четверг, 4 апреля 2013 г.

ყურანი.

ყურანი (არაბ. القرآن ალ–ყურ`ან „საკითხავი“ القرآن القودس ალ-ყურ`ან ალ–ყუდუს „წმიდა საკითხავი“) — ისლამის წმიდა წიგნი. მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს (მექასა და მედინაში 610-632) წარმოთქმული ქადაგებები. დაწერილია არაბულ ენაზე. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. ყველაზე დიდი სურაა ალ-ბაყარათი, ანუ უშობელი, ყველაზე მცირეა ალ-ქავთირი, 108-ე სურა, რომელიც 4 აიისგან შედგება.


მუსლიმებისთვის ყურანი აწესებს ცხოვრების წესსა და დოგმებს. ყურანში მოიხსენიება წინასწარმეტყველები ადამი, ნოე (ნუჰი), აბრაამი (იბრაჰიმი), მოსე (მუსა), დავითი (დავუდი), იესო (ისა) და სხვანი. ყურანი მკვეთრად უპირისპირდება სამებას და აღიარებს ღმერთის(ალაჰის) ერთადერთობას „ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ“. ასევე ყურანი მოიცავს მეტად სამეცნიერო ფაქტებს, რომელიც მეშვიდე საუკუნეში ჯერ კიდევ უცნობი იყო კაცობრიობისათვის (ყურანი, 23-ე სურა; XII-XIII მუხლები. 41-ე სურა XII მუხლი და ა.შ.). მთელი წმინდა წიგნების ისტორიაში პირველადაა ადამიანთა წარმომავლობის, ეროვნებისა და კანის ფერის მიხედვით განსხვავებების უარყოფა (ყურანი, 49-ე სურა; 13-ე მუხლი).

ყურანი დღესაც რჩება როგორც ერთადერთ წმიდა წიგნად, რომელშიც მე-7 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული არ შეცვლილა არც ერთი წერტილი და ასობგერა. მაჰმადიანები თვლიან ყურანს ყოველი წმინდა წერილის დასასრულად და ყოველი მუსლიმანი ვალდებულია ყურანის წინ მოსული წმინდა წიგნები, როგორიცაა თორა და ბიბლია (ინჯილი), ასევე მრავალი სხვა მანუსკრიპტები აღიაროს და იწამოს მათი.
..............................


Комментариев нет:

Отправить комментарий