понедельник, 14 апреля 2014 г.

"ნოე"- Noah

სულ ახლახან გამოვიდა რეჟისორ დარენ არონოფსკის ფილმი-კატასტროფა - "ნოე". ეს არის წარღვნის შესახებ გადაღებული აპოკალიფსურ-ბიბლიური სიუჟეტის ყველაზე მასშტაბური ეკრანიზაცია. ყოველ შემთხვევაში ასეა გამოცხადებულია მის შესახებ გავრცელებულ სარეკლამო პოსტერებში. შეიძლება ადვილად ვცთუნდეთ სახელწოდებაშიც და ფილმის აღწერაშიც...

მაგრამ ფილმი "ნოე" შინაარსობრივად და იდეურად საკმაოდ დაცილებულია ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ეს არის მორიგი ჰოლივუდური ფანტასტიკა...

მოკლედ გეტყვით საკუთარ აზრს ამ მფილზე, რათა მორწმუნეთათვის გასაგები გახდეს: ეს არის მორიგი ერეტიკული ფანტასტიკა და "ბოდვა", სადაც საკმაოდ თვითნებურად არის გამოყენებული მთელი კაცობრიობისთვის ცნობილი ბიბლიური სახეები და ტექსტები (ძველი აღთქმისა). განსაკუთრებით საშიშია ის ყრმათათვის, მოზარდი თაობისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არასაკმარისად არიან გათვითცნობიერებულნი ბიბლიურ ჭეშმარიტებებში და ადვილად აღიბეჭდავენ საკუთარ სულებში პირველ, სანახაობრივად შთამბეჭდავ სახეებს წმიდა წერილისა. საშიშია ეს ფილმი იმიტომ, რომ შესაძლოა მან ყმაწვილებს (და არა მარტო მათ) მოუტანოს სულიერი ზიანი და ცნობიერებაში ჭეშმარიტების ნაცვლად დაამკვიდროს მწვალებლური შეხედულება.

ფილმში წაშლილია ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას, ცოდვასა და სათნოებას შორის. პირველი შთაბეჭდილება კი, როგორც ვიცით, ძალზედ მყარად "მაგრდება" სულში. ჩემის აზრით, წმიდა წერილის ასეთი თავისუფალი "ინტერპრეტაცია" დანაშაულია და ღმრთის რისხვის გარდამომწვევი.

ავიღოთ მაგალითად ფილმში მოცემული დაცემული ანგელოზები ("დარაჯნი"), რომლებიც გაქვავებულ საშინელ-მონსტრებად იქცნენ. ისინი დაეცნენ და ღმერთმა ისინი დასაჯა, რადგან "ღმერთს არ უსმინეს, შეიწყალეს და დაეხმარნენ სამოთხიდან დედამიწაზე გაგდებულ ადამს. ფილმში ისინი ნოეს ყველაზე აქტიური თანამშრომლები არიან კიდობნის მშენებლობის საქმეში და დაცემული კაცობრიობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ შეტაკების დასასრულს ისინი ეხმარებიან რა ნოეს ღმერთს სთხოვენ მიუტევოს მათ და ღმერთიც უკან ზეცაში აბრუნებს მათ ნათლის ცეცხლოვანი კონების სახით, რომლებიც ჩამალულნი იყვნენ ამ ქვის მონსტრების შიგნით...

ნოე შედის კიდობანში ცოლთან და სამ ძესთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთს თან საკუთარი შეყვარებული მიჰყავს (მის მიერ გადარჩენილი გოგონა), რომელთანაც მას ხორციელი სიყვარული აკავშირებს, ხოლო დანარჩენ ორ შვილს არავინ არ ჰყავთ, რის გამოც კიდობანი (ფილმის მიხედვით) სერიოზული ვნებისა და კადნიერებების არენა ხდება.

ნოეს ბაბუა (მელქისედეკი) – "ნახევრადჯადოქარი" და "ნახევრადჰიპნოტიზიორია". თავის ახალგაზრდობაში მხოლოდ ის გამოესარჩლა დაცემულ ანგელოზებს - ქვის მონსტრებს და მათ მხარეს იბრძოდა" (ამიტომაც არ ჰკლავენ ისინი ნოეს და მის მცირერიცხოვან ოჯახს)". ხოლო კიდობანში ნოეს შვილის საყვარლისგან დაბადებული ტყუპი გოგონები, რომლებიც "ნოემ უნდა მოჰკლას ღმრთის ბრძანებით, ცოცხლები მხოლოდ მაშინ დარჩებოდნენ, თუ კიდობანში ბიჭი დაიბადებოდა". ადვილი წარმოსადგენია როგორი მარაზმი და ვნებები დუღს ამის გამო ფილმში. არის კიდევ ბევრი რამ, რაც ყურადღებას იპყრობს, მაგრამ მათზე საუბარიც კი არ გვსურს.

ამრიგად, ჰოლივუდის მორიგი ფანტასტიკური ფილმი "ნოე" არის არა ბიბლიური ისტორიის გადმოცემა, არამედ ფილმის რეჟისორის ავადმყოფური ფანტაზია! ფილმის 99% მისი შემქმნელის გამონაგონია... ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ დღეს მაყურებელს სპეცეფექტები და სანახაობები უფრო სჭირდება, ვიდრე სიმართლე და ჭეშმარიტება!.

წყარო: dsnmp.yomu.ru

apocalypse.ge

**************



http://www.simsim.ge/index.php?id=11890


Комментариев нет:

Отправить комментарий