вторник, 17 июня 2014 г.

ჰომოსექსუალიზმი და ეკლესია.(ანდრეი კურაევი)

გთავაზობთ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ღვთისმეტყველისა და მისიონერის დიაკონ ანდრეი კურაევის საღვთისმეტყველო ლექციებს.
აქვე ავღნიშნავთ, რომ საიტის ადმინისტრაცია არ იზიარებს დიაკონ ანდრეი კურაევის პოლიტიკურ შეხედულებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.


ამჯერად გთავაზობთ პასუხს კითხვაზე – შეუძლია თუ არა ჰომოსექსუალიტს გახდეს ეკლესიის მსახური?

რუსულიდან ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ქეთევან ქევანიშვილმა

წყარო: http://kraiukhin.livejournal.com/252733.html

შეუძლია თუ არ ჰომოსექსუალისტს, რომ მართლმადიდებელი მღვდელმსახური გახდეს?

– ღმერთო, აბა როგორ გავცე ასეთ კითხვას პასუხი? თქვენ, რომ ჩემთვის გეკითხათ – „შეუძლია თუ არა ჰეტეროსექსუალისტს, რომ მღვდელმსახური გახდეს?“ – პასუხის გაცემა ამაზეც კი რთული იქნებოდა, იმდენად განსხვავებულია სხვადასხვასამყაროთა ლექსიკონები…

ამიტომ, არ შეიძლება პასუხი იყოს მარტივი „არა”. დიახ, საეკლესიო კანონები ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავენ, რომ ჰომოსექსუალიზმი, როგორც ქმედება, მღვდელმსახურის ხარისხთან შეუთავსებელია.მაგრამ, წორედ ამაშია გაურკვევლობა, რომ საეკლესიო კანონიკა (სამართლის ნორმები, კანონები) საუბრობენ სწორედ ქმედებებზე. საეკლესიო სამართლის ენაზე ჰომოსექსუალისტი – ეს არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრულ ქმედებას ჩადის. თანამედროვე ფსიქოლოგიის ენაზე კი ჰომოსექსუალისტი – ეს არის ადამიანი ჰომოსექსუალური მიდრეკილებით. ამგვარად, დღეს ამ სიტყვამ უფრო ფართო გაგება შეიძინა.

http://www.orthodoxtheology.ge/ჰომოსექსუალიზმი-და-ეკლეს/



КУРАЕВ. Педофилия и гомосексуализм в Православной Церкви




**

„ცისფერი ლობი“- რუსული ეკლესია შობას გეი სკანდალით შეხვდა


მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან გათავისუფლებული პროტო დიაკონი ანდრეი კურაევი, რომელმაც ყაზანის სასულიერო სემინარიის გეი სკანდალი სააშკარაოზე გამოიტანა იმის იმედით, რომ „ცისფერი გზიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიას გაათავისუფლებს“, ცისფერ ლობთან ბრძოლას ბლოგის საშუალებით აგრძელებს. მისი მტკიცებით იმის შესახებ, რომ რუსული ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიაში ჰომოსექსუალები არიან, მან ჯერ კიდევ 80- იან წლებში იცოდა, მაშინ როცა ის სემინარიაში სწავლობდა, თუმცა მაშინ მან ამის შესახებ არაფერი თქვა. ის განმარტავს თუ რატომ გადაწყვიტა დღეს ამის მოყოლა. მისი თქმით ამ ინფორმაციის დამალვა მაშინ მას სასულიერო პირებმა სთხოვეს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში კურაევმა საზოგადოებას ყაზანის სასულიერო სემინარიაში რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩატარებული ინსპექციის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელის მხრიდან მსმენელებზე ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გახმაურებული „გეი სკანდალის“ შედეგად ინსპექციის ხელმძღვანელი დეკანოზი მაქსიმ კაზლოვი, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოში არაოფიციალურად დიდი ინკვიზიტორი ქვია, აკადემიიდან დაითხოვეს, ასევე თანამდებობა დატოვა ყაზანის სემინარიის იღუმენმა კირილ ილუხინმა. ამ სკანდალის შემდეგ კურაევმა საკუთარ ბლოგზე რამდენიმე აღიარებითი წერილი და სკანდალური ისტორია გამოაქვეყნა. ერთ-ერთ წერილში პირდაპირ არის დასახელებული ის მაღალი სასულიერო პირი, რომელსაც ვითომდა სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა სტიქაროსანზე. ეს გომელისა და ჟლობინსკის ეპისკოპოსი სტეფანე იყო. წერილის ავტორი ირწმუნება, რომ ის მზად არის ფიცის ქვეშ ეპისკოპოსის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

http://pirveliradio.ge/?newsid=17562

**

რუსული Духовные скрепы და გეი იერარქები ეკლესიაში


გია მარიამიძე

საბჭოთა იმპერიის დაშლიდან ცოტა ხანში რუსეთში ნაციონალური იდეის შექმნის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ამ იდეის აღმოჩენით სახელმწიფოსთვის რთული პერიოდის დაძლევას იმედოვნებდნენ. გავიდა ცოტა ხანი და რუსეთის პოლიტიკური წრეები იმპერიის აღდგენაზე ღიად ალაპარაკდნენ.

ნაციონალურ იდეაზე ფრთხილი საუბრები კი სახელმწიფო იდეოლოგიის შემოღების აუცილებლობის ხმამაღალმა მოთხოვნამ შეცვალა. რუსეთი ცხადია ახალს ვერაფერს მოიფიქრებდა და განახლებული იმპერიალიზმი მარტივად - ანტიდასავლურობაზე დაამყარა. საკუთარი თავის დასავლეთის ალტერნატივად გამოცხადება დასავლეთისგან განსხვავებული გზის აღმოჩენასაც გულისხმობდა. ასეთი კი ვერაფერი მონახა. რუსეთი თვითონაც საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. აღიარებს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რუსმა პოლიტ-ტექნოლოგებმა გამოსავალი იპოვეს და დასავლეთს დასავლეთშივე არსებული დისკურსის კოპირებით დაუპირისპირდნენ.

პირველი მერცხალი სანკტ პეტერბურგის საქალაქო საკანონმდებლო ორგანოში ვიტალი მილონოვის მიერ ინიცირებული "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი" იყო. თავიდან კანონიც და მისი ინიციატორიც მასმედიისგან კრიტიკის და დაცინვის საგანი გახდა. მაგრამ ცოტა ხანში იგივე კანონი რუსეთის პარლამენტმაც მიიღო. ამ კანონშემოქმედებას რუსეთის პატრიარქმა კირილმაც აუბა მხარი და დასავლეთში გამეფებულ გარყვნილებას ქადაგებების სერია მიუძღვნა.

ახალი იმპერიული იდეოლოგიის შემუშავება კი რუსეთის მსოფლიო მასშტაბის მორალისტად ქცევით დასრულდა. რუსეთი პატრიარქ კირილის ხმით ზნეობრივ ფასეულობებს იცავს და დასავლეთს გარყვნილებაში ამხელს. ბოლო წლებია პუტინი საერთაშორისო მასშტაბის ტრიბუნაზე მოხვედრის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და დასავლეთს მორალს უკითხავს. პუტინი თავს ევრაზიის კონტინენტის მთავარ კონსერვატორად ასაღებს.


http://blogs.netgazeti.ge/GE/blogs/blog_24/27883/



Комментариев нет:

Отправить комментарий