ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 марта 2014 г.

თეა წულუკიანი: პრემიერი მიიჩნევს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაუშვებლობა კონსტიტუციის რანგში უნდა ავიყვანოთ

ავტორი: ალა გრიგალაშვილი
28 მარტი, 2014.


საქართველოს იუსტიციის მისიტრი თეა წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

წულუკიანის თქმით, პრემიერი მიიჩნევს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაუშვებლობა კონსტიტუციის რანგში უნდა ავიყვანოთ.


„პრემიერი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი დღეს ეს კანონში წერია და თქვენ იცით, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ავიყვანოთ უფრო მაღალ რანგში და ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


reportiori.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий