29 მარტი, 2014.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ბარაქ ობამას სპეცსამსახურის წევრის "არანორმალური" ქმედებები.
ვიდეოს ავტორები ამბობენ, რომ ამ ადამიანის ქცევა ჰგავს ნარკომანის ქმედებებს, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პირველი პირის დაცვას ნარკომანს არ დაავალებენ, მეორე მოსაზრება კი არის ის, რომ პიროვნება სპეციალური მედიკამენტებით „გამოძერწილი" მეომარია, რომელიც ადამიანებზე მეტად აქვს განვითარებული გრძნობის ორგანოები და მას ავალია პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=o5-Ika_jmvk#t=122
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)
**********************************
კონსპიროლოგიური თეორია: უცნობი რასა დედამიწის ფინანსურ ელიტას აკონტროლებს
2014 წ. 25 მარტი
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, თუ როგორ იყენებს მსოფლიო მასონური ელიტა "უცხოპლანეტურ" თემატიკას; რომ შესაძლოა პალეოკონტაქტის თეორია ილუმინატების რელიგიას წარმოადგენდეს და კაცობრიობას მალე დაუწყონ იმისი მტკიცება, რომ ადამიანი ღმერთმა კი არ შქმნა "თავის ხატად და მსგავასად", არამედ უცხოპლანეტელებმა გააჩინეს. დრო და დრო, ხან ერთი ქვეყნის მინისტრი გამოვა სენსაციური განცხადებით ხან კიდევ მეორისა; მაღალჩინოსნები თითქოსდა ერთმანეთს ეჯიბრებიან მსგავსი განცხადებების გაკეთებაში. თუმცა, ყველაზე სენსაციური მაინც გაეროში უცხოპლანეტელების წინაშე კაცობრიობის წარმომადგენლის თანამდებობის გახსნა იყო, რომელზეც მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი დანიშნეს.
ამგვარი განცხადებები და ქმედებები ალბათ არც იქნებოდა საყურადღებო, ის მსოფლიო პოლიტიკური არენის მაღალი ფიგურებისგან და ორგანიზაციებისგან რომ არ გვესმოდეს. რაღაც იდუმალი ხდება მსოფლიოში, რომლისადმი ფარდის ახსნას უსჯულოების საიდუმლოს არქიტექტორები ჯერ არ აპირებენ. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს. მანამ კი ცნობილი და სერიოზული პოლიტიკური ფიგურები თავიანთი არაორდინალური განცხადებებით გვაკვირვებენ.
აი, ახლაც, სენსაციური განცხადებით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი მრჩეველი კარენ ჰიუდსი, რომელმაც ჟურნალ Future Money Trends-ს გამაოგნებელი ინტერვიუ მისცა. მისი განცხადებას და შეხედულებებს წინამდებარე სტატიაში გაეცნობით მაგრამ ერთი რამ ცხადია, და ამას უკვე მერამდენედ ვიმეორებთ, - კაცობრიობას ე. წ. "უცხოპლანეტელებთან" შესახვედრად და პალეოკონტაქტის თეორიის მისაღებად ამზადებენ. შესაძლოა სხვა გეგმაც არსებობდეს, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ კი ვთხოვთ მკითხველს ქვემოთ გადმოცემული დაუჯერებელი ამბები ისე აღიქვას, როგორც ის არის... ჩვენ არც არაფერს ვამატებთ და არც არაფერს ვაკლებთ. ის ინფორმაცია, რაც ქვემოთ არის გადმოცემული ჩვენთვისაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მას სერიოზული პოლიტიკური თუ ფინანსური იერარქიის წარმომადგენლები ავრცელებენ და ალბათ არცთუ უმიზნოდ.
სხვადასხვა ჯურის კონსპიროლოგების ცნობები "საიდუმლო შეთქმულებებზე" ჩვეულებრივ მხოლოდ ყვითელი პრესის ყურადღებას თუ იპყრობს. მაგრამ მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი მრჩევლის კარენ ჰიუდსის მიერ ჟურნალ Future Money Trends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ექ-მრჩეველმა განაცხადა, რომ დედამიწაზე არსებობენ არაადამიანური რასები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაში ერევიან.
ინტერვიუში, რომელიც კარენმა ჟურნალს მისცა, ლაპარაკი იყო შეთქმულებაზე გლობალური ეკონომიკის სფეროში. საქმე იმაშია, რომ ჰიუდსი, რომელიც პროფესიით ადვოკატია, და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მსოფლიო ბანკში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. ამ რამოდენიმე ხნის წინათ ამერიკული ხაზინისა და აშშ-ს კონგრესისთვის მან შეადგინა მოხსენება უმაღლეს საბანკო სტრუქტურებში არსებული კორუფციის შესახებ, მაგრამ ოფიციალურმა ორგანიზაციებმა მისი ეს მოხსენება უგულებელჰყვეს.
ახლა ექს-მრჩეველი ჟურნალისტებს სენსაციურ მასალას აცნობს. მისი თქმით, ჩვენს პლანეტაზე არსებობს "მეორე, კაცობრიობისგან განსხვავებული რასა". ესენი უცხოპლანეტელები არ არიან, მაგრამ არც "ჰომო საპიენსია". ამ რასის დნმ არსებითად განსხვავდება ჩვენი დნმ-სგან. შეიძლება დაიბადონ ორი რასის ჰიბრიდები, მაგრამ მათი შთამომავლობა უნაყოფო იქნება. ამიტომაც, რასები ერთმანეთს არ ერევიან. უცნაური გიგანტური თავის ქალები, რომლებიც ადამიანისას წააგავს, და რომელთაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოულობენ, სწორედ ამ "დაფარულ რასას" ეკუთვნის.
