“მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” - ეს სწავლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული, მისი მთავარი, ყოვლისმომცველი ხარება, რითაც და რისთვისაც ცხოვრობს ეკლესია. სწორედ ამ სწავლებაშია ეკლესიის უკვდავება და სრულყოფილება, მისი წმიდა დოგმატების და კანონთა არსი. ამიტომ ეს მისი უმთავრესი პრინციპი, საზომთა საზომი და სიწმიდეა. ამდენად, სრულიად დაუშვებელია და არაფრის ფასად არ შეიძლება, რომ ეკლესიამ ამ საკითხში რაიმე დაუთმოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ბოროტ ძალას, მით უმეტეს - ეკლესიის აშკარა მტრებს, რომლებიც ყოველი ღონით ცდილობენ მის განადგურებას.
ღვთის მორჩილება რომ უფრო გვმართებს, ვინემ ადამიანებისა - ეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცილობელი და მარადიული წეს-განგებაა, რომლითაც იგი პასუხს სცემდა ეკლესიის პირველ მდევნელებს და დღესაც პასუხობს ყოველი ჯურის მდევნელს ვინემ ქვეყნის აღსასრულამდე.
“მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” (საქ. 5,29) - ეს არის ეკლესიის ყოველი დროის, ყოველი სახის მდევნელთა მიმართ, ვინემ საშინელ სამსჯავრომდე.
ეკლესიისათვის პირველი მუდამ არის ღმერთი და შემდეგ - ადამიანი. ამიტომ ადამიანებს მანამ უნდა ვემორჩილებოდეთ, სანამ ისინი ღმერთს და საღვთო სჯულს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ როდესაც ადამიანები ღვთის და საღვთო სჯულის წინააღმდეგ ილაშქრებენ, მაშინ ეკლესია მათ უნდა დაუპირისპირდეს. და თუ ასე არ მოიქცევა - მაშ როგორღა დარჩება ის ეკლესიად, ანდა მისი წარმომადგენლები - მოციქულთა მემკვიდრეებად? ასეთ დროს ე.წ. საეკლესიო იკონომიით (შემწყნარებლობით) თავის მართლება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის და ეკლესიის ფარული გაცემა. ამგვარი იკონომია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ღალატია.
ეკლესია არის მარადისობა დრო-ჟამში, წუთი-სოფელში. ეს ქვეყანა ცვალებადია, ხოლო ეკლესია - უცვლელი. ეკლესიის მარადიული საღმრთო ჭეშმარიტება, საღმრთო სახარება და მორწმუნეთა საცხოვნებელად მისი მარადიული საშუალებებიც უცვლელია, რადგან უცვალებელია, უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავად ქმნის ეკლესიას ასეთად და მარადიულია მისი სახარებისეული ჭეშმარიტებაც: “იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგივე უკუნისამდე” (ებრ. 13,8).
ეკლესიის მიერ მარადიული დროში იმყოფება, რათა მისით დრო-ჟამი იკურთხოს, მარადიულს შეერწყას და მას გაუსწროს. ეკლესია კი არ უნდა ერგებოდეს დროს, არამედ, პირიქით - დრო უნდა ერგებოდეს ეკლესიას, ვითარცა მარადიულს. დროის სულისკვეთება ეკლესიაზე უნდა ორიენტირებდეს, რადგან ეკლესია არის მარადიული, ღმერთკაცებრივი სულის მატარებელი. ეკლესია არის მარად წმიდა, მარად სამოციქულო, მარად საყოველთაო და ღმრთაებრივი - ამიტომ იგი არასოდეს არ გაწირავს მარადიულს - დროებითზე, ღვთაებრივს - ადამიანურზე, ზეციურს - მიწიერზე.
ეკლესია დროის სულისკვეთებას არასოდეს არ ერგება, პირიქით, მან უნდა შეუწყოს დრო მარადისობას, დროებითი - მარადიულს და ადამიანური - ღმერთკაცობრივს. ეკლესიის მარადიული გზა ამქვეყანაზე გაივლის: პირველყოვლისა - ღმერთი და შემდეგ - ადამიანი: “რაითა იყოს იგი თავადი (უფალი იესო ქრისტე) ყოველსა შინა მთავარ” (კოლ. 1,18).
ხელისუფლება არის ღმერთისაგან (რომ. 13,16), ფასეულობათა იერარქია და წესრიგის იერარქიაც ღვთისმიერია, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ვემორჩილებოდეთ, ვითარცა ამქვეყნად ღვთივმონიჭებული წესრიგის მარეგულირებელს და მცველს. სხვაგვარად ყველაფერს ქაოსი და ანარქია მოიცავდა. მაგრამ ხელისუფლთა მორჩილება მანამ გვმართებს, სანამ ისინი ქვეყნად ღვთაებრივ წესრიგს იცავენ; სანამ ისინი ღვთის სამსახურში არიან; სანამ ხელისუფლებას მახვილი ბოროტების დასასჯელად და სიკეთის დასაცავად უპყრია... მაგრამ როდესაც ხელისუფლება საღვთო სიკთის მდევნელი ხდება, როდესაც ხელისუფლება ყოვლადსიკეთის - უფალ იესო ქრისტეს და მისი ეკლესიის მდევნელი ხდება, მაშინ ასეთი ხელისუფლების არც მორჩილება და არც ყურისგდება არ შეიძლება. ასეთ ხელისუფლებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს და უნდა იბრძოდეს სწორედ სახარებისეული საშუალებით.
არაფრით არ შეიძლება, რომ ქრისტიანი ღმერთზე უმეტესად ადამიანს ემორჩილებოდეს. მით უფრო, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის და მისი სახარების მოწინააღმდეგეები არიან.
თუმც კი ხელისუფლება ღვთისგანაა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება და მის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მაშინ იგი მოძალადედ იქცევა, რითაც კარგავს ღვთიურობას და ეშმაკისეულას იქცევა.
მაშასადამე, ჩვენ ქრისტიანებმა ხელისუფლების საიდუმლოც ვიცით და ძალადობის საიდუმლოც: ხელისუფლება - ღმრთისგან კურთხეულია, ყველაფერი, რაც ღვთისგან არის კურთხეულია, ხოლო როდესაც მას ბოროტად იყენებენ - იგი ეშმაკისაგან არის. ღვთაებრივის ბოროტად გამოყენება - აი, ეს არის სრულად ეშმაკი და ეშმაკეული სამყარო, რომელიც ადამიანსაც მოიცავს.
როდესაც ხელისუფლება ღმერთს ემყარება, მაშინ ღვთის მფარველობაშია და ღმერთთან იმყოფება, იგი ღმრთისმიერია და ღვთივკურთხეულია; ხოლო როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება, იგი ძალადობად გადაიქცევა და ამით ღვთის მოწინააღმდეგის - ეშმაკის ძალაუფლებას დაუმორჩილებს თავს.
ასეთია ხელისუფლების ბუნებასა და ფასეულობებზე სახარებისეული, წმიდა მოციქულთა და მამათამიერი მართლმადიდებლური მოძღვრება. ასეთია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და უცოდველი მოძღვრება ხელისუფლების შესახებ; ასეთია იგი დასაბამიდან ვინემ დღესაქამომდე და უკუნითი უკუნისამდე. ამას მოწმობს ყველა წმიდა მოციქული, ყველა წმიდა მამა, ყველა მოწამე. წმიდა პირველმოწამე სტეფანედან მოყოლებული დღემდე (ახალ მოწამეთა ჩათვლით), მოწამეები, რომლებიც უფალ იესო ქრისტესთვის ეწამნენ, ამქვეყნიერმა ღვთისმგმობელმა ხელისუფლებმა აწამეს. ხელისუფლებათაგან წამებულ, დევნილ და ტანჯულ წმიდათა რიცხვი მილიონობითაა. ისინი წმიდა არიან და უკვდავნი, რამეთუ მათ დაამოწმეს ღმერთკაცებრივი ჭეშმარიტება - რომ ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ამქვეყნიური ხელისუფლების მპყრობელი მეფეების, ხელისუფლების, საერო თუ სასულიერო მთავრობების უღმერთო და ღვთისმგმობელ ბრძანებებს და სულერთია ვინ და სად იქნებიან ეს ხელისუფალნი.
ყოველი წმიდა მოწამე, ქრისტეს სარწმუნოების ყოველი წმიდა აღმსარებელი - ცოცხალი განსახიერება და უკვდავი ხარებაა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლადწმიდა სახარების ამ სწავლების: “მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი”. ყოველი მათგანი ყოველი გონებით, ყოველი ძალით და ყოველი გულით იცავდა ამ სწავლებას და სწორედ ამიტომ აწამებდა და კლავდა საუკუნეთა მანძილზე მათ ღვთისმბრძოლი ხელისუფლება.
ასეთია მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება ხელისუფლების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებაზე. ეს არის გზა და ჭეშმარიტება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიისა მოციქულთაგან დღემდე და ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულამდე. ამიტომ ამ სწავლების ხარჯზე არც არაფრის დათმობა და არც კომპრომისი არავის, თვით მსოფლიო კრებასაც არ ხელეწიფება.
http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=89:2011-05-25-10-53-41&catid=9:2011-05-05-18-13-33&Itemid=23

Комментариев нет:
Отправить комментарий