среда, 16 апреля 2014 г.

ეკა ბესელია - ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანის დისკრიმინაცია არ შეიძლება

 16-04-2014

ანტიდისკრიმინაციული კანონის მუხლობრივი განხილვა ჯერ არ მომხდარა, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჩაგვრა და დისკრიმინაცია არ შეიძლება, - განაცხდა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, კანონის მნიშვნელობიდან გამომდინარე ბევრი მოსაზრება არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.
"შეიძლება არ მოგწონს ვიღაცა, შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ ჩაგვრა არ შეიძლება. ეკლესიას ყოველთვის ექნება პოზიცია, რომ ის არასოდეს წააქეზებს და მოიწონებს, როდესაც ადამიანს ცოდვაში მყოფად მიიჩნევს. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ადამიანის ჩაგვრა არ შეიძლება. კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ დაუშვებელია ძალადობა. საკმაოდ საპასუხისმგებლო ინიციატივაა და კარგად გვესმის მისი შინაარსი. აქ არ არის მორალური კატეგორიის შეფასებაზე საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი თავისი მრწამსით, შეხედულებით თუ ცხოვრების წესით, არ დავჩაგროთ", - აცხადებს ეკა ბესელია.


http://www.interpressnews.ge/ge/politika/278309-eka-beselia-yvelani-vthankhmdebith-rom-adamianis-diskriminacia-ar-sheidzleba.html

Комментариев нет:

Отправить комментарий