четверг, 4 апреля 2013 г.

რელიგია.


რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.
რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმი, ანიმიზმი და მაგია.

მსოფლიოს რელიგიები.

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.


მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).

ქრისტიანობა (1943, 32,8%)
კათოლიციზმი (1027)
პროტესტანტიზმი (316)
მართლმადიდებლობა (214)
ანგლიკანიზმი (64)

სხვა მიმდინარეობები (322)
ისლამი (1165, 19,6%)
სუნიზმი (1050)
შიიზმი (115)
ინდუიზმი (762, 12,8%)
ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
ბუდიზმი (354, 6,0%)
ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)
ათეიზმი (150, 2,5%)


სხვა რელიგიები და რელიგიური მიმდინარეობები.

ბაჰაიზმი - ბრაჰმანიზმი - ზოროასტრიზმი - იუდაიზმი - კონფუციანელობა - მორმონიზმი - ოომოტო - სინტოიზმი - სიქიზმი - სპირიტიზმი - ტაოიზმი - უონბულიზმი -შამანიზმი -ჯაინიზმი.

წმინდა წიგნები
ავესტა - ბიბლია - თანახი - ყურანი - ტრიპიტაკა - ვედები.

შვიდი ბრძენი.
მოსე - ლაო-ძი - ბუდა - სოკრატე - კონფუცი - იესო ქრისტე - მუჰამედი.

წმინდა ადგილები.
სიონი - ქააბა - არტემიდას ტაძარი - იერუსალიმის ტაძარი.

წმინდა ენები.
ლათინური ენა - ბერძნული ენა - სანსკრიტი - ებრაული ენა - არამეული ენა - არაბული ენა.

Комментариев нет:

Отправить комментарий