ღმერთი

ღმერთი

среда, 19 декабря 2012 г.

ჩვენი დნმ-გენეალოგია

ჩვენი დნმ-გენეალოგია

(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ)

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების "ფუძემდებელი".

გენეტიკოსები დიდი ყურადღებით შეისწავლიდნენ მუტაციურ დაავადებებს იმ იმედით, რომ იპოვიდნენ მარტივ გზას რისკის ჯგუფში დაზიანებული გენის მფლობელი ადამიანის აღმოსაჩენად. საბოლოოდ მათ დაასკვნეს, რომ მუტაციები თავისებური ანაბეჭდებია, რომლებსაც ტოვებს კაცობრიობა თავისი განვითარების გზაზე. ისინი დნმ-ს ტექსტში დაშვებული ერთგვარი "ორთოგრაფიული შეცდომებია", რომლებიც გროვდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. გენეტიკოსებს შეუძლიათ, ეს ანაბეჭდები არიადნას ძაფივით გამოიყენონ და თვალი მიადევნონ ადამიანთა პოპულაციების მიგრაციას მთელ დედამიწაზე ათასწლეულების სიღრმეში. მეცნიერებმა მუტაციები - ეს გენეტიკური მარკერები - დედამიწის რუკაზე გადაიტანეს და ადამიანთა პოპულაციების პლანეტაზე მიგრაციის კონტურები მიიღეს. გენოგეოგრაფია ადამიანთა გენოფონდს შეისწავლის. მისი მიზანია გენეტიკური მარკერების - ე.წ. ჰაპლოჯგუფების - გავრცელების კარტოგრაფიული ანალიზი როგორც დედამიწის ვრცელი რეგიონებისთვის, ისე ადამიანთა კონკრეტული პოპულაციებისა და კონკრეტული ადამიანისთვისაც კი. მეცნიერთა ამოცანაა ჩვენი გენომის იმ უბანთა შესწავლა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ცვლილებები განიცადა. დნმ-ს მრავალრიცხოვან მონაკვეთებს შორის გენეტიკოსებმა გამოავლინეს და ახლაც განაგრძობენ ისეთი უბნების გამოვლენას, რომლებმაც განიცადა ცვლილებები - მუტაციები - ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ეს არის ერთგვარი ანაბეჭდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გენომის უძველესი ჩანაწერის - "დედნის" - გამოვლენა. მეცნიერებმა გამოთვალეს მუტაციათა წარმოქმნის სიჩქარე და ადგილი დედამიწაზე, სადაც ეს მუტაციები უნდა მომხდარიყო. გენოგეოგრაფიის განვითარების ახლანდელ ეტაპზე ყველა ჩვენგანს შეუძლია იპოვოს თავისი წინაპარი, რომელიც ათობით, ასობით და ათასობით თაობის წინ ცხოვრობდა და თავისი წარმომავლობა დაადგინოს. 2005 წლიდან მთელი დედამიწის მასშტაბით მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტი "გენოგეოგრაფია". ეს არის პროექტი, რომლიც დედამიწის მოსახლეობის გენომურ ცვლილებებს შეისწავლის. მისი მიზანია დედამიწის მოსახლეობის დეტალური გენეტიკური ატლასის შედგენა და ადამიანთა უძველესი მიგრაციული გზების დადგენა. მეცნიერები მთელი გენომიდან ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობენ დნმ-ს ორ უბანს: უჯრედის ბირთვში მოთავსებული Y ქრომოსომის დნმ-ს და უჯრედის ციტოპლაზმაში მოთავსებულ - მიტოქონდრიულ დნმ-ს. Y ქრომოსომა მხოლოდ მამაკაცების გენომშია და იგი მამისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა. მიტოქონდრიულ დნმ-ს არის როგორც მამაკაცის, ისე ქალის უჯრედებში, მაგრამ ის დედისგან მხოლოდ გოგონებს გადაეცემა. Y ქრომოსომა ადამიანის ყველაზე პატარა ქრომოსომაა. იგი ადამიანის გენომის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. მასში 86 გენია, რომლებიც 23 ცილის მოლეკულას ასინთეზებს. ამის გამო მას გენეტიკოსები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას. რა შეიძლებოდა ყოფილიყო საყურადღებო ასეთ პატარა ქრომოსომაში? მაგრამ სწორედ Y ქრომოსომა იქცა გენოგეოგრაფიის კვლევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად. დნმ თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცემა, სანამ არ მოხდება მუტაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 80 000 წლის წინ მთელი დედამიწის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ კაცს შეადგენდა. ათასწლეულების განმავლობაში მოსახლეობა განვითარდა და მთელ დედამიწაზე განსახლდა. ამას თან სდევდა დნმ-ში მუტაციების წარმოშობა. ეს მუტაციები ერთგვარი საათის ისრის როლს ასრულებს "ევოლუციის საათზე". მათი ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებმა იციან ამ მუტაციების წარმოშობის სიხშირე და ძალუძთ გამოთვალონ პერიოდი, როდესაც დნმ-ში მოხდა ესა თუ ის მუტაცია და გაჩნდა ადამიანთა ახალი მოდგმის უშუალო წინაპარი. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის Y ქრომოსომაში წარმოშობილი მუტაციები - ისინი ხომ მამებისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა.
ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია, დნმ-გენეალოგიის გზით გაიგოს, საიდან წარმოიშვა მისიY ქრომოსომა, ე. ი. თვალი მიადევნოს თავისი წინაპრების მიგრაციას 80-100 ათასი წლის განმავლობაში, იპოვოს ასეთივე მუტაციების მატარებელი ადამიანები პლანეტის ნებისმიერ წერტილში - მათ ხომ ერთი საერთო წინაპარი ჰყავთ და ამიტომ მუტაციებიცY ქრომოსომაში ერთნაირი აქვთ. Y ქრომოსომის დნმ-ში "ჩაწერილი" მუტაციების შესწავლამ ცხადყო, რომ შესაძლებელია გამოვყოთ ადამიანთა 20 მოდგმა. სიმარტივისათვის მათ აღნიშნავენ ლათინური ასოებით ა-დან თ-მდე. რამდენი და რა სახის მუტაციაა აღმოჩენილიY ქრომოსომის დნმ-ში და რა ინფორმაციას გვაწვდიან ისინი? ჩვენი მოგვარე ჩვენი ნათესავია თუ ერთნაირი გვარის ქონა მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია? ჰყავდა თუ არა კაცობრიობას საერთო წინაპარი და როგორ ხდებოდა ადამიანთა განსახლება?Y ქრომოსომის რომელი მუტაციებია დამახასიათებელი ქართული პოპულაციისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე შეგვიძლია. გენეტიკური ანალიზების გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ქართველებისთვის დამახასიათებელიაY ქრომოსომაში შემდეგი მუტაციების არსებობა: R1b ( 14, 3%), R1a ( 7,9%), J (36, 5%), G (30,1%), T და L (1,6 %). ყველაზე მაღალია J (36,5%) და G (30,1%) მაჩვენებელი. როგორ გაჩნდა ეს გენები ჩვენს გენომში და რაზე მიგვანიშნებენ ისინი? 20-30 ათასი წლის წინათ უძველეს ანატოლიაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც დასაბამი მისცა ჟ მოდგმას. დროთა განმავლობაში ეს მოდგმა გაიყო ორ შტოდ. ამ მოდგმის ადამიანებმა დიდი როლი შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში. დაახლოებით 10 ათასი წლის წინათ მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს პროგრესისაკენ: ხელი მიჰყვეს მიწათმოქმედებას და ცხოველთა მოშინაურებას. იმ დღიდან ადამიანი გახდა ბუნებრივი სიმდიდრის არა მარტო მომხმარებელი, არამედ შემქმნელიც. ადამიანები იშინაურებდნენ ჩლიქოსან ცხოველებს, მოჰყავდათ მარცვლეული, უვლიდნენ ვაზს, ისწავლეს კარაქის შედღვება და სხვა რძის პროდუქტების წარმოება, პურის