ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 декабря 2012 г.

ბერი გაბრიელი.

ბერი გაბრიელი. ქართული რეალობის.“სასწაულმოქმედი წმინდანი“ 


არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში, ოჯახის წევრები მამის საპატივცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. ვასიკო ბავშვობიდანვე ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და 12 წლის ასაკში მას წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

16 წლის ყოფილა ვასიკო, როდესაც მარტყოფის მონასტრის მოსალოცად ფეხით გაემგზავრა. იქ მას ღვაწლმოსილი ბერი მამა აითალა დახვდა, რომელსაც დიდად აფასებდა მამა გაბრიელი და პატივისცემით მოიგონებდა ხოლმე შემდგომ წლებში – “დიდი ბერი, დაფარულთა მცნობელი ბერი იყოო”.

1949 წ.-ს ვასიკო საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, ვასიკო ახერხებდა მარხვის შენახვას. იგი ფარულად წმ. ნიკოლოზის მოქმედ ეკლესიაშიც კი დადიოდა და წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ვასიკო სახლში დაბრუნდა. სულ მალე იგი გამოიძახეს სამედიცინო დისპანსერში და დაკითხვა მოუწყვეს;


საქართველოს სსრ.

ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო
19/ 1 – 1966 წ.ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1

№ 666

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით… ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა… 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა. უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო~. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, მან ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო – ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზაზე. გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა და ა. შ. საუბრისას ფსიქოპატის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქეთკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა. შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისაგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა. შ. არის სრულიად უკრიტიკო თავის მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, რის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.

სტაციონარის აქტი 1965 წ. №42
/კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი.

გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19/XI-65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექ. ლეჟავა 19/I-1966 წ.




მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ. 

https://csmcom3.wordpress.com/2011/12/25/ბერი-გაბრიელი/



მამა გაბრიელი
(ეპიზოდები ბერის ცხოვრებიდან)

„სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს“
(კორინთელთა 1, 25)
"უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ,
ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ,
ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი,
და მიიცვალოს,
და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ".
(მათე 17,20)

http://www.samtavro.ge/index.php?m=368


http://www.monkgabriel.ge/geo/mogonebani4.htm

ციტატები.

ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.

ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული.


ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის.


მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.


ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.


საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.


ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.


ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.


პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.


ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისა. ვის ემტერები, იცი რას გიზამს!?
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.


ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.


ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.


ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.


http://ka.wikipedia.org/wiki/მამა_გაბრიელი






пятница, 14 декабря 2012 г.

რა არის რუსეთი?


რუსეთის რელიგია

რუსეთში 20 მილ. მეტი ადამიანი ისლამის აღმსარებელია და ოფიციალურად მიიჩნევს თავს მუსულმანად. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რუსეთში მუსულმანთა რიცხვი 40 % გაიზარდა. საუკუნის შუახანებისათვის მუსულმანი იქნება ყოველი მეოთხე რუსეთელებისა. როგორც რუსეთის მუსულმანთა ეროვნული ორგანიზაციების წარმომედგენლები ამტკიცებენ, ყოველ პარასკევს პეტერბურგში მეჩეთში მინიმუმ სამი რუსი ღებულობს ისლამს.

ვადიმერ პუტინმა უკვე შესთავაზა „ისლამური ფედერაციის“ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მიიღონ იქ რუსეთი. ისლამის განვითარებისათვის რუსეთში 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 800 მილ. რუბლი, მათშორის 400 მილ. ისლამურ განათლებაზე. რუსეთი ერთადერთია იმ „არამუსულმანური“ სახელმწიფოებიდან, რომელმაც აღიარა ჰამასის გამარჯვება პალესტინაში არჩევნებზე (01. 2006) და ამ ორგანიზაციის ლიდერები ორჯერ იყვნენ მიწვეულნი რუსეთში (02. 2006 და 02.2007). 2015 წლისათვის რუსეთის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობა მუსულმანი იქნება.

ამასთანავე რუსეთში ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არაუმეტეს 4, 5%. თვეში ერთხელ მაინც მაზიარებლები 2% მეტი, კიდევ წელიწადში ერთხელ 6%. ერთმა მეხუთედმა არც კი იცის რა არის ეს. რუსეთში არის აგრეთვე პატარა ფენა იუდეველებისა და სულ მცირე ბუდისტებისა. დანარჩენები შეიძლება მივაკუთვნოთ ათეისტებს., მრავალღმერთიანებს და კერპთთაყვანისმცემლებს.

რუსეთელების 32% დღემდე თვლის, რომ ადამიანის ბედზე შეიძლება ზემოქმედება მოხდეს მაგიის საშუალებით, უფრო მეტ ადამიანს სჯერა ჰოროსკოპებისა. მაგრამ მოსკოვში გამოკითხულთა 74% -ს არ სჯერა არავითარი მაგიისა გარდა ფულისა.

.............................................................................
თეოდორ კრაშენინიკოვი .

იმპერია, ვითარცა წყევლა
.

იმპერიულ ენთუზიაზმს მივყავართ ეროვნულ თვითგანწირვამდის. ერი, რომელიც თავის მთელს ძალას ახმარს იმპერიის მშენებლობას, რჩება ცარიელზე: იმპერია ადრე თუ გვიან იშლება, მისი მშენებლები კი უცბად აღმოაჩენენ, რომ მათ აღარაფერი დარჩათ, გარდა მთელს სამყაროზე განაწყენებისა.

რუსი ხალხის უდიდესი ტრაგედია არის ის, რომ ოდესღაც ჩვენ დიდხანს შევტოპეთ ამ პროცესში და აქამდის არა მარტო შეგვიძლია მისგან ამოსვლა, არამედ აღარ შეგვიძლია გავითავისოთ და შევხედოთ ამ მდგომარეობას სხვა მხარიდან.




http://iberiana.wordpress.com/ruseti/russia/#3

четверг, 13 декабря 2012 г.

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება.
http://stgrigolofkhandzta.com/?p=3940


ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ


დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.

იოანე ზოსიმე

http://www.patriarchate.ge/?action=text/dgesastsauli_lazares+agdgineba


უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებებიდან

„ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.“

„ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა.“

„ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა... დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითა გულით მადლობას სწირავს შემოქმედს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავის ორომტრიალში, რომელმაც შეგვინარჩუნა რწმენა, ტკბილი ენა და კულტურა.“

„საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები - მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო, თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს.“
http://www.patriarchate.ge/?action=text/dgesastsauli_lazares+agdgineba





ჰქონდათ ბაბილონელებს კერპი, სახელად ბელი.ბაალბექი.



Самый, самый, самый Баальбек.



ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეთოთხმეტე

  3. ჰქონდათ ბაბილონელებს კერპი, სახელად ბელი; მასზე ყოველწლიურად ხარჯავდნენ ოც არტაბა ხორბლის ფქვილს, ორმოც ცხვარს და ექვს საწყაო ღვინოს.

4. მეფე აღიარებდა მას ღმერთად და ყოველდღე მის თაყვანისსაცემად დადიოდა. დანიელი კი თავის ღმერთს სცემდა თაყვანს.

5. უთხრა მას მეფემ: ბელს რატომ არ სცემ თაყვანს? მიუგო: რადგან ხელით ნაკეთებ კერპებს არა ვცემ თაყვანს, არამედ ცოცხალ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, ყოველი ხორციელის მეუფეს.
.http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-14.htm


ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი მეთვრამეტე

17. როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო?

18. თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი.


Вил

- название вавилонского идола, о котором говорится в неканонической части книги пророка Даниила (XIV, 3-32). Это - греческая форма имени известного вавилонского божества Бел (в клинообразных надписях Билу), по своему существу вполне соответствующего еврейско-финикийскому Ваал.

http://www.wikiznanie.ru/ru-wz/index.php/Вил





Тенгиз Гудава. До и после Библии .


Тенгиз Гудава


ДО И ПОСЛЕ БИБЛИИ

Типология божественного

Глава 1. До Библии...

Глава 2. Шумер
Кто? Откуда пришли? Куда ушли?
Происхождение Шумера
Убайд
Первая цивилизация
Шумерский "Элохим"
МЕ
Масло
Храмы
Главный ритуал
Города
Религиозная революция
Глава 3. Понятийный аппарат
Праязык
Смысловая синкопа
Синергия
Пять уровней мироздания
Глава 4. От Авраама до Адама
Народы и языки по спискам
Этно-культурный казус
От шумерского к еврейскому
Тайна буквы
Расселение-рассеяние
Расселение Иафета
Появление шумерского языка
Шумерский язык в наших словах
Имя
"Служили иным богам"
Фарра и Нахор
Харран
Адам - потерянная избранность
Доисторическая религия
Тайна Адама
Имя жены
Глава 5. Проклятие
Змей и Жена - одна сатана?
Змей - Зверь Полевой
Число зверя
Уроборос
Гармония
Небо
Земля
Формула творения
"Вражду положу..."
Добро
Зло
Деление на уровне Семени
Глава 6. Энума Элиш
Сотворение богов
Абзу
Первый Акт
Ил
Поиск S
MU-агент
Акт второй: рождение богов
Пляски богов
Акт третий: Солнце
Глава 7. Мардук
Гравитация
Докопаться до имени
Рожден был владыкой
Образы немыслимого
Харизма Мардука
Глава 8. Слово
Inim
Бытийные понятия в схемах
Первая триада: смысл и воля
Истина
Утешитель
Судьба
Суд
Дух
Глава 9. Небесная битва
Божий пир
Эротический ритуал
Слово Ану
Арсенал
Момент
Смысл S
Египетские синергии Глава 10. Небесное строительство
Демиург
Кингу - предтеча Христа
Северный ветер
Космос
Зодиак
Искусство
Нибиру
Сар
День рождения Земли
Строительство Земли
Глава 11. Планета богов
Нибиру и Ниппур
Допотопный мир
Проблема Думузи
Потоп
Что такое смерть?
Глава 12. Сотворение человека
Шестой день
Замысел
Работа богов
Нинхурсаг
Болезнь бога
Жертвоприношение-Искупление
Жертвоприношение и Предательство
Кровь Кингу и Тиамат
Человек: слабость и сила
Грехопадение
Глава 13. Работа
Эдем Восточный
Парад богов
Глава 14. Царство Божие
Учреждение религии
Связь неба и земли
Стражи
Вавилон
Имена
Царство Божие на Земле
Мардук и Энлиль
Мардук и Инанна
Время
Армагеддон
Тайна Гомера
Война с Горой-Гордыней
Глава 15. Ишкур и Эа
Биномы шумерского Элохима
Ишкур
Эа
Этана
Вражда Орла и Змеи
Наска
Шем-имя - Нимрод
Список народов и где-когда?
Плачущий бог
Символика Змеи и Крыла
Солнце-Слава. Уту-Шамаш
Эа Соблазнивший - природа Сатаны. Деградация бога - Ягуар. Балам. Восхождение Энки на гору - символика печатки
Новый храм Иезекииля
Глава 16. Религия Шумера
Бог, которому поклонялся Авраам
Символы Луны
Син и Яхве
Предтеча Израиля
Возвращение Сина
Глава 17. После Библии
Ибри
Религии и Бог
Набу

Приложение:
Шумеро-Русский Словарь



http://www.netslova.ru/gudava/sumer/









пятница, 30 ноября 2012 г.

ვაჟა-ფშაველა. ჩემი ვედრება.

ღმერთო, მიიღე ვედრება,
 
ეს ჩემი სათხოვარია:

არ დამეკარგოს გულიდან

მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

მამყოფე შეუდრკელადა;

ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო

დაჩაგრულების მცველადა.

ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა;

არ წამიხდინო, მეუფევ,

ეს ჩემი წმინდა ხელობა!

მაშრომე საკეთილოდა,

თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,

შვილთ საგმოდ არ გამიხადო

ჩემი მუდმივი სამყოფი.

გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

მნათობს ტრფობისა შეშითა,

ნუ მავლევ ქვეყანაზედა

გაცივებულის ლეშითა, -

თვალებში მადლ-დაკარგულსა,

შუბლზე გაკრულის მეშითა.

ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს

მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,

ნუ დაუძვირებ ოცნებას,

შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:

სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,

ეძახის თავის მხლებელსა.

გულს დარდი გამიდიადე

იმ სანეტარო საგანზე,

დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე

ჩემის გონების საბანზე!..

გონებას ფიქრი სტანჯავდეს,

გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,

მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,

ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...

ნუ დამასვენებ ნურა დროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული;

როცა გულს ცეცხლი მედება,

გონება მსჯელობს საღადა, -

მაშინ ვარ თავისუფალი,

თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

მფარავდეს შენი მარჯვენა,

კალთა სამოსლის შენისა, 

სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლოს ამოქშენისა.

სული - შენ, ლეში - მიწასა, -

აღარა ვგლოვობ ამასა;

თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,

შვილი - დედას და მამასა.


1893 წ.





суббота, 7 июля 2012 г.

3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm

......

დანიელ წინასწარმეტყველის ხილვა.


3.ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4.პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5.აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6.შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

 7.ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა. 

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის(IV) მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. 

12. დანარჩენ მხეცებს(I,II,III) ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm

17. ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.

 18. შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე.



I.პირველი ლომსა ჰგავდა.


II.მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა.


III.შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი.

IV.აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი;


მოკლულ იქნა ის(IV) მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. 


დანარჩენ მხეცებს(I,II,III) ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

....................


I.ბაბილონის იმპერია.605 — 562 წწ.ძვ.წ.
http://ru.wikipedia.org/wiki/Навуходоносор_II
II. მიდია-სპარსეთის იმპერია. აქიმენიდების იმპერია 550–330წწ.ძვ.წ.
http://ka.wikipedia.org/wiki/აქემენიდების_იმპერია
III.საბერძნეთის იმპერია.338 — 309წწ. ძვ.წ.
http://ru.wikipedia.org/wiki/Древняя_Македония
IV.რომის იმპერია. 27 ძვ. წ — 476 ახ. წ.
http://ru.wikipedia.org/wiki/Римская_Империя





მსოფლიოს ყველა იმპერია.
http://ru.wikipedia.org/wiki/%C8%EC%EF%E5%F0%E8%FF


ბაბილონის იმპერია . ნაბუქოდონოსორი. ოქროს კერპი. ლომი.მან დაანგრია იერუსალიმში ღვთის ტაძარი.(სოლომონის ტაძარი).


სპარსეთმა(კიროს მეფე) დაიპყრო ბაბილონი და შექმნა მიდია- სპარსეთის უძლიერესი იმპერია. დათვი. მან აღადგინა იერუსალიმის ღვთის ტაძარი.


მიდია სპარსეთის იმპერია უმოკლეს დროში დაიპყრო მაკედონელმა და გახდა საბერძნეთის უდიდესი და უძლიერესი იმპერიის მმართველი. ავაზა.


რომის იმპერია იყო მეოთხე საშინელი მხეცი, რომელმაც ყოფილი სამივე იმპერიის ძლიერება გადაფარა. მან მეორედ დაანგრია ღვთის ტაძარი იერუსალიმში.


მას_მეოთხე მხეცს_ დანიელ წინასწარმეტყველი საშინელ მხეცად ხედავს. ეს მხოლოდ იმიტომ  არა, რომ რომის იმპერია მსოფლიოში უძლიერესი იყო, არამედ იმიტომ, რომ სწორედ მისი არსებობის ხანაში მოხდა იესოსა და მის მოწამეთა დევნა და კვლა.
დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს , რომ იხილა საშინელი მხეცი როგორ დაწვეს და გაანადგურეს, ხოლო წინა სამ მხეცს_ ლომი, დათვი და ავაზა _ ძალაუფლება წაართვეს , ხოლო სიცოცხლე დრომდე გაუხანგრძლივეს.
სიცოცხლე გაუხანგრძლივეს, ნიშნავს ეს იმას, რომ სამი იმპერია მომავალშიც იარსებებდა(?) , მაგრამ არა ისეთი დიდებით როგორც წარსულში ანუ ისინი არ იქნებოდნენ ყველაზე ძლიერები თავიანთი მმართველობის ხანაში.
მესამე საუკუნეში რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, სატახტო ქალაქად კონსტანტინეპოლი გამოაცხადა. მალე რომის იმპერია ორად გაიყო;დასავლეთ_რომის იმპერია და აღმოსავლეთ _ბიზანტიის იმპერია.

მომავალში ორივე იმპერია დაიშალა. ასე განადგურდა უძლიერესი საშინელი მხეცი.ხოლო სარწმუნოება ქრისტიანობა აგრძელებდა არსებობას.
რომის იმპერია კათოლიკური ქრისტიანობის მიმდევარი იყო. ამიტომ, ის ქვეყნები, რომლებშიც კათოლიკური რომის მისიონერებმა ქრისტიანობა გაავრცელეს, გახდნენ კათოლიკურები.
(ვატიკანი.კათოლიკეთა ცენტრი.....)
ხოლო ბიზანტია იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და ის ქვეყნები სადაც მისიონერებმა ქრისტიანობა გაავრცელეს გახდნენ მართლმადიდებლები.
(ათონის მთა.მართლმადიდებელთა მთავარი წმინდა მთა)...
 უფლის მთა არის სიონის(სინაის) მთა.

სიცოცხლეგახანგრძლივებული ლომი, დათვი და ავაზა.


ქრისტესშემდგომი ლომი, დათვი და ავაზა. ანუ,  ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, დათვი და ავაზა.
ისლამური რელიგია.
არაბეთის ხალიფატი. 

ლომი-ბაბილონი. 
http://ru.wikipedia.org/wiki/%C0%F0%E0%E1%F1%EA%E8%E9_%F5%E0%EB%E8%F4%E0%F2
ანტიქრისტიანული რელიგია ისლამი.(ამიტომ არის ის  მეხუთე) 
 
http://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი
მისი დამაარსებელი იყო არაბი მუჰამედი, რომელიც თავის თავს ალაჰის(ღვთის) წინასწარმეტყველს უწოდებდა.
ყოფილი ბაბილონისა და მიდია სპარსეთის იმპერიების ქვეყნებში თანდათან გავრცელდა ახალი რელიგია. მანამდე კი ისინი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ.
ქრისტიანობა გავრცელდა ევროპაში, რუსეთში, (მოგვიანებით ამერიკაში.ავსტრალიაში)
ახალი რელიგიის წარმოშობის შემდეგ ქრისტიანებსა და მუჰამედის მიმდევრებს_მუსულმანებს_ შორის მუდმივი დაპირისპირება იყო.
აქიმენიდების იმპერია _მან მიიღო ახალი რელიგია_ისლამი. ლომი გახდა ისლამური ქვეყანა.(ახალი ლომი შეიცავდა ბაბილონისა და ისრაელის ტერიტორიებს.)


ლომის შემდეგ დათვი უნდა დაწინაურებულიყო და რადგან ყოფილი ბაბილონისა და მიდიასპარსეთის ქვეყნები ისლამის მიმდევრები გახდნენ მომავალი დათვიც ისლამური იმპერია უნდა ყოფილიყო, რისი დადასტურებაც ჩემი აზრით, იყო ოსმალეთის იმპერია.1299 — 1923წწ.

http://ka.wikipedia.org/wiki/ოსმალეთის_იმპერია
ახალი ლომი და დათვი სასტიკად ებრძოდა ქრისტიანობას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჰკლავდნენ ქრისტიანებს, ეწოდნენ ქრისტიანული ქვეყნების იძულებით გამუსულმანებას.(ახალი დათვიც შეიცავდა ყოფილი ბაბილონისა და ისრაელის ტერიტორიებს, როგორც მიდია-სპარსეთის იმპერია.)
კათოლიკური ევროპის ქვეყნები და მართლმადიდებელი ქვეყნები (საბერძნეთი, საქართველო, რუსეთი),ანუ, ქრისტიანული ქვეყნები მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ მუსულმანებთან.უპირატესობა ისლამის მხარეს იყო, რადგან ის ბატონობდა უფლის მიწაზე- ქრისტეს სამშობლოში, სადაც ქრისტიანობა ,თუმცა ხანდახან არ იყო შევიწროვებული , უმრავლეს შემთხვევაში იყო დევნილი.


ისლამური სახელმწიფოების ისრაელზე ბატონობა დასრულდა (თუმცა არ სრულად) პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და აღორძინება დაიწყო ისრაელმა , რომელმაც სახელმწიფოებრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1948 წელს იზეიმა.
1948 წელს, ახლადჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო ეწოდა,

http://ka.wikipedia.org/wiki/ისრაელი

ვიცით, რომ ებრაელთა ნაწილმა, რომელიც იუდაიზმის მიმდევარი იყო არ  ირწმუნა ქრისტე როგორც მესია. ამიტომ, ებრაელების ერთი ნაწილის რელიგია იყო იუდაიზმი ანუ აღიარებდნენ მხოლოდ ძველ აღთქმას. ხოლო მეორე ნაწილმა (უმცირესობამ) მიიღო ქრისტიანობა. ებრაელი ხალხიც თავისთავად დაპირისპირებული იყო ერთმანეთის მიმართ.თუმცა ებრაელ ხალხზე უმეტესად მუსულმანები ბატონობდნენ , იყო პერიოდები_ ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად, როცა ხდებოდა ებრაელი ხალხის მუსულმანების ზეგავლენისაგან განთავისუფლება. ისრაელი კი როგორც სახელმწიფო თითქმის არ არსებობდა.


როგორც ვნახეთ სამი მხეციდან_სამი სამეფოდან_ ლომი, დათვი, ავაზა_პირველი ორი გახდა მუსულმანური.
ბიზანტიის იმპერია იყო მართლმადიდებელი, ამიტომაც მასში შემავალი საბერძნეთიც იყო მართლმადიდებელი ქვეყანა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ, მომავალში ავაზა-საბერძნეთის იმპერია_ მოვიდოდა, ის იქნებოდა იმ პერიოდისათვის უძლიერესი მართლმადიდებელი იმპერია.
საბერძნეთი იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი სახელმწიფო.  თუ, ის დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც ადრე მაკედონელმა დაიპყრო, ის ამით ვერ გახდებოდა მხეცი. რომც დაეპყრო, იქ ისლამი ამოეძირკვა და ქრისტიანობა დაემკვიდრებინა ეს არ იქნებოდა უფლის მიმართ ცოდვა.სამეფო მხეცთან მაშინ არის შედარებული თუ ის არის ურწმუნო,ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელი და სხვადასხვა ღმერთების თაყვანისმცემელი და ასევე ქრისტეს მოწმეთა მკვლელი. ანუ, მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობით არ იქნებოდა საბერძნეთი განმეორებული მეშვიდე მხეცი,მას უფლის საწინააღმდეგო ცოდვა უნდა ჩაედინა.ოსმალეთის იმპერიის ნგრევის დროს ერთადერთი უდიდესი მართლმადიდებელ ქრისტიანული სახელმწიფო იყო რუსეთის იმპერია.


ძალაუფლებას ჰკარგავდა მეექვსე მხეცი და არენაზე უნდა გამოჩენილიყო მეშვიდე მხეცი_ავაზა. რუსეთის იმპერია ვერ იქნებოდა უფლისთვის მხეცი მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმპერია იყო მისი ყველა ურყოფითი მხარით. ქრისტიანულ ქვეყანას სხვა რა ცოდვა უნდა ჩაედინა გარდა იმისა, რომ უარეყო ქრისტიანობა. ესეიგი , რუსეთში უნდა მომხდარიყო რწმენის ლიკვიდაცია, და ასეც მოხდა. რუსეთის რევოლუციის და ათეისტური იდეოლოგიის ლიდერების გამარჯვების შემდეგ დაიწყო დევნა მორწმუნეებზე. შეიქმნა ათეისტური იმპერია სსრკ_ ავაზა, (1922 _1991)
http://ka.wikipedia.org/wiki/საბჭოთა_კავშირი
სადაც ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრებასა და მისი ლიდერების გაბატონებას მილიონობით მსხვერპლი მოჰყვა, მოკლული იქნა უამრავი მორწმუნე,დაანგრიეს ეკლესიები.ათეისტური ქვეყნის ლიდერის ლენინის სიკვდილის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში აღმართეს  მავზოლეუმი(-ზიკურატი, მსგავსი როგორიც ბაბილონში და სხვა კერპთაყვანისმცემელ ქვეყნებში იყო) სადაც სსრკს კერპის_ ლენინის ცხედარი-მუმია მოათავსეს( როგორც ეს ერთ დროს ხდებოდა შუმერ-ბაბილონის მეფეებისა და ეგვიპტის ფარაონათა სიკვდილის შემდეგ).თუმცა, განსხვავება ალბათ, ის იყო, რომ შუმერ-ბაბილონის მეფეები თუ ეგვიპტის ფარაონები და ასევე, უძველესი კერპთაყვანისმცემელი ქვეყნების მმართველები თავიანთ თავს ღმერთებს, ღმერთის შვილებს უწოდებდნენ და ხალხსაც სჯეროდა მათი, ხოლო, ათეისტური სსრკს ლიდერები თავს ღმერთებს არ უწოდებდნენ, ისინი უზენაესი ღმერთის არსებობას უარყოფდნენ და ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების უპირველესობაში არწმუნებდნენ, რითაც, რა თქმა უნდა, უფლის, როგორც ყოვლის შემოქმედის, იგნორირებას ახდენდნენ.
წესით, საბერძნეთს, როგორც მაკედონელის დროს, უნდა დაეპყრო ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, შემდგომში განმეორებული აქიმენიდების და ოსმალეთის ტერიტორია , მაგრამ ასე არ მოხდა, ავაზა წარმოსდგა სსრკს სახით, ვისი შიშიც და გავლენაც მართლა იგრძნობოდა როგორც ევროპის ასევე აზიის ქვეყნებში.


რატომ მიმაჩნია მე, რომ რუსეთის იმპერია, შემდგომში სსრკ არის განმეორებული ავაზა? იმიტომ, რომ სამი მხეციდან _ლომი, დათვი და ავაზა, ავაზის მხოლოდ ის ტერიტორია გახდა(და შეინარჩუნა) მართლმადიდებელი რომელზეც საბერძნეთია. ეს მოხდა ბიზანტიის მმართველობის ხანაში. საბერძნეთმა შეინარჩუნა მართლმადიდებლობა. ამიტომ, ავაზა თუ განმეორდებოდა, ის იქნებოდა იმ დროის ძლიერი მართლმადიდებელი იმპერია  და ეს მოხდა რუსეთის იმპერიის სახით,რომლის სახელმწიფო რელიგია იყო მართლმადიდებლობა.
რა უნდა ჩაედინა მართლმადიდებელ იმპერიას ისეთი რომ დაემსახურებინა უფლის თვალში მხეცის წოდება? უნდა უარეყო ღმერთი, ქრისტე.



 უნდა მოვიდეს მერვე ... როგორც ვიცით მეოთხე იყო რომის იმპერია , რომლის დაშლის შემდეგ რამოდენიმე ხანში თავიდან დაიწყო ლომის,დათვის, ავაზას ბატონობა. მერვეში რომი_საშინელი მხეცი უნდა გამეორდეს, მაგრამ, იოანეს ხილულ მხეცში არ არის მეოთხე საშინელი მხეცის ნიშნები. თუმცა, ეს სამი მხეცის ნაერთი მხეცი ისედაც საშინელია, ის არ არის რომის იმპერია. ის არის შვიდთა რიცხვიდან, მაგრამ მასში მხოლოდ სამი მხეცის ნიშნებს ვხედავთ: ფეხები აქვს როგორც დათვის, ტანი მიუგავს ავაზას, ხახა კი აქვს როგორიც ლომს.
?
რადგან შვიდთა რიცხვიდან იქნება ესეიგი ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიებსაც მოიცავდეს იქნება, მაგრამ რომის იმპერია არ იქნება.
განმეორებული ლომი და დათვი ზუსტად იგივე ტერიტორიებს არ მოიცავდნენ, მაგრამ შეიცავდნენ იმ ტერიტორიებს რომლებსაც ერთ დროს წინამორბედი ლომი და დათვი. ავაზა კი აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე წარმოჩინდა.ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალი მერვე მოიცავდეს იქნება ყოფილი შვიდი მხეცის ტერიტორიებს და ასევე სხვასაც ? რომელ დანარჩენ(ახალ) ტერიტორიებს მოიცავდეს იქნება მერვე მხეცი ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ, ის რომ ყოფილი შვიდის ტერიტორია იქნება გაერთიანებული ნათელია.თუმცა, ის ისედაც მსოფლიო მებატონე იქნება.


ნატოში გაწვრიანებული არის ქრისტიანული ქვეყნები და ერთი ისლამური ქვეყანა_ თურქეთი , მაგრამ ეს კავშირი არ ჰგავს მხეცს რომელიც იოანემ იხილა.
ნატო არ ბატონობს არც ბაბილონის მიწაზე და არც ისრაელის მიწაზე. ასევე არ ებრძვის ღვთისა და იესოს მოწმეებს, ათეიზმი არ აქვს გამოცხადებული.

მერვე მხეცი სამი მხეცის ნაერთია. ესეიგი, ეს კავშირია სამი მხეცის,სამი სამეფოსი ან სამი იმპერიის. აქედან დღესდღეობით ორი მუსულმანური მხარეა, ერთი ქრისტიანული.
მხეცი რომელიც იოანემ იხილა იქნება მუსულმანური და ქრისტიანული ქვეყნების(მხეცი უკვე არ იქნება არცერთი რელიგიის მიმდევარი, პირიქით ის იქნება ღვთსიმგმობელი) კავშირით შექმნილი იმპერია, ორი ძლიერი მხარის კავშირი და არა ისე, როგორც ეს იყო სსრკს დროს, რომელიც აგრეთვე იყო კავშირი, მაგრამ ერთი(რუსეთი) იყო ძლიერი, დანარჩენი (14 რესპუბლიკა)კი მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
იოანეს მიერ ხილული მხეცი სამი(ორი)  ძლიერი მხარის კავშირია. ამას ემატება რომელიღაც 10 მეფის (სახელმწიფოს) გადაწყვეტილება _ ამ მხეცს მისცენ ერთპიროვნული მეფობა მსოფლიოზე.
მოსალოდნელია, ეს მხეცი შეიქმნას რუსეთისა(ქრისტიანული მხარე) და მუსულმანური ქვეყნების(ყოფილი დათვისა და ლომის ტერიტორიაზე მყოფი ან ახლომახლოც) კავშირით. რომლის შემადგენლობაში ასევე იქნებიან უძველესი ბაბილონის ტერიტორია და ისრაელის მიწა, როგორც ეს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ხილული მხეცების(ლომი, დათვი, ავაზა, საშინელი მხეცი) დროს იყო.
ხოლო, ათი მეფე, რომელიც ერთპირ გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება აუცილებლად გავლენიანი სახელმწიფო(ები)ს ხელმძღვანელი , რადგან მათ გადაწყვეტილებას მეფობა ერთს გადასცენ, ძალა ექნება.
ათის მიერ ძალაუფლების ერთზე გადაცემა ნიშნავს, რომ მსოფლიოს ათი წამყვანი სახელმწიფოც და მეთაურიც ამ მხეცით ახორციელებს გეგმას_ შექმნან მსოფლიოზე მებატონე ერთმმართველი უღმერთო სამეფო_რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ეს ქვეყნებიც ამ მხეცის ნაწილი იქნება და თავისთავად ამ ათი მეფის ტერიტორიაც ამ კავშირში იქნება. ამიტომაც, ტერიტორიული მოცულობა გაზრდილი იქნება
და რაც მთავარია, ამავე ტერიტორიაზე იქნება( მკვლელი მეძავი) ბაბილონი, რომელსაც მხეცი დაანგრევს უფლის ნებით. უძველესი ქალაქი ბაბილონი, როგორც ვიცით, დანგრეულია. ბაბილონური ზიკურატი დგას მოსკოვში , ნუთუ მას დაანგრევს მხეცი?
უფალი ამბობს , რომ ბაბილონი არის ღვთისმგმობელი, კერპთაყვანისმცემელი, დედამიწის სიბილწეთა დედა, ღვთისა და იესოს მორწმუნეთა მკვლელი, ასევე წერია, მასში იქნა პოვნილი დედამიწაზე ყველა მოკულთა სისხლი.


ვინ-რა-რომელი არის ბაბილონი? 

