понедельник, 17 марта 2014 г.

სულიერი ღვაწლი–გამადიდებელი შუშით

–წმიდაო მამაო, გამუდმებით როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი საკუთარ ცოდვილობას?

–ადამიანი შეძლებს დაინახოს საკუთარი ცოდვილობა, თუკი ყურადღებით გამოიკვლევს თავს, რაც მეტი ყურადღებით იკვლევს თავს კაცი, მით მეტ ცოდვებს ხედავს მასში.

–ამგვარ მოღვაწეობას როგორ შეძლებს ის, ვინც მრავალი საზრუნავით არის დამძიმებული?

–ძალიანაც კარგად, თუკი ასეთი ადამიანი დღის განმავლობაში თუნდაც მცირე ხანს დაუთმობს იესოს ლოცვას, ანდა, საკუთარი სულიერი დავინაკარგების ა და შენაძენების აღსარისხავად გამონახავს დროს. აბა შეხედეთ: საბაყლოს პატერონი ფულს ყოველდღიურად ითვლის, საკუთარი ნამატი და დანაკლისი თუ არ აღრიცხა, გაკოტრდება, ვალი დაედება და შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს.

–წმიდაო მამაო, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის რა თქვას აღსარებაზე, რატომ?

–ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა სრულიად უცხოა. თუკი სულიერ ღვაწლს არ აღვასრულებთ, საკუთარ თავში თვით უხეშ შეცდომებსაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. უნდა შევძლოთ, ჩვენი სულიერი თვალის განწმენდა. ბრმა ვერაფერს ხედავს. ცალთვალა ადამიანი ხედავს, მაგრამ ცუდად. ყველაფერს კარგად მხოლოდ ის ხედავს, ვისაც ორი ჯანმრთელი თვალი აქვს. მაგრამ თუკი თვით ასეთ ადამიანს ხელთ აქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, მას შეუძლია ძალიან მკაფიოდ დაინახოს ისიც, რაც ძალიან შორსაა და ისიც, რაც ახლოსაა. ნაბისმიერი ხატის ამოკვეთა მე შემიძლია სამ დღეში დავასრულო, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავდებ ხოლმე, მერე კვლავ ხელში ავიღებ და ბევრ ნაკლს შევნიშნავ, ერთ ხატზე შეიძლება ვიმუშაო მთელი კვირა, მთელი თვე, ორი წელიც კი, თუ მოვინდომებ, შესაძლოა მასზე ხუტი წელი ვიმუშაო, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდები. მინდა ვთქვა,რომ სულიერ მოღვაწეობას დასასრული არ აქვს. რაც მეტად წარემატება კაცი სულიერად, მისი სულის თვალები მეტად იწმიდება. და მაშინ საკუთარ ცოდვებს სულ უფრო დიდად და დიდად ხედავს იგი.

ამგვარად ადამიანი მდაბლდება და მასზე საღვთო მადლი გადმოდის. „მე წყეული ცოდვილი ვარ“.– ამბობდნენ წმიდანები და სჯეროდათ ეს, რადგანაც მათი სულიერი თვალი (სულიერ) მიკროსკობად იყო ქცეული. რაც მეტად წარემატებოდნენ, მით ძლიერ სულიერ მიკროსკოპს მოიპოვებდნენ და ამის გამო თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდნენ. მაგალითად, ახლა შეუიარაღებელი თვალით ვუცქერ ჩემს ხელს და ის ლამაზად მეჩვენება. მაგრამმ, თუ გამადიდებელი შუშით დავხედავ, მაშინ ეს ბეწვები, ახლა რომ ძლივს მოჩანს, კვიპაროსის ტყედ იქცევა! როდესაც საკუთარ თავზე ამგვარ სულიერ ღვაწლს აღასრულებთ, თქვენში ძველ კაცს თრგუნავთ.

ჩვენი ძველი კაცი–ეს ჩვენში მცხოვრები ბოროტი „მოქირავნეა“, იმისათვის, რომ ის წავიდეს, საცხოვრებელი უნდა დავუნგრიოთ და ახალი შენობის აგება დავიწყოთ–ახალი ადამიანის შენება.




shemoqmedi.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий