაიყვნენ: სირიაში დარჩენილმა ხურიტებმა, განიცადა რა ენის ქამიტიზაცია, არამეულ ეთნოსს დაუდო სათავე, ხოლო ვანის ტბის გარშემო მცხოვრებმა ხურიტებმა, რომლებიც “ნაირის ქვეყნების” ერთ-ერთ ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ, ძვ. წთ. IX საუკუნეში ურარტუს (საკ. სახელწოდება ბიაინილი) ძლევამოსილი სახელმწიფო ჩამოყალიბეს. პარალელურად, განუწყვეტლივ გრძელდებოდა ომები ხეთებსა და ეგვიპტელებს, ხეთებსა და იბერიული მოდგმის ქაშქებს შორის… სამაგიეროდ, იბერიული მოდგმის, ბაბილონის მმართველი კასიტები მეგობრობდნენ როგორც ხეთებთან, ისე ეგვიპტელებთან. უკვე არც ერთი ძლიერი სახელმწიფო აღარ ზრუნავდა უფლის სიტყვისა და გენეტიკის სიწმინდის გადარჩენაზე, მათთვის ამოსავალი იმპერიული ზრახვების განხორციელება, დამორჩილებულ ხალხთა ახალ მონოლითურ ერთობად გადაქცევა გახდა. ხეთების სამეფოცა და კასიტური შუამდინარეთიც, ისევე როგორც ამ პერიოდის ეგვიპტე თუ ქანაანი, ძვ. წთ. XV-XIV საუკუნეებში თანდათანობით იქცნენ მცირე “ბაბილონის გოდოლებად”, სადაც კერპთმსახურება, ქვენაგრძნობებით ნაკარნახევი პოლიტიკური ზრახვები და ადამიანური სიხარბე ცხოვრების წესად იქცა. ამ დროს რჩეული ერი – ისრაელი ტყვეობაში იტანჯებოდა, ხოლო შეურყვენლად გადარჩენილი, აზიაში მცხოვრები სემიტ-იბერიელი მესხები, ლაზები, ქაშქები, ნაირელები, ხურიტები, თავგანწირულად იბრძოდნენ სისხლის სიწმინდის, თვითმყოფადობის გადასარჩენად.

როგორც არქეოლოგიური გათხრების მონაცემებიდან ჩანს, მართალია, ამ დროისთვის უკვე განადგურებულია მტკვარ-არაქსის კულტურა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ეს ხალხი კულტურულ პირველსახეს მაინც ინარჩუნებს და არ ითქვიფება გოდოლისტურ სახელმწიფოებში.

ძვ. წთ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ეგეოსის ზღვის აუზში ინტენსიურად მიმდინარეობდა ინდოევროპული ტომთა მოდგმის მიგრაცია. როგორც ირკვევა, ინდოევროპელთა ჩამოსახლებამდე აქ იბერიული მოდგმის ტომები სახლობდნენ. ძვ. წთ. II ათასწლეულის პირველ ნახევრიდან კი დაიწყო აბორიგენ იბერიელთა და ახლადმოსულ ინდო-ევროპელთა შერწყმის პროცესი.

ეგეოსის აუზის ბინადართაგან, ძვ. წთ. XIII საუკუნეში ყველაზე ძლიერნი იყვნენ აქაველები და იონიელები (ბიბლიური იავანი). პრინციპში, იმდროინდელი საბერძნეთი, კუნძულებითურთ, ალბათ, ხეთების სამეფოს, კასიტური შუამდინარეთისა თუ ქანაან-პალესტინის მსგავსად, ტომთა და მოდგმათა კონგლომერატს წარმოადგენდა.

ძვ. წთ. XIII საუკუნეში, ეგეოსის კულტურის ხალხები, ცხოვრების დონით ერთობ დაწინაურებულნი სჩანან.

ძვ. წთ. XIII საუკუნეში მსოფლიო ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

1260-1200 წლებში ოთხი ისეთი მოვლენა მოხდა, რამაც არათუ სრულიად შეცვალა იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, არამედ სრულიად შესცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესიც. თვით თანამედროვე ინტერნეტიზაცია-გლობალიზაციის პროცესი თუ XIX-XX საუკუნეების მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ვერ შეედრება იმ გავლენას, რაც ძვ. წთ. XIII საუკუნის მოვლენებმა მოახდინეს კაცობრიობის ბედ-იღბალზე. ძვ. წთ. 1260-1200 წლებში შემდეგი რამ მოხდა:

”რკინის რევოლუცია”

ტროას ომი

“ზღვის ხალხების” შემოსევა და იმ პერიოდისთვის არსებული იმპერიების დამხობა; ეგეოსის კულტურის განადგურება

მეწამული ზღვის გაპობა, ისრაელის გამოსვლა ეგვიპტის ტყვეობიდან და აღთქმულ მიწაზე – პალესტინაში დამკვიდრება.



ნაწილი II


ალბათ, ამ საკითხების განხილვამდე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ძვ. წთ. XIII საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება:

1. ეგვიპტეში მეფობდა რამზეს II – გამეფდა 1292 წელს. რამზესის სახელმწიფო ერთგვარ “ბაბილონის გოდოლს” წარმოადგენდა:

ა) რამზესის ჯარში მსახურობდნენ შარდინები (ერთ-ერთნი “ზღვის ხალხთა” შორის, რომელთა ნაწილიც შემდგომში კუნძულ სარდინიასა და კოლხეთში გადასახლდა);

ბ) რამზესის სამეფო კარზე დაწინაურებული, უცხო მოდგმის აზიელები დიდი გავლენით სარგებლობდნენ;

გ) სამეფოში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ რამესიდები ანუ რამზესის აურაცხელი შთამომავლობა;

დ) რამზესის მფლობელობაში იმყოფებოდა პალესტინა და სხვა არაერთი უცხო მხარე;

ე) ნუბიაში რამზესს პატივს სცემდნენ, როგორც მფარველ ღვთაებას. ერთი სიტყვით, ყველაფერთან ერთად, მავანთათვის რამზესი ცოცხალი კერპიც იყო

2. ხეთების სამეფო მოდგმათა და ტომთა გოდოლისტურ ნარევს წარმოადგენდა.

3. კასიტური ბაბილონეთი ჭრელი და გაქამიტებული ერთობა იყო.

4. წარმოშობით საკმაოდ ეკლექტური იყო ეგეოსური სამყარო.

5. უფლის რჩეულ ერს – ისრაელს, საუკუნეთა მანძილზე ქამიტთა შორის ცხოვრების წყალობით, პრაქტიკულად აღარც კი ახსოვდა ძველი შუმერული ენა, თუმცა სრულიად განურყვნელად ჰქონდა შენარჩუნებული გენეტიკის სიწმინდე. მაგრამ ყველაფერს, ალბათ, თავისი ზღვარი აქვს და საუკუნოვან ტყვეობაში ჩავარდნილ ებრაელთა ნებისყოფაც იმ ზღვარზე იმყოფებოდა, რომლის მიღმაც უკვე დეგრადაცია იწყება. ეს რომ ასე იყო, დიდებულად ჩანს თავად “ბიბლიიდან”.

6. ქამიტური ექსპანსიის წყალობით, ხეთურ, ეგვიპტურ, ბაბილონურ თუ აქაველურ “გოდოლებს” შორის მოქცეული სემიტურ-იბერიული სამყარო ელამელთა, გუთიუმთა, ლაზთა, ხური-ურარტელთა, მუშქ-მესხთა თუ დედაენატრანსფორმირებულ არამეელთა სახით, რომელთაც “ოქროს საწმისი” და მედეა მოსტაცეს ბერძნებმა, ის პოლიტიკური გარემო შეჰქმნოდათ, რომ თუ არა სასწაული, ალბათ, ვეღარ შესძლებდნენ ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებას. თუნდაც ორმოცდაათი წლით რომ გაგრძელებულიყო არსებული მსოფლიო წესრიგი, ვეღარც ისრაელი და ვეღარც დანარჩენი სემიტ-იბერიელები ვეღარ გაუძლებდნენ გოდოლთმშენებლობის იდეით შეპყრობილი ნებროთიანი ქამიტების ზეწოლას და გადაგვარდებოდნენ, მაგრამ მოხდა სასწაული…


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძვ. წთ. III ათასწლეულის დასაწყისში, სანამ აზიაში ქამიტთა ექსპანსია დაიწყებოდა, უფლისა და “ბრინჯაოს სიადუმლოს” ფლობის წყალობით, იბერიული ტომები განვითარების დონით იმდენად უსწრებდნენ დანარჩენ კაცობრიობას, რომ მათი ძალით დამორჩილება შეუძლებელი იყო. და ამიტომაც, ქამიტებს ექსპანსიის ერთადერთ საშუალებად იბერიელთა გენეტიკასთან თანდათანობით აღრევაღა რჩებოდათ, რაც მოხდა კიდეც. მცირე აზიისა და მესოპოტამიის ნაწილობრივი ქამიტიზაციისა და ეგვიპტეში ადგილობრივი ქამიტური დინასტიების დაწინაურების შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ გოდოლისტური ხეთი, ბაბილონეთი, ეგვიპტე და ეგეოსის სამყარო უკვე სავსებით ფლობდა ოდესღაც იბერიელთა ძლიერების განმაპირობებელ ერთ-ერთ უმთავრეს საიდუმლოს – ბრინჯაოს მეტალურგიას. და ამასთან, ვინაიდან, ეს გოდოლისტური ქვეყნები თავიანთი ქურუმების საშუალებით იდეოლოგიურადაც მართავდნენ დაპყრობილ და სისხლაღრეულ ყოფილ სემიტ-იბერიელებს, ძალზე დიდი უპირატესობის მქონენი შეიქნენ ქამიტიზაციას გადარჩენილ ტყვე ებრაელებთან თუ სხვა ებერიანებთან შედარებით. მაგრამ ოდესღაც მათგან მოპარული ბრინჯაოს კულტურის გარდა, სემიტმა იბერიელებმა ახალ კულტურასაც ჩაუყარეს საფუძველი. ლაზმა ქურუმებმა რკინის დნობის – ფოლადის მიღების საიდუმლოც ამოხსნეს. ოდესღაც რკინის მადნის – ჰემატიტის სამკაულები პროტოქართველი ქალდი-ლაზი-ხალიბი ქურუმების კვერთხებს ამკობდა და ოქროზე ძვირფას სამკაულად ითვლებოდა. მაგრამ ძვ. წთ. XIII საუკუნეში მსოფლიოს მრავალ ტომში ლაზებმა რკინის კულტურის ექსპორტი დაიწყეს (საუბარია რკინის სადნობი ქურის საიდუმლოს გავრცელებაზე), რისი წყალობითაც მსოფლიოში სრულიად შეიცვალა ძალთა თანაფარდობა. ახალმა იარაღმა გაათანაბრა მცირე და დიდ სახელმწიფოთა შესაძლებლობანი. დაიწყო ე. წ. “ზღვის ხალხების” შემოსევები, რომელნიც ძირითადად სწორედ რკინის იარაღით იყვნენ აღჭურვილნი.


“ზღვის ხალხები” კრებითი ტერმინია. მასში იგულისხმება ის სემიტური, იაფეტური, ქამიტური თუ ნარევი ტომები, რომელთაც, მოყოლებული ძვ. წთ. 1250 წლიდან, პრაქტიკულად, ყველა გოდოლისტური ქვეყანა გაანადგურეს. “ზღვის ხალხებში” შემდეგი ტომები იგულისხმება:

1. მცირე აზიელი, ნარევი წარმოშობის კარიელები და ლიკიელები;

2. ელინიზირებული, ოდესღაც სემიტურ-იბერიული წარმოშობის, აქიავაშა;

3. სემიტურ-იბერიული მოდგმის ტურშა, იგივე ტირსენები – ეტრუსკთა წინაპრები;

4. ზემოთ ხსენებული შარდანები;

5. პულასტები, იგივე ფილისტიმელები – სხვადასხვა ტომებს აღრეული ქამიტები;

6. დუნანა – იგივე დანაელები – “ტროას ცხენის” ავტორები.


ამ ტომებმა 1250-1200 წლებში გაანადგურეს ხეთების სამეფო, უგარითი და ქანაანი. იავარქმნეს მცირე აზიის თუ ეგვიპტის ზღვის სანაპირო ზოლი და შემდეგ სხვადასხვა ხალხებში აღირივნენ.


“ზღვის ხალხების” პარალელურად ამოძრავდნენ დალმაციიდან მოსული დორიელები, სპარტელთა წინაპრები, რომელთაც გაანადგურეს ეგეოსის კულტურის ხალხები (“ზღვის ხალხები” მსოფლიო ისტორიაში პირველი “რევოლუციური” მასა იყო, ამ თემაზე ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი).


ძვ. წთ. 1204 წელს ასურეთის მეფე თუქურთინინურტამ დაანგრია ბაბილონი. იგივე ხანაში “ზღვის ხალხებმა” განადგურების პირას მიიყვანეს ეგვიპტეც. ერთი სიტყვით, XIII-XII საუკუნეების მიჯნაზე, “ზღვის ხალხების” დორიელებისა და ასურელების შემოსევათა წყალობით, განადგურდა გოდოლისტური ხეთი, ბაბილონი, აქაველთა სამყარო, იავარქმნილ იქნა ეგვიპტე.


ამ ყოველივეს პარალელურად, 1260-1200 წლებს შორის დაეცა ტროა, რომელიც, ძირითადად სემიტურ-იბერიული იყო. სხვებთან ერთად ტროას ალაძონნი – ლაზებიც იცავდნენ, მაგრამ მისი დაცემაც, ალბათ, დიდ კანონზომიერებას წარმოადგენდა:

1. ტროაც ძველი “ბრინჯაოს სამყაროს” ნაშთი იყო;

2. ტროა ჰკეტავდა რა გასასვლელს შავსა და ხმელთაშუა ზღვებს შორის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამომავლო საზღვაო კავშირისათვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა;

3. სავარაუდოდ, ტროასაც, გარკვეულწილად, განცდილი ჰქონდა ქამიტიზაცია;

4. ტროას დაცემამ ახალი სტიმული მისცა, ასე ვთქვათ, შეაგულიანა, აღძრა “ზღვის ხალხთა” ქმედება, ზოგი იმითი, რომ განაწყენდა ტროას დაცემით და ზოგიც იმითი, რომ სტიმული, წარმატების იმედი ჩაესახა;

5. ტროას სამეფო სახლის წევრის ენიასის ოჯახი, ქალაქის დაცემის შემდეგ დასავლეთში გადასახლდა და სწორედ ენიასის შთამომავლებმა ძვ. წთ. VIII დააარსეს რომი – თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური სისტემის აკვანი. თუმცა, ერთიცაა, ტროა აქაველებმა დააქციეს. ტროამ რომი დააარსა, აქაველები კი დორიელებმა გაანადგურეს.


საერთოდაც, “ზღვის ხალხების” მოძრაობა თუ ტროას ომი ღვთის რისხვის გამომჟღავნება იყო. სწორედ უფალმა დაამხო ძველი მსოფლიოს გოდოლისტური წესრიგი. ისრაელს კი გაუჩნდა რეალური შესაძლებლობა ტყვეობიდან თავის დახსნისა და აღთქმული მიწის ხილვისა. საუკუნოდ დაემხო ბრინჯაოს ხანა და ახალი, “რკინის ერა” დაიწყო, რომელიც XXI საუკუნეშიც გრძელდება. საინტერესოა რამდენიმე გარემოებაც:

1. “რკინის კულტურის” გარეშე ნაკლებ სავარაუდოა წარმა-ტებისთვის მიეღწიათ “ზღვის ხალხებს” და მათთან ერთად ამოქმედებულ სხვა ტომებს.

2. რკინის საიდუმლოს ამომხსნელი, ისევე როგორც ოდესღაც ბრინჯაოს კულტურის მამამთავარნი, სემიტ-იბერიელები არიან.

3. “ზღვის ხალხები” გაიფანტნენ, აირივნენ სხვა ტომებში, ძირითადად გაქრნენ მსოფლიო ისტორიიდან, როგორც წესი, ასეც ხდება. მათ, უბრალოდ, ისრაელის გზის მწმენდელის, უფლის დროებითი მრისხანე მახვილის ფუნქცია შეასრულეს და ამ ფუნქციის ამოწურვასთან ერთად დაასრულეს ეთნიკური ბიოგრაფია (როგორც, შემდგომშიც, ისტორიამ არაერთგზის დაადასტურა, ასეთია “რევოლუციონერთა” ბედი). “მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მავრი წავიდა”… “ზღვის ხალხებმა” ძვ. წთ. 1200 წელს, დაახლოებით იგივე ფუნქცია შეასრულეს, რაც XX საუკუნის დასაწყისში პროლეტარებმა, რომელთაც შეიწირეს რუსეთისა და გერმანიის იმპერია. ძვ. წთ. 1200 წლიდან სამყაროს სრულიად ახალი სურათი შეიქმნა:

ისრაელი დამკვიდრდდა აღთქმულ მიწაზე, დანარჩენი სემიტ-იბერიელებიც გადაურჩნენ ქამიტიზაციას. მუშქებს, ხურიტ-ურარტუელებსა და ლაზებს თვითმყოფადობის შენარჩუნების არნახული შესაძლებლობა მიეცათ. ამ ყოველივეში უმთავრესი მაინც უფლის ნება იყო. უფალმა აღძრა მოსე, უფალმა გააპო ორად მეწამული ზღვა და გამოატარა ისრაელი, რომელსაც ნათლის სვეტი მიუძღოდა წინ. უფალმა შთანთქა ფარაონი და მისი მხედრობა მეწამულ ზღვაში და სინას მთაზე მოსესა და ისრაელს ათი მცნება აუწყა, რათა ამიერიდან, მეტი სიმტკიცით დაეცვათ სისხლის სიწმინდე და უფლის სიტყვა.

ერთი რამეც საინტერესოა, მართალია, ქამიტმა ამორეველებმა მზაკვრობით იგდეს ხელთ ბრინჯაოს საიდუმლო, სემიტთა მდიდარი ქალაქები, ახალი ბაბილონის შენება დაიწყეს და სრული ასიმილაციით დაემუქრნენ ძირძველ ქალდეველებს, სემიტებს, მაგრამ უფლის ნებით ებერიანთა მოდგმამ ახალ, ფოლადის დამზადების საიდუმლოს მიაგნო და მისი გამოყენებით, ქრისტესშობამდე 1200 წლით ადრე, კიდევ ერთხელ დაემხო ბაბილონის გოდოლი. ისრაელი ჯერ კიდევ აბრაამის, ისააკისა და იაკობის დროს აღთქმული წმინდა მიწის ხილვას ეღირსა. სანამ ეგვიპტის ტყვეობიდან თავდახსნილი ისრაელი აღთქმულ მიწამდე მიაღწევდა, მოსემ ორმოცი წელი ატარა რჩეული ერი სინას უდაბნოში. ამ ორმოცი წლის მანძილზე არაერთგზის სცოდა უფლის წინაშე ტყვეობიდან ახლად თავდახსნილმა ხალხმა. საჭირო იყო თაობათა ცვლა. მხოლოდ თავისუფლებაში, სინაზე დაბადებული და აღზრდილნი ძენი ისრაელისა იესო ნავეს ძისა და ქალების წინამძღოლობით შეიქმნენ ღირსნი წმინდა მიწამდე მისვლის. თვით მოსე, და აარონიც კი სინაზე აღესრულნენ. თავისუფალი ქვეყნის შენება მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულთა ხვედრია.


წმინდა მიწაზე მისვლის წინ, ისრაელს უფლისგან ქამიტთა მოსპობა ებრძანა: “პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.” ასეთი იყო მოსეს ანდერძი.


ჩამოთვლილი ქამიტური ტომები, რომლებიც გაბატონებული იყვნენ პალესტინაში, სწორედ იმ ძველ ქამიტთა მოდგმას ეკუთვნოდნენ, რომელთაც თანდათანობითი შერევით, სისხლის აღრევით დაამხეს უძველესი შუმერული კულტურა, რომელთაც აღმართეს უსულო კერპები, შეურაცხყვეს უფლის სიტყვა, დემონებს დაემონნენ და თავიანთი გარყვნილი ნებროთიანულ-გოდოლისტური ღირებულებები თავს მოახვიეს ოდესღაც უფლის ერთგულ, ძირძველ სემიტ-იბერიელებს. მართლაცდა უნდა აღსრულებულიყო ერთი წინასწარმეტყველის სიტყვები: “მოვლენ ხომალდები ხეთელებისაგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან… ამოდის ვარსკვლავი იაკობისაგან და იმართება კვერთხი ისრაელისაგან…”


ქრისტეშობამდე, დაახლოებით, 1200 წელს ისრაელი პალესტინაში შევიდა, მაგრამ აღთქმულ მიწაზე დასამკვიდრებლად წინ დიდი ბრძოლები ელოდა. რაც უფლისაგან გეკუთვნის, ხშირად კაცთაგან ბრძოლით უნდა მოიპოვო.


როგორც ზემოთ ითქვა, ამ დროისათვის, “ზღვის ხალხების” შემოსევის წყალობით, უკვე განადგურებული იყო ხეთების იმპერია და უგარითი, დორიელთაგან ეგეოსის კულტურა. დაცემული იყო მითანი, ხოლო მითანის პოლიტიკურ მემკვიდრე ასურეთს 1204 წლისთვის, უკვე მოესწრო კასიტური ბაბილონის დამხობა. ძვ. წთ. XII საუკუნის დასაწყისში კასიტებმა დროებით კვლავაც აღადგინეს თავიანთი ძალაუფლება ბაბილონში, ხოლო 1198-1167 წლებში ეგვიპტის ფარაონმა რამზეს III-მ მოახერხა “ზღვის ხალხების” ექსპანსიის შეჩერება. მაგრამ XII საუკუნის 70-იანი წლებიდან სემიტ-იბერიელმა მესხებმა და ელამელებმა გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს გოდოლისტურ შუამდინარეთზე. 1165-1115 წლებში მესხებმა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში დაიპყრეს ალზის, ფურულუმზისა და ქათმუხის ქვეყნები. ხოლო ელამელებმა, მეფე შილხაქ-ინშუშინაქის მეთაურობით, საბოლოოდ განდევნეს გაგოდოლისტებული კასიტები სამხრეთ შუამდინარეთიდან და ბაბილონი დაარბიეს. ამ დროისათვის საოცარ ძლიერებას მიაღწია სემიტურ-იბერიულმა დიაუხმაც, რომელიც ნაირის ქვეყნებს მეთაურობდა და კულხამ, ანუ ძველმა ეგრისმა.


ძვ. წთ. 1114 წლიდან კვლავაც გაძლიერდა ასური. ტიგლათ-ფილესერ I (1114-1076) ებრძოდა დიაუხს (ტაოხს), ნაირის, ურარტუს, მუშქებს. მის დროს ასურელებმა შავ ზღვამდეც კი მიაღწიეს. ებრძოდა ბაბილონს, რომელსაც ამ დროს უკვე ადგილობრივი, ამორეველური დინასტია მართავდა. მაგრამ ამორეველების შემოსევების წყალობით, ტიგლათფილესერის სამეფო თანდათან დასუსტდა, ხოლო შემდეგ დასავლეთიდან შემოჭრილი ხურიტული მითანის მემკვიდრე არამეელების გამუდმებული თავდასხმების შედეგად, ასურეთი ძვ. წთ. IX საუკუნემდე მეორეხარისხოვან სახელმწიფოს წარმოადგენდა.


1200-1010 წლებში ისრაელი განუწყვეტლივ იბრძოდა ქამიტთა წინააღმდეგ და XI საუკუნის მიწურულს შესძლო პალესტინაში სამეფოს ჩამოყალიბება. დავითის (1010-970 ძვ. წთ.) და სოლომონის (970-931 ძვ. წთ.) მეფობის ხანა – ძლევამოსილი ისრაელის ზეობის პერიოდია. ამ დროისათვის ებრაელებმა სრულიად გაანადგურეს ანდა დაიმორჩილეს ქამიტთა ტომები. მეფსალმუნე მეფე დავითმა, ქრისტეშობამდე 1000 წელს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო მისმა ძემ სოლომონმა იერუსალიმში უფლის ტაძარი ააგო. ქრისტეშობამდელ მსოფლიოს ისტორიაში ეს პერიოდი ჭეშმარიტ სემიტ-იბერიელთა ძლევამოსილების ხანას წარმოადგენს. ისრაელში იქმნებოდა “ფსალმუნნი” და “იგავნი”, “ქებათა ქება სოლომონისა”; ბრწყინვალებდა უფლის ტაძარი. აღმოსავლეთ მცირე აზიაში, ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და კავკასიაში ხელმწიფებდნენ ძირძველ ენაშენარჩუნებული სემიტ-იბერიელ-ქალდეველი მუშქები, ქაშქები, ეგრისელები, მაირელები, ურარტელები… თავისუფალი იყო ელამი, აღმავლობას განიცდიდნენ ენატრანსფორმირებული ხურიტი არამეელები, მაგრამ, როგორც წესი, აღზევებას მოსდევს დაცემა. უფლის გზიდან გადაუხვია ისრაელმა, მათმა ერთმა ნაწილმა უცხო ტომებთან იწყო ქორწინება, გარყვნის გზას დაადგნენ დანარჩენი სემიტ-იბერიელნიც.


929 წელს ორ ნაწილად გაიყო ისრაელი: საკუთრივ ისრაელისა და იუდაველთა სამეფოებად. პარალელურად, თანდათანობით, აღორძინება დაიწყო ასურეთმა. ტვიროსელი ფინიკიელები ხმელთაშუაზღვისპირეთის კოლონიზაციას შეუდგნენ… ქრისტეშობამდე 883 წელს ასურეთში გამეფდა ასურნასირფალ II, რომელმაც დაარბია არამეელები; ებრძოდა ნაირი-ურარტუს; დაიპყრო სირია-ფინიკიის ნაწილი. მისმა მემკვიდრემ სალმანასარ III-მ (ქრისტეშობამდე 859-824 ძვ. წთ.) ოთხჯერ დალაშქრა ურარტუ. 845 წელს ასოცათასიანი მხედრობით გაილაშქრა სირიისაკენ. 841 წელს აიღო დამასკი, მცირე ხნით დაიმორჩილა სირია. ებრძოდა ბაბილონს. VIII საუკუნის 30-იან წლებში ურარტუელთა ბრძოლას სალმანასარ III-ის წინააღმდეგ მეთაურობდა სარდურ I, რომლის ვაჟმაც იშფუილმა ასურული ენა განდევნა ხმარებიდან და თავის ქვეყანაში ურარტული ენის უზენაესობა დაამკვიდრა. ურარტუ განსაკუთრებით გაძლიერდა მენუა I-ისა (ქრისტეშობამდე 810-786 წწ.) და არგიშთი I-ის (ქრისტეშობამდე 786-764 წწ.) მეფობის ხანაში. მენუამ დაიმორჩილა მეზობელი იბერიული ტომები: ვიტერუხები და ტაოხები. დაიწყო ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და სირიის მიწების შემოერთება. მისი ძე არგიშთი წარმატებით ებრძოდა ასურეთს. არგიშთის დროს ურარტუ წინააზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. სარდურ II-ის მეფობის ხანაში, ქრისტეშობამდე 750 წლამდე, ურარტუ ინარჩუნებდა ძლიერებას. მან არაერთგზის დაამარცხა ასურეთი, მანა, მალათია, ქუმუხი, ეგრისი (კულხა), სამხრეთ კავკასიაში მობინადრე ურარტუელთა მონათესავე ტომები, მაგრამ 743 და 735 წლებში სარდურ II უკვე თავად არაერთხელ დამარცხდა ასურეთთან და დაჰკარგა სირია, ურმიისპირეთისა და ჩრდილოეთ მესოპოტამიის სამფლობელოთა დიდი ნაწილი. ამასთან, კოლხა-ეგრისის დასუსტებით ურარტუმ კავკასიონის ქედგადაღმა მცხოვრებ კიმერიელებს გზა გაუხსნა, რომელთაც, ჯერ ურარტუსაგან დამარცხებული კოლხა იავარქმნეს, ხოლო შემდეგ, რუსა I-ის (ქრისტეშობამდე 730-714 წწ.) მეფობის დროს სასტიკი მარცხი აწვნიეს ურარტელებსაც. სწორედ ამით ისარგებლა ასურეთის მეფემ სარგონ II-მ, რომელმაც 710 წელს დალაშქრა ურარტუ.

ქრისტეშობამდე 745 წლიდან კიდევ ერთ აღმავლობას განიცდიდა ასურეთი, რომელმაც 739 წელს აიღო დამასკი, შემდეგ კი ბაბილონი. დაიმორჩილა ფინიკიისა და სირიის ნაწილი, ხოლო ქრისტეშობამდე 721 წელს სარგონ ასურელმა ისრაელის სამეფო გაანადგურა. ისრაელის მკვიდრნი ასურეთში გადაასახლა, მათი მამული კი არამეელებსა და ბაბილონელებს უბოძა. ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდათ სემიტ-ებერიანებს VIII საუკუნის მეორე ნახევარში, შედეგი იყო იმ ყოვლად გაუმართლებელი განხეთქილებისა და ურთიერთქიშპისა, რომელსაც ისრაელი იუდეასთან, ანდა ურარტუ დიაოხთან და კოლხასთან ეწეოდა. ეს ყოველივე, როგორც ჩანს, ებერიანთა ზნეობის დაცემით იყო განპირობებული, რისი დასტურიცაა ურარტუს მეფე რუსა II-ის (ქრისტეშობამდე 685-645 წწ.) საქციელი, რომელმაც გადამთიელ კიმერიელებთან ერთად, ქრისტეშობამდე 676 წელს, გაანადგურა ქალდეველი მუშქები – მესხები. იუდეაც განსაცდელში იყო ჩავარდნილი. ასურეთის მეფე სინეხერიბმა (ქრისტეშობამდე 705-680 წწ.) წინაპართა აგრესიული პოლიტიკა გააგრძელა: 702 წელს ბაბილონის მეთაურობით მოწყობილი აჯანყება ჩააქრო და 689 წელს ბაბილონი მთლიანად დაანგრია, ბაბილონელები კი მონებად გაჰყიდა. სინეხერიბმა ომი გამოუცხადა იუდეასაც და ალყა შემოარტყა იერუსალიმს. ქრისტეშობამდე 680 წელს სინეხერიბი შეთქმულებმა მოკლეს. მისმა მემკვიდრემ ასარხადონმა (ქრისტეშობამდე 680-669 წწ.) აღადგინა ბაბილონი, საგადასახადო იმუნიტეტი და პრივილეგიები დაუბრუნა მსხვილ სავაჭრო ქალაქებს; დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია. 675-671 წლებში დალაშქრა ეგვიპტე; ებრძოდა არამეელებს… შვილებს ორად გაუყო სამეფო. ასურბანიფალს ასურეთი არგუნა, ხოლო შამაშშუმუქინს – ბაბილონი. ასარხადონის მეფობის პერიოდში ასურეთსაც დაემუქრა გადამთიელ კიმერიელთა და მათსავით დიდი სტეპიდან, კავკასიონის სამხრეთში შემოჭრილი სკვითების საფრთხე. ასარხადონის მეფობის დროს მსოფლიო ისტორიულ ასპარეზზე გამოვიდა სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა – მიდიის სახით. ქრისტეშობამდე IX-VIII საუკუნეებში აღმოსავლეთ სპარსეთში გამოჩნდა ირანულენოვანი ეთნიკური ელემენტი. მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კაშტარიტმა ქრისტეშობამდე 673 წელს თავის თანამოძმე მცირერიცხოვან ინდოევროპელთა მეთაურობით გააერთიანა გუთიურ-ლულუბური ტომები და ასურეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აღძრა. სწორედ ამ გაერთიანებას ეწოდებოდა მიდია.

