ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 марта 2013 г.

მაინც ვმღერი ცოდვილიანი.


მაინც ვმღერი ცოდვილიანი.

რად მაწვალებს ბედი ტიალი.
კვნესის გული ტკივილიანი.
ცხოვრების გზა ნარ-ეკლიანი
დამატარებს თვალცრემლიანი.
სანთელს ვუცქერ ფიქრ-დარდიანი.
მტანჯავს ერთი მე ქრისტიანი.
ხელს ჩავიქნევ და სევდიანი
მაინც ვმღერი ცოდვილიანი.

თუმც მაწვალებს ბედი ტიალი
არ ვიქნები მე ნაღვლიანი.
მზეს შევხვდები იმედიანი,
უდარდელი , სიცილიანი.

თუ ხარ ნაღდი ადამიანი
არ ფასდები, თუმც აზრიანი.
გიქადაგებს ავსაქმიანი,
კაცი ფასობს დღეს ფულიანი.
ნუ იფიქრებთ ვარ შარიანი.
ვერ ვიქნები ვერც პირიანი,
ღმერთიც არ მწამს სამართლიანი,
მაინც ვმღერი ცოდვილიანი.

თუ გინდა დარჩე ნორმალურ ადამიანად არასოდეს დახარჯო გონება იმაზე საიდან მოვიდა ღმერთი, რა იყო მის უკან.
იყო ღმერთი. ღმერთს გაუჩნდა იდეა. იდეას მოჰყვა საქმე,საქმეს_ნაშრომი,ნაშრომს _წარმატება, წარმატებას _ დაცემა, დაცემას_სწავლა(მეცნიერება), სწავლას _ომი, ომს_ცრემლები, სიღატაკე, შიმშილი, სიკვდილი.......მაგრამ საბოლაოდ მაინც სიკეთემ გაიმარჯვა.
......................
ადამიანები, თუმც ისინი, კარგად ჩაცმულნი და ანგელოზივით ლამაზნი არიან, უკან არ დაიხევენ, მოიქცნენ ისევე უსამართლოდ, როგორც ისინი, ვისაც თვითონვე განსჯიან უსამართლობისთვის.//

მებადება კითხვა ნუთუ ასეთი ადამიანები არ იმსახურებ, რომ უწევთ ცხოვრება შიშით ბოროტმოქმედის გამო ან საერთოდ რომ არსებობენ ბოროტმოქმედები, ნარკომანები?
მგონი სამართლიანად ვფიქრობდა ვწერ; დიახ, იმსახურებენ.//

თუ ძირს დაცემულს გნახავენ ადამიანები შეგიცოდებენ., მაგრამ თუ მაღლა ასვლას დააპირებ, მიწის გამოთხრას დაიწყებენ, იმ მიწის, რომელზეც დგახარ და გეიმედება.//

 ........................


Комментариев нет:

Отправить комментарий