ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 марта 2013 г.

არ ღირდა.


არ ღირდა.

გენდური, გენდური საშინლად
და ვიცი, რომ ცოდვას ჩავდივარ.
არ ღირდა , გაიგე, არ ღირდა,
ამისთვის გაჩენა არ ღირდა.

გენდური, გენდური საშინლად
და სანამ მწამს, რომ ცოდვას ჩავდივარ,
მიხსენი თორემ გული ამტკივდა.
ტანჯვისთვის გაჩენა არ ღირდა.

ვინ იცის იქნებ უმადური ვარ,
დამცინის წყეული სატანა.
სადა ხართ, სადა ხართ, სადა ხართ,
ძნელია ამდენის ატანა.

თუ იქ ხარ ცათა შინა ნამდვილად
და ჩემთვის სიკეთე მოგინდა,
მომეცი ეს როცა მე მინდა,
ზოგჯერ ხომ არაფერი არ მინდა.




Комментариев нет:

Отправить комментарий