ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 марта 2013 г.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში.

    


საქართველოში ოფიციალური უქმე დღეებია:


1 და 2 იანვარი – ახალი წელი;


7 იანვარი – შობა;


19 იანვარი – ნათლისღება;


3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;


9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს თავისუფლებია და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე;
სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი);


9 მაისი;


12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;


26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;


28 აგვისტო – მარიამობა;


14 ოქტომბერი – მცხეთობა;


23 ნოემბერი – გიორგობა.







     


უქმე დღეები - nonworking days



საქართველოში საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;


ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;


გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს; 


დ) 3 მარტს – დედის დღეს;


ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;


ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;


ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);


თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;


ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს;


კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;


ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);


მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;


ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს. უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო – ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე, გადაუდებელი საავარიო – სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).




Комментариев нет:

Отправить комментарий