воскресенье, 20 апреля 2014 г.

როგორ აღნიშნავენ ბრწინვალე აღდგომას მსოფლიოში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას თავისებურად აღნიშნავენ, რაც ქართველი მართლმადიდებლებისთვის ხანდახან უცნაურადაც კი გამოიყურება.


 საფრანგეთი

საფრანგეთში ხუთშაბათიდან ვნების შაბათამდე იესო ქრისტეს წამებისა და სიკვდილის მწუხარებას იზიარებენ, ამიტომ ამ დროს ზარების ხმა არ ისმის. აღდგომის დღეს, ზარების რეკვა უკვე ქრისტეს აღდგომას ამცნობს. ამ დღისთვის ფრანგები შოკოლადის კვერცხებს ამზადებენ, რომლებსაც ბავშვებს უმალავენ. პოვნის შემთხვევაში ბავშვები კვერცხებს ჰაერში ისვრიან.


შვეიცარია

წინათ ვნების პარასკევ დღეს, შვეიცარიის ქუჩებში ყველა ფეხშიშველი დადიოდა, დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა. შვეიცარიის ზოგიერთ მხარეში ცეკვით ეგეგებებიან მზეს, როგორც ქრისტეს აღდგომის სიმბოლოს.

შვეიცარიის ფრანგულ ნაწილში ამ დღეს წყაროებს ალამაზებენ გირლიანდებით და წითელი კვერცხებით.


გერმანია

მთავარი სააღდგომო პერსონაჟი გერმანიაში კურდღელია, რომელსაც სახლში მოაქვს შეღებილი კვერცხები.

გერმანიაში აღდგომა დღეს წესად აქვთ ყვავილებით, შოკოლადებით, ხილითა და ბაფთებით შემკული გვირგვინების ჩამოკიდება სახლის შესასვლელ კარებზე.

საბერძნეთი

საბერძნეთში მორწმუნეები წინასააღდგომო ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან, შუაღამისას კი ყველა სანთელი ქრება. ანთებული სანთელი ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. საბერძნეთში სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ტკბილ პურს.


იტალია

იტალიაში ვნების პარასკევს ქუჩებში ჯვარს ეზიდებიან. მსვლელობა ვატიკანში იწყება და კოლიზეუმის კედლებთან მთავრდება. პროცესიის მონაწილეები შავები აცვიათ და გზას სანთლებით ანათებენ. სააღდგომოს სუფრას იტალიაში აუცილებლად ამშვენბებს მტრედის ფორმის ღვეზელი.


დიდი ბრიტანეთი

ინგლისში სააღდგომოდ ყველა საკონდიტროები და შოკოლადის ფაბრიკები ამზადებენ უზარმაზარი ასორტიმენტის შოკოლადის კვერცხებს. დიდ ბრიტანეთში ეს დღე ნამდვილი შოკოლადის დღსასწაულია.


მექსიკა

მიუხედავად იმისა, რომ ვნების კვირა სევდიანი განწყობის უნდა იყოს, მექსიკაში ამ დროსაც ქუჩის კარნავალები ტარდება.


ავსტრალია

ავსტრალიაში ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტორტია, სახელწოდებით „პავლოვა“, რაც ცნობილი რუსი ბალერინას -ანა პავლოვას საპატივსაცემოდაა. ავსტრალიელი წყვილები სააღდგომო გამდინარე წყალს იღებენ მათ სჯერათ, რომ, თუ ამ წყალს ერთმანეთს შეასხამენ, ოჯახი მტკიცე ექნებათ.



 ჩეხეთი

სააღდგომოდ ჩეხეთში ახალგაზრდა გოგონებს ბზის ტოტებით სცემენ.
ითვლება, რომ ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ლამაზდება და ხდება ბევრად მომხიბვლელი.



ამერიკა


ამერიკაში სააღდგომოდ კვერცხებს აგორავებენ დაქანებულ გაზონზე. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ გააგორებს საკუთარ კვერცხს ყველაზე შორს.


(მოამზადა სოფო ყარალაშვილმა)


http://reportiori.ge/?menuid=8&id=23770

Комментариев нет:

Отправить комментарий