понедельник, 17 марта 2014 г.

ვლადიმირ პუტინმა ყირიმი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

 განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის ძალაში დღეიდანვე შევიდა.


განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმის დამოუკიდებლობას აღიარებს. ასევე რუსეთი აღიარებს ქალაქ სევასტოპოლის განსაკუთრებულ სტატუსს ყირიმის რესპუბლიკის შემადგენლობაში. 16 მარტს ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგად ამომრჩევლის თითქმის 100%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.


ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" სტატუსით შევა.


geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий