ღმერთი

ღმერთი

пятница, 15 марта 2013 г.

8.მსჯელობა.


იოანე წინასწარმეტყველი წერს როგორ აუხსნა ანგელოზმა შვიდთავიანი მხეცი და მასზე მჯდომი ქალი.

მხეცი რომელიც შენ იხილე,  იოანემ კი  იხილა ,, მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას’’.  იყო და აღარ არის(?), მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა.

ე.ი. ეს მხეცი უკვე იყო.
მაგრამ,

შემდეგ წერია

აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,

 რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.

თუ მხეცი უკვე იყო რას ნიშნავს ხუთი დაეცა , ერთი არის(ერთი არის, ესეიგი ეს ერთი არ დამხობილა) სხვა კი ჯერაც არ მოსულა, (ესეიგი ჯერ არც ყოფილა).

მხეცი შვიდთავიანია(ერთი სხეულია), როგორ  გავიგოთ იყო და არ არის, და აქვე_  ხუთი(ხუთი თავი) დაეცა , აქვე_  ერთი(კიდევ ერთი თავი) არის, და აქვე_ სხვა(კიდევ ერთი თავი) ჯერაც არ მოსულა.
ეს მხეცი შეიცავს თავებს რომლებიდანაც  ხუთი დაეცა  , ერთი არის,  სხვა ჯერაც არ მოსულა და ეს ყველაფერი ერთად უკვე იყო და არ არის.??????

მაგრამ წერია აქ სიბრძნეა საჭირო. ?

თანაც საინტერესოა რატომ წერია ხუთი დაეცა ,
ერთი არის ,(რატომ არ წერია მეექვსე არის?)
და სხვა ჯერ არ მოსულა ანუ, არ წერია მეშვიდე ჯერ არ მოსულა.


იოანეს მოღვაწეობის ხანაში იმპერიები რომლებიც იგივე დიდებით არ იყვნენ იყო სწორედ ლომის , დათვისა და ავაზის სამეფოები. იოანეს დროს იყო რომის იმპერია.

შვიდთავიანი მხეცი იყო და არ არის, ესეიგი ჩვენ უნდა გავიგოთ ასე, მერვე მხეცი მოვა ყოფილი შვიდის მერე და მათივე შემადგენლობით.

არ შეიძლება იოანეს დროს უკვე წარსული ყოფილიყო შვიდთავიანი მხეცი, რადგან აგრეთვე წერია ერთი არის(ერთი თავი, ერთი მთა, ერთი მეფე), სხვა(ერთი თავი, ერთი მთა, ერთი მეფე) კი ჯერ არ მოსულა.

ესეიგი დროა გამოსაცნობი მერვე მხეცი მოსვლის, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომელი იყო ხუთი, რომელი ერთი არის, და რომელია ის სხვა რომელიც ჯერ არ მოსულა და როცა მოვა დიდხანს ვერ გაძლებს.

რომ ვთქვათ ასე ხუთი იყო;
ეს ხუთი; ბაბილონი, სპარსეთი, საბერძნეთი, რომი, ოსმალეთის იმპერია. ხუთივე დაემხო.

ერთი არის, ანუ ის იყო იოანემდე , არის იოანეს დროს, არის შემდეგაც და არის დღესაც.

წარმართული ლომისა(ბაბილონის სამეფო) და დათვის ტერიტორიაზე(მიდიას -სპარსეთი) არსებული იმპერიები იყო იოანემდე, იყო იოანეს დროს(თუმცა არა რომის ძლიერებით), იყო იოანეს შემდეგ უკვე ახალი რელიგიით _ისლამი, და ისლამი არის დღესაც,  განსხვავებით იმ სხვისაგან (სხვა ჯერაც არ მოსულაო რომ წერია)  რომელიც მოვიდა აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე და დიდხანს ვერ გაძლო. ეს სხვა ტერიტორიულადაც სხვა იყო და მსოფმხედველობითაც. ის იყო ათეისტური იმპერია      ”ათეიზმი ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე’’. რომელმაც დიდხანს ვერ გაძლო. ისლამი კი არის.

გავაგრძელებ............


თუ მხეცი,რომელიც არის (ანუ იყო იოანეს დროს- ერთი არისო რომ წერია), ნიშნავდა მითითებას რომის იმპერიაზე და ის ყველა მომავალ დროში  არსებობდა და არის დღესაც, მაშინ ნიშნავს რომ  რომის იმპერის მემკვიდრის -ბიზანტიის იმპერიის, შემდგომში _რუსეთის იმპერიის არსებობას მიანიშნებს. მაგრამ რომის დასავლეთი მხარე გამოეყო აღმოსავლეთს და კათოლიკური ევროპა არის კათოლიკური რომის მემკვიდრე, ნაწილობრივ ამერიკაც. საერთო ჯამში ქრისტიანული _მართლმადიდებელ-კათოლიკურ-პროტესტანტული_ სახელმწიფოები არიან გაქრისტიანებული რომის იმპერიის მემკვიდრეები, რომის იმპერიის რომელიც იყო და არის. ქრისტიანული იმპერიების ცოდვები რაში მდგომარეობს? ისინი ეწეოდნენ შიდა ომებს, ანუ, ერთმორწმუნე ხალხებთან ომობდნენ, მანამდე იყო ინკვიზიცია,რომის ეკლესია მკვლელობებში და ინტრიგებში მონაწილეობდა.
აქვე ესეც.
http://ru.wikipedia.org/wiki/%CF%EE%F0%ED%EE%EA%F0%E0%F2%E8%FF

ცრუქრისტიანობა და ფარისევლობა ....იგივე მხეცობა?


ქრისტიანობა ფიქრობს რომ ისლამი არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ისლამი ფიქრობს რომ ქრისტიანებობა სიმცდარეა. იუდაიზმი ფიქრობს რომ ორივე მცდარია.

მხეცს რომელიც იქნება ანტიღვთიური, ანტიქრისტიანული რომელი მიწიერი სახელმწიფო მისცემს ერთპიროვნულ ძალაუფლებას.იუდაიზმი ღმერთს აღიარებს, ისლამი ღმერთს აღიარებს, ქრისტიანობა ღმერთს აღიარებს. გასაგებია რომ ისლამი წინააღმდეგია იუდაიზმის , ქრისტიანობის და საერთოდ ყველა სხვა რელიგიის, მაგრამ ის ღმერთს არ უარყოფს. ასევე იუდაიზმი , რომელიც წინააღმდეგია ისლამისა და ქრისტიანობის ღმერთს არ უარყოფს. თვითონ ქრისტიანები კი როგორ მისცემენ ხმას ანტიქრისტიანულ სახელმწიფოს.ეს სახელმწიფო მხოლოდ ანტიქრისტიანული არ არის , ის არის ანტიღვთიური, ესეიგი იუდეველისთვისაც და მუსულმანისთვისაც ის(მხეცი) მათი ღმერთის წინააღმდეგია.

გაუკვირდებათ მიწის მკვიდრთ როცა იხილავენ მხეცს რომელიც იყო და არ არის და მოვიდა.

მხოლოდ ღვთივგამორჩეულ ადამიანებს არ გაუკვირდებათ მხეცის მოსვლა.

წერია რომ მხეცს ძალაუფლებას აძლევს ურჩხული_დასაბამიერი გველი, სატანა, ყველას მაცდური.

რაღაც საოცრება უნდა მოხდეს, რომ მსოფლიო ასე შეიცვალოს.

ღვთისმგმობელ მხეცს მხარზე ღვთისმგმობელი , მორწმუნეთა მკვლელი, მეძავი ბაბილონი აზის, რომელსაც კლავს-ანგრევს.ღვთისმგმობელი კლავს ღვთისმგმობელს.


გამოდის რომ, უნდა მოვიდეს წარმართული_კერპთაყვანისმცემელი მხეცი, რომლის სახელმწიფო რელიგია არ იქნება არც იუდაიზმი, არც ისლამი , არც ქრისტიანობა.

ამ მხეცის ნიშანი 666. ანუ მისი რელიგია და მისი ხატია 666.

აქ არის მეორე მხეცი კრავისრქიანი და ლაპარაკობს როგორც ურჩხული. ესეიგი კრავისრქიანი ლაპარაკობს როგორც სატანა.

,,მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.’’

ესეიგი, კრავს კი ჰგავს , მაგრამ ურჩხულ-სატანასავით ლაპარაკობს. გარეგნულად კრავი, აზრით კი_ სატანა.

ეს კრავივით მხეციც სატანის გეგმას ანხორციელებს. მაგრამ ის თავის(კრავისმაგვარი მხეცის) თაყვანისცემას არ მოითხოვს და  ასევე არ მოუწოდებს ხალხს ეთაყვანონ ურჩხულს(სატანს) , არამედ ის აიძულებს ხალხს თაყვანისცენ პირველ_შვიდთავიან_ მხეცს.

იესო მოუწოდებდა ხალხს ეწამათ ღმერთი. ეს კრავივით მხეცი მოუწოდებს იწამონ შვიდთავიანი მხეცი და მისი ხატი 666.

შეიძლება თუ არა ვიფიქროთ რომ სწორედ ეს კრავივით მხეცი, ანუ ცრუწინასწარმეტყველი, მოვა ნამდვილი წინასწარმეტყველის _ქრისტეს საპირისპიროდ, ანუ ის იქნება ანტიქრისტე?



იყო _ ანუ მერვე მხეცი უკვე იყო.(?)მაგრამ,
არ არის,
და მოვა.
1921 წლიდან ანტიქრისტიანული მუსულმანური ქვეყნები და ათეისტური სსრკ ერთდროულად ( ავაზა-დათვი-ლომი) თუმცა კავშირში არ იყვნენ საშიში იყვნენ ქრისტიანობისათვის. მერვე მხეცის მსგავსია . ესეიგი იყოო ამას ნიშნავს.? მაგრამ, ერთი  უარყოფდა ღმერთს , მეორე არ უარყოფდა.
ასევე ოსმალეთის იმპერია მოიცავდა ავაზის, დათვისა და ლომის ტერიტორიებს. ესეც მერვესმსგავსია. ესეიგი იყოო ამას ნიშნავს?იყო მუსულმანური იმპერია.
მაკედონელის იმპერია _საბერძნეთის იმპერია, იყო იმპერია შემდგარი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებისაგან. ანუ, ევროპული(საბერძნეთის)და აზიური (სპარსეთი, ეგვიპტე , და სხვა)ქვეყნებისაგან შემდგარი. თითქოს ჰგავს იმ მხეცს რომელსაც ტანი აქვს ავაზის, ფეხები დათვის და ხახა ლომის.  ეს მხეციც  მერვესმსგავსია. ესეიგი იყოო ამას ნიშნავს? იყო წარმართული -კერპთაყვანისმცემელი იმპერია.
ვიცით, რომ რომის იმპერია არასოდეს არ განმეორებულა, არც რაიმე სხვა ახალი სახელით ყოფილა მომავალში მის ტერიტორიაზე იმპერია.
იმპერიები განმეორნენ მხოლოდ ლომის, დათვის და ავაზის(თუმცა ავაზა თავისი დიდებით და იგივე ტერიტორიაზე არ განმეორებულა) ტერიტორიებზე. მაგრამ ესენი იყვნენ მუსულმანური იმპერიები და არ უარყოფნენ ღმერთს.მაგრამ არ სცნობდნენ ქრისტეს =იგივე ღვთისმგმობელობას. ესეიგი დათვი ან ლომი მუდმივად არის. თუმცა ბოლო მხეცი რომელზეც წერია რომ ის ღიად დაიწყებს ღვთისგმობას ნიშნავს, რომ ის არ იქნება მუსულმანური იმპერია.რადგან მუსულმანი ღმერთს აღიარებს.
სსრკ იყო ძალიან ძლიერი და ამასთანავე ზუსტად ღვთისმგმობელი იმპერია+შეიცავდა ზოგიერთ აზიურ ქვეყანას(მაგრამ არა ლომისა და დათვის ტერიტორიიდან, თუმცა საქართველო ნაწილობრივ იყო ოდესღაც აზიური იმპერიების ნაწილი, შემდგომში კი ასევე იყო სსრკს შემადგენლობაში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანი ოდესღაც ყოფილი აზიური იმპერიების ნაწილნი იყვნენ, შემდგომში კი სსრკს შემადგენლობაში)თითქოს ჰგავს მერვე მხეცს.
მერვე მხეცი ყველზე მეტად ჰგავს მაკედონელის საბერძნეთის იმპერიას. დასავლეთ-აღმოსავლური- ევროპულ-აზიური იმპერია. ორი სხვადასხვა ხალხის იმპერია, იყო წარმართული.თავის დროის უძლიერესი იმპერია.
და მერვე მხეცი ძალიან ჰგავს სსრკს_ღიად გმობდა ღმერთს.ასევე იყო თავისი დროის უძლიერესი იმპერია. 

მაგრამ მსოფლიო მებატონე არცერთი არ ყოფილა.

და ყველაზე მთავარია ამ მხეცზე მჯდომი ქალი -ბაბილონი, რომელიც ,,მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით’’,

იესოს მოწმეები მოკლეს რომის იმპერიის დროს, მუსულმანური იმპერიების დროს და სსრკ-ს დროს. ასევე მოხდა(ხდება) ქრისტიანთა მოკვლა ცრუქრისტიანებისაგან, და ასევე  ხდება(ხდებოდა)  სხვადასხვა რელიგიურ სახელმწიფოებში.

1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html


8.მსჯელობა.

http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_15.html







Комментариев нет:

Отправить комментарий