ქრისტეშობამდე 652-625 წლებში მიდია დროებით სკვითთა მორჩილებაში მოექცა, მაგრამ 625 წელს კიაქსარ კაშტარიტის ძემ გაანადგურა სკვითები, მთლიანად დაიმორჩილა ირანის ზეგანი, კავშირი შეკრა ბაბილონთა და შეტევაზე გადავიდა… ამ ამბებამდე მცირე ხნით ადრე, ქრისტეშობამდე, 669-633 წლებში, ასურეთის მეფე ასურბანიფალი უკანასკნელად შეეცადა ძველი დიდების აღდგენას. მას ქრისტეშობამდე 655 წლამდე ემორჩილებოდა ეგვიპტე. ასურბანიფალმა დაიპყრო ტვიროსი (ფინიკია), არკადი (სირია) და კავშირი შეჰკრა ურარტუსთან. ურარტუს მეფე სარუდ II-ც გრძნობდა, მისი სამეფოს მოახლოებულ აღსასრულს და ყოფილ კონკურენტთან ალიანსით ცდილობდა, კიმერიელთა, სკვითთა და მიდიელთაგან თავის გადარჩენას.


ასურბანიფალს დიდი კოალიცია დაუპირისპირდა ხარანელი ქალდეველების, არამეელების და ელამელების სახით, რომელსაც ბაბილონის მეფე ასურბანიფალის ძმა შამაშშუმუქინი მეთაურობდა. ასურეთის მეფემ 648 წელს აიღო და გაანადგურა ბაბილონი. 639 წელს იავარქმნა ელამი, რომელსაც შემდეგ მიდია და სპარსეთი დაეპატრონენ.

ასურბანიფალისა და შამაშშუმუქინის ურთიერთქიშპი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ძველმა პოლიტიკურმა მსოფლიო სისტემამ თავისი თავი ამოწურა, კიდევ ერთხელ უნდა აღესრულებინა “მავრს” (მიდიელების, სკვითებისა და კიმერიელების სახით) თავისი საქმე და შემდეგ კი ისტორიიდან გამქრალიყო. სკვითები და კიმერიელები, რომელნიც ძვ. წთ. VIII-VI საუკუნეებში კავკასიის სამხრეთით დათარეშობდნენ, პრაქტიკულად იგივე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც ოდესღაც “ზღვის ხალხები”. ისინი, ისევე როგორც შემდგომშიც არაერთი ბარბაროსი ტომი, დიდი სტეპიდან მოვიდნენ. კიმერიელები და სკვითები მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი “რევოლუციონერთა ნაკადი” იყო… ქრისტეშობამდე 626 წელს, ქურუმებსა და სავაჭრო მიწათმფლობელ არისტოკრატიაზე დაყრდნობით, აჯანყდა ასურეთის ყოფილი მთავარსარდალი, ბაბილონში ასურეთის მეფისნაცვალი, ხარანელი ქალდი ნაბულფასარი და თავი ბაბილონის მეფედ გამოაცხადა. ნაბულფასარმა ქრისტეშობამდე 620 წელს აიღო ურუქი, 615 წელს – ნიფური, ძველ ქალდეველ-იბერიელ-შუმერთა უძველესი ქალაქი. როგორც ჩანს, “გაქამიტებულ” ქალდ ნაბულფასარს რაღაც განსაკუთრებული გზნება იზიდავდა ქალდთა უძველესი ქალაქებისკენ…

ნაბულფასარმა ალიანსი შეკრა მიდიის მეფე კიაქსართან და ქრისტეშობამდე 612 წელს მათ ერთად დააქციეს ასურეთის დედაქალაქი ნინევეა, ხოლო 605 წელს სრულიად გაანადგურეს ასური. ასურელები არამეელებში აითქვიფნენ. ქრისტეშობამდე 590 წელს მიდიელმა კიაქსარმა გაანადგურა ურარტუ. ქრისტეშობამდე 590-585 წლებში მიდიელებმა იავარქმნეს აღმოსავლეთ მცირე აზია ანუ მუშქთა (მესხთა) და სხვა პროტოქართველთა სამშობლო. პარალელურად, ნაბულფასარის ვაჟმა ნაბუქოდონოსორ II-მ (ქრისტეშობამდე 604-562 წწ.) გამეფებისთანავე ყოფილ ხურიტულ ქარხენიშთან დაამარცხა ასურელები და ეგვპიტელები; დაიწყო ბრძოლა სირია-ფინიკია-პალესტინის დასაუფლებლად. ქრისტეშობამდე 597 წელს აიღო იერუსალიმი და წარჩინებული იუდეველები ბაბილონში გადაასახლა. ქრისტეშობამდე 586 წელს ბაბილონელთა ხანგრძლივი ალყის შემდეგ ხელმეორედ დაეცა იერუსალიმი. ბაბილონელებმა დაანგრიეს და გაძარცვეს სოლომონის ტაძარი, ხოლო წმინდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში წამოიღო. როგორც ჩანს, აწ უკვე ქამიტურენოვან, მაგრამ წარმოშობით ხარანელ, ქალდეველ ნაბუქოდონოსორს ისრაელის, რჩეული ერის მადლის მითვისება ეწადა, მაგრამ ამაოდ. უფლისმიერი მადლის კაცობრივი ზრახვებით ხელთგდების იდეა სწორედაც რომ ბაბილონური, გოდოლური იდეაა, რისი განხორციელებაც, ცხადია, შეუძლებელია. რასაც ბოლოს, თავად ნაბუქოდონოსორიც მიხვდა. ბაბილონის მეფემ ათასობით ებრაელი გადაასახლა ბაბილონში. დაიწყო ე. წ. “ბაბილონის ტყვეობა”. ეს, რა თქმა უნდა, უფლისმიერი სასჯელი იყო ჯიუტ რჩეულ ერზე, რომელიც აღარ უსმენდა, აღარ ემორჩილებოდა წინასწარმეტყველთა ნაქადაგარ უფლის სიტყვას.

ქრისტეშობამდე 586 წელს ბაბილონელებმა გაანადგურეს იერუსალიმი და უფლის ტაძარი.

ქრისტეშობამდე 585 წელს ბაბილონელთა მოკავშირე მიდიელები დაეუფლნენ მუშქების (მესხების) ქვეყანას.

ებრაელთა და მესხთა ერთი ნაწილი დღევანდელი საქართველოსკენ გამოეშურა. მანამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა იბერიულ ტომებთან ერთად, ძირითადად, ლაზები სახლობდნენ, რომელნიც ძვ. წთ. VI საუკუნეში ენობრივად, პრაქტიკულად, არ განსხვავდებოდნენ მესხებისაგან. მესხებმა დღევანდელ ქართლში დააარსეს მესხთა ქალაქი მცხეთა და მისი ცენტრალური ნაწილი ებრაელებს უბოძეს. ებრაელებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ლევიტელებიც, და თვით წმინდა ელია წინასწარმეტყველის უშუალო შთამომავალნიც, თან მოიტანეს ელია წინასწარმეტყველის ხალენი. უძველესი ქალდეველი, სემიტ-იბერიელი ებრაელები და მესხები ერთად მოვიდნენ და ერთად დასახლდნენ ქართლში. უფლის ნებით მოაბრძანეს მცხეთაში ელია წინასწარმეტყველის ხალენი, როგორც ჩანს, სამომავლოდ დიდი, საუკუნოვანი მისიისათვის ამზადებდა ღმერთი მცხეთას.


ძვ. წთ. VI საუკუნეში, მსოფლიოში ასურეთის განადგურების შემდეგ, აღარ არსებობდა არც ერთი გოდოლისტური იმპერია; ხეთები, ამორეველები, ქანაანელები გადაშენდნენ… ძვ. წთ. VI საუკუნეში განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა კაცობრიობა. ძვ. წთ. VI საუკუნეში დაემხო ბაბილონისა და მიდიის სამეფოები. მართალია, ნაბუქოდონოსორმა ცნობილი “დაკიდული ბაღები” ააშენა, მაგრამ თავად ისიც და მისი ძე ნაბონიდიც (ქრისტეშობამდე 555-539 წწ.) გრძნობდნენ არსებული რეჟიმის ამაოებას. ნაბონიდი რეზიდენციის მშობლიურ ხარანში გადატანას ცდილობდა, სურდა აღედგინა ძველი შუმერული ურისა და ქალდეური ხარანის მთვარის ღვთაება სინის (ნანნას) კულტი, მაგრამ ამან ბაბილონელ ქურუმთა უკმაყოფილება და დაპირისპირება გამოიწვია. ნაბონიდი გაერიდა და კავშირი გაწყვიტა ბაბილონთან. ქურუმებმა მისი ძე ბალთაზარი გაამეფეს.


ქრისტეშობამდე 539 წელს ბალთაზარ ბაბილონელმა სიმთვრალეში მოიწადინა, რომ სასმისებად იერუსალიმის უფლის ტაძრიდან წამოღებული ჭურჭელი მოეხმარა. საუფლო ჭურჭლით გააგრძელეს მთვრალმა ბაბილონელმა დიდებულებმა ლხინი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ძალდატანებით, კაცობრივი მცდელობით შესაძლებელი იყო ებრაელებზე გადმოსული ღვთაებრივი მადლის თანაზიარნი გამხდარიყვნენ, მაგრამ უეცრად გამოჩნდა ღვთაებრივი ხელის მტევანი, რომელმაც კირის შეღებილ სამეფო სასახლის კედლებზე დაწერა ოთხი სიტყვა: “მენე, მენე, თეკელ, უფარსინ”, რაც წმინდა წინასწარმეტყველმა დანიელმა იმავე დღეს შეშინებული ბალთაზარის წინაშე შემდეგნაირად გაშიფრა: “დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას; სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა ის”. იმავე ღამეს აღსრულდა წინასწარმეტყველება. იმავე ღამეს მოკლეს გაქამიტებული ქალდეველი მეფე ბალთაზარი. ებრაელთა მადლის მითვისების მსურველი მონარქის სამეფო აქემენიდური სპარსეთის ხელმწიფემ კიროსმა იგდო ხელთ.


ჯერ კიდევ ძვ. წთ. 553 წელს მიდიის მეფე ასტიაგე კიაქსარის ძეს აუჯანყდა კიროს აქემენიდი, რომელიც 539 წლისთვის იმდროინდელი ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს მმართველად იქცა.


ამიერიდან, სრულიად სხვაგვარად დაიწყო აზროვნება კაცობრიობის ცივილიზებულმა ნაწილმა. სპარსეთის აქემენიდმა ხელმწიფემ კიროსმა ქრისტეშობამდე 538 წელს გამოსცა ედიქტი, რომლითაც ებრაელებს ნებას რთავდა იერუსალიმში ე. წ. სოლომონის ტაძარი აღედგინათ. ეს ყოველივე უკვე პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ კიროსისთვის სხვა ხალხის ეროვნული თვითმყოფადობისა და რელიგიის პატივისცემა, განსხვავებით აწ უკვე განადგურებული გოდოლისტი ქვეყნების მკვიდრთაგან, ცხოვრების წესად იყო ქცეული. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ აქემენიდურ სპარსეთში, გარდა იმდროინდელი საერთაშორისო ენის – არამეულისა, სახელმწიფოებრივ სტატუსს მოსულ ინდო-ევროპელ სპარსელთა ენაცა და აბორიგენი მოსახლეობის მშობლიური ელამური ენაც ასრულებდა. ასე რომ, არავინ ცდილობდა ენათა ურთიერთაღრევასა და უნიფიცირებას. მეტიც, კიროსი ებრაელებს ხელს უწყობდა, მათი რელიგიური კულტის უმთავრესი საკრალური ნაგებობის აღდგენაში, მაგრამ თავად კიროსიცა და სპარსელებიც “ავესტას” სახით, ეროვნულ-რელიგიურ მოძღვრებას ეზიარებოდნენ და კიდევ უფრო იმტკიცებდნენ ეროვნულ ინდივიდუალიზმს. აქემენიდურ სახელმწიფოში სამწერლობოდ ურარტულის მემკვიდრე მიდიურ დამწერლობას იყენებდნენ, ქვეყნის ერთ-ერთ დედაქალაქად კი ძირძველი ელამური ქალაქი სუსა დატოვეს. სპარსელთა, და შემდგომში პართელთა, ეთნოგენეზში გადამწყვეტი როლი სემიტმა-იბერიელმა ელამელებმა, კასიტებმა, ლულუბელებმა და გუთიებმა შეასრულეს. აქემენიდური სპარსეთის ტერიტორია დარიოს I-ის (ქრისტეშობამდე 522-486 წწ.) დროს აზიიდან ეთიოპიამდე და ინდის ხეობიდან ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე გადაიჭიმა. ძვ. წთ. VI საუკუნეში მსოფლიო ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.





ნაწილი III


ჯერ კიდევ ძვ. წთ. I ათასწლეულის დასაწისში ბაბილონელმა ვაჭრებმა იცოდნენ, რომ არსებობდა მრავალი ქვეყანა, მოყოლებული პირინეის ნახევარკუნძულიდან, ვიდრე ჩინეთამდე. მდინარეების რეინისა და დუნაის სამხრეთ-დასავლეთით, შავი და კასპიის ზღვების, კავკასიონისა და ტიანშანის სამხრეთით მცხოვრებმა ტომებმა უკვე უწყოდნენ ერთმანეთის არსებობის შესახებ. ეს გარემოება გამოწვეული იყო კაცობრიობის იმ დონეზე გამრავლებით, რომ ტომები უშუალოდ დაუმეზობლდნენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად დაიბადა ურთიერთში ინფორმაციისა და პროდუქციის გაცვლის სურვილი, გაიზარდა ურთიერთგაცნობის მოთხოვნილება, რაც, თავისთავად, ძალზე სერიოზულ მოტივს წარმოადგენდა დედამიწის ზემოთ ხსენებული ნაწილის ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანებისთვის. ტომთა კულტურული დაახლოების პროცესი ბუნებრივად ძლიერდებოდა. სულ უფრო ხშირად ამყარებდნენ ერთმანეთთან მშვიდობიან კავშირს ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქვეყანათა მკვიდრნი. ძვ. წთ. VI საუკუნეში ე. წ. “აბრეშუმის გზამ” ერთიან სავაჭრო სისტემაში გააერთიანა თანამედროვე ესპანეთიდან ჩინეთამდე მდებარე ქვეყნები და სახელმწიფოები. ერთიანი მსოფლიოს სავაჭრო-ეკონომიკური სისტემა შეიძლება თავისთავად ახალი გოდოლისტური ტენდენციების გაძლიერების მოტივადაც ქცეულიყო და უფალმა ესპანეთ-ჩინეთის ხაზზე მოქცეულ ყოველ ერში თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ახალი ბერკეტები შექმნა: რომის რესპუბლიკის, ბერძნული კულტურის, მესხებისა და ებრაელების ერთი ნაწილის საქართველოში გადმოსახლების, ზარათუშთრას, ავესტას, ბუდას, კონფუცისა და ლაოძის მოძღვრებათა სახით. ანუ ძვ. წთ. VI საუკუნეში გაჩნდა ყოველი ცივილიზებული ერისათვის ორიგინალური და შესაბამისად, თვითმყოფადობის შემნარჩუნებელი სრულიად ახალი მექანიზმები (რომი რესპუბლიკად ძვ. წთ. 510-509 წწ. გამოცხადდა, სწორედ ამ დროს დაიწყო ბერძნული მითოლოგიის ჩაწერა და განვითარების არნახულ დონეს მიაღწია ბერძნულმა მწერლობამ; ამ დროს გადაიქცა ზოროასტრიზმი ირანში გაბატონებულ რელიგიად; ჩაიწერა “ძველი აღთქმის” (“ბიბლიის”) ტექსტთა უდიდესი ნაწილი; დაახ. ძვ. წთ. 623-490 წწ. ცხოვრობდა ბუდა; ლაოძი; ძვ. წთ. 551-479 წწ. – კონფუცი; დაარსდა მეორე იერუსალიმი – წმიდა მცხეთა) ანუ იშვა ის ყოველივე, რაზეც უკვე ოცდაექვსი საუკუნეა დგას მსოფლიო ცივილიზაცია.

