როგორ შევეწინააღმდეგოთ გულისთქმებს?
“გულში არსებული ბოროტება ტოლფასია აღსრულებული საქმისა…”
გულში არსებული ბოროტი გულისთქმები სიმშვიდეს გვაკარგვინებს და უფალს გვაშორებს. მუდმივად ადამიანის თანმდევია და განუწყვეტლივ ცდილობს მის ცდუნებას. მათთან ბრძოლისას უნდა ვეცადოთ, რომ სულიერი ცხოვრების წესებით ვიხელმძღვანელოთ, რათა ჩვენი მორწმუნეობა მარტოოდენ გარეგნულ მსახურებად – ფარისევლობად არ გვექცეს. გულისთქმების შესახებ “ამბიონს” დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა:
“ღვთის ქმნილებათაგან ადამიანი ყველაზე რთული არსებაა. ამ სირთულეს მეტწილად მასში არსებული მუდმივი გულისთქმები განაპირობებს. თუმცა ხშირად არ ვფიქრობთ, არ ვაცნობიერებთ რა ხდება ჩვენს გულში. როგორც მდინარე მუდმივად მიედინება და წისქვილის ქვას განუწყვეტლივ ატრიალებს, ასევეა ადამიანის გონებაც. არ არსებობს წამი პიროვნების ცხოვრებაში, რომ მის გონებაში რაიმე აზრი არ წარმოიშვებოდეს. ჩვენ ყოველთვის უნდა გავუწიოთ გარკვეული კონტროლი ფიქრებს, რადგან თუ დროულად არ მივაყურადებთ, იმდენი სიბინძურე და მანკიერება შემოვა ჩვენს გულში, ისე დაგვატყვევებს, რომ მისგან თავის დაღწევა გაგვირთულდება. როგორც ნებისმიერი დაავადება პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა აღიკვეთოს, ასევე უნდა მოხდეს გულისთქმებთან ბრძოლის დროსაც. თუკი ჩვენში არსებულ ნებისმიერ აზრს განურჩევლად მივიღებთ და დავეთანხმებით – ფესვს გაიდგამს, დაგვატყვევებს, თავისუფლებას დაგვაკარგინებს და ცოდვის მონად გვაქცევს.”
რა არის გულისთქმების წარმოშობის მიზეზი?
წმიდა ისააკ ასურის თქმით, გულისთქმები ოთხი მიზეზის გამო წარმოიშვება: პირველი მიზეზია ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებები. ამაში შეიძლება მოვიაზროთ სხვადასხვა სახის სიამოვნება და ყველაფერი ის, რაც ხორცს აამებს. გულისთქმების წარმოშობის მეორე მიზეზი გახლავთ ჩვენი წარსული – განვლილი ცხოვრების შთაბეჭდილებები. წმიდა მამების თქმით, ის რაც აღსრულებული და ბუნების მიერ გათავისებულია, მისი უკუგდება და მასთან ადვილად კავშირის გაწყვეტა ძალიან რთულია. მესამე მიზეზია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება – ადამიანები, საგნები, მოვლენები – მათთან ურთიერთობისა და კავშირის შედეგად მრავალგვარი სახის აზრი წარმოიშვება. მეოთხე მიზეზი კი ეშმაკი გახლავთ, იგი ადამიანის დაუძინებელი მტერია. თავისი ბოროტი, ცბიერი, მზაკვარი აზრებით ცდილობს, რომ აცდუნოს იგი, ცოდვას დაუქვემდებაროს, კეთილ გზაზე მყოფი ბოროტებისკენ წარმართოს და ამით დააშოროს ღმერთს. როგორც ვხედავთ, ადამიანში გულისთქმების წარმოქმნას ოთხი მიზეზი განაპირობებს. ამიტომ, უნდა დადგინდეს გულისთქმის წარმოშობის მიზეზი და ხასიათი, რადგან როგორ გულისთქმასაც მივიღებთ და შევიწყნარებთ – განწყობაც ასეთივე იქნება.
რამდენად ადვილია კეთილი და ბოროტი გულისთქმების ერთმანეთისგან გარჩევა?
გულისთქმები არასდროს წყდება. სანამ ადამიანი ცოცხალია და აზროვნებს, მუდმივად მიმდინარეობს მასში მაცდური აზრების წარმოშობა, ასეთია ჩვენი ბუნება. ხოლო ჩვენი მიზანია ნებისმიერი აზრი წარმოქმნისთანავე აღმოვაჩინოთ. ხშირად ადამიანს ვერ განურჩევია რომელი აზრი მიიღოს და რომელი – არა. წმიდა მამები გვეუბნებიან, აზრის გარჩევას – ბოროტებისა და სიკეთისაგან, ცოდვისა და უმანკოებისაგან – სჭირდება დიდი გამოცდილება, საკუთარი თავის კარგად ცნობა, ღვთის მცნებების ცოდნა, რადგან ჩვენ სულიერი გამოცდილების შედეგად, საფუძველშივე აღმოვაჩინოთ აზრის სიკეთე თუ ბოროტება.
ზოგიერთი ადამიანი ცოდვას სჩადის, მაგრამ მაინც ვერ ხვდება, რომ ცოდვა ჩაიდინა. ასეთი ადამიანები ღვთის მცნებებს უგულებელყოფენ და არ ცდილობენ წმიდა ეკლესიასთან და ღმერთთან სიახლოვეს. ასევე, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცოდვას სჩადიან და მერე ხვდებიან, რომ შესცოდეს, მანამდე კი ამას ვერ აცნობიერებდნენ. ეს შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელნიც ცოდვის ჩადენის დროს უკვე ხვდებიან, რომ ღვთის მცნებას არღვევენ – ეს კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობაა. მაგრამ არიან სულიერად გამოცდილი ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიდანვე, აზრის წარმოშობისთანავე, ხედავენ მასში ბოროტებას და მაშინვე ცდილობენ მის აღკვეთას, რადგან ძნელია ებრძოლო გულში დავანებულ აზრსა და სურვილს. ამდენად, სულიერად გამოუცდელი ადამიანისთვის ძალზედ ძნელია გულისთქმათა ბუნების დადგენა.
მაცხოვარი მუდმივად მღვიძარებისკენ მოგვიწოდებს. მამაო, რამდენად შეეხება მაცხოვრის აღნიშნული მოწოდება გულისთქმებს?
დავუკვირდეთ, ჩვენ გვეშინია ქურდის და მუდმივად ფხიზლად ვართ, რომ ჩვენი სახლი, ქონება უყურადღებოდ არ დარჩეს. მაგრამ ასეთი სიფრთხილე ნამდვილად არ გაგვაჩნია საკუთარ სულებთან მიმართებაში. ყოველდღიურად იმდენი ცბიერი, მზაკვარი აზრი შემოიპარება ჩვენს გონებაში, იმდენად გვძარცვავს მადლისაგან და გვაკარგვინებს სიმშვიდეს, რომ თუ მუდმივად ფხიზლად არ ვიქნებით, ვერასდროს დავიგროვებთ სულიერ საუნჯეს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გულისთქმებთან მიმართებაში გვმართებს განსაკუთრებული მღვიძარება და ყურადღება.
რამდენად შეიძლება, ადამიანი გულისთქმის შედეგად დასნეულდეს?
ჩვენში წარმოიშვება ნებისმიერი სახის აზრი. მაგალითად, როცა რაღაცას დავგეგმავთ და თითქოს მასში არ არის რაიმე ბოროტება, ამ დროს მიმდინარეობს ბრძოლა – მივიღოთ თუ არა ეს გულისთქმა. თუკი შევატყობთ, რომ აზრი ბოროტია და მისი მიღება საზიანო, ასეთ დროს მასთან კამათში ვერთვებით და აზრს სხვა მოსაზრებას ვუპირისპირებთ. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ასეთ კამათში ჩაბმა არ არის მართებული, რადგან ეშმაკი იმდენად ძლიერია, ჩვენი ბუნება კი იმდენად სუსტი, რომ ძნელია ასეთ აზრებთან დაპირისპირება და მათი დამარცხება.
როდესაც ამგვარ აზრისმიერ ბრძოლაში ვმარცხდებით, შემდეგ ეს აზრი უკვე სურვილად გარდაიქმნება. სურვილის გაჩენისთანავე კი მისი აღსრულების საშუალებას ვეძებთ, ანუ ცოდვა ქმედით ხასიათს იღებს. თუკი ეს ცოდვები მრავალჯერ განმეორდება, ადამიანი ხდება ცოდვის მონა – ვნებაში მყოფი.
მაგალითად, მემთვრალეობით დაავადებული ადამიანი ალკოჰოლის მონაა. ერთ დღეს გადაწყვეტს, ხვალიდან აღარ დალიოს, მეორე დილით კი მოუვა გულისთქმა: “დღეს ცუდად ვარ და რა მოხდება, მცირე დოზით მივიღებ სასმელს და ცოტა მოვკეთდები”. ზოგჯერ ეს მცირე დოზა აუცილებელიც კი არის, მაგრამ იშვიათად, რომ საჭირო რაოდენობა აკმაყოფილებდეს მემთვრალე ადამიანს. ამიტომ, თავდაპირველი კეთილი გულისთქმა საბოლოოდ შესაძლებელია ცოდვად იქცეს, თუ მეტ ყურადღებას არ გამოვიჩენთ. ხშირად აღსრულებული ცოდვა კი მთლიანად იმორჩილებს ადამიანს და სულიერ ტყვეობაში ამყოფებს. ქრისტე კი იმისთვის მოვიდა, რომ ყოველგვარი ცოდვებისგან გავეთავისუფლებინეთ: “ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი. და მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უკუნისამდე. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ” (იოან.8:34-36) – გვმოძღვრავს ქრისტე. მაგრამ თუ გულისთქმას არ შევეწინააღმდეგებით, ცოდვას ვერ დავაღწევთ თავს.
რატომაა აუცილებელი ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლა?
ჩვენი სულიერი აზროვნება ძირითადად იმით შემოიფარგლება, რომ მხოლოდ ცოდვისა და სათნოების გარეგნულ აღსრულებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. თუკი გარეგნულად გამოხატულ რაიმე ცოდვას აღმოვაჩენთ, როგორც წესი, ეს ხდება აღსარების ძირითადი თემა. მაგრამ ცოდვის ჩადენამდე რამდენი გულისთქმა შევიწყნარეთ, რამდენჯერ გაგვიჩნდა ბოროტების აღსრულების სურვილი, ამაზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ შედეგზე ვამახვილებთ ყურადღებას. ცოდვის ჩადენის საშუალება თუ მოგვეცა და აღვასრულეთ იგი, მხოლოდ ასეთ დროს ვაღიარებთ ჩვენს დანაშაულს. არადა გული ბოროტებით, მანკიერებით სავსეა, მიდრეკილია ცოდვებისკენ და ამას ვერ ვხედავთ. არ ვუკვირდებით საკუთარ თავსა და მასში წარმოშობილ გულისთქმებს.
იგივე დამოკიდებულება გაგვაჩნია მცნებათა აღსრულების მიმართ. როდესაც გარეგნულ სიკეთეს აღვასრულებთ, ამ დროს სულიერი მზერა ნაკლებად არის მიმართული შინაგანი განწყობილებისადმი და მხოლოდ მცნების შესრულებით ვიწონებთ თავს. თუმცა ყოველი აღსრულებული სიკეთისას გულში მრავალგვარი ბოროტი გულისთქმა წარმოიშვება პატივმოყვარეობის, ანგარებისა და სხვა ვნებათა სახით. შესაბამისად, მცნებების შესრულებას მარტო გარეგნული გამოხატულება კი არ უნდა გააჩნდეს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შეიძლება შინაგანი ვნებითაც იყოს განპირობებული, არამედ შესაბამისი შინაგანი განწყობილებაც. სწორედ ამიტომ, სიკეთის აღსრულების დროსაც კი აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ, ჩვენი გული რისკენ არის მიდრეკილი.
უფალი გვეუბნება: “სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი” (მათ.6:21). თუ საუნჯე არის მიწიერება, სიმდიდრე, სოციალური მდგომარეობა, თუნდაც საგანი ან პიროვნება, რომელთანაც უნდა დავიცვა ზომიერება, მაშინ რა გამოდის? – მე ვარ მონა გულისთქმებისა.
საჭიროა გულისთქმებთან ბრძოლა – იმ საწყისთან, სათავეებთან, რომელიც შემდეგ განაპირობებს ყოველგვარ ცოდვას. ამიტომ, ჩვენი აღსარება მარტოოდენ გარეგნული ცოდვებით კი არა, არამედ გულით მიღებული ცოდვისმიერი სურვილების აღიარებით უნდა სრულ იქმნას.
