ღმერთი

ღმერთი

суббота, 5 января 2013 г.

ლენინიზმის ქვაკუთხედი.

აქვს თუ არა მომავალი ქვეყანას,
რომლის შუაგულში მოთავსებულია სასაფლაო და მუმია?

ოლგა კრავეცი.

კითხვა, რომელიც სათაურად გამოვიტანეთ, სულაც არ არის რიტორიკული, ანუ რომელიც არ ითხოვს პასუხს მისი აშკარა ჭეშმარიტების გამო. არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა აღნიშნა, ამჯერად უკვე 95-ე წლისთავი 1917 წლის მოვლენებისა, რომელსაც ისინი დიდ სოციალისტურ რევოლუციას უწოდებენ.

ამ დღეებში, ანუ 7 და 8 ნოებმერს უკვე ტრადიციად იქცა დისკუსიები ვ. ი. ულიანოვის (ლენინის) როლზე რუსეთის ისტორიაში, და კვლავ ლაპარაკობენ მისი მუმიის დასაფლავებაზე, რომელიც ჯერაც საქვეყნოდ არის გამომზეურებული წითელი მოედნის მავზოლეუმში.

ასე მაგალითად, მასმედიაში გამოჩნდა ცნობა, რომელშიც უწყებიან, საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მიტროპოლიტ ილარიონის რეაქციაზე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლის, РАЕН-ის აკადემიკოსის ვ. ლავროვის ინიციატივაზე, ლენინის შრომებს ჩაუტარდეს ექსპერტიზა მათში ექსტრემიზმის გამოვლენის თვალსაზრისით.

"ლენინიზმის ქვაკუთხედი... ეს არის სოციალური სიძულვილის გაღვივება და სოციალური კუთვნილების მიხედვით ადამიანთა არასრულფასოვნების პროპაგანდა. ლენინიზმი ეს არის სასურველი ეფექტის მისაღებად უკიდურესი ღონისძიებების დაშვების იდეოლოგია", - ნათქვამია ვ. ლავროვის მიმართვაში.

"ლავროვმა, ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა, ნათელი მოწმობები მოიყვანა ლენინის ექსტრემისტული და ტერორისტული შეხედულებების დასამტკიცებლად, რომელიც მას ოქტომბრის გადატრიალებამდე და მის შემდეგაც გამოუთქვამს. რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელმთავრო სინოდი გამოთქვამს იმედს, რომ ყოველივე ამის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტი "რევოლუციის ბელადის" გამონათქვამებსა და მოქმედებას ძალიან მალე მისცემს სამართლიან შეფასებას. ლენინის მოქმედება რუს ერს მილიონობით ადამიანის მსხვერპლად დაუჯდა", - ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის წერილში.

ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. როგორც უკვე ვთქვით, პერიოდულად მსჯელობენ ლენინის დაკრძალვის საკითხზეც. და ყოველთვის, როდესაც ეს თემა წამოიჭრება, მრისხანებითა და ბობოქრობით გამოხატავს თავის პროტესტს რუსი კომუნისტების დღევანდელი ბელადი გ. ზიუგანოვი, ხელისუფლება კი თითქოსდა ხალხის მღელვარებას ერიდება. თუმცა, გაუგებარია რომელ მღელვარებაზეა აქ ლაპარაკია, როცა ერში ლენინიზმის მიმდევარი თითქმის აღარ დარჩა, ხოლო ამხანაგ ზიუგანოვს ვკითხავდით - ისურვებდა თუ არა სიკვდილის შემდეგ მისი სხეული სახალხოდ, ასე დაუკრძალავად გამოემზეურებინათ? ვფიქრობ, არა, თუნდაც მისი ბალზამირებული სხეული იმავე მავზოლეუმში, "დიდი ბელადისა" და "მარადის ცოცხალი" კერპის გვერდით დაესვენებინათ.

რა თქმა უნდა, ლენინის სხეული მიწას უნდა მიბარდეს. ეს პოლიტიკური აქცია როდია, ეს უფრო ჰუმანური აქციაა. რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მიწას არ მიაბარო მიცვალებული და აქციო იგი ტურისტების დასათვალიერებელ ნიმუშად, ნამდვილად არაადამიანობაა. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა შედეგი არ ჩანს.

რაც შეეხება "სახალხო მრისხანებას" თუ "მღელვარებას", - სტალინიც გამოასვენეს მავზოლეუმიდან, მაგრამ ამას არავითარი ამბოხი არ მოჰყოლია. "ხალხთა ბელადს" კი დღესაც მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს და არა მარტო ხანდაზმულ მოქალაქეთა შორის.

თანაც ლენინის დაკრძალვაც კი მხოლოდ ნაწილია პრობლემისა. რუსეთის გულში, კრემლის კედელში, მოთავსებულია ყველაზე ელიტური სასაფლაო. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მავზოლეუმში დასვენებულ მუმიასთან ერთად, ეს ადგილი დემონურ ძალთა აქტიურობის ადგილიცაა. ამიტომაც არის, რომ ტოტალიტარული სექტების მრავალი მკვლევარი კომუნიზმს ამდაგვართა რიცხვს განაკუთვნებს. თუმცა, რუსეთის რეალიებს თუ გავითვალისწინებთ, ანუ მილიონობით დაღუპულ სიცოცხლესა და ეკლესიის უპრეცედენტო დევნას, თავისუფლად შეგვიძლია ეს მოვლენა სახელმწიფო მასშტაბის სატანიზმს განვაკუთვნოთ. სასაფლაოც, რომელშიც კრემირებული სახელმწიფო მოხელეები განისვენებენ, ქვეყნის შუაგულში მდებარეობს - რა არის ეს? ნეკრომანტიის კულტი ხომ არა, მიცვალებულებს რომ აღმერთებს?

იმის თქმა, რომ მოცემულ მემორიალურ კომპლექსს არაფერი აქვს საერთო რომელიმე რელიგიასთან, ასევე ათეიზმთან, რომელსაც სახელმწიფო მასშტაბით ქადაგებდნენ, ნიშნავს არაფერი თქვა და დაიდუმო ამ სატანურ მოვლენაზე. ლენინის მავზოლეუმი და კრემლის კედელში მოთავსებული სასაფლაო - ეს არის რუსეთის სატანიზმის ცენტრი. და როგორ შეიძლება განვითარდეს სახელმწიფო, რომელსაც მართლმადიდებლური ფესვები გააჩნია, თუკი მისი დედაქალაქის გულში სატანის საკერპე იმყოფება?

შესაძლოა ლენინის დაკრძალვის შესახებ მსჯელობა რეალურ სიბრტყეში არ გადადის იმის გამო, რომ არავინ აყენებს რაიმე რეალურ წინადადებას? მოდი, ავიღოთ საკუთარ თავზე ასეთი როლი. არც ისე დიდი ხნის წინათ, ერთ ერთმა უკრაინულმა ტელექარხმა აჩვენა ძველი რუსული დოკუმენტალური ფილმი იმის შესახებ, რომ მოსკოვთან ახლოს დაპროექტებულია მემორიალური კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზე კრემლის სასაფლაოს გადატანაც იგეგმებოდა. შესაძლებელია ეს უბრალო ჟურნალისტური ფანდი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ვარიანტი ავტორს სრულიად შესაძლებლად ეჩვენება. ლენინისა და მავზოლეუმის ასეთ კომპლექსში გადატანა სრულიად შესაძლებელია. ხოლო "მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის" თაყვანისმცემლებს თავიანთი კერპის თაყვანისცემა შესაბამის ადგილზეც შეეძლებათ. ასეთ ვარიანტზე ალბათ არც კრემლის კედელში "ჩამარხული" კომუნისტების ნათესავებიც იტყოდნენ უარს - ეს სასაფლაო ხომ უფრო რეჟიმული ობიექტია და მისი მონახულება არც ისე ადვილია, როგორც ჩვეულებრივი სასაფლაოსი.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფო დონეზე ღებულობენ გადაწყვეტილებებს, ნაბიჯი უნდა გადადგან, რომელიც ძალზედ წაადგება ჩვენს ქვეყნის მომავალ განვითარებას. ხოლო სასაფლაოსა და მუმიის დედაქალაქის ცენტრში ყოფნა რამდენად დამღუპველია, ხელისუფლებმა უფრო იციან, ვიდრე ამ წერილის ავტორმა.
*****************************


Мавзолей Ленина.


Сегодня поговорим про мавзолей Ленина. Мало кто знает, что гранитное сооружение, которое мы все можем сегодня наблюдать на Красной площади - это третий вариант мавзолея. До этого было две деревянные версия. Первую, совсем простенькую, соорудили ко дню похорон Ильича. Через несколько месяцев его заменили более основательной деревянной версией, которая и простояла почти пять лет.

Что касается самого факта нахождения Ленина на Красной площади сегодня, то моя позиция однозначная - его надо как можно скорее закопать. Можно как угодно относиться к личности Ленина, но никаких трупов в центре города быть не должно. Это просто какое-то средневековое варварство. Некрополь на Красной площади нужно ликвидировать. Сам мавзолей переделать под музей. Более того, из Кремля давно пора выгнать чиновников и президента. Кремль должен быть полностью открыт для людей, по стенам должны гулять туристы. Музеям Кремля очень не хватает помещений. Большинство ценнейших экспонатов пылятся в запасниках, так как их просто негде выставлять. Уверен, президенту и его администрации можно подыскать место и получше, а центр надо открывать для людей.

А сейчас хочу показать вам, как строили первые мавзолеи.

http://zyalt.livejournal.com/696284.html

пятница, 4 января 2013 г.

6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი.

ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეთერთმეტე

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.

2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.

3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.

4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.

5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.

7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.

8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.

9. ამიტომაც ეწოდა სახელად
ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-11.htm


ბაბილონი — ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგრსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.

*************

ბაბილონის გოდოლი, ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.
***********************



ხალხი იყო ერთ ენაზე მეტყველი .

თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.


აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.


ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.



