მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ხოლო სიძვის ეშმაკი ბრძოლას აყოვნებს. პირველი ჩიტის შესაპყრობად იქცევა ასე, ხოლო მეორე - ადამიანთა სულების მონადირებისა და წარწყმედის მიზნით.
ნუ მოიწადინებ სიძვის ეშმაკის დავა-კამათით განდევნას. მას ჩვენს წინააღმდეგ მრავალი მიზეზი აქვს, რადგან ჩვენივე ბუნებით გვებრძვის.
ვისაც ხორცთან შებრძოლება და გამარჯვება საკუთარი ძალით სურს, ამაოდ დაშვრება. თუ უფალი არ დაარღვევს ხორციელ სახლს და არ ააშენებს სულიერს, ამაოდ იფხიზლებს და იმარხულებს ამ სახლის დარღვევის მოსურნე.
უჩვენე უფალს სნეულება შენი ბუნებისა, ყოველთვის გახსოვდეს შენი უძლურება და ღვთისგან სიწმინდის მადლს უხილავად მიიღებ.
დავუფიქრდეთ და გავიაზროთ: იქნებ, ჩვენთან ბრძოლის დროს თითოეულ ეშმაკს განსაზღვრული საქმე ისევე აქვს დავალებული, როგორც ეს ომში ხდება ხოლმე?! აი, ეს არის საკვირველი.
კაცთმოძულე მტერი - სიძვის ეშმაკი - ღმერთს კაცთმოყვარეს უწოდებს და ჩაგვაგონებს, რომ ეს ვნება ბუნებრივია და ღმერთი მალე შეგვინდობს. მაგრამ დავუკვირდეთ ეშმაკთა მზაკვრობას: დაცემის შემდეგ ისინი ღმერთს მართლმსაჯულსა და უმოწყალოს უწოდებენ. დაცემამდე ცდილობენ, ცოდვისკენ მიგვიზიდონ, ხოლო დაცემის შემდეგ - სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდონ.
ეშმაკებს ისე არაფერი ახარებთ, როგორც სიძვის სიმყრალე, და არც ერთი ვნება უყვართ ისე, როგორც სხეულის შეგინება.
ვისაც სიძვის ეშმაკის ნაყროვანებითა და სიმაძღრით დამარცხება სურს, იმ კაცს ჰგავს, ცეცხლს ზეთით რომ აქრობს.
ვინც ხორცთა ბრძოლის დაცხრომას მხოლოდ მარხვით ცდილობს, იმ კაცსა ჰგავს, ცალი ხელით რომ ცურავს და დიდი ზღვის გადალახვა მოუწადინებია.
როდესაც ეშმაკი ორი ადამიანის ბინძური სიყვარულით დაკავშირებას მოიწადინებს, მაშინ ორივე მხარეს გამოსცდის და ერთმანეთის სიყვარულს აღუძრავს გულში. თუ ისინი მაშინვე არ შეიწყნარებენ ვნებიან გულისთქმებს, მაშინ ეშმაკი თავდაპირველად სულიერ სიყვარულს მოიმიზეზებს და შემდეგ თავისი სურვილისამებრ გააჩაღებს ვნებათა ცეცხლს.
მრავალგვარია სიძვის ეშმაკის მზაკვრობა და ხრიკები. ვისაც ცოდვით დაცემა არ გამოუცდია, ჩააგონებს, მხოლოდ ერთხელ გამოსცადონ და შემდეგ აღარ გაიმეორონ; ხოლო ვინც დაცემულა, იმათ განცდილი ცოდვის გემოს შეახსენებს.
ხშირად, გვიფარავენ რა უხილავად წმინდა ანგელოზები, მშვიდად ვიძინებთ და მშვიდად ვიღვიძებთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ლოცვა-ვედრებით ვიძინებთ; ხშირად მშვიდად ვიძინებთ, მაგრამ ეშმაკთა მიერ მოვლენილი ბოროტი სიზმრებით შეშფოთებულნი ვიღვიძებთ.
ყველა სხვა ეშმაკზე მეტად ეს ეშმაკია ჩასაფრებული და რაჟამს ყველაზე მეტად გაგვიჭირდება ხორციელი მოღვაწეობა და ლოცვა, მაშინ შეგვებრძოლება ეს უწმინდური.
ყველა ეშმაკი ცდილობს, ადამიანს თავდაპირველად გონება დაუბნელოს და გონების დაბნელების შემდგომ გააკეთებინოს ის, რაც სწადია; რადგან თუ გონების თვალს არ დაუბნელებენ, ვერც საუნჯეს მოჰპარავენ. უმთავრესად, სიძვის ეშმაკი იქცევა ამგვარად. მას ხშირად ისე დაუბნელებია ადამიანის გონება, სხვების წინაშე ისეთი რამის კეთება და თქმა აუძულებია, რომელსაც შეშლილებიც კი არ გააკეთებდნენ. გამოფხიზლების შემდგომ უწინდელი უშვერი საქმეებისა და სიტყვების გამო ასეთებს არა მარტო სხვების, საკუთარი თავისაც კი შერცხვენიათ და საკუთარი სიბრმავე გაჰკვირვებიათ. მისგან მიყენებული მწუხარების გამო ბევრს გაუნებებია თავი ამ ბოროტებისთვის.
ზურგი შეაქციე და ნუ მოუსმენ უკეთურს, რომელიც რამე ცოდვისა და ბოროტების ჩადენის შემდგომ ლოცვაში, მარხვასა და მღვიძარებაში გაბრკოლებს და უიმედობას გისახავს, არამედ გაიხსენე უფლის ნათქვამი: "უსაჯო მას, რათჲა არა... მაწყინებდეს მე” მტერთა მიერ ვნებებით შეპყრობილი და ბოროტი ჩვეულებებით შეჭირვებული მისი სულის გამო (ლუკა 18. 5).
საყვარელო, ის უკეთური მტერიც განდევნე, რომელიც გეუბნება: “აისრულე გულისთქმა! შემდგომშიც შეძლებ მონანიებას, ლოცვას, მარხვას, მღვიძარებას, გლოვასა და სულის მიხედვას!” განდევნე ის შენგან! მრავალს ჩაუდენია ბოროტება, მაგრამ ვეღარ დაუღწევია რა თავი გულისთქმათა ტყვეობისთვის, ვეღარ შეუნანია და უმალ მომკვდარა.
სიძვა ლოცვის დამაბრკოლებელია, ღვთის წინაშე კადნიერების განმაქარვებელი და გონების დამაბნელებელია.
ყოველგვარი ბილწი ზრახვა სიძვის ეშმაკისგან იშვება. მას კურნავს და დევნის მარხვა, ზრახვების უგულებელყოფა, მღვიძარება, გულის სიმდაბლე და ღვთისადმი თავის მინდობა.

Комментариев нет:
Отправить комментарий