გამყინვარების პერიოდამდე "პარალელური რასის" (ჰიუდსი მათ Homo Capensis-ს უწოდებს) მრავალი წარმომადგენელი ცხოვრობდა. მათ გააჩნდათ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია. სწორედ მათ შეადგინეს იმ ეპოქის დედამიწის რუქა, რომლის წარმომავლობა თანამედროვე მკვლევართათვის დღემდე უცნობია. Homo Capensis-ის ცივილიზაცია თითქმის განადგურდა ყინულებისა და წყალდიდობების შედეგად, როდესაც ოკეანის დონემ სანაპიროებზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, 400 მეტრით აიწია. ამ ცივილიზაციის დარჩენილმა წარმომადგენლებმა გაუგებარი მიზეზებით ადამიანთაგან დამალვა გადაწყვიტეს, - შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ გამოირჩევიან ადამიანთაგან თავიანთი გარეგნობით, და რადგან იმხანად უკვე ადამიანებიც არსებობდნენ, მათგან დამალვა გადაწყვიტეს.
თუმცა დროთა განმავლობაში, როდესაც ადამიანთა რასამ განვითარების მისაღებ დონეს მიაღწია, Homo Capensis-ი მასთან კონტაქტში შევიდა. მართალია, მათ მხოლოდ ხელისუფლების (სულიერი და საერო) წარმომადგენლებთან ჰქონდათ კავშირი. როგორც კარენი ამტკიცებს, ამ არსებათა ნაწილმა თავი ვატიკანს შეაფარა.
გაუთვითცნობიერებელი ადამიანები Homo Capensis უცხოპლანეტელებად მიიჩნევენ. მაგრამ ისინი აქ, დედამიწაზე დაიბადნენ. უბრალოდ ისინი ადამიანების გაჩენამდე ბევრად ადრე იყვნენ. და, სავარაუდოდ, რაღაც დონეზე აწყობთ კიდეც, რათა უცხოპლანეტელებად მიიჩნევნდნე, და არა დედამიწელებად. ძველად, შუა საუკუნეებში ადამიანები მათ ხან ღმერთებად ხან კიდევ დემონებად მიიჩნევდნენ.
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში Homo Capensis მართავდნენ ადამიანებს და მათ ცნობიერებაზეც მოქმედებდნენ. მათ შექმნეს ფინანსური სისტემები, პოლიტიკა და რელიგია. სწორედ ისინი ხდებოდნენ რელიგიური ომების, სამხედრო კონფლიქტებისა და ეკონომიკური კრიზისის ინიციატორები.
ვატიკანში, ოფიციალური რომის პაპის გარდა, არსებობს კიდევ "შავი პაპი" Homo Capensis-ის მოდგმიდან, რომელიც მთელს კათოლიკურ სამყაროს მართავს. ყველა მსხვილი სახელმწიფოს მეთაური, მთელი პოლიტიკური და ფინანსური ელიტა ბრწყინვალედ არის ინფორმირებული Homo Capensis-ის შესახებ და თანამშრომლობენ კიდევაც მათთან. ისინი მონაწილეობას ღებულობენ გლობალური მნიშვნელობის ყველა პროექტში. უფრო სწორედ, რაკიღა უფრო განვითარებულნი არიან, ვიდრე ადამიანები, პარალელური ცივილიზაციის წარმომადგენლები პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროცესს აკონტროლებენ. ასე, რომ ჭორები "შეთქმულების თეორიაზე" არცთუ უსაფუძვლოა.
კარენ ჰიუდსი ამტკიცებს, რომ მისი ერთი ნაცნობის მეგობარმა ეგვიპტეში საკუთარი თვალით ნახა Homo Capensis-ი. სხვა მისი ნაცნობი, რომელიც ბანკირია პორტუგალიიდან, იმყოფებოდა შეხვედრაზე, სადაც ესწრებოდა დიდი და მოგრძო თავის ქალიანი უცნაური "ადამიანი", რომელსაც ღია-ცისფერი თვალები ჰქონდა.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება იმედი იმისა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა ან მისტიფიკაციაა. მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინათ ქსელში გამოჩნდა საზოგადოებრივი კავშირების ამერიკულ-ებრაული კომიტეტის კონფერენციის ვიდეოჩანაწერი, სადაც აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გვერდით დგას უჩვეულო გარეგნობის ადამიანი. მის მელოტ თავს უცნაური ფორმა გააჩნდა და ჰორიზონტალურად იყო წაგრძელებული. სახე ნიღაბს გაგონებდათ, ხოლო თვალის ბუდები საკმაოდ ღრმა ჰქონდა... ის ძლიერ განსხვავდებოდა დარბაზში მყოფი სხვა ადამიანებისგან. კონსპიროლოგი სკოტ უორინგი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი (ან არა-ადამიანი) შეიძლება უცხოპლანეტელთა საიდუმლო მთავრობის წარმომადგენელი იყოს, რომელიც ობამას აკონტროლებს. მაგრამ, ხომ არ იყო ეს Homo Capensis-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი?
Комментариев нет:
Отправить комментарий