******************

იოანეს გამოცხადება
თავი მეჩვიდმეტე

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;




15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm




ბაბილონი თუ თავისი მნიშვნელობით ნიშნავს არევას, აღრევას ანუ ერთი ენის არევით (რის შემდეგაც ადამიანებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს, რადგან ენა აერიათ და გაჩნდა სხვადასხვა ენები) გაჩნდა მრავალი ენები და  ერები,  ხალხმა უკვე მრავალი ენით (აზრით)(აურია) იწყო იგივე საქმის კეთება რაც იმ დროის ხალხმა გადაწყვიტა, როცა ქვეყანა ერთ ენაზე მეტყველებდა.  


თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.



*რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.


საინტერესოა , რა და  ვინ გაფანტავდა ადამიანებს, თუ მათთან ღმერთი იყო.


ანუ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანები უკვე თავიანთი აზრით შორდებოდნენ ღმერთს, რწმენას უზენაესის მიმართ და სურდათ ის ეკეთებინათ რაც მათ უნდოდათ,  საკუთარი სახელის დიდება, მე-ს მტკიცება. 

შემდგომში მრავალ ერში იჩინა თავი იგივე სურვილმა. იგივე სურვილმა ყველა ერი აცთუნა.ერთი ენით მეტყველი  ადამიანების  ღვთის საწინააღმდეგო საქმის კეთებამ_ ეშენებინათ ქალაქები(საქმეები) სახელის დიდებისათვის და ჭეშმარიტი ღმერთის უზენაესობა დაეიგნორირებინათ(დაშორდნენ ჭეშმარიტ ღმერთს)  მომავლაში ყველა ერში იჩინა თავი.  


*მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.


ბაბილონი ყველგან არის.შესაძლებელია, ჩვენს საკუთარ სახლებშიც იყოს-არის.



*შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.


ამ მეძავის დევიზია: აკეთე რაც შენ გინდა, , დიდებისთვის, ფულისთვის.
ის უბრალოდ გზას აცდენილი ადამიანი არ არის. ის არის ადამიანი რომელიც სხვებს აცთუნებს. ის მოქმედებს აბსოლუტურად შეგნებულად. ის არ ცდება, მან იცის რა უნდა და ყველაფერს იზამს მიზნის მისაღწევად. ის გრძნეულია_მან იცის როგორ გააღვიძოს დიდების სურვილი ადამიანში ან მან იცის რომ ეს სურვილი უმრავლეს ადამიანში ცთუნების გზაა.  მას რომ გავლენა აქვს მსოფლიოს მეფეებზე , რაც მას მსოფლიოს მეფეების მეფეთა ტიტულს აძლევს, ეს იმას ნიშნავს რომ  ყველა ერში ყველა ენით საკუთარი სურვილი უფრო მაღლა დააყენეს ადამიანებმა. მასთან ყველა ერმა იმეძავა. ანუ ყველა ერში უკვე ყველა ენაზე ხდება ვითომ შიშის-წინდახედულების  გამოხატვა ( რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.) თანდათან გამრავლებულ, უკვე სხვადასხვა ენაზე მეტყველ ხალხებში რა მხრივ  გამოვლინდა იგივე სურვილი ? მხოლოდ ყველაზე ლამაზი ქალაქების შენებით? ყველაზე მაღალი შენობების აგებით? თუ, უკვე საკუთარი თავის, (ქალაქების), გაღმერთებით ან სხვადასხვა ღმერთიანობით, კერპთაყვანისმცემლობით და სხვადასხვა რელიგიებით?

თუ ერთი ენა იყო და ღმერთმა ეს ერთი ენა აურია , გაჩნდა მრავალენიანობა. მრავალენიანობას მოჰყვა მრავალღმერთიანობა. ანუ, ადამიანებმა თუ ერთ დროს ერთ ენაზე აურიეს სწორ გზას, მომავალში ადამიანები მრავალ ენით( მრავალ ერში) ურევდნენ ჭეშმარიტ გზას. ურწმუნოების შეგნებულად დანერგვა არის  მეძაობა. მაგრამ  ეს მეძავი მხოლოდ მეძავი არ არის, ის მკვლელია ჭეშმარიტი მორწმუნეების. ესეიგი, სურვილის მიღწევის საშუალებად მოკვლაც გამოიყენეს . ვინც შეეწინაარმდეგება მას კლავს, რადგან კვლავ გააგრძელოს სხვებისათვის გზის არევა, ცთუნება. ურცხვი მკვლელი მეძავი, რომელიც არასოდეს მოინანიებს. 



* და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.

ბოლო იმპერია ყველა ენაზე და ერზე ბატონობს, როგორც სჩანს  დედამიწის მრავალენოვან მცხოვრებლებს  კვლავ ერთი-საერთო  აზრი უჩნდებათ . 



* ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

*ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.


მაგრამ ბოლო მხეცს უკვე ბაბილონი არ სჭირდება, რადგან  მსოფლიო ცთუნებულია , მაცდურმა ამოწურა მისია.
რით გამოჩინონ ადამიანებმა თავი?

მხეცი უკვე თვითონ ბატონობს ყველა ენასა და ერზე. მის ხელშია სადავეები. მრავალი ერების(ენების) თავის გამოჩენის სურვილი ერთიანდება ერთ აზრში , ერთ სურვილში, ამიტომ, მთავრდება  დრო სხვადსხვა ერებში თავის გამოჩენის  სურვილის. მთავრდება დრო მრავალენიანობის ანუ სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ღმერთების აღიარების, მრავალღმერთიანობის. მეძავი ბაბილონის სიკვდილის დროა. 
დრო მოდის მრავალენაზე ერთღმერთიანობის აღიარების. მაგრამ ვინ იქნება ის ერთი ღმერთი , ახალი ღმერთი , ახალი ხატი? ვის აქვს სურვილი დედამიწაზე იყოს ღმერთი  და ვინ არის ის წინასწარმეტყველი ვინც ამ მიწიერი ღმერთის(სამეფოს) ,,სასუფეველს’’ იქადაგებს.


იესომ იქადაგა ჭეშმარიტი ღმერთი და ცათა სასუფეველი.



ცრუწინასწარმეტყველი მოვა და იქადაგებს დედამიწის მებატონის, ღმერთის, სამეფოს კეთილდღეობას. სწორედ ამ მებატონისაგან  ზურგგამაგრებული გაბედავს  ის ატყუოს ადამიანები იწამონ ახალი ერთი ღმერთი და ახალი  ერთი ხატი, თუმცა მას სასწაულების მოხდენის ნიჭიც აქვს. გიპნოზი? ფოკუსი?

..............


1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html





სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში.

http://www.patriarchate.ge/?action=patriarqi

****))))))))))))))))))))))****



ყვავილები.II











четверг, 3 января 2013 г.

ქართველების წარმართობა.

§ 1. ქართველთა წარმართობის წერილობითი და ზეპირი წყაროები
§ 2. ღვთაებათა უფროს-უმცროსობა ხალხური თქმულებების მიხედვით
§ 3. მნათობთა თაყვანისცემა: წმ. გიორგის ქართველთა რწმენაში
§ 4. მნათობთა თაყვანისცემა: მთვარის თაყვანისცემის ქართული წესების შედარებითი შესწავლა
§ 5. მნათობთა თაყვანისცემა: მორიგე-კრონოსი და განაყოფიერებისა და შვილიერების მფარველი ღვთაება კვირია
§ 6. მნათობთა თაყვანისცემა: ტაროსის ღვთაება ვობი
§ 7. მნათობთა თაყვანისცემა: ჯიმაღი
§ 8. მნათობთა თაყვანისცემა: ღმერთი
§ 9. ბუნების გაღმერთება: ნადირთა და მონადირეობის ღვთაებანი: -ანატორი, ოჩოპინტრე და ბოჩი
§ 10. ადგილის დედოფალი და დედამიწა
§ 11. ხეთა მსახურება და მცენარეულობის ღვთაება
§ 12. ავი სულები
§ 13. კოპალა
§ 14. ქართული წარმართობის ძველი და მერმინდელი, საკუთარი და უცხო ელემენტების პრობლემისათვის
§ 15. ქართული წარმართული პანთეონისათვის
§ 16. ქართული წარმართული პანთეონის უფროსი ღვთაებანი: მნათობ-ღვთაებათა შვიდეული
§ 17. მნათობ-ღვთაებათა შვიდეულის შემადგენლობა და სახელები.

http://www.amsi.ge/istoria/ij/qei1/T2.html

среда, 2 января 2013 г.

Leonard Cohen - Hallelujah.



5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.


18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm

გამოდის, რომ ეს ქალი-ქალაქი არის მსოფლიოს მეუფე, მას ემორჩილებიან ქვეყნის მეფეები.


ხოლო, როცა მერვე მხეცი მოვა , ის დაამხობს მსოფლიოს მეუფე ქალ-ქალაქს(რომელიც მას ზურგზე აზის),რადგან ეს მხეცი უნდა გახდეს ერთპიროვნული მმართველი.
 
მხეცი მოიშორებს ბაბილონს და თვითონ ხდება დამოუკიდებელი ბრძანებელი.



ვინ არის ბაბილონი უფალი გვეუბნება; ქვეყნის მეფეების მეუფე, მდიდარი გრძნეული მეძავი(შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი) .

მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით.................

24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm

მდიდარი , ვაჭარი და მეძავი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ წმიდათა და იესოს მორწმუნეთა მკვლელი არ იყოს.

ვინ კლავდა წინასწარმეტყველებს, წმიდებს  და ქრისტეს მორწმუნეებს?”_
კერპთაყვანისმცემლები (წარმართები), ფარისევლები(ცრუმორწმუნეები) ანტიქრისტიანული რელიგიები (ისლამი და სხვა ) , ათეიზმი და სხვა.

თუ, მხეცმა  წმიდათა და  იესოს მოწამეთა მკვლელი უნდა გაანადგუროს , ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ის  სწორედ კერპთაყვანისმცემლებისაგან, ფარისევლებისაგან, ათეიზმისაგან(ეს უკვე დამხობილია_ცოტა ხანს იყო.) და ანტიქრისტიანული რელიგიებისაგან   გაანთავისუფლებს მსოფლიოს.  უფლის ნებით მოხდება, მათი დამხობა(დაჭერა, ძალაუფლების ჩამორთმევა, განადგურება) , ეს ნიშნავს რომ არაფერი  იქნება დამალული და  ღიად წარმოდგება უკვე ძლიერი სისტემა.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული კერპთაყვანისმცემლობაც  აგრძელებდა არსებობას, მაგრამ არა ძველებურად ძალაუფლების მქონე. სამაგიეროდ, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ქრისტიანობის მტერი ანტიქრისტიანული რელიგია _ისლამი დაწინაურდა. ისლამური იმპერიების მზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამუდამოდ ჩაესვენა, მაგრამ რელიგია მაინც ატარებ(ს)და ფანატიკურ სურვილს გამხდარიყო მსოფლიო რელიგია. (ესეც კრახით სრულდება)  ბოლო  ისლამური იმპერია იყო ოსმალეთის იმპერია, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მალე გამოჩნდა ახალი მხეცი _ათეისტური იმპერია-სსრკ_ ანტიქრისტიანული მძლავრი სისტემა, რომელიც საბოლაოდ დაემხო 1991 წელს. ესეიგი, რუსეთი დაბრუნდა ქრისტიანულ ორბიტაზე. ეს საბოლაოდ ასამარებს ისლამის ფანატიზმს გახდეს მსოფლიო რელიგია, რადგან ქრისტიანული სახელმწიფოები გაქრისტიანებული რომის იმპერიის მემკვიდრეები არიან, ქრისტიანული სამყარო (რუსეთი, ევროპა, ამერიკა) არასოდეს დაუშვებს მათზე ისლამის გაბატონებას. რუსეთის ქრისტიანულ ორბიტაზე დაბრუნებამ საბოლაოდ დაუსვა წერტილი ისლამის ფანატიზმს.
ანუ, ქრისტიანების მკვლელი ისლამი მოთოკილია ან მიმდინარეობს მისი მოთოკვა, ქრისტიანების მკვლელი ათეიზმი როგორც სისტემა განადგურდა.
მაგრამ რადგან ისლამი მოითოკა(მოითოკება) და ქრისტიანობა კი წამყვანი რელიგია რჩება (დარჩება) მსოფლიოში , ვიღაცას სურვილი აქვს იყოს ქრისტიანობის რელიგიური ლიდერი, თუმცა ის ამას პოლიტიკურად ზურგამაგრების გარეშე ვერ შეძლებს.  მან  მონაწილეობა უნდა მიიღოს ქრისტიანობის სამი მიმდინარეობის გაერთიანებაში ან დანარჩენი ორი მიმდინარეობის მიმდევართა მკვლელობაში რათა ლიდერობას მიაღწიოს. გამოდის რომ ფარისევლობასთან (ცრუქრისტიანობასთან) გვაქვს საქმე. ანუ ეს ლიდერობის მსურველი  ცრუქრისტიანი  პირველობისთვის თვით ქრისტიანების მოკვლაზეც არ იტყვის უარს (ან უკვე სჩადიოდა ამას).
ათეისტური სისტემა დამხობილია, ისლამური იმპერიები და ასევე ისლამი(ასევე სხვა არაქრისტიანული რელიგიები) როგორც რელიგია პირველობას ვერ მიაღწევს,  დარჩა დასამხობი ცრუქრისტიანობა. ცრუქრისტიანობის ლიდერის დამხობა უნდა მოხდეს. ეს იქნება ბოლო ნიშანი ბაბილონის დამხობის  და მხეცის გამოჩენის.
ათეისტური სისტემის , ანტიქრისტიანული რელიგიებისა და ცრუქრისტიანობის დამხობა არ ნიშნავს იმას, რომ მას მერე ერთი,, ცალი’’ ათეისტი, მუსულმანი თუ სხვა რელიგიის მიმდევარი ან ცრუქრისტიანი არ დარჩება ქვეყანაზე. არა. უბრალოდ როგორც მძლავრი სისტემა ისინი ვერ იარსებებენ.
ცრუსქრისტიანობის მძლავრი სისტემა პოლიტიკურად ზურგაგმაგრებული გავლენიანი სისტემაა. მაგრამ მხეცის მოსვლა როგორც სჩანს მასაც წაართმევს ძალუფლებას.(დაასუსტებს როგორც პოლიტიკურად ასევე რელიგიურ გავლენასაც წაართმევს) არ გამიკვირდება რომ ამ სისტემის ლიდერი მოკლე ხანებში ან დაიჭირონ ან თანამდებობიდან გაანთავისუფლონ ბრალდებით_ამ სისტემის ცოდვების აღნუსხვით, ან, ეს სისტემა უბრალოდ, საბოლაოდ გააუქმონ. ეს თუ მოხდა მართლა, მაშინ მცირე იქნება დრო მხეცის მოსვლამდე. დავაკვირდეთ.

