воскресенье, 15 июня 2014 г.

წმინდა გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: შემომესივნენ ჯარისკაცები, როგორც ქრისტეს... ბერის კაბა მაცვია, დიდი ჯვარი მკიდია გულზე...

 წმინდა გაბრიელ ბერის მონათხრობიდან:


_ შემომესივნენ ჯარისკაცები, როგორც ქრისტეს... ბერის კაბა მაცვია, დიდი ჯვარი მკიდია გულზე... ამიყვანეს მესამე სართულზე "შავედი", კაცი ზის "კასტუმიანი", ოთახში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს არისო, ეს არის ის მღვდელი, ვინც დასწვა სურათიო. ყველას აინტერესებს, რომ სახეში შემხედონ, მთელი ცეკა და ტეკა. აი, ახლა, ვინც არიან უფროსები, როგორ აინტერესებდათ სახეში შეხედვა და ყველა შეკითხვას მაძლევდა. და მე იქ ვდგევარ, მარტო ვარ, მე აქა ვარ უკვე, ამათ ხელში, გვერდით დგანან ვიღაცები, მაგრამ იარაღი კი არა აქვთ, ვიცი, ჯიბეში აქვთ, რომ რამე იყოს, ადამიანი მოვკლა, იმ საათში მომკლავენ. ვიცი კომუნისტების საქმენი, "ცხვრის ტყავიანი მგლები" დგანან ისე, ჩვეულებრივ, ვითომ კაცები არიან. ავტომატები წამკრეს... დაჯექი აქაო, ჯვარი მკიდია გულზე, ჯვარს ვერ მხსნიან. ესე ვზივარ "მეფივით", გაფოფინებული. ანაფორა გავიშალე. აბა, მოდიო! აქ დაჯექიო. ეს რა ქენიო, მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი მოუკიდეო. მე რა ვქენი-მეთქი? თქვენი კაცობა ღმერთმა დასწყევლოს-მეთქი, ამიყვანეთ და დამხვრიტეთ, სადაც ის ძაღლი დავწვი-მეთქი. გოდერძი, რათა გვლანძღავო? თქვენ სტალინი საფლავიდან რათ გადაიტანეთ და რათ დასწვით-მეთქი. თქვენა ხართ პარტიულები? მარქსი, ენგელსი თუ წაგიკითხიაო. მარქსი, ენგელსი-მეთქი... შენ ეს რა გააკეთეო, მთელი მოსკოვი რეკავს, ცეკაში დაგვიბარეს, შენი გულისთვის მთელ ცეკასა გვხსნიანო. შენ იცი, რომ დახვრეტა გაქო. ჩამეცინა... პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი: _ "დიდ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა."



14.06.2014

karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий