ღმერთი

ღმერთი

среда, 1 января 2014 г.

წმინდა მამები გვირჩევენ, მწუხარება რომ შეგიპყრობთ,

ხმამაღლა მკაფიოდ წარმოთქვით იესოს ლოცვა - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი", ან წაიკითხეთ ფსალმუნები. სევდიანობისკენ მიდრეკილმა ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი ცოდვები, ბავშვობაში ჩადენილი ცოდვების ჩათვლით. ამ ვნების დაძლევისათვის აუცილებელია, აგრეთვე, მორჩილება. ღირსი დოროთე წერს: "მორჩილმა ნაღვლობა არ იცის, ის მუდამ სიხარულით სავსეა"



არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)





"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი"

70 тысяч христиан были убиты за веру в 2013 г.

Ватикан, 1 января 2014 г.

По меньшей мере, 70 тыс. христиан были убиты в 2013 г. за веру, сообщает Cедмица.Ru со ссылкой на интервью Радио «Ватикан» итальянского социолога, координатора «Обсерватории по религиозной свободе» Массимо Интровинье.

Согласно прошлогодней статистике, 100 тыс. христиан были убиты в 2012 г. Нынешняя ситуация не стала менее драматической.

Преследования христиан в Африке в настоящий момент не включены в статистику, поскольку здесь главным мотивом преследования является зачастую принадлежность к этнической группе, а не религиозной общине. Противоречивые данные с африканского континента нуждаются в дополнительных исследованиях. В частности, необходимо ответить на вопрос: Убитые в Конго и Южном Судане христиане являются жертвами преследований за веру или нет?» Известный статистик Тод Джонсон отвечает на этот вопрос утвердительно. Массимо Интровинье, однако, пока не включил данные по Африке в отчет. Окончательный вариант документа выйдет в начале 2014 г.

Доклад правительства США по глобальной ситуации со свободой вероисповедания, отмечает в числе самых злостных нарушителей такие страны как Бирма, Китай, Эритрея, Иран, Северная Корея, Саудовская Аравия, Судан и Узбекистан.

В самых опасных для христиан странах ничего не улучшилось в последние годы, считает Интровинье. «Я думаю, худшим местом остается Северная Корея. Причина в том, что христиан здесь убивают произвольно, но всегда с обвинением в том, что они христиане», — заявил социолог.

Крайне сложно обстоит дело с сосуществованием религиозных общин в таких странах, как Нигерия, где, несмотря на то, что правительство прилагает серьезные усилия для улучшения ситуации, это не приносит нужных плодов.

Массим Интровинье упомянул также о преследованиях христиан в западном мире, где определенные силы хотят вытеснить религию из общественной сферы в частную.

http://www.pravoslavie.ru/news/67202.htm

ცხოვრების ამაოების შესახებ - წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

  ნეტავი ვიქცე ლაღად მფრენ მტრედად ან მერცხლად, რათა გავერიდო ადამიანურ ყოფას ან დავსახლდე სადმე უდაბნოში და ბუნაგში მხეცებთან დავიდო ბინა, რადგან ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ გავატარებდი ჩემს მსწრაფლწარმავალ ცხოვრებას უცრემლოდ, უზრუნველად და შიში არ მექნებოდა სასჯელისა. მხეცებთან შედარებით მაქვს ერთი უპირატესობა - გონება, რომელმაც იცის ღვთაება, მაგრამ თავად არაღვთაებრივია. იქ, მშვიდად მყოფი, მოვიკრებდი ადამიანებს ყოველივე კუთხიდან, ან ავიდოდი რომელიმე მაღალ სვეტზე და ხმამაღლა მოვუხმობდი ამქვეყნად მცხოვრებთ:

მოკვდავნო, დაღვრილი სითხისგან ნაშობნო, უბადრუკნო, თქვენ, სიკვდილით მცხოვრებნი, ამაოებით ქედმაღლობთ! თქვენ, ვინც ძილში და ცხადად წარმოსახული მოლანდებების სათამაშოდ ქცეულნი და მათით მოთამაშენი ხართ, დიდხანს უნდა იხეტიალოთ დედამიწაზე უმიზნოდ? იცოდეთ, გონებით ამაღლებული ყველას აღემატება. ასე ავმაღლდი მეც, რადგან ღმერთმა მომანიჭა დიდი ცოდნა იმისა, თუ რა არის სასარგებლო და რა მავნე. გონება კი ყველაზე მაღლა დაფრინავს.

ის, ვინც იყო ახალგაზრდა და ძლიერი, მეგობართათვის საამაყო, დადიოდა თავაწეული და ჰქონდა მოქნილი სხეული; იყო დილის ცისკარზე მშვენიერი, გაზაფხულის ყვავილივით თვალწარმტაცი მამაკაცთა შორის, რომლისკენაც მიმართული იყო ყველას მზერა; ვის საგმირო საქმეებსაც ადიდებდნენ, ვინც საჭურველასხმულ არესს ჰგავდა; ვინც ასპარეზზე საუცხოოდ ერკინებოდა მხეცებს, მთებში კი მათ დიდებას ეცილებოდა. ვისაც იზიდავდა ნადიმები და მდიდრული ვახშმები, ვისი სტომაქიც ხმელეთიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან იღებდა შესაწირს - ის ახლა დანაოჭებული და მიხრწნილია. ყოველივე დაჭკნა, მოვიდა სიბერე და სილამაზეც განქარდა. სტომაქმა სამსახურზე უარი თქვა, ამ ადამიანის მცირედი ნაწილი კიდევ ცოცხლობს, უდიდესი კი უკვე სამარეშია.



ვინც ქედმაღლობს განსწავლულობით, ოცნებობს თავისი კეთილშობილებისთვის შესაფერის მდიდრულ განსასვენებელზე, ან იმაზე, რომ მანაც შეძლოს საკუთარი სისხლით დაწეროს მომცრო გრაგნილები; ვინც ქალაქებში გაითქვა სახელი თავისი რჩევების შეუვალობით, ვის შესახებაც ყველა ლაპარაკობს; ვინც შეაგროვა უთვალავი სიმდიდრე და გონებაში კვლავ მის გამრავლებაზე ფიქრობს; ვისაც, მაღალ ტახტზე მჯდომს, აღაფრთოვანებს მისთვის ჩაბარებული სასწორი მართლმსაჯულებისა; ვინც მეწამული სამოსითა და შუბლზე დიადემით მეფობს ამქვეყნად, მას არად მიაჩნია ზეცა, თავად მოკვდავი უკვდავების იმედით არის აღზევებული.

-ეს ყოველივე ახლა ხდება; მაგრამ გაივლის მცირე ხანი და მისგან მხოლოდ ნეშტი დარჩება; მონები და კვერთხის მპყრობელნი, დაქირავებულნი და სიმდიდრით გაამაყებულნი - ყველა გათანაბრდება, ყველასთვის იარსებებს ერთი წყვდიადი, ერთი სავანე, ხოლო ამპარტავანთ დარჩებათ ერთი უპირატესობა: მათ უფრო ხმამაღლა დაიტირებენ - განსასვენებელიც უფრო მდიდრული ექნებათ და მათი საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა უფრო გამძლე გამოდგება.

ადრე თუ გვიან ყველა მოკვდავს ერთი ხვედრი ეწევა, ყოველი მათგანისგან საბოლოოდ დარჩება ოდენ მყიფე, სანახევროდ გახრწნილი ძვლები და შიშველი თავის ქალა.

დასრულდა (მდიდართა) ფუფუნება; მაგრამ აღარც ღატაკთ აწუხებთ ჯაფა, სახადი, სიძულვილი, ახირება, მეტის შეძენის სურვილი, დაუოკებელი თავხედობა. ყველაფერი მიცვალებულებთან ერთად მოკვდა, დასრულდა.... იმ ჟამამდე, სანამ აღმდგართა გზას არ გაუყვება.

ამ ყოველივეს მხილველნი თქვენ ხართ, შვილნო ჩემნო (მე შემიძლია ასე მოგმართოთ, რაკი ამქვეყნად თქვენზე დიდხანს ვიცხოვრე), ამიტომ ისმინეთ ჩემი რჩევები: უარვყოთ მთელი ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამსოფლად შფოთავს, რითაც გვხიბლავს მიწიერი ხელმწიფე - ეს მტაცებელი სხვისი საკუთრებისა, მავნებელი და კაცთა მკვლელი, განვუდგეთ სიმდიდრეს, დიდებას, პირველმჯდომობას, სახელოვან ჩამომავლობას, წარმავალ ბედნიერებას; რაც შეიძლება სწრაფად გავიქცეთ ზეცად, სადაც სამების აღუწერელი ნათლით ბრწყინავს ულევი მშვენიერება. სხვები, დაე, სათამაშო ქვებივით ცვიოდნენ აქეთ-იქით და სიამოვნებაც ჰპოვონ ამგვარ დაცემაში, ან სქელი საბურავით დაიბნელონ თვალები და კედელზე ხელის ცეცებით მიჰყვნენ ურთიერთს!




წიგნიდან: სიტყვა ნუგეშისცემისა
მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია




საქართველოს მომავალი შვიდი სასწაული.

გია მამალაძე

georoyal.ge გილოცავთ ახალ წელს, და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ოჯახებში სიმშვიდეს, ხვავსა და ბარაქას, გამრავლებას და მტერზე გამარჯვებას - ოკუპირებული მიწების დაბრუნებას!

ღმერთმა ხელი მოგვიმართოს 2014 წელს და საერთოდ მომავალში ქართველებს!

ეს წერილი დაიწერა წლების წინ, გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" რედაქტორის თხოვნით (მაშინ იქ ვმუშაობდი) და საახალწლოდ გამოქვეყნდა.

ყველა ქართველს გვაქვს მსგავსი ოცნება, მოდი წარმოვიდგინოთ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს მომავალი. წერილს გთავაზობთ მცირე ცვლილებით.

გ. მ.

დღეს წარმოვიდგინოთ როგორი გვინდა იყოს საქართველო მომავალში. ხვალიდან ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დიდი მომავლისათვის.

ჩვენი წარმოსახვა, ოცნება, უფრო სწორად, მიზანი, მხოლოდ ჩვენი ფანტაზიით არ არის შექმნილი. საქართველოზე არსებულმა წინასწარმეტყველებებმა, გადმოცემებმა, თქმულებებმა, რაც მთავარია ჩვენმა სურვილმა, ოცნებამ, მოგვცა საშუალება დღევანდელი იმედიანი წერილის დაწერისა.

რასაც ახლა წაიკითხავთ მარადიული მიზანია ქართველობისა. ამ მიზნით უნდა გავზარდოთ შვილები და შვილიშვილები.


მომავლის წარმოდგენა:
სასწაული პირველი:

(და ეს არის უმთავრესი პირობა სხვა სასწაულთა მოხდენისა, ეს, ერთგვარად, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, თუ მოვინდომებთ, უსათუოდ მოხდება ღვთის მადლით):


ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიხსენა, რომ მართლმადიდებელია და დაიწყო ეკლესიურად ცხოვრება. ყოველი ქართველი დაადგა მონანიებისა და სიყვარულის ჭეშმარიტ გზას...
ამან გამოიწვია არნახული აღორძინება ქვეყნისა.

შეწყდა ძარცვა, ქურდობა, ბანდიტობა, მკვლელობა, ნარკოტიკების გასაღება, აღმოიფხვრა კორუფცია. ამან გამოიწვია ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა. გამოსწორდა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ოჯახები მოღონიერდა, ხალხს გაუჩნდა საშუალება დაავადებებთან ბრძოლისა, სახლის, კარ-მიდამოს მოწყობისა, შვილებისათვის კარგი განათლების მიცემისა...

სასწაული მეორე:

ქართველებს გაახსენდათ, რომ აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო, და ამ გზაზე, ასევე, გაგვახსენდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება აღიარებს მონარქიულ წყობილებას. საქართველოში აღსდგა მეფობა და კონსტიტუციური, სახალხო სახით დადგინდა. საპატრიარქოში გაიზარდა პატარა ბაგრატიონი - საქართველოს ჭაბუკი მეფე. ქვეყანას ხელმძღვანელობენ მეფე და პატრიარქი, პარლამენტი და მთავრობა.

საკანონმდებლო ხელისუფლება, პარლამენტი დაკომპლექტდა ეროვნული და დემოკრატიული ძალებით, ნამდვილი კანონშემოქმედებით, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან საქართველოსთვის თავდადებაში, ხალხის სამსახურში.
აღმასრულებელი ხელისუფლება დაკომპლექტდა პროფესიონალი და პატიოსანი კადრებით. პოლიტიკურ პარტიებსა და, საერთოდ, ქართველებს შორის დამყარდა მავასხელობითი (სავალდებულო) სიყვარული.


სასწაული მესამე:

საქართველოს დაუბრუნდა დაკარგული ტერიტორიები. ახლა საქართველოს საზღვარი იწყება აზოვის ზღვასთან მდინარე ყუბანის შესართავიდან. საზღვარი მერე აღმოსავლეთისაკენ მიუყვება კავკასიონის წყალგამყოფ ქედს (დვალეთი რჩება საქართველოში), შემდეგ მდინარე აგრიჩაისაკენ უხვევს სამხრეთისაკენ (საქართველოში რჩება საინგილო), შემდეგ გაუყვება მდინარე მტკვარს აღმა (საქართველოში რჩება ძველი კამბეჩანის ნაწილი, მტკვრის მარცხენა სანაპირო).