ამასთან, ქრისტეშობამდე VI საუკუნეშივე “აბრეშუმის გზის” კონტროლი ორმა მსოფლიო პოლიტიკურმა სისტემამ იტვირთა: დასავლეთით – საზღვაო, პოლისურმა საბერძნეთმა, სადაც საზოგადოებრივი ურთიერთობები დემოკრატიის პრინციპზე იყო აგებული და აღმოსავლეთით – სახმელეთო, კონტინენტურმა სპარსეთის იმპერიამ, რომელიც მართვის ცენტრალიზებულ მექანიზმებს ემყარებოდა. ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობის დასასრულისთვის (ძვ. წთ. 323 წ.) ორივე სისტემა ერთიან ელინისტურ მოდელში იყო გაერთიანებული, რომელიც ერთი და იმავე სახელმწიფოში ორივე პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ერთობლივად თანაარსებობას ითვალისწინებდა. ამიერიდან ერთიან “ორპარტიულ” სისტემაში ცხოვრობდნენ ვაჭარ-მეზღვაურ-ხელოსან მოქალაქეთა წრე და მიწათმფლობელ-სამხედრო არისტოკრატთა ფენა. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიისა და შემდეგ სელევკიდების სახელმწიფოს დაშლის საფუძველზე აღმოცენებული, პრაქტიკულად, ნებისმიერი ქვეყანა შინაგანად ამგვარ მოდელზე იყო აგებული. ამიერიდან “საზღვაო” და “სახმელეთო” “ძალები” ერთი სახელმწიფოს ორ პოლიტიკურ-ფინანსურ პარტიას წარმოადგენდნენ, რომელნიც პარტნიორობის და კონკურენციის საფუძველზე ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ სახელმწიფოს განვითარებისათვის. ასე იყო, მაგალითად, რომში, სადაც ერთად არსებობდა მდიდარ მიწათმფლობელთა კლასი, ნობილიტეტის სახით, რომელსაც არ ჰქონდა კომერსანტობის უფლება და ვაჭარ-ხელოსანთა, ე. წ. “მხედართა კლასი”, რომელიც პრაქტიკულად არ ფლობდა მამულებს, მაგრამ ძირითადად კომერციითა და საქალაქო ცხოვრებით იყო დაკავებული. რაც მთავარია, უკვე ძვ. წთ. VI საუკუნიდან ცივილიზებული კაცობრიობა ერთიან მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში იწყებს გაერთიანებას, მაგრამ არავინ ზღუდავდა სხვის თვითმყოფადობას, პირიქით, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ თავს ამონის ძეს უწოდებდა, ხოლო სპარსეთზე გამარჯვების შემდეგ სპარსულად იმოსებოდა. ასევე იქცეოდა იულიუს კეისარი, რომელიც იმდენად დიდ პატივს მიაგებდა რომის სახელმწიფოს ქვეშევრდომ ელინთა კულტურას, რომ მეცნიერებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რომელ ენაზე წამოიძახა რუბიკონის გადალახვისას გაიუს იულიუსმა “წილი ნაყარია” – ლათინურად თუ ბერძნულად? უმეტესობა ფიქრობს, რომ ლათინურ “ალეა იაქტა ესტს” კეისარმა თავისი ბიოგრაფიის კულმინაციურ წუთებში ბერძნული “ანერიფთო კიბოს” ამჯობინა… ერთი სიტყვით, ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ერთიანი მსოფლიო სავაჭრო სისტემის პარალელურად, გაჩნდა ის ფაქტორებიც, რომელნიც შემდგომში “ცივილიზაციათა” თვითმყოფადობის შენარჩუნების საფუძვლად იქცა. ქრისტეშობის შემდეგ გაჩნდა ერთი ღვთაებრივი ერთობა, ახალი ერი, რომელსაც ქრისტიანი ერი ეწოდებოდა. მაგრამ ქრისტიანთა შორის ყოველი მოდგმა თუ ნათესავი ინარჩუნებდა თვითმყოფად ქრისტიანულ-ეროვნულ კულტურას, ენას, ინდივიდუალიზმს. სულთმოფენობისას სულიწმიდის მადლის ენების სახით გარდამოსვლით უფალმა კიდევ ერთხელ აკურთხა მოდგმათა თუ ნათესავთა ეროვნული თვითმყოფადობა, სამყაროს მრავალფეროვნება. საქმე ის არის, რომ სამომავლოდ, არ იყო გამორიცხული ძლიერ სახელმწიფოებს, ქრისტიანთა ერთიანობის იდეით, ფარისევლურად ესარგებლათ და მცირე ერების თვითმყოფად ენასა და კულტურას იგნორირებით და განადგურებით დამუქრებოდნენ (მაგალითად, როგორც XIX და XX საუკუნეებში ერთმორწმუნე რუსეთი – საქართველოს) – არ იყო გამორიცხული, საქრისტიანოშიც გაჩენილიყვნენ “გოდოლისტები”. სულიწმიდის მადლის ენების სახით გადმოსვლის აქტი იმთავითვე კრძალავდა, უფლის მგმობელ ქმედებად აცხადებდა “გოდოლიზმს” ქრისტიანობაში.


ახ. წთ. I საუკუნეში, როდესაც მოახლოვდა მაცხოვრის ჯვარცმის ჟამი, წმიდა ელია წინასწარმეტყველის შთამომავალმა ერთმა მცხეთელმა ებრაელმა ქალმა (ქართველმა ჰურიამ) იერუსალიმში პასექზე მიმავალ თავის ვაჟს ელიოზ და ლონგინოზ კარსნელს სიტყვა ჩამოართვა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას მაცხოვრის ჯვარცმაში. როდესაც ქრისტეს ჯვარზე აკრავდნენ, სასწაულებრივად, იერუსალიმიდან მცხეთაში ჩაქუჩის ხმა მოესმა ელიოზის დედას და მან საშინელი ხმით შესძახა: “მშვიდობით მეფობაო ისრაელისაო…” და მგლოვიარე აღესრულა დედა ელიოზისა.

ჯვარცმის შემდეგ, როდესაც წილი ჰყარეს საუფლო კვართზე, კვართი ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ საქარველოში წამოსაბრძანებლად, “რამეთუ წინასწარვე განეგო სახიერსა მას ამის სამეფოსა (საქართველოს) ერად საზეპუროდ შემზადება”, ანუ უფალს წინასწარვე ჰქონდა გადაწყვეტილი ქართველი ერის ახალ, ქრისტიან რჩეულ ერად, ახალ ისრაელად გადაქცევა და კვართით დაწინდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრობით აკურთხა უფალმა რჩეულ ერად ივერია. ქრისტეს რჩეულ ერად კურთხევა ქრისტეს სახელის სადიდებლად – ჯვარცმისა და საუკუნო თავგანწირვის პატივს გულისხმობდა. წინასწარვე განსაზღვრა უფალმა, რომ მცხეთა შეიქმოდა ზეციური ქალაქის მიმბაძავ, მეორე იერუსალიმად წოდებულ წმიდა ქალაქად.


ქრისტიანობის პირველ მქადაგებლებად, ღვთისმშობლის კურთხევით, საქართველოში სამი მოციქული მობრძანდა: წმიდა ანდრია პირველწოდებული, წმიდა სვიმონ კანანელი და წმიდა მატათა. ამ დროისთვის, ქართლი უკვე მონარქიული სახელმწიფო იყო.


