მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება.
http://stgrigolofkhandzta.com/?p=3940
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,
და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,
და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.
და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.
იოანე ზოსიმე
http://www.patriarchate.ge/?action=text/dgesastsauli_lazares+agdgineba
უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებებიდან
„ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.“
„ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა.“
„ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა... დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითა გულით მადლობას სწირავს შემოქმედს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავის ორომტრიალში, რომელმაც შეგვინარჩუნა რწმენა, ტკბილი ენა და კულტურა.“
„საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები - მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო, თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს.“

Комментариев нет:
Отправить комментарий