ის ბოგანოა, ხვალ შემოივლის
და გამაგონებს მწუხარ არიას,
იმის ღიმილი _ დილა ზაფხულის
ქუჩების ვნებით გადამწვარია.
ხშირ სიარულით თითქოს ჟინს იკლავს,
უკრავს და სადღაც გაიყურება!
ვერ მიუხვდები: მთებმა მოხიბლეს,
თუ ლაჟვარდების უცნაურობამ!!!
ყველას გაურბის, უყვარს სიმშვიდე,
თითქმის თვალები მიწას დაადნო,
იმან არ იცის სევდა შიმშილით,
ის ყინულია, ცივი უდაბნო.
ის ხან ღამეებს უთევს ქარიშხალს,
თუმცა მინდვრები “ძილისგულს” სთხოვენ,
ის ხანა ანთია მაშხალასავით
და ხან ბინდივით ელის ბეთხოვენს.
და აგონდება: ის სოფლის ლხინი,
სადაც უყვარდა ტანწვრილი გოგო,
უყვარდა: იმის მორცხვი ღიმილი
და მერე როგორ! ოჰ მერე როგორ!..
ნიკო სამადაშვილი
და გამაგონებს მწუხარ არიას,
იმის ღიმილი _ დილა ზაფხულის
ქუჩების ვნებით გადამწვარია.
ხშირ სიარულით თითქოს ჟინს იკლავს,
უკრავს და სადღაც გაიყურება!
ვერ მიუხვდები: მთებმა მოხიბლეს,
თუ ლაჟვარდების უცნაურობამ!!!
ყველას გაურბის, უყვარს სიმშვიდე,
თითქმის თვალები მიწას დაადნო,
იმან არ იცის სევდა შიმშილით,
ის ყინულია, ცივი უდაბნო.
ის ხან ღამეებს უთევს ქარიშხალს,
თუმცა მინდვრები “ძილისგულს” სთხოვენ,
ის ხანა ანთია მაშხალასავით
და ხან ბინდივით ელის ბეთხოვენს.
და აგონდება: ის სოფლის ლხინი,
სადაც უყვარდა ტანწვრილი გოგო,
უყვარდა: იმის მორცხვი ღიმილი
და მერე როგორ! ოჰ მერე როგორ!..
ნიკო სამადაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий