ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

მეორე მსოფლიო ომისთვის მზადება.(22)


1929 წლის 6 თებერვალს ვაშინგტონში ჩავიდა მონტეგიუ ნორმანი, "ინგლისური ბანკის" თავმჯდომარე, რათა მოთათბირებოდა აშშ-ს მინისტრ ენდრიუ მელონს. ამის შემდეგ "ფედერალურმა სარეზერვომ" ასწია ძირითადი პროცენტული განაკვეთი. 1929 წლის 9 მარტს პაულ ვარბურგმა საფინანსო გაზეთ "Finanscial Chronicles"-ში განაცხადა: "თუ დავუშვებთ შეუზღუდავ სპეკულაციას, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ტოტალური კოლაფსი გარანტირებულია".

მათ, ვინც ამას მიხვდნენ, მაშინვე დატოვეს ბირჟა და კაპიტალი ოქროსა და ვერცხლში დააბანდეს. დეს გრიფინი ამის შესახებ იუწყება: "1929 წლის შემოდგომაზე დადგა იმის დრო, როდესაც საერთაშორისო ბანკირებს თითი უნდა დაეჭირათ ღილაკისთვის და აემოქმედებინათ მექანიზმი, რომელმაც შემდეგში მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. იმის შემდეგ, რაც მათ ხელოვნურად შექმნილი ბუმის დროს, საკუთარი აგენტების მეშვეობით თვითოვნე გაჰყიდეს აქციები, საერთაშორისო ბანკირებმა ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს მთელ სისტემას და შეერთებული შტატები დეპრესიაში ჩააგდეს. შემდეგი წლების განმავლობაში ეკონომიკური განვითარება, როგორც ასეთი, პრაქტიკულად შეჩერდა მთელს მსოფლიოში".

დეპრესიის დროს საყოველთაო სასოწარკვეთილება ილუმინატებმა ერთობ ოსტატურად გამოიყენეს, ისინი თითქმის ჩალის ფასად ყიდულობდნენ საწარმოებსა და უძრავ ქონებას, რამაც გზა გაუხსნა მოეპოვებინათ უფრო დიდი გავლენა აშშ-ს მთავრობაზე. ამასთან CFR-მ დაიწყო მთავრობიდან საჭირო ხალხის მიზიდვა. ესენი იყვნენ: ეკონომიკური ხელმძღვანელები, პრესის მმართველები და უმაღლესი სამხედრო პირები.


Комментариев нет:

Отправить комментарий