ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

მულტიმედია.(42)


მულტიმედია არის კომპიუტერული ტექნიკური განვითარების შედეგი, რომელშიც შერწყმულია ტელევიზორი, კომპიუტერი კლავიატურით და სტერეო-გამაძლიერებლები. მულტიმედია შეუერთდება ჯერ ჩვეულებრივ სატელეფონო ხაზს, მაგრამ მისი შესაძლებლობების მთლიანი გამოყენებისთვის საჭიროა შეერთება კაბელთან, რომელსაც შეუძლია ციფრული სიგნალების გადაცემა და საბოლოოდ, წარმოიშვება კომპიუტერული კავშირი, რომელიც მთელს მსოფლიოსთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.

მულტიმედიის გამართვა, რისთვისაც საჭიროა ბოჭკოვანი კაბელი, სპეციალისტების აზრით, ცივილიზებულ ქვეყნებში 10-20 წლის განმავლობაში მოხდება (ბოჭკოვანი კაბელი დღეს უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებულია - რედ.). მულტიმედია საშუალებას იძლევა სატელევიზიო 99 პროგრამის მიღებას; ადამიანს, კომპიუტერული კლავიატურის გამოყენებით, თვითონ შეუძლია შეადგინოს ნებისმიერი პროგრამა, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სპორტზე და ა. შ.

მულტიმედიის საშუალებით შეიძლება გააგზავნო და გადასცე ფაქსები, ჩართო ავტომოპასუხე, ისარგებლო ვიდეოტელეფონით, მულტიმედია საშუალებას იძლევა ჩარიცხო ბანკში ანგარიში ისე, რომ არ გახვიდა სამუშაო ოთახიდან, მაღაზიაში შეიძინო ნებისმიერი ნივთი, შეუკვეთო ავია და სარკინიგზო ბილეთები.

მულტი - DVD ფირსაკრავი ემსახურება ხმის ჩაწერას, ფოტო და ვიდეო გადაღებას. შეიძლება გარკვეული თვიური გადასახადით შეუკვეთო მუსიკის სიახლენი და ფილმები უმაღლესი (ლაზერული) ხარისხით, საკუთარი სურვილით ჩაწერო ყველაფერი ან ნაწილი სატელევიზიო პროგრამებისა და შემდეგ, ხარისხის დაუკარგავად, მოისმინო ან უცქირო.

ჩნდება საშუალება ხმისა და ვიდეოს შეერთებით თავად გააკეთო პროფესიონალური ვიდეო-კლიპი. თამაშობათა რაოდენობა უსაზღვროა. შეიძლება ითამაშოს როგორც ერთმა, ასევე ორმა და ოთხმა. უკვე დასრულდა მუშაობა ეკრანზე სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღებისა (3D). სპეციალური მონიტორის ან სათვალის გამოყენებით შესაძლებელია დაინახო გამოსახულება მთლიანი მოცულობით, რა თქმა უნდა, თუ გაქვთ სპეციალური პროგრამა 3 განზომილებიანი გამოსახულების საყურებლად და სტერეო ჟერადობა.

მულტიმედიას შეუძლია შქმნას ძალიან ლამაზი ხელოვნური სამყარო. უმსხვილესი კონცერნები ამ პროექტში მილიონობით დოლარს აბანდებენ. და არც თუ ისე შორსაა ის დღე, როდესაც მულტიმედია ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოხმარების საგანი გახდება ჩვენი სამყაროსთვის.

ახლა ობიექტურად შევხედოთ ტექნიკის შესაძლებლობებს.

მულტიმედიას უნარი შესწევს ადამიანისთვის შექმნას ახალი, მულტიმედიის სამყარო, სადაც არ იარსებებს ცოცხალი ყვავილები, ბალახი, ტბები, მზე, მაგრამ ეს ყველაფერი შესრულებული იქნება კომპიუტერით და თავმოყრილი იქენბა სახლში, მონიტორის ეკრანზე. თამაშებს შეუძლიატ მთლიანად წაართვან ბავშვს თავისუფალი დრო, ასევე უფროსებსაც კი. ადამიანი იღებს ინფორმაციის ისეთ მოზღვავებას, რომლის სრული და მთლიანი აღქმა მას პრაქტიკულად არც ძალუძს. მულტიმედიის საშუალებით ადამიანი ამ არარეალურ სამყაროში შემოქმედად იქცევა და ის თვითონ განსაზღვრავს რა სურს და თითების მოძრაობით განახორციელებს ჩნაფიქრს.

სპეციალისტების პროგნოზით 21-ე საუკუნეში დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 80% კომპიუტერთან იმუშავებს. მულტიმედია სხვადასხვა ქალაქში მყოფ ადამიანებს ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ასობით კილომეტრით დაშორებულ ადამიანებს შეეძლებათ ერთსა და იმავე პროექტზე ერთობლივი მუშაობა.

ადვილი წარმოსადგენია, რომ მულტიმედია ადამიანებისთვის შესაძლებელია გატაცებად, ვნებად იქცეს, რადგანაც ამ ტექნიკის საშუალებით ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა სახის სიამოვნება მიიღოს. საფიქრებელია, რომ ეს ისეთივე სახიფათოა, როგორც სხვა საშუალებები რეალური ცხოვრებიდან, მაგალითად, ალკოჰლი ან ნარკოტიკი.

მულტიმედიაში კიდევ არის ერთი ასპექტი, რომელსაც არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ. ამ ტექნიკით შესრულებული ყოველი მოქმედება, კლავიატურაზე ნებისმიერი შეხება შეიძლება იოლად დაფიქსირდეს და გაკონტროლდეს. წამის განმავლობაში შეიძლება გააკონტროლო, რას აკეთებს ეს ადამიანი ამა თუ იმ საათსა და წუთზე. ამა ქვეყნის ძლიერთათვის მულტიმედიის შესაძლებლობებიდან უფრო მეტად მნიშვნელოვანია ორი მხარე: არარეალური სამყაროს შექმნა, რეალობიდან ადამიანის მოწყვეტა და მისი შემოქმედების სრული კონტროლი.

ახლავე შეიძლება ვივარაუდო ამ ახალი ტექნიკის დამღუპველი გავლენა ახალგაზრდებზე. თუ უფროსების უმრავლესობას ეყოფა ძალა უარი თქვას სხვადასხვა გართობაზე, რომელსაც მულტიმედია სთავაზობს, 10-14 წლის ბავშვებისთვის ის შეიძლება უდიდესი საცთური გახდეს, რომელიც მათ რეალურ სამყაროს ვირტუალური სამყაროთი შეუცვლის. ბავშვი, რომელიც დროის დიდ მონაკვეთს კომპიუტერთან ატარებს, კარგავს კავშირს რეალურ სამყაროსთან, რომელსაც იგი გარემოუცავს ბუნებით და კარგავს თვით ადამიანებსაც.

საჭიროა დაფიქრება მულტიმედიის ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში დამკვიდრებამდე, მით უფრო ახლა, როდესაც ეს ტექნიკა უკვე ჩვენშიც გამოჩნდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий