იმპერიას ერთმორწმუნედ ვერ მივიჩნევთ.
თავის დროზე, საქართველომ ერთმორწმუნეობის გამო, რუსეთის სახელმწიფოს სთხოვა მფარველობა. თუმცა თანაცხოვრების ისტორიის განმავლობაში, საქართველოსადმი რუსეთის ქმედებები ქრისტიანულ მორალს ხშირად ცდებოდა.
რა პასუხი უნდა გასცენ ოკუპანტებმა თავად უზენაესს, უფალს?! როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა თავს დამტყდარ ჯოჯოხეთს და გვქონდეს თუ არა უფლის იმედი? ამ საკითხებზე “ვერსიას” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) ესაუბრება:
- შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ.
დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს. რუსეთის აგრესია თავს დაგვატყდა და შესაძლოა, იმპერიის პროვოცირება აშშ-მ გამოიწვია. ასეთი ვარაუდები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოგვივლინა ღმერთმა ასეთი ჯალათი, რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, გვტანჯავს?
სახარებაში წერია: “წყეულ იყოს კაცი, კაცის მოიმედე”. უნდა შეგვეძლოს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. არც თუ შორეულ წარსულს გადავხედოთ – ჩვენ ის ერი არ ვართ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა?! ამ მკრეხელობის მიუხედავად, ღმერთი მოწყალეა და დამოუკიდებელი ქვეყანა გვეღირსა, ერის მამის მკვლელობიდან სულ მცირე ხანში. მაგრამ არ დავუნახეთ უფალს ცოდვებისთვის შენდობა – პატრიარქი კირიონი მოვკალით.
უფალი განსაცდელს საკუთარი ცოდვების დასანახად და მანკიერებისგან განსაწმენდად მოგვივლენს ხოლმე. დღესაც ვისჯებით იმიტომ, რომ სწორი, მართალმადიდებელი რელიგია გვარგუნა განგებამ და ქართველი კაცი ამ წყალობაზე უარს ამბობს. სიტყვით ქრისტიანია, მაგრამ თავისი საქციელით, ღმერთს განეშორება, ეუბნება – “არ მინდიხარ, შენ, უფალო”. ამასთანავე, ვივიწყებთ ტრადიციებს, წინაპრებს. ღმერთი ცოდვებს აუცილებლად მოგვკითხავს.
ქართველობა შეზარა ერთმორწმუნე რუსეთის ბარბაროსობამ. რა შეფასებას აძლევთ მართლამდიდებელი ქვეყნისგან ასეთ აგრესიას?
- ესეც ჩვენი დანაშაულია. როგორ შეიძლება, ხალხო, იმპერია ერთმორწმუნედ მივიჩნიოთ?! კი, ეს არის მართლამდიდებელი ადამიანებისგან შემდგარი სახელმწიფო და ამიტომ, ცალკეული პიროვნებები მეგობრებად, ერთმორწმუნეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ბოროტების იმპერიას ვერ ჩათვლი ერთმორწმუნედ.
იმპერია არ მოქმედებს ქრისტიანული მორალით. თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ხომ ჯალათი სახელმწიფოა. შეცდომა დავუშვით, როცა ვამბობდით, 21-ე საუკუნეა, სხვა დროა, კაცო, ესენი რას გაბედავენ?! ახლა ვხედავთ, რომ გაბედეს. შესაძლოა, ისევ გაბედონ, რადგან კაენის ცოდვიდან დაწყებული, დღემდე დრო არ შეცვლილა. წმინდა წერილი გვამცნობს: “თავადი ამა სოფლისა არის სატანა” და ასე იქნება ღვთის მეორედ მოსვლამდე. დღეს ძალა აღმართს ხნავს. თუმცა, ამქვეყნიური დიდება წარმავალია.
ამ ომმა ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, ეკლესია როგორ უყურებს რუსეთ-საქართველოს დაპირიპირებას?
- ომი თავისთავად, საშინელებაა, მაგრამ მეორე კუთხით შევაფასებ. წინასწარმეტყველი ამბობს: “არაფერია ომზე უფრო დიადი”. ომში ხედავ თვალნათლივ, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. უფალი ამბობს: “იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, ვინც დადოს თავი თვისი მოყვასისათვის”. მიმაჩნია, რომ სამხედროებთან სასულიერო პირი უნდა მუშაობდეს. კაპელანის ინსტიტუტის შემოღება მხედრული სულის გაღვივებას შეუწყობს ხელს. ეკლესია ერს ადუღაბებს, ერთ მუშტად კრავს. თუმცა ეკლესიამდე ადამიანი უნდა მივიდეს.
ხალხი ჯერ კიდევ მზად არ არის ქრისტიანული ცხოვრებისთვის, რატომ?
- სამწუხაროდ, ასეა იმიტომ, რომ ღვთის წყალობას ვერ ხედავენ. სულიერი თვალით არ იყურებიან. ხორცის კეთილდღეობაზე ფიქრობენ მხოლოდ. არ იციან, რომ სულსაც კვება უნდა. სასულიერო პირებს ხომ ურთიერთობა გვაქვს მრევლთან და თვალხილულად აღვიქვამთ, როგორ მოქმედებს ადამიანზე აღსარების, წირვა-ლოცვის მადლი. ღვთის ცნებების გარეშე ადამიანი რაფინირებული ცხოველია, რომელსაც ღვთის წყალობა არ შეუძლია შეიგრძნოს და უფლის მადლს გვერდს უვლის.
მამაო, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება, რას ეტყვით ჭირისუფალთ?
- ომში დაღუპული ვაჟკაცების სულები ალივით მაღლა იწევენ და პირდაპირ ღვთის წინაშე წარსდგებიან სასუფეველში. რა თქმა უნდა, ომში სამშობლოსთვის სიკვდილი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ეს ბედნიერებაა მათი სულებისთვის. მაგრამ ჭირისუფალი ცოდვაა, როცა ვერ ეგუება ამ განშორებას.
შეიძლება ითქვას, თუ ჭირისუფლებიც გმირულად გალევენ ამ წუთისოფელს, სასუფეველში თავიანთ მიცვალებულს აუცილებლად იხილავენ. მინდა ისიც გითხრათ, რომ უაზრო ომი არ არსებობს. მაშინ, რა უნდა ვთქვათ 300 არაგველზე?! ისინი წინასწარვე წაგებულ ომში შევიდნენ, მოყვასისთვის იბრძოლეს და გმირულად დაიღუპნენ. სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ, ომისთვის თავი აერიდებინათ, უკვდავებას ვერ მოიპოვებდნენ.
უფალმა ეს რისხვა მარიამობის მარხვაში მოგვივლინა, რამდენად ნიშანდობლივია ეს?
- ჩემი აზრით, ეს ნიშანდობლივია. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება.
ნათია ნოდია
”ვერსია”
25.08.2008

Комментариев нет:
Отправить комментарий