სიკვდილის წინედ ამბობენ,
აჭიკჭიკდება გედიო,
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის
მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა
პირველ და უკანასკნელი!..
აქ იხატება ცის სივრცე
აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორ-აზროვანი, ორ-კილო,
ერთის ხმით გამომეტყველი,
შემოქმედების ქებაა,
ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამაქვეყნო ზარია,
საიმქვეყანო ზევსური,
გედო! შევნატრი შენს ჭიკჭიკს.
შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსური!
Комментариев нет:
Отправить комментарий