P.S. ბიბლიური და ქართული საეკლესიო კალენდრების მონაცემთა შეჯერებით დგინდება, რომ წარღვნა მოხდა ქრისტეშობამდე 4360-3950 წლებს შორის.


ებერი იშვა 4293-3883 წლებს შორის, ხოლო გოდოლის შენება მიმდინარეობდა 4259-3610 წლებს შორის. გოდოლის შენება დიმიტრი როსტოველის თანახმად, 40 წელი გაგრძელდა და შენებაში არ მონაწილეობდნენ ებერის შთამომავალნი. ესე იგი, ქრისტეშობამდე არა უგვიანეს 3610 წლისა, მოხდა ენების გაყოფა, შესაბამისად, სემის, იაფეტისა და ქამის შთამომავალთა კულტურები ინდივიდუალური გახდა. ისმის კითხვა: წარღვნისშემდგომდროინდელ კულტურათაგან რომელია უძველესი (ცხადია, წარღვნამდეც არსებობდა კულტურა).

1. ნოეს კიდობანი შეჩერდა არარატთან, ანუ მტკვარ-არაქსის აუზში და თავპირველად სწორედ მტკვარ-არაქსის აუზში დასახლდა ნოეს ოჯახი.

2. გოდოლის შენება მიმდინარეობდა ბაბილონში, ანუ შუა მდინარეთში (ტიგროსისა და ევფრატის აუზი) და სწორედ აქ იყო კონცენტრირებული იმჟამინდელი კაცობრიობის უდიდესი ნაწილი.

3. ვინაიდან ებერის მოდგმა არ მონაწილეობდა გოდოლის შენებაში და, თანაც, ამით ისინი უკვე ინდივიდუალურნიც იყვნენ დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით, აქედან გამომდინარე შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

ა. სრულიადაც არ იყო აუცილებელი, რომ ებერის ყველა შთამომავალს ამ დროს შუამდინარეთში ეცხოვრა, მეტიც, დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ გოდოლის შენების პერიოდში თუ ებერის მთელი ოჯახი არა, ერთი ნაწილი მაინც დარჩენილიყო მამაპაპისეულ არარატის ველსა და კავკასიაში, მით უმეტეს, მათ ამისკენ უბიძგებდა ანტიბაბილონური-ანტიგოდოლისტური განწყობა;

ბ. სხვათაგან, გოდოლის რღვევამდეც და ენათაღრევამდეც, გამორჩეულ ებერიანთა კულტურა სულ მცირე 40 წლით ადრე გამოეყო დანარჩენი კაცობრიობის კულტურას და ვინაიდნ ბაბილონის გოდოლის რღვევის შემდეგ ხალხებად, ტომებად დაყოფილი “გოდოლისტი კაცობრიობა” ძველთან შედარებით სრულიად განსხვავებულ გზას დაადგა, თითქმის დაკარგა კავშირი როგორც გოდოლამდელ, ისე წარღვნამდელ ღირებულებებთან (ახალი და თანაც სასჯელად მიღებული ენა უთუოდ ახალი კულტურის განვითარებას გამოიწვევდა), ებერიანთა კულტურა, ჯერ ერთი, ასაკით მინიმუმ 40 წლით ძველი სჩანს და, ამასთან, ვინაიდან, ებერიანთა ინდივიდუალიზმი სასჯელამდელი და, შესაბამისად, მადლმოსილი იყო, ებერიანთა კულტურა უეჭველად ინარჩუნებდა არათუ გოდოლამდელ, არამედ წარღვნამდელ ნიშნებსაც;

გ. ვინაიდან ებერიანთა კულტურა ნოესდროინდელ ღირებულებებსაც შეიცავს, ე. ი. ის უშუალო მემკვიდრეა იმ ტერიტორიაზე აღმოცენებულ გოდოლამდელ, ნოესდროინდელ კულტურისა, რომლის საწყისიც ნოეს მიერ მტკვარ-არაქსის აუზში, ანუ კავკასიაში ღვინის დაყენებით იწყება (სხვათა შორის, რის მიმართაც იმთავითვე ცინიკურად იყვნენ განწყობილნი გოდოლის შენების ინიციატორ ნებროთის წინაპარნი ქამი და ქანაანი და სწორედ ამ მიზეზით დაიმსახურეს მათ წყევლაც).ამასთან, ნებროთი მონადირე იყო – ე. ი. ის მიდრეკილი იყო ხეტიალისადმი, ხოლო ებერის წინაპარნი – სემი და იაფეტი პატივს მიაგებდნენ თუნდაც მთვრალ, მაგრამ მაინც მევენახე ნოეს, რაც მათი და განსაკუთრებით კი სემის მიწათმოქმედებისაკენ მიდრეკილებაზე მიანიშნებს. მტკვარ-არაქსის კულტურას საფუძვლად სამიწათმოქმედო კულტურა უძევს. ამასთან, შუამდინარეთი მიწათმოქმედებაზე მეტად საქალაქო ცხოვრებით იყო სახელგანთქმული. ერთი და იმავე ხალხის ისტორიაში, როგორც წესი, ქალაქის წარმოშობას ქრონოლოგიურად ყოველთვის წინ უსწრებს სასოფლო-სამიწათმოქმედო საქმიანობის განვითარება, როგორც იტყვიან ღმერთმა შექმნა სოფელი, ადამიანმა კი – ქალაქი. კავკასიისა და შუამდინარეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქრისტეშობამდე 4000 წლით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა აშკარად იდენტურია და მონათესავე, ამასთან, ისინი გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებდნენ წარღვნამდელ (ქრისტეშობამდე მე-5 ათასწლეულის) მონაცემებთან. ეს კი შემდეგზე მეტყველებს:

1. როგორც კავკასიური (მტკვარ-არაქსის), ისე შუამდინარული, მე-4 ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მონაპოვარი ერთი მოდგმისა და ერთი კულტურის ადამიანთა ნამოქმედარის ნაშთია.

2. ვინაიდან ეს მონაპოვარი წარღვნამდელ და გოდოლამდელ მასალასთან (არუხლოსა და ჰალაფის კულტურები) უწყვეტ გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს, ე. ი. მისი შემქმნელი მოდგმა გადაურჩა უფლის სასჯელს როგორც წარღვნის დროს, ისე გოდოლის შემდეგ ენათა აღრევისა თუ გაფანტვის სახით. ესეთნი კი მხოლოდ, როგორც ვიცით, მხოლოდ ებერის შთამომავალნი იყვნენ, ანუ როგორც კავკასიური, ისე შუამდინარული კულტურების ავტორნი ებერიანები არიან.

3. ვინაიდან გოდოლისტები მთლიანად ბაბილონში იმყოფებოდნენ და მათგან კავკასიაში არავინ იყო დარჩენილი, ვინაიდან ნოეს ოჯახი ჯერ კავკასიაში ცხოვრობდა და შემდეგ გადასახლდა შუამდინარეთში, ვინაიდან შუმერები (ქალდები) სამხრეთ მესოპოტამიაში ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, ხოლო შუმერული კულტურა მტკვარ-არაქსის მონათესავეა და არა აფრიკა-აზიაში გაფანტული ენააღრეული გოდოლისტებისა, და ვინაიდან “მიწათმოქმედება” წინ უსწრებს ქალაქს, კავკასიური ანუ მტკვარ-არაქსული კულტურა ქრონოლოგიურად წინ უსწრებს შუამდინარულს, მეტიც, მტკვარ-არაქსის კულტურა შუამდინარული კულტურის წინამორბედი და წინაპარია; შუამდინარული უძველესი ქალაქების დამაარსებელი და აბრაამის წინაპარი ქალდი შუმერები სწორედ მტკვარ-არაქსის აუზში მცხოვრებ ქართველთა წინაპარ ქალდეველთა შთამომავალნი არიან.



ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში, როდესაც მესხებთან ერთად ებრაელები მოვიდნენ ქართლში, რეალურად ისინი თავის უძველეს, ნოესა და ებერის დროინდელ სამშობლოში დაბრუნდნენ.



http://iberiana.wordpress.com/about/noe-farnavazi/

Комментариев нет:

Отправить комментарий