воскресенье, 15 июня 2014 г.

ამერიკელი გენერალი მანგუმი: „ქართული ეკლესია საქართველოს განუყოფელი სულია“ (ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც მალე გამოქვეყნდება)

რონალდ იოანე მანგუმი არის ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის ბრიგადის გენერალი, სრული პროფესორი, დიპლომატიის საკითხებში 35 – წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი. მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებში დიდი წვლილი შეიტანა. ლექციებს კითხულობს აშშ-ს წამყვან სამხედრო უნივერსიტეტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ასწავლის. გამოცემული აქვს 4 წიგნი, რომლითაც აშშ-ს სამხედრო უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ.


- ბატონო გენერალო, როდის შეიტყვეთ პირველად საქართველოს შესახებ, როდის დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით, როდის ჩამობრძანდით პირველად?


- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე როცა ვიყავი. მაღალ კლასებში ჩემი გატაცება იყო ფილატელია, ვაგროვებდი მარკებს და ვიცოდი საქართველოს შესახებ, ვინაიდან მქონდა რამოდენიმე საბჭოთა მარკა და მათ შორის საბჭოთა მარკებზე მითითებული იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა .

ასე რომ, მე უკვე სკოლაში ვიცოდი ასეთი ქვეყანა არსებობდა ამ სახელით. მე მეგონა რომ საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და არაფერი ამის გარდა.

როდესაც მე მოვრჩი აქტიურ სამსახურს შეიარაღებულ ძალებში, შემომთავაზეს მრჩევლის თანამდებობა საქართველოში და ვიფიქრე – რატომაც არა. ბევრჯერ ვყოფილვარ ჯორჯიაში, ატლანტაში, ძალიან მომწონდა იქაურობა და რატომაც არა, ვიფიქრე.

მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს

ბუნება არის მშვენიერი. ხალხი მეგობრული, ქართული კერძები გემრიელი. შეუდარებელია ქართული ღვინო და ჭაჭა.


... და ახლა აქაურობა არაფრით არ მაგონებს ამერიკულ ჯორჯიას...

და ნელ-ნელა, 2005 წლიდან დავიწყე ჩემთვის ახალი საინტერესო ქვეყნის და ახალი სამყაროს აღმოჩენა და ვნახე, რომ ეს არის უძველესი ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ანდრია პირველწოდბულმა იქადაგა ქრისტიანობა. ქვეყანა, სადაც ინახება ღვთისმშობლისა და მაცხოვრის კვართები.

ვნახე ადგილები, სადაც იბრძოდა სახელგამთქმული რომაელი მხედართმთავარი პომპეუსი. გარდა ამისა, აღმოვაჩინე ჩემთვის არა ერთი საინტერესო ამბავი, თურმე, საქართველოში ჯვაროსნობის პერიოდში იბრძოდნენ ევროპელი რაინდები ქართველი რაინდების მხარდამხარ, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრი არიელ შარონი წარმოშობით ქართველი ებრაელია. მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ვაკეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 500 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვცხოვრობდი და მისი წინაპრები ბებია-ბაბუა არიან სწორედ საქართველოში დაკრძალულები.

თავისთავად მე დავინტერესდი და წავიკითხე ეპიკური პოემა უკვდავი შოთა რუსთაველისა „ვეფხისტყაოსანი“. მოვიარე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. დავათვალიერე ბევრი ადგილი. თითქმის ქართველი ვარ! (ბოლო წინადადება ქართულად თქვა).


ესაუბრა გაიოზ მამალაძე


http://www.georoyal.ge/?m=1000&id=2658



Комментариев нет:

Отправить комментарий