ბოროტი გულისთქმების წარმოშობა კი არაა ცოდვა, არამედ მათი შესრულების სურვილით ანთება. თუ ამ მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლა არ დავიწყეთ, გულის სიწმინდეს ვერ მივაღწევთ და შესაბამისად, ღმერთს ვერასოდეს ვიხილავთ. უფალი გვეუბნება: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ.5:8). თუკი ყოველგვარ აზრს ადვილად შევიწყნარებთ, გული დაბინძურდება. ამიტომაც გვეუბნება მაცხოვარი: “გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი” (მათ.15:19). გულში არსებული ბოროტება აღსრულებული საქმის ტოლფასია.
გულისთქმებთან ბრძოლა რთულია, მაგრამ აუცილებელი. მის გარეშე ქრისტიანული ცხოვრება წარმოუდგენელია. სხვაგვარად ფარისეველთ ვემსგავსებით, რომელნიც მხოლოდ გარეგნულად მოწესრიგებას ცდილობენ.
თუ ადამიანი სულიერად იზრდება, ხვდება, რომ ერთი ბოროტი აზრიც ღმერთს აშორებს. ჩვენ კი დღის განმავლობაში ათასობით ბოროტ აზრს ვიღებთ და ვიწყნარებთ. ამ დროს როგორ შეიძლება მშვიდად ვიყოთ, როგორ იქნება ღმერთი ჩვენში?! მერე შფოთის მიზეზს ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპულობთ. თითქოს წესიერად ვცხოვრობთ, არავის არაფერს ვუშავებთ, ტაძარში დავდივართ, ლოცვებს ვკითხულობთ, ვმარხულობთ, ვეზიარებით კიდეც, მაგრამ სიმშვიდე არ გვაქვს. რატომ? იმიტომ, რომ განურჩევლად ვიღებთ გულისთქმებს. მათთან ბრძოლის გარეშე ცოდვის ტყვეობას თავს ვერ დავაღწევთ და ღმერთთან ახლო ურთიერთობას ვერ მოვახერხებთ.
როგორ შევეწინააღმდეგოთ გულისთქმებს?
როგორც ვთქვით, ბოროტ გულისთქმასთან კეთილი აზრის დაპირისპირებით ბრძოლის წარმოება გაუმართლებელია. მაშინ როგორ ხდება გულისთქმის დამარცხება? წმიდა მამათა სწავლებით, ბოროტი გულისთქმების აღმოფხვრა მხოლოდ ლოცვის აღსრულებითა და ღვთის სახელის დაპირისპირებით ხდება. “უმჯობესია აზრებს არ მოუსმინო და მათთან არ ისაუბრო, არამედ ღმერთს მიმართე; იმიტომ, რომ აზრზე პასუხის გაცემას თუ მოისურვებ, მასზე ფიქრი გაგიტაცებს და ლოცვის სითბოს მოსწყდები”- გვმოძღვრავენ წმიდა ბარსანოფი დიდი და იოანე. იმავეს გვირჩევს არქიმანდრიტი სოფრონი ბერი სილუანის სწავლებიდან: “არსებობს ბრძოლის სხვადასხვა გზა, მაგრამ საუკეთესოა, თუ სრულებით არ გავესაუბრებით მაცდუნებელ აზრს. თუკი გონება ჩაერთვება მასთან საუბარში, მის განვითარებასაც მიჰყვება. გაიტაცებს და ღმერთს დაშორდება, რაც არის სწორედ ეშმაკის მიზანი. ღვთისგან განშორებული და მაცდუნებელ აზრთან მოსაუბრე გონება აღარ იქნება სუფთა”.
ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლა მარტოოდენ ლოცვით ღვაწლს როდი მოითხოვს, ლოცვასთან ერთად საჭიროა აღსარება, ზიარება, მარხვა, წმიდა წერილის კითხვა და ზოგადად თავშეკავებული ცხოვრება. სხვაგვარად ეკლესიური, მშვიდი, მადლისმიერი, ღვთაებრივი ცხოვრება შეუძლებელი და წარმოუდგენელია. დრო კი, რომელსაც ეკლესიაში ვატარებთ, ჩვენთვის უნაყოფო იქნება. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ გულისთქმებთან ბრძოლაში ჩავერთოთ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ ისინი და თავი ცოდვის აღსრულებისგან დავიცვათ. ღმერთმა კეთილი ზრახვები და გულისთქმები მოგვმადლოს.
http://www.ambioni.ge/rogor-sevewinaarmdegot-gulistqmebs

Комментариев нет:
Отправить комментарий