მერე, ჩვენი სამშობლოს საზღვარი გაივლის ისტორიულ ქართლის საზღვარზე, ბამბაკის მთებზე (საქართველოში რჩება ლორე).

შემდგომ ამისა, საქართველოს საზღვარი გაივლის ჩრდილის ტბის სამხრეთით და მიემართება მდინარე არაქსისაკენ, როგორც ადრე იყო, გადაკვეთს მას და გადაუხვევს დასავლეთისაკენ. მერე კვლავ გადაკვეთს არაქსს და საქართველოს შემადგენლობაში ტოვებს აღმოსავლეთ ლაზეთს, კლარჯეთს, შავშეთს, ტაოს, კარულს (ყარსს), თორთუმს, ბასიანს, კარნუ-ქალაქს (ძველ დიაოხს - ახლანდელი არზრუმი და მისი მიდამოები), სპერს, ბაიბურთს, გემუშთენეს (ქალდიას).

აქედან საზღვარი მიემართება პონტოს მთების გასწვრივ და მდინარე თერმოდონთან ერთად უერთდება შავ ზღვას (საქართველოს შემადგენლობაში რჩება შუა და დასავლეთ ლაზეთი - ტრაპიზონი, კერასუნტი, კოტიორა).

საქართველოს ტერიტორია არის 150 000 კვ. კმ.

მეზობლებმა ისტორიული ქართული ტერიტორიები საქართველოს ნებაყოფლობით დაუბრუნეს. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ არაქართველთაგან (რუსები, ოსები, აზერბაიჯანელები, დაღესტნელები, სომხები, თურქები, ქურთები) ნაწილი გადასახლდა თავის ისტორიულ სამშობლოში, ნაწილი კი საქართველოში დარჩა და ბედნიერად ცხოვრობს.

სასწაული მეოთხე:

საქართველოში ირანიდან დაბრუნდა შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულთა შთამომავლობის დიდი ნაწილი. თურქეთის ქართველობის დიდი ნაწილი (ლაზები და მესხები), რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი თურქეთის ტერიტორიაზე, დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეებს, დიდ მესხეთსა და ტრაპიზონ-ქალდია-ლაზეთში.

საქართველოში დაბრუნდნენ 1921. 1945, 1992-2004 წწ. ემიგრირებულთა ოჯახები.
დაბრუნებულთა დიდი ნაწილი დაუბრუნდა წინაპართა სარწმუნოებასაც, მეორე ნაწილი კი ისლამს სწავლობს ქართულ ენაზე.

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქართველთა რიცხვმა იმატა და იმატა.

სასწაული მეხუთე:

ქართული ენა გახდა ძალიან პოპულარული მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყნებში ასიათასობით ახალგაზრდა ეუფლება რუსთველის ენას.

აფსუა-აფხაზებმა გაიხსენეს, რომ ქართველი აფხაზები მათი ყველაზე უახლოესი ნათესავები და მეგობრები არიან, აფხაზეთში და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სკოლებში ასწავლიან აფსართა ენის საფუძვლებს.
ქართულ სკოლებში ასწავლიან ქართული ენის დიალექტებისა და განშტოებების საფუძვლებს. ქართული სალიტერატურო ენა კიდევ უფრო გამდიდრდა და დიალექტ-განშტოებებიდან შემოსულ-დაბრუნებული სინტაქსით, ლექსიკით, შესაძლებლობებით.

დვალეთში და ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში), ასევე მთელ საქართველოში მცხოვრებმა ოსებმა გაიხსენეს, რომ მათი წინაპრების ერთი ნაწილი, დვალები, ქართველები იყვნენ, რომ მათში ქართული სისხლიც ჩქეფს ალანურთან ერთად, რომ ოსები და ქართველები საუკეთესო მეგობრები, მეზობლები და მოყვრები იყვნენ ისტორიულად.

დვალეთში, ჩრდილო ქართლში და საქართველოს სხვა რეგიონებში ისწავლება ოსური ენა. სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებლებში გახსნილია აფსარული და ოსური ფაკულტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამ საქმეში გამოირჩევიან თბილისის, სოხუმის, ცხინვალის, ქუთაისის, ტრაპიზონის, არზრუმის და სხვა უნივერსიტეტები.

საქართველოში მცხოვრები სხვა ყველა ეროვნების წარმომადგენლები დიდი პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს.

ქურთებმა, ოსებმა, აზერბაიჯანელებმა, აფსუებმა, ჩეჩნებმა, ინგუშებმა, დაღესტნის ერებმა, ჩერქეზ-ადიღე-ყაბარდოელებმა, ყარაჩაელებმა, ბალყარელებმა, ლათინურისა და კირილიცას მაგივრად, თავიანთი ენებისათვის ქართული დამწერლობა აირჩიეს, კერძოდ მხედრული. ქართული ანბანი გაცილებით უკეთ გამოხატავს ამ ენების ფონემების ბუნებასა და სიმდიდრეს.

ქართული სალიტერატურო ენა კიდევ უფრო გამდიდრდა და განვითარდა. გამდიდრდა ქართული ლიტერატურა ქართველი და ქართულენოვანი მწერლების ნაწარმოებებით.

სასწაული მეექვსე:

საქართველოს მეზობლად შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები:

ერთიანი ადიღე (ჩერქეზეთი), ბალყარეთი, ყარაჩაი, ოსეთი, ინგუშეთი, იჩქერია-ჩეჩნეთი, დაღისტანი... ეს სახელმწიფოები გახდნენ საქართველოს უახლოესი მოკავშირეები. შეიქმნა კავკასიის კავშირი. კავკასიის კავშირი საქართველოსთან ერთად გაერთიანდა ევროკავშირში ავტონომიური უფლებებით.

ამან გამოიწვია მკვეთრი ეკონომიკური აღმავლობა კავკასიის ქვეყნებში. განვითარდა მეცნიერება, კულტურა, სპორტი.

მსოფლიოში შეიქმნა იბერიელ ხალხთა კონგრესი, რომელიც იაფეტური ცივილიზაციის მემკვიდრე ხალხების დაახლოებას უწყობს ხელს.

სასწაული მეშვიდე:

მართლმადიდებლურად მოინათლა ძალიან ბევრი ადამიანი მთელ მსოფლიოში. საქართველოს მაგალითმა დაანახა მთელ კაცობრიობას ორთოდოქსული ქრისტიანობის ჭეშმარიტება. მსოფლიოს ხალხებმა გააცნობიერეს, რომ ღმერთისათვის ყველაზე მეტად მოსაწონი, მისაღები და ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა.

კაცობრიობა მიხვდა, რომ ქართველთა წარმატების, სილაღის, სილამაზის, ტალანტის, გადარჩენისა და აღორძინების აუცილობელი პირობაა თავდადება რწმენისათვის.

მსოფლიოში შეწყდა ომები, მკვეთრად იკლო კრიმინალმა, ხალხებმა ნათესავთშორისი ქორწინება აკრძალეს, კაცობრიობა ცდილობს იცხოვროს მორალურად, სექსუალური უმცირესობები ქრებიან, ახალგაზრდობა უმანკოებასა და პატიოსნებას ერთგულებს.

მსოფლიო შეიცვალა, იმიტომ, რომ ქართველებმა გაიხსენეს თავისი მისია და კაცობრიობას დაანახეს ჭეშმარიტი უფლის მეგობრის გზა.

http://georoyal.ge/?m=1000&id=2326

დღეს მხოლოდ თოვლი გვაქვს საჭმელად.))))

 



მეც მიჭამია თოვლი. (რომ მოვა კიდევ შევჭამ))))



ახალი წელი (1.01.2014)-თეოდორე გიგნაძე.

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

1887 წ. 31 დეკემბერი

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/ilia/ra_gitkhrat.htm

33ა - მჯერა ცა კავკასიონის..




ახალი წლის სიმღერები..




ქუჩის ბიჭები - ახალი წელი.





33ა- ახალი წელი




კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, წარმატებების , სიკეთის, სიხარულის ,ბარაქის და სიუხვის წელი ყოფილიყოს ეს წელი . სიყვარული თუ ღმერთია, დაე, ღმერთი იყოს ჩვენთან.




вторник, 31 декабря 2013 г.

გილოცავთ ახალ -2014 წელს.











 













გისურვებთ  სიხარულს, სიმშვიდეს, წარმატებებს , სულიერ და ფიზიკურ სიმხნევეს, ღმერთი იყოს თქვენი შემწე .დაესწარით ბედნიერად.







Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი.

Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი (ნაწილი 1)
http://www.youtube.com/watch?v=TcFVtPWpK3c


Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი (ნაწილი 2)
http://www.youtube.com/watch?v=G_arb4YwHTQ



Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი (ნაწილი 3)
http://www.youtube.com/watch?v=p9bP-x7ZzvQ






რა არის ასტროლოგია? (ერთსულოვნების სალონი 28.12.2013)