რადგან ძველი ბაბილონი დიდიხანია დანგრეულია, ახალი ბაბილონი სხვაგან უნდა იყოს. მაგრამ, ისმის კითხვა, ახალ ბაბილონში როგორ იქნება პოვნილი დედამიწაზე ყველა მოკლულთა სისხლი?
ბაბილონი შეიძლება არ არის ერთი კონკრეტული ადგილი , მაგ; როგორც მას ადარებენ _ ვატიკანი, ან მოსკოვი მისი მავზოლეუმით, ან ამერიკის რომელიმე ქალაქი,ან ევროპაში მდგარი ევროკავშირის შენობა და სხვა , არამედ ის არის  ცხოვრების ისეთი წესი როგორიც უძველესი ბაბილონის დროს იყო: საკუთარი თავის გაღმერთება-გაკერპება, მსხვერპლთშეწირვა, მკითხაობა, მაგია, ბნელ ძალებთან კავშირი, გარყვნილება და სხვა. ?
პირველი მოკლული დედამიწაზე  აბელი იყო, რომლის სისხლი არც რუსეთში იქნება და არც ევროპაში, არც ამერიკაში...
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოკვლა-ჩაქოლვა ცნობილია.
იესო მიმართავს იერუსალიმს_იერუსალმო,იერუსალიმო, დამხოცავო წინსაწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან წარმოგზავნილთა!
ქრისტემდე ქვეყნების წარმართული ცხოვრების წესიც ცნობილია. ისინი თითქმის ყველა კუთხეში იყვნენ.
ქრისტეს შემდგომ ქრისტიანობა გავრცელდა , მაგრამ ქრისტიანთა პირველი მკვლელი რომის იმპერიის შემდგომ ქრისტიანთა მკვლელები იყვნენ: მუსულმანური სახელმწიფოები, ათეისტური სსრკ და ცნობილია, რომ ქრისტიანთა მოკვლა ხდებოდა -ხდება ინდოეთში,ჩინეთში, აფრიკაში.ეს ნიშნავს რომ ბაბილონი თითქმის ყველგან არის.
რატომ უნდა მოკლას-დაანგრიოს მეძავი-ქალაქი , ქრისტიანთა მკვლელი ბაბილონი მერვე მხეცმა.? მერვე მხეციც ხომ ღვთისმგმობელი სახელმწიფოა, ბაბილონიც ღვთისმგმობელია. მისი დანგრევა რათქმა უნდა უფლის ნებით მოხდება , მაგრამ მხეცი რა მოტივით დაანგრევს მას?


ქრისტეს მოსვლამდე ანტიქრისტე (ანტი ნიშნავს როგორც მოწინააღმდეგეს ასევე მაგიერს_ ესეიგი ქრისტეს მოწინააღმდეგე , ქრისტეს მაგიერი) უნდა მოვიდეს. ის არ იქნება არცერთი სარწმუნოების მიმდევარი.მაგრამ ის მართლმადიდებელი ქვეყნის(ტერიტორიის) წარმომადგენელი იქნება. სწორედ ქრისტიანულ ქვეყანაში მოვა ანტიქრისტე ესეიგი _მართლმადიდებელ ქვეყანაში.ან საბერძნეთიდან იქნება ან განმეორებული ავაზის- რუსეთის ტერიტორიიდან. ბევრი ამბობს, რომ ანტიქრისტე უკვე იყო ლენინის სახით. მაგრამ რუსეთი არ იყო მსოფლიო მმართველი. დღესდღეობით მსოფლიოში სხვადასხვა რელიგია არსებობს,  ხდება ქრისტიანთა დევნა, ხდება ომები, ეკლესიების გარყვნა, გარყვნილების დაკანონება , რაც უფლის 1000 წლოვან გამეფების პერიოდს არაფრით ჰგავს. პირიქით , ეს ჰგავს ანტიქრისტეს ტახტისთვის მსოფლიოს მომზადებას..


მერვე შვიდთა რიცხვიდან.....
ძველი -წარმართული ლომი, დათვი, ავაზა და საშინელი მხეცი =4 ყოფილი იმპერია.
ახალი მუსულმანური ლომი და დათვი და ათეისტური ავაზა + 4 ყოფილი იმპერია = შვიდ მხეც-იმპერიას, რომლებიც უკვე იყვნენ.
უნდა მოვიდეს მერვე შვიდთა რიცხვიდან
.......


მეხუთეც, მეექვსეც და მეშვიდეც იყო თავისი დროის ძლიერი იმპერია, მაგრამ არა მსოფლიოში ერთადერთი ძლიერი(როგორიც პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე იყო).პარალელურად არსებობდენენ სხვა ძლიერი იმპერიებიც.


პირევლი მხეცი მეორემ დაამარცხა, მეორე მესამემ, მესამე მეოთხემ.

მეხუთე მხეცი მეექვსემ შეცვალა. 
მეექვსე დაიშალა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ(1914-1918წწ)
http://ka.wikipedia.org/wiki/პირველი_მსოფლიო_ომი
და  მეშვიდე მოვიდა(დააარსდა)1919წ.
მეორე მსოფლიო ომის მერე, მრავალი საუკუნის შემდეგ 1948 . აღდგა იუდეის -ისრაელის სახელწიფოებრიობა. დანიელის ხილვის მიხედვით ისრაელის აღდგენის შემდეგ იკავებს წმიდა ადგილს გაპარტახების სიბილწე.

მეშვიდე დაიშლა 1991 წელს...
ანუ ,
მერვეც მოსულად ხომ არ უნდა ჩავთავლოთ, რადგან 1991 წლის შემდეგ 20 წელია გასული.თუ, ის ჩამოყალიბების სტადიაშია და ჯერ სრულად არ ავლენს თავს???

მაგრამ, ჯერ სცენაზე  მთავარი ცრუგმირი არ  გამოჩენილა, რომელსაც ნამდვილი გმირი დაამარცხებს...
.....................................................



1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html


6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html



8.მსჯელობა.

http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_15.html


9.ამ დილის ნააზრევი.............
http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_30.html


10.ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_1469.html


11.უფლის მკვლელი იმპერია.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5446.html


12. რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5364.html