გამოცხობა, ღვინის დაწურვა. ამ ადამიანთა ოჯახებში უფრო მეტი ბავშვი იყო, ვიდრე მათ მეზობელ მონადირეთა ოჯახებში. მათმა გამრავლებამ ხელი შეუწყო მოდგმის ვრცელ ტერიტორიაზე განსახლებას და ახალი მიწების ათვისებას. ათასწლეულების მანძილზე ისინი განსახლდნენ დედამიწის ოთხივე მხარეს და თანდათან დასცილდნენ თავიანთ პირვანდელ კერას. დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ ისინი დასახლდნენ კავკასიაში, ბალკანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მესოპოტამიაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში და საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხებად ჩამოყალიბდნენ. ჩრდილოეთის შტომ სხვა ხალხებთან ერთად ქართველებსაც მისცა დასაბამი. ამ მოდგმის ხალხები იყვნენ საუკეთესო მეტალურგები და დურგლები, ადნობდნენ ბრინჯაოსა და ფოლადს, კარგად იცოდნენ ხის დამუშავება. 10 000 წლის წინ დედამიწაზე გამყინვარება მიმდინარეობდა. თავი იჩინა საკვების დეფიციტმა, განსაკუთრებით გაჭირდა ნანადირევის მოპოვება. და აი, შუამდინარეთის ერთ-ერთ მკვიდრს აზრად მოუვიდა, ამ ნაყოფიერ მიწაზე თავად მოეყვანათ მარცვლეული. სწორედ იმ ტომისგან, სადაც პირველი აგრონომი ცხოვრობდა, წარმოიშვა G მოდგმა. მონადირე და შემგროვებელი ადამიანების მცირე ჯგუფებმა შექმნეს მიწათმოქმედთა კავშირი და მათ შორის საზოგადოებრივი ურთიერთობების რთული სისტემა ჩამოყალიბდა: საჭირო იყო მცენარეული პროდუქტის წარმოებისა და განაწილების კონტროლი. მიწათმოქმედებაზე გადასვლამ წარმოშვა ვაჭრობა, დამწერლობა, ასტრონომიული კალენდრები და დიდი ქალაქები. 3000 წლის შემდეგ ეს მოდგმა ორ შტოდ დაიშალა და დასავლეთ ირანიდან კავკასიაში, ანატოლიაში, ახლო აღმოსავლეთში განსახლდა. ამ მოდგმასაც შეეძლო ცხოველთა მოშინაურება და მიწათმოქმედება. ისინი ცნობილნი იყვნენ მეცხენეობით, პურისა და ღვინის წარმოებით. მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროსაც. მოგვიანებით ამ მოდგმამ შექმნა იმპერია, რომელიც ისტორიაში აქემენიდების იმპერიის სახელით შევიდა. მათ მრავალი ომი და მტრის შემოსევა გადაიტანეს, მაგრამ შეუპოვარი ხასიათისა და მრავალ ბრძოლაში მიღებული ცოდნის წყალობით მათზე გაცილებით ძლიერ მტერსაც კი ჯაბნიდნენ. აქემენიდების იმპერია ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული: ბალკანეთიდან და ეგვიპტიდან ჩინეთამდე და ინდოეთამდე და შავი ზღვის სანაპიროებიდან ეთიოპიამდე. მათ მიერ დამორჩილებული ხალხები ინარჩუნებდნენ რელიგიას და საკუთარ ენას, მაგრამ ყველას მართავდა ერთიანი სახელმწიფო ადმინისტრაცია. ცხადია, ასეთი დიდი სახელმწიფოს მართვა შეუძლებელი იქნებოდა სატრაპების - შეუბრალებელი და დესპოტი მმართველების გარეშე. ამბობენ, რომ იოსებ სტალინი ამ მოდგმის ტიპური წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მისმა სახელმწიფო მოღვაწეობამ საბჭოთა კავშირი უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მსოფლიო ბიპოლარული გახადა. დღესაც კი G მოდგმის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თურქეთში, ბალკანეთში, კავკასიაში. ეს არის ჩვენი გენეტიკური ისტორია, რომელსაც ჩვენ საკუთარი უჯრედებით ვატარებთ.

http://mkurnali.ambebi.ge/skhvadaskhva/genetika/3083-chveni-dnm-genealogia.html?start=1

Комментариев нет:

Отправить комментарий