დაე, სინდისი იყოს შენთვის მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება.
ნუ შეგიპყრობს უიმედობა, თუნდაც რომ ყოველდღე დაეცე, არამედ მამცურად და გონივრულად გააგრძელე სინანული. მოეწონება შენი მოთმინება მცველ ანგელოზს და უეჭველად შეგეწევა.
ადამიანს ვერაფერი არგებს ისე, როგორც თავმდაბლობა, კეთილი ზნე, ტკბილი და მშვიდი სიტყვა. ასეთი ადამიანი სხვებისთვისაც მაგალითია, რომ არ იამაყონ. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სასარგებლო?!
ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არც განიკითხავს და არც დაცემის გამო განსჯის.
არ დავბრუნდეთ იმ გზით, რომელმაც დაგვაბნია, არამედ სხვა, მოკლე და ახლო, გზით ვიაროთ.
ქრისტეს სიკვდილის შეეშინდა, მაგრამ არ შეძრწუნებულა, და ამით ორივე ბუნების თვისებები წარმოაჩინა.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სხვა ნიჭთან ერთად სიკვდილის ხსოვნაც ღვთის ნიჭია. ხშირად საფლავებთან უცრემლოდ, ქვა გულით ვმდგარვართ. ხშირად კი მსგავსი სანახაობის გარეშეც ლმობიერები გავმხდარვართ და მივმხდარვართ, რომ ასეთ დროს ღვთის მადლი მოქმედებს.
ნუ მოინდომებ, შენს სიყვარულში სიტყვებით დაარწმუნო ყველა. უმჯობესია, ღმერთს სთხოვო, მან დაარწმუნოს ისინი უთქმელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრებაც არ გეყოფა ერთდროულად ხორციელი სიყვარულისა და გლოვისათვის, რადგან ამ ორის ერთად ყოფნა ძნელია.
რათა მწყემსის ნაცვლად მგელი არ მიიღო, თავმდაბლობით შემუსრე თავი და გულში თქვი, რომ მიღებული სიხარულის ღირსი არა ხარ.
ეშმაკები მზაკვარნი არიან: ისინი ჩვენს ცოდვაში ჩაგდებას ცდილობენ; მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ცოდვილთა განკითხვას ჩაგვაგონებენ და უკეთურნი მეორის საშუალებით პირველს შებილწავენ.
ღვარძლიანი და შურიანი ადამიანისთვის დამახასიათებელია შემდეგი რამ: სხვისი სწავლების, სათნოების ან კეთილი სიტყვების მოსმენისას მაშინვე ამ უკანასკნელის ძაგებას იწყებს, გადაემტერება და შეიძულებს მას.
მინახავს ადამიანები, ფარულად ბევრი მძიმე ცოდვა რომ ჩაუდენიათ. რამდენადაც არავის დაუნახავს მათი ცოდვები, ყველას წმიდა ჰგონებია ეს უკანაკნელნი. მათ კი მკაცრად უმხელიათ და განუკითხავთ მსუბუქ ცოდვათა ჩამდენნი.
ტყუილი სიყვარულს რყვნის. ის ცრუ ფიცის მშობელია, რაც თავის მხრივ ღვთის უარყოფას ნიშნავს.
ორგულობა ტყუილის დედაა და ხელობა, ვინაიდან ორგულობა სხვა არაფერია, თუ არა ტყუილში გაწვრთნა და ცრუ ფიცი.
ტყუილის მთქმელი კეთილგონიერებას იმიზეზებს და სულის წარწყმედას სიმართლედ მიიჩნევს.
მამაცი სული მკვდარ გონებას მკვდრეთით აღადგენს, ხოლო მოწყენილობა და სიზარმაცე მთელ სიმდიდრეს გაფლანგავს.
იცოდე, ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის მუცელში მკვიდრდება და იმდენად გაუმაძღარს ხდის, რომ თუნდაც მთელი ეგვიპტე გადაჭამოს და მდინარე ნილოსი შესვას, მაინც ვერ გაძღება.
ეშმაკთა მთავარი ზეციდან გადმოგდებული ანგელოზია. ვნებათა მთავარი კი მუცლის სიმაძღრეა.
დაცემას ხშირად მოუქცევია ცბიერი ადამიანები, მათდა უნებურად მოუტანია რა მათთვის ცხონება და უმანკოება.
წმინდა არის ის, ვისაც სრული სიფხიზლე მოუპოვებია და ვისშიც ვნების არანაირი კვალი არ არის.
სანამ ცხენი მარტოა, თავი სწრაფი ჰგონია; აი, როცა ასპარეზზე გავა, მაშინ მიხვდება თავის უძლურებას.
ვიდრე აგროვებენ - მოწყალებას ქადაგებენ; როცა ფულს შეაგროვებენ - ხელები ეკვრებათ.
სირცხვილია სხვისი სამკაულით თავის მოწონება. ასევე, უდიდესი უგუნურებაა ღვთის მადლითა და ნიჭით ამპარტავნება.
ავაზაკმა მხოლოდ სასუფეველში მოხსენიება ითხოვა და მთელი სამოთხე დაიმკვიდრა.
საყვარელო, ნუ გაგაკვირვებს ჩემი ნათქვამი! არ არსებობს ადამიანი, ერთი ნაბიჯით კიბის თავში რომ ასულიყოს.
მინახავს ფულით ღარიბი ადამიანები, სულიერად რომ გამდიდრებულან და სიხარულისგან ხორციელი სიდუხჭირე დავიწყნიათ.
პირში მაქებარი კაცი ეშმაკის მოციქული, ამპარტავნების წინამძღვარი, ლმობიერების განმაქარვებელი, სიკეთის გამანადგურებელი და მცდარ გზაზე დამყენებელია. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: “მნატრებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ” (ესაია 3. 12).
მინახავს ადამიანები, ღმერთს პირით რომ მადლობას ეუბნებოდნენ და გონებაში ამაყობდნენ. ამის მოწმეა ფარისეველიც, რომელიც ამბობდა: “ღმერთო, გმადლობ შენ” (ლუკა 18. 11).
თუ ამპარტავნებამ ზოგიერთი ანგელოზი ეშმაკად აქცია, მაშინ თავმდაბლობასაც შესძლებია ეშმაკის ანგელოზად გარდაქმნა. ამიტომ დაცემულნი არ მიეცნენ უიმედობას.

Комментариев нет:
Отправить комментарий