суббота, 24 мая 2014 г.

მამა ელიზბარ დიაკონიძე: „ეს დახვეწილი არამზადები ცდილობენ, შემოგვაპარონ ეს კანონი სწორედ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ფონზე“

სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციების მუხტი შეინარჩუნონ მანამ, სანამ მათი სურვილი არ შესრულდება. სურვილი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა პარლამენტის მიმართ რადიკალური აგრესია გამოიწვია. მამა ელიზბარ დიაკონიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს პარლამენტის დათხოვნასა და ნდობის თავიდან მოპოვებას ურჩევს...

მამა ელიზბარ დიაკონიძე:

– რა თქმა უნდა, პარლამენტმა უკან უნდა წაიღოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაგრამ ამაში ნაკლებად ვარ დარწმუნებული. ისინი ხალხის სასიკეთოთ არ მოიქცევიან, როდესაც უმცირესობის სასიკეთოდ პრობლემას აგვარებ და მიკანონებ მის ხელშეუხებლობას, ამით ხელს უწყობ სექსუალურად გაუკუღმართებული ხალხის გამრავლებას. ამიტომ ჩვენ ვგმობთ ამ საქციელს. თუმცა რუსთაველზე ზეიმისთვის შევიკრიბეთ. ეს ზეიმი თავისთავად არის პროტესტი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ.

– თუმცა სასულიერო პირების ნაწილი ვერაფერ ანტიქრისტიანულს ვერ ხედავს აღნიშნულ კანონში...

– სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არ არის უკუღმართობა?

– კანონში დაცულია რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების უფლებები...

– გენდერული იდენტობა წერია და ამით რა უნდათ, რომ მითხრან? მე და ჰომოსექსუალი ერთი და იგივე ვართ? არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის ხელისუფლება ცდილობს, გენდერულად გამაიგივოს სექსუალურად გაუკუღმართებულ ადამიანთან. ეს დახვეწილი არამზადები ცდილობენ, შემოგვაპარონ ეს კანონი სწორედ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ფონზე. საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის ცხოვრობდნენ, მაგრამ რელიგიის ნიადაგზე შუღლი არასოდეს ყოფილა. მათ მთელი კანონი იმიტომ მიიღეს, რომ სწორედ ეს ორი ფრაზა: გენდერული თანასწორობა და სექსუალური უმცირესობები გაეპარებინათ, რომ შემდეგ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი. მე მაქვს კითხვა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას რაში სჭირდებოდა ჩვენი ერის ასთორმეტიზირება? სწორედ 112-მა ადამიანმა მისცა ხმა პარლამენტში ამ კანონს.

– თუ კანონს უკან არ წაიღებენ, როგორც თქვენ ითხოვთ, ან ცვლილებებს არ შეიტანენ, გაქვთ გეგმა?

– სჯულის კანონის დაცვით... როგორ? საშვილიშვილო შეჩვენება და ანათემას გადაცემა ემუქრებათ.

– ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტის დაშლას ითხოვს...

– ეგ გარდაუვალია, ნამდვილად მოუწევს ამ პარლამენტს დაშლა და ახალს ავირჩევთ. ეს პარლამენტი შენობიანად დასაშლელია და გადმოსატანია უკან, სადაც იყო. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ კმარა? მანამდე რა მიიღეს? პირველი კანონი, რომელზეც იმსჯელეს, პრეზერვატივებს ეხებოდა. მეტი საქმე არ აქვთ ამ დეპუტატებს? მარტო ის დარჩათ გასარკვევი, ვის რა ზომის პრეზერვატივი აცვია და ვინ რა ორიენტაციის არის? ასე აქვთ ყველაფერი დაწყობილი ოჯახში? მათ ჩემი და თქვენი ოჯახები აღარ აინტერესებთ და მარტო რეზინის ბუშტებზე ფიქრობენ. ამ კანონის მიღებას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება იქამდე, სანამ პარლამენტი არ იქნება დაშლილი. თუ ვაჟკაცები არიან, დაშალონ პარლამენტი და ხელახლა მოიგონ არჩევნები. ნამეტანი ცუდი არჩევანია, ძალიან არ მოგვწონს.

ხათუნა მგალობლიშვილი

ptpress.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий