რომ რომის იმპერატორ ტრაიანეს აღმოსავლეთის არმიაში 11 000 ქრისტიანი მსახურობდა. მან უკლებლივ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა... რომის იმპერატორები – მსოფლიოს მბრძანებლები, სიძულვილითა და უმოწყალობით ამხედრდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ. არც კელტებს, არც მარკომანებს, არც ატილას და არც გენსერიკს არ გაუჟლეტიათ იმ რაოდენობის მოსახლეობა რომის იმპერიაში, რამდენიც რომის იმპერატორებმა – ქრისტიანთა მდევნელებმა გაჟლიტეს. სამი საუკუნე გრძელდებოდა სისხლიანი ბრძოლა მგლებსა და კრავებს შორის. ერთნი მოქმედებდნენ მახვილით, ცეცხლით, მხეცებით, დახუთული საპყრობილეებით, შიმშილითა და წყურვილით, წამებისა და მკვლელობის ყველანაირი საშუალებით; მეორენი იბრძოდნენ სულიერი ძალით, რწმენის ძალით, ღვთის ძალით, ითმენდნენ უსაშინლეს ტანჯვას, დიდსულოვნად კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის. სამ საუკუნოვანი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა... უწიგნურ მეთევზეთა მოძღვრების წინაშე ქედი მოიდრიკეს ამა ქვეყნის ძლიერებმაც და სწავლულებმაც; ყველა ერმა მოიდრიკა ქედი. ჯვარი, რომელიც მანამდე საძაგელი სასჯელის ნიშანი იყო, უმაღლესი პატივის ნიშანი გახდა: მას თავზე და მკერდზე ატარებენ მეფენი და მღვდელმთავარნი; ის აგვირგვინებს ჭეშმარიტი ღმერთის ტაძრებს; ის თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ნიშანია, მისი სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის ნიშანი. ვინ არ აღიარებს ქრისტიანობის დამკვიდრებაში ღვთის ნებას, ღვთის ძალას, ღვთის მოქმედებას, რომელიც აღემატება ადამიანურ ძალასა და გონებას? აღსრულდა შეუძლებელი, ზებუნებრივი, აღსრულდა საქმე ღვთისა. ასეთად წარმოდგება ქრისტიანობა ზოგადად. ქრისტიანობის უფრო დაწვრილებით შესწავლას მივყავართ მისი ღვთაებრიობის უფრო გარკვეულ რწმუნებამდე. ყველაზე ძლიერი დარწმუნება ჩნდება სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრებისაგან, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ“ (ფსალმ. 118,104). მცნებების აღსრულების შედეგად წარმოშობილი დარწმუნება ადამიანის სულში მოქმედებს – ის ყველა გარეგან დარწმუნებაზე ძლიერია. სახარებისეული მცნებები ამშვიდებენ, აცოცხლებენ, ამტკიცებენ სულს. ის, ვინც იგრძნობს სულში მათ მოქმედებას, მოიპოვებს უფალ იესო ქრისტეს ცოცხალ რწმენას და გამოხატავს უფლის წინაშე გულის საწინდარს გადაწყვეტილი და მტკიცე აღიარებით: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ (იოან. 6,68-69). „მოყვენ თითნი შენნი“ – ეუბნება მაცხოვარი რწმენაში მერყევ მოწაფეს, მოწაფეს, რომელიც საგონებელშია ჩავარდნილი ღვთის საქმეთა დიდებულების წინაშე – „მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“ (იოან. 20,27). „ხელი შემახეთ მე და იხილეთ“ (ლუკა 24,39) – დაიწყეთ მოქმედება ჩემი მცნებების მიხედვით, ხელი შემახეთ ცხოვრებით, რომელიც თანხმობაშია ჩემს ნებასთან, – და მიხილავთ მე, უხილავს, მიხილავთ თქვენი სულის სულიერი შეგრძნებით; ყოველი, ვინც ამგვარად შემეხება, დარწმუნდება ჩემში და ჩემი შეცნობით აღფრთოვანებული შესძახებს ჩემს საყვარელ მოციქულთან ერთად: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ამინ.
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე
martlmadidebloba.ge
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე
martlmadidebloba.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий