понедельник, 14 апреля 2014 г.

სინდისი.

თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ერთხელ მაინც გაწითლებულხართ თქვენ მიერ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო, ეს ძალიან კარგია. ე.ი. სინდისი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ.

მსოფლიოში უამრავ ადამიანს სინდისის მაღალი გრძნობა აქვს, თითქმის ყველა პიროვნებაში სინდისი გარკვეული დონით არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ე.წ. უსინდისო ადამიანებიც.

ადამიანები ხშირად საუბრობენ სინდისიერებასა და უსინდისობაზე, მაგრამ მაინც რა არის სინდისი? სინდისი ზნეობრივი ცხოვრებისაკენ ერთგული მეგზური და მეგობარია, რომელიც გვიბიძგებს სწორი, სამართლიანი არჩევანისკენ. სინდისი მთელი თავისი არსით სულის მუდამ მნათი პატარა წერტილია უსაზღვრო შესაძლებლობებით. ამიტომაც მისი ქონა საჭირო კი არა, აუცილებელია.

"თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი. ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს. ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა. სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია” (ილია II).

"ყურადღებით იყავი სინდისის მიმართ, რომ ის შენი მცველი იყოს და ყოველ ჯერზე გიჩვენებდეს შენს დაცემას. ცოდვა ძირს დასცემს სინდისს, ხოლო სინანული კვერთხია მისთვის” (წმ. ეფრემ ასური).




Комментариев нет:

Отправить комментарий