ვთქვათ ისიც, რომ არც ცრუქრისტიანული სისტემა , არც ისლამური იმპერიები და არც ათეისტური სსრკ არ არის მხოლოდ, ის ბაბილონი რომელშიც წინასწარმეტყველთა და მსოფლიოში ყველა მოკლულის სისხლი შეიძლება იპოვებოდეს, რადგან წინასწარმეტყველების მოკვლა ქრისტეს მოსვლამდეც ხდებოდა. მაგ, იერუსალიმს უწოდებს უფალი წინასწარმეტყველთა მკვლელს, ქრისტე ამბობს რომ შურსიძიებს დედამიწაზე პირველი მოკლულის აბელის გამო. 
ბაბილონი - ანტიღვთიური -მეძავი ქალი  ქრისტიანობამდელი კერპთაყვანისმცემელი იმპერიების ზურგზეც იჯდა , ამიტომ მას ღრმა ფესვები აქვს. ბაბილონის ცოდვის ფესვები უნდა გაშიშვლდეს, ანუ, მისი ცოდვები დასაწყისიდან აღინუსხება , გახდება ხილული (თანდათან უფრო ჩავწვდებით მის ცოდვებს).

წარმოიდგინეთ, ზიხართ მიწაზე და თქვენს ფეხებთან მიწა იშლება , თქვენ კი შიშით უკან იხევთ რომ არ ჩაყვეთ მიწის ჩაშლას...........



ბაბილონი გრძნეულებით აცდუნებდა ადამიანებს,
23. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm

მაგრამ მას მერე როცა ბაბილონი დაემხობა, ცრუწინასწარმეტყველი აცდუნებს დედამიწის მკვიდრებს და ამ სასწაულებით ის მიაღებინებს ადამიანებს მხეცის ნიშანს.

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm


რა განსხვავებაა დედამიწის ჩაყლაპვასა და დედამიწის მცხოვრებთა ორ ბანაკად გაყოფას შორის?
ის, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები არ მოექცევა ერთ სისტემაში , მაგრამ ერთ მხარეს იქნება ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი სისტემა, ხოლო მეორე მხარეს უიარაღო,  საკუთარ სულიერ და გონებრივ შესაძლებლობებზე  დამოკიდებული მორწმუნე ადამიანები.
თუმცა უფალი თანმიმდევრულად დასჯას აწარმოებს კერპთაყვანისმცემლების,(ფულის, ოქროს და სხვათა მოყვარულებს) იმათ დასჯას, ვინც არ მოინანა.

ბოლოს  ბაბილონი უკვე არ ებრძვის უფალსა და მის მორწმუნეებს , რადგან ის დამხობილია.  მხეცი კი ბატონობს მსოფლიოზე.


რა დარჩა, მხეცის საცეცი _სურვილი საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი, დაიდგას ტახტი არ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს რომ  მართლა მოხდეს ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა მიხვდნენ სად უნდა იდგნენ, სად და  როგორ იმოქმედონ ანუ , ისინი უნდა მიხვდნენ როგორ შეაჩერონ მსოფლიო სიტემა აქ გაბატონებისაგან დევიზით: საჭირო დროს და საჭირო ადგილას.


მამა გაბრიელი.
,,ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

http://ka.wikipedia.org/wiki/მამა_გაბრიელი
*********************************


ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.

მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.

ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.
***
ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.

***

 სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.

და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.


***

დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.


***
მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.


***
მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

***************************


23. იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-14.htm

???
***************************


1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html

вторник, 1 января 2013 г.

მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება.



რას ნიშნავს რელიგიური ფუნდამენტალიზმი?

მერაბ ღაღანიძე - ფილოლოგი,თეოლოგი, ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი. ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და ესეები ლიტერატურის და რელიგიის შესახებ. არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის და 5 წიგნის ავტორი.

ნინია კაკაბაძე - უკანასკნელი დღეების განმავლობაში ერთგვარი “რელიგიური ომი” მიმდინარეობს. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა არ იქნება, ამა თუ იმ ადამიანის განცხადებები, პასუხები და ა.შ. სჯობს პროპბლემაზე ვისაუბროთ და ვტქვათ არსებობს თუ არა ეს პრობლემა? დღეს ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოში ჩნდება რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფრთხე. პირველ რიგში განვმარტოთ, რას ნიშნავს რელიგიური ფუნდამენტალიზმი?

ზურაბ კიკნაძე - ვფიქრობ რომ ფუნდამენტალიზმს აქვს ერთი კეთილი, ანუ დადებითი მხარე ის, რომ ყოველი რელიგია და ყოველი მოძღვრება უნდა ემყარებოდეს ფუნდამენტს. თუ ეს ფუნდამენტი მოიშალა, გაქრება ყველაფერი და ტრადიცია აღარ იქნება. თუკი ამ ფუნდამენტს რაიმე დააკლდა რომელიმე ეპოქაში, მომდევნო ეპოქაში, კიდევ სხვა რამ დააკლდება და მთლიანად მოიშლება. ყოველი რელიგია ცდილობს, რომ ეს ფუნდამენტი, კერძოდ მე ახლა ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე ვლაპარაკობ, დაემყაროს პირველ წყაროებს, სახარებას, ახალ აღთქმას, შემდეგ წმინდა მამების სწავლებებს და ცდილობს რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნოს დღემდე. შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი ახლა მოძველებულია, მაგალითად, რჯულის კანონში უამრავ რამეა ისეთი, რომლის შესრულება ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია, მას შეიძლება სწამდეს რომ რაც იქ წერია, ისე უნდა გააკეთოს, მაგრამ დღევანდელი ადამიანი არ არის ამისთვის მომზადებული, საზოგადოებაა სხვანაირი... მაგრამ ადამიანი ცდილობს რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნოს და ამას დაეყრდნოს. რა თქმა უნდა ეს კოლიზიაში მოდის საზოგადოებასთან, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალ ისტორიას ვარქმევთ და ახალი პროცესი იწყება. მაგალითად, სეკულიარიზაციის პროცესი, როდესაც სახელმწიფო გათავისუფლდა ეკლესიისგან, საზოგადოების დიდი ნაწილი ურწმუნოებათ და მორწმუნეებათ დაიშალა, არიან აგნოსტიკოსები, არიან ათეისტები... რევოლუციამაც დიდი როლი ითამაშა, თუმცა რუსეთის საზოგადოება მომზადებული იყო იმისათვის რომ სეკულიარიზაციის პროცესი წინ წასულიყო, ეს დღემდე მოდის და დაწყებულია. ვფიქრობ რომ როდესაც სეკულიარიზაციის პროცესი ბოლომდე მივა ჩიხში, შემდეგ შეიძლება დაიწყოს საკრალიზაციის ახალი მომენტი - უკვე სხვა საფუძვლებზე. ეს ჩვენს თაობას შეიძლება ვერ მოესწროს. სეკულარიზაციის ბოლომდე მიყვანამ შეიძლება გამოაჩინოს კიდევ ახალი რესურსები ადამიანის ცნობიერებაში, ის რელიგიური ჭეშმარიტებები რაც ახლა მიუღებლად და შეუსრულებლად გვეჩვენება შესაძლებელია გახდეს მისაღები და შესრულებადი. დღევანდელ ადამიანს ბევრი რამის შესრულება არ შეუძლია.

ფუნდამენტალიზმს მეორე მხარეც აქვს, რომელიც სხვა რამესთანაა დაკავშირებული, შეიძლება ტერორიზმთანაც კი, ანუ იდეოლოგიური ტერორი ადამიანის ცნობიერებაზე. ამ სახის ფუნდამენტალიზმი, რა თქმა უნდა დასაგმობია და ამას უნდა შევებრძოლოთ. ამ სახის ფუნდამენტალიზმი ცდილობს, რომ გავრცელდეს ყველაზე და ერთადერთ ჭეშმარიტებად მაშინ, როდესაც სხვა მხარეს სხვა ჭეშმარიტებაა. საერთოდ ჭეშმარიტება არის რწმენაზე დაფუძნებული, მე თუ ფუნდამენტალისტი ვარ და ჩემს რწმენაზე ვაფუძნებ ჩემს მოძღვრებას, თავზე მოგახვევთ, თქვენ კი თქვენი რწმენა გაქვთ და თქვენც შეგიძლიათ მოგვახვიო. ეს არის რელიგიური ომი, რაც კულტურათა ომს გულისხომბს. ერთ ერში შეიძლება ორი კულტურა არსებობდეს, ერთია ფუნდამენტებზე დაფუძნებული რელიგიური კულტურა, მეორე თავისუფალი. ორივეს აქვს გამართლება და ორივე უნდა არსებობდეს, რადგან ადამიანი ისეთი არსებაა რომელმაც ყველაფერი უნდა გამოცადოს, ბოლომდე უნდა მივიდეს ამ თავის ურწმუნოებაში და სეკულარიზმში.

ნ.კ.- სეკულარიზმი ურწმუნოებასა ნიშნავს?

ზ.ბ.- არა ურმწმუნოებას არა, ეს თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ შემდეგი შესაძლებელია ამ თავისუფლებამ ძალიან ცუდი როლი ითამაშოს - გაჩნდეს ნიჰილიზმი, ეჭვები, უიმედობა და ა.შ. სეკულარიზმის დევიზი არის - ყველაფერი დასაშვებია. ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, არის ყველაფერი დასაშვები? ყველაფერს ვერ დავუშვებთ.

ნ.კ.- შემდეგ კითხვას ბატონ მერაბს დავუსვამ. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საქართველო აირს სეკულარული სახელმწიფო? რა პროცესში ვართ ახლა?

მერაბ ღაღანიძე - პირველ ყოვლისა ორ სიტყვას დავამატებ ფუნდამენტალიზმის შესახებ და ისე მივალ, სწორედ ამ კითხვასთან. ფუნდამენტალიზმი პირდაპირი და აკადემიური განმარტებით ნიშნავს რელიგიური ტექსტის საღვთო წერილის პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას, რომელიც ისტორიულად უნდა ვთქვათ რომ არც მართლმადიდებლურ და არც კათოლიკურ სამყაროში არ აღმოცენებულა. ეს არის უფრო პროტესტანტიზმისთვის ჩვეული, როდესაც ადამიანი იღებს ბიბლიას, ბიბლიურ წიგნს, გადაშლის, კითხულობს, იძლევა თავის ინტერპრეტაციას და მიაჩნია რომ ბიბლიაში ასე წერია. თუმცა ჩვენ ისტორიულად ვიცით, რომ სწორედ ეს საეკლესიო ტრადიციაში ქრისტიანობის მრავალ საუკუნოვან განვითარებაში, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებოდა ეს ტექსტი და ის იყო სწორედ გაშუალებული ეკლესიის თავისუფალ სივრცეში. სწორედ ქრისტიანული, მრავალსაუკუნოვანი კულტურის ტრადიცია იძლევა საშუალებას და ყოველთვის იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ საკითხზე ყოფილიყო პოლემიკა. ჩვენ ვიცით დოგმების შედეგები და დოგმის შედეგად რა გამოცხადდა ქრისტიანობისთვის აუცილებელ ჭეშმარიტებად, მაგრამ ეს ჭეშმარიტება ხომ ყველა ბრძოლის შედეგი იყო, თავად ეკლესიაში დაწერილა არა ერთი ნაშრომი, წარმოთქმულა არა ერთი ქადაგება, გამოთქმულა არა ერთი თვალსაზრისი, რომელიც სწორედ თავისუფალ სივრცეში მიდიოდა და ეკლესია იძლეოდა ამ თავისუფალი აზრის განვითარების საშუალებას, როგორც აღმოსავლეთში ისე დასავლეთში, ალბათ ისტორიული მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს, და არც არის საჭირო, თუ რამდენად მწვავე იყო ხოლმე უმთავრეს თეოლოგიურ საკითხებზე დისკუსია. კიდევ ვიმეორებ აღმოსავლეშშიც და დასავლეთშიც. ასე რომ ეკლესია იძლეოდა ნებისმიერი აზრის შესახებ მსჯელობისათვის თავისუფალ სივრცეს.

დღეს არის თუ არა ასეთი სიტუაცია ამაზე, ალბათ, ჩემი კომენტარი და განმარტება არ არის საჭირო, რამდენადაც ხედავთ რა სიტუაცია არის დღეს. მაგრამ მე ამ საკითხის სხვა კუთხეს წარმოვაჩენდი, რაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს გასაგებს ხდის იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. კომუნისტური ეპოქის დამთავრების შემდეგ და კომუნისტური იდეოლოგიისაგან გათავისუფლების შემდგომ, ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება რელიგიურ იდეოლოგიური შიმშილის განცდა. ყველაზე დიდ რელიგიათმცოდნე მირჩე ელიადისი ამბობდა, რომ ყველა ადამიანი თავისი არსით, არის რელიგიური (Hომორელიგიოს). ავიღოთ ეს, როგორც მოცემულობა - თუ ადამიანი არის რელიგიური არსება, ის ეძებს ამ რელიგიური წყურვილის დაკმაყოფილების საშუალებას, ეს ერთი. შევხედოთ მეორე მხარეს, ქართულ საზოგადოებაში ადამიანი იყო რელიგიური არსება, ჩვენი მშობლების თუ ბაბუების თუ პაპის პაპების თაობა ამ რელიგიურ წყურვილს, თუნდაც კომუნისტურ იდეოლოგიაში იკმაყოფილებდა, ეს ერთი. ეს შიმშილი არის დღესაც და სად არის ამ შიმშილის დაპურების საშუალება დღეს?! გაიხედა დღევანდელმა ადამიანმა, მითუმეტეს ახალგაზრდამ, რომელიც თავისუფალია კომუნისტური იდეოლოგიისგან, ხედავს ეკლესიას, სადაც არის ამ საზრდოს მოპოვების საშუალება. ასევე დღეს ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეროვნული ფასეულობები, რაც არ უნდა თქვან, მე მგონია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ყველა ასაკისათვის, არის ღირებული და განმსაზღვრელი. მე არ მჯერა იმ თეორიების რომ საქართველოში არის ფენა ადამიანების, რომელსაც უნდა საქართველოს განადგურება და ეროვნული ტრადიციების მოსპობა, ამას მე ვერ დავიჯერებ არ მაქვს ამის თქმის საფუძველი. ეკლესია დღეს წარმოდგება საზოგადოების წინაშე და ამბობს, რომ ჩვენ ვართ ქართული ეროვნული მემკვიდრეობის მცველნი და შემთხვევითი არ არის რომ ეროვნული პანთეონი და ეკლესიური პანთეონი ერთმანეთს ფარავს. ეს ის “პანთეონია”, სადაც ილია ჭავჭავაძეც არის, ექვთიმე ტაყაიშვილიც, სადაც ძალიან ბევრი მეფე და ეროვნულ გმირთა და წმინდანთა სახეები ერთმანეთს ფარავს. ორივე ეს მომენტი სწრაფვაა ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებისაკენ და რელიგიური შიმშილი შეერთებული სახით, საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგება ეკლესიაში და იქ პოულობს თავის ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების და პასუხის გაცემის საშუალებას. რა თქმა უნდა, აი ის რითაც მე დავიწყე საუბარი, არის თუ არა იქ თავისუფალი მსჯელობის სივრცე, ეს უკვე სხვა საკითხია და ეს კითხვათ დავტოვოთ.


http://www.gipa.ge/gipa/index.php?option=com_content&view=article&id=74&Itemid=45&lang=ka

სიმღერები კინოფილმებიდან.


ბედნიერად დაესწარით

მრავალ ახალ წელს.